შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო კურნავს (თავი 3)


22-07-2018, 20:11
ავტორი ANDROMEDA BLACK
ნანახია 1 152

გადიოდა წუთები ,საათები,დღეები და ყველა მათგანი ერთფეროვანი იყო. თითქმის მივეჩვიე ახალ სკოლას,მეგობრებს, ნინის ზიზღნარევ გამოხედვას, რომელსაც ყურადღების ღირსადაც არ ვთვლიდი. მოკლედ იყო სახლი,სკოლა,მეცადინეობა,ძილი. არმიყვარდა ზოგადად ერთფეროვნება და უხალისოდ ვაკეთებდი ყველაფერს. მართალია მეგობრები ადვილად ვიშოვე, მაგრამ თავს მაინც მარტოსულად ვგრძნობდი. არავინ არ იცოდა სინამდვილეში რა ხდებოდა ჩემს ოჯახში,არავინ იცოდა,რომ დედ-მამა გაშორებულები იყვნენ,მეც ვმალავდი და არავის ვუმხელდი. ნინი კი წამს არ კარგავდა, რომ როგორმე ყველას თვალწინ დავემცირებიე და დასაცინი გავმხდარიყავი, მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ამის საბაბი არ მიმეცა მისთვის. მას ეს ძალიან აბრაზებდა, ის ხომ მერის შვილი იყო და ყველანაირ ფუფუნებას იყო მიჩვეული, განსხვავებით ჩემგან. მე კი ძალიან მახალისებდა ის ფაქტი,რომ ნინი ღიზიანდებოდა და ვცდილობდი კლასში საუკეთესოდ მესწავლა.
ისევ დაიწკრიალა ერთ დღეს საძულველმა ხმამ. როგორც ყოველთვის ავიზლაზნე და გამოსაფხიზლებლად სახეზე წყალი შევისხი. მოვწესრიგდი და სკოლაში წავედი. შევედი შენობაში და ყველა მე მომაშტერდა, თითქოს ტალახით ვყოფილიყავი მოსვრილი. ამ გამოხედვაში ცინიზმიც ჩანდა. შევკრთი და ისე ვითომც არაფერი გზა გავაგრძელე. ყველამ თვალი გამომაყოლა. მე ინსტიქტურად გავიხედე გვერდზე და კედელს შევხედე:მთელი კედელი პლაკატებით იყო გადაჭედილი. სათაურიღთ:ლიზას ნამდვილი სახე და ათასი სისულელე და ტყუილი ეწერა ჩემზე. ვითომ მოღალატე და ორპირი ვიყავი, ვითომ საცხოვრებელი ადგილი იმიტომ შევიცვალე, რომ იქ ქურდის სახელი მქოდა, რადგან ერთხელ მაღაზიიდან შოკოლადების ტომარა მოვიპარე და ერთადერთი სიმართლე ეწერა, რომელიც ყველაზე მეტად მომხვდა გულზე და ისევ როგორც მაშინ შიგნეულობა ჩამეყინა. იქ ეწერა დედ-მამის ჩხუბის შესახებ, მაგრამ ყველაფერი გადაზედმეტებული იყო,თორემ ეს ოჯახური პრობლემა განა უცხოა?! უბრალოდ იქ მამა მონსტრად იყო გამოყვანილი,დედა კი საცოდავ კრავად. მაშინვე მივხვდი ვინ იდგა ამის უკან და გაცეცხლებული სკოლიდან გავარდი. ნინი იქვე იდგა და სიცილით კვდებოდა. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, გზაარეული დავდიოდი, მანქანა კინაღამ დამეჯახა,აშლილი ვიყავი და არვიცოდი რამექნა, ვერ ვმშვიდდებოდი. მივარდი გაცეცხლებული სახლში სადაც მხოლოდ დედა დამხვდა.
გაკვირვებული მიყურებდა. მე ვერ მოვითმინე და ყველაფერი გადმოვანთხიე რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გულში მქონდა:
-შენი ბრალია ყველაფერი,ვუყვიროდი მთელი ხმით, შენი და მამას ბრალია, რომ მე ცხოვრება დამენგრა,აწი ყველა დამცინებს, ყველა აბუჩად ამიგდებს და არავის ეცოდინება ჩემი ნამდვილი სახე, არავიიიის და ეს მხოლოდ შენი ბრალიაა. ვერ გიტაანნ, მეზიზღებიი.
ვთქვი და ჩავიკეცე. დედაც მომიახლოვდა, თვალები ცრელებით ქონდა სავსე და მთელი სხეულით კანკალებდა, მომიახლოვდა და მომეფერა. მე ვინანე ჩემი სიტყვები, მაგრამ არაფერი მითქვამს, ასე ჩახუტებულები ვიჯექით თითქმის ნახევარი საათი, და ეს დრო საუკუნედ გადაიქცა ჩემთვის. მეც ვკანკალებდი და დედაც. მეც ვტიროდი და დედაც. მეც მტკიოდა და დედასაც.
-მიყვარხარ, ამოვღერღე ძლივს და თავი კალთაში ჩავუდევი.
-მეც,მითხრა დედამ და მომეფერა
მე დავმშვიდდი.ცოტახნით დავისვენე და მოვდუნდი. დრო გადიოდა, წამები წამებს მისდევდა, და თანდათან ტკივილიც სუსტდებოდა, მაგრამ არ ქრებოდა...

რამდენი დღე გავატარე ტირილში. სკოლაში წასვლა არ მინდოდა, მრცხვენოდა. დედამ ბევრჯერ სცადა ჩემი დამშვიდება,მაგრამ ნინის მიმართ სიძულვილი არ ცხრებოდა, პირიქით დღითიდღე იზრდებოდა. ბრაზიც მძვინვარებდა ჩემში. ყველაფერი ნინის ბრალი იყო.
საბოლოოდ იმდენი ვქენი,რომ დედა მივიდა სკოლაში და მასწავლებელს დაელაპარაკა,აუხსნა,რომ ყოველივე იმ პლაკატებზე აღწერილი ტყუილი იყო და სთხოვა რომ ეს ბავშვებისთვისაც ეთქვა. ამისდამიუხედავად მე მაინც უარზე ვიყავი და უხეშად ვუჯახუნებდი კარს დედას მის ყოველ მცდელობაზე,მაგრამ ბოლოსდაბოლოს დაიწკრიალა ისევ მაღვიძარამ და მეც დამძიმებულმა დავიწყე მომზადება. გულში მჩხვლეტდა. არმინდოდა წასვლა. მხოლოდ ემილის იმედი მქონდა, რომ არ მიღალატებდა და ისევ ჩემი მეგობარი იქნებოდა(ემილი- ის ბავშვი პირველ დღეს,რომ ლიზას გვერდით იჯდა). მხოლოდ ამ იმედს ვეყრდნობოდი.
ძლივს გამაგდო დედამ კარებში და მეც ძალიან ზანტად დავადექი გზას.მალე გამოჩნდა სკოლის შენობა, რაღაც შემზარავი მეჩვენა. შევედი და ნაცნობი გრძნობა დამეუფლა,როგორც მაშინ ეხლაც ყველა მე მომჩერებოდა. მაინც გავაგრძელე გზა და კლასში შევედი. ჩემს ადგილს მივაშურე. დავჯექი და შევამჩნიე,რომ ჩემს გვერდით სკამი ცარიელი იყო. გულში ჩამწყდა:ემილი სკოლაში არიყო,მაგრამ თურმე ვცდებოდი.როგორც ყოველთვის ნინი თავისი ბანდით იქვე იდგა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა,როდესაც მის გვერდით მდგარი ემილი დავინახე. ისევ ჩამეყინა ყველაფერი. ემილიც?! გავიფიქრე და კინაღამ ცრემლები წამსკდა. უკვე მარტო ვიყავი. არავის ვუყვარდი. მთელი დღის განმავლობაში ყველა მამცირებდა და სულელურ ფრაზებს იმეორებდა იმ პლაკატებიდან. მე ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია,მაგრამ ცრემლები სულ მასწრებდა.
როგორც იქნა დამთავრდა ეს დღე. გამოსვლისას ისევ ატყდა აყალმაყალი,დაცინვა და დამცირება. მე კარებისკენ წავედი. გზაში ემილი შემეფეთა,ისიც იცინოდა, მე მას ისეთი თვალებით შევხედე,რომ უკვე ნათელი იყო ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ.როცა ზიზღნარევი გამოხედვა მოვაცილე ემილის კლასიდან გამოვედი,უკან მოვიტოვე აურზაური და უკანმოუხედავად გავიქეცი,მაგრამ არვიცოდი სად მივრბოდი.
ბევრი ვიხეტიალე და ერთი დიდი ჭადრის ქვეშ ჩავიკეცე. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ემილის ამ საქციელს ვერასდროს. მე და ის სულ ვლანძღავდით ნინის,ვიცინოდით,დავალებებს ერთად ვაკეთებდით, ორივე ვერ ვიტანდით იმ ქათამს და ეს როგორ გააკეთა?! ჯერ კიდევ გაოცებული ვიყავი. ემოციები ერთმანეთში მერეოდა. გაოცებულიც ვიყავი და გაბრაზებულიც,ნაწყენიც და ნერვებაშლილიც.ჰოდა ერთიანად წამსკდა ცრემლები. იქვე ახლოს არავინ მეგულებოდა და ხმამაღლა ვტიროდი. დიდხანს ვიყავი ასე ჩაკეცილი,განადგურებული და როდესაც წასვლა დავაპირე,იქვე ბილიკიდან გოგონა გამოვიდა და ამ ბუმბერაზი ჭადრისკენ წამოვიდა,რომელთანაც მე ამოვანთხიე ყველანაირი ტკივილი,როცა მომიახლოვდა თითქოს გაკვირვებულმა მითხრა:
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს -ვუპასუხე ნამტირალები ხმით და ვცდილობდი ცრემლები მომეწმინდა, მაგრამ თვალები ისე მქონდა დაწითლებული,რომ დამალვა შეუძლებელი იყო.
ეტყობა ეს შემამჩნია და მკითხა:
-კარგად ხარ?
-კი,კი არაფერია ვუთხარი ჩუმად
„ამ გოგონას ზუსტად ისეთი მეოცნებე სახე აქვს, როგორც ლუნა ლავგუდს“,გავიფიქრე ჩემთვის და კინაღამ გამეცინა. ფიზიკურადაც გავდა,თეთრი თმა ქონდა და უცნაურად ეცვა.
-ეს ჩემი ადგილია,დაიწყო მან, ანუ აქ მოვდივარ ხოლმე როცა განმარტოვება მინდა და რამეზე ფიქრი, და თუ გინდა შენიც იყოს, მითხრა მომღიმარი სახით და მისმა უდარდელობამ უფრო გამაკვირვა.
-ჰო კარგი ადგილია,როცა რამეზე ფიქრი გინდა, რა გქვია?, უცებ მივახალე მე
-ლუნა პარკერი,შენ?
ლუნას გაგონებაზე კინაღამ გამოვშტერდი,მაგრამ უცებ გამოვერკვიე, ჩემ თავზე გამეცინა და ძლივს ვუპასუხე:
-ლიზა ფორბსი, სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც და დაიკრიჭა, მერე იქვე ჩაჯდა და რაღაც უცნაური წიგნის კითხვა დაიწყო,მეც ჩავჯექი და დავიწყეთ საუბარი.
ლუნა საოცარი ადამიანი აღმოჩნდა. მე ყველაფერი მოვუყევი,ამოვანთხიე ყველანაირი ბრაზი რაც კი გულში მქონდა, ლუნა კი გულმოდგინედ მისმენდა და მეოცნებე თვალებს არ მაშორებდა. ბოლოს ორივემ ლაზათიანად გამოვლანძღეთ ემილიც და ნინიც.რატომღაც ეს უცნაური ადამიანი მანუგეშებდა.
სახლისკენ მიმავალი მივხვდი,რომ მეგობარი მყავდა. გულში იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა და ხასიათი ოდნავ გამომიკეთა,მაგრამ აქ პრობემა იყო „ოდნავ“. მომხდარი მაიც არ მასვენებდა,მაგრამ ვცდილობდი,რომ აღარ მეტირა...
მიუხედავად ამისა დღიურის ფურცლები მაინც დაასველა ცრემლებმა.

———————————-
ძალიან გთხოვთ კომენტარებით ან ემოციებით გამოხატოთ თქვენი აზრი, უმნიშვნელოვანესია ჩემთვის. რას ფიქრობთ, გავაგრძელო? <3



№1 სტუმარი ttbv

kargia zalian shemdegi rodis iqneba?

 


№2  offline წევრი ANDROMEDA BLACK

ttbv
kargia zalian shemdegi rodis iqneba?


dges ❤️

 


№3 სტუმარი nia

romeli saatistvis iqneba?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent