შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის ვინც არ უნდა მიყვარდეს (თავი 2)


17-07-2018, 23:15
ავტორი tusia_b
ნანახია 1 768

-გუშინ ჟურნალისტებმა დააფიქსირეს ირაკლი გაგუა რომელიც კლუბს ახალგაზრდა უცნობ გოგონასთან ერთად ტოვებდა,როგორც მან განაცხადა ის და ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილი ანი დადიანი დაშორდნენ.რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი?სამწუხაროთ ჟურნალისტები ვერ ახერხებენ დაუკავშირდნენ ქალბატონ ანის რათა დეტალური ინფორმაცია მიიღონ მისგან.დილით მოსმენილი ინფორმაცია ჩემს ფიქრებს არ შორდებოდა,მან უკვე სხვა იპოვა ან ჩემს გასაბრაზებლად აკეთებს ამას.ამ ყველაფრით უკვე დავიღალე,აქედან შორს მინდოდა წასვლა,მსურდა ჩემი ფიქრებისგან გავქცეულიყავი,მაგრამ შეუძლებელია ეს ყოველივე.ფიქრი ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა.
-გისმენთ,ნაზად ვუპასუხე მობილურის ზარს.
-ანიი,დილით ტელევიზორში სიმართლე თქვეს?მე რატომ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ?
-მოვალ შენთან მაშო და ყველაფერს მოგიყ...სიტყვის დამთავრდბა ვერ მოვასწარი,როდესაც მთელი ძალით დამეჯახა მანქანა და ძირს უგონოდ დავეცი.
თვალები საავდმყოფოს პალატაში გავახილე,თავიდან ყველაფერი ბუნდოვანი იყო შემდეგ კონტურები გავარჩიე,მაღალი ხანში შესული ექიმის,ახალგაზრდა ექთნის და ვიღაც ბიჭის ალბათ ის დამეჯახა.
-ექიმო,გონზე მოვიდა მიმართა ექთანმა ხანში შესულ მამაკაცს რომელიც ბიჭს ესაუბრებოდა.
-გამარჯობა,ქალბატონო ანი.საშიში არაფერია მსუბუქი ტვინის შერყევა გაქვთ და მარჯვენა ხელის მოტეხილობა,რომელიც უკვე დავაფიქსირეთ თაბაშირში.დღეს ღამე აქ მოგიწევთ დარჩენა ,ხვალ დილით კი გაგაწერთ.
-მადლობა,ძლივს ვთქვი ეს სიტყვები და თვალები ისევ მივლულე.როცა გავიღვიძესაღამოს 10 საათი იყო.
-როგორ ხარ?ნაცნობმა ხმამ მიკთხა და მეც მისკენ მივაბრუნე თავი
-უკეთესადაც ვყოფილვარ მათე,მისი სახელი წარმოუდგენლად ნელა ვთქვი
-სარკაზმი
-ძალით დამეჯახე ხო?
-ხო შურისძიების მიზნით სულელო,ჯერესერთი შენ გადმომიხტი შუა გზაზე.ტელეფონზე ლაპრაკობდა გოგო და ჩემი სიგნალის ხმა ვერ გაიგო.
-დამაბრალა ყველაფერი მე
-ხო აბა ჩემი ბრალი მარტო ისაა რომ დაშვებულზე უფრო სწრაფად ვმოძრაობდი
-ვინმე სიმპათიური ბიჭი მაინც დამჯახებოდა რა.დანანებით ჩავილაპარაკე
-ჩემზე სიმპათიური რაღა გინდა
-ვაიმე,მათე
-რა იყო
-დედა ინერვიულებდა მთელი დღეა ჩემგან არაფერი სმენია.
-აჰა ჩემი ტელეფონი და დარეკე,შენი დაიმტვრა.
ტელეფონზე სალომეს ნომერი ავკრიფე და ფსიქოლოგიურად მომზადება დავიწყე.
-გისმენთ,ქალის ნანერვიულებული ხმა გავიგე ტელეფონზე
-დედა მე ვარ ანი
-ვაიმე ანი,დე სად ხარ მოვკვდი ნერვიულობით მაშოს ველაპარაკე და მითხრა შუა ლაპარაკის დროს გაითიშაო,ისიც დაბნეული იყო.
-მათქმევინე სალომე აბა
-სად ხარ ახლა
-საავადმყოფოში.
-საად?გაგიჟებულმა ჩაჰყვირა ტელეფონში
-საავადმყოფოში,მანქანა დამეჯახა ისეთი არაფერი მჭირს
-მისამართი მომწერე სასწრაფოდ და შენს ძმას დაურეკე რომ მოვიდეს.ჩვენზე სწრაფად ის მოვა.წყნეთში ვართ ჩვენ
-კარგი,მივხვდი შეწინააღმდეგებას აზეი არ ქონდა ამიტომ დავნებდი
