შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემომიყვარდი (9 თავი)


16-07-2018, 12:43
ავტორი naattii
ნანახია 2 348

სანამ გეგი უკან მობრუნდებოდა, წამიერად მოგო გონს ანიტა და გაბრიელს ხელებით აჩვენა ოთახში დაიმალეო, მაგრამ წამითაც არ გაუფიქრია ბიჭს მისი მარტო დატოვება, გგეი იმდენად მთვრალი იყო არ იცოდა რა მოხდებოდა.
-გეგი, აქ რა გინდა ამ დროს?_ისევ ანიტამ დაარღვია აუტანელი სიჩუმე
-კიდევ მეკითხები?_გაეცინა გეგის და დივნიდან წამოდგა, ამ დროს შეხედა გაბრიელსაც -ამის გამო მიმატოვე? ამ ღლაპის გამო? მთელი წელი გიცადე, თავს გევლებოდი, მაგრამ შენგან ერთი წესიერი კოცნა არ მიმიღია, მოახლოების უფლებას არ მაძლევდი და ცოლობაც კი გთხოვე, ალბათ ასე არ უნდათქო. შენ კი რა გააკეთე? 6 თვეც არაა რაც დავშორდით და სხვას ჩაუწექი? მე ვერ დაგაკმაყოფილებდი?
-გეგი საკმარისია, ზედმეტი მოგდის, ჯობია წახვიდე და როცა გამოფხიზლდები მერე ვისაუბროთ._გაბრიელი ჯერ არ ერეოდა, უცდიდა თუ წყნარად გაარკვევდნენ მათ სიტუაციას თუარადა წამში მოისვრიდა კაცს გარეთ.
-ფხიზელზე გავარკვიოთ? და რა გავარკვიოთ გოგო ნუ გადამრევ? ვიღაც ღლაპთან გორაობისთვის რომ მიმატოვე? _ხელი სტაცა ანიტას მკლავზე და მისკენ წამოწია, აქ კი აინთო გაბრიელის გონებაში განგაშის ნათურა და წამში სტაცა ქალზე ჩაკიდებულ ხელზე თითნაც ხელი და მაგრად მოუჭირა.
-ან ახლავე გაუშვებ და აქედან წახვალ, ან შეიძლება ხელი აღარ შეგრჩეს.
-კაი ერთ ბიჭო, შენ ვის რა უნდა მოწყვიტო მიწას არ აცილებიხარ, დავიჯერო ასეთი ენერგიულია საწოლში პატარა რომ მოგინდა თუ ასაკიანმა გაგიცრუა იმედები? _კიდევ უნდოდა რაღაცის დამატება, მაგრამ ყბაში მოხვედრილმა მუშტმა არ მისცა საშუალება.
-იცოდეთ რომ კიდევ მნახავთ_ბოროტად დაიქადნა წასვლის წინ და კარიც გაიჯახუნა.
-როგორ ფიქრობ მართლა გააკეთებს რამეს?_შეშინებული თვალებით ახედა ანიტამ გაბრიელს.
-რამე რომ შეძლებოდა უკვე გააკეთებდა ძვირფასო, არ იფიქრო მაგაზე.
-მოდი და ნუ იფიქრებ, გული გამიხეთქა ამ შუაღამეს.
-ჰმ, რამდენიმე ხერხი შემიძლია დასამშვიდებლად შემოგთავაზო_ და ნაზად აუსრიალა ხალათის გაუხსნელად კანზე ხელი.
-მაგალითად?_უკვე კვნესა შერეულით ხმით ამოთქვა და მკერდთანაც იგძნო თითები.
-გამიგია გულთან ახლოს გემრიელიაო_ მკერდის ხაზიდან დაიწყო კოცნა გაბრიელმა და ნელნელა დაუყვა სხეულს, არც ამჯერად დათმო ბიჭმა უფროსობა და წელზე შემოხვეული მიიყვანა ქალი საწოლამდე. არ ყოფილა გეგი რაღაცაში ტყუილი, მერამდენე რაუნდით დაუმტკიცა გაბრიელმა ქალს იმ ღამით ენერგიულობა ვერავინ დათვლის.
ორმა დღემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა ანიტა შიშის შეგრძნებას ვერ ივიწყებდა, უნივერსიტეტში წყვილი არაფერს იმჩნევდა, მათ მიმოწერაში უხამსობამ იმატა, შედეგად ანიტა თითქმის სულ გაწითლებული დადიოდა, გაბრიელი ალმაცერი მზერით გადმოხედავდა და მორიგ უხამსობას მიწერდა. მალე სოფიოც დაბრუნდებოდა სახლში და ანიტა ფიქრობდა ყველაფერი ისევ აეწყობაო, თუმცა......
იმ დღეს საშინელი მზე აცხუნებდა, გაბრიელს აგვიანდებოდა ბარბარეს ახლდა ბაღში, ანიტა დერეფანში ესაუბრებოდა კოლეგებს და ზარის დარეკვას უცდიდა დერეფანში გეგი რომ გამოჩნდა.
-გამარჯობა ყოფილო საყვარელო, მგონი ფხიზელზე შეხვედრა შემომთავაზე_ლამის მთელი დერეფნის გასაგონად დაიყვირა და სტუდენტების ყურადღებაც მიიპყრო.
-გეგი რას აკეთებ_წამში გაუფართოვდა სირცხვილითა და შიშით სავსე თვალები ანიტას და ირგვლივ მიმოიხედა -არ გინდა აქ გეგი_მუდარა გაერია ხმაში.
-მაშინ განვმარტოვდეთ_ ჩაიღიმა და ხელი სტაცა ქალს, იქვე შეათრია ცარიელ აუდიტორიაში და კარი მოაჯახუნა. სცენას შესრებული ვახო საგონებელში ჩავარდა, ეს რომ გაბრიელისთვის დაემალა ძმაკაცს დაკარგავდა, რომ არ დაემალა შეიძლება ძმაკაცს მომავალი დაკარგვოდა. ტელეფონს ხელში ატრიალებდა და გამალებით ფიქრობდა. -ამის დედაც.... გემრიელად შეიკურთხა და ბიჭის ნომერი აკრიბა: -გაბრიელ სასწრაფოდ უნდა მოხვიდე, პირველი კორპუსის მეორე სართული, რაც შეიძლება სწრაფად. არც აცადა ბიჭს პასუხის გაცემა ისე გათიშა და ჯიბეში ჩაიბრუნა.

-გეგი გთხოვ, ასე არ შეიძლება, ხომ იცი აქ მოსახვედრად რამდენი რამ გამოვიარე.
-და მე შენთვის რამდენი რამ გამოვიარე ანიტა და ასე მიბრუნებ სამაგიეროს? მე ხომ მიყვარდი გოგო_მაგრად მოუჭირა მკლავზე ხელი და ისევ თავისკენ მიწია. -რა დაინახე იმ ბავშვში ისეთი, რაც მე არ მქონდა? მე ხომ სერიოზულად ვფიქრობდი და შენ მასთან თამაში აირჩიე, თუ რა გგონია ცოლად მოგიყვანს და შვილებთან ბედნიერად იცხოვრებთ? ვერ ხვდები რომ ერთობა? უფროსი ქალი დაკერა და გულაობს ბიჭი, წარმომიდგენია ძმაკაცებში როგორ ტრაბახობს, სულ გააფრინე ანიტა? შენ თუ იცი რას აკეთებ?
-გეგი მტკენ_ცრემლები წამოუვიდა ქალს და ხელზე დაეჯაჯგურა -მართლა ძალიან მტკენ გეგი.
-მე რომ მატკინე? მე ხელს გიჭერ და შენ გული მატკინე ანიტა, იცი ეს რას ნიშნავს? ქალისკენ ვეღარ ვიხედები ისეთი დამმართე და მე თურმე ამ დროს სად ვზივარ.
-გთხოვ_ტკივილიდან ამოიკრუსუნა ანიტამ და ისევ დაეჯაჯგურა ხელზე.
-მემგონი გასაგებად გითხრა რომ ეტკინა_ მშვიდი ხმა გაისმა ოთახში და შვებით ამოისუნთქა ანიტამ.
-მოიცა, მოიცა, ეს რა შენი სტუდენტია?_გაოცებულმა გადახედა ქალს გეგიმ და თვალები გაუდიდდა -მართლა გააფრინე?
-სანამ მე გავაფრენდე გაუშვითქო, მესამედ არ გავიმეორებ_ეტყობა ერბინა გაბრიელს, თმებში მობრჭყვიალე ოფლის წვეთები შეამჩნია ანიტამ და გათავისუფლებული ხელი დაიზილა.
-ა პატარა ბიჭო, ლექტორი დაკერე და მაგარი ბიჭი გგონია თავი ხო? ძმაკაცებში როგორ ყვები წარმომიდგენია აუ იცით ბიჭებო ჩვენ სექსუალურ ლექტორს როგორ ვ**ნავ და ვაკვნესებო?
-ყველა შენნაირი ნაგავი არაა_ისევ ყბაში დაკვრით დააგდო კაცი და მომუშტული ხელი ისევ წინ წასწია -ანიტას თავი დაანებე, თორემ გეფიცები განახებ როგორი ლაწირაკი ვარ.
-გასაგებია გასაგებიიი,_საეჭვო ღიღინით და ყბის ზელვით წავიდა კარებისკენ_ ორ დღეში კიდევ ერთხელ გნახავთ ერთად და გეფიცებით მარტო უნივერსიტეტის რექტორი კიარა თითოეული თქვენზე ილაპარაკებს და ვნახავ დანგრეულ მომავალს რას უზამთ, ან შენი ოჯახი რას იტყვის ლაწირაკო. ორ დღეს გაძლევთ, მხოლოდ ორს_გველურად ჩაიცინა და გახევებული წყვილი მარტო დატოვა.


---------------------------------------
მაპატიეთ ვიცი სასაცილოდ პატარა თავია, უბრალოდ მეტი დრო საერთოდ არ მქონდა, გპირდებით ვეცდები დიდი იყოს შემდეგი



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ვერ მივხვდი ამ გაბრიელს ლაწირაკს რატომ ეძახიან?! ხო 20 წლისაა და ანიტა 28 წლის თუ მეშლება მე რამე.
და კიდევ ერთი, სექსის რაოდენობაზე იქნებ რაუნდებით არ წერო. ძალიან ცუდი ხვდება თვალსაც და ყურსაც.

 


№2  offline მოდერი naattii

უცნაური მე
მომწონს ძალიან, ტემპს არ კარგავს, მიუხედავად იმისა რომ ცოტა აგვიანებ დადებას. გელოდები შემდეგი ტავით.

დღეში ერთხელ გვაქ დადების უფლება და ყოველდღე ვდებ უბრალოდ გუშინ გამომრჩა არ ვიყავი სახლში :(

grafo
ვერ მივხვდი ამ გაბრიელს ლაწირაკს რატომ ეძახიან?! ხო 20 წლისაა და ანიტა 28 წლის თუ მეშლება მე რამე.
და კიდევ ერთი, სექსის რაოდენობაზე იქნებ რაუნდებით არ წერო. ძალიან ცუდი ხვდება თვალსაც და ყურსაც.

ნუ ასე თუ ისე 30 წლის კაცისთვის თითოს და 20 წელი პატარაა და მიტომ :დ გავითვალისწინებ :)

 


№3  offline წევრი tamuna.s

იმ ვახოს თვითონ რომ დაეცვა და ჩარეულიყო მაგის ერთი ადგილი არ ქონდა? რა საჭირო იყო გაბრიელის სასწრაფპდ გამოძახება. ამით ხომ უფრო გაურთულათ საქმე.

 


№4  offline მოდერი naattii

tamuna.s
იმ ვახოს თვითონ რომ დაეცვა და ჩარეულიყო მაგის ერთი ადგილი არ ქონდა? რა საჭირო იყო გაბრიელის სასწრაფპდ გამოძახება. ამით ხომ უფრო გაურთულათ საქმე.

სამწუხაროდ ვახოს არანაირი უფლება არ ქონდა, ვერ შევარდებოდა და ლექტორს ასე ვერ დაიცავდა, ასე თუ ისე მათი პირადი იყო :(

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

მოაშორეთ ეს გეგი აქედან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent