შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მშვენიერია ?! (2 თავი)


18-07-2018, 12:18
ავტორი funny girl
ნანახია 1 966

-მოგესალმებით , პირველ რიგში მინდა ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. ახლა კი მთავარ თემას დავუბრუნდები. მინდა ჩემი სიხარული თქვენც გაიზიაროთ - თანდათან ჩემსკენ იწყო სვლა - მინდა გაგაცნოთ ჩემი მომავალი მეუღლე და შვილების დედა მარიამ ბაგრატიონი - ჩემს წელზე მისი ხელი ვიგრძენი.
მოულოდნელად თვალთ დამიბნელდა და თავბრუსხვევა დამეწყო, ალბათ ძირს გავიშხლართებოდი ,რომ არა მისი ხელი ჩემს წელზე..
ალბათ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა რომ ჰოპ და ჩემს თავს ესეთი რამ დატრიალდებოდა სიცილით მოვკვდებოდი და დავცინებდი მათ.. ახლაც იმ იმედით ვიყავი რომ ეს ყველაფერი მესიზმრებოდა და რომ გამოვიღვიძებდი ყველაფერი ჩვეულებისამებრ იქნებოდა..
როდესაც თვალები გავახილე ოთახი არ მეცნო .. არც საწოლი არ ჰგავდა ჩემსას , თავს კი ალექსანდრე , ნუკი და ჩემი მშობლები დამტრიალებდნენ.
- რა ხდება? -ვიკითხე გაოცებულმა
- არაფერია , მოულოდნელობისგან გული წაგივიდა -მითხრა და თავზე მომეფერა დედაჩემი
- გთხოვთ ცოტახნით მარტო დაგვტოვეთ , სალაპარაკო გვაქვს მე და მარიამს -გაისმა მისი ბოხი ბარიტონიც
- დედა - შველის თვალებით შევხედე რომ არ დავეტოვებინე მასთან მარტო -მამა , გთხოვთ .
- კარგი, შვილო , დაგტოვებთ . თქვენ კი ილაპარაკეთ და მოგვარდით .-უთხრა დედამ ალექსანდრეს
ისე თბილად ელაპარაკებოდა დედა ახვლედიანს , როგორც არასდროს არავის.
მეც წამოდგომა ვცადე მაგრამ თავბრუსხვევამ თავი შემახსენა და ისევ უკან დაბრუნება მომიწია
-გეყოფა თავის დაფასება , თითქოს ჩემი ცოლობა არ გინდოდეს
- არ მინდა შენთან ლაპარაკი.
-შენ არავინ არ გეკითხება რა გინდა და რა არა, აქ ყველაფერი ისე ხდება როგორც მე მინდა
ღმერთო როგორი მკაცრია, ოდნავ შემეშინდა მისი ტონის მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებდი
-ფეხებზე შენ რა გინდა , შეიძლება აქამდე არავინ არ გეწინააღმდეგებოდა , მაგრამ მე შენი ფინია არ ვარ . არ მადარდებს შენ რას მოისურვებ და არც შენს ცოლობას არ ვაპირებ და დიახ არ მინდა შენნაირ ადამიანს დავუკავშირო ბედი.
- დიდად თავს ნუ დაიფასებ , პრესამ უკვე გაიგო ყველაფერი და ხვალინდელ გაზეთებში და ინტერნეტში ყველაფერი გამოქვეყნდება , ახვლედიანის საცოლეს კი ვერავინ ვერ შეეხება
-მეზიზღები , არაკაცი ხარ ..
- ფრთხილად პატარავ, ჩემთან ასეთი ქცევა არაფერს არ გარგებს - მითხრა და ირონიულად გამიღიმა - მაშასადამე ცუდად გრძნობ თავს ამაღამ აქ დარჩები
-არსად არ ვაპირებ დარჩენას , თანაც უკეთ ვარ
- კარგი, როგორც გინდა ამ ერთხელ დაგითმობ- მითხრა და ოთახი დატოვა
მეც ორ წუთში უკვე მზად მყოფი წასასვლელად ვემზადებოდი , სახლიც დაცარიელებულიყო სტუმრებისგან . ნუკი , მისი მშობლები და ჩემი მშობლებიღა იყვნენ. მეც მათთან მივედი
- წავიდეთ , სალაპარაკო გვაქვს - ვთქვი გაბრაზებულმა
- მარიამ დამშვიდდი , არაფერი არ მოიმოქმედო გაბრაზებულ გულზე - მიჩურჩულა ნუკიმ
-წავედით
სახლში როდესაც მივედით მაშინვე მამას კაბინეტისკენ წავედით , რადგან მოსამსახურეების თანდასწრებით არაფრის განხილვას არ დააპირებდნენ ჩემი მშობლები
- ამიხსნით ბოლოსდაბოლოს რა ხდება ჩვენს თავს, რა შარში მაგდებთ ? ვინ არის ალექსანდრე ახვლედიანი ან რატომ უნდა გავყვე მე მას ცოლად?
-მარიამ დამშვიდდი და ხმის ტონს დაუწიე - როგორც ყოველთვის შენიშვნა მომცა ქალბატონმა თამარმა
- რა ხმას დავუწიო დედა, ჩემი გაგიჟება გინდათ , არ ვაპირებ ვიღაც უცხოს ცოლად გავყვე
- შენ არავინ არ გეკითხება მარიამ , საქმე ასე მოითხოვს და ასეც იქნება
- რა საქმე მამა ?
- მოგეხსენება რატი ჯაფარიძე იმ იმპერიის განადგურებას ცდილობს რომლის მმართველიც შენ უნდა გახდე და რომელიც შენი ბებიისა და პაპის შექმნილია .. მაშასადამე რატი ალექსანდრესაც მტრობს მომიწია მას დავკავშირებოდი რადგან ორი თავი ერთ თავს სჯობია .. ალექსანდრეს მარტოც შეუძლია მისი განადგურება და არ აპირებდა ჩვენს დახმარებას რადგან ეს მისთვის არ9აირი სარგებლის მომტანი არ იქნებოდა , მაგრამ როდესაც შენ შემოვარდი ოთახში მიხვდა როგორ მიეღო სასურველი , ხოდა მან ჩვენი იმპერიის გადასარჩენად შენი თავი აირჩია , მისთვის ის გარანტი ხარ რომლის გამოც ჩვენ უკან არ დავიხევთ...
- კი მაგრამ სხვა გამოსავალიც იქნება- ვთქვი აღშფოთებულმა
- არა , მარიამ , ჩვენ მარტოები ვერაფერს ვერ შევძლებთ , შეიძლება ხვალ-ზეგ რატიმ რათაც მოიმოქმედოს და მარილზე გაგვიშვას თითოეული ჩვენგანი ,ხოლო ალექსანდრესთან შებრძოლებას ვერ შეძლებს ასე ღიად.
- არ ვიცი , რაც გინდათ ის მოიმოქმედეთ , ყველანაირი ხერხით ებრძოლეთ ჯაფარიძეს , თუმცა მე გათხოვებას არ ვაპირებ - ვთქვი და კაბინეტი მაშინვე დავტოვე
მეორე დღეს შუადღით ნუკის ზარმა გამაღვიძა , ალბათ მილიონჯერ ჰქონდა უკვე დარეკილი .. მეც შეშინებულმა სასწრაფოთ გადავურეკე , რამოდენიმე ზარის შემდეგ გაისმა მისი ხმა
- სადხარ მარიამ ? იცი რა ხდება შენს თავს , საშინელ შარში ხარ გახვეული , მთელი თბილისი და არამარტო თბილისი თქვენზე ლაპარაკობს - ჩამძახა ყურმილში გაცოფებულმა
- რა გაყვირებს ნუკი ? მეძინა , არ ვიცი რა ხდება
- რა დროს ძილია გოგო , გეუბნევი მთელი საქართველო თქვენზე ლაპარაკობს
- ვინ ჩვენზე? - ვიკითხე სასხვათაშორისოდ
- შენზე და ალექსანდრეზე , მართლა არაფერი იცი?
- არა ხომ გეუბნევი , რა უნდა ვიცოდე , ან რა გვაქვსს მე და ალექსანდრეს საერთო რომ ლაპარაკობდნენ
- სასწრაფოდ შეამოწმე ახალი ამბები და გაზეთები
- კარგი , მაცადე ვნახავ - ვთქვი და მოუთმენლობამ მძლია , სანამ ვნახავდი რა ხდებოდა
მეც უცებ გადავედი ერთ ერთ გვერდზე და დავინახე ჩემი და ალექსანდრეს ფოტო სადაც მას ჩემს წელზე აქვს შემოხვეული ხელი და მიღიმის
„დიდი გულთამპყრობელი , უძლიერესი იმპერიის პატრონი , ალექსანდრე ახვლედიანი საქართველოში დაბრუნდა დიდი ხნის შემდეგ .. რატომ
რატომ დაბრუნდა ის ? რა ესაქმება მას გიორგი ბაგრატიონის ქალიშვილთან , მარიამ ბაგრატიონთან ? ბატონმა ალექსანდრემ განაცხადა რომ სულ მალე ქორწილს უნდა ველოდოთ .. საკვირველია , მხოლოდ ქორწილს თუ ბავშვსაც ? ... “ და კიდევ ბევრი ამგვარი ტექსტები
გაგიჟების პირას მყოფმა მხოლოდ ის მოვახერხე ფეხზე ჩამეცვა და მისი მისამართი გამეგო რადგან გუშინ სულ არ მიმიქცევია ამ წვრილმანისთვის ყურადღება , სულ რამდენიმე წუთში კი მისი სახლისკენ მიმავალ გზაზე ვიდექი.. როგორც კი მასთან მივედი დაცვამ მიცნო და სახლში შემატარეს , მთელი სახლი მოვიარე მაგრამ ვერსად ვერ ვნახე , მხოლოდ ერთი ოთახი დამრჩა სანახავი .. მივუახლოვდი ოთახს და კარი როგორც ყოველთვის დაუკითხავად შევაღე .. წელს ზემოთ შიშველი ახვლედიანის დანახვისას რომელსაც დანარჩენ ნაწილს ტილო უფარავდა გავშეშდი , რადგან ის მის მოშორებასაც აპირებდა
-შეჩერდი ! არ გააკეთო ეგ - საშინლად შერცხვენილმა და აწითლებულმა ძლივს მოვახერხე ენის ამოღება
- აქ რას აკეთებ პატარავ , შენთვის დაკაკუნება არ უსწავლებიათ ?
- საღლაბუცოდ არ მოვსულვარ აქ , სწრაფად ჩაიცვი დაბლა დაგელოდები და ვილაპარაკოთ - კაროსკენ დავაპირე წასვა - სასწარო საქმეა
- კარგი მალე მოვალ
სულ რაღაც ორ წუთში დაბლა იყო
- აბა რა ხდება ? ისე შემეჩვიე უკვე ვეღარ ძლებ უჩემოდ? - თქვა და ირონიულად გამიღიმა
- მოკეტე , არ ვაპირებ შენზე დაქორწინებას ეს უკვე გითხარი , არ ვაპირებ მოვისმინო თუ რა ჭორებს ავრცელებენ შენი ჩასვრილი საქმის გამო , არასდროს აღარ გაბედო და შენს გამო სახელი არ განიტეხო , თორემ...
- თორემ რა
- თორემ საშინლად განანებ , სიცოცხლეს გაგიმწარებ - ამაყად ავწიე თავი და თვალებში მივაშტერდი
- ამას ამბობ შენ , რომელსაც გუშინ შემი მონოლოგის შემდეგ გული წაუვიდა და ხალხს საჭორაო მისცა თუ რამდენი ხნის ორსულია - ცოტახანი ჩაფიქრდა - ისე მე პრობლემა არ მაქვს
საშინლად ავილეწე სახეზე ,იმდენად გავბრაზდი რომ მოულოდნელად ხელი მოვუქნიე და მარცხენა ლოყა ავუწვი , ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა რადგან ხელი საშინლად მეწვოდა, მან კი ირონიულად გამიღიმა
- არც კი გაბედო, არასდროს , ხელი არ დამაკარო თორემ ჩემს თავზე ლპასუხს არ ვაგებ , სულ ფეხებზე თქვენ რა მოგელით , ჩემს სიამაყეს ვერცერთი ვერ გადააბიჯებთ , განსაკუთრებით კი შენ , ამიტომ დაფიქრდი სანამ რაიმეს მოიმოქმედებ
კიდევ ვაპირებდი შეპასუხებას მაგრამ ტელეფონის ზარმა ამის საშუალება არ მომცა. უცხო ნომრიდან რეკავდნენ
- მოგესალმებით , თქვენ გიორგი ბაგრატიონის და თამარ ბერიძის ნათესავი ხართ?
- დიახ - ხმაზე უკვე აღელვება მეტყობოდა - მე მათი შვილი ვარ , რამე დაემართათ?
- სამწუხაროდ ავარიაში მოყვნენ , მძიმე მდგომარეობაა , .... საავადმყოფოში მობრძანდით
გავთიშე თუ არა გონს ძლივს მოვეგე, ალექსანდრეს მავედრებელი სახით შევხედე
- გთხოვ მათთან წამიყვანეე ალექსანდრე
- წავედით
მთელი გზა საშინელებებზე ვ4იქრობდი , არ ვიცოდი წინ რა მელოდა , ღმერთი რას მიმზადებდა



ესეც მეორე თავი , იმედია მოგეწონებათ და კომენტარებში შემაფასეთ .. თითოეული მკითხველის აზრი მაინტერესებს .. ღირს გაგრძელება ??



№1 სტუმარი სტუმარი მაშო

აუუუ მშობლები :( კარგად იქნებიან იმედია :( მალე დადეეე რათქმაუნდა გააგრძელეე <3

 


№2  offline წევრი funny girl

სტუმარი მაშო
აუუუ მშობლები :( კარგად იქნებიან იმედია :( მალე დადეეე რათქმაუნდა გააგრძელეე <3

ჯერ არ ვიცი როგორ იქნებიან , მაგრამ მალე დავდებ heart_eyes

 


№3 სტუმარი ევა

კარგია ველოდები შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი funny girl

ევა
კარგია ველოდები შემდეგ თავს

ხვალ იქნება :*

 


№5 სტუმარი Moon child

Dzalian magaria sixarulo gaagrdzelee dzaan damaintrige ar vicodi eseti romanwikosi tu iyavii auuu maris da aleqsandres wyvili dzaan momwooons sheni agwerili sandroc ideals sheesavameba simpatiuiri inteligenti cinikosi romelsac win ego uswrebs imedi maq shemdeg tavebshi mariamis potretsac agvigwer

 


№6  offline წევრი funny girl

Moon child
Dzalian magaria sixarulo gaagrdzelee dzaan damaintrige ar vicodi eseti romanwikosi tu iyavii auuu maris da aleqsandres wyvili dzaan momwooons sheni agwerili sandroc ideals sheesavameba simpatiuiri inteligenti cinikosi romelsac win ego uswrebs imedi maq shemdeg tavebshi mariamis potretsac agvigwer

მადლობა სიხარულო რო კითხულობ და მოგწონს , ეს ჩემთვის დიდი სტიმულია

 


№7 სტუმარი სტუმარი ტასია

მართლა ძალიან კარგია ინტრიგა დატოვე :) ველოდები შემდეგ დიდ თავს

 


№8  offline წევრი funny girl

სტუმარი ტასია
მართლა ძალიან კარგია ინტრიგა დატოვე :) ველოდები შემდეგ დიდ თავს

მადლობა kissing_heart მალე იქნება შემდეგი

 


№9 სტუმარი სტუმარი კატო

მალეე დადეე საოცრებაააა

 


№10 სტუმარი Lili boo

Jigaro xshirad dayare eseti istoriebi ai guli mewvis

 


№11  offline წევრი funny girl

სტუმარი კატო
მალეე დადეე საოცრებაააა

დევს უკვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent