შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე მოწმე (თავი მეორე)


21-07-2018, 12:55
ავტორი buterfly
ნანახია 2 683

-არ იღებს-რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ დაიწუწუნა ანამ
-იქენებ არ ჩამოსულა ჯერ
-ამდენი საათი გავიდა. როგორ ვერ ჩამოვიდოდა- აგრძელებდა რეკვას
-კარგი დაწყნარდი, დაველოდოთ. ჩამოვა აბა სად წავა?-ნაძალადევად გაუღიმა-ტელეფონი დაუჯდა ალბათ და მაგიტომ ვერ გპასუხობს.
-კარგი კიდევ ცოტახანს მოვიცდი-სავარძელზე დაესვენა და უცებ თითქოს რაღაც გაახსენდა წამოხტდა-იქნებ მშობლების საფლავზე მივიდა
-შეიძლება. წამოდი -საბამ მანქანის გასაღები აიღო და ანასთან ერთად სასაფლაოსკენ წავიდა.
ათ წუთში უკვე იქ იყვნენ.
-არ არის აქ არა, გავგიჟდები-ტელეფონი აიღო და კიდევ ერთხელ სცადა დარეკვა-არ იღებს-სევდიანად ამოილაპარაკა იქვე სკამზე ჩამოჯდა
________________________________________________________________
ლილიანას ტელეფონი კი უიმედოდ წკრიალებდა. ვინ უპასუხებდა?! -არც არავინ. ლილიანა ხომ შეიძლება ცოცხალი არც იყოს. ნუთუ ასე დასრულდებოდა მისი სიცოცხლე სამშობლოში დაბრუნებისთანავე? მისი ბედი ასე დაუნდობლად გადაწყდა? ნუთუ მეტი არ ეკუთვნოდა? არ ეკუთვნოდა სიხარული,ბედნიერება ან უბრალოდ იღბალი? მსგავს სიტუაციაში მაინც და მაინც ის რომ არ აღმოჩენილიყო? ამ კითხვებზე პასუხს ვინ ან რა გასცემს? მხოლოდ დრო.
________________________________________________________________
დილა იყო უკვე ,როდესაც სახლში დაბრუნდნენ. უკან ვიღაც მოჰყვა და შესასვლელში მდგომ ანას ხელში წვდა
-შენ?-ანას სხეულში ზიზღმა დაუარა
-ჩამოვიდა ლილიანა?
-შენი საქმე არა არის-ხელი გააშვებინა და კარის გაღებას შეეცადა.
-ახლავე წადი, ბაჩო აქედან -გაბრაზებას ვერ მალავდა საბა
-გთხოვთ, ვნახავ -მუდარაზე გადადიოდა უკვე
-ბაჩო,ან ახლავე წახვალ ან არადა ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ-საყელოში სწვდა საბა
-საბა, გთხოვ-გააჩერა ანამ და სთხოვა მარტო დაეტოვებინა
-ანა ,მასთან ლაპარაკი მინდა ,გთხოვ
-შენ მასთან რაიმე სახის ურთიერთობა რომ გდომოდა არ ატკენდი გულს ისე რომ წასულიყო აქედან
-შენც მშვენივრად იცი, რომ აქედან ჩემ გამო არ წასულა
-ხო მართალი ხარ,მაგრამ შენ გამო აპირებდა დარჩენას და დაწინაურებაზე უარის თქმა, შენ კი წასვლა გაუადვილე-ირონიულად გაუღიმა
-ვიცი ,რომ დავაშავე და ძალიან ვნანობ . საშინლად მენატრება
-უკვე გვიანია. ხომ იცი რომ ლილიანა ასე ადვილად არავის არაფერს პატიობს.
-ვიცი და სწორედ მაგის მეშინია ყველაზე მეტად. სად არის გთხოვ უნდა დაველაპარაკო
-ნეტავ ვიცოდე სად არის-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
-როგორ თუ არ იცი?
-გუშინ უნდა ჩამოსულიყო მაგრამ ჯერ არ გამოჩენილა.
-რაა? სად უნდა წასულიყო ,ნეტავ?
-ეგ რომ ვიცოდე დავძებნიდი.
-კარგი გასაგებია. განყოფილებაში წავალ და მის მოძებნას დავავალებ ოფიცრებს.
-მეც წამოვალ-უთხრა და საბას შესძახა
ოც წუთში უკვე იქ იყვნენ და განცხადებას წერდნენ. ბაჩომ დაავალა თანამშრომლებს ,რომ ყველა ის ადგილი დაეთვალიერებინათ ,რომელიც აეროპორტთან ახლოს იყო და კამერებიც ენახათ. დავალებების მიცემისას კი ერთ-ერთმა პოლიციელმა გუშინდელი ამბის შესახებ უამბო ბაჩოს. ამან კი ყველა უფრო შეაშინა.
-ნუთუ შეიძლება მათ ლილიანასთვის რამე დაეშავებინათ-სახეზე ხელი აიფარა ანამ
-ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული ვარ-ხელი მოჰხვია საბამ აცახცახებულ ანას
__________________________________________________________________
ახლა კი პატარა გადახვევას გავაკეთებ და მოგიყვებით რა მოხდა ლილიანასა და ბაჩოს შორის.
მოკლედ: დაახლოებით სამი წლის წინ , ლილიანასა და ბაჩოს ქორწილის წინა დღეს ისეთი რამ მოხდა,რამაც მათი ცხოვრება შეცვალა. ბაჩო არ აღმოჩნდა ისეთი,როგორიც ლილიანას ეგონა. მან საუკეთესო დაქალთან უღალატა. ლილიანამ თავისი ახლად დაარსებული კომპანიის ფეხზე დაყენება მაინც მოახერხა, მაგრამ გულს ვერაფერი უშველა. რამდენიმე ხნის შემდეგ ბაჩომ მისი მოძებნა სცადა და ბოდიშიც არაერთხელ მოუხადა ,თუმცა ნამსხვრევებად ქცეული გულის გამთელება შეუძლებელია და ლილიანამაც ის თავისთან არ მიუშვა .დაქალიც ამოშალა ცხოვრებიდან და დათანხმდა მივლინებაში წასვლას, რომელზეც მანამდე უარი თქვა ბაჩოს გამო. ორი წლის შემდეგ კი დაბრუნდა, რადგან მის გარეშე აქ არსებულ საქმეებს ვერ აგვარებდნენ. მიუხედავად იმისა ,რომ მას ეს არ სურდა იძულებული გახდა ჩამოსულიყო. მას იმდენად უყვარდა ბაჩო, რომ ღალატს არ აპატიებს. ხო ასეთია ლილიანა .შეიძლება სხვისთვის ეპატიებინა ,მაგრამ ბაჩოს არ და ვერ აპატიებდა. მისგან ყველაზე ნაკლებად მოელოდა ასეთ საქციელს და ალბათ ამიტომაც. მის ცხოვრებაში ეს არ იყო ერთადერთი დარტყმა. მანამდე მშობლები ავარიაში დაეღუპა და ორმაგად გაანადგურა. მხოლოდ ორი ადამიანი დარჩა ამ ცხოვრებაში:ანა და საბა. მისი არაბიოლოგიური და-ძმა. მათით არსებობს და მათთვის ყველაფერს გააკეთებს. ასევე არიან ისინიც. ერთმანეთის გარეშე დიდხანს ვერ ძლებენ. საბედნიეროდ, ისინი მაინც გაიმეტა ცხოვრებამ ლილიანასთვის.
__________________________________________________________
-უფროსო,შეიძლება შემოვიდე?-კარი ფრთხილად გააღო ბაჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა
-არის რამე ახალი?
-არ ვიცი როგორ გითხრათ
-როგორც არის ისე მითხარი-სკამიდან წამოიჭრა ბაჩო და წამის მესედში მის წინ აესვეტა
-გვამი იპოვეს.
-რააა? ის არის?-ყვირილზე გადავიდა ბაჩო
-არ ვიცი არ უთქვამთ სხვა არაფერი. ზღვაში უპოვნიათ .კამერების ჩანაწერები ნახეს ,სანაპიროსთან წყდება.მისი მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერეს და იქ იპოვეს.
-ახლავე წავიდეთ-მოსაცმელი აიღო და გასასვლელისკენ წავიდა. ანას შეტყობინება გაუგზავნა და შემთხვევის ადგილას დაიბარა.
-ბაჩო-შეშინებულმა ანამ დაიძახა და მანქანიდან გადმოხტა-ის არის?-ტირილს ვეღარ იკავებდა
-არა ,ანა, ლილიანა არ არის.-ღრმად ჩაისუნთქა და გვამი მორგში გაგზავნა.
-აბა ის ვინ იყო?
-არ ვიცი, როგორც ჩანს, აეროპორტში მომხდარი შემთხვევისას გაიტაცეს და აქ მოკლეს ტყვიით და შემდეგ ზღვაში გადააგდეს.
-ლილიანა? მის შესახებ გაიგეთ რამე? -აცახცახებული იმედიანად შეჰყურებდა
-ჯერ მხოლოდ ის რომ რომელ მანაქანაშიც ჩაჯდა, ნუ კამერებიდან რაც გავიგეთ, ის მანქანა დამნაშავეებს ეკუთვნოდათ,სხვა ვერაფერი გავარკვიეთ ჯერ-ჯერობით.
-რაა? ანუ ახლა მას საფრთხე ემუქრება? რამე უნდა გავაკეთოთ, ასე გაჩერება არ შემიძლია
-ჯერ აქ დაათვალიერებენ ყველაფერს ვნახოთ რამე ხელჩასაჭიდს თუ მივაგნებთ-ხელები ერთმანეთში გადახლართა ბაჩომ და შეეცადა ნერვიულობა ანასთვის არ დაენახვებინა
-რა ხდება? იპოვეთ რამე?-საბაც მივიდა მათთან და კლდიდან გადაიხედა
-ჯერ ისეთი ვერაფერი რაც ლილიანას გვაპოვნინებს
-იქნებ ისიც ზღვაში.....-სიტყვა გაუწყდა საბას
-დაძებნიან იქაც-სევდიანად ამოილაპარაკა ბაჩომ და მანქანაში ჩაჯდა, გიჟივით მოწყვიტა ადგილიდან.
-წამოდი ,ანა სახლში წავიდეთ
-სახლში რა გავაკეთო?უნდა დავძებნო იქნებ არის ისეთი ადგილი სადაც არ მოგვიძებნია
- ხომ იცი ,რომ ყველა შემთხვევაში დარეკავდა ,ახლა მისი პოვნა პოლიციაზეა დამოკიდებული. მეც წავალ ბაჩოსთან და თუ რამეში დავჭირდი დავეხმარები. ნუ დარდობ აუცილებლად ვიპოვნით.
-მის გარეშე ვერ გავძლებ ,გესმის?-ცხარედ ტიროდა და ცისკენ ცრემლით ავსებული, იმედიანი თვალებით იმზირებოდა.


პირველრიგში ,იმედია მაპატიებთ ამ ციცქნა თავს. სხვა დროს შევეცდები უფრო დიდი და მსუყე თავები დავდო ხოლმე. ველი თქვენს შეფასებებს( დადებითსაც და კრიტიკულსაც) სულმოუთქმელად ველი კომენტარებს ♥♥♥♥



№1  offline წევრი დარინა

ყველაზე მეტად მოღალატე კაცებს ვერ მითუმეტეს საუკეთესო დაქალთან რომ გიღალატებს არ ვიცი ამ შემთხვევაში ბაჩომ რა უნდა გააკეთოს რომ ლილიანას პატიება დაიმსახუროს, ჩამითრია ისტორიამ და უკვე ახალ თავს ველოდებიი.

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

საინტერესო ისტორიაა. მაგრამ თავიც ძალლიან პატარა იყო. რაღაც დასკვნებისგაან თავს შევიკავებ. ჯერ მხოლოდ ორი თავია და პერსონაჟების ხასიათზე საუბარი ადრეა. ასე რომ ველი ახალ და გემრიელ დიდ თავს

 


№3  offline წევრი buterfly

დარინა
ყველაზე მეტად მოღალატე კაცებს ვერ მითუმეტეს საუკეთესო დაქალთან რომ გიღალატებს არ ვიცი ამ შემთხვევაში ბაჩომ რა უნდა გააკეთოს რომ ლილიანას პატიება დაიმსახუროს, ჩამითრია ისტორიამ და უკვე ახალ თავს ველოდებიი.


❤❤მადლობა რომ კითხულობ

Chikochiko
საინტერესო ისტორიაა. მაგრამ თავიც ძალლიან პატარა იყო. რაღაც დასკვნებისგაან თავს შევიკავებ. ჯერ მხოლოდ ორი თავია და პერსონაჟების ხასიათზე საუბარი ადრეა. ასე რომ ველი ახალ და გემრიელ დიდ თავს

ხოო შევეცდები შემდეგი დიდი იყოს❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი Salome

Dzalian magaria movlenebi sainteresod vitardeba ????

 


№5  offline წევრი buterfly

სტუმარი Salome
Dzalian magaria movlenebi sainteresod vitardeba ????

heart_eyes

 


№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

მართლაც რო ციცქნა თავია, თან ძალიან!
მაგრამ არაუშავს ამ ერთხელ. kissing_closed_eyes
ძალიან მაინტერესებს, ლილიას რა ბედი ეწია.
ალბათ მომდევნო თავში გავიგებთ და მეც დაგელოდები.

 


№7  offline წევრი buterfly

ბელუ შეროზია
მართლაც რო ციცქნა თავია, თან ძალიან!
მაგრამ არაუშავს ამ ერთხელ. kissing_closed_eyes
ძალიან მაინტერესებს, ლილიას რა ბედი ეწია.
ალბათ მომდევნო თავში გავიგებთ და მეც დაგელოდები.



heart_eyes heart_eyes მადლობა სიხარულო, რომ კითხულობ

 


№8  offline წევრი buterfly

mirandaa31
საინტერესოა, ვნახოთ როგორ განავითარებ მოვლენებს. მინდა კარგი ისტორია გამოგოვიდეს. წარმატებებიი

შევეცდები ყველანაირად. იმედია არ გაგიცრუებ მოლოდინს

 


№9  offline წევრი triniti

Es bachoa tu vigac agar damanaxot lilianastan.ise dzalian momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent