შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემომიყვარდი (11 თავი)


18-07-2018, 12:01
ავტორი naattii
ნანახია 2 602

-რახდება ბიჭო ასეთი რომ გამომაქციე სამსახურიდან?_თავზე წამოადგა მეგობრებთან მოცინარ ვახოს.
-ა, გაბრიელ, მოხვედი? კარგია. წამო წამო, გიცდიდი მშია და რომ გამოვალთ მერე დავილაპარაკოთ.
-ასე სასწრაფო თუა რა დროს ჭამაა, გამაგებიე რახდება.
-ე ბიჭო რომ ვამბობ მშიათქო წამო რა._როგორც კი შეტრიალდა გაბრიელი მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა ვახომ და ანიტასთვის ეტყობინება აკრიბა: „მოვიდა“.

იმპერატორში ისხდნენ ბიჭები და მათ სანაქებო ჰოგ-დოგებს მიირთმევდნენ გაბრიელის ტელეფონი რომ ამღერდა.
-გაბრიელ ნემსაძე?
-დიახ,ვინ ბრძანდებით?
-რექტორი გიბარებთ თავის კაბინეტში.
-რექტორი? რატომ? როდის?
-თუ უნივერსიტეტთან ახლოს ხართ ახლავე. კაბინეტი გეცოდინებათ სადაც არის_და ცივად გაუთიშეს.
-რახდება ?
-ბიჭო რექტორი გიბარებსო, ხო მშვიდობაა ნეტა?
-რექტორიი?
გაოცებულმა დააკაკუნა მისი ასისტენტის კარზე და სახელი და გვარი უთხრა, ქალმაც მაშინვე გამოუღო რექტორის კაბინეთის კარი და შეუშვა, ორმაგად გაოცდა კაცის წინ ანიტა რომ დაინახა სა სულ აირია, ვერ გაეგო რა ხდებოდა.
-გაბრიელი არა?
-დიახ.
-ნუ დაიბენი, მოდი დაგვიჯექი და ყველაფერი გავარკვიოთ.
-გისმენთ_წინ ჩამოუჯდა ბიჭი და აწითლებულ ანიტას გახედა.
-ესეიგი მზად ხარ ნახევარი უნივერსიტეტი გადაიმტერო?
-ბატონო?
-ანიტამ თქვენს ურთიერთობაზე მითხრა, რომ ერთმანეთი გიყვართ? ასეა?_გადამოწმება გადაწყვიტა გიორგიმ.
-ურთიერთობაზე?_წარბები აწია გაოცებისგან ბიჭმა -ერთმანეთი გვიყვარს? ერთმანეთი? ანიტას გახედა და გაოცებული დააკვირდა სახეზე
-მოიცა არა?
-დიახ, დიახ, მაპატიეთ უცებ დავიბენი, მართალია, მე ნამდვილად მიყვარს.
-გასაგებია, კარგია, რომ პატივი მეცით და თავად მოხვედით ჩემთან ვიდრე სხვისგან გავიგებდი, მაგრამ ალბათ ხვდებით, რომ უნივერსიტეტის კედლებში უმსგავს საქციელს ვერ მოვითმენ, აქედან გასულებს ყველას მისი ცხოვრება აქვს და ვერ და არც დაგიშლით რამის გაკეთებას, მაგრამ გაფრთხილებთ, ოდნავადაც რამე რომ შევამჩნიო ამ კედლებში ორივეს გაგაგდებთ, გასაგებია?
-მადლობა გიორგი_ხელი ჩამოართვა ანიტამ და კარისკენ წავიდა.
-ნახვამდის_ჩაიბუტბუტა გაბრიელმა და ქალს მიყვა უკან. ვერ გაეგო ამითი რისი მიღწევა სურდა ანიტას. დალაპარაკების შანსი გაუქრათ კარებთან მომლოდინე მეგობრები რომ დაინახა გაბრიელმა. ანიტამ გაძრომა მოახერხა და ვახოს თვალი ჩაუკრ ყველაფერი კარგადააო. იცოდა ბიჭი უკან მოყვებოდა, ამიტომ მესამე კორპუსისკენ ნაბიჯს აუჩქარა წინ ვიღაც ბიჭი რომ გადაუდგა.
-გამარჯობა ლამაზო, შენ ალბათ მეოთხე კურსელი ან მაგისტრანტი ხო?
„ღმერთო ასე ჯერ კიდევ კერავენ გოგონებს?“ მობეზრებულმა გაიფიქრა და თავი გადააქნია
-გამატარე სანამ მთელი ხარ_ ზურგზე გრძნობდა გაბრიელის მზერას, რომელიც არა და არ მოდიოდა.
-კარგი რა ლამაზო, ამდენადაც არ შიძლება თავის დაფასება_მკლავში წვდა ბიჭი და მისკენ მოაბრუნა, მიიღო კიდევაც ლოყაზე გაშლილი ხელი, ძველებურად ამაყად თავ აწეული დაყურებდა ქალი და მეორედაც აპირებდა დარტყმას ბიჭი თავად რომ არ გაცლოდა. გაბრიელის მზერას ვეღარ გრძნობდა.

იქედან გამოსულს ისე შიოდა ისიც „იმპერატორისკენ“ წავიდა, ეს კაფე სტუდენტებისა და ლექტორებისთვის გემრიელი შესვენების მოსაწყობად სამოთხე იყო ისეთი გემრიელი საჭმელები და ნამცხვრები ქონდათ. კაფისკენ წასულს უნივერსიტეტის უკანა მხარე უნდა გაგევლო სადაც მხოლოდ საცეკვაო დარბაზი იყო და მოცეკვავეების გარდა არავინ დადიოდა, ახლა კი გინებისა და დარტყმის ხმები გაიგონა ანიტამ და სასწრაფოდ გადაუხვია. ადგილს მიეყინა გაბრიელი და ვახო რომ დაინახა 4 ბიჭის წინააღმდეგ, შემდეგ დაინახა როგორ მოიქნია გაბრიელმა მთელი ძალით მუშტი
-მე შენ გასწავლი როგორ უნდა სხვისი ქალის ხელის დალურჯება შე ახვარო, არ უნდა იცოდე ვის ეხებოდი შენი .....
-*ლე ვერ მომაჭამო რა_საპასუხოდ მოუქნია ბიჭმაც ხელი და ის თავხედი ამოვიცანი ეზოში რომ გამაჩერა, აი თურმე რა ხდება, არც დაფიქრებულა ისე გაიქცა და შუაში ჩაუდგა. უკვე საკმარისად მოესწროთ ბიჭებს ერთმანეთის დასისხლიანება და ანიტას გულს უკლავდა მისი ბიჭის გახეთქილი წარბი.
-ანიტა, რაც შენი საქმე არაა ნუ ერევი და გაიწიე_მკაცრად გამოცრა კბილებში გაბრიელმა და თავით გვერძე გამოდი ანიშნა.
-არა, საკმარისია, არ დაგავიწყდეთ სად ხართ, საკმარისად დაალილავეთ უკვე ერთმანეთი, აქედან დაიკარგეთ_უცხო ბიჭებს მიუბრუნდა და ისინიც მუქარა შეპარული თავის ქიცინით გავიდნენ ეზოდან.
-გაბრიელ რა ჯანდაბას აკეთებ?
-შენ რას აკეთებ? თავი ვინ გგონია ჩხუბი შუაში რომ ეკვეხები, თანაც იქ სადაც შენი ადგილი არაა?
-გაბრიელ დავილა...
-არა, ახლა არა, შენმა უნდობლობამ იმაზე მეტად მატკინა ვიდრე წარმოვიდგენდი, ასე უცებ ვერ დავივიწყებ, არ შემიძლია, მაპატიე მაგრამ მთელი გულით მიყვარხარ, ასეთ სიყვარულზე ის სიტყვები იმდენად მტკივნეული იყო... არ ვიცი... ალბათ დრო მჭირდება_მაშინვე გაეცალა ქალს და პირზე შეატოვა სათქმელი სიტყვები ანიტას.

ნერვიულად სცემდა ბოლთას ანიტა სახლში და ფიქრობდა კიდევ რა გაეკეთებინა ბიჭის ემოსარიგებლად. ბოლოს ტელეფონი ამოიღო და ნაცნობი ნომერი აკრიბა. 15 წუთში მანქანაში მჯდარი მიაქროლებდა მისი ყოფილი სახლისკენ.
-მადლობა დათო რომ იტოვებ სოფიოს.
-არ გცხვენია? ჩემ პრინცესას როგორ არ დავიტოვებ, მაგრამ ხომ მშვიდობაა ანერვიულებული ხარ.
-კი, გაბუტული შეყვარებული მყავს შემოსარიგებელი_მწარედ ჩაეცინა ქალს.
-მოიცა, მოიცა, შენ გყავს შეყვარებული, თან გაგებუტა და თან შენ უნდა შემოირიგო? ნატალი ანიტა ცუდადაა სავარაუდოდ სიცხე აქვს და მივხედოთ რა.
-რა ხდება_სიცილით მოვიდა ნატალიც.
-ნუ დამცინით მართლა_ახლა ანიტა გაიბუტა
-იცოდე ბევრი გაქვს მოსაყოლი_თითი დაუქნია კაცმა და დაემშვიდობა ყოფილ ცოლს.
ანიტაც მაშინვე სამტრედიის ხიდისკენ წავიდა და გაბრიელის ძებნა დაიწყო. იქვე დაინახა, მარშუტის ფორმის მანქანას ტვირთავდნენ და გაბრიელის გარდა კიდევ სამნი იყვნენ.
-გაბრიელ_მორიდებით დაუზძახა მოშორებით მდგომმა და გაეღიმა ბიჭის გაოცებულ სახეზე.
-ხუმრობ ხო? აქ რა გინდა?
-უნივერსიტეტში არ დადიხარ, ტელეფონზე არ მპასუხობ, სადმე ხომ უნდა დაგლაპარაკებოდი?
-ჯანდაბა, ანიტა რატომ არ ისვენებ? ახლა გაგახსენდი მარტოობის რომ შეგეშინდა? უნდობლობით ვერაფერს ავაგებთ, მე კი შენთან თამაში არ მინდა და არც არასდროს მდომებია.
-მარტოობის კიარა უშენობის შემეშინდა იდიოტო_ბოლო ხმაზე დაიყვირა ანიტამ და წამში გააჩუმა ბიჭი_ ამდენ შენ სიჯიუტესადა სითავხედეში ისე შემომიყვარდი ვერც კი გავიგე, შემომიყვარდი და ვერც ტვინიდან, გონებიდან და მითუმეტეს ვერც გულიდან ვერ გაგაგდე. ახლა გაიგე?
-ანუ, ჩემი საყვარელი, ამაყი, თავმომწონე, თავდაჯერებული და ცხვირ აწეული ლექტორი ღამის 11 საათზე დგას ჭავჭავაძეზე და გაყვირის რომ საკუთარი სტუდენტი სრულიად შემთხვევით შემოუყვარდა?_სიხარული ღიმილში დამალა გაბრიელმა, მაგრამ თვალებში აალებულმა ჭინკებმა გაცა.
-ხო იდიოტო, რამდენჯერ გაგიმეორო_ ღიმილი გაუკრთა ანიტასაც.
-ბევრჯერ მინდა, მაგრამ ვერ მოასწრებ_არც კი დაფიქრებულა ისე დაეტაკა ქალს ტუჩებზე და მონატრება მოიკლა -ახლა არ მცალია თორემ ამას არ დავჯერდებოდი_უკან ბიჭების შეძახილებმა და ტაშისკვრამ გამოაფხიზლა და სიცილით გადახედა თანამშრომლებს. -ხვალ ავინაზღაუროთ კარგი?
-კარგი_ისევ კოცნით დაემშვიდობა და ღიმილით დაუქნია ხელი მანქანაში ჩამჯდარს.
ასე ბედნიერს არასდროს ძინებია, არც ასეთი გამოძინებული გაუღვიძია ოდესმე. თუმცა როგორ შეიძლებოდა ერთი დღე მაინც გაეტარებინა ბედნიერად. უკვე მანქანის გასაღებს იღებდა წასასვლელად გამზადებული, კარზე ზარი რომ დარეკეს. გაკვირვებულმა გახედა, ასე ადრე არავის ელოდა და ისეთი გამყინავი მზერით დახვდა შემოსასვლელთან მდგარი ქალი, იატაკს მიეყინა, მხოლოდ ორი წამის შემდეგ მიხვდა ვინ იყო სტუმარი, როცა მასში გაბრიელის დედა ამოიცნო.

--------------------------------------------------------

შემდეგი თავი დასასრული იქნება, ისე შემიყვარდა ეს ორი არ მინდოდა ასე მალე დამემთავრებინა, მაგრამ არც ის მინდა გამეწელოს <3



№1 სტუმარი saturn

აუ, შემეცოდა ანიტა :( ძალიან კარგია ❤❤

 


№2  offline წევრი NniNna

აუჰ..არ მახსოვდა დასრულებული რომარ იყო..აუუუუ(((

 


№3  offline მოდერი naattii

NniNna
აუჰ..არ მახსოვდა დასრულებული რომარ იყო..აუუუუ(((

დღეს დავასრულებ, უკვე მივაწოდე ადმინებს ბოლო თავი :))))

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა ეს ეტყვის დაშორდით და რომ დაშორდეს მოვკლავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent