შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურეთი III


22-07-2018, 00:11
ავტორი Californian
ნანახია 2 162

თვალები გაახილა და ოთახი მოათვალიერა.აშკარად არ ეცნობოდა,არც ის არ ახსოვს,თუ რა მოხდა.მხოლოდ ის ახსოვს,რომ ფესტივალზე იყო და თავსხმა წვიმასთან ერთად საშინელი ქარიშხალი ამოვარდა.მიხვდა,რომ ლოგინში იწვა,მაგრამ ვის ლოგინში?თავი ასწია ბალიშიდან და ოთახი უკეთ მოათვალიერა.მისი საწოლის გვერდით ქალის და ორი ბავშვის სურათი იდო,მაგრამ ჯერაც ვერ მიმხვდარიყო ვინ იყვნენ.ლოგინიდან წამოდგა და კარისკენ წავიდა.ოთახიდან გავიდა და დიდ,დარბაზივით მისაღებში აღმოჩნდა,რომელიც სხვათაშორის,შატილის კვალობაზე მშვენივრად გამოიყურებოდა.თანამედროვე ავეჯი და ხის სახლი,თავისი ბუხრით,რომელშიც ცეცხლი გიზგიზებდა თანამედროვე და სოფლის სახლის ნაზავს ქმნიდა.სახლში მხოლოდ ბუხარი ენთო და კართან პატარა ნათურა და მიუხედავად ამისა,სახლი მაინც სასიამოვნოდ იყო განათებული.ელენემ გასასვლელი კარი დაინახა და მისკენ დაიძრა.კარს მიუახლოვდა,როდესაც მამაკაცის ხმამ შეახტუნა.
-უკვე წასვლას აპირებ? - გაისმა ნაცნობი ხმა
ელენეს მამაკაცის დანახვისთანავე ყველაფერი გაახსენადა.
-შენ ხარ?ვერ ვიცანი აქაურობა,ახლა ყველაფერი გამახსენდა
-გილოცავ გადარჩენას - უთხრა სავარძელში მჯდარმა კაცმა და თან ალჰოკოლურ სასმელს მიირთმევდა.ალჰოკოლის მოლეკულები ჰაერში სწრაფად გავრცელებულიყო და ელენეს სწორედ მისი სუნი სცემადა
-დიდი მადლობა,შენ რომ არ ყოფილიყავი მოვკვდებოდი
კაცმა ოდნავ გაიღიმა,ისე,რომ ელენესთვის არც კი შეუხედავს.
-შეგიძლია გამაცილო?არ ვიცი სად ვარ და როგორ მივაგნო ჩემს სახლს
-ამ შუაღამისას?შეხედე საათს,ორი საათია
-სახლში მინდა
-იცი რა,შენ თუ გინდა წადი,მაგრამ ამ შუაღამისას არსად წამომსვლელი არ ვარ,მგლები შემჭამენ,თანაც შენი სახლიდან მარტო მომიწევს წამოსვლა და გარეთ ჯერ კიდევ თავსხმაა
-რა?წეღან ტყეში შენ არ ესროლე ლომს?
-ლომისთვის ჯერ არ მისვრია,ის მგელი იყო
,,ღმერთო,რა დეგენერატი ვარ“ გაიფიქრა ელენემ.
-კარგი,მარტო წავალ - გაბრაზდა ელენე და კარი გააღო.იგრძნო,რომ მამაკაცი უკან გამოყვა და კარებშივე შეაჩერა
-ამაღამ აქ დარჩი - დაუჭირა ხელი - და ხვალ მე გაგაცილებ
ელენე ყოყმანობდა.
-თუ წახვალ,მარტო მგლები კი არა,ლომებიც შეგხვდებიან - უთხრა თბილად - დარჩი და გათბი ბუხართან
ელენეს გაეცინა ნათქვამზე.
-კარგი,დავრჩები
მამაკაცი ისევ წინ,სახლში გაუძღვა.
-დაიძინებ თუ გათბები?
-არა,არ მეძინება - ელენემ მასთან საუბრის შანსი არ გაუშვა ხელიდან და მის გვერდით ჩამოჯდა ბუხრის წინ - შენ რატომ არ გძინავს?
-დღეს არ დამეძინა.იმ მგლის შემხედვარემ დიდი სტრესი გადავიტანე.შენი სახელი გამახსენე?
-გაგახსენო?არც გიკითხავს.ელენე მქვია
-სასიამოვნოა,მე ნიკო ვარ
-შევამჩნიე,სიტყვაძუნწი ყოფილხარ
-ჰო,ალბათ - გაეცინა ნიკოს
-შემთხვევით,ჩემი ტელეფონი ხომ არ გინახავს?მგონი ტყეში დავკარგე
-არა,არ მინახავს.თუ გინდა ხვალ წავიდეთ და ერთად მოვძებნოთ
-არა,არა,მე იქ წამსვლელი აღარ ვარ.ჯანდაბამდე გზა ჰქონია ტელეფონს
ნიკოს გაეცინა მის ნათქვამზე.
-როგორც მითხარი,ხევსურეთზე სტატიას წერ,არა?
-ხო,მე შატილზე უნდა დავწერო,სხვებმა სხვა ადგილებზე
-როგორ მოგეწონა აქაურობა მერე?
-აქ გადამხდარი ამბის მერე მგონი ეგ აღარ უნდა მკითხო - გაიცინა ელენემ - ჰო,მართლა,რა კარგად მღერი,არადა წეღან უარზე იყავი
-მადლობა - გაეღიმა ნიკოს - დიდი ხანია აღარ მიმღერია
-სიმღერა ასე კარგად შეგიძლია და არ მღერი?
-ჰო,არ ვმღერი - სახე მოეღუშა ნიკოს
-რატომ? - ელენემ პასხი იცოდა ამ კითხაზე,მაგრამ ამის მოსმენა რატომღაც ნიკოსგან მოუნდა
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი
-აქ მარტო ცხოვრობ?
-როგორც ხედავ
-დედ-მამა?
-ცალკე ცხოვრობენ
-გასაგებია
-შენზეც მომიყევი რამე,სად ცხოვრობ,ვისთან ერთად
-მე თბილისში ვცხოვრობ,მარტო ვცხოვრობ.მარტო ცხოვრება მომწონს
-რამდენი წლის ხარ?
-26,შენ?
-უჰ,მე შენზე ბევრად უფროსი ვარ
-მაინც? - გაეღიმა ელენეს
-44
-სერიოზულად?ასაკი საერთოდ არ გეტყობა.მგონი თქვენობით უნდა გესაუბროთ - ელენეს გაუკვირდა,ასაკში შესული მამაკაცი დარდის მიუხედავად ისევ კარგად რომ გამოიყურებოდა
-არა,არ არის საჭირო.ჟურნალისტი ხარ?
-ხო,ჟურნალისტი ვარ
-სავარაუდოდ კითხვა გეყვარება.
-ბავშვობიდან,შენ?
-ჩემი ბიბლიოთეკა შენიშნე?შენს უკანაა
ელენემ უკან მიიხედა და წიგნებით სავსე დიდი თარო დაინახა.თაროსთან მივიდა და რამოდენიმე წიგნი გადმოიღო.
-დოსტოევსკი,ნიცშე,ტოლსტოი,ლონდონი.აქედან ყველა მიყვარს,მაგრამ განსაკუთრებით ლონდონი.ჩემი ბავშვობის საყვარელი მწერალია
-მართლა?შენს ასაკში მეც ლონდონი მერჩივნა დოსტოევსკისაც,ტოლსტოისაც,მაგრამ მერე გავიზარდე და ცხოვრებამ ლონდონზე მეტად სხვები შემაყვარა - გაუღიმა ნიკომ,ადგა და ელენესკენ წავიდა.
ელენეს ნიკოსგან მამაკაცის სუნამოსი თუ ლოსიონის სასიამოვნო სუნი მიუვიდა და ესიამოვნა კიდეც მასთან ყოფნა.ნიკოს შეხედა და წამიერად დააფიქსირა საკუთარ დელოკტეზე ნიკოს მზერა.
-შენ არ გითქვამს სად მუშაობ - არ დაიბნა ნიკოს გვერდით მდგარი ელენე
-მე გამგეობაში,მაგრამ იქ იშვიათად მიწევს წასვლა.ძირითადად სახლში,კომპიუტერში ვმუშაობ და თავისუფალ დროს კითხვაში ვატარებ - უცებ დაამატა - და ფილმებს არ ვუყურებ.ეს იმიტომ გითხარი,რომ ვიცოდი,ფილმებზეც მკითხავდი - ღიმილით უთხრა ნიკომ
-მშვენიერი დედუქცია გქონია - გაეცინა ელენეს
კიდე რამოდენიმე წუთიანი დიალოგის შემდეგ დაძინება გადაწყვიტეს.დილით ელენეს ადრე გაეღვიძა და გარეთ გასვლა დააპირა.გავიდა თუ არა,მაშინვე იცნო იქაურობა.ნიკოს სახისგან ცოტათი მოშორებით იდგა მისი სახლი.მართალია ნიკოს სახლიდან შეუძლებელი იყო დანახვა,მაგრამ იცნობდა ამ ადგილს.სახლში შევიდა და ნიკოსთან დამშვიდობება და მადლობის თქმა დააპირა,თუმცა ჩანდა,ჯერ კიდევ ეძინა.ფურცლის და კალამის მოძებნა და მადლობის თქმა დააპირა და დიდხნიანი ძებნის შემდეგ იპოვა კიდეც.
,,დიდი მადლობა მგლის ხახისგან დახსნისთვის და ამ სახლისთვის.ვიცანი ადგილი და ახლა ჩემით წავალ,აღარ გაგაღვიძებ.კიდევ ერთხელ მადლობა“.
ელენემ სახლი დატოვა და შუადღისას თავის გიდს,მაიას შეხვდა,რომელთან ერთადაც გეგმების დალაგება დაიწყო.გადაწყვიტეს ხევსურულ სუფრასთან გაეტარებინათ ეს საღამო.
ელენეს დიდად არ ხიბლავდა მთიელ ხალხთან ერთად ყოფნა,რადგან საერთო ენასაც კი ვერ ნახულობდა ამ ხალხთან.მხოლოდ თავის გიდს,მაიას თუ გაუცვლიდა ხოლმე ერთ-ორ სიტყვას.ახლაც მას ესაუბრებიდა შატილზე,როცა მასპინძელმა ხმამაღლა დაიძახა
-აი ჩვენი ნიკოც მოსულა
ყველამ ნიკოს შეხედა,რომელიც სუფრას უახლოვდებოდა.
-ნაირა ქალო,თეფში და ჩანგალი გამაიტანე,ჩვენი ნიკო მოსულა - გასძახა ცოლს მასპინძელმა
ნიკო ელენესთან ახლოს ჩამოჯდა.ელენემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა წუხანდელი სიკეთისთვის,რამდენიმე წითის შემდეგ კი აღარც ახსოვდა სუფრაზე ნიკოს არსებობს და აღარც ყურადღება მიუქცევია.
მოულოდნელად მაიას ტელეფონმა რეკვა დაიწყო.
-გისმენთ...დიახ,მე ვარ...კი...კი - ამ დროს ელენეს შეხედა - ელენე? ჩემთან არის
ელენეს გაუკვირდა,ვის უნდა დაერეკა მაიასთან მის მოსაკითხად.
-ახლავე...შენ გთხოვენ?
-მე?ვინ არის?
-შეყვარებული ვარო,ამბობს
-ღმერთო - განწირული სახე მიიღო ელენემ,ტელეფონი გამოართვა და გარეთ გავიდა
-რა გინდა,საიდან მომაგენი და საერთოდ,რატომ არ მანებენ თავს?არ მიყვარხარ და არც არასდროს მყვარებიხარ,დამანებე თავი
-ჯერ მაცადე ხმის ამოღება რა,სად გაიკარგე,სად გაქრი
-შენ აღარ გეხება ჩემი გაქრობა.საიდან გაიგე მაიას ნომერი?
-შენს თანამშომლებში ვიკითხე სად იყავი,გავიგე,რომ შატილში ყოფილხარ.მერე ვატოს დავურეკე და იმან მითხრა ტელეფონი დაუკარგავსო და გიდის ნომერი მომცა
-რა იდიოტები ხართ.აღარ დარეკო მეორედ ჩემთან,შენი ხმის გაგონებაც კი არ მინდა.კარგად იყავი
-მოიცა...მოიცა.ორი წუთით მომისმინე.რომ იცოდე როგორ მენატრები,შენ კიდევ გულს მტკენ
-გული შენ არ მატკინე ვიღაც ბოზს რომ დასდევდი?
-აუ ვიცი,ვიცი,მაგრამ როგორ გითხრა რაა - თორნიკეს ხმაში ტირილი შეეპარა - არც კი ვიცი თავი როგორ ვიმართლო,ვიცი,შენცვდი,დავაშავე,მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით ხომ არ შეიძლება ყველაფრის დამთავრება,არ შემიძლია შენს გარეშე,რომ იცოდე რა ცუდად ვარ.ძალიან მენატრები
-იმასაც ესე ეუბნეოდი ხოლმე?
-ვინ იმას,არ არსებობს ის.გუკს მტკენ ასეთი ლაპარაკით
-ზუსტად შენ მატკინე პირველმა გული.მატყუარა და აფერისტი ხარ.არა,ყველაფერს გაპატიებდი,მაგრამ აი ღალატს არასდროს გაპატიებ - აივანზე მდგარმა ელენემ სახლისკენ მიმავალი ნიკო დაინახა - ახლა კარგად,შენზე ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს - ტელეფონი გათიშა და სუფრასთან დაბრუნდა.
-რა მალე წავიდა ნიკო? - დაინტერესდა ელენე
-ხო,ტელეფონი მოიტანა.ტყეში რომ დაკარგე,წასულა და უპოვია,ჰოდა ამის მოსატანად მოვიდა შენთან,თორემ ეს სუფრებზე წლებია აღარ დადის
-რა?მართლა?მე კიდევ მადლობაც ვერ ვუთხარი - დაღონდა ელენე - სახლში წავიდა?
-მგონი კი
-ჰოდა წავალ,დავეწევი და მადლობას გადავუხდი.ძალიან ვარ დავალებული ამ კაცისგან.უკვე მერამდენედ დამეხმარა - ამ საიდუმლოებებით მოცული კაცის სტუმრობის შანსი ამჯერადაც არ გაუშვა ხელიდან
-მიდი,მაგრამ არ დაიკარგო.საღამოა უკვე და დაბნელებამდე მოდი
-კარგი
ელენე თავისი თეთრი ბოტასებით ტალახებში მირბოდა ნიკოსთვის მადლობოს გადასახდელად,თუმცა ვერსად იპოვა,რადგან უკვე სახლში წასულიყო.ძალიან დაიღალა და სიარულს შეუნეკა,ამასობაში ბინდიც ჩამოწვა,ამას კოკისპირული წვიმაც დაემატა.ელენეს შატილის კლიმატზე ფიქრისას ლონდონის კლიმატი,სადაც ერთხელ უკვე იყო ნამყოფი და წვიმები გაახსენდა,გზაში ამაზე ფიქრით ირთობდა თავს.ბოლოს,როგორც იქნა მიაღწია ნიკოს სახლს და ხის კარზე დააკაკუნა.კარი ნიკომ სწრაფადვე გააღო და აშკარად გაოცებული იყო ელენეს სტიმრობით.
-შემოდი,დასველდები - თავის მოძრაობით ანიშნა ნიკომ,რომ შესულიყო
-ნიკო,არც კი ვიცი და გითხრა,ძალიან დიდი მადლობა.წარმომიდგენია იმ ტყეში შესვლა რა იქნებოდა შენთვის - ქოშინით ლაპარაკობდა ელენე
-იქ ხშირად დავდივარ,ამიტომ არაა პრობლემა - ცივად მიუგო ნიკომ
-ხო,მაგრამ მაინც,უკვე დაბნელდს და - არ შეიმჩნია მისი ცივი პასუხი და მზერა - კარგი,ახლა მელოდება მაია და დაგტოვებ
-გარეატ წვიმს
-ჰო,ვიცი
-შეგიძლია ცოტა ხანს დარჩე
-იყოს,არ შეგაწუხებ
-არ შევწუხდები
-კარგი.აქ ხშირად წვიმს?
ელენე სავარძელზე ჩამოჯდა.ნიკოც მის გვერდით დაჯდა
-კი,საკმაოდ ხშირად,განსაკუთრებით გასაზფულზე.აქ ცივი გაზაფხულია
- ისე,აქ რას აკეთებ ხოლმე?დრო როგორ გაგყავს?
-დროის გაყვანის პრობლემა არ მაქვს.სულ არ მაწუხებს ის,რომ აქ გასართობი არაფერია.ისე,ძრითადად სულ სახლში ვარ,მარტო
-მარტო? ოჯახი? დედ-მამა? ცოლ-შვილი? - ელენემ ამ კითხვაზე პასუხი შესანიშნავად იცოდა
-არ მყავს - მოკლედ უპასუხა ნიკომ და თვალი აარიდა.ელენეს კითხვა აშკარად არ ესიამოვნა - მგონი ძილის დროა - გამომეტყველება შეეცვალა ნიკოს და ისევ ისეთი ცივი და სერიოზული გახდა - გზა იცი,როცა წვიმა გადაიღებს,შეგიძლია წახვიდე
-რა?მარტო გამიშვებ?
-მერე რა მოხდა?
-მითხარი,არასასიამოვნო თემას შევეხე?თუ ასეა,მაპატიე
-რა მნიშვნელობა აქვს?ძილის დროამეთქი
-ჯერ ისევ წვიმს,ვერ წავალ - უარზე დადგა ელენე,რომელიც უკვე მზად იყო ნიკოს ოჯახის ისტორიის გაგებაზე მასთან ომის დაწყების ხარჯზე
-მაშინ ღამე მშვიდობის - ნიკო ოთახისკენ დაიძრა
-ვისი სურათები იყო იქ,სადაც მე მეძინა?რატომ გაურბიხარს ხალხს ან ხალხთან საუბარს?
ნიკო ამაზე სულმთლად გაცეცხლდა.
-გაჩუმდი ან წადი - თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირაო - შენი საქმე არ არის,ვინ მოგცა ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება?არც კი მიცნობ,არ იცი ვინ ვარ
-რატომ მეუხეშები?რას გეკითხები ასეთს?უბრალოდ დამაინტერესდა
-შენი საქმე არ არის.წადი,როგორც კი გადაიღებს წვიმა
-იცი რა?!ახლავე წავალ - გაცხარდა ელენეც და თავის პიჯაკს ხელი დაავლო
-წადი - სიამოვნებით თქვა - გზა ხსნილია.არვინ გაკავებს - ხელი გაიშვირა კარისკენ ნიკომ
-მე მხოლოდ საუბარი მინდოდა,შენ კი ამისიც გეშინია
ელენემ პიჯაკს დაავლო ხელი და ნიკოს სახლიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.გაცეცხლებული იყო,მაგრამ ნიკოსაც არ ამტყუნებდა,მაგრამ მაინც თავის თავზე და მის უხეშობაზე ფიქრობდა.უკვე ეზოს კარს უახლოვდებოდა,როცა ნიკო გამოვარდა და თავს აშკარად დამნაშავედ გრძნობდა
-ელენე - დაიყვირა ნიკომ
ელენეს არც კი მიუხედავს უკან
-მოიცადე
გაბრაზებულმა ელენემ უკან მიიხედა და უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო,ალბათ ისევ რაღაც დამრჩაო
-ბოდიში,უხეშად გამომივიდა
ელენე ყველაფერს მოელოდა,ბოდიშის გარდა
-მართალი ხარ - მხოლოდ ეს უთხრა და გზის გაგრძელება დააპირა
-სად მიდიხარ? ძალიან წვიმს
-არაუშავს,წავალ როგორმე - ისევ გაბრაზებული ტონით უპასუხა ნიკოს
-ცოტა ხნით მაინც დარჩი,სანამ წვიმა გადაიღებს
,,ცოტა ხნით?“ აბა რამდენი ხნით უნდა დავრჩეო,გაიფიქრა ელენემ
-არ მინდამეთქი,წავალ
-არ მინდა ნაწყენი წახვიდე
-არ წავალ ნაწყენი,მართლა - მშვიდად უთხრა ელენემ,რომელსაც წყენა ჯერ კიდევ ეტყობოდა
წვიმამ უფრო იმატა
-ძალიან წვიმს,სეტყვა წამოვა და ვერ მიასწრებ სახლში მისვლას.ცივა ძალიან.შემოდი და მერე გაგაცილებ
-კარგი - დასთანხმდა ელენე,რომელიც უკვე კანკალებდა სიცივისგან



№1  offline წევრი Californian

დარინა
საოცრად მომწონს ეს ისტორია და ახალ თავებს სულმოუთქმელად ველოდებიიი, მომწონს ელენეს სიჯიუტე ნიკოს სიცივის და მიუხედავად მაინც რომ ააჟინდებააა, ეს წყვილი უკვე ჩემი ფავორიტიამიუხედავად ამხელა ასაკობრივი სხვაობისააა.

დიდი მადლობა.მთავარი აზრიც სწორედ ეს არის ამ ისტორიის,რადიკალურად განსხვავებული მენტალიტეტისა და მსოფლხედველობის,ასევე ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად როგორი ურთიერთობა შეიძლება შედგეს ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს შორის. heart_eyes

 


№2 სტუმარი Alamaria

KaargiAasaaaa

GagrzelebAs veliiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent