ცხოვრება მშვენიერია ?! (1 თავი)
ცხოვრება მშვენიერია . ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა .. ის ერთი ეშმაკი ვინმეა , არასდროს არ ვიცით რას გვიმზადებს . ჯერ კიდევ მანამ სანამ დავიბადებოდი ყველა თავს მევლებოდა მუცელშივე ,რადგან მე ის ნანატრი შვილი ვიყავი ჩემი ოჯახი დიდხანს რომ ელოდა. მე მარიამ ბაგრატიონი , გიორგი ბაგრატიონისა და თამარ ბერიძის 20 წლის ქალიშვილი ვარ. ჩვენი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია, მაშასადამე მე , ერთადერთ მემკვიდრეს ყოველთვის მაღალი საზოგადოების სრულფასოვან წევრად მზრდიდნენ. ერთ მშვენიერ(??) დღეს როდესაც უნივერსიტეტიდან სახლში დავბრუნდი ნაადრევად ისეთი სიმშვიდე სუფევდა , ვერც კი იტყოდით რომ სახლში ვინმე იყო,რასაც ვერ ვიტყვით მამჩემის კაბინეტთან გავლის დროს. კაბინეტში დაახლოებით ხუთი ადამიანი მაინც იქნებოდა და იმაზე ბჭობდნენ რა მოუვიდოდა ჩვენს ბიზნესს რადგან მის განადგურებას ვიღაც რატი ჯაფარიძე ცდილობდა. მე ყველაზე ცუდად რაც გამომდის მოთმენაა , მაშასადამე უნდა მიხვდეთ რას ვიზავდი ამ დროს .. დიახ მამაჩემის კაბინეტში დაუკითხავად შევედი, იქ მყოფთაგან კი მარტო ორი ვერ ვიცანი. როგორც კიდამინახეს ყველამ გაოცებული სახე მიიღო ,რადგან ამ დროს არ მელოდნენ სახლში . მხოლოდ ერთი ადამიანის გარდა , მისი ირონიული ღიმილი დათვალებში მოხტუნავე ჭინკები უცნაურ შეგრძნებას მიტოვებდა , არ ვიცი რატომ მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა. - მარიამ, სასწრაფოდ დატოვე ჩემი კაბინეტი ! - კი მაგრამ მამა.. - არანაირი მაგარამ მარიამ ! მეტი სხვა რა გზა მქონდა დარჩენილი . მეც დავტოვე კაბინეტი და ჩემი საძინებლისკენ გავეშურე. წიგნის კითხვა დავიწყე მაგრამ გული ვერ დავუდე .სულ მისი ირონიული ღიმილი მახსენდებოდა. გადავწყვიტე ამაზე აღარ მეფიქრა. სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ. რათაც წვეულება იმართებოდა სადაც აუცილებელი იყო მთელი ოჯახით დავსწრებოდით, ამიტომ დილიდან განსაკუთრებით მამზადებნენ. საღამოს რვა საათზე უკვე მზად ვიყავით . -თუ მზად ხართ წავიდეთ, ახვლედიანებს დაგვიანება არ უყვართ - განერვიულებულმა დაიწყო დედამ. -კარგი თამარ, დამშვიდდი . მარიამ მზად ხარ? -მზად ვარ. -მაშ წავედით. სულ რაღაც ოც წუთში უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავით , მე კიდევ უცნაური შეგრძნება სულ უფრო მახსენებდა თავს. იქვე ჩემი მეგობარი ნუკი შევნიშნე. რათქმაუნდა ისიც აქ იქნებოდა ისიც ხომ ამ საზოგადოების წევრია. მეც მისკენ გავეშურე და გადავკოცნე -ნუკი ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია ენი აქ ნახვა . ვერ ვიტან ესეთ სიტუაციებს თან რაღაც უცნაური შეგრძნება თავს არ მანებებს. -კაი დამშვიდდი საყვარელო, ხო იცი ვერც მე ვერ ვიტან ,მაგრამ სავალდებულო ყოფილა. -კარგი,ვიცი -ისე რა ხდება ხომ არ იცი? დამავიწყდა მეკითხა ჩემი მშობლებისთვის -რავიცი , ვიღაც ახვლედიანების წვეულება ყოფილა -ალექსანდრე ახვლედიანი, კაცი პიროვნება , კაცი სიმპატიკა , კაცი ცეცხლი და მაინც კაცი უჟმურობა . რუსეთში ცხოვრობდა უკვე დიდიხნის განმავლობაში და არ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას . ბეტავ რა ხდება? საკვირველია -კარგი რა , ერთი მეტიჩარა თავის თავზე შეყვარებული იდიოტი იქნება , კაცი ცეცხლი არა კაცი კვახი . მე და ნუკის გაგვეცინა ჩემს სიტყვებზე. ამ დროს ვიღაცამ ყურადღება ითხოვა. რომ შევხედე პირი ღია დამრჩა , შავგვრემანი , შავთვალება ,ოდნავ კეხიანი ცხვირი ,დიდი ტუჩები და კუნთები "ვაიმე მარიამ, რა გემართება " შემოვუძახე ჩემს თავს. ეს ის იყო მამაჩემის კაბინეტიდან - მარიამ , ეს ისაა - ვინ ის -ალექსანდრე ახვლედიანი სწორედ ამ დროს დაიწყო მანაც. -მოგესალმებით , პირველ რიგში მინდა ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. ახლა კი მთავარ თემას დავუბრუნდები. მინდა ჩემი სიხარული თქვენც გაიზიაროთ - თანდათან ჩემსკენ იწყო სვლა - მინდა გაგცნოთ ჩემი მომავალი მეუღლე და შვილების დედა მარიამ ბაგრატიონი - ჩემს წელზე მისი ხელი ვიგრძები... ------------------------------------------------- მოგესალმებით ყველას . ეს ჩემი პირველი მოთხრობაა და არ ვიცი როგორ მოგეწონებათ . იმედი მაქვს ისიამოვნებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.