შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო კურნავს (თავი 2)


19-07-2018, 22:42
ავტორი ANDROMEDA BLACK
ნანახია 1 040

ორსაათიანი მგზარობის შემდეგ ავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა და ორივე კარი გაიღო. ფსიქოლოგიურად დაძაბულმა ძლივს წამოვწიე ტანი, ავიღე ჩემოდანი, ჩემს ძმას ხელი მოვკიდე და დედასთან ერთად წავედი კარისკენ. მიწაზე ფეხის დადგმის თანავე გაქრა ყველანაირი პოზიტივის ის ისედაც მწირე ნაწილი რაც კი მანამდე ჩემში იყო. ისევ დამიდგა თვალწინ განადგურებული მამის სახე, ჩემი ძველი სახლი და მეგობრები. წარმოვიდგინე ახალი სკოლა,სახლი, უცხო ადამიანები და ჟრუანტელმა დამიარა.
ამ ფიქრებში წასულს დედას ხმამ გამომარკვია. როგორც იქნა დაწყნარებულიყო და მისი ხმაც ჩვეულებრივ მშვიდ და ნაზად ჟღერად ტონს დაბრუნებოდა.
-ჩვენი ახალი სახლი აქვეა,თქვენს ახალ სკოლასთან ახლოს,იმედია მოგეწონებათ.
უცებ სხეულში სითბო ჩამეღვარა. იქნებ აქ უფრო უკეთესად ვიცხოვრო? იქნებ აქაც ვიპოვო მეგობრები? მოკლედ გრძნობები ერთმანეთში მქონდა არეული და სანამ მე ჩემს თავში ორ მხარეს ერთმანეთს ვაჭიდებდი, ახალ სახლსაც მივადექით.
სახლი იყო კოხტა, პატარა,მაგრამ სამი ადამიანისთვის ზედგამოჭრილი საცხოვრებელი. ამან კიდევ უფრო გამამხნევა და ჩემს ძმას წავჩურჩულე
-მოდი ოთახები ავირჩიოთ
ისიც თავის დაქნევით დამეთანხმა და სახლში შევვარდით
ყველაფერი თითქოს კარგად იყო. მაგრამ იყო ერთი პრობლემა - „თითქოს’’.
ხვალ სკოლაში უნდა წავსულიყავი. მეშინოდა. მეშინოდა ახალი სკოლის, უცხო გარემოსი, უხცო ადამიანების და საერთოდ ამ უცხო ქალაქის. თითქოს ჭინაჭველა ვიყავი, რომელიც მის მშობლიურ ბუდეს მოაშორეს და სადღაც თივის ზვინში ჩააგდეს.
უნდა დავლოდებოდი მოვლენების განვითარებას.
მაგრამ როგორი იქნებოდა ისინი? რატომღაც გული ცუდს მიგრძნოდა. და რაიცით იქნებ მართალიც ვიყავი...

ო როგორ ვერ ვიტანდი მაღვიძარას ხმას, მაგრამ ამ საძულველმა ჟღერადობამ ისევ გამომარკვია ტკბილი სიზმრებიდან. ჩემს სიზმრებში სამყაროს ვარდისფერი სათვალიდან ვუყურებდი, ირგვლივ კარგი აურა იყო, ოჯახი ერთად ვიყავით, ლაშქრობებზე დავდიოდით,ვიცინოდით, ფოტოებს ვიღებდით,დედა და მამა ერთმანეთს სიყვარულით ანთებული თვალებით უყურებდნენ. და უცებ დასჭექა მაღვიძარამ და მეც თვალისდახამხამებაში მომძვრა ვარდისფერი სათვალე და სადღაც სიბნელეში ჩაინთქა.
ისე უცებ წამოვვარდი, რომ თავბრუ დამესხა.შურდულივით შევვარდი აბაზანაში და თავის მოწესრიგებას შევუდექი. თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა:როგორი იქნებოდა ახალი სკოლა? ვიცოდი,რომ მალე ჩემს კითხვას პასუხი გაეცემოდა,მაგრამ ამ პასუხისა მეშინოდა.
მოვწესრიგდი,ჩავიცვი,ავიღე ჩანთა და სასაუზმოდ ჩავედი. სამზარეულოში გემრიელი სუნი ტრიალებდა. მეც უცებ ვისაუზმე და კარისკენ წავედი. კართან მისვლისთანავე დედამ დამიძახა,მოვიდა და მაკოცა.
-წარმატებები, აბა შენ იცი.
წამჩურჩულა და ნაზად მომეფერა.
გზაში ისევ მომეცა დაფიქრების საშუალება:ღმერთო,რა დებილი ვარ, ისე ვნერბიულობ თითქოს ომში მივდიოდე. წარმოვიდგენ,რომ ვითომ ჰოგვორტსში მივდივარ და ყველაფერი კარგად იქნება. იქ გავიჩენ მეგობრებს,როგორც ჰარიმ. ჰოჰო ყველაფერი კარგად იქნება,ვაიმედებდი ჩემს თავს და ამ ფიქრებში წასულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ გავცდი სკოლას.ტვინარეული უკან გამოვბრუნდი. მივხვდი,რომ დამაგვიანდა. ძლივს მოვძებნე კლასი და კარგად დაგვიანებულმა კარზე დავაკაკუნე:
-შეიძლება? გავძახე და მივხვდი, რომ ხმა მიკანკალებდა
-მობრძანდით მის. ცოტა დაგაგვიანდათ, მომიგო მასწავლებელმა ღიმილით,რომელიც ძალიან თბილი და სანდომიანი ქალი ჩანდა
კლასში შევაბიჯე. ნათელი ოთახი იყო. კედელზე ბავშვების მიერ გაკეთებული პროექტები ეკიდა. მშვიდი ატმოსფერო სუფევდა. თურმე გერმანულის გაკვეთილი იყო. მიმოვიხედე და სადაც ცარიელი ადგილი იყო იქ დავჯექი,ერთი გოგონას გვერდით,რომელიც ღიმილით შემეგება. მივხვდი,რომ დავმეგობრდებოდით. მასწავლებელმა გამომკითხა ვინაობა;
-ლიზა 16 წლის. ადრე მუნხენში ვცხოვრობდი,გუშინ გადმოვედით ბერლინში.
-გასაგებია.ნაზად უთხრა მასწავლებელმა და კიდევ კარგი არ ჩაეძია რატომ და რისთვის შეიცვალეთ საცხოვრებელიო.ლიზას გულზე მოეშვა.
სწავლის მხრივ ლიზა მუდამ ათოსანი იყო. ყველა საგანს გულმოდგინედ სწაბლობდა და ყველა საგნის მასწავლებელს უყვარდა.ფიზიკურად ლიზა ძალიან საყვარელი და ლამაზი გოგონა იყო. ცისფერთვალება და ქერა თმიანი ერთიშეხედვისთანავე მოგაწონებდათ თავს.
ამ გაკვეთილმა წყნარად ჩაიარა,ლიზას ხელი სულ აწეული იყო,რითაც მასწავლებლის კმაყოფილება მოიპოვა.
დაირეკა ზარი და აიშალნენ ბავშვები. ზოგმა ბუფეტს მიაშურა, ზოგმა გაკვეთილის გამეორება დაიწყო, მაგრამ ნახევარი კლასი ლიზას მერხს მოაწყდა, ეკითხებოდნენ ყველაფერს,ლიზაც გახარებული პასუხობდა. უხაროდა, დიახ უხაროდა,რომ ბავშვები გულთბილად დახვდნენ, მაგრამ ხომ არ შეიძლება ანგელოზებში ერთი ეშმაკი მაინც არ გამოერიოს. ერთი გოგონა ათვალწუნებული შეჰყურებდა ლიზას . მისი ბანდით იდგა ფანჯარასთან და მისივე დამქაშებს ელაპარაკებოდა,თან ხანდახან ლიზასკენაც გამოაპარებდა ხოლმე ზიზღნარევ გამოხედვას.
ლიზას ყურადღება არ მიუქცევია,ისევ მის ახალ „მეგობრებს’’ მიუბრუნდა.
ნუთუ ტყუილად ვნერვიულობდი? ფიქრობდა ლიზა ისინი ხომ კარგები არიან. არაა,რაღაც ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ჩანს, გული მაიც ცუდს მიგრძნობს.
შინისკენ მიმავალი, იქრებში ვიყავი გართული, რომ უცებ ფეხი რაღაცას წამოვკარი და მთელი ძალით დავეხეთქე მიწას. უკნიდან ბავშვების სიცილი მომესმა. წამოვდექი ძლივძლიობით და გაცეცხლებულმა უკან გავიხედე. ნინი(ის გოგო რომელიც ლიზას ზიზღით უყურებდა) თავის ყალთაბანდ მეგობრებთან ერთად სიცილით კვდებოდა. გაბრაზებული გავემართე მისკენ და მივახალე
-რაგინდა? ჯერ არ მიცნობ და უკვე გადამეკიდე. ვერგავიგე რას მერჩი
-რას გერჩი? მეე შეენ? არც არაფერს. ცინიკურად მომიგო მან
-მაშინ თავი გამანებე
-თავი გაგანებო? იცი ვინ ვარ? მერის შვილი! რასაც მინდა იმას ვიზამ! ასე ადვილად ვერ გახდები პოპულარული, გპირდები! თქვა მან და მის ჯიბგირ მეგობრებს ანიშნა წავედითო და გამეცალა
მე გაცეცხლებული მივრბოდი სახლში.ეს ეგოისტი,ხარბი,შურიანი,ქათამი, გულში ვლანძღავდი მას.როგორც იქნა დავწყნარდი და დღევანდელ დღეზე დავფიქრდი. დავფიქრდი ისევ მომავალზე და ჩავიკარგე უსასრულობაში. ნინაც მიმავიწყდა და მისი იდიოტი ბანდაც. მხოლოდ ვფიქრდობდი ერთ რამეზე. მომავალზე...!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent