შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მშვენიერია ?! (3 თავი)


19-07-2018, 12:23
ავტორი funny girl
ნანახია 2 008

მთელი გზა საშინელებებზე ვფიქრობდი , არ ვიცოდი წინ რა მელოდა , ღმერთი რას მიმზადებდა..
საავადმყოფომდე გზა სშინლად გაიწელა .. ეს მხოლოდ ჩემთვის .. სულ რაღაც 5წუთში უკვე დანიშნულების ადგილას ვიმყოფებოდით. შიშისგან ყველაფერი მიკანკალებდა , არვიცოდი რა მელოდა იქნებ მშობლებს ვკარგავდი..
- დამშვიდდი , არაფერი მოუვათ - მამშვიდებდა ალექსანდრე
საავადმყოფოს მიმღებში შესვლისთანავე ოპერატორს ვკითხე
- გამარჯობათ , გიორგი ბაგრატიონი და თამარ ბერიძე აქ მოიყვანეს
- თქვენ ვინ ხართ მათი ?
-მე მათი ქალიშვილი ვარ
- მამათქვენი პალატაში იმყოფება , არ აქვს მძიმე დაზიანებები , ხოლო ქალბატონ თამარს ტვინზე ოპერაციას უკეთებენ რადგან ავარიის შედეგან თავი მძიმედ დაარტყა
- შეიძლება მამას ნახვა?
- დიახ , მხოლოდ ცოტა ხნით - მითხრა და მიმასწავლა მისი პალატა
მეც ალექსანდრესთან ერთად მის პალატაში შევედი , მამა ფხიზელ მდგომარეობაში იყო
- მამა როგორ ხარ? ეს როგორ მოგივიდათ
- მარიამ კარგან ვარ ნუ ნერვიულობ , ის მითხარი დედაშენი როგორ არის
- ის , მას ტვინის ოპერაციას უტარებენ , თავი მძიმედ დაარტყა
- ამის დედას შე***ი , სულ იმ ნაბიჭ*რის ბრალია ყველაფერი , ტიპი ყველაფერს აკეთებს რომ გაგვანადგუროს
- ვისზე ამბობ მამა ? - აღშფოთებულმა მხოლოდ ესღა ვთქვი
- ვის უნდა მარიამ ჩვენი განადგურება ? ხომ გაფრთხილებდი რომ რატი ის კაცი არ არის რომ ყველა ხერხი არ სცადოს ჩვენს გასანადგურებლად - მითხრა გაცოფებულმა - შენ კი მხოლოდ შენს სიამაყეზე ფიქრობ , შეიძლება შენსგამო დედაშენი იმ საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალოს
- ალექსანდრეე - ახლა მას შევხედე შველის თვალებით - სხვა გზა ნამდვილად არ არის ?
- არა მარიამ არ არის! და თუ შენ არ გინდა მე არაფერს დაგაძალებ მითუმეტეს მე ამას ჩემს გამო არ ვაკეთებ
- კარგი თანახმა ვარ - ვთქვი და ობლად გადმოვარდნილი ცრემლი უცებ მოვიწმინდე
- ვამაყობ შენით მარიამ - ამაყად წარმოსთქვა მამაჩემმა
მეტის მოთმენა აღარ შემეძლო სასწრაფოდ დავტოვე მისი პალატა , ყოველთვის საკუთარ თავზე ფიქრობდნენ ისინი და არა ჩემზე , მაგრამ იმას ვერ დავუშვებდი რომ ჩემს გამო მათ რამე მოსვლოდათ.
საბედნიეროდ დედას ოპერავია წარმატებით დასრულდა და საშიში არაფერი არ იყო , მხოლოდ რამდენიმე დღით დატოვებდნენ რომ დაკვირვებოდნენ .. რათქმაუნდა ესეც საშიში იყო მაგრამ ალექსანდრემ ამაზეც იფიქრა და დაცვა დაუყენა მათ...
რამოდენიმე დღეში ორივე გამოწერეს და სახლში იმყოფებოდნენ როდესაც ახვლედიანი გვეწვია
- ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის - ჩავინუტბუტე ჩემთვის
- მარიამ რა სიტყვებია - შენიშვნა მომცა დედაჩემმა.
ყველა გულთბილად მიესალმა და გადაკოცნა ალექსანდრე , მხოლოდ მე რომ დავრჩი არ ვაპირებდი განძრევას .. თვითონ მოვიდა ჩემთან გადამკოცნა მომეხვია და ყურში ჩუმად ჩამჩულჩულა
- როგორი უმადური ყოფილხარ პატარავ? - ოხ როგორ მაღიზიანებდა მისი დამცინავი ხმა
- აბა როგორ ხართ ? ხომ არაფერი გაწუხებთ ? -მოიკითხა ალექსანდრემ ჩემები
- კარგად შვილო , არაფერი არ გვაწუხებს ,მხოლოდ ვნერვიულობთ რატი არ გამოჩნდეს ისევ
- სწორედ ამ საქმეზე მოვედი მეც - შემომხედა - რაც შეიძლება მალე უნდა გადავიხადოთ ქორწილი თორემ რაც უფრო მეტი დრო გადის მით მეტი საფრთხე გემუქრებათ თქვენც და მარიამსაც , თუ გაწყობთ ოთხ დღეში გაიმართება ქორწილი
- კი მაგრამ როგორ მოვასწრებთ ოთხ დღეში ყველაფრის მომზადებას - გაიოცა დედაჩემმა
- ქალბატონო თამარ თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ ყველაფერს მე მოვაგვარებ , თქვენ მხოლოდ მარიამი მოამზადეთ
- ესე სწრაფად ? მე აღარაფერს არ მეკითხებით ?
- რა არის შესათანხმებელი ყველაფერი მოგვარებულია- ისევ და ისევ მისი ირონიული ღიმილი - კარგით მაშინ ახლა მე წავალ , ხვალ კი მარიამს მოგტაცებთ დროებით ჩემს ოჯახს გავაცნობ
- კარგი შვილო
გასასვლელად ემზადებოდა როცა მე შემომხედა ,თითქოს რაღაც გაახსენდაო ,მოვიდა ახლოს და მითხრა
- სულ დამავიწყდა ბეჭდის გაკეთება , თუ შეიძლება ხელი - მეც მივაწოდე ხელი და ჩემს თითზე ულამაზესი ბეჭედი გამიკეთაა - იმედია მოგეწონება .. კარგი ახლა წავედი , არ გამაცილებ მარიამ ?
- არა იყოს რა საჭიროა
-საცოლეც ასეთი უნდა , ჩემთან თამაშს არ გირჩევ იცოდე ყოველთვის წაგებული დარჩები
- დიდი წარმოდგენა ნუ გექნება საკუთარ თავზე ახვლედიანოო
- შეგახსენებ ამას პატარვ - მითხრა და ახლა ნამდვილად წავიდა
ნუკის დავურეკე , ახლა მხოლოდ მასთან ლაპარაკი მჭირდებოდა .. ყველაფერი მოვუყევი
- იცოდე მოემზადე მეჯვარე შენ ხარ - ვუთხარი უემოციოდ
- კარგი რა მაინც რა განერვიულებს ვიღაც ჯემალას მაინც არ მიყვები შეხედე რა კაცია , მთელი საქართველო მას შენატრის შენ კიდე ცოლად მიყვები და უარზე ხარ , რა გემართებაა
- ელემენტარული მთელი ცხოვრება ნამდვილ სიყვარულს ველოდი , შეყვარებული არასდროს არ მყოლია ბიჭისთვის ნაკოცნიც არ მაქვს და ეხლა რა მანერვიულებს ? ვიღაცას ვისაც არც კი ვიცნობ ცოლად მივყვები და არაფერი მაქვს ხო სანერვიულოო .. თან ხვალ მისი ოჯახი უნდა გამაცნოს , არც კი ვიცი რა მოხდება ხვალ
- კაი რა იყო , შენ ვის არ მოეწონები ჩემი უსაყვარლესი გოგო ხარ , დამშვიდდი არ ინერვიულო და ყველაფერი კარგად იქნება
- კარგი წავედი დავიძინო თორე ვეღარ გავიღვიძებ ხვალ
- კაი მიდი
მართლაც მალე ჩამეძინა .. მეორე დღეს ალექსანდრეს მესიჯი როგორც კი მომივიდა რო მოვმზადებულიყავი , მაშინვე შევუდექი საქმეს .. როდესაც მოვიდა უკვე ველოდი მისაღებში , მალევე წავედით ... გზაში სულ იმაზე ვფიქრობდი თუ რა მოხდებოდა მის ოჯახში.. მალევე მივედით . მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა, გადავიდა , შემდეგ ნეც გამიღო მანქანის კარი და სახლისკენ მიბიძგა
კარი დედამისმა გაგვიღო
- ალექს შვილო მოხვედით უკვე , გელოდით ,
გამარჯობა შვილო
- გამარჯობათ
- რას დგახართ შემოდით სახლში
როგორც აღმოჩნდა ალექსანდრეს ოჯახს მხოლოდ დედა , და და ძმა შეადგენდნენ.. ისე მოვიხიბლე მათი ურთიერთობით რომ მომინდა ჩემი ოჯახიც ასეთი თბილი ყოფილიყოო.. დრო შესანიშნავად გავატარეთ სახლშიც ალექსანდრემ დამაბრუნა .
- კარგად მარიამ , ქორწილამდე ვეღარ გნახავ , კომპანიის საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და ქორწილის , ასე ტავს გაუფრთხილდი , არაფერი არ გააფუჭო და შენს ოჯახზე იფიქრე თითოეული ნაბიჯის გადადგმისას - დამარიგა პატარა ბავშვივით
- გეყოფა ალექსანდრე , არ ვარ ორი წლის ბავშვი , კარგად წავედი
- ფრთხილად იყავი - ბოლოს მაინც გამაფრთხილა და წავიდა
მას შემდეგ მართლა აღარ გამოჩენილა.. უსწრაფესად გავიდა დარჩენილი დღეები და დღეს უკვე ჩვენი ქორწილის დღეა ..
ღმერთო როგორ მინდა რომ ეს ჩემს თავს არ ხდებოდეს..
დილიდან ყველა თავს დამტრიალებდა ,მაკიაჟი თმა ფრჩხილები და ბევრი რამ ბოლოს უკვე მზად მყოფი საკუთარ თავს ვუყურებდი და მხოლოდ ერთ რაღაცაზე ვფიქრობდი მარტო მყოფი , ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა მეე, ამიტომ თავს უფლება მივეცი ხმამაღლა მეფიქრა
- ხომ არ გავქცეულიყავი ? - სიცილი ამიტყდა - საკუთარი ქორწილიდან მოვტყდები , ვერავინ ვერაფერს გაიგებს , არავინ არ იქნება ჩემზე დამოკიდებული და მეც აღარ გავთხოვდებიიი - განვაგრძობდი ხმამაღლა ფიქრს და ეს ფოქრო თანდათან უფრო მიჯდებოდა ჭკუაში..-რა მოხდება ნეტავ ? წავალ თუ არა ? გავბედავ ამას ? ნუთუ მივატოვებ ჩემს ოჯახს ბედის ანაბარა?

მოგესალმებით , ესეც მესამე თავი.იმედია ისიამოვნებთ , არ ვიცი რა გამომივიდა



№1 სტუმარი Bomji gela

აეეე კუკურუკუკუუუ ობოლი ბიჭი ვარ ღარიბი ღატაკი დაააა ვოტ ტაკაია დოლია ვარავსკაია დზააან
მაგარი ისტორიები გაქ გენაცვალე სულ ში გულში

 


№2 სტუმარი სტუმარი მაშო

გაგცევა მართლაც დიდი სისუელე იქნება ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი funny girl

Bomji gela
აეეე კუკურუკუკუუუ ობოლი ბიჭი ვარ ღარიბი ღატაკი დაააა ვოტ ტაკაია დოლია ვარავსკაია დზააან
მაგარი ისტორიები გაქ გენაცვალე სულ ში გულში

ძმას ვენაცვალე :დდ

სტუმარი მაშო
გაგცევა მართლაც დიდი სისუელე იქნება ველოდები შემდეგ თავს

ვნახოთ რა მოხდება

 


№4 სტუმარი Sarcasm

Mxolod sheni istoriebis gamo shemovdivar am gverdze ❤️

 


№5  offline წევრი funny girl

Sarcasm
Mxolod sheni istoriebis gamo shemovdivar am gverdze ❤️

მადლობა საყვარელოო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent