შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მატარებელი (მეოთხე თავი)


20-07-2018, 01:59
ავტორი მერედითი
ნანახია 1 065

უცებ შევიდა შეტყობინებებში გადავიდა და რაც შეიძლებოდა თავი და თვალები გამოვწიე, რადგან მწარე გამოცდილება მაქვს სხვის „მესიჯებში“ ყურებისა. ეს ისტორია ასე ჟღერს: დასვენება იყო, უთავბოლოდ დავბოდიალობდი კლასში და თან ვღიღინებდი. დიდი დასვენება იყო და თითო ოროლა ბავშვი თუ იქნებოდა კლასში. დავდიოდი და თან გადავხედავდი ბავშვებს, ან დავალებას იწერდნენ ან ტელეფონში შემძვრალები იყვნენ. ამ დროს ბასილაშვილი მომხვდა თვალში. მოკლედ რომ ვთქვათ ბასილაშვილი ისეთი გოგოა, რომელიც 24 საათი შეყვარებულს სწერს, რომელიც სხვა სკოლაშია. უკვე გამაღიზიანებელიც კი არის მისი მუდმივი მდგომარეობა, კლასელები და მეგობრები იშვიათად თუ გაახსენდება. ჰოდა ჩავიარე ბასილაშვილისკენ. ტრადიციულად „ემესიჯებოდა“ შეყვარებულს.მივედი და ხელი გადავხვიე:
-შენი ბიჭი რას შვრება? ქორწილში არ მეპატიჟებით??-ვუთხარი და გამეცინა. ყოველთვის ვიცოდი რომ ნინოს ანუ ბასილაშვილს იუმორის გრძნობა ჰქონდა, მაგრამ ეხლა ვიცი რომ არა. ამ ნათქვამის შემდეგ ისე შემომთხლიშა სახეში რომ უკანა მერხზე გადავვარდი. ამის შედეგად 1 კვირა ვიარე თვალჩალურჯებულმა. რა დაეტაკა, ალბათ მაშინ იჩხუბეს...
ასე რომ შეტყობინებების თვალიერება როდის დაასრულა ვერ შევამჩნიე, მაგრამ ის კი შევამჩნიე რომ რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო...
მე ჩემს გასაჭირზე ჩავფიქრდი, გამოცდები .მოკლედ 5 საგანში გამოცდა კომპუტერთან არის სააშინელება. მე არ ვღელავ, მაგრამ ცოტა საშიში არის.მაგრამ რა დროს გამოცდებია ჯერ ქვეყანა დროა. ისე არ მითქვამს ჩემი ცხოვრების გამხარებლის შესახებ.დიახ ცხოვრების გამხარებელი! ჩემი პატარა სიცოცხლე დაიკო-ანასტასია. 4 წლისაა და ძაალიან საყვარელია. ჩემს თავსა და ბავშვობას მახსენებს, რა თქმა უნდა ზუსტად ჩემი ასლი არ არის მაგრამ ზოგი რამ ჩემზე უკეთესად გამოსდის...
მუცელმა შემაწუხა, ასე რომ დედაჩემის გამომცხვარი ხაჭაპური ამოვიღე. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დედაჩემი ზედმეტად მზრუნველია, განსაკუთრებით ესეთ საკითხებში. ბედნიერი ვარ ქადაც რომ არ გამომიცხო, თორემ ბარგის ნახევარი მარტო საჭმელი იქნებოდა. ამ დროს გამახსენდა, რომ დედა ინერვიულებდა ამდენი ხანი რომ არ დამირეკია და დავრეკე. ზარი გასული არ იყო, რომ მესმის დედას ხმა:
-ალო? შვილო როგორ ხარ? სად ხარ? რას აკეთებ? რამე ხომ არ გიჭირს?- ტიპიური დედა...
-ჰო დედა, ცოცხალი ვარ და კარგად ვარ, მატარებელში ვარ და ნუ ნერვიულობ არაფერი დამემართება...-ვპასუხობ და ამ დროს გვერდიდან ხითხითი მესმის, ოჰ გაბრიელი...
-შვილო გთხოვ შეჭამე საჭმელი რაც გაგატანე არ დაალპო, მეგობრებსაც შესთავაზე, ნორმალურად მოიქეცი, სადმე რამე არ დაგრჩეს...
-ვაიმე დედა ეგ უკვე ხუთჯერ მითხარი სახლში, რა იყო რაღას მგზავნიდი თუ ჩემში ეჭვი გეპარებოდა... ბოლოს და ბოლოს პატარა ხომ არ ვარ... -თითქოს გავიბუტე და ამ დროს კიდევ უფრო მეტი ხითხითი მესმის. ვაიმე კარგით რა! რა არის სასაცილო!
-კარგი დედა კიდევ რა გაინტერესებს? მალე მორჩი...
-ხომ კარგად მოთავსდი მატარებელში? მალე ჩახვალ?
-კარგად მოვთავსდი და არვიცი როდის ჩავალ... კარგი წავედი მომიკითხე ტუსუნია.
-კარგი კარგი... -გავთიშე და დავიწყე გაბრიელისთვის საყვედურის თქმა:
-კარგი გასაგებია რომ სასაცილო საუბარი იყო მაგრამ ამდენი სიცილი შეიძლება?-ამ დროს მივბრუბდი და რას ვხედავ: თვითონაც საუბრობს ვიდეოჩატში...
აამ... გასაგებია მაშინ სიცილი და ამბები
ამოვიღე წიგნი და გავაგრძლე.
გავაგრძელე კითხვა და 58 გვერდიდან 258-მდე მივაღწიე. თავი რომ ავწიე ამ დროს შემეგება ხმა: ვუახლოვდებით მახინჯაურს... როგორც ვიცი ეს ახლოსაა ბათუმთან, ასე რომ მალე მივიდოდი. ჩემი უკვე გაცივებული ყავა მოვსვი და გაბრიელს გავხედე. იჯდა ძალიან ცივი სახით, რაც უცნაური იყო მისი ბოლოს გაგონილი ხითხითის შემდეგ.
-ჰეი!-დავუძახე. პასუხი არ არის...-იგნორი??რატომ?-უცებ გამომხედა და მიპასუხა:
-უი რამე მითხარი?
-კი, მაგრამ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რა გჭირს?
-არაფერი დაიკიდე.
-ვიცი დიდი ხანია არ გიცნობ, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენებ, სანამ არ გავიგებ რა გჭირს...
-არაფერი, უბრალოდ... ბებიას ოპერაციას უკეთებენ...
-უი... ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე- ვუთხარი და იმედიანი სახე მივიღე (როგორც შემეძლო)
-ჰო...-თქვა და დადუმდა.
კარგი არ მშველის ამჯერად ჩემი კომუნიკაბელურობა და თავს ვანებებ, მერე უფრო კარგად იქნება. მემგონი ამ წიგნს აქვე მოვრჩები, სულ ცოტაღა დამრჩა... აუ მეტი წიგნი რატომ არ წამოვიღეე! საკუთარ თავში საოცრად იმედგაცრუებული ორ ცალ შოკოლადს ვიღებ, ერთს გაბრიელს ვაწვდი და იქამდე ვაჩეჩებ, სანამ არ აიღებს და შეჭამს, შემდეგ მივირთმევ ჩემსას და ფიქრს ვაგრძელებ. ცოტა რამეს ჩემი სასკოლო ცხოვრების შესახებ ვიტყვი:
ჩემს კლასში ვარ მე-4 კლასიდან, რადგან ახალ სახლში გადავედით. კლასელები თავიდან გულცივად, ხოლო მერე კარგად შემხვდნენ, კერძოდ კი მე-2 სემესტრში, და გავიცანი ჩემი საუკეთესო მეგობარი - სოფო. აქედან მე და სოფო სკოლის წამებას ერთად ვუძლებთ. ბევრი ადამიანი მოვიდა და წავიდა, მაგრამ სოფო ყოველთვის გვერდში მიდგას. არ იფიქროთ რომ ჩემს სკოლაში და კლასში არ იყოს ეგრეთ წოდებული დაყოფები და ადამიანთა ტიპები. როგორც ყველგან ჩემს კლასშიც არიან „მაგარი ტიპები“ (ისემც შენ რა გითხარი მაგათ „ტიპობაზე“, მარა...); „გოიმები“; მუდმივი დასაცინი ობიექტები; ინტელექტუალები; მასწავლებლის საყვარლები; ნიშნის გიჟები; კლასის ავტორიტეტი; ათოსნები; კლასის ენაჭარტალა; ჭორიკანა... მოკლედ უსასრულოდ მივყვები ასე რომ შევწყვეტ. მე და სოფო ალბათ უფრო ათოსნები და ინტელექტუალები ვართ, არ ჩამითვალოთ თავდაჯერებულობაში, მაგრამ ფაქტები ამას მეტყველებენ. სოფო უკვე ძალიან მენატრება. ტელეფონის ხმა მესმის და ახალ შეტყობინებას ვხსნი:

„სად ხარ? რას შვრები? მომენატრე <3 მალე მომწერე და როცა შეძლებ დამირეკეე <3 <3 ნიკამ მოგიკითხა“

გავიფიქრე და გამიხსენა, საყვარელიი. და ვიწყებ პასუხის წერას:

„რავი მახინჯაურს გამოვცდი, მეეც სიხ <3 საღამოს დაგირეკავ <3 მეც მომიკითხე ეგ უარგისი და გადაეცი რომ თმის ღერი არ უნდა ჩამოგვარდეს სანამ მანდ არ ვარ <3“

და გავგზავნე. ეხლა უნდა წარგიდგინოთ ნიკა. ნიკა არის სოფოს შეყვარებული, ჩემი ძმაკაცი, რომელიც გავაცანი სოფოს და ერთმანეთი შეუყვარდათ. ძალიან ბანალურად ჟღერს, არა? რაც არ უნდა იყოს ერთმანეთს ძალიან უხდებიან. გაბრიელი მეძახის:
.......
ბოდიში ამდენი ხანი რომ არ დამიდია შემდეგი თავი მალე იქნება




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent