შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მშვენიერია ?! (5 თავი)


21-07-2018, 12:51
ავტორი funny girl
ნანახია 2 043

არ შევმცდარვარ მაგრამ რაც იქ დავინახე მის დანახვას ისევ სხვა რამ მერჩივნა მენახა ..
ალექსანდრე ახლვედიანი მთლიანად სისხლში ამოთხვრილი იდგა კარებში ... ოჰ ღმერთო ჩემო
რა ხდება ჩვენს თავს ..
სანამ მასთან მივედი ლამის სული განვუტევე , ისე მეშინოდა მას რამე.არ დამართნოდა . არ ვიცი რატომ მადარდებდა ესე ძალიან მისი ალეთ მდგომარეობაში ხილვა მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ვნერვიულობდი.
- ალექსანდრე - ხმა ძლივს ამოვიღე - რა გჭირს ?
- არაფერია , ჩემი სისხლი არ არის ნუ ნერვიულობ
- არ ვნერვიულობ , აბა ვისი სისხლია რა ხდება - ურცხვად ვიტყუებოდი
-არ არის შენი საქმე , მითუმეტეს თუ არ ნერვიულობ . - მითხრა და სააბაზონოსკენ გზა განაგრძო - ძალიან დავიღალე , წყალს გადავივლებ და დავიძინებ , შენც ამას გირჩევ საშინლად გამოიყურები..
მეც დაეჭვებული სარკეში ჩავიხედე რა მჭირდა . თვალები უძილობისგან და ნერვიულობისგან სულ დამწითლებოდა და დამსიებოდა , მართლაც საშინლად გამოვიყურებოდი ამიტომ სასწრაფოდ მოვემზადე და საწოლში შევწექი.. მალე ალექსანდრეც დაბრუნდა და საწოლის მეორე მხარე დაიკავა
- ძილინებისა - ვუთხარი მე
- ძილინებისა მარიამ - მითხრა და გვერდი იცვალა..
მეორე დილით საწოლში მარტოს გამეღვიძა , ისე რაღა დილით უკვე ოთხი საათი სრულდებოდა
ავდექი მოვემზადე , მთელი სახლი მოვიარე მაგრამ ვაჟბატონი არსად არ იყო.. გადავწყვიტე დამერეკა და გამეგო სად ბრძანდებოდა
რამოდენიმე ზარის შემდეგ ვიღაცამ მიპასუხა
- გისმენთ
- უკაცრავად გოგონი თქვენ ვინ ხართ , ალექსანდრე სად არის ?
- სააბაზანოშია ემზადება , ტელეფონი აქ დარჩა , რამე გადავცე ?
- არა არაფერი არ გადასცე , მერე დავურეკავ - ტელეფონი გავთიშე .
საშინელმა სიბრაზის გრძნობამ მომიცვა , ლამის ყველაფერი დავლეწე , თურმე ვაჟბატონს ვიღაცასთან გართობა მოსდომებია ..
მთელი დღის განმავლობაში არ ვიცოდი რა გამეკეთებინა , ამიტომ გადავწყვიტე ნუკისთან ერთად ფილმის საყურებლად წავსულიყავი და ასეც მოვიქეცი
- გოგონი როგორ მომენატრე , ქორწილის მერე აღარ მინახიხარ - ეგრევე დაიწყო ნუკიმ
- მეც მომენატრრე ქალო , თან ძალიან ამიტომ გადავწყვიტე რომ შევხვედრილიყავით თორე საერთოდ არ გახსენდებოდი შენ
- როგორ არ მახსენდები შე უნამუსო ქალო , ვიფიქრე ახალი გათხოვილია ხელს ხო არ შევუშლითქო - მითხრა და გამიცინა - ისე მართლა ნათლულს ველოდები მალე
- გადი გადაშენდი , ბავშვი როგორ გავიმეტო და შენ როგორ მოგანათლინო შენს სიგიჟეს დაანათლი ...
- ოქეი ვიმახსოვრებ
- კაი მოიცა ფილმს ვუყუროთ
ფილმი მართლაც შესანიშნავი აღმოჩნდა , მე და ნუკიმ იქიდან ბარში გავიარეთ ცოტა დავლიეთ სახლში კი გვიან მომიწია მისვლა ..
მთელი სახლი ჩაბნელებული იყო , ალბათ ალექსანდრე ჯერ არ დაბრუნებულა. სახლში შევედი თუ არა მაშინვე მთელი სახლი განათდა. შიშით ლამის სული განვუტევე
- შემეშინდა
- რას მელაპარაკები ,თურმე ქალბატონი შევაშინე - დაიწყო ირონიიულად - სადხარ გოგო ამდენი ხანი , სად დადიხარ ? ვერ ტვინავ რო გათხოვილი ხარ და როდესაც სადმე მიდიხარ ქმარი უნდა ჩააყენო საქმის კურსში ან კიდევ ხალხმა უნდა ილაპარაკოს რომ ალექსანდრე ახვლედიანის ცოლი ვიღაცეებთან ერთად შუაღამისას ქუჩაში დაეხეტება
- გეყოფა რა , ის მაინც იკმარე რომ არაფერს გეუბნევი
- და რა უნდა მითხრა ასეთი
- ესეიგი შენ გაქვს თავმოყვარეობა და მე არა ხომ ? მაშინ რატომ არ ფიქრობდი.იმაზე ვიღაც ქალთან ერთად რომ იყავი , თურმე ვაჟბატონი სააბაზანოშია და ტელეფონი იქ დარჩა , შენთუ გართობას არ იკლებ მე რატომ უნდა დავიკლო? უნამუსო კაცი ხარ , მეზიზღები - ბოლო ხმაზე გავკიოდი
ის კი რას აკეთებდა ამ დროს ? საზიზღარი , ბოლო ხმაზე იცინოდა .. ნეტა რა აცინებდა ან რა იყო ამაში სასაცილო
- რა გაცინებს ? რა არის ამაში სასაცილო?
- ვაიმე ვეღარ ვსუნთქავ , ვიღაც ქალიო სააბაზანოოო ღალატიო ვაიჰ - თავს ვერ იკავებდა , ცოტა რომ დაწყნარდა განაგრძო - შენ რა ჩემს მდივანზე იეჭვიანე ? ან როდის დარეკე მა$ინ როცა სმოკინგს ვიცმევდი ბიზნესმენებთან შესახვედრად რო მივდიოდი , ვაიმე მაინც მეცინება
სირცხვილი , სირცხვილი და კვლავ სირცხვილი.. ამ ბოლო დროს სულ ეს შეგრძნება მდევს თან
- კაი გეყოფა ნუღა იცინიხარ , შემეშალა არ შეუძლება - ვთქვი გაოცებულმა - კაი მართლა გეყოფა , მე წავედი ვიძინებ
-მეც მოვდივარ
- კაი ერთი
- ბევრს ნუ ტლიკინებ
-ვირი - ჩავიჩურჩულე ჩემთვის
- გავიგე
- უნდა გაგეგო - გავიჯგიმე დიდისამბით
- წადი მოფსი დაიძინე ბავშვი , შენი ძილის დროა უკვე , ტყუილად იჭიმები
- უხხხხხ
წავედი დავწექი და დავიძინე , რა უნდა გამეკეთებინა მასხომ არ დაველოდებოდი..
შუაღამისას საშინელმა სიცხემ გამაღვიძა .. ეს სიცხე კი ალექსანდრესგან მოდიოდა .. შუბლზე ტუჩებით შევეხე . იწვოდა . მაღალი სიცხე ჰქონდა. სასწრაფოდ ავდექი წამლები მოვძებნე და მასთან დავბრუნდი
- სანდრო , სანდრო გაიღვიძე სიცხე გაქვს იწვი , მოდი გაისინჯე რამდენი გაქვს
- კარგი რა მარიამ არაფერია - ძლივსძლივობით გამცა პასუხი
- მოდი მოდი არ შეიძლება ასე
- კარგი ხო მომეცი
რამოდენიმე წუთის შემდეგ თერმომეტრ ვნახე , მაღალი სიცხე ჰქონდა ,დამწევები დავალევინე
მთელი ღამის განმავლობაში სიცხემ ძლივს უკლო , როგორც კი დაიწია გვერდით მივუწექი და დავიძინე
დილით ალექსანდრეს აღარ ჰქონია სიცხე
ჩემი უნივერსიტეტში წასვლის დროც მოვიდა
- ალექსანდრე დღეს უნივერსიტეტში უნდა მივიდე , ვეღარ გავაცდენ ამდენ ლექციას
- კარგი , წადი ფრთხილად იყავი ჯაფარიძე ძალიან გააქტიურდა და თავს მოუფრთხილდი
- კარგი შენც ფრთხილად იყავი - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე
- მოიცადე რაღაც დაგავიწყდა - მითხრა და წამოდგა , მოვიდა ტუჩებზე მეამბორა - აი ეს
- ალექსანდრე - დავიწყე გაბრაზებულმა
- არანაირი ალექსანდრე , დაგავიწყდა გაგვი
ანდებოდა შენ
მართლაც მაგვიანდებოდა უნივერსიტეტში ამიტომ გამოვბრუნდი და წავედი..
უნივწრსიტეტში ყველამ მომილოცა გათხოვება და სულ ასეთი ფრაზები მესმოდა
" გოგო , ყოჩაღ ბევრი გიჩალიჩია ალექსანდრესნაირ ბიჭს რომ გაყევი "
"ალექსანდრესნაირმა ბიჭმა ცოლად რომ მოგიყვანა მადლობა უნდა თქვა"
" როგორ მოახერხე ახვლედიანის ცოლობას რო.გამოკარი ხელი "
საშინლად დავიღალე მათი ამ ლაპარაკით ამიტომ ავდექი და ლექციაზე შევედი . მთელი დღის განმავლობაში რაღაც საშინელების მოლოდინი არ მასვენებდა ამიტომ როგორც კი ლექციები დამთავრდებოდა სახლში წასვლას ვაპირებდი.
როდესაც უნივერსიტეტიდან გავდიოდი ყველა რაღაცას ჩურჩულებდა მეც გავიხედე და დავინახე ალექსანდრე იდგა , დაცვის ბიჭებთან ერთად . დამინახა თუ არა მაშინვე ჩემსკენ.წამოვიდა
- მარიამ სასწრაფოდ მანქანაში ჩაჯექი და წავედით
- რა ხდება ალექსანდრე?
- არაფერი მარიამ ჩაჯექი მანქანაში - როგორც ეტყობოდა ანერვიულებული იყო
- მაშინებ უკვე , სჯობია მითხრა
რაღაცის თქმას აპირებდა როდესაც ვიღაც გამოჩნდა და დაიწყო
- არაფერია მარიამ, ხომ მარიამი გქვია თუ ვცდები?
- მოშორდი აქედან , არ გაბედო.მის სიახლოვეს მოსვლა
- რაიყო ახვლედიანი , ხომ არ გეშინია რომ ცოლს აგახევ და ...
- მოკეტე შე ნაბიჭ..არო
- ალექსანდრე ვინ არის ეს
- მიდი უთხარი ახვლედიანო - განაგრძობდა ის თავისი დამცინავი ხმით
- მეტყვით თუ არა ვინმე
- კარგი ალექსანდრე თუ არ გეტყვის მე გეტყვი
- გირჩევ მოშორდე აქედან თორე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ
- ნუ იმუქრები ახვლედიანო
- გამარკვევთ მეც თუ ვიმარჩიელო
- რატი ჯაფარიძე - მითხრა და საშინელი ცივი მზერით შემომხედა - ჩემი სახელია რატი ჯაფარიძე
ყველაფერი უკუღმა დატრიალდა , არ ვიცოდი რა მოხდებოდა , ჩვენი.ოჯახის მტერი ახლა წინ მედგა და არავინ არ იცოდა მას გულში რა ედო , რას მოიმოქმედებდა ეს მხოლოდ მან და ღმერთმა იცოდა



ესეც მეხუთე თავი , იმედია მოგწონთ და ტყუილად არ ვწერ .. თითოეული თქვენგანს მადლობას გიხდით ვინც კი კითხულობთ



№1 სტუმარი ნია

ძალიან მომწონს და როგორც წინა თავში გითხარი თუ კი ასეთი საინტერესო იქნება ბოლომდე მაშინ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ამ ისტორიას, ოღონდაც ეს წყვილი არ დააშორო

 


№2  offline წევრი funny girl

ნია
ძალიან მომწონს და როგორც წინა თავში გითხარი თუ კი ასეთი საინტერესო იქნება ბოლომდე მაშინ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ამ ისტორიას, ოღონდაც ეს წყვილი არ დააშორო

ძალიან მიხარია რომ მოგწონს <3

 


№3  offline წევრი Eto Samadashvili

Kargiaa gaagrdzele

 


№4 სტუმარი სტუმარი ტასია

მომწონს გააგრძელე

 


№5 სტუმარი ann

ამ ისტორიას ადრე სხვა სახელითაც ხომ არ წერდი? ვიცი, წაკითხული მაქვს <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ტასო

რომელი სახელით?

ძალიან მაინტერესებს მალე დადე

 


№7  offline წევრი funny girl

Eto Samadashvili
Kargiaa gaagrdzele

აუცილებლად

ann
ამ ისტორიას ადრე სხვა სახელითაც ხომ არ წერდი? ვიცი, წაკითხული მაქვს <3

არა ნამდვილად პირველად ვწერ

სტუმარი ტასო
რომელი სახელით?

ძალიან მაინტერესებს მალე დადე

არ დევს .. წერის პროცესშია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent