შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანასტასია*თავი პირველი*


19-07-2018, 17:31
ავტორი nathali lifhonava
ნანახია 1 479

დილით როგორც ყოველთვის ადრე ავდექი,თბილისში წასასვლელად უნდა მოვმზადებულიყავი.
ჩემოდანი გამოვიღე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე,ერთი ჩემოდანი არ მეყო,იმისთვის რომ ყველაფერი ჩამეტია და მეორეც გამოვიღე.
ორი საათი ჩემი ტანსაცმლის დახარისხებაში გავატარე და ბოლოს როგორც იქნა მოვრჩი.
შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე და აბანოში შევვარდი.
ნახევარი საათი შხაპის ქვეშ ვიდექი და ვფიქრობდი სრულიად უცხო ქალაქზე,რომელზედაც წარმოდგენაც კი არ მქონდა როგორი იქნებოდა.არასდროს გავცილებივარ სოფელს,და ეხლა პირველად მივდიოდი ქალაქში,გამიგია რომ თბილისი უზარმაზარი ქალაქია ვნახოთ,ამდენს ლაპარაკობენ მასზე და როგორი იქნება.
აბანოში თბილისზე ფიქრები არ მასვენებდა,ბოლოს როგორც იქნა გამოვედი და ტანი შევიმშრალე,ახალი ტანსაცმელები საწოლზე მეწყო,ჩავიცვი,ჩანთები ავიღე და ქვემოთ ჩავედი სადაც დედა და ჩემი ძმა მელოდნენ,მამა საზღვარგარეთ იყო წასული,ძალიან მენატრებოდა მაგრამ ოჯახს იქიდან არჩენდა,საკმაოდ შეძლებულად ვცხოვრობდით და სოფელშიც კარგი სახელი გვქონდა.
ძალიან მწყინდა ამ ადგილს რომ ვტოვებდი მაგრამ სწავლა თბილისში უნდა გამეგრძელებინა,ყველაზე მეტად ჩემი ძმა და ლილუ მომენატრებოდა მაგრამ,სხვა გზა არ იყო. ირაკლი მპირდებოდა რომ ხშირად ჩამომაკითხავდა თბილისში და მონატრებას ამით გავინელებდი.
-დილა მშვიდობისა-მივესალმე ყველას და მაგიდასთან დავიკავე ადგილი.
-დილა მშვიდობისა ანა-თბილად მითხრა დედამ და თეფშზე ჩემი საყვარელი ბლითები გადმომიღო.
-ოჰჰ,რო კითხო არ უნდა თბილისში წასვლა და მოვენატრებით-სიცილით მითხრა ირაკლიმ და თავზე მაკოცა.
-ხო რა იყო?ეჭვი რატომ გეპარება?
-აბა ამ დილაუთენია რას გამოწყობილხარ?
-სხვათაშორის ჩემო ძვირფასო ძამიკო,დილით უნდა წავიდე ღამის საათებში თბილისში იქეთ-აქეთ ბოდიალს არ ვაპირებ,გადავეყრები ვიღაც დებილს და მერე კი იცი
-ჩემი ჭკვიანი გოგო-გაეცინა ირაკლის.
საუზმეს რომ მოვრჩით წასასვლელად მოვემზადე.
ირაკლიმ მე წაგიყვანო ამიჩემა და ბოლოს დამითანხმა.
-ანასტასია დედა ჭკვიანად იყავი იქ იცოდე,ბევრი ცუდი ადამიანი იქნება და მაგათ ახლოს არ მიეკარო,უნივერსიტეტშიც ბევრს არ დაუმეგობრდე,გაფრთხილებ ჩამოგაკითხავ და აქეთ წამოგიყვან,რამე თუ შეგემთხვა უცებ ჩვენ დაგვირეკე,ტელეფონი სულ ჩართული გქონდეს და ნუ გათიშავ,იქნებ რაიმე სასწრაფო საქმე გვექენეს-მაფრთხილებდა და რჩევებს მაძლევდა დედა,თვალებიდან კი ცრემლები სდიოდა.
-კარგი დედა შენ ნუ ინერვიულებ-მაგრად ჩავეხუტე დედას და მანქანისკენ ავიღე გეზი,რადგან ირაკლიმ გამაყრუებელი სიგნალით მთელი სოფელი აიკლო.
-აბა ძამიკო წავედით-ვუთხარი მხიარულად და ტაში შემოვკარი.
მთელი გზა ირაკლის მომაბეზრებელი რჩევა-დარიგების მოსმენაში გავატარე.
-ვაიმეე გავიგე ირაკლი გა-ვი-გე,ნუ გამომიხვედი ერთი მზრუნველი დედა-ვუთხარი და ლოყაზე ვუჩქმიტე.
-ანასტასია მე რა გაგაფრთხილე?მასე ნუ მჩქმეტ ლოყაზე ბავშვი ხომ არ ვარ?
-კაი,კაი ჰოო,ისე შენ არ გინდა აქ საცხოვრებლად რომ გადმოხვიდე?
-არა რა მინდა,იქ ხო იცი ელენეს ვერ დავტოვებ.
-ელენეს ვერ დატოვებ და მე მტოვებ აქ მარტო ხო?-თავი სარკისკენ შევატრიალე რადგან მართლა მეწყინა რომ ვიღაც ელენე ერჩივნა ჩემს თავს.
-ოჰ ვიღაც გაიბუტაო
ხმა არ გამიცია,და არც ვაპირებდი,საერთოდ ასეთი ხასიათი მაქვს თუ ვინმეს წავეჩხუბე ჩემი შემორიგება იმაზე უფრო ძნელია ვიდრე წარმოუდგენიათ.
სარკეს მივადე თავი და ჩამეძინა,როგორც ჩანს დიდი ხანი ვიმგზავრეთ რადგან,რომ ჩავედით მოსაღამოებული იყო.
მანქნის კარი გამოვაღე და საბარგულიდან ჩანთები გადმოვიღე.
ჩემი ბინისკენ ავიღე გეზი,ირაკლიზე ისევ გაბრაზებული ვიყავი და ხმა არ გამიცია.
გავიგე როგორ ძლიერად დაკეტა მანქნის კარები და ჩემს გვერდზე წამის მეასედში აღმოჩნდა,არც კი გავხედე ისე გავაგრძელე გზა სახლისკენ,მეშვიდე სართულზე ვიყავი და ლიფტში შევედით.
ორი წუთის შემდეგ კი ჩემი სახლის კარებთან ვიდექით მე და ირაკლი,როდესაც მეორე ბინის კარები გამოიღო და მაღალი ქერა გოგო გამოვიდა უკან კი ბიჭი მოსდევდა,ტუჩებში აკოცეს ერთმანეთს და გოგონა უცებ მოწყდა ადგილს.
ბიჭმა ერთი ამათვალიერა,თვალი ჩამიკრა და ოთახში შევიდა.
ირაკლი კი ამ სცენას გაკვირვებული უყურებდა.
-ანასტასია იმ ბიჭს გაეკარები და დაგახრჩობ.
-შენზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ და აჯობებს თუ ხმას არ ამოიღებ-ჩანთებს ხელი გავუშვი და ოთახში შევედი,კარი დავკეტე და უცებ მეორე ოთახიდან მივაძახე ჩემს 'ძამიკოს'
-მგონი აჯობებს თუ შემოხვალ და ჩანთებსაც გამოიყოლებ.
*გიჟია ეს გოგო*-ბუზღუნით თქვა ირაკლიმ და ჩანთები ოთახში 'შეათრია'
-ანასტასია რა არის ეხლა ეს?მთელი სოფელი წამოიღე გოგო?
ანასტასია სიცილს ვერ იკავებდა უყვარდა მისი ძმის გაბრაზება,ამ დროს სახე ისე ეცვლებოდა მართლა ბავშვს გავდა.
-ჩემი დებილი ძმა ხარ,რა ვქნა შენზე გაბრაზება რომ არ შემიძლია?-უთხრა და მაგრად ჩაეხუტა.
-დღეს ნუ წახვალ ღამეა უკვე,აჯობებს თუ ხვალ დაბრუნდები
-კარგი დედას დავურეკავ და ვეტყვი.
ცოტა ხანი ტელევიზორს უყურებდა ორივე,მერე კი ანასტასიას ჩაეძინა და ირაკლიმ ოთხში გაიყვანა.

რამდენიმე წუთის შემდეგ კი კარზე ზარის ხმა გაიგო ირაკლიმ და გაუკვირდა,ანასტასია ახალი გადმოსული იყო ბინაში და ამ შუა ღამეს ვინ უნდა იყოსო.
კართან სწრაფად მივიდა და გამოაღო,ხელში კი რამდენი საათის წინ ქერა გოგოსთან ერთად მდგარი ბიჭი შერჩა.
-გამარჯობათ,რა გნებავთ?-უთხრა ირაკლიმ კარებთან ატუზულ ბიჭს,რომელიც თავიდანვე არ მოხვდა თვალში.
-გადმოსვლა უნდა მიმელოცა ქალბატონი ანასტასიასთვის
-შენ მისი სახელი საიდან იცი?
-გავიგე შენ რომ მიმართე-ჭკვიანურად იცრუა ბიჭმა და ირაკლიმაც დაიჯერა.
-ეხლა სძინავს და აჯობებს მისგან თავს შორს თუ დაიჭერ
-ეს ჩვენი გადასაწყვეტია-უთხრა უცნობმა ბიჭმა,ირაკლის წელზე ხელი ნელა დაჰკრა და კვლავ წამის მეასედში მოსწყდა ადგილს.
ირაკლიმ კარი ჩაკეტა და ანასტასიას ოთახისკენ დაიძრა,კარი გამოაღო და მისი დის გვერდზე მოკალათდა.
დიდი ხანი ფიქრობდა ვინ იყო ის ბიჭი და მისი დისგან რა უნდოდა,მაგრამ ბოლოს დაასჯკვნა რომ უბრალოდ მართლაც მოსალოცად იყო მოსული,ფიქრებს მორჩა თუ არა ეგრევე ჩაეძინა.
დილით როგორც ყოველთვის მისი დის ოინებმა გააღვიძეს,ანასტასიამ ირაკლის წყალი გადაასხა და გააღვიძა თან უყვიროდა
-ძილისგუდავ ადექი,რამდენი ხანი უნდა იძინო?-თან სიცილს ვერ იკავებდა და ამდენი სიცილისგან მუცელიც ასტკივდა
-გოგოო თუ მაღვიძებ ნორმალურად მაინც გამაღვიძე,ეხლა კი სამაგიეროს დროა
-რააა?-ანასტასიამ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე შეათრია ირაკლიმ აბანოში და გაყინული წყლის ქვეშ თხუთმეტი წუთი დააყენა,მანამ არ გამოიყვანა სანამ საბრალო გოგოს კანკალი არ აუვარდა.
-იდიოტო,მე ერთი ჭიქა დაგასხი და შენ?ცოტაც და გავიყინებოდი.
ირაკლიმ ლოყაზე აკოცა,ანასტასიამ კი თმები გაიმშრალა,ტანზე კაბა ჩაიცვა და ირაკლისთან გავიდა ოთახში,რომელიც ისე მადისაღმძვრელად ჭამდა რომ ისიც მის გვერდით მოკალათდა და ჭამა დაიწყო.
ირაკლის გუშინდელი საღამოს შესახებ არაფერი უთხრა,არ უნდოდა რომ მის დას იმ ტიპის მიმართ ზედმეტი ინტერესები გამოეჩინა.
ისაუზმეს თუ არა ირაკლი წამოდგა და სახლში წასვლა დააპირა,ანასტასიამ გინდა თუ არა უნდა გაგაცილოო და ქვემოთ ჩავიდა,ირაკლის დიდი ხანი ეხუტებოდა,ბოლოს გადაკოცნეს ერთმანეთი და ირაკლი მანქანაში ჩაჯდა.
ანასტასიას თვალზე ცრემლი რომ შენიშნა გული ეტკინა,ვერ იტანდა საერთოდ მის თვალზე სითხეს რომ ხედავდა და გული უკვდებოდა.
-ანა ნუ ნერვიულობ,ხშირად ჩამოგაკითხავთ მე და დედა,მიყვარხარ.
უთხრა და მანქანა დაძრა არ უნდოდა რომ დიდ ხანს ეყურებინა მისი ცრემლიანი დისთვის.
ანა დიდი ხანი იდგა იქვე,ცრემლები კი სვლას არ წყვეტდნენ.
უკნიდან რომ შეხება იგრძნო ანამ შეკრთა და გულმა ძგერა დაუწყო,შეტრიალდა და თვალში კვლავ მისი მეზობელი ბიჭი მოხვდა.
-ხომ არ შეგაშინე ანა?
-არა-უთხრა და კორპუსისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.
ბოლოს როცა გაიაზრა რომ მას სახელით მიმართეს,სახეზე გაკვირვება დაეტყო და ფიქრებმა არ მოასვენეს "საიდან იცის ჩემი სახელი"?
***
როგორია?
გავაგრძელოო?
მაინტერესებს თქვენი აზრიიი<3
kissing_heart



№1  offline წევრი სამხარა ძეეე

გაააგრძელეეე;))))

 


№2  offline წევრი khatia khatia

უნდა გაააგრძელოოო მა რა უნდა ქნა heart_eyes heart_eyes heart_eyes კაია ძაანნ wink wink
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№3  offline წევრი ნორმი

გააგრძელეეე
--------------------
მორფეოსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent