*სისხლიანი პაემანი* (თავი 7)
მუხლი 109. განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. მუხლი 111. განზრახ მკვლელობა - უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ. ჯანდაბა,დაიმახსოვე! დაიმახსოვრე! თავიდან, მუხლი 109. განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით,ვადით ათიდან ოც წლამდე... უხხ... - ტასო,რა გჭირს? გაოცებულმა მარიამმა შეხედა ანასტასიას,რომელიც იდგა და ხმამაღლა იმეორებდა ერთსა და იმავე წინადადებას. - ვმეცადინეობ,ვერ ხედავ? ფურცლები ააფრიალა გოგონამ და სავარძელში ჩაესვენა აწითლებული თვალებით. - კარგი რა,ჩააბარებ რა გჭირს - კონცენტრაციას ვერ ვახდენ! იდიოტივით ერთ რაღაცას ვკითხულობ მილიონჯერ! თავში არ შემდის არაფერი! პირველად მჭირს ასეთი რაღაც! რა საშინელებაა.. - ანუ ახლა გესმის ჩემი,ხოო?გადაიკისკისა მარიამმა და ტასოს მიუცუცქდა გვერდით. - მარიამ შემეშვი... არ ვარ ხასიათზე - კარგი,სკოლაში წავალ მე.. ჩანთა სწრაფად აიღო და კარები მოიხურა,ანასტასიამ ტელეფონი შეამოწმა კიდევ ერთხელ,არანაირი ზარი,არანაირი შეტყობინება არ დახვედრია,თუმცა რამოდენიმე წამში საწოლზე ისროლა და თავი ისევ წიგნებში ჩარგო. ყოველთვის წარჩინებული მოსწავლე იყო ანასტასია,საამაყო და მისაბაძი გოგონა,რომელიც არა მხოლოდ ფიზიკური,სულიერი სილამაზითაც იყო დაჯილდოებული. სწავლას რაც შეეხება,ასეთი ოჯახის შვილს,არ შეეძლო რაიმე საგანში მიეღო ცუდი ქულა,გამოცდაში ჩაჭრაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია,ქალბატონი რუსუდანი (ანასტასიას დედა) და ბატონი ვაჟა (ანასტასიას მამა) ძალიან მკაცრები იყვნენ მის მიმართ,მკაცრად იზრდებოდა და ეს მის შინაგან სამყაროზეც აისახებოდა. სწავლა,წიგნები,კარიერა,მომავალი,მხოლოდ ეს იყო ანასტასიას ცხოვრება,ეს იყო მისი "ვალდებულება" და მოვალეობა,რომელიც მშობლებისთვის უნდა მოეხადა. როცა რუსუდანი და ვაჟა განქორწინდნენ,მარიამზე აღარავის ჰქონდა სადარდებელი,ანასტასიაზე ჰქონდათ იმედი და სინამდვილეში,მარიამისთვის უკვე აღარავის ეცალა. რუსუდანმა ვაჟასთან განშორება,ღალატი და ეს ყოველივე ცუდად განიცადა,ანტიდეპრესანტებზე იყო შემჯდარი,ლოგიკურია,მარიამი რატომაც იყო ასეთი თავისუფალი ანასტასიასგან განსხვავებით,მას არავინ არ აქცევდა ყურადღებას საკუთარი დის გარდა. ვაჟა ქალიშვილებს ყოველ ოთხშაბათს ურეკავდა,თუმცა ანასტასია მათ ვახშამზე არ დადიოდა და მხოლოდ მარიამს უშვებდა. წიგნებსა და კონსპექტებში ჩაფლულს ჩაეძინა,მთელი ორი დღის უძილოს,რომელიც მთელი ძალით და ენერგიით ცდილობდა მოესწრო ყველაფერი და გამოცდა წარმატებით ჩაებარებინა, მიუხედავად იმ ყველაფრისა,რაც მოხდა.. კარებზე ბრახუნი არ წყდებოდა,გოგონა ძლივს გამოფხიზლდა,საათს დახედა და თვალები დაქაჩა,უკვე საღამო იყო,კარებზე ბრახუნი კი არა და არ წყდებოდა. ხალათი შემოიცვა და გულგახეთქილი მივარდა კარებს,გააღო თუარა გაცეცხლებული დემეტრე შემოვარდა,რომელიც ბრაზისგან ნაპერწლებს აფრქვევდა მრისხანებით სავსე თვალებიდან. - რა მოხდა? თვალები მოისრისა ანასტასიამ და კარი დაკეტა,გაკვირვებული უყურებდა დემეტრეს და ჯერ კიდევ ძილ ბურანში მყოფი ვერ არკვევდა მის ასეთ საქციელს. - სულ გაგიჟდი? სად გაქვს ტელეფინი??? სად?? ღრიალებდა და აქეთ იქით დადიოდა გაცოფებული. - რა გაყვირებს? ვმეცადინეობდი და ჩამძინებია. სავარძლიდან ფურცლები და წიგნები ამოიღო და მაგიდაზე დაალაგა,ბიჭს კიდევ ერთხელ ახედა,სავარძელში მოკალათდა და მზერა არ მოუშორებია მისთვის. - დემე,რა ხდება? - ანასტასია,იცოდი ეს დედამ@@@ი რომ უნდა დამერეკა,შენ კიდე ყურადღებაც არ მიგიქცევია ტელეფონისთვის!! - რა ხდება გამაგებინე! - იმ ახვარ* მაქსიმეს არ დაურეკავს?ან არ იცი რას აპირებს? ამდენი ხანი ესე ვერ ვივლი შენთან,ისედაც მეძებენ და ეს იცი კარგად - დემეტრე,მე ყველაფერს ვაკეთებ,რომ მაქსიმემ საჩივარი გამოიტანოს. უბრალოდ ეს ორი დღე საშინლად გადატვირთული გრაფიკი მაქვს,ვემზადები ხვალინდელი გამოცდისთვის,არ გაქვს უფლება მიბრაზდებოდე - ანასტასია,ნებისმიერ მომენტში შეიძლება დამადგეს ძაღლობა,ამიტომ ჩემთვის ეს დრო ოქროს ტოლფასია!! ხვდები ეხლა? - ვიცი! ბრაზისგან შეკრული მუშტები ნელნელა მოუშვა და გოგონას წინ ჩამოჯდა.. - ისე,არ მეგონა ბეჯითი გოგო თუ იყავი. ირონიით ჩაილაპარაკა ბიჭმა და სიგარეტს მოუკიდა. - რატომ არ გეგონა?? რადგან ცუდი ბიჭი შემიყვარდა და მის დახსნას ვცდილობ ციხისგან? ამიტომ სულელი გგონივარ? არც ანასტასიამ დააკლო ირონია და ხელები გადააჯვარედინა. გაკვრივებულმა გახედა დემეტრემ მის წინ მყოფ ქალს,რომელიც აქამდე ასეთი სერიოზული და თავის თავში დარწმუნებული არასდროს ყოფილა,ან უბრალოდ თვითონ არ შეუმჩნევია. - ბოდიში. კარგი,იმეცადინე,წავალ. - წახვალ? - ხო,ახლახანს არ ამბობდი რომ არ გცალია? - რადგან მოხვედი,მეგონა იქნებოდი კიდევ ცოტახანს.. კარგი,წადი. კარები გააღო და გასასვლელისკენ გააყოლა თვალი,როცა წამიერად შემობრუნდა დემეტრე მისკენ,გულზე მიიკრო გოგონა და მის თმაში ახლართა თითები. - არ მინდოდა შენი შეშინება.. - არ შემშინებია,დემე.. - უხხ... თავი უკან გადასწია წამიერად და ტასოს ჩახედვა თვალებში. - როგორ აღმაგზნებს მასე რომ მეძახი.. ნეტა იცოდე,ეხლა რას გიზავდი.. მაგრამ გამოცდა გაქვს ხვალ და გადამირჩი. როგორც მას ჩვევია,სველი კოცნა დაუტოვა არტერიაზე,ტუჩზე მოწყვეტით აკოცა და სახლი დატოვა. - ბოლოს მომიღებ ტვილდიანო.. ჩაილაპარაკა ანასტასიამ და კარს ზურგით მიეკრო. *** - ჩავაბარეეე! სააან,რა ქენიი? ანასტასია სანდროსკენ გაიქცა რომელიც ასევე გაღიმებული იდგა და წარბებს ათამაშებდა,გოგონა ხელში აიტაცა და დაატრიალა. - უნდა დავლიოთ! ჰა,რას იტყვი? წინ გადმოყრილი თმა აუჩეჩა და სიხარულისგან სიცილს ვერ იკავებდა ვერცერთი. - მოიცადე,მართას და ლილეს დაველოდოთ დებილო! - აუუუ,ეხლა მაგათ რა დაელოდება.. ლილეს არ იცნობ?ბოლო წამამდე გამოცდაზე იჯდება,სანამ ყველა პასუხს არ გადახედავს და არ დარწმუნდება რომ სწორია.. - კაი რა,ნუ ხარ შენ სულსწრაფი! აი მართა მოდის.. - ჰა,აბა?? - ამოიღე გოგო ხმა! ხელით შეანჯღრია ტასომ აცრემლებული მართა,რომელსაც დასჯილი ბავშვივით გამოებერა ქვედა ტუჩი,აი სადაცაა ისტერიულ ტირილს რომ იწყებენ. - ვერ დავწერე.. - კაი ტოო.. ეე,არადა დალევას ვაპირებდით,ჩვენ ჩავაბარეთ - რაა? დალევას?მოიცა,ეხლა თქვენ გგონიათ გამოცდის გამო გართობას გავმაზავ? თვალები ეშმაკურად აატრიალა და სამივემ ხარხარი ატეხა,აუდიტორიიდან ლილეს გამოსვლისას,ყველა მიხვდა მის მზერაზე,მასაც ჩაებარებინა გამოცდა,ოთხივემ სიხარულით ჩაირბინა უნივერსიტეტის კიბეები და იქვე,ახლოს მდებარე ბარში დასხდნენ. - ჩვენს ჩაბარებას და მართას შეტენილ საგნებს გაუმარჯოს! თქვა სანდრომ და ლუდის დიდი ბაკალი მოიყუდა. - აუ სანდრო რა იდიოტი ხარ.. ენა გამოყო მართამ და ჭიქას ხელი წაავლო. - ხო იცი მართა,მთავარია კაცობაში არ ჩაიჭრა... ნუ,შენ კაციც არ ხარ მამენტ.. - ეს ოც თეთრიანი ხუმრობები არ შეგვიძლია სან.. - გეყოფათ ერთმანეთის დაჭმა! ორხმად წამოიყვირეს ტასომ და ლილემ,რომლებიც სიცილით იფხრიწებოდნენ და ალკოჰოლიც კარგად მოეკიდებინათ. - ეხლა სად დავტოვო ჩემი მანქანა? ყველანი მთვრალები ვართ.. თქვა ტასომ და თავისივე ნათქვამზე ჩაბჟირდა. - ტაქსით გაგიყვანთ ყველას,ოღონდ ცოტახანში წავიდეთ,თორე ყველაფერი მიტრიალებს.. სიცილში და ხმაურში ანასტასიას ტელეფონი აწკრიალდა,ნომერს დახედა და მაშინვე იცნო,მაქსიმე რეკავდა. გოგონას მაშინვე დაუსერიოზულდა სახე და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. - ტასო რა გჭირს? მართას გახედა და მზერა სწრაფად მოაშორა. - არა არაფერი.. მეე,მოვალ ორ წუთში. რუსუდანი მირეკავს და ამ ხმაურში რას გავაგონებ. - კაი მიდიი... ტელეფონი აიღო და მაშინვე გაეცალა მეგობრებს. კართან დადგა და ერთი ხელი ყურთან მიიდო,მეგობრებს კი თვალებს არ აშორებდა,ცდილობდა კონტროლის ქვეშ ყოფილიყო ყველაფერი. - გისმენ მაქსიმე. - როგორ ხარ? - კარგად,შენ? - საქმე მაქვს ანასტასია. - კარგი. - დღეს ჩემთან ამოდი,შვიდზე. - შენთან? - ხო,რაიყო? - არა არაფერი.. კარგი,მოვალ. ყურმილი სწრაფად გათიშა და მაგიდას მიუახლოვდა. - ფერი არ გადევს. თქვა სანდრომ და ცალი წარბი ასწია. გოგონებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ ანასტასიას,რომლის აჟიტირებული თვალები, არცერთს გამოჰპარვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.