მკვლელობის ღამე (სრულად) (+18)
თავი პირველი -არა გთხოვ, არ გინდა-კაცის გახშირებული სუნთქვა და ჩახლეჩილი, ხრინწიანი ხმა ევედრებოდა.-გთხოვ არ გინდა, ამას რატომ აკეთებ?-თვალის გუგები გაუფართოვდა, მიხვდა სიკვდილი ელოდა, ახლა როცა კუთხეში მიიმწყვდიეს ეს გარდაუვალი იყო. -გთხოვ სიკვდილის წინ ნუ იფიქრებ ცუდზე, რაიმე სასიამოვნო გაიხსენე, მაგალითად შენი პატარა გოგონა.-ბიჭმა ტელეფონი აიღო და ეკრანზე დაყენებული გოგონას სურათი ქონებში ჩაფლულ მქშინავ კაცს თვალებთან მიუტანა. -გთხოვ მას არაფერი დაუშავო მე მომკალი, მაგრამ მას არ შეეხო გთხოვ. -გპირდები, მას არაფერს დავუშავებ-ბიჭმა ყბაზე ხელი მოუჭირა-ყოველგვარი წივილ-კივილის გარეშე დავასრულოთ ეს საქმე.-ქამარზე მიმაგრებული დანა ამოიღო და კაცს გულში რამდენჯერმე ჩაარჭო.-იცი რა მიყვარს ყველაზე მეტად? ჰო საიდან უნდა იცოდე… აი ეს სხივი რომელიც თვალებში დაგრჩა, იმედის სხივი, რა სულელები ხართ. სიკვდილის წინ რომელი დებილი იჩენს თუნდაც იმედის ნაპერწკალს.-ბიჭმა დანა მამაკაცის თეთრ პერანგზე დაწმინდა, წამოდგა.-შენი შვილი რომ გეცოდება, ის გოგონები რა გოგონები არ იყვნენ?! მამები არ ყავდათ?!-ისევ, უკვე გარდაცვლილ ქონიან კაცს მიუახლოვდა.-ჰო, მართალია ახლა ვეღარც მიპასუხებ და ვეღარც მათ დაუშავებ რამეს.-სკამზე დაკიდებული ტყავის ქურთუკი მოიცვა. დანა ძველ ადგილას დააბრუნა.-საპირფარეშო სად არის? ჯანდაბა, შენ ხომ უკვე მკვდარი ხარ. დაგებარებინა მაინც.ახლა ჩემით უნდა მოვძებნო.-საპირფარეშო იპოვა, ხელზე დარჩენილი სისხლი ჩამოიბანა, ყავისფერი თმა სველი ხელით უკან გადაიწია.-წარმოგიდგენია რამდენი ოცნებობს სიმპატიურ მკვლელის მკლავებში დალიოს სული?! მაგრამ მხოლოდ ნაბი*ვრებს უმართლებთ. გარეთ გამოსულმა სიგარეტი ამოიღო მოუკიდა და ბაიკს მიეყრდნო. -ჯანდაბა ძალიან სიცივეა. ვეღარ ვხვდები ეს სიგარეტის კვამლია თუ სიცივის. ნახევრად მოწეული სიგარეტი იქვე, ტროტუარზე დააგდო, შავი ტყავის ფეხსაცმლით ჩააქრო, თავზე ჩაფხუტი მოირგო-უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა.-ბაიკზე დაჯდა და წავიდა. სახლში მისულს კარი ღია დახვდა. ქურთუკის შიდა ჯიბიდან იარაღი ამოიღო, სახლში ბნელოდა. ნელი უხმაურო ნაბიჯით გაიარა ჰოლი, და გეზი პირდაპირ მისაღებისკენ აიღო. სიბნელეში კაცის სილუეტი დალანდა. -ვინ ხარ?-ხმადაბლა მაგრამ მკაცრად იკითხა.-აქ რას აკეთებ?-კაცი არ ინძრეოდა არც პასუხობდა. ჯიბიდან Zippo-ს სანთებელა ამოიღო და აანთო.-ჯანდაბა, სერიოზულად? აქ რას აკეთებ?-იარაღი დაუშვა ოთახში სინათლე აანთო. იქვე მდგარ ტუმბოზე იარაღი დადო და ქალს მიაუხლოვდა. -არ თქვა რომ შეგაშინე.-ქალი სავარძელზე ქანაობდა -კი, და თან კაცი მეგონე. -ჰაჰაჰა, არც კი მჯერა, სერიულ მკვლელებსაც ეშინიათ რამესი? -ჯერ, ერთი, მე სერიული მკვლელი არ ვარ. იმას ვკლავ ვინც ამას იმსახურებს. მეორეც რა წესია ჩემს სახლში გაუფრთხილებლად შემოჭრა. -ჰო კარგი, ამდენი დრო არ მაქვს. რატომ დაიგვიანე დიდი ხანია გელოდები. ჰო გთხოვე ძალიან არ გაწელო საშიში კაციათქო. -ჩემზე ზრუნავ?-სახის მხოლოდ მარჯვენა ნაწილით გაიღიმა. -იცოდე შენ თუ გიპოვნიან ყველას მაგრად დაგვერხევა. -ჯერ ის გაიგონ ვინ ვარ.-მაცივრის კარი გამოიაღო, ფორთოხლის წვენი პირდაპირ პაკეტიდან მოსვა და თავდაჯერებული მზერით გახედა ქალს. -კარგი მოკლედ, შემდეგი დავალება მაგიდაზე გიდევს, ვფიქრობ საზღვრებს გარეთ მოგიწევს მოქმედება. ეს ორ დღეში უნდა მოხდეს. -დღევანდელი? -ნუ გეშინია ვიცი შენთვის ეს მთავარი არ არის მაგრამ კომპენსაციას არასდროს ვაგვიანებთ.-ქურთუკის ჯიბიდან გაბერილი კონვერტი ამოიღო, ბიჭს მიუახლოვდა და მკერდთან დაადო. ბიჭმაც სწრაფად გამოართვა მაგიდაზე დადო და უკვე ზურგით მდგარი ქალი მაჯით დაიჭირა, ხელის ერთი მოძრაობით მიიზიდა თავისკენ. -მე რაიმე უფრო ამაღელვებელს ველოდი-შავი თმა ყურთან გადაუწია და ხელი კისერზე ჩამოუსვა. -სერიოზულად? შენ რა თანახმა ხარ?-რამდენიმე წუთის წინ თავდაჯერებული ქალი წამიერად დადნა ბიჭის წინაშე და მორცხვად თავი დახარა. -რათქმაუნდა არა-ხელი გაუშვა ქალს.-უბრალოდ ველოდი რო შემომთავაზებდი.-მაგიდას დაეყრდნო და ახლა უკვე სახის ორივე ნაწილზე ირონიული ღიმილი გაუკრთა. -ნამდვილი ნაბი*ვარი ხარ.-გაბრაზებული ქალი სწრაფად გავიდა სახლიდან და თან კარიც გაიჯახუნა. -იოცნებე იყო ჩემნაირი ნაბი*ვარი!-უკვე ქუჩაში გასულ ქალს მიაძახა. აბაზანაში წყალი მოუშვა აბაზანის გასავსებად. სავარძელზე დაჯდა, რამდენიმე წუთს გაჰყურებდა ღამის ცას შემდეგ ტყავის ფეხსაცმელები გაიძრო, შარვალიც გაიხადა, უყურებდა გამხდარ თეთრ ფეხზე.-ღმერთო რამდენი ხანია არ გისუნთქიათ-დაკუნთული სხეული გაანთავისუფლა ყველაფერი ზედმეტისგან. აბაზანა უკვე სავსე იყო. ორთქლი ადიოდა იმდენად ცხელი იყო წყალი. ის კი დაუფიქრებლაად ჩაწვა და სხვას თუ სხეული დაეფუფქებოდა მას პირიქით თითქოს ყველა სიბინძურე, ჭრილობა და სისხლის წვეთი შორდებოდა. ვერც გაიგო როგორ გავიდა რამდენიმე საათი წყალი უკვე საკმაოდ გაცივდა მხოლოდ შემდეგ იგრძნო რომ უკვე ძალიან გვიანი იყო. აბაზანიდან ამოვიდა ტანზე დარჩენილი წყლის წვეთები შეიმშრალა და პირდაპირ ლოგინში დაწვა. **** -ჯანდაბა, ჯანდაბა, ნუთუ კიდე ვიგვიანებ.-მაღვიძარას ხმის გაგებისთანავე წამოდგა ლოგინიდან და საათს დახედა.-ყოჩაღ დღეს კარგად ვიქცევი-დილის რვა საათი იყო. თეთრი პერანგი და შავი შარვალი ჩაიცვა, სამზარეულოში გავიდა და სანამ ყავისთვის დადგმული წყალი ადუღდებოდა მაგიდაზე დატოვებულ დავალებას დახედა. კონვერტი გახსნა. თვალის ერთი გადავლებით გაეცნო ინფორმაციას. კონვერტი სეიფში შეინახა როცა კარზე ზარი გაისმა. -ვინ ჯანდაბაა.-ტუმბოზე დადებული იარაღი აიღო. ზურგს უკან შარვალში ჩაიდო და კარს მიუახლოვდა. ჭუჭრუტანიდან, დაბალი შუახნის ქალბატონი მოჩანდა არ ეცნობოდა. კარი ნახევრად გააღო.-გისმენთ.-სახის მხოლოდ ნახევარი უჩანდა ბიჭს. -გამარჯობათ, მე თქვენი მეზობელი ვარ, მზია. -დიახ გისმენთ. -ბოდიში თქვენი სახელი არ ვიცი-მორიდებით უთხრა ქალმა -ედურადი, ედურადი მქვია. -იცით, ჩვენ კორპუსთან გვინდა პატარა ბაღი გავაშენოთ და მერიაში დახმარების სათხოვნელად მეზობლების ხელმოწერას ვაგროვებ, იქნებ ხელი მომიწეროთ.- ახლა კარი მთლიანად გააღო. -ბოდიშით ხომ იცით დღეს ვერავის ენდობი, იმდენი საშინელება ხდება. -არაუშავს, ხელს მოაწერთ? -რათქმაუნდა მოვაწერ, ბაღი კარგია, სუფთა ჰაერი და ასე შემდეგ. აბა მანახეთ. -აი აქ მოაწერეთ.-ქალმა ფურცელი გაუწოდა, ედურარდმა კედელზე მიადო და ხელი მოაწერა “ე.ჯუღელი”. მზიამ ზურგთან ჩადებული იარაღი შენიშნა და ოდნავ შეკრთა. -უიჰ- ცადა იარაღი დაემალა.-ნუ შეგეშინდებათ,მე უბრალოდ გამომძიებელი ვარ. არ შეგეშინდეთ.-თვალი თვალში გაუყარა. ქალმა ნაძალადევად გაუღიმა და დაემშვიდობა.-ჯანდაბა ესღა მაკლდა. მადუღარაში წყალი უკვე კარგახნის ადუღებული იყო. ყავა სწრაფად დალია და სამსახურში წავიდა. *** -გამარჯობა ჯუღელი, როგორ მოხდა დღეს არ დააგვიანე.-მხიარულად მიესლმა სანდრო -მაღვიძარამ დროულად დარეკა.-ღიმილითვე უპასუხა ედუარდმა და სამუშაო ადგილას მოთავსდა.-რა ხდება აბა ახალი? -გახსოვს ის კაცი, რამდენიმე თვეა რომ ვეძებთ? აი ბავშვებს რომ ყიდდა რა. -კი მახსოვს, მერე?-საბუთებიდან თავი არ აუწევია ჯუღელს. -ჰოდა გუშინ ღამე მოკლეს. -რაა? როგორ? ვინ? სად?-ისე გაიოცა, ვერავინ ვერასდროს მიხვდებოდა რომ ეს შეიძლება მას ჩაედინა. -ეგ ჯერ არ ვიცით. მაგრამ მალე გავიგებთ და დავიჭერთ იმ ნაბი*ვარს. -მე შენ გეტყვი არ იმსახურებდა რა სიკვდილი. -კი მაგრამ, ახლა ვეღარც იმ გოგოებს ვიპოვით და ვეღარც თანამზრახველებს. -ნუ გეშინია ყველაფერს ვიპოვით. -ჰო და იმის ძებნაც უნდა დავიწყოთ ვინც მოკლა.-სანდრომ გარდაცვლილი ფოტოები დაუდო წინ “ჯანდაბა, თვალების დახუჭვა დამვიწყებია” გაიფიქრა ედუარდმა, საზურგეს მიეყრდნო და გაიღიმა.-რა გაცინებს, მანიაკი ხარ რა. -მიხარია ასეთი *ირები რომ კვდებიან. კარგი ეს იქით იყოს და უფროსი ადგილზეა? -კი რა ხდება? - განთავისუფლება მინდა. -რატო სად მიდიხარ? -როდის მერე ხარ ჩემი ცოლი რომ ანგარიში გაბარო?-გაუღიმა სანდროს და უფროსის კაბინეტისკენ წავიდა. -შეიძლება?-კარი შეაღო ედუარდმა. -ედი, შემოდი, რა ხდება? მშვიდობა გაქვს? -კი, კი მშვიდობაა უბრალოდ მინდოდა განთავისუფლება მეთხოვა. -რა პრობლემაა, შენ საუკეთესო თანამშრომელი ხარ, ყოველთვის იმსახურებ ის გააკეთო რაც გინდა. -მადლობა ბატონო ემზარ.-გაიღიმა ედუარდმა, და ოთახიდან გასვლისთვის მოემზადა. -გაიგებდი ის კაცი რომ მოკლეს. -კი, გავიგე-ემზარისკენ შებრუნდა კვლავ. -იმედია მკვლელს იპოვნით, ეს სერიოზული საქმეა. -რათქმაუნდა.-ნაძალადევად გაუღიმა უფროსს და ოთახიდან გავიდა. საპირფარეშომდე სხეული ძლივს მიიტანა და სახეზე ცივი წყალი შეისხა.-ყველაფერი რიგზეა ედი-საკუთარ თავს სარკეში გაუღიმა და კვლავ ღიმილიანი სახით დაუბრუნდა სამუშაოს. *** -გავიდეთ ჰო უკვე?-იკითხა სანდრომ. -ჰო რა ხვალ გავაგრძელოთ. -ცოტა ხოარ დაგველია?-ღიმილით მიმართა სანდრომ -რატომაც არა.-მხარზე ხელი დაადო ედურადმა და შენობიდან გავიდნენ. -მანქანით ხარ? -ჰო, შენ არა? -არა. ისევ გაფუჭდა. -დაჯექი, დაჯექი, მგონი ეგ მანქანა უკვე უნდა გადააგდო, წინა საუკუნისაა.-მდიდრულ მერსედესში ჩასხდნენ და ელვის სისწრაფით მოწყდნენ ადგილს.-იმდენს გიხდიან მგონი მანქანისთვის ფული არ უნდა დაგენანოს არა?! -შენ რა გენაღვლება არც ცოლი არც შვილი. მე ასეთი დალხენით ვერ ვიცხოვრებ ძმაო. -კარგი, კარგი მორჩი წუწუნს.-მანქანა ლუდის ბართან გააჩერა.-მაგრად ცივა არა?-მანქანიდან გადმოსული შეიშმუშნა ედუარდი და ბარის კიბეებზე, რომელიც სარდაფის ტიპის იყო, მოწყვეტით დაეშვა. ბიჭები პატარა მაგიდას მიუსხდნენ და ორი ლუდი მოითხოვეს. -როგორ ფიქრობ ვის ან რატომ უნდა მოეკლა ის კაცი. -წარმოდგენა არ მაქვს ვინ მოკლა, მაგრამ იმდენი ადამიანი ყავს გამწარებული, სიმართლე გითხრა არ მიკვირს. -წლებია ამ საქმეზე მუშაობს და მხოლოდ ახლა იპოვეს? და თან პოლიციას არ შეატყობინეს? -მაშინ არ ვიცი შეიძლება თავი მოიკლა-გაიცინა ედუარდმა -ცოტა სერიოზულად მიუდექი ამ საქმეს მართალია ნაძირალა და ბავშვების გამტაცებელი იყო მაგრამ მაინც უნდა ვიპოვნოთ მკვლელი. -კარგი აბა შენ როგორ ფიქრობ ვინ მოკლა? -მე ვფიქრობ ეს ან მისიანმა გააკეთა ან ვინმე სამართალ დამცველმა. -შეიძლება ვინმე მართლა მისიანმა მოკლა. მაგრამ მეეჭვება მეორე ვარიანტი რეალური იყოს. -ჰო მეც მასე ვფიქრობ.-ედურდმა ლუდის კათხა მიიყუდა და მწვანე თვალები მიანათა სანდროს რომელიც ჩაფიქრებული გაყურებდა ბარს. -კარგი მოვრჩეთ ამაზე, ძლივს სამსახურიდან გამოვედი. -ის გოგო თვალს არ გაშორებს -ვინ?-უკან მიიხედა ედურდმა. -აი ის ბართან რომ ზის მოკლე კაბით. -ღმერთო ჩემო, არ ცივა მაინც?! -დიდი უგემოვნო ვინმე ხარ რა. -რა გინდა ძმაო, თუ ასე ძალიან უნდა მე აქ ვარ და მოვიდეს.-ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ედუარდს. -ნუ სულელობ ჯობია შენ მიხვიდე. აშკარად მზად არის აქვე გაგიშალოს ფეხები -და შენ როგორ ფიქრობ მე ეგეთი გოგო მომხიბლავს? -არა მაგრამ ერთხელ გამოდგება. -კარგი მოდი შევამოწმოთ რამდენად კარგი ხარ ინტუიციის მხრივ. სებასტიანი მაგიდიდან ადგა ნახევრად დამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და ბარს მიუახლოვდა. -ერთი მარტინი თუ შეიძლება.-ბარმენს მიმართა და გოგონას გვერდით ადგილი დაიკავა.-გამარჯობა, რამეს ხომ არ მიირთმევთ?! მეორეც თუ შეიძლება- პასუხს არ დაელოდა ისე მისცა შეკვეთა. -იქნებ არ გთანხმდები. -მაშინ ორივეს მე დავლევ. -არა იყოს, მეც მინდა. “ღმერთო ჩემო რა სულელი გოგოა” გაიფიქრა ედუარდმა, სანდროს გახედა და თვალი ჩაუკრა. -მე სემი ვარ, თქვენი სახელი ? -მე კატერინა. -ანუ ეკა. -როგორც შენ გინდა. -და შენ რა გინდა? -შენთან განმარტოება. -უკაცრავად, მაპატიეთ საპირფარეშოში გავალ, გულს ავირევ და მოვალ.-მარტინი ერთი მიყუდებით დაცალა. მაგიდას დაუბრუნდა ფული მაგიდაზე დადო-ნამდვილი კახპაა, მე კი კახპები არ მხიბლავს-უთხრა სანდროს. ქურთუკი მოიცვა, გარეთ გავიდა. ის იყო მანქანა უნდა დაექოქა რომ ფანჯარაზე კაკუნი. ფანჯარა ჩამოწია. -შენ რა გარბიხარ? -ეკა, მხოლოდ 30 წამს დაგიცდი თუ დაჯდომას მოასწრებ…-მანქანა დაქოქა ედუარდმა და თან ათვლა დაიწყო. სახლში შესვლისთანავე დააძგერდა გოგო ედუარდის ტუჩებს ნელ-ნელა თავისი ხელით იხდიდა ტანზე, შუქი არ აანთო ედუარდმა. “არ მინდა ამ გოგოს სახეს ვუყურო.” ედუარდსაც მალე შემოაძარცვა ტანსაცმელი გოგომ.-მუხლებზე- მკაცრად უთხრა ედუარდმა. -უხეშობა გყვარებია. -არც კი იცი როგორ.-გოგოს თმაში ხელი მოკიდა ტუმბოზე პირქვე გადახარა და პირდაპირ უკანალში დაუწყო გა*იმვა.-ასე მოგწონს? -კი -მე არა.-გოგოს მოშორდა სწრაფად ჩაიცვა შარვალი სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში ჩაჯდა. -შენ რა სულელი ხარ? რას გგონია აკეთებ. -ჩაიცვი და წადი. -რატომ არ მოგწონვარ?-ერთიანად გამოაფხიზლა ედუარდი სიბრაზემ გოგოს ყბაში ხელი მოუჭირა და კედელზე მიაყრდნო. -არ მომწონხარ, და მეტიც გულს მირევ. დროზე გაა*ვი ჩემი სახლიდან.- შეშინებული და ატირებული ქალი, ნახევრად ჩაცმული გავარდა სახლიდან. *** -გამარჯობათ, თქვენი პასპორტი და ბილეთი თუ შეიძლება. -აი ინებეთ-ედუარდმა ყალბი პასპორტი გაუწოდა და გაუღიმა. -ბატონო სამოელ, ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. -მადლობა, მშვიდობიანი დღე… ედუარდი(სამოელი) თვითმფრინავში ავიდა. თავი მეორე -გამარჯობა ბატონო ვასილ.-ზურგშექცევით მჯდარმა ედუარდმა სახეზე მოფენილი ღიმილი ვერ გააკონტროლა და ოთახში ახალშემოსულს მიესალმა. შეშინებული ვასილი კარებს აეკრა და შუქის ასანთებს დაუწყო ძებნა კედელზე.-ხომ არ გეშინია?-ფეხზე წამოდგა ედუარდი და მისკენ შებრუნდა. დიდი ნაქსოვი, შავი ქუდი და კაშნე ეკეთა.-არა მოიცა ნუ ჩქარობ-მიუახლოვდა და სინათლე აანთო. კარები გადაკეტა. -ვინ ხარ? -უკანასკნელი ვინც ცოცხალი გნახა. -მოიცა, შენ რა ჩემს მოკვლას აპირებ? -რათქმაუნდა. ამხელა გზაზე ტყუილად ჰოარ ჩამოვედი. მაგრამ ჯერ ცოტა ვისაუბროთ. -რატომ? -კითხვები მაქვს. -გთხოვ არ გინდა რასაც გინდა იმას მოგცემ, ფულს, გეფიცები არავის ვეტყვი. -რომელ ფულს, რომელიც ხალხს წაართვი?!-ერთიანად მოედო ედუარდს სახეზე წითელი ალმური.კედელზე მიანარცხა ვასილი -ან ვის რა უნდა უთხრა, გგონია ხალხი გისმენს?-გაიცინა ედუარდმა.-შენ იმხელა ნეხვი ხარ და თან ისეთი უსარგებლო ბუზიც არ დაგაჯდება. დიდი მომჩვარული ნეხვი. და გგონია ხალხი გისმენს გგონია შენი ნათქვამი რაიმეს ნიშნავს? როგორ შეგიძლია ასე ატყუო ხალხი და თან ასეთი მშიშარა იყო. მითხარი, არასდროს გიფიქრია იმ წუთზე როცა მოკვდები? -არა-შეშინებული ვასილი კედელზე იყო აკრული და ცდილობდა ტელეფონი ჯიბიდან ამოეღო რო ვინმესთან მაინც დაერეკა საშველად. -ჰაჰაჰაჰა, გგონია რომ სულელი ვარ? თუ ბრმა გგონივარ?-ხელიდან გამოსტაცა ტელეფონი ნომერს დახედა, ცოლს ურეკავდა.-სერიოზულად? საშველად ცოლს ურეკავ?-ედუარდმა ზარი განახორციელა.-გამარჯობათ ქალბატონო მარინე. ჰომ არ გსურთ თქვენს ქმართან უკანასკნელად ისაუბროთ?... ჰო ასეც ვიფიქრე, მადლობთ ყურადრებისთვის.-ტელეფონი გათიშა და ძირს დააგდო, ფეხი დაარტყა და ფეხქვეშ გათელა.-ეს ტელეფონი ვის მოპარე? იცი შენმა ცოლმა რა მითხრა? იმედია აღარასდროს გავიგებ მის ხმასო. მას რაღა მოპარე?-ხელი მოზრდილ თმაში მოკიდა და მოქაჩა, წარბები აზიდა ედუარდმა, ახლა უკეთ ჩანდა მისი კამკამა მწვანე თვალები. -გთხოვ არ გინდა ამის გაკეთება. -მე იცი რა მინდა? იცი?-ხელი კისერში წაუჭირა და კედელზე მიაჭირა.-მინდა შენივე ხელით მოკვდე. ეს გამომართვი დროზე-დანა ხელში დააჭერინა.- მე ახლა უკან დავიხევი შენ კი შენივე ხელით ყელს გამოიჭრი. -არა გთხოვ-ტირილი დაიწყო ბატონმა ვასილმა ჩაწითლებული თვალები კიდევ უფრო ჩაუწითლდა. -დროზე ის გააკეთე რასაც გეუბნები.-შარვლიდან იარაღი ამოიღო და შუბლზე მიაბჯინა. -არა არ შემიძლია. -კარგი, დაგეხმარები, ასე ნუ ღელავ.- ხმა დაუთბა ედუარდს. ხელი მკლავში მოკიდა მოუჭირა და ხელი ყელთან მიატანინა.-გრძნობ როგორ გიცემს გული? გრძნობ როგორ გაგიხშირდა სუნთქვა? თვალებში მიყურე. მითხარი რატომ გაქურდე ადამიანები. -მე არავინ გამიქურდავს. -ისევ იგივეს იმეორებ არა? ნუთუ თავად მაინც არ გეცინება ამაზე… ჰო ზუსტად, მართალია ახლა სასაცილოდ ნამდვილად არ გაქვს საქმე.-დანა უკვე ყელზე ქონდა მიბჯენილი. ნელი მოძრაობით გამოუსვა ყელში დანა ედუარდმა.-ჰო აი ეს გრძნობა მიყვარს იმედი. ნეტა რისი იმედი გაქ. რამდენიმე წუთში დაიცლები სისხლისგან და მე აქ აღარ ვიქნები. მადლობა რომ მესაუბრე, ძალიან დამეხმარა-ნახევრად უკვე სისხლდაცლილი ვასილი ძირს ეგდო და ედუარდი ზემოდან დაჰყურებდა, სისხლი მოედინებოდა მისი გადაჭრილი ყელიდან, სებასტიანმა კარი მშვიდად გამოაღო, პალტო გაისწორა და მშვიდად გაიარა დერეფანი. -Selam!-მშვიდად მიესალმა ოთახის მომსამსახურეს, ჰოლში ჩავიდა და სასტუმრო დატოვა. *** “თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში, საკუთარ ნომერში იპოვეს მოკლული ვასილ კ.” -ბლა, ბლა, ბლა, ნეტა ვის ადარდებს?!-ედუარდმა ტელევიზორი გამორთო და მდივანზე გადაწვა.-ახლა ვინღაა?!... ისევ შენ? ახლა რაღა გინდა? -იქნებ ერთხელ მაინც ნორმალურად შემხვდე, ბოლო-ბოლო მე გიხდი -ჰო, დავაზუსტოდ შენ უბრალოდ კურიერი ხარ. -კარგი გეყოფა, უკვე ყველამ გაიგო ვასილის მკვლელობა, საქმეს იძიებენ. -ძალიან ცუდი, ვერ ხვდებიან რომ თავი მოიკლა? -არა, სიცოცხლე ზედმეტად უყვარდა თან მეუღლე აცხადებს რომ მკვლელს ესაუბრა. -და რაო ისეთი ხმა ქონდა ლამის ტელეფონით დავკავდი მასთან სექსითო?! -ნუ სულელობ, შეიძლება გიპოვონ. -მართლაც ნუ სულელობ, როგორ უნდა მიპოვნონ, მე კვალს არვტოვებ, ძვირფასო. არ დაგავიწყდეს რომ თქვენ გამგზავნეთ იქ და კიდე ჩემთან ხარ პრეტენზიებით?! -შენ რა მართლა გინდა 27 წლის ასაკში ციხეში მოხვდე?! -ადრე თუ გვიან ჩემი ფეხით მივალ იქ მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა, როგორც მათ, ისე ვაგებ პასუხს მეც, საკუთარ დანაშაულზე. ვიცი რასაც ჩავდივარ ძვირფასო და შემიძლია ამაზე პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ ცოტა ირონიულია რომ საკუთარ თავს დავსდევ. -რაებს ბოდიალობ. -წინა საქმე, იმ კაცის მკვლელის მოძებნა ჩვენ დაგვავალეს. -ახლა ნამდვილად უნდა დაგცინო. -არც კი გაიფიქრო ჩემი დაცინვა… -და ისე მართლა როგორ მოკალი ვასილი. -ჰო გითხარი თავი მოიკლა. საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი.. -ნამდვილი შეშლილიხარ.-ფულიანი კონვერტი მაგიდაზე დადო ქალმა-სულ ესაა მე წავედი. -მოიცა ახალი საქმე არ არის ? -არა ჯერ არაფერია, ცოტა დაისვენე. *** -ჯუღელი! სად დაიკარგე? -ბევრი საქმეები იყო გიო, ბევრი. -მერე და სხეულზეც ჰო უნდა იფიქრო ცოტა. -ჰოდა აი აქ ვარ.-გასახდელში შევიდა ედუარდი, სპორტული სამოსი მოირგო და დარბაზში დაბრუნდა. -რით იწყებ აბა? -რათქმაუნდა სირბილი. -ზედმეტი არ მოგივიდეს.-გიორგი სარბენ ბილიკამდე მიჰყვა ედუარდს და მარტო დატოვა. -ესეც ასე, ენერგია ჰო უნდა დავხარჯო.-ტელეფონში Underworld - Born Slippy ჩართო და სვლა დაიწყო…მხარზე ვიღაცამ ხელი დაადო. თითქოს არც უგრძვნია ისე განაგრძო სირბილი. -ედი, როგორ ხარ?-ახლა უკვე ყურსასმენი გამოგლიჯა ყურიდან. -ნატო?! აქ რას აკეთებ.-სარბენი ბილიკდან გადმოვიდა ედუარდი. -ნატო არა, ნატა! ვვარჯიშობ რას უნდა ვაკეთებდე. -დიდი ხანია? ბოლო-ბოლო გადაწყვიტე გალამაზებულიყავი ჰო?! -ახლა მაინც ნუ იქნები იდიოტი. -რავქნა საყვარელო, ასეთი დავიბადე-ტუჩები წინ გამოწია ედუარდმა და თვალები მოჭუტა. -მისმინე, თუ გინდა ვარჯისის შემდეგ სადმე წავიდეთ. -მაგალითად სად?! შენთან? -თუ გინდა კი.-გოგო მიუახლოვდა და ძლივსგასაგონად თქვა. -კარგი, ორ საათში მოვრჩები. -მე უკვე მოვრჩი და დაგელოდები. -ძალიან კარგი.-კვლავ ყურსასმენები მოირგო ედუარდმა და სირბილი განაგრძო. ნატა გარეთ უცდიდა ედუარდს. -ამდენი სირბილი როგორ შეგიძლია, გავიყინე. -ძალიან კარგი, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. -მითუმეტეს როცა ეწევი, -უნიკალური ვარ. დაჯექი.-მანქნაა გააღო და სწრაფად მოწყდა ადგილს -იქნებ სიმღერა ჩაგერთო რამე. -კარგი-House of the Rising Sun ჩართო და ხმას ბოლომდე აუწია. -ეს არ მომწნს -ვის ადარდებს?!-ედუარდმა გოგოს გახედა წარბები ზევით აზიდა, და ირონიულად გაიღიმა -ვერ ხვდები რა გაქვს ისეთი რაც ყველას ხიბლავს. შენ ხომ ასეთი უხეში და უტაქტო ხარ. -ეგრე ფიქრობ? -ჰო, ეს ნათელია. -ყველაზე ძნელი ისაა, დაინახო თუ რა ხდება სიბნელეში. -ყველაფერთან ერთად ბრძენიც. -მაგაზე პრეტენზია არ მაქვს, ბრძენები ზედმეტად სულელები არიან იმისთვის რომ საკუთარი სიბრძნე ცხოვრებაში გამოიყენონ-თვალი ჩაუკრა ნატას და მანქანა გააჩერა. მაღაზიაში შესულს ერთიანად მოედო სხეულს სითბო. “არა იქმადე მისვლა მეზარება” გაიფიქრა და მოლარისს დალხზე იდაყვს დაეყრდნო. -გისმენთ. -რძე მინდა. -აქ თვით მომსახურებაა თავად აიღეთ. -და ფულს რაში გიხდიან? -იმაში რომ მოგემსახუროთ. -ჰოდა აწიე ერთი ადგილი და რძე მომიტანე, თუ შეიძლება ცივი.-მოლარე ადგა და რძე მოიტანა.-ძალიან კარგი, ერთი კოლოფი მალბოროც, წითელი. ნეტა ამას თავს რატო ვაკლევინებ-სიგარეტს დახედა ჯიბეში ჩაიდო, ფული გადაიხადა და მაღაზიიდან გამოვიდა. მანქანაში ჩაჯდომის თანავე გახსნა რძე და პირდაპირ პაკეტიდან მოსვა.-ჰოარ გინდა? -ფუ არა. -აღარასდროს თქვა ფუ, რძეზე.-ხელი მკლავში მოუჭირა. -კარგი ჰო, გამიშვი, მეტკინა.-ხელი გაუშვა და ისევ მანქნა დაძრა, ნატას სახლი ახლოს იყო, მანქნა მალევე გააჩერა და სადარბაზოში შევიდნენ.-ისე არასდროს ვყოფილვარ შენს სახლში. -მაგის იმედი არც გქონდეს-ნატამ კარი გააღო და სახლში შევიდნენ. -დღეს სად გირჩევნია? -ლოგინზე, დაღლილი ვარ.-ტანზე ნელ-ნელა იხდიდა და საძინებელში საცვლის ამარა ლოგინზე დაწვა.-საკმაოდ ცივა ჰო იცი. -თუ გინდა… -არ მინდა, შენი საქმე გააკეთე და წავალ. ნატა ნაზად კოცნიდა მუცელზე ედუარდს, ის კი თვალებდახუჭული ხელები თავქვეშ ამოდებული იწვა და ელოდებოდა კულმინაციის ეტაპს. გოგო წელზე ნელა გადააჯდა და ნაზად შეისრიალა საშოში. ედუარდს სუნთქვა გაუხშირდა და სხეული მოადუნა. გოგო ნელა, ნაზად მოძრაობდა ზემოდან, სანამ ედუარდს უფრო არ გაუხშირდა სუნთქვა და პირი არ გააღო. -მოგეწონა? -კი, კარგი გოგო ხარ.-ლოგინზე მჯდარ გოგოს თავზე აკოცა და ჩაცმას შეუდგა. -იქნებ დარჩენილიყავი.-კარებში ნახევრად გასულ ედუარდს სიტყვები დააწია ნატამ. -არა.-მშვიდად უპასუხა ედუარდმა და კარი გაიხურა. მანქანაში იჯდა , ახლა აღარც ირონია და აღარც ბრაზი აღარ აწვებოდა სახეზე, ეს უბრალოდ სევდა იყო. ვინ იფიქრებდა რომ გაჩერებულ მანქნაში მარტო და სევდიანი დარჩებოდა. მაგრამ ასე მოხდა, მანქანა დაქოქა და ძალიან ნელა გაუყვა გზას. სახლს გასცდა და სადღაც შორს წავიდა. ქალაქიდანაც გავიდა და უკან ჩამოიტოვა ყველა ის სიბინძურე რაც ბოლო დღეებში გააკეთა. ორსართულიან ხის სახლთან გაჩერდა. ცოტა ხანს მანქანიდან უყურებდა სახლს ხელები ჯერ კიდევ საჭეზე ეწყო, ფიქრობდა გაეღო თუ არა სახლის კარი რომელშიც ჯერ კიდევ ენთო შუქი. საათს დახედა საღამოს ცხრა საათი იყო. წესით უნდა ღვიძებოდა, მანქანიდან გაუბედავად გადმოვიდა და სახლის კარზე დააკაკუნა. -ედი საყვარელო, როგორ ხარ? სად დაიკარგე? -ელზა ძვირფასო-გულსი ჩაიკრა ორმოცს გადაშორებული ქალი და სახლში შევიდა. -არა, მართლა სად დაიკარგე? ნერვიულობს როცა ამდენი ხნით არ ჩნდები. -სად არის? -ტელევიზორს უყურებს.-ედუარდი მისაღებში შევიდა, ქალი სავარძელსი იჯდა, მხრებზე პლედი ქონდა მოხვეული, ხელში ჟანგბადი ეჭირა და დროდადრო ისუნთქავდა. ედუარდი ნელი ნაბიჯით შევიდა მისაღებში. -დედი.-დაბალი ხმით მიმართა ედუარდმა. ქალს არ გამოუხედავს. ახლა უფრო ახლოს მივიდა. მხარზე ნელა დაადო ხელი-დედი, როგორ ხარ? -ცუდად-ქალს არც გამოუხედავს ისე უპასუხა ედუარდს. -არ გამომხედავ? -მარტო მაშინ უნდა გიყურო როცა შენ გინდა არა?! -ახლა უკვე გამოიხედა ქალმა, თვალები გაყვითლებოდა, ხელები კი ძალიან დამჭკნარი ქონდა. -კარგი რა დედი, არ გინდა. ნუ მიბრაზდები, ჰო იცი რო ბევრი საქმე მაქვს.-სავარძელთან ჩაიცუცქა ედუარდი, ქალის ხელი ხელებში მოიქცია და აკოცა. -ჩემი სულელი ბიჭი.-თავზე ხელი გადაუსვა დედამ.-ვიცი შვილო ვიცი, ცხოვრებაც და სამსახურიც ძალიან დამღლელი ხარ. -გთხოვ დღეს მაინც არ გინდა. -შენ სულ ასე ამბობ მე კიდე მინდა სიკვდილამდე გავიგო, რა და როგორ ხდება. -რისი გაგება გინდა დედა?-ფეხზე წამოიჭრა ედუარდი და ხმის ტონსაც აუწია.-ჰო მამაჩემი დავიჭირე. მეტი არაფრის ცოდნა გჭირდება. -შვილო, საფრთხეში ხარ, ყოველდღე იმზე ვფიქრობ რომ მამაშენზე ცუდი ხალხი რაიმეს დაგიშავებს. -დედა, ვიცი რომ ნერვიულობ, მაგრამ გთხოვ შეწყვიტე, ვერავინ ვერაფერს დამიშავებს, მათზე ბევრად ძლიერი ვარ. იმ ნაბი*ვარს მამად რომ მეკუთნის კიდე უფლებას არ მივცემ სხვისი ხელით შეემეხოს ან მე ან შენ! საკმარისია რაც დაგვიშავა, ვერ ხედავ? -კარგი ედი, დამშვიდდი. -ნუ მამშვიდებ მაშინ როცა იცი ეს არ შემიძლია. იცი მაგ კაცის გახსენებისასაც კი მხოლოდ იმის სურვილი მიჩნდება რომ მოვკლა. -გთხოვ ასე ნუ ლაპარაკობ. -დედა, მე მხოლოდ ათი წლის ვიყავი გესმის ?! მხოლოდ ათი წლის და წამით მაინც რომ დამეგვიანა შენ ცოცხალი აღარ იქნებოდი. ვიცი ამის გახსენება არც შენ და არც მე არ გვინდა. და გთხოვ ნუღა მეკითხები რატომ ვარიდებ ამაზე ლაპარაკს თავს. ის იქ არის სადაც უნდა იყოს, რასაც იმსახურებს ის მიიღო. -კარგი, ვსო აღარაფერს გკითხავ ამაზე. შენი ძმა? მასზე მაინც მესაუბრე -ჰო იცი ხშირად არ ვნახულობ -რატომ? -ის მამას გავს, მეტი მიზეზი არ მჭირდება. მაგრამ მიყვარს როგორც ძმა და როცა ჭირდება მის გვერდით ვიქნები, მაგრამ არ შემიძლია მისი ხშირად ნახვა, იმ ნაბი*ვარს მახსნებს. -კარგი, მოვრჩეთ. შენზე მომიყევი მაშინ, მელაპარაკე შვილო, აქ მხოლოდ იმის გასაგებად ნუ მოდიხარ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ თუ არა. -ამისთვის არ მოვდივარ. -ელზას მოუტანე ფული? -კი და წასვლისას მივცემ-ედუარდი კვლავ დედას მიახლოვდა, იატაკზე დაჯდა და თავი კალთაში ჩაუდო. -შენ საუკეთესო ხარ რაც კი ოდესმე მყოლია.-ედუარდს უნებურად თვალები აეცრემლა. საკუთარი თავის უმწეობა იგრძნო. და ზიზღი იმ მკვლელის მიმართ რომელიც მასში ცხოვრობდა. თმაზე ეფერებოდა ქალი შვილს და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა მის სახეს.-იქნებ წვერი გაგეპარსა. -ჰო ასე უნდა მოვიქცე-გაუაზრებლად თქვა ედუარდმა ახლა მისი ოგნება სულ სხვაგან დაფრინავდა. *** ჯერ კიდევ გამთენიის ხანი იყო, ედუარდს კვლავ ცხელ აბაზანაში ჩაეძინა და როცა იგრძნო თუ როგორ გაიყინა წყალი. მაშინვე გამოფხიზლდა, ხელში ჩაფერფლილი სიგარეტი პირდაპირ უნისტაზში მოისროლა და წყლიდან ამოვიდა. სხეულზე დარჩენილი წყლის წვეთები შეიმშრალა, სამზარეულოში ყავის მადუღარა ჩართო და მაგიდაზე იდაყვებ დაყრდნობილი გაჰყურებდა ჯერ კიდევ გაუთენებელ, გამოუფხიზლებელ ქალაქს. -ამ დილაუთენია ვინ ჯანდაბაა.-სიბნელეში ხელისცეცებით მოძებნა ქურთუკი იარარი ამოიღო და კარს მიუახლოვდა, საკმაოდ ომახიანად აბრახუნებდა. ჭუჭრუტანაში გაიხედა.-ჯანდაბაა, ამ დილაუთენია რა უნდა?!-კარი ჩუმად გააღო.-რა ხმაურიანი ხარ დილიდან, რა გინდა?! -სასწრაფო საქმე მაქვს -რა ხდება? -ახალი დავალებაა -რა დავალება? -ერთი ქალია არც ისე ცნობილი მაგრამ ნამდვილი ძუკნა. -რატომ? -გოგონებს პროსტიტუციას აიძულებს და მინიმალურ ფულს უხდის. ესაა შენი შემდეგი სამიზნე რომელიც ხვალ, ნუ უკვე დღეს უნდა მოკვდეს. -ცოტა ადრე არ შეგეძლო? -არა, ახლა გავიგეთ მდებარეობა. -და სად არის? -ყველაფერი რაც გჭირდება კონვერტშია. მე უნდა გავიქცე. -სად მირბიხარ მშვენიერო? -შენს გარდა სხა საქმეებიც მაქ.-ქალმა იფიქრა კვლავ მახეში მაბამსო და სწრაფად დატოვა სახლი. თავი მესამე მანქანა სასტუმროსთან გააჩერა ედუარდმა, ძალიან სიცივე იყო, ფეხს ითრევდა რომ მანქანიდან არ გადასულიყო. სიგარეტს მანქანაშივე მოუკიდა და ფანჯარა ოდნავ ჩამოსწია. ტელეფონი ამოიღო საათს დახედა უკვე დღის 11 საათი იყო და დრო იყო მოქმედებაზე გადასულიყო. მანქანის კარი გააღო და პირდაპირ მიწის თოვლიან ზედაპირზე ორივე ფეხით გადმოხტა. “ჯანდბა, აქ როგორ ცხოვრობენ.” ფეხები დააბაკუნა და სასტუმროსკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. -გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?-კარებშივე შეეგება ახალგაზრდა გოგო, რომელსაც მუხლებამდე ქვედაბოლო ეცვა შიშველ სხეულზე. “როგორ არ ცივა” გაიფიქრა ედუარდმა. -ნომერი მინდა ერთი ღამით. -აქეთ მობრძანდით.-ედუარდს გოგონა გაუძღვა სასტუმროში რეგისტრაცია გაიარა. სასტუმროს ჰოლს თვალი მოავლო და მაღლა ავიდა. მისი ოთახი მეორე სართულზე იყო ამიტომ კიბით აირბინა. ოთახში შესვლისთანავე, ფანჯრები და აივნის კარი გამოაღო და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. -შეუდარებელია ეს სურნელი-თვალები დახუჭადა და ფანჯრის კიდეს მიადო თავი. არც კი უფიქრია ჯიბიდან სიგარეტის ამოღება, იმდენად უნდოდა ფილტვები სუფთა ჰაერით შეევსო, ღრმად სუნთქავდა, თითქოს ცივმა ნიავმა რომელმაც ერთიანად გადაუარა სახეზე გამოაფხიზლა, გაახსენდა აქ რისთვისაც იყო და სწრაფად ჩამოვიდა ფანჯრის რაფიდან. სააბაზანოში შევიდა წყლიანი ხელი თმებზე გადაისვა და ბარში ჩავიდა. “ნუთუ ესქალი დილიდან სვამს?!” მსხვერპლი ბართან დაინახა, მიუახლოვდა და შორიახლოს დაჯდა. -ვისკი თუ შეიძლება.-ბარმენს დაუკაკუნა და ქალს გახედა. ქალმაც ეშმაკურად გამოხედა.-ყინულიც თუ შეიძლება. -ზოგი ბარმენი არც კი უნდა მიუშვა სასმელთან, ვის გაუგია ვისკი ყინულის გარეშე.-ქალმა შორიდან მაგრამ გასაგონად უთხრა ედუარდს. -მართალი ბრძანდებით.-ედუარდმა გაუღიმა და ვისკი ერთიანად გადაკრა.-ჰომ არ დამეწვევით? -არა, სამწუხაროდ უნდა წავიდე-ქალი ბარის სკამიდან ჩამოვიდა. ედუარდს ახლოს ჩაუარა, სიარული შეანელა-თუ ოთახში მომართმევ… ნომერი 220-ძლივს გასაგონად უთხრა ქალმა და მაცდურად ახედა. ედუარდმა გაიღიმა მიხვდა მსხვერპლი უკვე მახეში იყო. კარზე კაკუნი, ქალი ფეხშიშველი ჩუმი ნაბიჯით მიუახლოვდა კარს და ჩუმადვე გააღო. -გამარჯობა. შემოდი შემოდი, დროზე-ჩურჩულით უთხრა ედუარდს და ოთახში ლამის ძალით შეათრია. -რატომ ჩურჩულებ? -ვისკი სად არის?-ქალმა ედუარდის ცარიელ ხელებს დახედა. -დარწმუნებული ხარ რომ ვისკი გინდა?-ედუარდმა ხელი თმაში შეუცურა ქალს კისერთან გადაუწია და სველი კოცნით დააჯილდოვა ყელზე. -მგონი არ მინდა.-ქალმა თავი უკან გადაწია, ნიშნად იმისა რომ ედუარდს ემორჩილებოდა. ედუარდმაც ყველა ღონე იხმარა რათა ქალი მოდუნებულიყო, კაბის მკლავი ჯერ მარჯვენა მხარზე გადაუწია, შემდეგ მთლიანად შემოაძარცვა ტანზე, ლოგინზე ნაზად დააწვინა და მუხლიდან ჯერ კიდევ გაუშიშვლებელ მკერდთან კოცნით ადიოდა. ქალი უკვე კვნესოდა. -გთხოვ არ გაჩერდე.-ვედრებით თხოვდა ედუარდს. ედუარდმა წელზე მოკიდა ხელი რომ ლოგინზე უკეთ მოეთავსებინა, ზემოდან მოექცა და ვნებიანი კოცნით დააჯილდოვა, ქალმა ცადა ედუარდის მაისურის გახდა თუმცა ედუარდმა ორივე ხელი თავს ზევით ძლიერად დაუჭირა მეორე ხელი კი კისერზე მოუჭირა. -ასე არ გინდა, მტკენ-ხროტინით ამბობდა ქალი. -აქ იმისთვის ვარ რომ გატკინო-ახლოს მიუტანა სახესთან სახე რომ კარგად დაენახა მისი თვალები.-თვალებიც ისეთივე ბინძური გაქვს როგორიც სული.-ახლა ხელს უფრო ძლიერად უჭერდა ყელში.-თუ გინდა სწრაფადაც შემიძლია გავაკეთო, მაგრამ არა, რატომ სიამოვნება რატომ მოვიკლო.-ქალს მთელი სახე გაუწითლდა თვალები დაქაჩული და ჩაწითლებული ქონდა, ენა წინ გამოწია და რაღაცის თქმას ცდილობდა მაგრამ სახმო იოგები გადაკეტილი ქონდა, შეუძლებელი იყო კაცის ძლიერი ხელიდან თავი დაეღწია, ამიტომ მალევე შეწყვიტა ფეხების ფართხალი და თითქოს დაემორჩილა, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქვდა.-საყვარელო?! იცი როგორ მომწნს შენი ბინძური თვალები?! მინდა რომ დაგთხარო და სამუდამოდ სახლში შევინახო.-მაგრამ არა ცოდოა შენი შვილი დედა რომ თვალებ დათხრილი იპოვოს.-ედუარდი ნახევარი სახით იღიმოდა და თან ქალის თვალებს მზერას არ წყვეტდა.-კარგი უკვე მომბეზრდა, ქათამივით სუნთქავ.-ხელზე ძარღვები დაებერა და გაუწითლდა. ქალის უკანასკნელი ამოსუნთქვა ყურთან იგრძნო, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუშვა ხელი.-შენთვის სიკვდილიც კი ზედმეტია.-ნელა მოაშორა კისრიდან ხელი. პალტო გაისწორა და ოთახი მშვიდად დატოვა. *** -კარი ჩაკეტე და ედის მიწერე რომ რაცშეიძლება მალე მოვიდეს, უთხარი რომ ძალიან მჭირდება და თან იარაღიც წამოიღოს. იცოდე რაც არ უნდა მოხდეს ხმა არ ამოიღოთ.-სააბაზანოს კარი გამოკეტა გუგამ და კარისკენ წავიდა. -შე ნაბი*ვარო! გეგონა ასე მარტივად დამისხლტებოდი ხელიდან?!-კედელზე მიაჯახა გუგა კაცმა და ყელზე იდაყვი მიაჭირა. -მოიცა, მოიცა, რაგინდა? ვილაპარაკოდ. -ოჰო, ლაპარაკი?! მშვენიერია. კარგი ვილაპარაკოთ. საიდან დავიწყო, იქიდან ჰოარა რო შენმა *ირმა მამამ დედაჩემი მოკლა? -ჰო მაგრამ ის ციხეშია. -ვიცი, ამიტომაც ვარ შენთან. -და რა გინდა. -ჩვენ სისხლს სისხლით ვპასუხობთ.-ჯიბიდან დანა ამოიღო კაცმა და გაშალა.-მაგრამ ასე მარტივად არ ვაპირებ ამას, ჯერ უნდა დაგტანჯო. შენი ცოლი სად არის? -სახლში არ არის.-შეშინებული თვალებს აცეცებდა გუგა. -დაჯექი! დროზე!-სკამი გამოწია კაცმა. გუგაც დაემორჩილა და სკამზე დაჯდა.-სად არის შენი ცოლი?-ახლა უკვე დაუმარცვლა კაცმა და დანა კისერზე მიადო.-კარზე ზარი გაისმა.-ვინ არის? -საიდან უნდა ვიცოდე?! -ბევრს ნუ ლაპარაკობ!-სახეში შეკრული მუშტი დაარტყა გუგას. ისიც სკამზე შებარბაცდა. კარზე უკვე გამაყრუებელი კაკუნი ისმოდა. -დროზე ადექი და გააღე. იცოდე, ოინების გარეშე!-გამოსცრა კბილებში კაცმა. დანა ყელიდან არ მოუშორებია ისე მიაცილა კარამდე. შემდეგ უკან დაიხია. გვედით ამოუდგა და ახლა უბრალოდ უმიზნებდა დანას. გუგამ კარი გააღო ედუარდი მშვიდი სახით იდგა, გუგამ თავი დაუკრა, იმის ნიშნად რომ საფრთხეში იყო. ედუარდმა ხელი სწრაფად მოკიდა გუგას და თავისკენ ხელის სწრაფი მოძრაობით გადაწია, კაცი დაიბნა. მაგრამ სააშკარაოზე არ გმაოსულა. ედუარდმა იარაღი ამოიღო კარები პირდაპირ სახეში მოარტყა კაცს და სახლში შევარდა. -ვინ ხარ?-იარაღი დაუმიზნა კაცს. -ოჰო, ეს უკვე დიდი საჩუქარია. ყველა ჩემთვის სასურველი ჯუღელი აქ არის. -ნუ მაიძულებ გესროლო, მითხარი ვინ ხარ?! -ვისაც უკანასკნელად ხედავ. -ეგ სიტყვები პირველად არ მესმის.- ედუარდმა იარაღიანი ხელი ყბაში ქვევიდან ამოარტყა. მაგრამ კაცი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, შესასვლელში ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. კაცმა ედუარდს დანა მოუქნია უნდოდა მუცელში დაეჭრა მაკრამ მხოლოდ ხელი გაუკაწრა, ედუარდს ჭრილობა აეწვადა წამიერად შეწყვიტა ჩხუბი. კაცმა დრო იხელთა და გუგა კვლავ ხელში მოიქცია. -არ მომეკარო თორე მოვკლავ მისაღებში ბანჯრისკენ, ზურგით მიდიოდა კაცი და გუგა. -ვერ დამასწრებ.-ისევ იარაღი დაუმიზნა ედუარდმა -გინდა ისტორიაში ძმის მკვლელობით შეხვიდე?! -საკმაოდ კარგად ვისვრი.-მაგიდაზე მდგარ პატარა ჭიქას ესროლა ედუარდმა. კაცი დაიბნა, სახე შიშისგან აუჭრელდა და ხელიც კი აუკანკალდა. ედუარდმა ადგილი მოძებნა, ფეხში დაუმიზნა და დაუფიქრებლად ესროლა.-გამაყრუებელი ხმა აღმოხდა კაცს პირიდან. ედუარდი მასთან მივარდა დანა გამოართვა ხელები გადაუბორკა. კაცი რომელიც მოკვლით ემუქრებოდა დააკავეს. მგონი ცხოვრებაში პირველად მართლა გამოადგა გამომძიებლობა ედუარდს და პოლიციას ზედმეტი კითხვები არ დაუსვამთ. გუგა საკმარისად ნაცემი იყო, მდივანზე გადაწვა. -სად არიან ემილი და ბავშვი? -სააბაზანოში. მგონი დაჭრილი ხარ. -დაიკიდე ნაკაწრია.-სააბაზანოს კარზე მიაკაკუნა ედუარდმა.-ემილი, შეგიძლია გააღო.-სააბაზანოდან ხმა არ ისმოდა.-ემილი! კარგად ხართ?-კარი გაიღო.-ჰეი მეგობარო როგორ ხარ?! -თავის სეხნია ხელში აიტაცა ედუარდმა. ემილი გუგას მივარდა. -მგონი ყველაფერი კარგად გაქვთ მე წავალ. -არა მოიცა, სად წახვალ დაჭრილი ხარ. -ნაკაწრია რა ჩემით მივხედავ, აბა თქვენ იცით.-ალბათ დაკითხვაზე დაგვიბარებენ და მზად იყავით. ედუარდი სადარბაზოდან ჩამოვიდა, ბაიკზე დაჯდა, სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. “ჯანდაბა, ამ კაცს ოდესმე მოვიშორებთ?!” თავისთვის ჩაილაპარაკა ედუარდმა და მეორე სიგარეტს მოუკიდა. დიდხანს იჯდა ასე გაშეშებული ვერც გაიგო ისე გამოცალა, სიგარეტი. ჩაფხუტი მოირგო და ბაიკი დაქოქა. უახლოეს მაღაზიასთან შეაჩერა და ბაიკიდან სწრაფად გადმოვიდა, ქურთუკის შიგნით გრძნობდა როგორ ეღვრებოდა სისხლი და ხელს უთბობდა. -ერთი მალბორო, წითელი. -მგონი სისხლი მოგდით. -ეგ თქვენი საქმე არ არის.-თანხა გადაიხადა დაგარეთ გამოვიდა. -ჯანდაბა! შენ რა ომიდან მოდიხარ? -ბატონო?-გოგონას მკაცრად შეხედა ედუარდმა. -სისხლი მოგდის. -ვიცი -და არ გიცდია შეჩერება?! -ვცდი. მაგრამ მგონი დახმარება დამჭირდება. -112ში დარეკე.-გოგომ თავზე ჩაფხუტი მოირგო და იქვე მდგარ ბაიკზე დაჯდა. -ჯანდაბამდეც გზა გქონია! ეს ვინ იყო?-თავისთვის ჩაილაპარაკა ედუარდმა და სანამ გოგონა თვალს არ მოშორდა მიაშტერდა. *** -ცოტა ფრთხილად ვერ გაივლი?!-ყავა გადაესხა გოგოს. -მაპატიეთ -ოჰო, ისევ შენ?! აღარ ცურავ სისხლში? -არა, გადავრჩი, მოიცა, ზარალს ავანაზღაურებ. -არ, არის საჭირო. -საჭიროა!-მკაცრად უთხრა ედუარდმა და დახლთან მივიდა. ერთი ამერიკანო და ერთი ის რაც ამ გოგომ წაიღო. -ახლავე.-ბარისტამ ჭიქები გაუწოდა ედუარდს. -იმედია მაპატიე.-ყავა გაუწოდა გოგოს. -გაპატიებდი, მაგრამ ასე სად ვიარო.-თეთრ მაისურზე დაიხედა გოგომ. -აი ასე-ქურთუკის ელვა შეუკრა ედუარდმა.-არ ფიქრობ რომ ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის ? -რას გულისხმობ? -ჯერ ღამე, ახლა დილას მხვდები, და თან ზუსტად ჩემნაირი ბაიკი გყავს -ანუ რისი თქმა გინდა რომ დაგზდევ? -ზუსტად მიმიხვდი.-თვალი ჩაუკრა ედუარდმა. -სიმპატიური ხარ მაგრამ მე ის გოგო არ ვარ ვინც ვინმეს დაზდევს.-გოგო პასუხს არ დალოდებია ისე მოაჯდა ბაიკს და წავიდა. -მგონი გიჟია-ჩაილაპარაკა ედუარდმა და ისევ თვალსმოფარებამდე გააყოლა თვალი. მოასწრო ბაიკინ ნომრის დანახვა და გოგოსთვის ფოტოების გადაღება.-სანდრო, შენი დახმარება მჭირდება.-დაურეკა პარტნიორს. -რა ხდება ედი? -ერთი გოგოს ფოტოს და ბაიკის ნომერს გამოგიგზავნი და უნდა მიპოვნო, ვინ არის ? სად არის? რა უნდა?-გაეცინა ედუარდს. -რას მოვესწრი, ედუარდი ვიღაცას დაზდევს. -არავის,საქმეს ჭირდება ასე. -კარგი, კარგი, გამომიგზავნე. *** -მოკლედ ეგ შენი გოგო, 23 წლის ემა ჟღენტია.-სამსახურში მისულს კარებში შეეგება სანდრო-უნივერსიტეტი ერთი წლის წინ დაამთავრა. წერეთელზე ცხოვრობს, მარტოდ მარტო-სანდრომ თვალებზე ცრემლის მოწმენდის იმიტაცია გააკეთა.-ქუთაისში დაიბადა, თუმცა მშობლების დაშორების შემდეგ მამასთან გადმოვიდა თბილისში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, დედამისი კვლავ ქუთაისში ცხოვრობს. საკმარისია თუ ისიც გაინტერესებს სადილად რას მიირთმევს. -საკმარისია, სანდრო თუმცა ეგ ფაქტიც არ იქნებოდა ურიგო. -ძირითადად სწრაფი კვების ობიექტებს მიმართავს. ან რესტორნებს -სამსახური?! -საბავშვო ბაღში მუშაობს აღმზრდელად. -კარგი მადლობა, ეგ იქით იყოს, მე დღეს მალე უნდა წავიდე დაკითხვაზე ვარ დაბარებული. -რატო რა ხდება? -გუშინდელზე, რაც გუგასთან მოხდა. -გუგა როგორ არის ? -კარგად, ბეწვზე მივუსწარი, სუპერგმირივით. *** დაკითხვიდან გამოსული არც კი დაფიქრებულა ისე დაქოქა მანქანა და წერეთლისკენ აიღო გეზი. აპირებდა ყველა სახლი მოეარა და ჯერ ბაიკი მოეძებნა შემდეგ კი ემა. ფანჯრები ჩამოწია, კარგად უნდოდა ეგრძნო ჰაერი რომელიც სანაპიროდან მოდიოდა. ქალის გამაყრუებელმა კივილმა ყველა მანქანის ხმა გადაფარა, ედუარდიც იქითკენ დაიძრა საიდანაც ყვირილი ისმოდა, ორი ბიჭი და ერთი გოგო დალანდა სიბნელეში მანქნიდან სწრაფად გამოვიდა და მათკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა. თან ცდილობდა არ შეემჩნიათ. ლამპიონების თითქმის შეუმჩნეველ სინათლეზე გოგოს ქერა თმა დაინახა, თვალები დაძაბა, მოჭუტა, ის იყო, ემა. დაუფიქრებლად მივიდა მოჩხუბარ ბიჭებთან და ერთერთს, ვინც ემას მკლავში ძლიერად უჭერდა ხელს და რომელიც მეორეზე ბევრად მაღალი და დაკუნთული ჩანდა. სახეში შეკრული მუშტი უთავაზა, ისიც წამსვე დაბარბაცდა მაგრამ გოგოს ხელს არ უშვებდა. ახლა მუცელში რამდენჯერმე დაარტყა როცა ზურგზე პატარა ბიჭი იგრძნო. ისიც ერთი ხელის მოძრაობით დააგდო ძირს. -კარგად ხარ?-გოგოსთან მივიდა და გამსკდარ ტუჩზე ხელი გადაუსვა.-ახლა მგონი შენ იცლები სისხლისგან. -არაფერია, თავად მივხედავ. -ისევე როგორც ამათ არა?- მაღალი ბიჭი ფეხზე წამოდგა და ედუარდისკენ დაიძრა. -არც იფიქრო მოახლოება.-იარაღი დაუმიზნა ედუარდმა. -ოპა, ეგ არაკაცურია ძმაო, ჩხუბში იარაღი?! -ქალის ცემა კაცურია შე ?!-ფეხში ესროლა ედუარდმა. --შე ნაბი*ვარო.-დაიღრიალა ბიჭმა -წამოდი დროზე!-ხელი მოკიდა გოგოს და მანქანაში ლამის ძალით ჩატენა. -ცოტა ნელა იარე-სავარძელს აეკრო ემა. -ემა ძვირფასო, იმხელა ბაიკს მართავ ამის გეშინია? -ვინ ხარ?! საიდან იცი ჩემი სახელი? -რო დამზდევდი რა გეგონა არ დავინტერესდებოდი ვინ იყავი?-ღიმილით გახედა ედურდმა. -შენ რა დამთხვევების არ გჯერა არა ?! -არა ! ორდღეში სამჯერ. ეს შეუძლებელია. -იარაღს რატომ ატარებ ან საერთოდ სად მივდივართ? -გამომძიებელი ვარ, უნდა მოგხედო, ვერ ხედავ სისხლისგან იცლები.-გამსკდარ ტუჩზე ანიშნა და გულიანად გაიცინა. -ძალიან სასაცილოა. -და რა უნდოდათ? -ჯერ ჩემი ბაიკი და მერე მე. -ვიძახი რა, სუპერგმირი ვარ.-საჭეს ხელი დაარტყა ედუარდმა და ხმამაღლა გაიცინა. -სად მივდივართ აღარ იტყვი? -ჩემთან სახლში. აი უკვე მოვედით.-ედუარდმა მანქანა კორპუსთან გააჩერა და კიბეები სწრაფად აირბინა, ემასთან ერთად.-მოდი და თავი ისე იგრძენი როგორც სადმე სტუმრად.-გაიცინა ედუარდმა და აბაზანაში შევიდა სამედიცინო ნივთებისთვის. -ძალიან დასვრილხარ, უკვე მეორედ-მაიკაზე დახედა ედუარდმა. -ერთ დღეში ორი მაისური გავაფუჭე. -მოიცა.-ედუარდი საძინებელში შევიდა ძლივს ნახა გოგოს ზომა სპორტული შარვალი და მაიკა.-მოდი ჯერ ჭრილობას დაგიმუშავებ, ნაკერებიც დაგჭირდება სავარაუდოდ შემდეგ შეგიძლია შხაპი მიიღო და თუ გაგიმართლებს ღამეც აქ დაგტოვებ. -ვოცნებობდი ამ სახლში გატარებულ ღამეზე. -ასეც ვიცოდი. -იქნებ სახელი მაინც მითხრა? -გამომძიებელი ედუარდ ჯუღელი-ხელიგაუწოდა ედუარდმა. -ყველას ესვრი? -არა მხოლოდ ნაბი*ვრებს, კარგი მიდი ადექი იბანავე. *** სააბაზანოდან გამოსული ემა სასაცილოდ გამოიყურებდა ედუარდის სპორტულებში. ედუარდი სამზარეულოდან გამოვიდა, ფთხილად მოქონდა ჩაის ფინჯანი, იმედნად კონცეტრირებული იყო ცაიზე ვერც სეამჩნია რომ გოგო უკვე გამოვიდა და სიცილით კვდებოდა ედურადის დანახვაზე. -რა გაცინებს?!-მაგიდაზე დადო ფინჯანი და მხოლოდ ახლა შეამჩნია ემა. -რა გგონია რას აკეთებ?! -ცხელი ჩაი და სენდვიჩები, ნუ თუ მოახერხებ წამას ძალიან გემრიელია. -ვაუ, მადლობა. -ისე რა გეგონა იმ ბიჭებს რომ წინააღმდეგობას უწევდი, ერთი იმხელა იყო მეც კი გამიჭირდა მისი მუშტით გაჩერება. -ჰო მაგრამ თავიდან მხოლოდ ერთი იყო ის პატარა, მერე ის დიდი გამოჩნდა უცებ და მალევე მოხვედი შენც. -შეგეშინდა? -ვგევარ შეშინებულს? -არვიცი, წესით არა. -აქ რატო მომიყვანე?-ჩაი მოსვა ემამ.-მართლაც გემრიელია. -არ ვიცი, ასე პირველად მოვიქეცი, აქ არავინ მომიყვანია, შეგიძლია ხმამაღლა განაცხადო ედუარდის სახლში ვარ ნამყოფიო-გაიცინა ედუარდმა. -ვისთან? -ვისთანაც გინდა. -ჰო მსმენია შენზე -რა გსმენია? -არც არაფერი, და კარგი ტიპი რომ იყო რამეს მაინც გავიგებდი. -კარგი ტიპობა არაფერს ნიშნავს, საერთოდ ცარიელი ტვინი და ფურცელია. -ანუ რისი ტქმა გინდა. -არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ გიცნობ, ვისთვის რას წარმოადგენ მთავარია თავად არ დაკარგო საკუთარი თავი, თავად არ მოგიწიოს საკუთარი თავის შორიდან თვალყურის დევნება. -და შენ შენი თავი ნაპოვნი გყავს? -არა, მაგრამ იმ გზაზე ვარ რომელიც სწორ გადაწყვეტილებამდე მიდის. -აქ აპირებ ამის კეთებას? -სად ? -აი აქ-ოთახს თვალი მოავლო ემამ, მხოლოდ ერთი მაგიდა ერთი სკამი და ერთი დივანი იდგა, რომელზეც თითონ იყო მოთავსებული -რა არ მოგწონს? -არცერთი ყვავილი, არცერთი სურათი, სარკეც კი არ არის აქ. არც ხალიჩა. -ყველაზე განმარტება უნდა მოგცე? -კი, მოგიწევს. -ხალიჩა, მალე ბინძურდება და მაგის რეცხვა მეზარება, და სხვა რომ ჩემს სახლს ალაგებს ვერ ვიტან, ყვავილებს მოვლა ჭირდება მე კი ამის დრო არ მაქვს, ხშირად გავდივარ ქალაქიდან, სურათებს რაც შეეხება არ ვარ მსგავსი რეკვიზიტების მოყვარული, ცარიელი კედლები ჯობია, შეგიძლია უყურო და თავად წარმოიდგინო რა შეიძლება იყოს მასზე, თან ყოველი შეხედვისას სხვადასხვაა. სარკე კი საკმაოდ დიდია სააბაზანოში. -ყოჩაღ-ტაში დაუკრა ემამ და გაიციან. -მოიცა გაჩუმდი-კარზე კაკუნი მოესმა ედუარდს.-სწრაფად აქეთ წამოდი, საძინებელში შეიყვანა ემა.- მისმინე, არ შეგეშინდეს რაც არ უნდა მოხდეს და აქედან არ გამოხვიდე -რა ხდება?! -ჯერ არ ვიცი, შეიძლება არც არაფერი.-იარაღი ამოიღო ედუარდმა და კარს მიუახლოვდა თავი მეოთხე -ჯანდაბა-კარი სწრაფად გააღო ედუარდმა-ჩუმად. რა გინდა ? მარტო არ ვარ. -ვინ არის სახლში?-ხმამაღლა თქვა ქალმა და თითქოს შორიდან შეათვალიერა სახლი. -აქედან უნდა წახვიდე, სწრაფად. -საქმე მაქვს -მოგვიანებით მოდი -არა ვერ მოიცდის.-კონვერტი ამოაძვრინა ქალმა ქურთუკის შიდა ჯიბიდან და ედუარდს გაუწოდა. -ჯანდაბამდეც გზა გქონია, ახლა წადი.-კარები ცხვირწინ მიუხურა ქალს და კონვერტი სწრაფად შეინახა სეიფში.-ყველაფერი რიგზეა შეგიძლია გამოხვიდე.-დაუძახა ემას. -ვინ იყო?-ემამ ნელი მოძრაობით გააღო საძინებლის კარი და ცხვირი გამოყო. -ძვლი ნაცნობი, ისეთი არაფერია. -ყველა ნაცნობს იარაღით ხვდები ? -კი, ეს ჩვენი ტრადიციაა.-გაიცინა ედუარდმა.-მოკლედ მოდი ასე ვქნათ, შენ ჩემს ოთახში დაიძინებ მე კი აქ. -არა აქ ვერ დავრჩები. -კარგი, როგორც გინდა. -პრინციპში ასე სად უნდა წავიდე.-ედუარდს გაეცინა მაისური გადაიძრო და მდივანზე დაწვა. -ძილინებისა ემა. *** -ჰეი გაიღვიძე, შენი მაღვიძარა უკვე საათია რეკავს. -ჯანდაბა, ჯანდაბა, ისევ დამეძინა, სწრაფად წამოდგა ედუარდი დივნიდან. -კიდე კარგი აქ რომ ვიყავი, ყავას დალევ ?! -შენ მიმზადებ? -არა, შენ ამზადებ ორივესთვის.-გოგომ სასაცილოდ მიაჩეჩა მადუღარა ხელში… და … შეჩერდა,-აქ... ეს... რა გჭირს?-მკერდთან დარჩენილ ნაიარევს ხელი ჩამოუსვა ემამ. -უშაქრო თუ?! -უშაქრო. არ მეტყვი რა გჭირს?! -ნოუპ -რატომ? -ძველი და გრძელი ისტორიაა რისი ცოდნაც არ გამოგადგება. -კარგი. იმედია ოდესმე მაინც მეტყვი. -არამგონია.-ყავის ფინჯანი გაუწოდა ემას და სამზარეულოს სკამზე დაჯდა ედუარდი. *** -თუ გინდა მომავალში, ერთად გავისეირნოთ ბაიკით, მარტო მომბეზრდა. -მინდა, დამირეკე-მანქანიდან გადავიდა ემა -კარგად ემა.-დაემშვიდობა ედუარდი და კვლავ სახლში დაბრუნდა. რაც შეეძლო სწრაფად აირბინა კიბეები, კარი ისევ ღია დახვდა, ქალი კვლავ მოთავსებულიყო სავარძელში და ფანჯარაში იყურებოდა. -რა გინდა ? -ლამაზია - ვიცი -და ვინ არის ? -ეი, ძაან ნუ შეუბერე, შენ როდის მერე უნდა გითანხმო ვინ და სად გავ*იმო -აბა ვის უნდა უთანხმო?-ქალმა ხელები გადააჯვარედინა.-შენ მე მეკუთვნი ედუარდ. -მე თავისუფალი ადამიანი ვარ ქალბატონო-გაიცინა ედუარდმა -იმ დღიდან როცა პირველი საქმე აიღე შენთვის ერთი წამითაც კი არ მოგვიშორებია თვალი, შენ ჩვენი პაიკიხარ, მეტი არაფერი და ჯობია თავს ნუ გაგივა. საქმეს მიხედე და უსარგებლო ხალხი თავიდან მოიშორე. გაფრთხილებ სანამ დრო გაქვს, თავიდან მოიშორე ხალხი. -წადი შენი.-ჭიქა ესროლა უკვე გასულ ქალს და სეიფი გახსნა. დავალება არცისე რთული იყო. წასულიყავი აზერბაიჯანში მოგეკლა კაცი და ჩამოსულიყავი, ეს ხომ ედუარდის ბოლო 2 წლის ცხოვრება იყო, ადამიანების მოკვლა რომლებიც ამას იმსახურებდნენ, მაგრამ დღემდე აზრზე არ იყო ვისთვის მუშაობდა. იმ ქალის სახელიც კი არ იცოდა ასე ხშირად რომ სტუმრობდა, თამთად გაეცნო მაგრამ ედუარდი ფიქრობდა რომ სახელი თამთა მისთვის ძალიან შეუფერებელი იყო. თამთასნაირი გარეგნობისა არ იყო. მაღალი, მხარბეჭიანი წითელი თმებით დადიოდა, სახეზე, თვალებთან და ტუჩის კუთხეებში პატარ პატარა ნაოჭები ეტყობოდა- იქნებოდა ალბათ ორმოცს გადაშორებული. ბევრჯერ უცდია ედუარდის ლოგინში აღმოჩენა ან უბრალოდ ცდიდა ედუარდს. კაცს კი უდიდესი თავშეკავების უნარი გააჩნდა და არც ქალის მახეში გაბმულა არასდროს. *** -მოიცა მოიცა, აზერბაიჯანულად ნუ მევედრები, რადგან არაფერი მესმის-სასაცილოდ დაიტრიალა საჩვენებეკლი თითი ედუარდმა ყურთან და ისევ კაცისკენ დაიხარა, რომელიც უკვე კარგად ნაცემი ეგდო იატაკზე. ედუარდსაც არ აკლდა სახეზე სისხლი მარჯვენა თვალთან სილურჯეც ეტყობოდა.-შე ბებერო ნეხვო ძალიან არ მინდოდა ასე გაწელილიყო ჩვენი “საუბარი”-კაცი ისევ აგრძელებდა აზერბაიჯანულად ლაპარაკს, ჩხუბისდროს ძირს დაგდებული ვაზა ხელით მოსინჯა და ედუარდს ესროლა.-ეს კი უკვე ზედმეტი იყო საყვარელო.-რამდენიმე გასროლა საკმარისი აღმოჩნდა რომ კაცის პირი ღია და თვალები დაქაჩული დარჩენილიყო.-უნდოდა ვაზით შევეჩერებინე, იდიოტი ნეხვი. *** -სახეზე რა გჭირს?-შეშინებული სანდრო კარებშივე დაეტაკა ედუარდს. -პატარა ჩხუბი მომივიდა. -რა პატარა ჩხუბი ბიჭო დალეწლილი გაქ მთელი სახე. -არაუშავს მორჩება.-მშვიდად გადახედა ედუარდმა, მკაცრი მზერა ესროლა რაც ნიშნავდა რომ ამაზე ხმა აღარ უნდა ამოეღო.-აბა მომიყევი რა ხდება?! -მოკლედ იმ კაცის ნივთები და ტექნიკა გავშიფრეთ. -ვინ კაცის?! -აი ბავშვებს რომ იტაცებდა -მერე რაო რა ვიპოვეთ?-სანდრომ მაგიდაზე დაუდო ფურცლები და თითონ თავის ადგილს დაუბრუნდა. -ყველაფერი მანდ არის მაგრამ, მგონი ამ საქმეზე შენ არ უნდა იმუშაო -ვითომ რატომ?!-ეჭვისთვალით გახედა ედუარდმა, სანდროს ტონი არ მოეწონა, თითქოს და მიხვდა ამ საქმეში რომ გარეული იყო. -მოკლედ მოგიყვები მანდ რაც წერია. -კარგი გისმენ ყურადღებით-ედუარდი სავარძელზე გადაწვა და თითები ერთმანეთში გადახლართა. -მოკლედ, აღმოჩნდა რომ ეს კაცი ძალიან დიდი ხანია ბავშვებით ვაჭრობს, მხოლოდ გოგონებით. საზღვარგარეთ ყიდის მათ სადაც პროსტიტუციით დაკავებას აიძულებენ. როგორც მისი ჩანაწერებიდან და მყარი დისკიდან გავიგეთ, ამ საქმეში მამაშენიც ფიგურირებს.-ედუარდი წამში წამოიმართა სავარძლიდან და ფურცლებს დაუწყო თვალიერება.-ხვალ უნდა დავკითხოთ ამ საქმეზე. -მე დავკითხავ.-ფეხზე წამოიმართა ედუარდი და მკაცრად თქვა. -არა, ამის უფლებას არ მოგცემ. -შენ არავინ გეკითხება. მე უნდა დავკითხო!-უფრო გაამკაცრა ტონი ედუარდმა. -ედუარდ. არა მე დავკითხავ! -არავითარ შემთხვევაში, ემზარის დაველაპარაკები.-ედუარდი ვერ თოკავდა ვერც ბრაზს და ვერც ნერვიულობას, ისე მივიდა უფროსის კაბინეტამდე. დაკაკუნება ან კითხვა არც კი უცდია ერთიანად შეაღო კარი. -რა ხდება ედი?-ფეხზე წამოდგა ემზარი. -ბატონო ემზარ. მე უნდა დავკითხო-ადგილს ვერ პოულობდა ედუარდი და პატარა ოთახში წინ და უკან დადიოდა. -ვინ? დამშვიდდი, დაწყნარდი და ამიხსენი რა ხდება. -ვინ და მამაჩემი, მე უნდა დავკითხო.-მკაცრად თქვა ედუარდმა და მაგიდასთან შეჩერდა. -ედუარდ, ეს შეუძლებელია. -არა, ვიცი რომ შეგიძლიათ, გააკეთეთ ეს ჩემთვის, მე მას ვიცნობ ვიცი როგორ ვათქმევინო ყველაფერი რაც იცის. მომეცით უფლება მე დავკითხო-ტონი დაუთვბა ედუარდს. -ამის უფლებას ვერ მოგცემ, ის შენი ოჯახის წევრია. -არა ის არ არის ჩემი ოჯახი, ის უბრალოდ ნაბი*ვარია და ჩვენ უბრალოდ ერთი დეენემი გვაქვს, ამან ხელი არ უნდა შემიშალოს ბატონო ემზარ, გთხოვთ მომეცით უფლება მე დავკითხო. -ედი, წადი, გაისერინე დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ. -არა, სრულიად ვაკონტროლებ ჩემ თავს, მშვიდად ვარ, გთხოვთ მომეცით უფლება მე დავკითხო. -კარგი, გადი, დავფიქრდები. -მადლობა ბატონო ემზარ.-დავფიქრდებიო, ეს იმას ნიშნავდა რომ 80% ედუარდს ეკუთნოდა და ამის უფლებას მიიღებდა. მთელი დღე თავი არ აუწევია მაგიდიდან ეძებდა რაიმე სხვა ხელ ჩასაჭიდსაც ფურცლებში რომელიც სანდრომ მისცა, მაგრამ ვერაფერი იპოვა გარდა მამიმისისა, რომელთან შეხვედრასაც ყოველთვის თავს არიდებდა, მაგრამ ახლა შანსი ქონდა, შანსი ქონდა გამოეყენებინა ის თვისებები რაც მამამისში დაინახა, იმ მცირე პერიოდის განმავლობაში რაც ერთად გაატარეს. *** -გამარჯობა.-კარი გაღებისთანავე აჯახა სალამი ედუარდმა ემას. -ვაუ, აქ რას აკეთებ? -დაპირებული გასეირნებისთვის მოვედი. -კარგი, დამელოდე გავემზადები და გამოვალ. -კარგი ქვევით დაგიცდი-ედუარდი ბაიკზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა, ჰაერი უკვე საკმაოდ გამთბარიყო და სიცივისგან აღარც იბუზებოდა, მაგრამ მაინც ერთი ხელი ტყავის ქურთუკში ჩაყო და მოლოდინის რეჟიმში გადავიდა, ემაც მალე გამოჩნდა. -აბა სად მივდივართ? -არ ვიცი შენ რას მირჩევდი, -კარგი მაშინ მე თუ მანდობ, მომყევი და არ ინანებ. -კარგი-ჩაფხუტი მოირგო ედუარდმა და ემას გაყვა, ნელ-ნელა იცვლებოდა გარემო ირგვლივ, ჯერ ძალიან ხალხმრავალი ადგილები გაიარეს, მერე უკვე ალაგალაგ მოჩანდა ხალხი, კორპუსებიც მალე ჩამოიტოვეს უკან და ტრასაზე გავიდნენ, ედუარდი ყოველივე ეჭვის გარეშე მიყვებოდა ემას, ვერც კი გააცნობიერა რომ საკუთარი თავი გადადო და ამ გოგოს ბოლომდე მიენდო, ეს ადრე არასდროს გაუკეთებია, აქამდე ყოველთვის მას ენდობოდნენ გოგოები და არა პირიქით. მალე სრულიად არეულ-დარეულ გზაზე აღმოჩნდნენ. ემამ ერთერთ მოტიალებულ, შემაღლებულ ადგილას გააჩერა ბაიკი და ჩაფხუტი მოიძრო, ედუარდიც გვერდით ამოუდგა. -სულ ესაა?-ედუარდმა ღიმილით გადახედა. -კი, რა არ მოგწონს?! -კი ლამაზია აქაურობა, ალბათ უფრო ღამე ვიდრე დღე იქნებოდა. -ჰო ასეც არის დღე ყველაფერი ჩანს ღამე კი მხოლოდ ის რაც გინდა რომ ჩანდეს. -არ გინად რომ შენზე რაიმე მომიყვე? -მაგალითად რა ?! -არვიცი ალბათ ყველაფერი რაც ენაზე მოგადგება. -და შენ რომ მომიყვე გულზე რა მოგივიდა არ გინდა ? -კარგი რახან არ იშლი მოგიყვები. -ყურადღებით გისმენ. -უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავი როცა გულის პრობლემები დამეწყო, თავიდან უბრალო არითმია მეგონა რასაც მარტივად ეშველებოდა მაგრამ შემდეგ არმოჩნდა რომ ბევრად სერიოზული რამ მჭირდა. ერთ წელიწადში ისე დამძიმდა სიუაცია რომ გულის გადანერგვა მჭირდებოდა. დიდხანს ლოდინი არც მომიწია რადგან პირველი ვიყავი სიაში გული მალე მივიღე და ესეც შედეგი, უზარმაზარი შრამი მკერდთან, ახალი გული და ახალი ცხოვრება.-გაეღიმა ედუარდს და ემას გადახედა. -სულ მაინტერესებდა, გულის შეცვლა რამეს ცვლის ?! -კი -რას? -გულის შეტევა აღარ მოგდის და აღარც არითმია გაწუხებს.-გაეცინა ედუარდს და მალბოროს მოუკიდა. -ბევრს ეწევი იმის პირობაზე რომ უკვე მეორე გული გაქვს. -ხანდახან ვფიქრობ ჯობდა ეს გული არ მიმეღო, სხვა ალბათ უფრო კარგად გამოიყენებდა მას. -რატომ? -მე არცისე კარგი ბიჭი ვარ როგორიც ვჩანვარ.-ნახევარი სახით გაირიმა ედუარდმა. -და სიყვარული? -რა სიყვარული? -ვინმე გიყვარდა წინა გულით? -იცი ადამიანები ხშირად ცდებიან როცა ამბობენ მთელი გულით მიყვარხარო, ეს ფარსია, წარმოუდგენელია გულს უსმინო, ის არ საუბრობს უბრალოდ ცემს და სისხლს ტვინს აწვდის, და დანარჩენ ყველაფერს ტვინი აკეთებს, გვაძლევს საშვალებას ვიმოძრაოთ, ვისწავლოთ, გადაწყვეტილებები მივიღოთ, შევიყვაროთ და შევიძულოთ. -და აბა რატომ ვკვდებით როცა ის ჩერდება?! -იმიტომ რომ ტვინს სისხლი აღარ მიეწოდება. სისხლის ბანკია რომელიც უხვად ასაჩუქრებს ორგანოებს მაგრამ თუკი გააბრაზებს ჩერდება-კიდევ ერთხელ გაიცინა ედუარდმა და გოგოს მიუახლოვდა.-და შენ? -მე რა ?! -შენ რას ფიქრობ? -მე ვფიქრობ რომ ის უბრალოდ კუნთია-ემას ხორბლისფერ სახეზე გადაკრა ღიმილმა და ედუარდს თვალებში შეხედა-ბიჭს ცოტა ეუცნაურა ეს გრძნობა, აქამდე არავის შეუხედავს ასეთი თვალებით მისთვის, თითქოს თავიდან დაიბადა და ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო ყოველგვარი სისხლის გარეშე. -ჰო მართალია ის უბრალოდ კუნთია-გაიმეორა გოგოს ნათქვამი ედუარდმა და მიუახლოვდა. ქერა თმა თითებ შორის გაისრიალა და სახე ახლოს მიუტანა, გრძნობდა გოგოს სუნთქვას ტუჩებზე , იმასაც კი გრძნობდა როგორ აუჩქარდა გული-ეს იცი რას ნიშნავს? რომ შენი ტვინი ჩემკენ ილტვის და უფრო მეტ სისხლს ითხოვს-გაეღიმა ედუარდს და ნაზად შეახო სველი ტუჩები გოგოს გამშრალ დახეთქილ ტუჩებს. ვნებიანად აკოცა. ისეთი გრძნობა ქონდა თითქოს აქამდე არცერთი ქალისთვის არ უკოცნია თითქოს ახლა იგრძნო პირველად ქალის სიმხურვალე, ემას წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა, გოგოც არ იყო უკარება და თმებში ნაზად შეუცურა ხელი, რომ არა წყეული სუნთქვა და გოგოს გახეთქილი ტუჩი ალბათ კიდევ დიდხანს არ დაშორდებოდნენ ერთმანეთს. *** -შენ გამოგიშვეს-ხრინწიანი ირონიული ხმა გაიგონა დაკითხვის ოთახში მჯდარმა თავჩახრილმა ედუარდმა. თავი ნელა ამოწია და ზურას თვალები შეანათა. -ჰო ისევ მე ვარ- ირონიულად გაუღიმა ედუარდმა. -მოგენატრე შვილო?! -კი ძალიან მომენატრე. ახლა კარგად მომისმინე და იცოდე არასწორი პასუხის შემთხვევაში მწარედ ინანებ. ვინ არის აკაკი შუბლაძე და რა გაკავშირებს მასთან ? -აკაკი? როგორ არის? მომიკითხე რო ნახავ-გაიცინა ზაზამ და შავი კბილები გამოაჩინა. -მოკვდა.-ზიზღით ამოთქვა ედუარდმა.-მომიყევი რა გაკავშირებს მასთან -სიტყვასაც არ ვიტყვი-ისევ გაიცინა კაცმა.-ისე დედაშენი როგორ არის? კიდე ვერ შეჭამა კიბომ? -დედაჩემზე სიტყვა აღარ თქვა-მაგიდაზე ხელი დაარტყა და ფეხზე წამოენთო ედუარდი.-შენ აბი*ვარო იცოდე აქედან ვერავინ დაგიხსნის ჯობია მითხრა ყველაფერი რაც იცი თუ არ გინდა რომ ჩემი ხელთ მოგკლა.-ყბაში ხელი მოუჭირა ედუარდმა. -კარგი მოიცა, დამშვიდდი. -გისმენ -ჩემი ძველი ნაცნობია. -არა ძველი ნაცნობი არ არის. რა იცი იმ ადამიანების შესახებ ვინც ეხმარებოდა ბავშვების გაყიდვაში? -კარგი ედუარდ, მოგიყვები ყველაფერს ოღონდ ერთი პირობა მაქვს. -რა პირობა?! -იზოლირებული საკანი მინდა. -იქნება, ახლა კი მომიყევი ყველაფერი ! -მოკლედ ერთი ბანდაა, მასში როგორც ქართველები ისე უცხოელებიც შედიან, ძირითადად თურქეთში და აზერბაიჯანში გაყავდა ბავშვები. სულ 9 კაცია, არ ვიცი შეიძნება ვინმე გამოაკლდათ ან მიემატათ მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაკლდებათ თუ მას მოკლავენ, ბოლოს კი ყველას კლავენ, ალბათ მათ მოკლეს აკაკიც რადგან აღარ ჭირდებოდათ. ეს ბანდაა ყველაფერის თავი და თავი. ჩემი მოშორებაც უნდოდათ მაგრამ აი ციხეში ვარ და აქაც კი საფრთხის ქვეშ ვარ. ამიტომ მინდა იზოლირებული საკანი. შეიძლება შენზე ან გუგაზე გამოვიდნენ, ფრთხილად იყავი, მათთან საქმე არ დაიჭირო თორე ბოლოს ყველა კვდება, მხოლოდ ეს 9 ადამიანი დარჩება ყველაფრის ხელში ჩაგდება უნდათ, ხალხი ყველგან ყავთ. -ვინ არიან იცი ?! -მხოლოდ ორის ვინაობა ვიცი, ელენე მაღლაკელიძე და რობერტ თავაძე. -მარტო სახელი და გვარი იცი თუ სხვა მონაცემებიც გაქვს?! -სხვა არაფერი ვიცი მათ მხოლოდ ორჯერ შევხვდი, ბევრი ხალხი ყავთ იცოდე, ყველა ადამიანი რომელიც შენს ირგვლივ არის საშიშია. -შეგიძლია რომელიმე აღწერო? -კი მაგრამ ეს დიდიხნის წინ იყო. -არაუშავს დაახლოებით მაინც უნდა ვიცოდეთ როგორ გამოიყურებიან. მხატვარს დავუძახებ. -შვილო-კარებში თითქმის გასულს დააწია სიტყვა ზაზამ. ედუარდი ზიზღით მოფენილი სახით შემობრუნდა. -გისმენ -რაღაც მინდა გითხრა, პირადად. -შენთან პირადული არაფერი მაკავშირებს. -გთხოვ, მე ხომ დაგეხმარე, უნდა გითხრა, ისე არ მინდა მოვკვდე. -გისმენ.-ედუარდმა თავს აიძულა გაძეგლებულიყო -მე არასდროს მინდოდა შენი ან შენი ძმის ვნება. არც დედაშენის. -მაგრამ მაინც კლავდი არა?!-ხმას აუწია ედუარდმა. -თავს ვერ ვაკონტროლებდი შვილო. -მეც მიჭირს თავის კონტროლი და მგონი შემიძლია კისერი მოგიგრიხო ახლავე.-ზიზღით გამოთქვა ედუარდმა და ოთახიდან სწრაფად გავიდა. *** -სანდრო მოიტანეს ფოტო რობოტი? -კი ედი.-კონვერტი გაუწოდა ედუარდს. -ჯანდაბა ჯანდაბა.-ცივლმა ოფლმა დაასხა ედუარდს როცა ფოტორობოტები ნახა სწრაფად მოიცვა ქურთუკი და შენობიდან გავარდა.-ჯანდაბა ეს ნაბი*ვრები. ჯანდაბა, ეს როგორ, პირდაპირ ეს ქალბატონი მოდის ჩემთან?! ჰაჰაჰაჰა-ელენე, ძვირფასო ელენე, არც კი იცი რა გელის.მანქნა დაქოქა სანდრომ და სახლში წავიდა თავი მეხუთე -ნატო სად ხარ?-უკვე შუაღამეს გადასცდენოდა ედუარდიც თითქმის მთვრალი იყო. -სახლში სად უნდა ვიყო,. როგორ მოხდა… -შეიძლება შენთან მოვიდე?-სათქმელი არ დაასრულებინა გოგოს. -კი რა თქმაუნდა. ჰო კარგად ხარ ?! -კი, კი, უბრალოდ მოვალ-ედუარდმა ტელეფონი გათიშა ძლივს მოძებნა ქურთუკი მოიცვა და ნატასთან წავიდა, გზას თითქმის ვერ ხედავდა, მთელს სხეულზე ვისკის სუნი ასდიოდა, ხედავდა მხოლოდ ცას, რომელიც შავი იყო, კუნაპატი შავი, ვერც მანქნების სიგნალს იგებდა და ვერც გამყინავ სიცივეს გრძნობდა, ინერციით მივიდა ნატას სახლამდე. კიბეებზე ნელა ავიდა, კარზე არც დაუკაკუნებია ისე შევიდა. -კარგად ხარ ?! მაშინვე მივარდა ნატა. -კი, ძალიან კარგად ვარ-გაიცინა ედუარდმა და ნატას შუბლზე აკოცა.-უბრალოდ რაღაც მინდა შევამოწმო და მოვედი. -მაინც რა? -გაიხადე! -რაა? -რადა გაიხადე დროზე ! -იყვირა ედუარდმა და ქალი კედელს აეკრა. წამსვე დაიწყო გახდა ედუარდმაც ჯერ ქურთუკი გაიხადა შემდეგ მაისური, შარვალი შეიხსნა, გოგო უკვე შიშველი იყო და კედელზე აკრული ელოდა.-მითხარი ჩემი გეშინია?-მიუახლოვდა და ყურში ვნებიანი ხმით ჩუმად უთხრა გოგოს.-მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.-რატომ? -შენი თვალები ძალიან საშიშია.-თქვა დამფრთხალმა გოგომ, და თვალები აუწყლიანდა. -გგონია რომ რამეს დაგიშავებ?-არ შორდებოდა ედუარდი მისი კისერი მკლავთან მოექცია და ისე იყო მიყრდნობილი კედელს. პირიდან საშინელი სუნი ამოსდიოდა. -კი ასე მგონია.-გაუბედავად და მოკლედ პასუხობდა ქალი. -მაშინ რატომ გინდა ყოველთვის ჩემს გვერდით ყოფნა?! -მიყვარხარ-ახლა უკვე გათამამდა ქალი და ეცადა ედუარდისთვის თვალი გაესწორებინა. -სიყვარული, სიყვარული სულელების მოგონილია, ვის რაში ჭირდება სიყვარული, ამ სამყაროში მხოლოდ ფული ფასობს, მხოლოდ ფული.-ედუარდი ქალს მოშორდა და ოთახში სწრაფად დაიწყო სიარული. -არა, ასე ნუ ამბობ -კარგი ეს ყველაფერი დავიკიდოთ.-ისევ მიუახლოვდა ქალს.-ჯობია ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ.-მხრებზე ჩამოშლილი გრძელი თითებით ნაზად გადაუწია და ყელში ვნებიანად აკოცა, ქალს ცოტა ეტკინა კიდეც კბილების შეხება და სახე დამანჭა მაგრამ ხმის ამოღების უფლება არ ქონდა. მკერდზე ძლიერად მოუჭირა ედუარდმა ხელი თან კისერში კოცნიდა და აკვირდებოდა მის თითოეულ მიმიკას, შიშით, სიამოვნებითა და ტკივილით სავსეს. ფეხები წელზე შემოხვია და ნაზად შეუდო საშოში. გაიგონა როგორ აღმოხდა ქალს სასიამოვნო კვნესა პირიდან და გაეღიმა, ახლა უკვე ძლიერად უხეში ბიძგებით დაუწყო გა*იმვა და ქალის ფრჩხილები ზურგზე იგრძნო როგორ კაწრავდა, ნატას ხმაშიც კი ტკივილი იგრძნობოდა. მაგრამ ამაზე არასდროს არაფერს ამბობდა. ედუარდს უემოციო სახე ჰქონდა და მხოლოდ მაშინ იღიმოდა ნახევარი სახით როცა ქალის ტკივილიანი ხმა ესმოდა. ბახუსში მყოფი თითქოს ერთიანად გამოაფხიზლა ცივმა ოფლმა და გოგოს მოშორდა. -ჯანდაბა! ამის დედას შევე*ი! ყველაფერი მე როგორ მემართება!-ჩაიცვა და სახლიდან გავარდა.-ნატას ხმაც არ ამოუღია, ერთადერთს რასაც გრძნობდა ედუარდის შეხებისგან გამოწვეული სიამოვნება იყო, იქვე კედელთან ჩაიკეცა და მარჯვენა თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა. *** -მე რატომ არ დამხვდი იარაღით ხელში? -დაგხვდი,-ზურგიდან გამოაცურა ედუარდმა იარაღი და ემას წინ გააჩერა. -აბა როგორ ხარ ?! -კარგად, აქ რამ მოგიყვანა. -დიდი ხანია არ გამოჩნდი და ვიფიქრე მე თითონ მოვინახულებთქო. -ვაუ, და იქნებ შენი ნახვა არ მინდოდა? -თუ ასეა წავალ. -არა, დარჩი ვიხუმრე. დალევ ყავას ან ჩაის ?! -კი ჩაის.-გაუღიმა ემამ და დივნაზე მოთავსდა.-ისე ეს ადგილი რომ დავისაკუთრო წინააღმდეგი ჰო არ იქნები?!-ცხელი წყალი შიშველ ფეხზე გადაესხა ედუარდს მაგრამ ხმაც არ ამოუღია. გოგოს გახედა ჩაის ფინჯანს ჩაიდანი დაუმიზნა და მისკენ წავიდა. -კი ვიქნები. -რატომ?! -ეს სახლი მხოლოდ ერთისთვის არის. -ანუ აქ დარჩენის იმედი აღარ უნდა მქონდეს?! -არა, ვფიქრობ ეს არ იქნება სწორი. -შენ რა მანიაკი ხარ?! -რატომ ფიქრობ ასე ? -ჯერ ამედევნე, მერე სახლში მომიყვანე, მაკოცე კიდეც, და ახლა გინდა თავიდან მომიშორო? -აჰა, ანუ მე აგედევნე არა? -ჰო ზუსტად შენ ამედევნე. -ახლაც მე ჰოარ მოგაკითხე შუაღამეს ?! -მე ის გოგო არ ვარ ყველას რომ კოცნის. -არც მე არ ვარ ყველა.-ედუარდი მიუახლოვდა და სახე პირდაპირ სახის წინ გაუჩერა, გრძნობდა ნელ-ნელა როგორ უხშირდებოდა გოგოს სუნთქვა, როგორი ბრაზიანი ხდებოდა ის, და რომ გეკითხათ ალბათ იმ მომენტში გიპასუხებდათ რომ მხოლოდ სუნთქვისთვისაც კი შეეძლო ემას შეყვარება. ნაზად მოხვია გოგოს წელზე ხელი თავისკენ მიიზიდა და კისერში ჩარგო თავი. -მინდა სამუდამოდ შენს ხელებში დავრჩე, აღარ მინდა სხვა ადამიანის სახეს შევხედო, აღარასდროს.-ემამ თავზე ხელი გადაუსვა, თმებზე ეფერებოდა. -შენი სურნელი ყველაზე განსხვავებულია, არასდროს მიგრძვნია სხვა მსგავსი სუნი.-ემას ეღიმებოდა და ნაზად აგრძელებდა მისი თმებით თამაშს. ბიჭმა თავი ამოწია გოგოს ფეხები წელზე შემოიწყო, ხელში აიტაცა და ნაზად დაეწაფა მის ტუჩებს, ახლაც ის შეგრძნება დაეუფლა, თითქოს აქამდე არავისთვის ეკოცნა, თითქოს პირველი ქალი იყო მის ცხოვრებაში, საძინებელში გავიდა და ლოგინზე ემას ზემოდან მოექცა. ნელა უხსნიდა პერანგის ღილებს და გზადაგზა ყველა კანის ნაწილს უკოცნიდა. მალე შემოაძარცვა გოგოს ტანსაცმელი და ნაზად ეფერებოდა მის ყველა ნაწილს მუცელსა და თეძოს შორის ჩაღრმავებულ ადგილებს უკოცნიდა. აქამდე თუ სექსის დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ თავად მიეღო სიამოვნება, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ემას ეგრძნო თავი კარგად. გაოფლილს ჩაეძინა ემას მუცელზე თავდადებულს. *** ედუარდი გამეტებით ურტყამდა სავარჯიშო ბალიშს მუშტებს, უნდოდა ენერგია რამეში დაეხარჯა, მოწოლილი ემოცია რომელიც ახრჩობდა, უნდოდა რამეზე ჯავრი ეყარა, რადგან თავისთავს ვერ ცემდა. რამდენიმე წლის წინ საკუთარ თავს მკაცრად აუკრძალა ვინმეს შეყვარება, შეუძლებელი იყო ეცხოვრა ვინმესთან ერთად. მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ან მოკვდებოდა, ან ციხეში წავიდოდა მრავალი წლით. იცოდა და აცნობიერებდა თავის დანაშაულს. ახლა კი ეს გოგო, თავგზა აუბნია ემამ, მასთან ისეთ რაღაცებს გრძნობდა რაც არასდროს განუცდია და ეს აშინებდა, ყოველი მისკენ გადაგმული ნაბიჯი ტანჯავდა უნდოდა უკან დაბრუნებულიყო თუმცა ფეხები არ ემორჩილებოდა, როგორ უნდა მიეტოვებინა ეს ყველაფერი, უნდა აერჩია ან ემა ან ის ცხოვრება რაც უკვე ჰქონდა. იცოდა ეს გოგო თავგზას აუბნევდა და ცხოვრებას ყირაზე დაუყენებდა მაგრამ ეს რაღაცის ხარჯზე მოხდებოდა. მათ, საკუთარ დამსაქმებელს რომ გაეგო თუნდაც მათ მიტოვებას ფიქრობდა მაშინვე იმქვეყნად გაისტუმრებდნენ, გამოსავალს ეძებდა და ვერსად პოულობდა. რამდენიმე საათის მანძილზე ეჩხუბა სავარჯიშო ბალიშს და როცა გააცნობიერა რომ ის ხელს არ შეუბრუნებდა, გაჩერდა ძირს დაჯდახელებით მუხლებს დაეყრდნო და ერთიანად გაოფლილი სახე ხელებში ჩარგო. ერთიანად ამოისუნთქა, თითქოს დიდი ტვირთი მოიხსნა ბეჭებიდან. *** -გამარჯობა ბატონო ემზარ. -გაგიმარჯოს ედი შემოდი. -არა უბრალოდ რაღაცის კითხვა მინდოდ. -გისმენ ედი. -თუ იცით მამაჩემს…-წამით შეყოვნდა-ზაზას გამოუყვეს იზოლირებული საკანი?! -კი მის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ ედი, შენ ამაზე არ იდარდო, და გთხოვ რაც შეიძლება მალე მაპოვნინე ის ხალხი. -დიახ უფროსო.-კაბინეტი დატოვა ედუარდმა და სამუშაოს დაუბრუნდა. -საიდან უნდა დავიწყოთ ძებნა?-ყავის ფინჯანი დაუდგა სანრდომ წინ და სავარძელზე ადგილი დაიკავა. -აზრზე არ ვარ. პროსტას რაღაც აზრი მაქვს. -გისმენ აბა რა მოიფიქრე. -რა და, აი ეს ორი რო ვიპოვოთ და დავიჭიროთ, სხვები ჰო რჩებიან, მათ ჰომ შეუძლიათ უარესი რაღაცები აკეთონ. -ანუ რისი თქმა გინდა?! -ესენი რომც დავიჭიროთ არაფრის მთქმელები არიან, არ ამხელენ თანამზრახველებს, უნდა გავარკვიოთ კდიევ ვინ არის ამ ბანდაში და ყველა ერთად ავიყვანოთ. -როგორ ? -ვიპოვნით და ვუთვალთვალებთ. -ყოჩაღ გენიოსო. და გგონია ასე ღიად მოქმედებენ. -შესაძლოა იმდენად ღიად მოქმედებენ რომ წარმოდგენაც კი აფსურდად მოგვეჩვენოს. ფსიქოლოგია ცოტა გესწავლა არაფერი დაგიშავდებოდა. -მიდი რა. -მოკლედ ჯობია ასე მოვიქცეთ. გეგმა უნდა დავსახოთ და ზედმიწევნით მივყვეთ, ესენი ჭკვიანი ხალხია, თავისი ხელებით არაფერს აკეთებენ. ფულით ჰოიცი ყველაფრის ყივდა შეგიძლია, მათ შორის ხალხისაც. *** -იცი ხანდახან ვფიქრობ რომ სიზმარში ვარ როდესაც შენ მეხები -რატომ? -შეუძლებელია ასეთი რაღაცები რეალურად განიცადო, მე ვერ შევძლებდი ვინმეს ასეთი განცდა მივანიჭო. -და იქნებ უკვე ანიჭებ. -რისი თქმა გინდა? -იქნებ არსებობს ადამიანი ვისთვისაც იმდენად მნიშვნელოვანი და საყვარელი ხარ რომ შენი შეხებაც კი ზღაპრულად ეჩვენება. -შეიძლება არსებობდეს-გოგოს თხელი ხელი მოიქცია საკუთარ ხელში და ნაზად აკოცა. -შენი სამსახური როგორია?! -დამღლელი და მძიმე. -ანუ? -ანუ ყოველდრე გიწევს ადამიანებთან ურთიერთობა ვისაც მოუკლეს, ვინც დაკარგა, ვისაც იმედი გაუცრუვდა. მოკლედ მძიმეა იყო გამომძიებელი და საერთოდ ამ სფეროში მუშაობა. და შენი სამსახური როგორია?! ბავშვებთან -ჩვეულებრივი, ბავშვებთან ურთიერთობა მარტივია, უბრალოდ არ უნდა მოატყუო და ეგაა. -ჩემი საქმეც ესაა, არავინ უნდა მოვატყუო მაგრამ ხშირად ასე არ გამოდის.-გოგოს თმაში ჩარგო თავი, ლავანდის სუნი ხარბად შეისუნთქა და ასეც ჩაეძინა. *** -მე უნდა წავიდე სამსახურში მაგვიანდება.-მხარზე ხელი გადაუსვა ემამ და გააღვიძა ედუარდი. -არა მოიცა, რომელი საათია -ჯერ რვა არ არის მაგრამ სახლში უნდა შევიარო. მოკლედ წავედი, საღამომდე. კარის მიხურვის ხმა და ედუარდის ფეხზე ადგომა ერთი იყო, ერთიან დიდ ფანჯარასთან მივიდა ფარდები გადაწია და მზეს სახე მიუშვირა ესიამოვნა მზის სხივების გათამამება, ფანჯარა გამოაღო რომ უკეთ ეგრძნო სხივების სითბო სხეულზე. უკვე მაისი იწყებოდა, უყვარდა ედუარდს მაისი, თითქმის ყველა თვეზე მეტად. სწრაფად მოიმზადა საუზმე და ის იყო უნდა მიერთვა კარის ხმა გაიგო. -ჰომ არ შეგაშინე?!-გაბარდული შემოვიდა ქალი, თამთა ანუ ელენე, ედუარდს წინ აეტუზა. -აღარ უნდა მორჩე ჩემს სახლში შემოჭრას ?! -ველოდი როდის წავიდოდა შენი გოგო. -იცოდე… -გაჩერდი! დამუქრება არც კი გაბედო. -აქ რა გინდა? -შენთან საქმე მაქვს -გისმენ -დავალება გაქვს ედუარდ. -ჰოდა გისმენ. -შენი შემდეგი სამიზნე.-კონვერტი მაგიდაზე დაუდო.-არამგონია მოგეწონოს. -ედუარდმა სწრაფად გახსნა კონვერტი. -არა, ამას არ ვიზამ. -ოდესმე ვინმეს უკითახავს რა და როგორ გინდა?! -ემზარი კარგი ადამიანია. -შესაძლოა მაგრამ გრძელი ცხვირი ჰქონია. -რას გულისხმობ? -გავიგეთ რომ ორ უფროსზე ინფორმაცია აქვს. -ბევრი არაფერი აქვს, ვიცი. და ამას მკვლელობის გარეშე მოვაგვარებ. -არა, ისე მოაგვარებ როგორც მე გეტყვი, ხვალ საღამოს შესრულებული უნდა იყოს. -ელენე!-ქალი კარებში გაშეშდა. ნელა შემობრუნდა, სახე მთლიანად გაუთეთრდა და ახლა უკვე მკაფიო იყო მის სახეზე ჩაღრმავებები. -რა მითხარი? -ემზარს არ მოვკლავ! -მე ჩემი გითხარი, დანარჩენი შენ იცი ედუარდ.-ქალი მიუახლოვდა და მკერდთან დარჩენილ შრამზე ხელი ნელა ჩამოუსვა. *** ედუარდს კვლავ სააბაზანოში ჩასძინებოდა, ახლა უკვე სიამოვნებდა კიდეც გაციებული წყალი ამიტომ გაღვიძებას აღარ ჩქარობდა, უკვე რამდენიმე დღე იყო გასული რაც ემა არ გამოჩენილა, არ დარდობდა, არც მისი ძებნა დაუწია, ახლაც კი სწამდა რომ ის უბრალოდ ლამაზი სიზმარი იყო. შეუძლებლად მიაჩნდა მისთვის ღმერთს ასეთი ასჩუქარი გამოეგზავნა. როგორც სიკვდილის წინ ადამიანს გადაურბენს ხოლმე თავისი ცხოვრება თვალწინ ისე ეგონა, ეგონა მალე სიკვდილი ელოდა და ილუზიაში ცხოვრობდა. სხვა ხომ ვერავინ ხედავდა იმ მშვენებას რაც ემაში იმალებოდა. რაც მისი წვრილი მწვანე თვალების მიღმა იყო. მისი თეთრი ქათქათა სხეული და ხორბლისფერი სახე. როგორ შეიძლება ეს რეალური ყოფილიყო, ედუარდი ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ადამიანის სახისა და ტანის კანი განსხვავებული ფერისა ყოფილიყო. ემზარის სიკვდილს ვერ დაუშვებდა, ის მისი აღმზრდელი იყო, მან ჩამოაყალიბა აქცია იმ კაცად, რაც გახდა, არა ის არ იყო ნაძირალა და არც დამნაშავე იყო, ჰო მოუკლავს, მაგრამ ამას იმსახურებდნენ, უტკენია მაგრამ ამასაც დამსახურებულად თვლიდა. მაგრამ წამიერად, იმ მომენტში როცა ადამიანის ტვინი არც ფხიზლად არის და არც მძინარედ სწორედ მაშინ ფიქრობდა რომ მას უფლება არ ქონდა განესაჯა რა იყო დამსახურებული და რა დაუმსახურებელი. ახლა უკვე ვეღაც სიზმარს და რეალობას არჩევდა ერთმანეთისგან. ისევ მაღვიძარას ხმა და ისევ სხეულზე შერჩენილი წყლის წვეთები, სამსახურში დარეკა დღეს ცოტა დამაგვიანდებაო. თითქოს ცივმა წყალმა აზრზე მოიყვანა მიხვდა ეს არ იყო სიზმარი და რეალობას უნდა დაბრუნებოდა. საშინელი შიშის შეგრძნება ჰქონდა დილიდან ეგონა სადაცაა და მთელი სხეული ამიფეთქდებაო. არც კი უსაუზმია ისე ჩაჯდა მანქანაში და პირდაპირ დედასთან წავიდა. დიდხანს აკაკუნა კარებზე, მაგრამ არავინ გაუღო, ახლა უფრო აეწვა სხეული, გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა, ასე არასდროს შეშინებია, მაშინაც კი როცა სიკვდილს თვალებში ჩახედა, არც მაშინ როცა დის გადარჩენა ვერ მოასწრო. გამეტებით ურტყამდა ძლიერ მუშტებს კარს მაგრამ არავინ ცემდა პასუხს. კარის შემტვრევა გამორიცხული იყო. ამიტომ პირდაპირ ფანჯარას დაატაკა ხელი და ჩაამტვრია, ცხელი სისხლი სწრაფად წამოუვიდა ხელიდან, მაგრამ ყურადრება არც კი მიუქცევია, სახლში შევიდა. -დედააა! ელზააა!-ყვიროდა თან ცხდილობდა მისი ხმა სხვას არავის გაეგო, ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას, პირველი სართული რომ მოიარა და ვერაფერი იპოვა თითქოს ცოტა დაევარცხნა ნერვები, ნელა აუყვა მეორე სართულის კიბეს. ახლა გრძნობდა როგორ აეწვა ხელი, ტკიოდა მასში დარჩენილი მინის ნამსხვრევები. -არააააააააააააა!-გამაყრუებელი ღრიალი გაისმა სახლიდან ისეთი ალბათ ქალაქმდე რომ ჩამოაღწევდა.-არა, ღმერთო არა!-ცხელი ცრემლებით მოესვარა მთელი სახე და მუხლებზე დაეცა… თავი მეექვსე “გვასწავლიან თუ რამდენი სისხლი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, გვეუბნებიან რომ სისხლი მთელი ორგანიზმის მამოძრავებელი, მომმარაგებელი და მაცოცხლებელია. მაგრამ საკუთარი თვალით სანამ არ ნახავ მანამდე ვერ მიხვდები რა რაოდენობას შეიძლება შეადგენდეს ადამიანის სხეულში სისხლი. მახსოვს ბავშვობაში სოფლად ღორი დავკალით, ბევრი სისხლი წამოუვიდა, ეს ჩემი პირველი მკვლელობა იყო ცხოვრებაში. ვუყურებოდი და საკუთარი თავი მეზიზღებოდა, რომ ცოცხალი არსების სიცოხლე შევზღუდეთ. დედა თითქმის ანორექსიული იყო უკვე, გამხდარი სხეული ქონდა, ძვალზე გადაკრული ტყავი და სუნთქვაც კი იმდენად უჭირდა მუდამ სასუნთქი აპარატი ეჭირა ხელში, სიმსივნე ქონდა, კიბო, როცა ეს გავიგე გავიფიქრე რომ ყველა ორგანოს მივცემდი, ჩემს მეორად გულსაც კი ოღონდ მას იქამდე ეცოცხლა სანამ მე არ მოვკვდებოდი, ერთადერთი იმედი იყო, სითბოს სავანე, სიყვარულს მხოლოდ მისგან ვიღებდი. ახლა კი ახლა ვწევარ მის გვერდით მისივე სისხლში, ვის სჭირდება ავადმყოფი ადამიანის ყელის გამოჭრა ჰო ისედაც მარტივად მოკლავს არა. ჰომ ისედაც დღეები ქონდა დათვლილი, მაგრამ ეს ჩემთვის იყო, ჩემთვის იყო შეტყობინება რომ შემდეგი კვლავ იქნებოდა, იქნებოდა უფრო მტკივნეული და უფრო ადრე ვიდრე ამას ველოდი.”-ედუარდი. იწვა დედის გვერდით, დედისავე თბილ სისხლს გრძნობდა სხეულზე, მიუხედავან იმისა რომ ხელი ძალიან ქონდა დაშავებული ტკივილს არ გრძნობდა, არც არაფერს გრძნობდა ახლა, გარდა თბილი სისხლისა, რომელიც ნელენელა ცივდებოდა, გარდა დედისა რომელიც ნელ-ნელა ცივდებოდა და ლურჯდებოდა. თმა მთლიანად სისხლიანი ქონდა, ტანსაცმელიც, გეგონებათ სისხლის აბაზანა მიიღო. სიკვდილს პირველად არ ხედავდა თუმცა ეს ეპიკური ხანა იყო, დრო როცა ვერც სიტყვა და ვერც ქმედება ვერ გაგამხნევებს. ვერ აღწერ გრძნობას რომელიც გეუფლება. მანამდე ეფერებოდა დედის სახეს სანამ ბოლომდე არ გააცნობიერა რომ მისი სხეული მთლიანად დაცლილი იყო სისხლისგან, და ამ სისხლში თავადვე ბანაობდა. ფეხზე წამოდგა, სისხლით გაჟღენთლი თმა უკან გადაიწია და სანდროს დაუკრეკა. გუგასაც დაურეკა, ძმას რომელსაც ხშირად არ ხვდებოდა, ან რო შეხვედროდა რა უნდა ეთქვა, სათქმელი არაფერი იყო მხოლოდ კრიტიკულ მომენტებში ეხმიანებოდნენ ერთმანეთს და გუგმაც იცოდა ეს. იცი ეს ვინ გააკეთა? ეჭვი ვინმეზე ხომ არ გაქვთ? მტრები ჰომ არ გყავდათ? ტვინში მხოლოდ ერთს ფიქრობდა რომ უკვე ზედმეტი იყო, მეტისმეტი იყო მათი სითავხედე, ესმოდა კითხვები რომელსაც უსვამდნენ მაგრამ პასუხი არ ქონდა, უფრო სწორედ ქონდა მაგრამ ამის თქმა არ შეეძლო. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი როცა ორ ძვირფას შორსი გიღევს არჩევნის გაკეთება, სამშობლო თუ ოჯახი? ქვეყნიერება თუ ოჯახი? მილიონობით ადამიანი თუ დედა? ედუარდი თითქმის ამ არჩევანზე არც დაფიქრებულა იცოდა არჩევნის გაკეთება არ მოუწევდა თუ ყველაფერს სწორად გააკეთებდა, ასეც იქცეოდა დღემდე, ცივი სახე და გაუთქმელობა, ჩამოშორებული მეგობრები, შემთხვევითი ქალები და ნახევრად შესრულებული სამუშაო გახდა მისი ცხოვრება. *** -მორჩა მეტი აღარ შემიძლია!-ოთახში წინ და უკან დადიოდა ედუარდი. -ედუარდ, დამშვიდდი გთხოვ ვიცი ძნელია ამის გაგება, ვიცი ძნელია ამის გადალახვა და მეც მიჭირს დამშვიდება გთხოვო, მაგრამ აბა დაფიქრდი ამდენი წელი ამდენი წელი რისთვის იწვალე რომ ბოლოს ყველაფერი წყალში ჩაყარო, რისთვის დაკარგე ადამიანები, მეგობრები, ოჯახისწევრები რომ ბოლოს საკუთარი თავიც გაწირო. -ბატონო დემეტრე, მართლა აღარ შემიძლია, ჯერ იყო და ჩემი და, ახლა არის და დედაჩემი.-თავი ჩახარა ედუარდმა და ღრმად ამოისუნთქა.-მართლა აღარ შემიძლია არ შემიძლია გავიგო ეს როგორ მოვითმინო. -მოთმინებას არც გთხოვ ედუარდ უბრალოდ დაფიქრდი, გაანალიზე მომხდარი, ვიცი გიმძიმს, ვიცი ძნელია მაგრამ წარმოგიდგენია მაინც რა ახლოს ვართ, შენი წყალობით უამრავი ადამიანი სიკვდილს, ტანჯვასა და ტყვეობას გადაურჩება და შენც ნორმალურ ცხოვრებას შეძლებ. *** -იცი რა გრძნობაა როცა საკუთარი თავი არ გეკუთნის? -რას გულისხმობ? -აი თითქოს რასაც აკეთებ ყველაფერი იმიტომ რომ შენ გინდა მაგრამ ერთ დღესაც აცნობიერებ რომ ვიღაცის მარიონეტი ხარ, თოჯინა. -ეგ გრძნობა შეიძლება ბევრს დაეუფლოს ედუარდ, განსაკუთრებით მაშინ როცა არასწორად იქცევა. -არა მე სხვა რაღაცას გეუბნები. შეიძლება ადამიანი ყველაფერს სწორად აკეთებდე მაგრამ მაინც გჭამდეს ფიქრი რომ სხვის გამო აკეთებ, რომ სხვა არის ყველაფერ ამაში დამნაშავე. რომ შენ სწორად იქცევი. -რა ხდება ედუარდ? -დედაჩემი მოკვდა.-ცივად თქვა ედუარდმა, პირველად გააზრებულად თქვა რომ დედამისი მკვდა და გოგოს წელზე მოეხვია. -ძალიან ვწუხვარ-ემამ თმებზე დაუწყო ფერება და ედუარდმაც თავი ვეღარ შეიკავა ატირდა. -შენ სად იყავი? -სახლში. -და არ გაგახსენდი არა?! -კი გამახსენდი, შენთან მოვედი მაგრამ სახლში არ დამხვდი. -და ვერ დამირეკე არა?! -მაპატიე, რომ უკან არ დაგდევ. -უბრალოდ მიზეზი მაინტერესებს. -რისი მიზეზი? -უკან რატო არ დამდევ?-გაეღიმა ედუარდს. -ვიცნობ შენნაირ ბიჭებს…-ღიმილითვე უპასუხა და მანაც გაუღიმა. -ჩემნაირს სხვაგან ვერ ნახავ-მკაცრად უთხრა ედუარდმ და ტუჩებზე დაწვდა, ის იყო ლოგინზე უნდა გაშოლტილიყვნენ ედუარდის ტელეფონმა დარეკა. -გისმენ სანდრო. -სწრაფად ემზართან მოდი. -რა მოხდა?! -მოკლეს ედი. ემზარი მოკლეს. -ამის დედას შევე*ცი-დაიღრიალა ედუარდმა და სწრაფად გავარდა სახლიდან. *** -ეს როგორ დაუშვით?! ჰო გაგაფრთხილეთ არა ?! ჰო გითხარით რომ ასე მოხდებოდა?! ემზარის სიკვდილი როგორ დაუშვით?!-ყველა ემოცია არეული ქონდა ედუარდს სხეულში. ეგონა სადაცაა აქვე გული აერევაო, მაგიდაზე ხელებს ურტყამდა სულ არ ადარდებადა რამდენად დიდი ჩინი ქონდა მის წინ მჯდომ ადამიანს. ემზარი მამასავით უყვარდა, არა უფრო სხვანაირად, მამა მასთან მხოლოდ ზაზასთან ასოცირდებოდა, ის კი საერთოდ არ იწვევდა მასში სიყვარულის გრძნობას. -ედუარდ, არ ვიცი დაცვა ყავდა და მის სახლშიც კამერები დავაყენეთ მაგრამ კამერებიც გათიშეს და დაცვაც სადღაც გაუჩინარდა. -დაცვა და კამერები?! მეღადავებით არა?! იცი როგორ მომიკლავს ადამიანები?! მილიონ დაცვას დავსხლტომივარ ხელიდან და მილიონ კამერას დავმალვივარ, გარწმუნებთ ჩემზე უკეთესებიც ყავთ და არ გაჩერდებიან, ასე რომ დროზე უნდა ვიმოქმედოთ, არის თუ არა ყველაფერი გამოძიებული, მე ვიქნები მოწმე, მე ვიტყვი ყველაფერს რაც მათ შესახებ ვიცი, თუ საწირო გახდება ციხეში სამუდამოდაც წავალ მაგრამ არ შევარჩენ, არცერთი სისხლის წვეთს არ შევარჩენ მაგ ნაბი*ვრებს. *** ედუარდი ემოციებით დაღლილი მივიდა სახლში, მხრებჩამოშვებული, ეგონა სადაცაა და წავიქცევიო, კისერი დამძიმებული ქონდა და ძლივს მიათრევდა სხეულს სახლამდე. კარგი კვლავ ღია დახვდა “ისევ ის ძუკნაა?!” იარაღი აიღო და სახლში ნელა შევიდა. ისევ სიბნელე, ისევ უცნობი სილუეტი, ამჯერად შუქი აანთო და არც იარაღი დაუშვია ძირს. -აქ რას აკეთებ?! -ახლა აქ იმისთვის უნდა მოვსულიყავი შენთვის რომ ფული გადამეხადა მაგრამ ამ ფულს სხვა მიიღებს თან ორმაგად, რადგან ორმაგ მკვლელობად დაუჯდა ემზარის სისხლი. -რა გინდა ელენე!-ედუარდს სისხლი სახეზე აწვებოდა, კისერზე ვენები დაეჭიმა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. -ჩემი სახელის ცოდნა ბევრს არაფერს ნიშნავს ედუარდ მაგით ვერ დამემუქრები. აი შენ კი კიდევ დაგრჩა საყვარელი ადამიანები! -რა გინდა ?!-ამჯერად მკაფიოდ გამოთქვა ედუარდმა და ქალს იარაღ მომარჯვებული მიუახლოვდა. -უშიშროების უფროსი უნდა მოკლა -ფუ შე ძუკნა. -მინდა ყველა სისხლში შენი ხელი გაისვაროს.-ქალმა გაიცინა-შენ ჩემი საყვარელი სათამაშო ხარ.-ქალი მიუახლოვდა ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა. სხვა არც არაფერი უთქვამს ისე დატოვა სახლი. -ნაბი*ვარი, ძუკნა, არა ეს რაც შეიძლება მალე უნდა დავამთავრო, უნდა მორჩეს, ამის ატანა აღარ შემიძლია.- იქვე კედელთან ჩაიკეცა ედუარდი და ცრემლები თავისდაუნებურად წამოუვიდა.-შეიძლება ადამიანმა სხვისთვის მთელი ცხოვრება გაწიროს?!-რიტორიკულ კითხვას თავისივე თავს უსვამდა, სახეს დაზიანებული ხელით იწმენდდა. ფეხზე ძლივს წამოდგა, წამოიზლაზნა, ტანსაცმელი მალე გაიხადა და ცხელ აბაზანაში ჩაწვა, სიგარეტს მოუკიდა, გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს, ხედავდა ნელ-ნელა როგორ იორთქლებოდა სარკე, ბრაზით, ტკივილითა და მოუთმენლობით სავსე იყო მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი უნდა შეტყობოდა უნდა მოეთმინა. ბოლოს, გამთენიის ხანს გადაწყვიტა, ყველაფერს ვერ დაკარგავდა, ემა მაინც უნდა ყოფილიყო მის გვერდით ის მაინც უნდა შეენარჩუნებინა დაეცვა, გადაერჩინა. შესაძლოა მთელი ცხოვრება მართლა ჩაესვათ და უნდა ცოდნოდა რომ ემა დაელოდებოდა. *** კარებში შესული გოგოს ძლიერად მოეხვია და კისერში კოცნა დაუწყო… -ემა, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს. -მოდი ედი, რა პრობლემაა მე ყოველთვის გისმენ-სახეზე მიეფერა და ნაზად აკოცა. -მოკლედ ყველაფერს მარტივად და მოოკლედ ვერ მოგიყვები მაგრამ შემიძლია რაღაც მაინც მოგიყვე. როგორც იცი მე გამომძიებელი ვარ, მაგრამ ამასთანავე მე სხვა საქმესაც ვაკეთებ-გოგომ წარბი შეკრა-ჰო ვიცი გასაკვირია, მოკლედ ერთ-ერთ დაჯგუფებასთან ვმუშაობ, დაქირავებული მკვლელი ვარ, მაგრამ სანამ პანიკაში ჩავარდები მინდა აგიხსნა რატომ, 2 წლის წინ მეთითონ ვაიძულე ეს დაჯგუფება ჩემთან დაეწყოთ თანამშრომლობა. ეს იდეა კი უშიშროებას გაუჩნდა, რადგან მე ფარული ჯაშუში უნდა გავმხდარიყავი, ეს დაჯგუფება მთელ ქვეყანას და მთელ კავკასიას ემუქრებოდა, ნარკოტიკი, ბავშვების გატაცება, დაუსრულებელი მკვლელობა, ხალხის ძარცვა, და კიდევ უამრავი უბედურება ამ ხალხის კისერზეა, ამ ხალხის კისერზეა ჩემი დისა და დედაჩემის მკვლელობა, მათი ბრალია რომ მე ოჯახი არ მყავს.ახლა უნდა მივიდე და ეს ხალხი ვამხილო. ზუსტად ამას ველოდი ორი წელი. -და მე?! მე რა შუაში ვარ? -ემა, შეიძლება ჩამსვან რამდენიმე წლით მაინც, რადგან მე ადამიანები მოვკალი, ახლა კი მნიშვნელობა არ აქვს ამას იმსახურებდნენ თუ არა, მათაც ყავდათ ოჯახები, მათაც ეტკინათ და სამართლიაობას ეძებენ. შენგან კი მინდა მოვისმინო რომ დამელოდები, რომ თუ ჩამსვამენ დამელოდები, შენ ის ხარ ვისთვისაც მზად ვარ თუნდაც მთელი ცხოვრება გავატარო ციხეში, რადგან ჯერ ოპერაცია არ დასრულებულამაგრამ მე ყველაფრის თქმას ვაპირებ.-ედუარდი ფეხზე წამოდგა და ემასკენ დაიძრა. ემაც უკან უკან წავიდა და იარაღი პირდაპირ ედუარდს დაუმიზნა. -რას აკეთებ ემა!-გაოცებული ედუარდი აზრზე ვერ მოვიდა და მანაც იარაღი ამოიღო. -გეგონა ცოცხალს დაგტოვებდნენ?! თავი მეშვიდე ორი თვით ადრე *** -ჩვენი შერჩეული გოგო უკვე მზად არის მოქმედებაზე გადავიდეს. -ელენე, რომ არ გამოუვიდეს?! ჰო იცი არა ედუარდი როგორია ყველა ქალს იპყრობს და თავად არავის ენდობა.-ნერვიულად აათამაშა კაცმა თითები. -ჰო ვიცი, მაგრამ ერთი სუსტი წერტილი აქვს, ვერ იტანს როცა ქალი მისით არ ინტერესდება -ანუ? -ანუ ეს გოგო, ემა, ფიზიკურად ძალიან კარგია, მეტისმეტად კარგი, ჭკვიანია, ეშხიანი,მთავარია ედუარდს შეხვდეს, და თავს აუცილებლად შეაყვარებს.-აღფრთოვანებით საუბრობდა ელენე ემაზე. -ანუ ედუარდს ერთგვარ ფანდს ვუწყობთ.-ჩაეღიმა კაცს -ჰო და როცა საჭირო გახდება ეს გოგო მოიშორებს თავიდან ისე რომ ჩვენზე ეჭვს არავინ მოიტანს.-წარბები აათამაშა ელენემ სიხარულის ნიშნად. -მშვენიერია. და ეს გოგო სად არის?! -მასთან უნდა წავიდე ცოტახანში და რაღაცები დავარიგო. -მისმინე, შეცდომები არ მჭირდება. რაც შეიძლება ფრთხილად იყავი! -ვიცი რობი ვიცი-თვალი ჩაუკრა ქალმა და შენობიდან გავიდა. *** -მოკლედ ჩემო მშვენიერო გოგო,შენი დრო მოვიდა.-ელენემ ღიმილი აიფარა სახეზე და სავარძელში ჩაჯდა. -რომ არ გამოვიდეს?-ემა ნერვიულად დადიოდა ოთახში და თან ტუჩს იჭამდა. -გამოვა, უნდა გამოვიდეს. შენ უნდა გამოიყვანო. -როგორ? -მოკლედ, ყველაფერი დაგეგმილია.-დღეს ედუარდს შემთხვევით გადაეყრები, უკან უნდა გაყვე, აუცილებლად მივა თავის ძმასთან იქ დაუდარაჯდები და უკან გაყვები. მაღაზიასთან ან სადმე აფთიაქთან მაინც გაჩერდება, თვალში გაეჩხირები, ისე ვითომ შემთხვევით, რამდენიმე სიტყვასაც ეტყვი. თავადაც ბაიკს მართავს და შენც ასე უნდა მოიქცე, ეს მოხიბლავს. -რომ არ მოიხიბლოს?! -მართალია, ერთი შეხედვით არ მოიხიბლება, მეორე დღესაც სადმე შემთხვევით ისევ უნდა გადაეყარო, და კვლავ რამდენიმე სიტყვით დააჯილდოვო. და რაც მთავარია დაიმახსოვრე, არავითარ შემთხვევაში არ შეგაცდინოს, არ მოგატყუოს და შეგიპყროს მისმა გარეგნობამ, მისმა ეშხმა, გპირდები ეს ძალიან რთული იქნება. შემდეგ კი აუცილებლად მოგძებნის, მოგძებნის და შენს სიახლოვეს მოვა, მერე ცოტა სისხლი უნდა დაიღვაროს, შენი და მან უნდა გადაგარჩინოს. მოკლედ შეიძლება იფიქრო რომ ეს ბიჭი ნაძირალაა მაგრამ ასე არაა. მხოლოდ იმიტომ კლავს ჩვენთვის რომ იცის ეს ადამიანები უღირსები არიან. ერთ დღეს აუცილებლად მიხვდება რას ვაკეთებთ რეალურად და გაგვყიდის, ან სრულიად უსასყიდლოდ გადაგვცემს სახელმწიფოს. მოკლედ შენი პირველი დავალებაა ესაა, შენზე დამოკიდებული უნდა გახადო. შენი დაკარგვის უნდა ეშინოდეს. -გასაგებია, ანუ ჩემზე უნდა გახდეს დამოკიდებული-ემამ ეშმაკურად გაუღიმა საკუთარ თავს სარკეში-მგონი შევძლებ.-რამდენიმე წუთის წინ მშიშარა გოგონა სადღაც გაქრა და ახლა გაბედული, ეშმაკური გამოხედვის ქალი გახდა. *** -ღმერთო ეს როგორ უნდა შევძლო, ეს როგორ უნდა გავაკეთო, არა შეუძლებელია- ნერვიულობისგან მთელი სხეული უკანკალებდა ემას, ტელეფონი მილიონჯერ აიღო ხელში და ნომრის აკრება სცადა. მაგრამ ხელები ისე უკანკალებდა ვერ შეძლო.-არა შეუძლებელია ეს როგორ უნდა გავაკეთო, ედუარდი, მისი თვალები. მისი თმა, როგორი შტამბეჭდავია, ახლა ვხვდები რას გულისხმობდა, ახლა ვხვდები რაზე მაფრთხილებდა.-ცივი წყალი გადაივლო, რამენაირად რომ დაეცხრო აღელვებული სხეული და გონება, დიდ საბანში გაეხვია და ლოგინზე მოთავსდა. თვალები დახუჭული ქონდა მაგრამ მაინც ფხიზლობდა, ვერ შეძლო დაძინება, ოცნებებსა და ფიქრებში გაატარა მთელი ღამე. “როგორც კი თვალი მოვკარი, მაშინვე მივხვდი რომ ამას ვერ შევძლებდი, თითქმის გაუჩერებელი ბაიკიდან გადმოვიდა და სადარბაზოში სწრაფად შევარდა, მოქნილი, ძლიერი სხეული ქონდა, რამდენიმე მეტრიდანაც, სიბნელეშიც ძალიან კარგად ჩანდა. გამოვიდა და სისხლიანი ხელით სიგარეტს ეწეოდა, თითქმის ერთი საათი იჯდა ასე გაუნძრევლად და ღრმა ნაფაზებით ეწეოდა. მის თმას სიო არხევდა, და მისი სურნელი თითქოს ჩემთან მოჰქონდა. შემიპყრო, წამში გავხდი ედუარდით დაავადებული. მერე როგორც ჩანდა სიგარეტი გაუთავდა და დაიძრა. ვერ მოვედი აზრზე მანამ სანამ სინათლეში არ ღმოვჩნდი მის კვალდაკვალ, რას ვაკეთებდი, სხვა მისია მქონდა სურვილი კი სრულიად საპირისპირო, მინდოდა დავწეოდი, გამეჩერებინა, წელზე მოვხვეოდი და აღარასდროს არსად გამეშვა. ხმის კანკალი და სხეულის შფოთვა ძლივს შევიკავე, როცა ვუთხარი მგონი სისხლისგან იცლებითქო. მინდოდა ჩემი ხელებით შემეწყვიტა მისი სისხლის დენა, მინდოდა მისი თითოეული წვეთი სისხლი შემენახა. ჰო წამებში გავხდი მანიაკი, წამებში გავხდი შებყრობილი და ცხადი იყო ეს არასდროს გამივლიდა. აზრზე მხოლოდ იმის გახსენებამ მომიყვანა თუ რა დაუნდობელ ხალხთან დავიჭირე საქმე.” დილით ტელეფონის ზარმა, თითქოს გააღვიძა ემათუმცა მას არც დაუძინია, ელენე იყო, ემასაც სხვა გზა არ ქონდა არაფერი გაუმზელია მისთვის მოემზადა და ახლა უკვე ედუარდის სახლთან დაიწყო ლოდინი, როდის გამოვიდოდა. დაინახა როგორ გამოვიდა სახლიდან უკან გაყვა, გაუმართლა, ბაიკი გააჩერა და არ დაუჩქარებია იქიდან გადამოსვლა, ამიტომ ემამ შეასწრო კაფეში და ყავაც მასზე ადრე მიიღო. ემას საშინლად ეწვა მუცელი როცა ცხელი ყავა გადაესხა მაგრამ რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა სახეზე კუნთის არ შერხევა იყო და ასეც მოიქცა. “მინდოდა მთლიანად დავეფუფქე იმ ცხელი ყავით, კიდევ მილიონი ყავა გადაესხა ოღონდ სამუდამოდ მისთვის მეყურებინა.” *** -შენი ძებნა დაიწყო, დღეს აუცილებლად მოუახლოვდება შენს სახლს, და შენც მზად უნდა იყო, ორი ბიჭი შენ შორიახლოს იმოძრავებს და როდესაც ვანიშნებ მოქმედებაზე გადავლენ, ერთი ორს დაგარტყამენ მაგრამ უნდა მოითმინო, უნდა აიტანო გესმის?! საქმეს ასე ჭირდება-ელენე გამწარებული ცდილობდა რაც შეიძლება მოკლედ და მკაფიოდ აეხსნა ემასთვის მდგომარეობა. -ვაიდა არ მოვიდეს? და არ გადამარჩინოს?! -გამომხედე გოგო! შენ შენ თავში თუ ეჭვი გეპარება მე როგორღა გენდო?! -არა ეჭვი არ მეპარება მე ედუარდში… -შენთვის ედუარდი ედუარდი არ არის!-მკაცრად თქვა ელენემ და გოგოს სახე ნიკაპით დაუჭირა.-შენთვის ის სამიზნეა, არცაა აუცილებელი მისი სახელი იცოდე. -სამიზნე?! -ის შენ უნდა მოკლა!-მკაცრად უთხრა და თვალები თვალებში შეანათა. *** “ეს პირველი შეხება იყო, სხვაგან, სადმე შორს რომ ერთმანეთს შევხვედროდით, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ მას ვინმე მოკლული ყავდა, ან საერთოდ ხელი თუ ქონდა ვინმესთვის დანარტყამი, მისი თვალები იმედნად სუფთა იყო, ჰაეროვანი ნახევრად გრძელი თმა და დაბალი წვერი საოცრად უხდებოდა. მკაცრი გარეგნობა ქონდა. ძლიერი სხეული, ლამაზი ნაკვთები. ვერც მე და ვერც ვერავინ რომ არ მცოდნოდა ვერ იფიქრებდა რომ ბოროტმოქმედი იყო. მის სახლში, მისივე საწოლზე ვიწექი, მის სურნელში გახვეული, მისი ტანსაცმელი მეცვა, მის საშხაპეში ვიბანავე, მისი… მისი… ედუარდის… ედუარდის… მხოლოდ ერთი სიყვა იყო ედუარდი, მთელი სამყარო ამ სიტყვის ირგვლივ ტრიალებდა ჩემთვის. არ არსებობდა სხვა დასაყრდენი. ნუთუ ვინმეს შეუძლეია ერთ დღეში შეიყვაროს ადამიანი, ერთ დღეში თავდაყირა დააყენოს საკუთარი ცხოვრება. ედუარდს მშვიდად ეძინა, იმდენად მშვიდად 1%ითაც არ ელოდა რომ შესაძლოა ჩემს გვერდით საფრთხე დამუქრებოდა. მე კი მის ლოგინში მოსვენებას ვერ ვპოულობდი, ვერ ვიძინებდი, ვერც მეღვიძა მის ლოგინში, საერთოდ მისას ვერაფერს ვეკარებოდი. მეშინოდა მეშინოდა ისე არ მივჯაჭვულიყავი მის ოთახს როგორც მას მივეჯაჭვე წამებში. ამ სახლში მყოფი ჰაერის გარდა რომ სხვა ჰაერით ვეღარ მესუნთქა?! მის გარეშე რომ მოვმკვდარიყავი?!” *სექსი* “ის სიზმარი ჰომ იცით, კიბეზე რომ ადიხარ დასაფეხურს ფეხქვეშ გაცლიან?! თავს ზუსტად ასე ვგრძნობდი, მეგონა აქამდე არავინ შემხებია, არავის ხელი მიგრძვნია წელზე. წამით იმასაც ვფიქრობდი რომ სხეულზე ცეცხლი მეკიდა, მაგრამ ყოველი შეხების შემდეგ ვფხიზლდებოდი და ვიაზრებდი რომ ეს არ იყო რეალური, რომ ამ შეხების ავტორს ადრე თუ გვიან ჩემი ხელით მოვკლავდი, ეს ფიქრი და მისი შეხება ტკივილისა და ნეტარების კონტრასტს ქმნიდა. მიუხედავად ტკივილისა რომელიც მომავალში მელოდა მაგრამ მაინც ახლა მტანჯავდა, განცდა რომელის მან მომანიჭა წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი იყო. ჩემი ყველა სხეულის ნაწილით ტკბებოდა. მე კი ისიც მკმაროდა რომ მის თმას ვეხებოდი. გაუმაძღარი არ ვიყავი, რადგან ვიცოდი რაც უფრო მეტს მივიღებდი მით უფრო გამიჭირდებოდა მისი დათმობა. “ *აღიარება* “ჩემთან მოვიდა, უწინდელ დღეებს არ გავდა, აღელვებული იყო, აფორიაქებული, ლაპარაკი უნდოდა, საქმე სერიოზულად იყო, მის გამომეტყველებაში ახლა მხოლოდ ამას ვხედავდი. ლაპარაკობდა და თან ყოველი მისი სიტყვა სხეულს მისახიჩრებდა, დამდგარა და მთელს სხეულზე იარებს მიჩენდა. იარაღი ზლივს მოვძებნე ჯერ თვალებით შედეგ კი იქმადე მისასვლელი გზა განვსაზღვრე.მივხვდი დრო იყო. უნდა გამესროლა, უნდა დამესრულებინა, ჩემი და მისი სიცოცხლე ერთად, მას თუ მოვკლავდი თავსაც არვიცოცხლებდი. ვერ დავკარგავდი ჩემს ერთადერთ სიყვარულს რაც გამაჩნდა. ვერ შეველეოდი, მეც თან უნდა გავყოლილიყავი. მარტო მე რომ მოვმკვდარიყავი?! არა, მე მასთან ერთად მინდოდა, ან ცოცხალი ან მკვდარი მაგრამ მასთან. მართალი იყო, უნდა მოვრიდებოდი, არ უნდა მიმეცა საშვალება მისით შეპყრობილი გავმხდარიყავი მაგრამ მივეცი და ახლა უკან დასახევი გზა აღარ იყო.” -რას აკეთებ ემა!-გაოცებული ედუარდი აზრზე ვერ მოვიდა და მანაც იარაღი ამოიღო. -გეგონა ცოცხალს დაგტოვებდნენ?! თავი მერვე -არა, ემა, ეს არ გააკეთო-ემა ორივე ხელით ჩაბღაუჭებოდა იარაღს მაგრამ მაინც უკანკალებდა კიდურები, თან თვალები ცრემლებით ევსებოდა და ედუარდს თვალსაც ვერ უსწორებდა. -რატომ? შენ ხომ ამას იმსახურებ?-მკლავით ცრემლებს იწმენდდა. -რისთვის? რისთვის ვისმახურებ? რომ უდანაშაულო ადამიანების დასმენას ვაპირებ? -არა, იმისთვის რომ ხალხი მოკალი. -ემა, აზრზეც არ ხარ რაზე ლაპარაკობ. ვიცი ამის გაკეთება არ გინდა, ჩემი მოკვლა არ გინდა. -არა, არ იცი, მინდა, მინდა რომ ეს გავაკეთო. მინდა მისია შევასრულო. -ემა, მისმინე, დამშვიდდი და ვისაუბროთ კარგი?! და მერე თუ ისევ გადაწყვეტ მესროლო მაშინ მე მზად ვარ. გთხოვ, არ მინდა რამე დაგიშავო, არ მინდა გატკინო, გთხოვ იარაღი დადე, და ვისაუბროთ. -არა, ამას გავაკეძთებ, გავისვრი და დავისვენებ.-ცხარე ცრემლები უსველებდა სახეს მთელი კისერი სველი ქონდა ცრემლებისგან. ედუარდი ნელ- ნელა უახლოვდებოდა ისე რომ გოგო ამას ვერც ხვდებოდა. ედუარდმა იარაღი დაუშვა, მაგიდაზე დადო და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგოს. -ემა, ეს არ უნდა გააკეთო, ეს შენ უფრო გატკენს ვიდრე მე.-ხელებში ემას ხელები მოიქცია და ნელა დააშვებინა იარაღი. გოგო ახლა უფრო ატირდა და ედუარდის მხარს შუბლით მიეყრდნო.-ვიცი, ეს ადრე არასდროს გაგიკეთებია. არასდროს გაგისვრია, არასდროს მოგიკლავს, არასდროს გიტკენია. -არ მინდოდა შემყვარებოდი. ასე არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერი უფრო მარტივად უნდა ყოფილიყო. -კარგი, დამშვიდდი, ყველაფერი დასრულდა, გპირდები ამ ტკივილით და ამ ტანჯვით ცხოვრება არ მოგიწევს. -მე მისია მაქვს. -ვიცი, მაგრამ ისინი მალე გაქრებიან და ვერავის ვეღარაფერს ავნებენ. -შენ,. შენ არ უნდა შემყვარებოდი, ჩემი თავისთვის ამის უფლება არ უნდა მიმეცა. -ემა, შემომხედე, გთხოვ ნუღარ ტირი, მე შენთან ვარ ხედავ? ცოცხალი არც შენ და არც მე არაფერი გვემუქრება. გოგო ძლიერად ჩაებღაუჭა ედუარდს ზურგზე და გულზე მიეხუტა. აქამდე არასდროს დამტკბარა ედუარდი ემას თმის სურნელით. არც არასდროს დაუსველებია მის ცხელ ცრემლებს ედუარდის სხეული. გოგოს გულში იკრავდა, ცდილობდა რაც შეეძლო ნაზად მოხვეოდა, უნდოდა ემას მისი გვერდით დგომა ეგრძნო მაგრამ უფრო სულიერად ვიდრე ფიზიკურად. მთელი საღამო ასე გაატარეს ერთმანეთზე გულში ჩაკრულებმა. ფანჯრიდან შემოსული ღამის განათება ნახევრად ანათებდა ემას სახეს რომელსაც ჯერ კიდევ ცრემლიანი თვალები ქონდა. ჩასძინებოდა, მხოლოდ შუაღამეს გაეღვიძა, უცნაურად შეიშმუშნა, ედუარდს გაუღიმა და ისევ დახუჭა თვალები, მაგრამ არც თუ ისე ხანგრზლივად, ნელა წამოიმართა. კაცისკენ ზევით აიწია და ნაზად აკოცა ქვედა ტუჩზე, ედუარდმაც თითქოს ელოდაო თმაში შეუცურა ხელი და თავისკენ უფრო მეტად მიიზიდა, ახლა შეეძლო ბოლომდე ეგრძნო მისი ტუჩების გემო, მარილიანი გემო და ემასაც შეეძლო ბოლომდე დამტკბარიყო ედუარდის სურნელით, მისგან მონიჭებული სიამოვნებით. ედუარდმა ფრთხილად აიყვანა გოგო ხელიში და ლოგინზე დააწვინა, ნაზად უხსნიდა პერანგის საკინძეებზე, ცხელი ტუჩებით ნაკვალევს უტოვებდა ჯერ ყელზე, მერე მხრებზე, საჩვენებელი უხეში თითით ლავიწის ჩაღრმავებებს უსინჯავდა, და შემდეგ ცხელი კოცნით აჯილდოვებდა. ქალის მკერდი ხელში მოიქცია და კერტებზე კბენდა. სასიამოვნო ტკივილისგან ოხრავდა ემა, თვალები დახუჭული ქონდა მშრალი ტუჩები გახსნილი და არაადამიანურად ნეტარი ხმა ამოდიოდა პირიდან. ედუარდს წელზე ფეხები შემოხვია და ძლიერი ბიძგით მიიზიდა თავისკენ ზემოდან მოექცა და ბიჭს მხურვალე კოცნით აჯილდოვებდა, ნაზად შეიცურა საშოში ედუარდის და ძლიერად და ნელა დაიწყო მოძრაობა. ედუარდის გაოფლილ ტანზე ეფინა ემას ქერა თმა. ედუარდი არანაირ საშიშროებას აღარ გრძნობდა, ბოლო წლების მანძილზე პირველად იყო როცა იწვა და არ შფოთავდა, ახლა მასთან დაძინების საშიშროებაც არ არსებობდა, დაღლილობისგან, ემოციური, ფიზიკური, სულიერი დაღლილობისგან თვალები ელულებოდა. ემა თითქოს ამისთვის მზად იყო სახესთან მიუახლოვდა და წითელი ტუჩებით ნაზად დაუკოცნა თვალები, ედუარდსაც დიდხანს არ უცდია, ძილში ღრმად წავიდა. მშვიდად სუნთქავდა, პატარა ბავშვივით, ემა კი დედასავით ადგა თავზე და მის სუნთქვას უსმენდა, ერთხანს გვერდით მიუწვა, წელზე მოეხვია, ედუარდი შეიშმუშნა და გვერდი შეიბრუნა, ახლა მათი სახეები ერთმანეთს უყურებდნენ. -ედუარდ-ჩუმად უჩურჩულა ემამ. სული სახეზე შეუბბერა.-ედი.-კიდევ ერთხელ დაუძახა და ახლა უკვე სველი ტუჩებით აკოცა ქვედა ტუჩზე. -ჰო საყვარელო.-ედუარდმა ნახევრად გააღო თვალები. წამიერი ტკივილი იგრძნო მუცელში. ხელი დაიდო. იგრძნო როგორ მოსდიოდა მუცლიდან ცხელი სითხე. თეთრი ზეწარი ნახევრად წითელი იყო. ემა სადღაც გამქრალიყო. -ჯანდაბამდე გზა ქონია შენს სიყვარულს, და შენს მისიასაც. ყველა დაისჯებით!-ბოლო ხმაზე იღრიალა ედუარდმა და სახლიდან გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.