შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელობით აღსავსე ცხოვრება (1 თავი )


19-07-2018, 13:48
ავტორი Eto Samadashvili
ნანახია 1 476

ყოველთვის ხდება ჩვენ ცხოვრებაში ისეთი რაღაც რასაც არასდროს მოველით. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა....
დავიბადე შვენიერ და ჩემთვის კომფორტულ ქალაქში, არასდროს მიოცნებია მდიდრულ ცხოვრებაზე,რაც მქონდა ისიც მაკმაყოფილებდა. დედისერთა ვარ მაგრამ არასდროს მათამამებდნენ და ალბათ კარგადაც იქცეოდნენ. სულ დამავიწყდა... ნინი მქვია, სკოლა ახლახანს დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავირიცხე. ჩემთვის ეს გარემო უცხო იყო და ცოტა მიჭირდა შეგუება. მეგობრები მალევე შევიძინე და იქაურობას შევეჩვიე. ჩემი მეორე სახლივით იყო ნახევარ დღეს ხომ იქ ვატარებდი.
ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. უნივერსიტეტში ღონისძიება ტარდებოდა, სიმართლე გითხრათ ასეთი გართობები არ მიზიდავს მაგრამ მეგობრებს არ ვაწყენინე და მეც წავედი. კარგად ვერთობოდით თუმცა მოულოდნელად თავი შეუძლოდ ვიგრძენი თავბრუსხვევა დამეწყო. არავის შევუმჩნევივარ გარდა ერთისა.. რომ არა ეს ჯენტლმენი ალბათ ახლა ძირს ვეგდებოდი უგონოდ.
გონს რომ მოვედი უკვე პალატაში ვიყავი. ირგვლივ არავინ იყო, სიჩუმე სუფევდა. უცბად ექთანი შემოვიდა, წერილი და ყვავილების დიდი თაიგული გადმომცა.გამიკვირდა.. ასეთი რამ ჩემ ცხოვრებაში პირველად ხდება. დავინტერესდი თუ ვინ იყო უმშვენიერესი თაიგულისა და წერილის ავტორი და სასწრაფოდ კონვერტი გავხსენი. ,, შენმა სილამაზემ აღმაფრთოვანა, დანახვისთანავე შემიყვარდი. იმედია არ მიწყენ ჩემ გიჟურ საქციელს" წერილის ბოლოს კი მისი სახელი სანდრო ამოვიკითხე. არ დაგიმალავთ რაღაცნაირად მესიამოვნა უცნობი ადამიანისგან ყურადღება და მისი სიტყვები გულში ჩამწვდა. როგორც აღმოჩნდა გემოგლობინი მქონია დაბალი. გადასხმებს მიკეთებდნენ მთელი ღამის განმავლობაში. ამიტომ რამდენიმე ხანი აქ მომიწევდა ყოფნა. ვიაიდან პალატაში არავინ იყო და ირგვლის სიჩუმე იყო გაბატონებული ჩამეძინა. რამდენიმე საათის ძილის შემდეგ რას ვხედავ ოთახში ჩემს საწოლთან ვიღაც უცნობი ზის და მიყურებს. უცებ შევკრთი შემეშინდა უცნობ პიროვნება რომ დავინახე ჩემ გვერდით. შემდეგ კი წერილი და ვარდები გამახსენდა.... ჩემდა უნებურად ყვავილებს გადავხედე და სახეზე ღიმილი ამითამაშდა. სიტყვის თქმა არ მაცადა რომ ლაპარაკი დაიწყო.
-მე ის ვარ ვინც ზუსტად ეს ყვავილები გაჩუქა. იმედია არ გამიბრაზდები და ამ თავხედურ საქციელს მაპატიებ.
- არა პირიქით რას ბრძანებთ მადლობა მინდოდა გადამეხადა მაგრამ საუბარი ვეღარ გაგაწყვეტინეთ.
-კარგი... რომ გამოგწერენ ჩემთან წაგიყვან და კარგად მოგივლი.
-არა რას ბრძანებ. ასეთი რამ არ შეიძლება. არც კი გიცნობ.
- არაუშავს ერთმანეთს ასე უფრო ახლოს გავიცნობთ ( და გაეღიმა)
-ხომ გითხარი არა თქო ( გავჯიუტდი მეც)
- შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. ჩემი სიტყვა ამიერიდან შენთვის კანონი უნდა იყოს. ( თითქოს გაბრაზება შეეტყო ხმაზე )
-ჰმმ! არა და მორჩა!!
-კი მეთქი. ადექი მივდივართ. გარეთ დაგელოდები. მხოლოდ გაემზადე ჩანთას მე ჩაგილაგებ შენ ზედმეტად არ დაიტვირთო თავი.
-როგორც მიბრძანებთ.. ( ირონიულად გავუღიმე)
რათქმაუნდა არ მინდოდა მასთან წასვლა თუმცა ისე სუსტად ვიყავი შეწინააღმდეგების თავიც კი არ მქონდა. ალბათ იფიქრებთ ოჯახი ხომ ყავს რატომ არ გააგებინა მომხდარიო მაგრამ ისინი აქ არ ცხოვრობენ საზღვარგარეთ არიან იქ ცხოვრობენ. მეგობარი კი დასასვენებლად სოფელშია წასული. სხვა გზა არ მაქვს ჩემს თავს მარტო ვერ მოვუვლი ამიტომ იძულებული ვარ უცნობ ადამიანს გავყვე.
როგორც იქნა საავადმყოფოს და ამ ცუდ აურას თავი დავაღწიე, უცნობის მანქანაში ბარგი ჩავდე მეთვითნაც ჩავჯექი და წავედით. გზაში ხმა არ ამომიღია რატომღაც სანდროც დუმდა. და უცებ რას ვხედავ ნელნელა ქალაქიდან გასასვლელს ვუახლოვდებით... შიშმა შემიპყრო ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავ..... ნეტავ რა ხდება.....



№1 სტუმარი Bozi Lena

Ra dzalian achqareb movlenebs shemdeg tavshi erotiul scenebs unda velodot?

 


№2 სტუმარი Mari

Dzalian momewona

 


№3 სტუმარი Anna

Auu pirveli komentaris nickname???? bozi lena????????????????????????

 


№4  offline წევრი Eto Samadashvili

Bozi Lena
Ra dzalian achqareb movlenebs shemdeg tavshi erotiul scenebs unda velodot?

Ara ????

Anna
Auu pirveli komentaris nickname???? bozi lena????????????????????????

Hmmm ???? sainteresoa

Mari
Dzalian momewona

მადლობაა... ღირს გაგრძელება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent