სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 32
როცა შენი გულის-ხმა კარგად გესმის და ფეხდაფეხ სწავლობ როგორ მოუფრთხილდე ამ პატარა საოცრებას,რომელიც მკერდში გიძგერს გონებაც ეთანხმება გულს.მტანჯველი წუთები იყო საცობში დგომა,გიორგი იდგა და ელოდა როდის გაიხსნებოდა გზა,რომ დემეტრემ დაურეკა. -გისმენ დემეტრე. -გიორგი სად ხარ,მინდა გნახო -სახლში მივდივარ მაგრამ საცობში მოვხვდი. -გაიგე რომ ნინი სიცხიანი არის? -კი გავიგე,მარიამმა დამირეკა მივალ და ექიმსაც დავურეკავ.გიორგი ისეთი სერიოზული სახით იჯდა და საუბრობდა ბექას ეს ყველაფერი რეალობა ეგონა და წყნარად უსმენდა. -როგორ შეგხვდე,მეც მინდა ვნახო ნინი თუ წინააღმდეგი არ იქნები. -არა წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო,მაგრამ ალბად ჯერ კიდევ მომიწევს ლოდინი რთული სიტუაციაა,გადაკეტილია გზები. -მე ადვილად წავალ და სახლთან დაგელოდები,არ მინდა უშენოდ მივიდე. -კარგი დემეტრე დამელოდე და ვფიქრობ მალე განთავისუფლდება გზა.მართლაც ცოტა ხანში ნელნელა გაიხსნა მოძრაობა. -რა ხდება გიორგი. -ეს ბექა სიყვარულია, ეს მათი ბედია, კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შეიქმნება და კიდევ ახალი პატარები შეემატება ჩვენს დიდ ოჯახს.როგორ შემიძლია ამ საოცრად ლამაზ საქმეს ხელი შევუშალო,მარიამი ჩემს სახლში ანას შემდეგ მეორე ჯადოქარია. -ვერაფერი ვერ გავიგე რასაც ამბობ. -მალე გაიგებ ყველაფერს.ლამაზი გოგო და ლამაზი ბიჭი, ორი ადამიანის ესთეტიკურ-რომანტიკული ბუნება ერთმანეთს სულ მალე შეერწყმება.მივესალმები მარიამის სითამამეს და სიგიჟეს, ეს ბუნების კანონია და ჩვენც ვალდებული ვართ კარგ საქმეს ხელი შევუწყოთ. -შენგან დიდ მხარდაჭერას გრძნობს მარიამი და შენ ის ძალიან კარგად გიცნობს რადგან ყოველთვის დარწმუნებულია, რომ შენ გულისმიერად მიიღებ მის ნათქვამს. -აქ ჩემო ბექუშ იცი რა ხდება? ჩვენ ორივემ კარგად ვიცით ურთიერთობების ფასი. -ვერ შეგედავები,მე ჩუმად ვარ და დიდი ინტერესით დაველოდები დღევანდელი დღის შედეგებს. -მეც შენთან ერთად და საღამოს კი ყველამ ერთად განვიხილოთ.გიორგი ტაატით მიიწევდა წინ სახლისაკენ და ნინი ხელებზე თითებს იმტვრევდა,აქეთ-იქით დადიოდა და ბუზღუნებდა. -რა ვქნა ახლა,ვიფიქრე თავს დავიხსნითქო და აქ მოდის,თან გიორგის დავურეკავო და მას შეეშინდება. -მაგ საქმეზე ნუ ჯავრობ დედოფალო,იმაზე ვიფიქროთ სიძეს რა ვუთხრათ.მარიამი გულიანად კისკისებდა. -მარიამ რა გაცინებს,მოვკვდები ნერვიულობით. -ვატყობ დემეტრე მართლა შენი ბედისაა შვილო.ღიმილით უთხრა რუსომ. -მოდი ასე ვქნათ,ბებლო შენ ძმარი გაამზადე ნინიკო ჩაწვება და ძმრიანი ტილო დავაფაროთ შუბლზე. -აუ ძმარი?სუნი აქვს.თქვა ნინიმ. -სალათას რომ ასხამ ხომ გიყვარს. -მერე სალათა ვარ მე? -სალათაც იქნები სულ მალე დემეტრესთვის გოჭის ხორციც და ვაშლიც,თუ ძმრის სუნი არ გინდა კიდევ,სიძეს ექნება კარგი სუნი და უთხარი არაფერიც არ მჭირს, შენი აქ მოტყუება მინდოდათქო და ჩვენ მარტო დაგტოვებთ და ზამეკანიაც მოხდება.სიცილით უთხრა მარიამმა. -რა ჩაიფიქრე მარიამ.უთხრა თვალებმოჭუტულმა ნინიმ. -არაფერი ისეთი რაც ჯერ არავის არ გაუგონია და რაც ჯერ არ მომხდარა. -რას გულისხმობ,რა გინდა გააკეთო. -ჩემი ბრალი არც არაფერია,შენ უთხარი სიცხე მაქვსო. არ გეთქვა და ეს თეატრიც არ გვექნებოდა დასადგმელი,წამოდი ახლა ზემოთ.არ აჩერებდა ენას მარიამი. -მოიცადე,იქნებ არ მოდის? -დავურეკო მამიკოს? -მიდი აბა რას გეტყვის.მარიამმა გადარეკა და მარიამს მოსმენილისგან თვალები გაუფართოვდა. -მართლა? შენ ბევრი დაგაგვიანდება? -არა,მოვედი უკვე.უთხრა გიორგიმ და ხმაც გაიგონა მარიამმა რომ დემეტრეს მიესალმა. -ბოდიში დემეტრე რომ გალოდინე,ძალიან დიდი საცობი იყო წამოდი სახლში შევიდეთ. -მოვიდნენ,დემეტრე აქ ყოფილა გარეთ და მამიკოს ელოდა,ბებლო სწრაფად ძმარი,ნინი საწოლში სასწრაფოდ.დატრიალდა მაგრამ რა დატრიალდა ტრიო,ნინი ისე აფრინდა კიბეებზე ფეხიც არ დაუდგამს მგონი ძირს,მარიამმა გადაასწრო რუსოს და უკვე საწოლში შეწოლილ ნინის ძმრიანი ტილო ტყეპა შუბლში,რაზედაც ორივეს სიცილი აუვარდათ,ოთახში აქლოშინებული რუსო შემოვიდა და მასაც გაეცინა. -ბებლო ნასკებიც ჩამოვამცვათ ფეხებზე უფრო დამაჯერებელი რომ იყოს. -ვაიმე მარიამ ვერ გადამირჩები. -დადუმდი,სიცხე გაქვს და ნუ ლაპარაკობ.შემდეგ სიცხის საზომი აიღო და ხელით გაახურა 39-ზე დააყენა და იქვე დადო.გიორგიმაც შემოაღო კარები და ცდილობდა არ გაცინებოდა,სახლში სიწყნარე იყო,მხოლოდ გოგი იჯდა მისთვის და ისიც ახალი მოსული იყო არ იცოდა რა ხდებოდა სახლში.შეხედა თუ არა გიორგის შეეშინდა და უთხრა. -რა იყო რა სახე გაქვს. -სად არიან,მარიამი სად არის. -ზემოთ არის,ახლა მოვედი აქ არავინი არ დამხვდა.კიბეებზე რუსო და მარიამი ჩამოვიდნენ და გიორგიმ მათ საყვედურით უთხრა. -რატომ არ დამირეკეთ ავად თუ იყო,დემეტრედან უნდა გამეგო? ექიმს დაურეკეთ? -არა,არ დაგვანება არც ექიმთან დარეკვა და არც შენთან.თქვა გულმოსულად მარიამმა. -რა ხდება,ნინი არის ავად? იკითხა გოგიმ. -ხო ბაბუ მაღალი სიცხე აქვს. -გაცივდა,სულ წყალში რომ აქვს ხელები დაურეკე გიორგი რატის და მოვა.გიორგიმ რატის დაურეკა და რატის ტელეფონზე მაიკომ უპასუხა. -მაიკო რატი სად არის? კითხა ისე შეშფოთებულმა მისალმების გარეშე რამაც მაიკო დააბნია. -აბანოშია,რა მოხდა გიორგი რა ხმა გაქვს. -მაიკო წამოყევი რატის და ჩემთან მოდით,ნინი არის მაღალი სიცხიანი. -უიმეეე,სად გაცივდა ასე მწარედ მოვდივართ ნახევარ საათში მანდ ვართ. -როგორ ხართ რუსო დეიდა,ძია გოგი.როგორც იქნა დემეტრემ მიესალმა რუსოს და გოგის. -გამეხარდა დემეტრე შენი ნახვა.მოეფერა რუსომ. -მარიამ მოდი ჩემთან.მარიამი მივიდა და დემეტრემ გულში ჩაიკრა. -ბოდიშს გიხდით არაფერი არ ვიცოდი მარიამის შესახებ,ალბად რა არ იფიქრეთ ჩემზე.გიორგიმ რომ მითხრა ძალიან მეწყინა,კარგად ვიცნობდი მარიამს. -მიკვირდა სიმართლე გითხრა,მაგრამ გიორგიმ რომ მითხრა დემეტრე ვნახე და ლამის ატირდა ჩემს წინო,მივხვდი რომ არაფერი არ იცოდი.გიორგიმ რუსოს შეხედა და გაუკვირდა მარიამის და ანას ხელში რუსომაც დაიწყო ტყუილების თქმა. -მარიამ ძალიან გავხარ დედას,არა მამასაც გავხარ მაგრამ უფრო დედას მიგამსგავსებ. -მამიკოს რით მიმამსგავსებ?კითხა მარიამმა.დემეტრემ ხელზე მოკიდა ხელი და უთხრა. -მამიკოს ხელის მტევნები გაქვს,ლამაზი თითებით. -ხშირად მეუბნება ჩემი ბებლო,რომ ხელის მტევნებით და გრძელი თითებით მამიკოს ვგავარ. -შეიძლება ნინი ვნახო?თქვა მორიდებულად. -კი,კი წამობრძანდით.უთხრა მარიამმა და წინ გაუძღვა დემეტრეს ძირს კი გიორგი და რუსო სამზარეულოში იცინოდნენ და მათ ბექაც შეუერთდა. -ახლა მივხვდი რა აქვს ჩაფიქრებული,რა სადისტი ბავშვია გიორგი.გაეცინა ბექას. -მეტყვი ახლა საერთოდ არ გავს ანასო? -ხომ არ დაგვიწყებია სისხლით ნათესავები არიან.მარიამმა დემეტრე ნინისთან დატოვა და თავად ძირს ჩავიდა,შევიდა სამზარეულოში და გულიანად გადაიხარხარა,გიორგიმ კი პირზე ააფარა ხელი. -გაიგონებს და უხერხულია,მიხვდება რომ ვატყუებთ.რატომ გააკეთე ეს,რა შედეგს ელი მარიამ. -მამა ნინი 30 წლისაა,თუ არ უჯიკა ვინმემ არ თხოვდება რადგან ამ ასაკში ძნელია გადაწყვეტილების მიღება მე კი ქორწილი მინდა და ქეიფი. -ღმერთო ჩემო,წამოდი გოგო მე წაგიყვან რესტორანში და იქეიფე ამის გამო წირავ ნინის? -ქორწილში ქეიფს სულ სხვა მუღამი აქვს,არ გაგეცინოთ და გეგმები წყალში არ ჩამიყაროთ.გააფრთხილა ყველა და ამ დროს რატი და მაიკოც მოვიდნენ. -რა მოხდა,რა მოუვიდა სად გაცივდა ასე ძალიან.იკითხა რატიმ,მარიამმა კი არ დააცადა გიორგისათნ საუბარი ექიმებს და სირბილით აიყვანა ისინი პაციენტის ოთახში.შესვლისთანავე კი დემეტრეს ბოდიში მოუხადა,ნინის შეხედა სულ ერთიანად კანკალებდა,ეს კანკალი კი ნერვიულობის იყო. -ბოდიში ძია დემეტრე ავადმყოფს გასინჯავს ექიმი. -კი,კი მე ძირს დაგელოდებით.დემეტრეს გასვლა და ნინის წამოხტომა ფეხზე ერთი იყო,რატი და მაიკო გაშტერებულები უცქერდნენ ნინის და ვერ გაიგეს რა ხდებოდა.მარიამმა ხელი მოკიდა ორივეს და საწოლზე ჩამოაჯინა და ზოგადად აუხსნა ორივეს რა ხდებოდა. -ესე იგი,ნინის ტკივა გული და მისი ნერვიულობა არ შეიძლება.სხვას მერე აგიხსნით,დაწერეთ რაღაც წამლები ქაღალდზე და ეს წამლები უნდა მიიღოს დღეიდან.მიუბრუნდა ნინის და სერიოზული ხმით უთხრა.-დაწექი შენ,შენი ადგომა არ შეიძლება უკვე გასინჯული ხარ და დიაგნოზიც დასმულია. -მარიამ მოგკლავ.რატი უცქერდა მარიამს და ერთი გადახარხარება როგორ ძალიან უნდოდა,მაგრამ თავს იკავებდა.როგორც იქნა ექიმები ძირს ჩამოვიდნენ და მაიკომ თქვა. -გიორგი ნინის გულის პრობლემები აქამდეც ჰქონდა? -არაფერი არ ვიცი.უთხრა გიორგიმ. -აუცილებლად გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს,მანამდე კი ეს წამლები უნდა მიიღოს. -და კიდევ მისი ნერვიულობა არ შეიძლება მის მდგომარეობაში.თქვა მოულოდნელად მარიამმა. -რა მდგომარეობაში.თქვა დემეტრემ. -მამიკო დამალვას აზრი აღარააქვს,ნინი ორსულად არის და ეს მისმა შეყვარებულმა დღეს გაიგო,ეჩხუბა და დაშორდა მაგ ბავშვს მე არ ვაღიარებო.აღარ შემხვდე,არ მიყვარხარ და აზრი არააქვს ჩემს მოძებნასო,ეს სიცხეებიც ნერვიულობის ბრალია.დემეტრემ მაიკოს შეხედა და უთხრა. -არაფერი ეტყობა,ალბად ნაყოფი ჯერ პატარაა. -მართალია,ჯერ პატარაა ალბად სამი კვირის.(ღმერთო რამდენ ტყუილს გვალაპარაკებს ეს ბავშვი)გადაულაპარაკა რატიმ გიორგის რომელიც გაშტერებული იდგა და მარიამს უცქერდა,იმ წუთში უნდოდა მართლა ეცემა,რადგან ასეთ რამეებზე არ შეთანხმებულან ისინი. -თავზე ხელები შემოიწყო და დამწუხრებული სახე მიიღო. -მამიკო ნინიმ ეს ბავშვი რომ არ მოინდომოს გაბრაზებულ გულზე და მოიშოროს? -არა,ამის უფლებას არ მივსცემ.თქვა მოულოდნელად დემეტრემ და ნინისთან წავიდა,ფრთხილად მიუახლოვდა მის საწოლს ნინის ხელი ხელში აიღო და უთხრა. -არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად იქნება.შენ ახლა ძლიერი კვება და სიმშივიდე გჭირდება,ჩვე ერთად ყველაფერს შევძლებთ.წამოდგა,შუბლზე აკოცა და დაბლა ჩავიდა. -გიორგი ვის უნდა ვთხოვო ნინის ხელი? გიორგი დაიბნა ჯერ რუსოს შეხედა და შემდეგ გოგის. -რატომ შეგეშინდა,არ ვიცი თქვენ რას და როგორ ფიქრობთ მაგრამ ნინის შევხედე თუ არა მომეწონა.ერთი ნახვით შეყვარება არ გაგიგონიათ? სწორედ მეც ასე დამემართა სადაცაა 40 წელს მივაღწევ და ალბად ჩემი გული ნინის ელოდა.გიორგი მე გაუწევ მამობას ამ ბავშვს და ამას ჩვენს გარდა ვერავინი ვერ გაიგებს,გპირდები რომ ნინის არასოდეს არ ვატკენ,თუ ჩემში ეჭვი გეპარება,მე მზად ვარ ხვალვე მოვაწერო ხელი. -მოიცადე დემეტრე ჯერ დადგეს ფეხზე,ახლა დასუსტებულია ცოტა მოკეთდეს და დაველაპარაკები,გავიგოთ რას ფიქრობს.ასე უცებ ადგე და ხელი მოაწერო,მას მშობლები ყავს,და ყავს,ძმა ყავს,ოჯახი აქვს.მე ვერ გადავწყვიტავ მათ გარეშე ვერაფერს,რჩევას კი მოგცემ,რომ ძალიან სწორ გზაზე ხარ დამდგარი და მინდა ბედნიერება გისურვო. -მაშინ აღარ შევაწუხებ დაისვენოს და ხვალ ვნახავ. -მობრძანდი,თავად დაგირეკავს ხვალ და დაგელაპარაკება.უთხრა გიორგიმ.დემეტრემ ყველას დაემშვიდობა და წავიდა,ცოტა ხნით გარეთ ისაუბრა დემეტრემ,ბექამ,რატიმ და გიორგიმ სახლში შებრუნდნენ თუ არა ერთ ხმაში ახარხარდა ყველა,მაგრამ მარიამს გაბრაზებულმა გადახედა და უთხრა. -ეს უკვე ხუმრობა აღარაა მარიამ. -პირველი,შენგან და ბექასგან განსხვავებით რაც თქვენ ორმა ანას გაუკეთეთ,ეს მასთან არაფერია და თქვენ ხმა არ გაქვთ ამოსაღები.მარიამმა ყურები დაცქვიტა და რატის შეხედა. -შეხედეთ რა სახე მიიღო,როდის გაიგებს მისთვის ამ ახალ ინფორმაციას ვერ დაისვენებს.თქვა გოგიმ და ისევ გაეცინათ. -რა მოხდა,ძია რატი გთხოვ რა თქვი. -რა მოხდა და ამ ორმა ჭკუა სუსტმა ადამიანმა დეიდაშენი პითონს მიუგდეს შესაჭმელად.მარიამმა შეჰკივლა და პირზე ხელი მიიფარა. -რომ შეეჭამა? -არა,ეს არ მოხდებოდა,რადგან ეს გათვლილი ჰქონდათ საშიშროება არ მოხდებოდა.შემდეგ მათ მიუბრუნდა და გააგრძელა.-აი თქვენგან განსხვავებით ეს ბავშვი ეშმაკია,მაგრამ ცდილობს ორი ადამიანი დააქორწინოს და ოჯახი შეიქმნას.მაგრამ მაინც გაოცებული ვარ,გიორგი მარიამის დაბადებას რომ არ დავსწრებოდი ვიტყოდი,რომ ეს შენი შვილი არ არისთქო,მაგრამ რა ვქნა რომ დავესწარი პირველად მე ავიყვანე ხელში და იმ წუთიდან მაიმუნობს. -რას გულისხმობ.თქვა მარიამმა. -ერთი საათი აწვალე ექიმები,რომ ხმა ამოგეღო და აი ასე აგრძელებ ხალხის წამებას დღემდე. -ცუდი არაფერი არ ჩამიდენია,ნახეს ერთმანეთი ორივე მხარეს მოწონებაა და რა მოხდს თუ ცოტა ტყუილი ვთქვი,ეს დღევანდელი ტყუილი დასაშვებია. -რა გააკეთე კარგი მარიამ ქალი აზრზე არ არის ორსულად თუა და ისიც უკაცოდ არის დაორსულებული.სიცილით თქვა ბექამ.ნინიკოოოო გაგიტკბა წოლააა? გგონია მართლა წოლითი რეჟიმი გამოგიწერა ექიმმა? ჩამოდი ძირს გოგო. -არა ჩვენ როგორ გვაჩერჩეტა ორი ადამიანი.თქვა მაიკომ. -აუუ,მაგარია ქორწილში ვიგრიალებ.ამ დროს ნინი ჩამოვიდა და მარიამს შეეკითხა. -ვისი ქორწილია?ამის კითხვა და ისევ მათი ახარხარება ერთი იყო. -ვისი და შენი ნინიკო.უთხრა ბექამ. -რა? მე არ მეკითხებით? -არ შეიძლება შენი ნერვიულობა ნინიკო ბავშვს ზიანს მიაყენებ და ეს ცუდია.უთხრა წყნარად რატიმ ნინიმ მუცელზე მიიდო ხელი და თქვა. -რა ბავშვი ხალხო ამიხსენით რა ხდება,მარიამ რა ჩაიფიქრე ვერ გადამირჩები. -ჩემო ლამაზო და კეთილო ნინიკო ახლა ბრაზობ,მაგრამ უნდა იცოდე სიყვარული იწყება თვალების პაჭუნით და მთვავრდება საწოლის ჭრაჭულით.ასე რომ ახლა თუ არა,მანდ ხელი რომ გიდევს სადღაც სამ ოთხ თვეში ან სულაც უფრო ადრე ან უფრო მოგვიანებით პაწია აუცულებლად იქნება,იცოდე ტყუპები უნდა იყოს ერთი ჩემი ნათლული და მეორე რატი ექიმის.ყველა გულიანად იცინოდა და გიორგისაც სიცილისგან ცრემლები სცვიოდა. -ჩემთან რა გინდა,მე რატომ მაგდებ ვალში. -კარგი ახლა ექიმო ამ შუაღამით მობრძანდით პაციენტის გასასინჯად და თქვენმა მეუღლემ თქვა ჯერ პატარა ორსული არისო და ამაგს წყალში ხომ არ ჩაგვიყრის ჩვენი ნინიკო. -მოიცადეთ,მოიცადეთ დაწყნარდით უნდა მოვიფიქროთ რა ვთქვათ,ორსულობა ეს ძალიან რთულია და გამოვრიცხოთ.ხვალ დავურეკავ დემეტრეს და მე თავად დაველაპარაკები,აქ უკვე სერიოზულად არის საქმე,ნინი გულწრფელად მიპასუხე მოგწონს დემეტრე?ვიცი ძნელია ამის თქმა დღეს მეორედ ნახე მაგრამ სულ ოდნავ თუ იგრძენი განსხვავებული რამ მის მიმართ.ნინი დაფიქრდა და თქვა. -ვერ ვიტყვი რომ მიყვარს და მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ,მაგრამ ცუდი ადამიანი არ არის არც ფიზიკურად და არც შინაგანად,ეტყობა რომ თბილი ადამიანია.ასე უცებ როგორ გადავწყვიტო გიორგი. -ნინი უცებ არის 30 წელი?რადგან მოწონებას გრძნობ,სიყვარული მოვა თავისით და ეს საქმე მოგვარებულია.ხელი მოხვია და თავზე აკოცა. -გიჟები ხართ,ამ თითისტოლა ბავშვის ჭკუაზე დადიხართ?სიცილით თქვა გოგიმ. -ვაიმე ცუდად ვაააარ?აკისკისდა უეცრად მარიამი და ყველამ მას მიაჩერდა. -რაღაცა გაახსენდა,მარიამ რა ხდება.უთხრა გიორგიმ. -ვაიმე რატომ არ დავდე კამერა სადმე,ბებლო როგორ დაფაცურდა ძმარი და ტილო რომ მომაჩეჩა ხელში და რა სწრაფად აიარა კიბეები, ახლა უთხარი ადი მაღლათქო და ერთი საათი მოუნდება ასვლას. -მარიამ შენთან ერთად ტყუილის თქმაც ვისწავლე.გაეცინა რუსოს. -ვქეიფოოოობთ.გამომივიდააააააა,ნინიკოს ვათხოვეეეებ თავად ვერ მოიფიქრააააა.ყვიროდა მარიამი,მაგრამ შემდეგ ნინის მიუბრუნდა და მოწყენილმა უთხრა.-ისე აქედან რომ წახვალ და მომენატრები ,ხომ მომიშვებ ხოლმე შენთან? -ხარ სახლში შემოსაშვები?კითხა ნინიმ სიცილით. -რატომაც არა? ბანკის მმართველი დაგითრიე.არტისტობას არ წყვეტდა მარიამი. -მარიამ ბიძი არ გიცდია თეატრალურზე ჩააბარო? -ნწუ,არა.არ მომწონს იქ შიგნით შექმნილი სიტუაციები,კულისების მიღმა ვგულისხმობ. -მარიამ ლექსიკონი შეარჩიე. -ჰო რაიყო მამიკო,18 წლის ვარ შეგახსენებ და ვეღარ მომატყუებ ბავშვები წეროებს მოჰყავს შეფუთულიო. -ღმერთო ეს შემიწირავს მე.თქვა გიორგიმ და წყალი დალია,შემდეგ ტელეფონი ამოიღო და ყველას დაურეკა,15 წუთში სახლი გაივსო. -რა ხდება გიორგი ხომ მშვიდობაა.შეშინებული შემოვიდა სახლში ანა და არ ელოდა იქ ბექას.-შენც აქ ხარ? -მეც აქ ვარ,დღევანდელ სპეციალურ ნომერს ვერ დავაკლდებოდი ნამდვილად.თქვა ბექამ სიცილით. -მოკლედ მეგობრები ერთ კვირაში ქორწილში ხარ ყველა დაპატიჟებული. -ვაიმე ვისი ქორწილია,გიორგიიიიი არ მითხრა რომ.................. -ანა რაც დაგაკელი ცემა გათხოვებამდე,ახლა მოგხვდება.მე კი არა ნინი თხოვდება,მარიამია მაშვალი.შემდეგ ყველაფერი მოუყვა მეგობრებს და მათმაც იხალისეს. -ვაიმე რა გიჟები ხართ.კისკისებდა ქეთი და კარინა. -რომ იცინით,იმაზე იფიქრეთ ერთ დღეს ასეთი მხიარული სახეებით არ გაგყიდოთ ყველა.თქვა ვახომ. -გამოვიდა სიტყვით უჟმურების მეფე.ისე რომ ამბობთ ვახო გიორგის ჰგავსო,მამიკო კი იცინის და ეს სულ ასე მოჯღუნული დადის მგონი წარბები გადაკერებული აქვს და იმიტომ არ ისხნება ისინი.თქვა მარიამმა და რუსოს ამოეფარა. -დიდ გულზე ხარ ამ საღამოს,ჩაგიგდებ ხელში და ნოტებზე გამღერებ.მარიამმა ენა გამოუყო ვახოს და გოგის და რუსოს შუში ჩაჯდა.ყველაფერი მართლა ისე მოგვარდა,როგორც მარიამმა ჩაიფიქრა.ერთ კვირაში ნინიმ და დემეტრემ კარგად გაიცნო ერთმანეთი. -ბედნიერების სულ მცირე კი არა ძალიან დიდი ნაჭერი მარგუნა ნინი უფალმა,მართლა ძალიან ბედნიერი ვარ.შენ რაღაც განსხვავებული ხარ,მე არ შემიძლია შენს გარეშე.დემეტრე სიხარულს და სიყვარულს ერთნაირად ასხივებდა. -არ მჯერავს,რომ მეც იგივე შემიძლია ვთქვა. -ხედავ მარიამმა რა გვიყო? გულიანად გაიცინა დემეტრემ. -ყველაფერი მან დაგეგმა ისე,რომ არაფერი არ ვიცოდი,არც ორსულობის შესახებ. -ისე არ უნდა ეთქვა გიორგის ტყუილია ეს ორსულობაო და მეგონებოდა ორსულ ქალზე დავქორწინდი,არადა ჩემს წინ სიწმინდის განსახიერება ზის.გეფიცები გულის შეტევა მომივიდოდა სიხარულისგან და იტყოდნენ პირველი ღამე არა დედოფალმა სიძემ ვერ გადაიტანაო.იცინოდნენ გულიანად და ყველა მათ უცქერდა. -ვერასოდეს ვიფიქრებდი ასე უეცრად თუ გადავწყვიტავდი გათხოვებას. -ამ ყველაფერს მარიამს უნდა ვუმადლოდე,საჩუქარი ეკუთნის,რა გაუხარდება? -მოდი კარგი გულის ცეფი ვუყიდოთ, კარგი კულონით. -კარგი არჩევანია,ხვალ გავიდეთ და ვუყიდოთ.ნინი მე არავარ მდიდარი ფულით ადამიანი,მაგრამ ვარ მდიდარი ჩემი სინდისით და ახლა შენით. -შეუძლებელია გიორგის მეგობარი სხვაგვარი იყო,დემეტრე ჩვენ ვიქნებით მდიდრები მე შენ მყავხარ,შენ კი მე და ორივეს ირგვლის საოცრად ერთგული მეგობრები გვიდგას,აი ესაა ჩვენი სიმდიდრე,მე არ მინდა სხვა სიმდიდრე.ცხოვრებაში არ ვართ გარკვეული რა გვინდა,ის რაც ჩვენია და რა დანიშნულებითაც ვართ მოსული.არ ვუღრმავდებით და არ ვუსმენთ შინაგან ხმას,ასე ილევა ცხოვრება ძიებაში და მთავარი გვრჩება შესასრულებელი-რა მისიითაც მოვედით ამ ქვეყანაზე! -ვისაც ზუსტად აქვს განსაზღვრული,იმას სამყარო ეხმარება და ყოველთვის იპოვნის სწორ გზას, საკუთარი ძალებით ან სხვისი დახმარებით.მე აქამდე მუდმივ ძიებაში ვიყავი,მიჭირდა ალბად სწორი გზა ამერჩია რადგან ჩვენი ბედი ერთად იყო დაწერილი ადრე თუ გვიან ჩვენ შევხვდებოდით ერთმანეთს.ვერანაირი ქარი ვერ დაეხმარება ხომალდს, რომელსაც მიზანი არ გააჩნია,მოდი ვმართოთ ჩვენი ცხოვრების ხომალდი ერთად ნინი. -მთელი ცხოვრება ბედნიერების ძიებაში ვარ,მხოლოდ მაქსიმული მინდოდა რომ მიმეღო ცხოვრებისგან,აქამდე მე ყოველდღიურ რუტინაში ვიყავი ჩართული და როგორ მივედი 30 წლამდე დამავიწყდა.მთავარია გქონდეს ოცნება,მიზანი და საკუთარ თავთან იყო მართალი.დემეტრე ვმართოთ ხომალდი ერთდ,მე თანახმა ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.