შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 34


20-07-2018, 03:57
ავტორი zia-maria
ნანახია 2 687

-მართა როდის გადაწყვიტეთ წასვლა შენ და დედაშენმა?
-დედაჩემი დარჩება,მე სწავლის გამო უნდა წავიდე თან იქ მაღაზიას მივხედავ და ზაფხულზე დავბრუნდები.მარიამს ფეხის ხმა შემოესმა,კარებთან მივიდა ფეხაკრებით და ჩუმად,შეუმჩნევლად გაიხედა კიბეებზე ვახო და ლუკა ამოდიოდნენ,უცებ დაბრუნდა თავის ადგილზე კარებისკენ ზურგით დადგა და მართას შეხედა,თვალი ჩაუკრა და ხმამაღალი ხმით უთხრა.
-არ მომწონს მე ეს ამბავი.
-რა ამბავი,რაზე ამბობ.
-აქედან რომ წახვალ,იმედია იცი რაც უნდა გააკეთო.მართამ მოტვინა მარიამის თამაში და ისიც აყვა თამაშში.
-მეც მასე ვფიქრობ,უნდა ვნახო მიშა და უნდა დაველაპარაკო.
-მასე აჯობებს,ყველაფერი თავიდან გაარკვიო და ზედმეტი ბარგი მოიშორო.კიბეებზე ამოსულ ვახოს ხმა შემოესმა და ლუკა ხელით შეაჩერა,ყური დაუგდო გოგოების საუბარს და ბრაზი მოაწვა,კისერში ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა და კბილებს აჭერდა ერთმანეთს რომ არ აღრიალებულიყო.
-ვეტყვი რომ ძალიან კარგი დრო ვატარეთ ერთად,მაგრამ აქ უნდა დავასრულოთ.
-უნდა დაგიჯერო,თუ ვუთხრა მამიკოს და წამოგყვე მეც და ერთად მოვაყუმაროთ შენი ყოფილი სიყვარული.
-კარგი რა არ მენდობი? თან ზაფხულიდან აქეთ გადმოვალ და თავისთავად ჩამოვშორდები.
-ისე რა სიგიჟეები გექნებათ გაკეთებული?მართამ თვალები დაუპრაწა მარიამს მაგრამ ის არ ჩუმდებოდა.
-მიდი რა მიდი მომიყევი.არ მითხრა, რომ ვერანდიდანაც არის ამოსული შენს ოთახში როცა გეძინა.
-უუუფ,ბევრჯერ იყო ასეთი მომენტები.
-აააახ,რა რომანტიკაააა.
-რომანტიკას მე გაჩვენებთ ახლა თქვენ ორივეს რომ მოგისროლით მეორე სართულიდან.
-ვახო,ლუკა? აქ იყავი? დიდი ხნის მოსული ხართ? გაიკვირვა მარამმა.
-საკმაოდ და არც ეცადო რამე დაფარო,ვინ არის შენი ყოფილი და რა კავშირი გქონდა მასთან.
-ვახო მე ......................
-გადით გარეთ და შენ სად მიდიხარ,აქ მოდი.ხელი სტაცა მართას და საწოლისკენ მოიფრიალა.
-რა,რა,რას აკეთებ ვახო.
-ხმა,შენი ხმა არ გავიგონო სანამ არ მზად არ ვიქნები მოგისმინო.კარებთან იდგა მარიამი და ლუკა და კარებზე ჰქონდა ყური მიდებული,რომ უეცრად ვახომ კარი გააღო და ორივე შევარდა ოთახში.
-რას აკეთებთ,მიყურადებთ რას ვიტყვი თუ რას გავაკეთებ.
-ვახო მომისმინე.
-ხმა,შენი ხმა არ გამაგონო მართლა ჯადოქარი ხარ თუ რა ხარ გამაგებინე.
-მართა არ არის დამნაშავე,ყველაფერი ტყუილია რაც გაიგონე.
-მბააა,აღიარებ?
-ვაღიარებ,მინდოდა გამეგო რას გრძნობ მის მიმართ.
-გველო,ისე რომ გეკითხა არ გეტყოდი?შეუღრინა ვახომ.
-რა ხდება,რატომ ჩხუბობთ.იკითხა მოულოდნელად სახლში დაბრუნებულმა გიორგიმ.
-ამას კითხე,მისი ჯადოქრობის მესამე ექსპერიმენტს ატარებდა და მივუხვდი ჩანაფიქრს.თქვა ვახომ და მარიამისკენ გაიწია.
-არ მომეკარო,მაგაზე მეტად არ მომიახლოვდე.
-დაწყნარდებით თუ დაგაწყნაროთ ყველა.იყვირა გიორგიმ და ოთხივეს სათითაოდ შეავლო თვალი.-თქვენი ხმა არ გავიგონო,ჩემს ოთახში ვიქნები.უეცრად გიორგიმ ლუკას ჩაავლო ხელი და შეეცადა წონასწორობა დაეცვა,თავზე მოიკიდა ხელი და წუთიერად გაითიშა,შემდეგ შეუშვა ხელი და თავის ოთახში წავიდა.
-მამა? რა გჭირს კარგად ხარ?
-კარგად ვარ,უბრალოდ გადავიღალე ძალიან წავალ დავისვენებ და წყნარად იყავით.უთხრა მშვიდად,გიორგი შევიდა ოთახში და პირველი სააბაზანოში შევიდა წყალი შეისხა სახეზე და შემდეგ უეცრად ტანისამოსით დადგა დუშის ქვეშ.რაღაც ემართებოდა,ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე უცნაურად გრძნობდა თავს.გარეთ ჩაწყნარდნენ,სიმშვიდეში გიორგის ჩაეძინა და უკვე დაღამებული იყო რომ ადგა ისევ იქ იყვნენ ოთხივე და ფილმს უყურებდნენ.მარიამმა დაინახა გიორგი და ფეხზე წამოდგა.
-კარგად ხარ?
-კარგად ვარ ნუ გეშინია,ბევრი საქმე არის კომპანიაში და რამოდენიმე ღამე გადამბულად მომიწია მუშაობა.დღეს სახლში ხართ? როგორ მოხდა რომ არ წადით ბარში.
-ნათლი მართლა კარგად ხარ?შეეკიხა ვახომ.
-კარგად ვარ ვახო და ძალიან გთხოვ,ამ ბავშვს ნუ გაასულელებთ იყოს ერთი ჭკვიანი თქვენს შორის არაფერი არ დაშავდება.მართას გაეცინა და გიორგიმ თვალი ჩაუკრა,შემდეგ კი რუსას მიუბრუნდა.
-დე მშია,რა გვაქვს?
-მოდი შენი საყვარელი ქაბაბი მაქვს და პიურე.
-თქვენ ჭამეთ?
-ჩვენ არ გვინდა,გასვლა გვინდა გამოუშვებ მარიამს?უთხრა ვახომ.
-წადით მაგრამ დილამდე ნუ გაჩერდებით გარეთ,დრო გაიგეთ სახლში მოსვლის.კარგად გაერთნენ,ვახო თვალს არ აცილებდა მართას და ლუკა მარიამს.მარიამი დაღლილი იყო განმარტოვებით იჯდა და ბედნიერი ღიმილით უცქერდა ვახოს და მართას რომ მოულოდნელად ვახომ გახედა მარიამს და უთხრა.
-ვიცოდი რომ განგებ ალაპარაკებდი მართას და გინდოდა მე გამეგო ის ყველაფერი,გგონია ვერ, მივხვდი?
-როგორ მიხვდი.გაეცინა მარიამს.
-მართას დამფრთხალ თვალებს რომ შევხედე მივხვდი და მომინდა, მეთამაშა შენს ნერვებზე.
-ლუკამაც იცოდა?
-მაშ,ერთად ვიყავით და არ ეცოდინებოდა?
-ჰმ.............
-რა ჩაიფიქრე.
-არაფერი,ჯერ ჯერობით ასე იყოს.მარიამმა ჩაიცინა,მართას დაუბარა ცოტა ხნით გავალო და ეს ცოტა ხანი საკმაოდ გაიწელა,ლუკა აწრიალდა ვერსად მარიამს ვერ მიაგნო.არ უნდოდა ვახოსთვის ეთქვა და გარეთ გავიდა,იფიქრა იქნებ ჰაერზე გავიდაო მაგრამ არც გარეთ იყო,ტელეფონი კი გათიშული ჰქონდა რაზედაც ანერვიულდა.არც დაფიქრებულა სახლში წავიდა და უეცრად თვალებგაფართოვებული უცქერს მარიამი ვიღაც უცხო ბიჭთან ერთად მისეირნობს,შორი ახლო კი კიდევ ორი ბიჭი იდგა და ძალიან არ ესიამოვნა იმ ტიპების დანახვა,გაბრაზდა და ფეხს აუჩქარა,მიუახლოვდა და გაიგონა.
-მადლობა რომ მომაცილე.
-მადლობას მე გიხდი,რომ ეს მცირე დრო დამითმე და მომისმინე.
-ჩემი წასვლის დროა,ღამე მშვიდობის.
-მარიამ ხვალ საღამოს გეცლება?ლუკამ ვეღარ მოითმინა და უცნობს შეუღრინა.
-ვერ გაიგონე რომ დაგემშვიდობა?
-მეცლება თოკა სალომე წამოიყვანე და ისევ იქ შევხვდეთ ერთმანეთს.
-მადლობა მარიამ.თოკამ ლოყაზე აკოცა მარიამს და სიბნელეში გაუჩინარდა.
-ვინ არის გოგო ეს თოკა? ბოლოში ხმა დაიწვრილა ლუკამ რაზედაც მარიამს გაეცინა,მაგრამ შემდეგ მიუბრუნდა და უთხრა.
-ლუკა შენ ხარ იდიოტი და ამ ავადმყოფობას ექიმები ვერ შველის,ასე რომ შენ არა და დეიდაჩემი და ბიძაჩემი ძალიან მეცოდებიან ერთი ყავთ და ისიც იდიოტი.
-ნერვებზე ნუ ცეკვავხარ და ვინ არის ეს თოკა.
-ჩემი კურსელია,რომელსაც ჩვენი კურსელი უყვარს და ეს ჩემით მოხდა.ასე რომ,სახლში მომაცილა და მადლობა ასე გადამიხადა.დაწყნარდი,დამშვიდდი?
-არ უნდა გეთქვა რომ მოდიოდი,სად არ გეძებე?ხელი მოკიდა და სახლში ჯიკავ-ჯიკავით შეიყვანა და თან ვახოს ზარს უპასუხა.
-ვნახე,სახლშია და მეც აქ ვარ.
-არა,ვერ გეტყვი ახლა რადგან ვიცი ძალიან აფეთქდები აქ მოდი და თავად გეტყვის.
-ხელი გამიშვი მეტკინა მკლავი,მართლა იდიოტო ხარ.
-მეორედ ასე გააკეთებ და გეფიცები ვერ გადამირჩები.
-მაააა,უთხარი ასე რატო მაჯიკავებს ტვინის შერყევა დამემართა.
-ტვინ შერყეული რომ ხარ არ იცოდი?
-შენზე მეტად მაინც არ ვარ,სადისტო.
-ძია დაარიგე,გეხვეწები რამე უთხარი თორემ ერთ დღეს ხელში შემომაკვდება.
-რა გავაკეთე ასეთი ხელში რომ შემოგაკვდე?
-შენ თვალები მიხატული გაქვს გოგო?
-შენ ხომ ერთობი,მეც მინდა გართობა.უყვირა მარიამმა.
-მერე,გაერთე მაგრამ სახლში ერთად მოვალთ და არა სხვასთან ერთად გაშპე ადგილიდან.შენ ერთ თოკას იცნობ,მაგრამ არ იცნობ მის გვერდით მდგომს რომლების შორი ახლო იდგნენ და დამშეული მგლებივით გიყურებდნენ.
-იქ არავინი არ იყო,მე არავინი დამინახავს.
-იმიტომ რომ დაბრმავებული იყავი და ვერც იმას ხვდები ის სალომე და თორნიკე კოლპო არის იმიტომ რომ სხვამ ჩაგიგდოს ხელში,მაგრამ რას გიხსნი გაიგებ რამეს?ცოფებს ყრიდა ლუკა.
-მამაააა,უთხარი რამე გამიშვას ხელი.გიორგი მთელი ეს დრო უცქერდა და უსმენდა ლუკას და გაოცებული იყო რადგან ლუკას შიგნით იმ წუთებში დაინახა ცხოველი,ცხოველი რომელიც მზად არის მისი საყვარელი არსების დასაცავად თავიც კი გასწიროს.არაფერი არ უთხრა,რადგან გადაწყვიტა ის რაც მოისმინა ამ საკითხზე ლუკას ცალკე დალაპარაკებოდა მარიამის გარეშე და სრულიად მშვიდი ხმით უთხრა მარიამს.
-ორივე მომწყდით თავიდან,მაგრამ ლუკა გოგოს არასოდეს ხელით არ შეეხო.
-აი გესმის? შენ კი მკლავი ლამის მომაგლიჯე.
-მაშინ გააფრთხილე,რომ შეეშვას ჩემი ნერვების ჭამას და კალიასავეთ ხტუნვას აქეთ-იქეთ.მარიამმა ჩაიღიმა და გიორგის მივიდა კალთაში ჩაუჯდა და უთხრა.
-ჩემი სიმპატიური და არაჩვეულებრივი მამიკო,ვერავინი ვერ გაიგებს როგორ მიყვარს მე ეს ადამიანი,ეს თვალები,ეს გამოხედვა,ვგიჟდები მა მე შენზე.
-აფირისტი,როგორ უნდა საყვედური აიცილოს თავიდან.ჩაილაპარაკა ლუკამ და მოშორებით დაჯდა.გიორგიმ კი მარიამს შეხედა და წარბაწეულმა უთხრა.
-ამიტომ უჭამ ნერვებს შენს სიმპატიურ და საყვარელ მამიკოს? ასე როგორ დაემსგავსე ანას მახსენდება ასე გიჟი და გადარეული იყო ისიც.
-გამახსენდა,შენ იცი ბექა ძიამ და მამაჩემმა დეიდა პითონს რომ მიუგდეს შესაჭმელად?უთხრა ლუკას რომელმაც გაოცებულმა შეხედა გიორგის.
-რააააა?გიორგიმ შეხედა ლუკას და სიცილით დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.
-რატომ,რა გააფუჭა ასეთი.ან წარმოდგენილი მაქვს,ასე როგორ უნდა გაამწარო ადამიანი რომ ამ ზომამდე მიიყვანო.
-არ მთხოვოთ მომიყევიო,თავი მტკივა და არ ვარ ხასიათზე შეეკითხე და თავად მოგიყვეს.
-მომიყვება,მაგრამ ეს თუ არ მოუხმობს ჭკუას გეფიცები არ ვიცი რას ვუზამ.
-ლუკა ჩვენ სალაპარაკო გვაქვს,შენ წადი დაწექი.ამ დროს ვახო და მართა შემოვიდნენ სახლში და გაბრაზებულმა შეხედა მარიამს.გიორგი ფეხზე წამოდგა და ლუკას და ვახის ანიშნა გაყოლოდა,კაბინეტში შესულებმა დიდხანს ისაუბრეს სერიოზულად სხვადასხვა თემებზე.
-ნათლი მე და ლუკა გავარკვებთ ვინ არიან ისინი,არ ინერვიულო ძალიან გთხოვ.
-ვახო და ლუკა ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი ნათელი მხარე,თქვენი ღირსება და სიყვარული საყვარელი ადამიანების მიმართ.ადამიანის ბნელი მხარეა ამპარტავნება, შუღლი და დირექტივების გაცემა რაც დარწმუნებული ვარ თქვენში არც არის და არც იქნება.ისინი არიან ისეთი აღზრდილები რომ ისწრაფიან ცუდისკენ,თქვენც იგივეს ნუ გააკეთებთ უბრალოდ ყურადღება არ მოვადუნოთ.უკვე დიდები ხართ,სადაცაა თქვენს საკუთარ ბუდეებს შექმნით და დაიმახსოვრეთ,მე დღემდე მივდივარ მაგრამ ჩემს გზას მისამართი არ აქვს.მივდივარ შენელებული,მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით.მხოლოდ ის ადამიანები გამიგებთ ყველაზე კარგად, რომლებსაც გამოცდილი აქვთ, რაც მე გამოვიარე და გამოვცადე.როცა ვფიქრობ, როგორი ვიყავი წარსულში, და როგორი ვარ ახლა, ძალიან ბევრ რამეს სხვანაირად ვუფიქრდები და ვიცი რომ არ ვარ სრულყოფილი ადამიანი,ჩემს სიცარიელეს ვერავინი ვერ ამოავსებს,მისი ნახევარი ჩემი მარიამია და მეორე ნახევარი კი ისე დარჩება ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ვიცი,რომ ადრე თუ გვიან, ისევ შეიცვლება ყველაფერი და მარიამიც მის ბუდეს შექმნის,მაგრამ დამპირდით ორივემ რომ მუდამ მის სიახლოვეს იქნებით.
-ნათლი რამეს გვიმალავ? შეეკითხა ვახომ.
-არა,არაფერს არ გიმალავთ.თქვა გიორგიმ და ვახოს თვალი აარიდა.ცრემლები აწვებოდა და თითქოს ცხლად ეღვრებოდა მუცელში, გულზე თოკი ჰქონდა მოჭერილი და უფრო და უფრო უჭერდა რადგან სადაცაა სუნთქვაც გაუჭირდებოდა.ძალა არ ჰქონდა საუბარი გაეგრძელებინა და ხელით ანიშნა ორივეს მარტო დაეტოვენინათ კაბინეტში.
-ნათლი შეგიძლია დამელაპარაკო,გული გამიხსნა და ვიცი რომ ბევრს იხვევ გულში და ბევრს არ ამბობ,თქვი და უკეთესად იგრძნობ თავს.
-რა გითხრათ ვახო დავჯდე და გავიხსენო ის წლები რომლებმაც უამრავი რამ მასწავლა? გავიხსენო ის წარსული, რომელმაც აწმყოში გამაძლიერა და მომავლის იმედი მომცა? რა უნდა გითხრა ეს ის წარსულია, რომელმაც ჩემგან სულ სხვა ადამიანი გამოძერწა ბევრად უფრო თამამი და ბევრად უფრო მიზანდასახული? ეს ის წარსულია, რომელიც უბრალოდ წარსულის, წარსულში დარჩა? ან რა გითხრათ ის რაც კარგად იცით,რომ თავდავიწყებით მიყვარდა რომლის გარეშე სიცოცხლეც ვერ წარმომედგინა და დღემდე მიყვარს? მხრებზე ძალიან დიდი ტვირთი დავიდე და ისე გავაგრძელე გზა,გზა ჩემი მარიამის გარეშე,რომელიც პატარა მარიამმა ჩაანაცვლა და დღემდე მომიყვანა. ეს არის გზა, რომელიც მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მეამაყება. ბევრჯერ,ძალიან ბევრჯერ მარტო ვარ სრულიად მარტო ჩემს ფიქრებთან და წარსულთან ერთად.მე მარიამის არსებობამ გადამარჩინა,თქვენმა არსებობამ გადამარჩინა და თქვენ მასწავლეთ საკუთარი თავის გადარჩენა.იცით რას ვხვდები? არ ვიცი ამას პრინციპულობა ქვია თუ უბრალოდ ბედნიერებისთვის ბრძოლა,ოღონდ გახსოვდეთ, არ შეცდეთ და თქვენი ცხოვრება ყალბ და მოჩვენებით ბედნიერებას არ მიუძღვნათ, რადგან მისი გარჩევა ძალიან რთულია რეალურისგან.გქონდეთ ეს საოცრად შესაშური მეგობრობა და გახსოვდეთ ეს არის სწორედ თქვენი ერთად ყოფნის ძლიერი ჯაჭვი და გქონდეთ ის სიმტკიცე რომელიც ყოველთვის იქნება თქვენი სიტყვის იარაღი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს არც გააჩნიათ და არც ფასი იცის მეგობრობისა.



№1  offline წევრი მია15

არაჩვეულებრივი.შესანიშნავი და კარგი იყო.მართლაც კარგად წერ.ველი შემდეგ თავს

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე გიორგის არაფერი დამართო ახლა რა.
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი Nia

giorgis araferi damarto raa

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

საყვარელო მე შემი ერთგული მკითხველი ვარ მეამაყება რომ ასეთი ნიჭიერი და კარგი ადამიანი ჩემი მიწაწყლის ყოფილხარ. ეს რასაც ახლა ვკითხულობ არის ძალიან მაღალი დონის ნაწარმოები რომლის დაბეჭვდაც ბევრს გაახარებდა. წარმატებები ჩემო ტკბილო.

და კიდევ გიორგის ცუდად უფართხალებს გული და თავი და არ გადამრიო არ მოკლა იცოდე ამ ნაწარმოების ღერძი ხომ გიორგია. ეს ისე ხუმრობით თქვენი ნებაა როგორც გაქვთ ჩაფიქრებული

 


№5  offline მოდერი zia-maria

heart_eyes მადლობა ყველას ჩემო ტკბილებო,ჩემი დიდი სტიმული ხართ. kissing_heart

სტუმარი მაკო
საყვარელო მე შემი ერთგული მკითხველი ვარ მეამაყება რომ ასეთი ნიჭიერი და კარგი ადამიანი ჩემი მიწაწყლის ყოფილხარ. ეს რასაც ახლა ვკითხულობ არის ძალიან მაღალი დონის ნაწარმოები რომლის დაბეჭვდაც ბევრს გაახარებდა. წარმატებები ჩემო ტკბილო.

და კიდევ გიორგის ცუდად უფართხალებს გული და თავი და არ გადამრიო არ მოკლა იცოდე ამ ნაწარმოების ღერძი ხომ გიორგია. ეს ისე ხუმრობით თქვენი ნებაა როგორც გაქვთ ჩაფიქრებული

heart_eyes heart_eyes უღრმესი მადლობა,გაიხარეთ და გთხოვთ მომწერეთ პირადში საიდან ხართ. kissing_heart kissing_heart

 


№6 სტუმარი სტუმარი ttt

rodis dadeb shemdegs

 


№7  offline მოდერი zia-maria

სტუმარი ttt
rodis dadeb shemdegs

heart_eyes ვამზადებ უკვე,ვწერ და დავდებ როგორც კი დავასრულებ.მინდა ამ თავში დავასრულო და თუ მოხერხდა 12-მდე დავდებ. kissing_heart

 


№8 სტუმარი tttt

auu ar daasrulo aseb swrafad mariamis siyvarulis istoriasac velodi me

auu ar daasrulo ase swrafad mariamis siyvarulis istoriasac velodi me. vaxosa da martasi aseve da lukasc

 


№9  offline მოდერი zia-maria

tttt
auu ar daasrulo aseb swrafad mariamis siyvarulis istoriasac velodi me

auu ar daasrulo ase swrafad mariamis siyvarulis istoriasac velodi me. vaxosa da martasi aseve da lukasc

heart_eyes heart_eyes ეს ძალიან შორს წაგვიყვანს საყვარელო,ვნახოთ რა როგორ განვითარდება დღევანდელ თავში. kissing_heart kissing_heart

 


№10 სტუმარი tttt

kai mainc arachveulebrivia da romeli saatistvis dadeb?

 


№11 სტუმარი სტუმარი მაკო

პირადში როგორ მოგწეროთ ვერ გიპოვეთ იქნებ მითხრათ

 


№12  offline მოდერი zia-maria

tttt
kai mainc arachveulebrivia da romeli saatistvis dadeb?

heart_eyes ვასწორებ დედი უკვე და დავდებ. kissing_heart

სტუმარი მაკო
პირადში როგორ მოგწეროთ ვერ გიპოვეთ იქნებ მითხრათ

ფეუსბუქში დამიმატე მაშინ აქ თუ ვერ მომწერე პირადში. მზია ფერაძე ინგლისური შტრიფით.

 


№13 სტუმარი Mariami

❤❤❤გულახდილი საუბრები და რჩევები❤❤❤ daakopiret da am saxelobis grupa modzebnet faceze dzalian gtxovt yvelaperi anonimuria minda cxovrebiseuli rameebi dagviwerot mand an piradshi mogvawodot da anonimurad davdeb gelodebiiit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent