სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 31
ყველამ კარგად ვიცით რომ უძველესი დროიდან,ქალის მისია ოჯახი და შვილებია.მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა ეს მისია და სუსტი სქესის ქალი ძლიერი ქალით შეიცვალა.ქალი ყოველთვის მაღლა დგას მამაკაცის გონებაზე,ხასიათზე და სიმტკიცეზე.იმიტომ,რომ ქალი უფრო წინდახედული და მიზანდასახულია და ვინ არის ეს სუსტი ქალი?ვინ არის და ჩვენი ნინი მეფარიშვილი და ეს არის ადამიანი რომელიც ჩამოყალიბდა საქმიან ქალბატონად და რომელსაც მკაფიოდ აქვს განსაზღვრული ფასეულობები.მან ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს,რომ მიზანს მიაღწიოს და ამასთანავე მკაცრად და წერტილ დასმულად გასცეს პასუხი მოსაბეზრებელ მამაკაცებს.ძალიან კმაყოფილი იყო გიორგიც და ყველა ნინის შემართებით,ნინი წარმატებული ქალი გახდა და ამით არ ავარდნია მისი წარმატება თავში,არც სხვის მოქმედებებს ადევნებდა თვალს,არამედ ის თავად თავის თავისგან ითხოვდა ძალიან ბევრს და ამიტომ მიწევდა ნელა-ნელა წინ მწვერვალებისკენ სულ მალე კი ის საზოგადოების წინაშე წარსდგებოდა როგორც დაუღალავი ,,ბიზნეს ლედი''. გიორგი თვალს ადევნებდა და ზოგჯერ გაფრთხილებას აძლევდა სხვების ჩუმად. -ნინიკო მეც ბევრჯერ წამიკითხავს სანთლის შუქზე რომელიც გაცნობიერებულმა ავირჩიე და მივმხვდარვარ,რომ ჯერ საკუთარი სინათლით ხელში შუა გვირაბში მდგარმა გავყევი ამ სუსტ შუქს.ბედნიერება მაშინ ვიგრძენი როცა გზის ბოლოში გასვლამდე უკვე უფრო კაშკაშა შუქი ვიგრძენი და თითქმის წელში გამართული ვიყავი,რადგან ოცნება ნახევრად შესრულებული მქონდა.დამიჯერე,როცა იმ გვირაბს გასცილდები ბედნიერება იქ გხვდება რადგან იქ სიბნელიდან გასული უკვე მყარად დგეხარ მიწაზე,მხოლოდ ტვინს დასვენების საშუალებაც მიეცი რომ თავად მოგაწოდოს ახალ-ახალი იდეები.სჯეროდა,სჯეროდა გიორგის თითოეული სიტყვის და ძალიან აფასებდა მას.მასთან ერთად ძალიან დიდ დროს ატარებდა ბიბლიოთეკაშიც,კითხულობდნენ ლიტერატურას და შემდეგ წაკითხულს ერთად განიხილავდნენ.30 წელს მიღწეული ნინი უკვე წარმატებული და საქმიანი ქალია.ისე ჩაერთო გიორგისთან ერთად ბიზნესში და თავისი პირადი ცხოვრება თითქმის მიავიწყდა,მაგრამ ბედი ხომ თავად ეძებს იმედგადაწურულ ლამაზმანებს.ერთ საღამოს ნამცხვრის გაკეთება გადაწყვიტა და მისმა ტელეფონმა შეახსენა თავი,ამიტომ გიორგი რადგან ახლოს იყო ტელეფონთან თხოვნით შეხედა რომ თავად ეპასუხა. -გიორგი უპასუხე რა? -მეეე? -ხო,არა უშავს. -გისმენთ. -ალოოოო?მოესმა გიორგის ქალის სასიამოვნო ხმა და საქმეში გართულ ნინის გახედა. -გისმენთ,ვინ გნებავთ. -უკაცრავად მგონი შემეშალა. -იქნებ არ შეგშლიათ და სწორედ მასთან რეკავთ ვინც გაითვალისწინეთ.ჩაეღიმა გიორგის და ნინის თვალი ჩაუკრა. -ნინი მინდოდა,მაგრამ......... -არავითარი მაგრამ,ახლავეს დავუძახებ.უთხრა გიორგიმ და ნინიკოს ანიშნა შენ გკითხულობენო.ნინიმ ტელეფონი გამოართვა და გაუბედავად უპასუხა. -გისმენთ ნინი ვარ. -ნინიკოოოო,ანკა ვარ წუხელ ჩამოვედი გერმანიიდან და მინდა გნახო.გიორგის ესმოდა და ხელით ანიშნა აქ მოვიდესო. -აქ რომ მოხვიდე? -სად აქ ქალი,იქ შევიკრიბოთ სადაც ვიკრიბებობით საღამოს 5 საათზე გელოდებით მე და თიკო.ნინიკო ვინ იყო ის რომ მიპასუხა? რა მკაცრი ხმა აქვს,გამაცნობ? გიორგის ჩაეღიმა და ნინის უთხრა. -გადაეცი იმ მკაცრი ხმის პატრონი დაკავებულია უკვე 18 წელიათქო.გაიგონა მოსაუბრებ და ჩაილაპარაკა. -ეს რა უბედო დავიბადე,მე ხომ ბედი არ მაქვს რა არაფერში.ნინის გაეცინა და შემდეგ მოწყენილმა უთხრა. -არ ვიცი ანკა თუ წამოვალ,წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვი. -წამოხვალ,გული მიგრძნობს რომ გნახავ და გელოდები.ნინიმ ტელეფონი გათიშა და გიორგიმ მკაცრად შეხედა. -რამდენი დროა გასული რომ შენი მეგობრები არ გინახავს. -არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე,პირველი კურსი დავხურეთ და შემდეგ გერმანიაში წავიდა გაცვლითი პროგრამით მას შემდეგ იქ არის. -ყველაფერს დაანებე თავი,მოემზადე და წადი,თუმცა მე გაგიყვან დაგტოვებ იქ სადაც უნდა შეხვდეთ ერთმანეთს და წამოსვლისას მოგაკითხავ,სახლშიდაც მე წამოგიყვან.ამ სახლში სრული თავისუფლება გაქვს,შეგიძლია გახვიდე და მეგობრებსაც შეხვდე.დროს ნუ კარგავ,წადი მოემზადე მაგ ნამცხვარი მერე დაასრულე რომ მოხვალ.ნინის გაუხარდა და ღიღინით შეუდგა მომზადებას.ნინიმ გამოვიდა მომზადებული თავის ოთახიდან და ამ დროს გიორგიმაც გააღო ოთახის კარი,შეხედა თუ არა ნინის ცერა თითი აუწია და ღიმილით უთხრა. -დღეს ბედი გაგეხსნება. -კარგი რა გიორგი დამცინი? -სულაც არა,მოდი დავნიზლავდეთ. -არ მჯერა,ჩემმა მატარებელმა ჩაიარა დიდი ხანია. -ხო ჩაიარა,რომ არ დახვდი გაჩერებაზე. -იცინე,იცინე.გაეცინა ნინისაც. -მშვებივრად გამოიყურები ნინიკო.უთხრა და თვალი ჩაუკრა.მალე მივიდნენ ნინის ნათქვამ მისამართზე და გიორგიმ დაინახა ორი გოგონა იდგა კაფეს წინ . -ესენი ალბად შენ გელოდებიან.ნინიმ გაიხედა და თქვა. -ღმერთო,როგორი შეცვლილები არიან. -შესაძლებელია შენც იგივე გითხრას ორივემ.გააჩერა,გადმოვიდა და ნინის მოეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში.გოგნებამ კი სათვალეები ჩამოიწიეს და ისე შეათვალიერეს გიორგი. -დაცვინდა თვალები შენს დაქალუშკებს ნინიკო.ღიმილს არ იშორებდა სახიდან გიორგი რაც ნინისაც ახალისებდა.გიორგიმ ნინის ლოყაზე აკოცა და დაუბარა. -საღამოს გამოგივლი,არ იჩქარო მოვალ და ერთად წავიდეთ.ამ დროს ორი გოგონა ნინისკენ გამოიქცა და მხიარული შეძახილებით ჩაეხუტნენ ერთმნანეთს,გიორგიმ კი სიგნალი მისცა ნინის და ადგილიდან მოწყვეტილად გავიდა. -წამოდით შევიდეთ,რომელმა მოიფიქრეთ აქ შეხვედრა.რამდენი წელია აქ აღარ ვყოფილვარ და როგორ მომნატრებია.თქვა ნინიმ. -ნინი ის ვინ იყო?შეეკითხა ანკამ. -ის არის ადამიანი,რომელმაც მე გზა გამიხსნა ბიზნესში და ჩემი კარიერის პირველი წარმატეაც მისი დახმარებით მოხდა. -ეს არის გიორგი? ნინი ცოლიანია?თვლები აუციმციმა თიკომ. -თქვენ არ იცვლებით ხომ? -მართლა მომეწონა,მაგარი ტიპია.თქვი ცლიანია? -არა ანკა გიორგი ქვრივია, მაგრამ დღემდე მარტოა.ერთადერთი შვილი ჰყავს 18 წლის მარიამი და მისი ცხოვრება მხოლოდ მას მიუძღვნა,ალბად დარჩენილ სიცოცხლის დღეებსაც მას მიუძღვნის. -ნინი შეგიყვარდა?კითხა ანკამ და ნინი შეკრთა. -ანკა,გიორგი მიყვარს როგორც ადამიანი და როგორც კარგი მეგობარი.მე მან ოჯახში მიმიღო და პირველივე დღიდან ჩემი პატარა და ხარო მითხრა,აქ კი როგორც ხვდები ზედმეტია სხვა გვარად ფიქრი.ის დღემდე მტკიცედ და სათითად უფრთხილდება მისი საყვარელი მეუღლის ხსოვნას,გაგაცნობთ საღამოს და თავად დარწმუნდებით. -გამოდის შანსი არ მაქვს? -არა ნაირი,ნუ ფიქრობ შენ მასთან შენს ფიქრებში თუ მიხვალ თიკო რეალობაში ეს გამორიცხულია.თქვენი ამბები მომიყევით,რას აკეთებთ და როგორ ხართ. -შენ ისევ მარტო ხარ?ბიზნეს ლედი არავის მოსწონს? -პირიქითაა ანკა ბიზნეს ლედს არ მოსწონს არავინი.შენ? -შაკოსთან ვარ უკვე თითქმის ერთი წელია. -ოოოუ,ეს პროგრესია შენ ხომ წლამდე არცერთ მამაკაცთან არ ჩერდები რადგან მალე გბეზრდება ისინი. -მგონი მეწვია ატომური ბომბი გოგოებო. -გაგვანათლე უფრო კარგად.იცინოდა ნინი და ანკას შესცქეროდა. -მე და შაკო ვქორწინდებით. -სერიოზულად ფიქრობ დაქორწინებას? -საკმარისია საყვარელო რაც გავერთე,30 წლის ვარ შაკო მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. -კარგია,ძალიან გამახარე.გოგონებს საუბარში დროც შემოეძარცვათ და დღემაც ბინდისფერი გადაიკრა,გიორგის მანქანაც გამოჩნდა და ნინიმ ხელი დაუქნია შემოდიო,გიორგიც შევიდა და ნინის გვერდით დაჯდა. -გიორგი გაიცანი ჩემი სკოლის მეგობრები და შემდეგ სტუდენტობაც ერთად გავიარეთ,ეს კი გიორგია,ადამიანი რომელმაც ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა. -სასიამოვნოა,ნინი ჩემი პატარა და არის.თქვა გიორგიმ და ნინის ხელი გადახვია მისკენ მიიწია და თავზე აკოცა ფრთხილად.ისაუბრეს,იცინეს და მოულოდნელად გიორგის თვალი გაუშეშდა,ნინიმ გაიხედა და მათკენ ძალიან სიმპატიური მამაკაცი ღიმილით მოდიოდა,გიორგი ფეხზე წამოდგა და სიხარულით სავსემ თქვა. -მელანდენი თუ მართლა შენ ხარ დემეტრე. -არ გელანდები, გიორგი არ შეცვლილხარ უბერებელი ხარ მეგობარო. -მე?მე შესაძლებელია ფიზიკურად არ შევცვლილვარ თორემ ჩემში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა,აი შენ კი არ შეცვლილხარ.როგორ ხარ,საით ხარ ან როდის დაბრუნდი.დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია. -ეს ბოლო სამი წელია საქართველოში ვარ,ბანკში ვმუშაობ ბანკის მმართველი ვარ.შენ?ისევ შენს ბიზნეს უძღვები ალბად,მარიამი ?როგორაა მარიამი ღმერთო რამდენი წელია გიორგი აღარ მინახიხართ,დაქორწინების შემდეგ.ერთ შვილზე გაჩერდით?აქ გიორგის სუნთქვა შეეკრა,სახე მოექუფრა,ფერი დაეკარგა და შუბლზე ოფლმა გამოჟონა,მის თვალებში კი ცრემლიც გაჩნდა.დემეტრეს შეხედა თვალებში და ჩუმი,ჩამწყდარი ხმით უთხრა. -მარიამი 18 წელია აღარ მყავს დემეტრე.დემეტრე გაშეშდა,ცუდად იგრძნო თავი და გაოცებულმა უთხრა. -რას,რას ამბობ გიორგი როგორ,როდის.მის თვალებშიდაც ცრემლი გაჩნდა და გიორგის თანაგრძნობით შეხედა. -ახლა არა,მერე შეგხვდები და მოგიყვები.უთხრა სევდიანად. -კარგი როგორც შენ იტყვი,მაპატიე არ ვიცოდი ან რატომ არავინ არაფერი არ მითხრა. -მეც არ მახსოვს ჩემი თავი იმ დრო დემეტრე როგორ ვიყავი და შენ რა გოთხრა. -ბავშვი? -18 წლისაა და მარიამის ასლია. -უნდა ვნახო აუცილებლად,ერთ საღამოს გესტუმრები. -როცა გინდა დემტრე საღამოობით სულ სახლში ვარ.ნინის ტელეფონი ამღერდა და გიორგის შეხედა. -მარიამი არის. -უპასუხე. -გისმენ მარიამ. -სად ხარ,სად გაქრი ნინიკო? -მოვალთ მალე მარ. -მოხვალ(თ)? ვინ და ვინ მოხვალთ,მამიკოც შენთან ერთად არის?გიორგიმ ტელეფონი გამოართვა და უთხრა. -დაწექი მარიამ და მალე მოვალთ,საქმეზე გამოვედით. -კარგი ბატონო გიორგი.ისე უპასუხა მარიამმა აშკარად ეტყობოდა რომ არ დაუჯერა.გაეცინა ნინის გადახედა და უთხრა. -პატაკის ჩაბარება მოგიწევს.შემდეგ დემეტრეს შეხედა და უთხრა.-გაიცანი დემეტრე ეს გოგონები ნინის მეგობრები არიან და თავად ნინი ჩემი პატარა დაიკო არის.გოგოებმა ბოდიში მოიხადეს,დაემშვიდობნენ ერთმანეთს და წავიდნენ.დემეტრე კი არ ჩქარობდა წასვლას,გიორგიმ მიხვდა დემეტრეს ინტერესი ნინის მიმართ,თვალი ჩაუკრა დემეტრეს და ცოტა ხნით ბოდიშის მოხდით გასვლა ითხოვა.ნინიმ უხერხულობა იგრძნო,მაგრამ დემეტრემ გადადგა პირველი ნაბიჯი თვალებში ჩახედა და უთხრა. -საიდან მოხვედი ასეთი სუფთა,მორცხვი და უმანკო. -არსაიდან,იქ ვარ ყოველთვის სადაც უნდა ვიყო. -უფრო მეტის გაგება რომ მომინდეს,როგორ უნდა დაგიკავშირდე ნინი. -ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ საინტერესო ინფორმაციის მოძებნა,რადგან ძალიან კარგი ინფორმატორი გყავს.ღიმილით უთხრა და დემეტრესაც ჩაეღიმა. -რატომ გავიგო გიორგისგან როცა შეიძლება ვახშამზე დაგპატიჟოთ და თავად მითხრათ.ნინიმ შეხედა და უთხრა. -თუ უფლის ნებაა,ისევ შევხვდებით ერთმანეთს. -ის მაინც მითხარი,როდის შევძლებ კიდევ შენს ნახვას. -ნინიკო წავედით.ნინიმ გახედა იმ წუთში მოსულ გიორგის და დაეთანხმა. -წავედით.დაემშვოდობნენ დემეტრეს და გიორგიმ რაღაც ანიშნა და დემეტრემაც გაუღიმა.მიდიოდნენ ორივე კმაყოფილი სახეებით და მოულოდნელად გიორგიმ უთხრა. -ხომ გითხარი დღეს ბედი გაგეხსნებათქო,შევცდი. -რაში?გაუკვირდა ნინის. -უნდა დაგნიზლავებოდი და უფრო მუღამი ექნებოდა დღევანდელ საღამოს.იცინოდნენ და გიორგიმ ფრთხილად გააღო სახლის კარები და ნინიმ ფეხზე გაიხადა,სირბილით გადაკვეთა კიბემდე გზა რომ მოულოდნელად ზარივით გაისმა სიბნელეში მარიამის ხმა რასაც ნინის შეკივლება მოჰყვა. -ჰაიტ,ხელები მაღლა სახლში ქურდები შემოვიდნენ. -მარიამ?გულზე მიიდო გიორგიმ ხელი. -სად მიიპარებით თქვენ ორნი ასე აუხსნელად?წინ გადაუდგა ორივეს და მათ შეშინებულ სახეებზე ცდილობდა სიცილი შეეკავებინა. -ღმერთო ჩემო,მარიამ ენა ლამის გადამეყლაპა შიშისგან.უთხრა ნინიმ. -მე კი გული დამეშალა ნაწილებად და მის ადგილზე აღარ არის.თქვა გიორგიმ გაბრაზებულმა და მარიამს შეუბღვირა. -როგორც ვხედავ არც ერთს გადაგიყლაპია ენა და მეორესაც გული არ დამსხვრევია ადგილზე გაქვთ ორივეს თქვენი სხეულის ნაწილები,ახსნას ვიმსახურებ და გელოდებით,სად ბრძანდებოდით თქვენ ორნი ერთად?თვალები მოპწკურა და ჯერ გიორგის შეხედა და მერე ნინის. -დაწექი ხვალ ვისაუბროთ. -კარგი დავწვები,რადგან მოაგენით სახლი და სახლში ბრძანდებით ხვალაც მზად ვიქნები ახსნა განმარტების მოსასმენად.გიორგიმ და ნინიმ ერთმანეთს შეხედა და ორივეს გაეცინა.რადგან მეორე დღე კვირა დღე იყო,არავის უფიქროა უთენია ამდგარიყო,მხოლოდ ნინი ადგა,საუზმე მოამზადა და მათ ადგომამდე ნამცხვარიც გამოაცხო.სახლი ნელა-ნელა ახმაურდა,ყველაზე გვიან კი გიორგი ადგა სამზარეულოში შევიდა და მარიამს გაბღვერილი უცქერდა,უხალისოდ მიირთვა საუზმე და ნინის უთხრა. -ნინიკო ბექამ დამირეკა,კომპანიაში უნდა წავიდე და თუ დაგირეკო ყველაფერი გადადე და წამოდი,არ ვარ დარწმუნებული მაგრამ მზად იყავი ანა გამოგივლის და ერთად წამოხვალთ. -დღეს ხომ კვირაა?-კითხა მარიამმა. -მნიშვნელოვანი ნახაზებზე გვაქვს გადასახედი,დღეს სიწყნარეა იქ და გაგვიადვილდება მუშაობა არავინი არ შეგვიშლის ხელს. -სახლში რომ მოიტანო? -აქ შენ შემიშლი ხელს კიბორჩხალა ხარ და არ დამაცდი მუშაობას.გახედა მარიამს და წამოდგა.მარიამმა ჩაიცინა და მიმავალ გიორგის ზურგზე შეახტა,რამაც გიორგის უეცარი ძირს დავარდნა მოყვა და ხმამაღალი კვნესა აღმოხდა. -ვაიმე დედა რა დამეცა,არცერთი ძვალი მრთელი არ მაქვს.შემდეგ მარიამს შეხედა და შეშფოთებულმა უთხრა.-იტკინე რამე? -ძირს შენ დაეცი და შენ უნდა გტკენოდა,მე ძალიან რბილად და კომფორტულად დავეცი.აკისკისდა მარიამი. -ადე გოგო,ნუ დამაწებე მეტლახზე. -მა დღეს ისეთ ხასიათზე ვარ, რაღაც უნდა გავაფუჭო. -მარიამ შენგან სიგიჟეების სიახლეების ჩამოყალიბება ვისწავლე,მაინტერესებს როგორი იქნება ჩემი ხვალინდელი დღე? -ეს შენზეა დამოკდებული. -მაინც? -ჯერ ვფიქრობ,მაგრამ ნუ ხარ უზომოდ ცნობისმოყვარე. -ხომ იცი არ მიყვარს როცა რაიმეს მავალდებულებენ და კიდევ,კაბინეტში არ შეხვიდე იქ არაფერს არ შეეხო,თორემ იცოდე სერიოზულად ვიჩხუბებთ. -არა,გპირდები კაბინეტს არ შევეხები თუ რამე მოვიფიქრე დაგირეკავ.ხომ დამეხმარები? -გააჩნია რას ჩაიფიქრებ.თვალი ჩაუკრა გიორგიმ ფეხზე წამოდგა და მარიამიც წამოაყენა.რუსო და ნინი შეშფოთებული უცქერდა გიორგის მაგრამ მათი მომღიმარ სახეებს რომ შეხედეს თავადაც გაეცინათ. -როდის უნდა დაჭკვიანდე ბებო როდის.შეეკითხა რუსომ მარიამს. -რომ გავთხოვდები.თქვა მარიამმა და გიორგი უცებ შემობრუნდა,მარიამს წარბაწეულმა და თვალებ მოჭუტულმა შეხედა და უთხრა. -რამე ხდება და მე არ ვიცი? -არა,არა შენს თავს ვფიცავარ ეს ისე წამომცდა.გიორგის გაეღიმა და თავის ოთახში ავიდა მოსამზადებლად.გიორგი წავიდა და ტრიომ მისაღებში გადაინაცვლა,მარიამი ნინის უტეხად უცქერდა და თან ადგილზე ცქმუტავდა,ასევე ღიმილით ელოდა რუსო რას ეტყოდა მათ ნინი წინა ღამის შედეგებზე.შეამჩნია ნინიმ მარიამს მოუსვენრობა და თავად შეეკითხა. -რა გჭირს,რა არ გასვენებს მარიამ. -არ იცი რა არ მასვენებს? ან რატომ ვარ ასე არეული? -რა გჭირს,მითხარი.გაუკვირდა ნინის. -ვერ ხვდები? -ვერა. -ვფიქრობ და ვერ გავიგე სად იყავით წუხელ ორივე ერთად.ნინიმ ჯერ თვალებში შეაჩერდა მარიამს და შემდეგ მოულოდნელად გულიანად გაეცინა რომ მიხვდა მარიამს რა არ ასვვენებდა.სიცილისაგან თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და ცოტა რომ დამშვიდდა მარიამს უთხრა. -ვაიმე მარიამ რა გემრიელად გამაცინე.ნინიმ მოუყვა ბებიას და შვილიშვილს ყველაფერი და რუსომაც დაარიგა. -მე ვიცნობ დემეტრეს აქ ხშირად მოდიოდა,სიმართლე გითხრა სულ მიკვირდა რომ არ დარეკა და სამძიმარი არ თქვა,ესე იგი არ სცოდნია მარიამის ამბავი. -ძალიან უხერხულში ჩადგა,აღარ იცოდა რა ეთქვა გიორგისთვის და თან ხომ ეტყობა ადამიანს რომ გულწრფელად შეწუხება,არ ჩანს ცუდი ადამიანი. -არა,დემეტრე ძალიან კარგ ოჯახში აღზრდილი ადამიანია.დიდზე წასულა,ბანკის მმართველი ყოჩაღ,ნინი ბედი კარზე მოგადგა და ვფიქრობ უარი არ უნდა თქვა,მაგრამ ბედის საკითხია ეს ყველაფერი.ამ დროს ნინის ტელეფონზე უცხო ზარი დაფიქსირდა და გაუკვირდა. -გისმენთ. -როგორ ხარ ნინი.ნინი გაშრა და ერთიანად გააცხელა რუსოს და მარამს გადახედა და ანიშნა ის არისო,მარიამმა კი ხელით ანიშნა დამშვიდდიო და ისიც დამშვიდდა -რომელი ხართ?ვითომ ვერ იცნო ზარის მფლობელი. -ნინი დემეტრე ვარ,გიორგიმ მომცა ნომერი და დაგირეკე მინდოდა მეკითხა ამ საღამოს შეგიძლია რომ შემხვდე?არც დაფიქრებულა ისე უთხრა დემეტრემ. -ვწევარ,სიცხე მაქვს.მარიამი და რუსო იცინოდნენ ნინის დაბნეულობაზე. -მართლა?მოვიდე? -არა,არა სახლში სტუმრები არიან და უხერხულია. -მერე რა? გნახავ და წამოვალ.ნინი ძალიან მინდა რომ გნახო,წუხელ მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი.რადგან არ შეგიძლია გამოხვიდე,მე თავად მოვალ.გიორგიმ რატომ არ მითხრა სიცხიანი თუ იყავი?დაიბნა ნინა და გაუბედავად უთხრა. -გიორგიმ არ იცის,მეძინა რომ წავიდა კომპანიაში და არ დაგვირეკია მისთვის. -კარგი მე დაურეკავ და ერთად მოვალთ.გაუთიშა დემეტრემ ნინის და შეხედა მარიამი უკვე გიორგის ურეკავდა. ბექა და გიორგი ნახაზებს ასწორებდნენ და ხშირ-ხშირად იწმენდნენ ოფლს,მარიამის ნომერი რომ დაფიქსირდა მის ნომერზე და გაეცინა აიღო და ღიმილით უთხრა. -რა მოიფიქრე,ვინ უნდა გაამწარო დღეს? -მამიკო შენი დახმარება გვჭირდება. -რა ხდება. -შენ მითხარი,ქორწილში ხომ გინდა რომ გაიჩითო? -მარიამ ვის ათხოვებ,გოგო დედაჩემი არ გაატანო ვინმეს ძალით ვერ გადაურჩები გოგის ცოცხალი.თქვა და გიორგიმ გადაიხარხარა და ბექა გაოცებული უცქერდა. -შენ დამპირდი,მომეხმარები? -ხო კარგი,მაინც ვერ მოგიშორებ და მითხარი რა გავაკეთო.მარიამს უსმენდა გიორგი ხან გაიცინედა და ხან წარბს მაღლა ასწევდა და ბექას ერთი სული ჰქონდა გაეგო თუ რა ხდებოდა. -რა ხდება გიორგი. -წავედით ბექუშ დიდი ხანია არ გვიცინია,სახლში კლოუნი მყავს და როდის დასერიოზილდება ეს არ ვიცი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.