შემდეგ გაბრიელის ნომერი ავკრიფე და ვნახე,რომ მობილურში ეს ნომერი სახელით იყო დამახსოვრებული.
-გაბრიელს საიდან იცნობ?ვკითხე ინტერესით მათეს
-ჩემი ძმაკაცია
-რა-ა?
-რა გაყვირებს?უბრალოდ დარეკე და დავსრულოთ უკვე დავიღალე შენი პრობლემებკს მოგვარებით.
-ბოდიშს გიხდით მისტერ მე არავინ მაინტერესებს ჩემს გარდავ.
ჩემს გამოხტომაზე პასუხი არ გაუცია მათეს ამიტომაც,გაბის დავურეკე და დედას დანაბარები გადავეცი.დაახლოვებით ორ საათში ყველა ჩემს გვერდით იყო.დედა,მამა,გაბრიელი,მაშო,მაგრამ არა ირაკლი,ველოდებოდი როდის მომწერდა ან დამირეკავდა ან მნახავდა.გადიოდა წამები,წუთები,საათეები,დღეები და კვირაც კი გავიდა,მაგრამ მას თავი არც კი შეუწუხებია,რომ მოვეკითხე.ახლა კი უკვე გვიანია,ბაკურიანში ვარ ტელეფონის გარეშე და მაინც ჩემს რაღაც ნაწილს სჯერა,რომ მას ისევ ვადარდებ და ისევ ვუყვარვარ.საათს შევხედე ღამის პირველი იყო.გვერდი ვიცვალე,თუმცა ძილი არ მომეკარა.სამზარეულოში ჩავედი წყლის დასალევად,ამდროს გავიგე შემოსასვლელი კარის გაღების ხმა მოულოდნელობისგან ჭიქა ხელოდან გამივარდა და დაიმსხვრა იქვე ახლად გარეცხილ ტაფას ხელი დავავლე და ორი სილუეტისკენ გავიქეცი ყვირილით.
-აააააააა...ანი მე ვარ გაბრიელი,იყვირა ჩემმა ძმამ ბოლო ხმაზე და მეც შევჩერდი
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ იდიოტო,სალომემ არ გითხრა აქ რო ვიყავი?
-ეგ მერე გავარჩიოთ ახლა შენი დახმარება გვჭირდება,მითხრა და მასზე ჩამოკონწიალებულ ადამიანზე მიმითითა რომელსაც შემოსასვლელში სისხლი დაეღვარა.
-ვაიმე,სისხლისგან იცლება
-არ იცლება დავეხმარებით გესმის?
-ვინ არის?
ჩემი ძმა შეყოვნდა სანამ ბიჭის სახელს მეტყოდა
-მათე გაგუა და ყვირილი არ დაიწყო მალე ვაკო მოვა და ის გაუკერავს ჭრილობას.
-რა-ა?სად დაიჭრა?მოდი დააწვინე დროზე.მალე მოვა ვაკო?ღმერთო როგორი ნაცემია,მოიცადე წამლების ყუთს მოვიტან.ჩემი ძმა გაკვირვებული მიყურებდა,აშკარად არ ელოდა ჩემს ასეთ რეაქციას.
-მერე მოგიყვები,მანამდე გამოიცვალე ბიჭები წუთი წუთზე აქ იქნებიან.
მაღლა ავედი და ჩემი სპორტული ტანისამოსი ჩავიცვი,საწოლზე ჩამოვჯექი და ცალი ხელით გადასაფარებელს ჩავებღაუჭე.არ ვიცი რატო ვტიროდი იმ ბიჭის გამო ვისაც თითქმის ვძულდი,მაგრამ მან შემიმსუბუქა ირაკლისთან დაშორებისას მოყენებული ტკივილი,თითქოს მასთან ის ანი ვარ ვინც რეალირად ვარ,არ მინდა ახლა დავკარგო.მის გარეშე გამიჭირდება და არც მინდა მის გარეშე ვიყო.ოთახში დიდი ხანი დავყავი,ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და დაბლა ჩავედი.როგორც ჩანს მათეს ჭრილობა გაეკერა ვაკოს.
-გამარჯობა მივესალმე ბიჭებს და ნაღვლიანად გავუღიმე.
-პრივეტ ანი მომესალმნენ ლუკა და სანდრო
-დილამდე ეძინება ალბათ,ჩვენც წავალთ უკვე,თქვა ვაკომ და ჩანთა დახურა.
-რას წახვალთ ბიჭო,დაღლილები ვართ ყველა,სანდრო შენ ჩემ ოთახში დაიძინე,ვაკო შენ სტუმრების ლუკა შენ კიდევ მესამეზე ბაბუას და ბებიას ოთახში მე დედას და მამას ოთახში ანი კიდევ თავისაში.მარტივად გავნაწილდით ასე რომ...
-მე აქ დავრჩები რა გაბი მაინც არ მეძინებ და ბარემ თუ გაიღვიძებს მასთან ვიქნები,მორიდებულად ვუთხარი ძმას და სავარძელში ჩავესვენე.
-კარგი ჩხუბის თავი აღარ მაქვს უზომოდ დაღლილი ვარ.
-ტკბილი ძილი ბიჭებო.
მათე გაგუა ბიჭი რომელმაც ჩემი ცხოვრება რაღაც მხრივ მაინც შეცვალა,ყველგან მას ვხვდები არვიცი ბედი დამცინის თუ სხვა რამეშია საქმე,მაგრამ ამ ბიჭთან ერთად თავგადასავლებში თავის ამოყოფა აშკარად ჩემი საქმე გახდა.ჯერ კლუბში მომხდარი ამბავი შემდეგ პარკში შემდეგ მანქანით დამეჯახა ახლა კიდევ ეს.ვიცი რომ მასზე ფიქრი არასწორია,მაგრამ ის მართლაც რომ ძალიან სიმპათიურია.მაღალი ცისფერი თვალებით შავი წვერით და შავი თმით,რო იღიმის ლოყა ოდნავ ეჩხვლიტება.ტუჩი გახეთქილი აქვს თუმცა ისეც სიმპათიურია მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს უჟმურია,მაგრამ საყვარლად უჟმური.ფიქრებში ისე გავერთე ვერც კი გავიგე როდის გაახილა თვალები.
-რას მომშტერებიხარ?გაბრაზებულმ მითხრა და წამოდგომა სცადა.
-მეტი საქმე არ მაქვს შენ გიყურო
-აშკარად არ გაქვს
-რა დაგემართა?ახლა ეს ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
-ვიჩხუბე
-ვის გამო?
-გოგოს
უნდა ვაღიარო იმ გოგოსი შემშურდა ამ უჟმური ადამიანს ისე უყვარს მის გამო იჩხუბა კიდევაც და ჩემთვის ხუთი წუთიც არ ჰქონდა მაშინ საავადმყოფოში რომ დარჩენილიყო.
-შენი შეყვარებულია?
-არა,უბრალოდ გოგოა,რომელსაც დავეხმარე შემდეგ მისი შეყვარებული გაბრაზდა,იეჭვიანა და დანა გამიყარა.ბანალური ისტორიაა.
-ვაუ რა მაგარია,კიარადა რა საშინელებაა,დანანებით წარმოვთქვი ბოლო სიტყვები,
-მისმინე ელამო,ის ტაფა კარგი მოფიქრება იყო,მითხრა და გაეცინა.
-ელამი რატო ვარ
-წეღან არ მითხარი შენ არ გიყურებდიო ხო ასეა?არადა მე მიყურებდი ესეიგი ელამი გამოდიხარ.
-კარგი,ბავშვივით მეწყინა და სავარძელში მოვიკუნტე.
-თავისუფალ დროს ბოქსით ვკავდები,აშკარად შეატყო,რომ მეწყინა
-სასიამოვნოა ახლა მაინც რომ მითხარი
-ვსო მეძინება უხეშად მითხრა ისევ და თვალები მილულა.
თვით მათე გაგუა გამომიტყდა რაღაცაში.
-მათე
-რა
-მინდა რომ ცოლად მომიყვანო,სიტყვები გაუაზრებლად წამოვაყრანტალე და მის პასუხს დაველოდე.
-მთვარეზე გაფრენა არ გინდა?
-შეგიძლია უბრალოდ მომისმინო!შენ ძმას სამაგიერო გადავუხადოთ იმ სიტყვებისთვის,შეურაწყოფა მოგვაყენა და ამას მარტო მე განვიცდი მემგონი,დამეხმარე გთხოვ.
-რას მთხოვ რომ ჩემი ძმის ყოფილი შეყვარებული ცოლად მოვიყვანო მხოლოდ იმიტომ,რომ ამ გოგომ ჩემს ძმაზე შური იძიოს,თან როგორც ვიცი ცოლად ის უნდა მოიყვანო ვიზეც ყურებამდე ხარ შეყვარებული მე კიდევ შენ არც კი მომწონხარ,შეიძლება ჩემი ძმა იდიოტი და თავქარიანია,მაგრამ შენ მართლა უყვარხარ დამიჯერე.
-ვინც გიყვარს იმას არასდროს ღალატობ
-ზოგჯერ ასეც ხდება
-მინდა რომ მანაც ის ტკივილი განიცადოს როგორიც მე განვიცადე.მინდა რომ ისიც ისე დაიტანჯოს და გული ეტკინოს როგორც მე მტკივა.ცრემლები მოვიწმინდე და ბოლო სიტყვა ვუთხარი-მაგრამ ამას შენს გარეშე ვერ გავაკეთებ,არვიცი თუ გინდა დამცინე,როგორც გინდა,მაგრამ ირაკლისთან დაშორების შემდეგ შენ იყავი მხოლოდ ჩემი დასაყრდენი,შენ კი არ მოგწონვარ თუმცა მე მართლა მიხარია,რომ გიცნობ.
-კარგი,ჯანდაბას მოდი აქ,ხელით მანიშნა და მისიკენ მიმიზიდა,ოდნავ წამოჯდა ხელი კეფაზე მომკიდა და თავი კისერში ჩამადებინა,წამლებისა და პიტნის სუნი ასდიოდა-შეგიძლია ახლა იტირო,წყნარად მითხრა და თმაზე მომეფერა.


მეგობრებო,წინა თავზე ისეთი დაბნეული ვიყავი ვერც კი გავაკეთე ავტორის შენიშვნა,მიხარია ამდენი ადამიანი,რომ დაინტერესდა ჩემი ისტორიით,უბრალოდ თქვენი შთაბეჭდილებებიც გამიზიარეთ ვინ უფრო მოგწონთ ან რას შეცვლიდით ამ მოთხრობაში.მადლობა.
პ.ს თქვენი აზრით უყვარს ანის მათე?ან მათეს ანი?



№1  offline წევრი sali_cram

მე რატომღაც ირაკლი უფრო მომწონს იმის მიუხედავად რომ ორჯერ გამოჩნდა მხოლოდ მათი სცენები დაამატე კარგი იქნება heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

შემზარავია, ერთი შტერი, თავქარიანი გოგოა, რომელიც ერთ ადგილს უშნოდ აქნევს. შეყვარებულის ძმის დაკერვა მოუნდა გოგოს. თფუი როგორ მეზიზღება ასეთი ქათმისტვინები. ასეთებმა არც სიყვარული იციან და არც მორალი.
მათე თუ ნამდვილი მამაკაცია, უნდა შეაგნებინოს, რომ სამაგიეროს გადახდა პირველ რიგში მას ავნებს.

 


№3 სტუმარი ნიკე

მოღალატეები არაფერს არ იმსახურებენ, ვერ ვიტან ირაკლის მსგავს ადამიანებს. ყველა ვინც მოღალატეს აპატიებს უთავმოყვარეოა.

ანის შეთავაზება არ მომეწონა, მაგრამ ანი და მათეს წყვილი მომწონს. მორალს ცოტათი ცდება, თუმცა სიყვარულს უყვარს აკრძალული ხილი :დ

საერთო ჯამში მომწონს ისტორიის შენეული განვითარება.

 


№4  offline წევრი Mia_smith

მე მაინც მგონია,რომ როდესაც სიყვარულია იქ აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა ყოფილი შეყვარებულის ძმაა თუ ბიძაშვილი,მათეს და ანის წყვილი მომწონს,თან ირაკლი უცნაურად იქცევა თუ უყვარს გოგოებთან ერთად აღარ უნდა დადიოდეს ბარებში.დარწმუნებული ვარ რამე ისეთს მოიფიქრებ,რომ მათე და ანი ერთად დარჩნენ.ჩემთვის მაინც არაა ანი უარყოფითი პერსონაჟი,ალბათ არავინ ყავს ისეთი ვინ გაუგებს (ან ყავს და თვითონ ფიქრობს ასე,რომ არ ყავს)რავიცი.არ დააგვიანო მაინტერესებს.

 


№5 სტუმარი Nini

მე მგონია რომ მათეს ანის მიმართ რაღაც გრძნობა მაინც აქ და ისინი ერთმანეთის მიმართ არ არიან გულგრილი

მე მგონია რომ მათეს ანის მიმართ რაღაც გრძნობა მაინც აქ და ისინი ერთმანეთის მიმართ არ არიან გულგრილი

 


№6 სტუმარი All_M.N

უკეთესიც შეიძლება ყოფილიყო bowtie

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent