შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემომიყვარდი (10 თავი)


17-07-2018, 14:15
ავტორი naattii
ნანახია 2 336

ჩაფიქრებული სახით გადაყურებდა ანიტა მეორე სართულიდან გადავსებულ ეზოს და ხედავდა როგორ ბედნიერად ატარებდა გაბრიელი კურსელებთან ერთად დროს,მარიკაც ახლოს იყო, კიდევ რამდენიმე გოგო და ხუთამდე ბიჭი. დიდი სამეგობრო ქონდათ, მაგრამ გაბრიელის და ვახოს ურთიერთობასთან ვერცერთი მოვიდოდა, ვერც კი წარმოიდგენდა ბიჭი ამ წუთას ანიტას გონება რაზე ფიქრით იყო დაკავებული თორემ ასე მხიარულად ვერ გაიცინებდა. ყველაფერზე ერთად ფიქრობდა ქალი და ლამის თავი გასკდომოდა, ფაქტია მოწონდა გაბრიელი, მაგრამ ყველაზე დიდი კითხვა ის იყო რამდენად მოწონდა? მზად იყო ამ გრძნობისთვის ყველაფერი შეეწირა? რა მოხდებოდა მათზე რომ გაიგებდნენ, უამრავ სახელიან იარლიყს მოაკრავდნენ ორივეს, ყველა ხელით დაიწყებდა მითითებას, სახელი გუტყდებოდათ, ქუთაისი ხომ ასე პატარა ქალაქია, წამში განადგურდებოდა ყველაფერი, მისი რეპუტაცია, გაბრიელის მომავალი, სოფიოც არ ავიწყდებოდა, რას იტყოდნენ დედამისზე?
ბედად გაბრიელის შეტყობინებაც მოუვიდა დღეს ვერ მოვალ სამსახურს ვერ გავაცდენო და დამძიმებული წავიდა სახლში, ორ საათში სოფიოც მიუყვანეს და შეძლო ყურადღება გადაეტანა.
ახლა რა იქნება? _ეს კითხვა უტრიალებდა თავში და პასუხს ვერ სცემდა. სოფიოს ეთამაშებოდა და ცდილობდა ცოტა ხნით მაინც გაქცეოდა მომავალზე ფიქრს. მეორე დღეს ლექციები არ ქონდა, ბაღში წაიყვანა სოფიო და ნინასთან წავიდა სამსახურში.
-დარწმუნებული ვარ ყველაფერზე იფიქრებდი, რა გადაწყვიტე?_ანერვიულებული ხმა ქონდა ნინას.
-ვერაფერი, მეგონა შენ მირჩევდი._ყავა მოსვა და შუბლი ხელით მოიზილა ანიტამ.
-გიყვარს?
-არ ვიცი.
-მის გარეშე გაგიჭირდება?
-კი, არ ვიცი, კი.
-მზად ხარ მის გამო ჭორები აიტანო?
-არ ვიცი ნინა, არ ვიცი და კიდევ არ ვიცი. ჩემს კითხვებზე პასუხი რომ მქონდეს ასე არ ვიჯდებოდი.
-თვითონ რა თქვა?
-არაფერი, ყველაფერზე ბოლომდე მიდის, უკან არ იხევს, არც დაუშვია, წამითაც არ დაუშვია ის ფაქტი, რომ დავშორებულიყავით, არც კი გაუფიქრებია და არც იმას ეჭვობს მე თუ ვფიქრობ საერთოდ ამაზე.
-მოიცა, ანუ?
-ანუ თვითონ მზადაა ყველამ ყველაფერი გაიგოს, არ აინტერესებს.
-უყვარხარ.
-ვიცი.
-მართლა უყვარხარ ანიტა.
-ვიცი ნინა.
სახლში მისული თავის ტკივილს ვერ უძლებდა და წამოწოლილს ჩაეძინა, კაკუნმა გააღვიძა. ნელა წამოდგა და კარი გამოაღო, მაშინვე გაბრიელი შეშფოთებული თვალები დაინახა და იგრძნო როგორ მომენტალურად დაწყნარდა.
-ანიტა შემეშინდა, იცი რამდენი ხანია გირეკავ?_რბილად მოეხვია ქალს და კისერში აკოცა -ხომ კარგად ხარ?
-არამიშავს გაბრიელ.
-ნანერვიულები ხარ სახეზე გეტყობა, რა ხდება ძვირფასო დამელაპარაკე.
-ასე სახეზე როგორ კითხულობ ყველაფერს_აცრემლებულმა ჩარგო თავი ხელებში.
-ამისთვის სამი წელი მქონდა ანიტა, მთელი დღეები შენზე დაკვირვების გარდა არაფერი მიკეთებია, მთლიანად ჩემ გულში ხარ და ვხვდები რაც ხდება, ახლაც ვატყობ, რომ ნერვიულობ და დალაპარაკება გინდა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა ვერ ვხვდები რაზე.
-გუშინ..... გეგი..._ვერ შეძლო დაბოლოება, გაბრიელის სკამზე მოწყვეტით დაჯდომამ და მისმა გატეხილმა ხმამ ყველაფერი გადაფარა.
-აი თურმე რა, თურმე აქ რა ხდება და შენ რომ ჭურში ზიხარ თურმე გაბრიელ_სიმწრით ჩაეცინა ბიჭს -მაინც რა უნდა ვილაპარაკოთ გეგიზე ანიტა?
-მე.. მე არ ვიცი გაბრიელ, ასე არ შემიძლია, 8 წელი ვისწავლე და ვიშრომე გესმის? რამდენი ღამე ვათიე, რამდენი ლექტორის გამო მიტირია, რამდენი მიტანჯია და ასე ერთი ხელის მოსმით მიჭირს გესმის?
-ერთი ხელის მოსმით რას ნიშნავს ანიტა? და რა გგონია ლექტორი აღარ იქნები? რატო აღარ იქნები პატივსაცემი პიროვნება რადგან ბიჭი შეგიყვარდა? რადგან სიყვარულზე უარი ვერ თქვი? თუ..._უცებ ხმა გაუწყდა და გაჩუმდა.
-ანიტა, საერთოდ გიყვარვარ?
-არ ვიცი_საბოლოოდ გატეხა ქალის პასუხმა და ძლივს შეძლო წამომდგარიყო.
სანამ გავიდოდა მაინც მობრუნდა და ვერ მოითმინა -მე მიყვარხარ ანიტა, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, 3 წელია გიჟივით მიყვარხარ და ყველანაირად ვცდილობდი ეს დამემტკიცებინა, სამწუხაროდ უშედეგოდ.
-შენ არ გესმის გაბრიელ, შეიძლება დროთა განმავლობაში დაგავიწყდეს როცა რეაქციებით გაღიზიანებულები პაემანზეც ვერ წავიდეთ, შვილი მყავს რომელსაც ვერ მოვისვლი თუ შენი ბარში მარტო გაშვება არ მომინდება, ჩემი ცხოვრება თამაში არ არის გესმის?
-და ჩემი თამაშია ანიტა? ჩემი გრძნობა თამაშია? ღმერთო, არც კი მენდობი, აღიარე რომ ჩემი სიყვარულისაც კი არ გჯერა, გგონია გატყუებ და შენი მარტო ლოგინში ჩაწვენა მინდოდა? იცი ამისი შანსი რამდენჯერ მქონდა? მთელი თვე სანამ სექსი გვექნებოდა აქ ვიჯექი ანიტა, დივანზე ვიჯექი და შორიდან ვტკბებოდი შენი ყურებით, იმიტომ რომ ვხვდებოდი მზად არ იყავი, ამდენი მოფერების და თბილი სიტყვების შემდეგ კიდევ არ გჯერა, ისევ ჩემს ასაკს უბრუნდები, ისევ გგონია რამდენიმე წელიწადში ახალგაზრდაზე გაგცვლი? გაიგე რომ მიყვარხარ, ახლაც, როცა ასეთი ლამაზი და სექსუალური ხარ და მაშინაც მეყვარები დანაოჭებული ლოგინიდან წამოდგომაში რომ დაგეხმარები, რატო არ გჯერა? მითხარი კიდევ რა გინდა რომ გავაკეთო და დამიჯერო?_თავჩახრილი უმენდა ანიტა და ხმას ვერ იღებდა, არ იცოდა რა ეთქვა. ცოტა ხანს კიდევ უყურა გაბრიელმა და უცებ მიხვდა, ირონიულად ჩაეცინა.
-მარტო ეს არ არის არა? ამის დედაც..... ახლა მივხვდი, შენ, შენ არ გიყვარვარ, შენ არ გიღირვარ ამდენად არა? შენ არ შეგიძლია ჩემსავეთ ყველაზე წინ დამაყენო, ჩემი ცხოვრება კი შენით იწყება და სრულდება. ღმერთო რა სულელი ვარ._მწარედ ჩაეცინა და ბოლოჯერ ამოხედა ქალს -ნახვამდის ანიტა.
გაბრიელის წასვლას იმდენად დიდი სიცარიელე, სიჩუმე და მარტოობა მოყვა შიშისგან ფეხებმოკეცილი ქალი ბოლო ხმაზე აღრიალდა, თუმცა არავინ ყავდა ისეთი ვინც დაამშვიდებდა, მარტო იყო, სრულიად მარტო და ეს უარესად კლავდა. იმაზე ფიქრი არ ამოდიოდა თავიდან რომ შეცდომა დაუშვა მისი გაშვებით, ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში, მაგრამ არაფერს ცვლიდა, არც ყავდა ვინმე ეს ეთქვა, რადგან მარტო იყო, სრულიად მარტო და პირდაპირ გულში ურტყამდა ამისი გააზრება.
ორი დღე ისე გავიდა გაბრიელი უნივერსიტეტში არ გამოჩენილა, ამაოდ ათვალიერებდა პარასკევს გასვლისას ანიტა მესამე კურსელებს, ბიჭი გაქრა. სამაგიეროდ ვახო შეამჩნია დამწუხრებული სახით, ცალკე მდგომივით იდგა, საუბარში არ ერთვებოდა, სულ სხვაგან ქონდა ფიქრები და სახეზე ეტყობოდა ნერვიულობა. უწევდა საკუთარ თავთან აღიარება ანიტას რომ ენატრებოდა, საოცრად ენატრებოდა, სახლში მისული მისი სუნი ელანდებოდა და ყველგან ეძებდა. ამაოდ. გაბრიელი არ ჩანდა. შაბათი-კვირაც მის მონატრებაში და ტირილში გაატარა, ძლივს ახერხებდა სოფიოსთვის გაეღიმა და არაფერი შეემჩნია. ნინასთან არ გამოდიოდა, ცდილობდა მეგობარი გაეხალისებინა, მაგრამ არ გამოდიოდა.
-საკმარისია ანიტა, ან იმ ბიჭს დაურეკე და შეურიგდი ან გლოვას მორჩი.
-არ შემიძლია ნინა, 4 დღეა არ მინახავს და ლამის გული გამისკდეს მონატრებისგან, ვიცი რომ შევცდი, ახლა უკვე ზუსტად ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, მინდა დავურეკო, მაგრამ ახლა უკვე იმისი მეშინია რომ აღარ მაპატიებს.
ნინას წასვლის შემდეგ სოფიო დააწვინა და დააძინა, ლუდის ქილა მოიმარჯვა და მის საყვარელ ადგილას, ფანჯარასთან მოკალათდა დივანზე. თავისთავად გაექცა ფიქრები ჯერ გაბრიელისკენ, მერე შექმნილი სიტვაციიკენ. ირგვლივ მიმოიხედა და ისევ სამარიებური სიჩუმის გარდა ვერაფერი შეამჩნია, მერე რა რამდენი წელი იწვალა დიპლომისთვის? იმ დიპლომს დაელაპარაკებოდა? სიამაყე დაუდგებოდა გვერდით? ამპარტავნება გაათბობდა ღამით თუ სიმარტოვში იპოვიდა სითბოს? სოფიო ყავდა სწორია, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მასაც თავისი ოჯახი ეყოლებოდა, რასაკვირველია დედას არ მიატოვებდა, მაგრამ ვერც მუდამ მასთან ვერ იქნებოდა. პირველად შეეშინდა დაშვებული შეცდომის და პირველად გაიაზრა მძაფრად რა დაკარგა. ამ ფიქრებით იმასაც მიხვდა, რომ გაბრიელთან ერთად მომავალიც წარმოიდგინა, დაქორწინებაც და შვილებიც. არა, ამჯერად აღარ გაჩერდებოდა, ამ შეცდომას აღარ გაიმეორებდა. მის იქეთ სხვა გზას არ დაუტოვებდა. შესარიგებელი გეგმების მოფიქრებაში ჩაიძინა და მთელი ღამე დასთამაშებდა ტუჩებზე ღიმილი.
დიდი ენთუზიაზმით მოემზადა ორშაბათს დილით. სოფიო დატოვა ბაღში და უნივერსიტეტის გზას გაუყვა. ყველანაირი იმედი გადაეწურა როცა მთელი ლექციები ისე გავიდა, რომ ბიჭი არ გამოჩენილა. მობილურზე არ ურეკავდა, უნდოდა მოულოდნელად მომხდარიყო ყველაფერი და ბიჭს არაფერი ეეჭვა. სამშაბათს დაინახა. ლამის ფრენით შევიდა მათ ლექციაზე და სემინარის ჩაბარებას შეუდგა. სამი წლის მანძილზე გაბრიელს ერთხელაც არ გაუხედავს მისკენ, მასალის მოყოლაზე საუბარი ხომ ზედმეტია. დამარულებელი ზარის ხმაზე ყველა წამოიშალა და გაბრიელიც ბიჭებს გაყვებოდა რომ არა ანიტა.
-ნემსაძე, დარჩი საქმე მაქვს.
-გისმენთ პატივცემულო_ჩვეულებრივი სახით მოუბრუნდა და ცივი თვალებით ახედა.
-მინდა რომ დავილაპარაკოთ.
-რაზე პატივცემულო?
-გაბრიელ გეყოფა, მინდა ყველაფერი გავარკვიოთ.
-როგორც ვიცი პატივცემულო გასარკვევი აღარაფერია, ამ კვირაში აქ ვერ მნახავთ ასე რომ ეს აკვიატება გადაგივლით და ყველაფერი კარგად იქნება. ნახვამდის_ცივად გაუღიმა და აცრემლებული ანიტა აუდიტორიაში დატოვა. მე შენ გაჩვენებ სეირს გაბრიელ ნემსაძე, მაცადე მაგ ცივი ღიმილი თუარ მოგაშორო. ახლა რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო_ გამალებული ფიქრობდა ქალი და გამოსავალს ეძებდა. როგორ ვერ მოიფიქრა, წამსვე გაუნათდა გონბა -ვახო.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

100%ით ვეთანხმები გაბრიელს..
ყველა წინადადებაში და ყველა სიტყვაში მართალია გაბრიელი...

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია ასე რომ მოხდა.ახლა უფრო დააფასებს მას.საინტერესოა რას მოიფიქრებს მის შესარიგებლად
--------------------
ლანა

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

დაეხმარება... ვიცი ვახო შეძლებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent