შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უ'საზღვროდ /29/


22-07-2018, 20:41
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 17 808

სტამბოლიდან დაბრუნების შემდეგ ორივეს უამრავი საქმე ჰქონდა. მაშო ლაშას სახლში დადიოდა ყოველ დღე და შემდეგ კომპანიაშიც . ზურას კი ისედაც არ ჰქონდა თავისუფალი დრო , კომპანიაშიც ხშირად მიდიოდა ,მაგრამ რატომღაც მაშოს იქ ყოფნის დროს არა. სულ ნიასთან ერთად იყო და მაშოს წარმოდგენა არ ჰქონდა მათ ურთიერთობაზე. ვერ იგებდა საერთოდ რატომ ფიქრობდა ამ თემაზე ,მაგრამ ფაქტია ძალიან აინტერესებდა,მოსვენება ჰქონდა დაკარგული .
-მაშიკოო
-გისმენ პატარავ
-სად დაფრინავ?
-არაფერი , რაღაც საქმეზე ვფიქრობ
-ხოო?
-ასე ნუ მიყურებ ლეა
-რა მოხდა იქ შენსა და ზურას შორის?
-რა უნდა მომხდარიყო ჩემსა და ზურას შორის
-იმ იდიოტს , ურჩხულს აღარ ეძახი და აშკარად შეგეცვალა აზრი ხომ?
-ხოო, შეიძლება ასეც ითქვას ...ჩემი ჩაი რომელია?
-მე ყავას გავიკეთებ-თქო არ გითხარი?- ლეამ გაიცინა და წარბები მაღლა აზიდა-რაღაც სხვანაირად ჩაფიქრებული ხარ...
-მათე სად არის? რამდენი ხანია არ გამოჩენილა...ხომ კარგადაა
-კი უბრალოდ უნივერსიტეტში აქვს საქმეები,რომ არ ჩაიჭრას ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ისწავლოს
-ნუთუ წლის ბოლომდე ბეჯითი მოსწავლე გახდა
-დაახლოებით...
-საღამოა უკვე, არსად გადიხარ? გოგონები სად არიან
-ნუცა გადავიდა თინისთან ...ერთი კვირა იქ იქნება, მერე ჩვენთან -გაიღიმა და თავისი ყავა მოსვა
-შესანიშნავი იდეაა...მარტო ხომ არ იქნება მთელი თვე . მერე რას აპირებს ნიცა გიგისთან რომ გადავა
-მზვითად მივყვებიო იძახის, მაგრამ სინამდვილეში რას აპირებს ჯერ არ ვიცით, არც თვითონ იცის. სად მიდიხარ
-საქმეები მაქ, ჩემი ლეპტოპი სად დავდე ხომ არ იცი?
-საძინებელში დევს , საწოლზე ...ხვალ კვირაა კარგი რაა
-ბარემ გავაკეთებ და ხვალ დავისვენებ...მაინც არ დამეძინება ჯერ .შენ სამეცადინო არ გაქ ქალბატონო?
-არაა...უკვე ვიმეცადინე
სანამ დები საუბრობდნენ ზურა კაბინეტში იჯდა და ნიას აგიჟებდა.
-დავიღალე უკვე...მზე ჩადის და შენ კიდევ არ მიშვებ სახლში. რა მოიგონე ახლა ეს საბუთები რაში გჭირდება
-ნია რა გჭირს შენ,როდის დაიწყე ზარმაცობა და წუწუნი?
-ნუ ყვირი ...მთელი კვირა გავიდა რაც დაბრუნდი და ისე გაქრა დღეები ამ სამსახურის საქმეების გამო გონსაც ვერ მოვდივარ
-მე მეუბნები ნუ ყვირიო და თვითონ მიყვირი...მზე ჩადის?
-ხო ,ნუ მალე ჩავა - ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა .ზურა რომ წამოდგა , ნიას ყელიდან შარფი მოხსნა და გასასვლელისკენ წავიდა -სად მიდიხარ...ჩემი კაშნე სად მიგაქვს
-მიალაგე ეგ ყველაფერი...მე გავდივარ, თავისუფალი ხარ შენც. ხვალ გავაგრძელოთ
-სად გარბიხარ
-სახლში იყავი -დერეფნიდან დაუძახა და სწრაფად გავარდა. მანქანასაც დიდი სიჩქარით მართავდა, საცობიდან ძლივს გააღწია და მერე სადარბაზოში სწრაფად შევიდა, რომ გაიაზრა მირბოდა, ორ წუთს შეჩერდა და ისე დააკაკუნა კარზე. ლეამ მალევე გაუღო და გაკვირვებულმა შეხედა
-ზურა?
-გამარჯობა ლეა...მაშო სახლშია?
-კიი ,საძინებელში დავუძახებ - ხელით ინსტიქტურად ანიშნა,მაგრამ რას იფიქრებდა ასე პირდაპირ თუ შეიჭრებოდა
-არაფერი უთხრა , გთხოვ თორემ სიურპრიზს ჩამიშლი- ჩუმად უთხრა თვალებგაფართოებულ ლეას და საძინებელში შევიდა. მაშო ლეპტოპთან იჯდა თვალებზე ნაჭერი რომ აახვია და სანამ გონს მოვიდოდა მანამ მოხვია მკლავებზე ხელი-მე ვარ ,ნუ გეშინია -მისი სურნელი რომ იგრძნო გაეღიმა, წამსვე აკოცა ყელში და არეულ თმაზე ცხვირი გაუსვა- წამომყევი
-ზურა...აქ რა გინდა,რას აკეთებ...სად წამოგყვე -ფეხზე ძლივს დადგა ისე იჯდა ,ზურა ხელს არ უშვებდა- არ მომხსნი ამ რაღაცას? ასე ვერ ვივლი
-ნწ ... ჯერ არა - უცებ მოხვია ხელი და მკერდზე მიიკრა- რაც ცეკვას შეეშვი დამძიმებულხარ
-რას აკეთებ
-ხელები ... არ გაბედო სახვევი არ მოიხსნა თორემ უფრო შორს წაგიყვან -ისეთი ხმით უთხრა ინსტიქტურად შეუცვალა თითებს მიმართულება და მკლავები ყელზე შემოხვია . ლეა ისევ დერეფანში იდგა , ზურამ თვალი ჩაუკრა და ისე ჩაუარა გვერდით. სახლიდან რომ გავიდა ლეამ სიცილი მერე დაიწყო. შორიდან უყურებდა კიბისკენ მიმავალს.
შორს არ წასულა, დრო არ ჰქონდა ამდენი. ექსპრონტისთვის სახურავიც საკმარისი იყო. როგორც იქნა ააღწია ,მაშო დასვა და თვალებიდან სახვევიც მოხსნა. ხელი წელზე მოხვია წონასწორობა რომ დაერღვა და თავადაც გახედა ხედს.
-მოვედით? რა ...მზე ჩადის -თვალები რომ გაახილა მაშინვ თქვა და გაეღიმა
-ერთი კვირა გავიდა
-დღეებს ხომ არ ითვლიდი...-გახედა და წარბშეკრულს მოეხვია- მადლობა -ლოყაზე აკოცა და ისევ ხედს გახედა-წარმოდგენაც არ მქონდა აქედან თუ ასეთი ხედი იყო
-გარემოს მიუხედავად ხედი შესანიშნავია - სუნთქვაშეკრულმა უთხრმ არა და ისევ მოეხვია-წამომყვები?
-სად
-არ მოგენატრე?
-უნდა მომნატრებოდი?
-ცოტა მაინც
-ამიტომ არ მხვდებოდი აქამდე?
-ცდას ვატარებდი საკუთარ თავზე
-მერე ?
-მერე მე მომენატრე ,შენ?- თვალებში უყურებდა და ისე ესაუბრებოდა, სრულიად გულწრფელი იყო და მაშომ ეს კარგად იცოდა
-გამოვიცვლი და წავიდეთ -მხოლოდ ეს უთხრა, გაუღიმა და ზურგი აქცია
-ოხ მაშო - თვალები აატრიალა და ღრმად ჩაისუნთქა, უკვე ბნელოდა .
ქვემოთ რომ ჩავიდნენ მაშო ისე იღიმოდა უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა ზურა.ბოლოს თავი ვერ შეიკავა და მკლავში წვდა
-მიხვდი რომ შემშალე და მაგით კაიფობ ხომ? - კედელზე ააკრა და მკლავებსშორის მოიქცია
-მე შეგშალე?-ისევ გაუღიმა, შემდეგ ქვედა ტუჩს კბილები მოსდო და ეშმაკური ღიმილით ახედა-შენ ისედაც შეშლილი იყავი ეს მე შევიშალე - მკლავები ყელზე მოხვია და წვერიან ლოყაზე აკოცა, შემდეგ ყბაზე და ბოლოს ყელზე გაუსვა ცხვირის წვერი- აღარ სუნთქავ...- გაეღიმა და იქვე აკოცა - თუ არ ისუნთქებ და ჩემ თეძოს ხელს არ გაუშვებ შენ უჰაერობისგან მოკვები მე ტკივილისგან - თავი უკან გადასწია, ისევ იღიმოდა და ისე უყურებდა ანთებულ თვალებში
-შენ ... შენ ნამდვილი ეშმაკი ხარ !
-დიდი პატივია, როცა თვით ლუციფერი მეუბნება ამას? - ზურამ თითები თეძოდან მაღლა რომ აასრიალა და წელიდან საჯდომისკენ ჩამოიტანა ამ ერთდროული მოქმედებით ორივე ხელი ისე მოხვია მაშო შეკრთა , სიცილით შეწყვიტა და თვალებიც გაუფართოვდა- ხელები გააჩერე და მომშორდი სართოდ თორემ არსად წამოვა...
-დამშვიდდი თორემ ასე ცუდად გახდები- კმაყოფილმა გაიღიმა და ამჯერად თავად აკოცა, ტუჩთან იმდენად ახლოს რომ მაშომ თავად მოკუმა ტუჩები
-ზურააა
-სახლში შევიდეთ , გამოიცვალე და წავიდეთ-ჩუმად უთხრა და ყურთან აკოცა . ხელები რომ გაუშვა მაშო კიდევ იგივე პოზაში იდგა და დაძვრას არ აპირებდა. მერე უცებ წავიდა კარისკენ, ჩაკეტილი არც იყო და პირდაპირ შევიდა . ლეა მისაღებში იჯდა და წამსვე გავიდა
-შენ , მოღალატევ მერე მოგივლი- ჩუმად უთხრა და საძინებლისკენ წავიდა -ბატონ ზურაბს ყავა დაალევინე ...ან ჩაი ,ანდაც ისედაც ცხლა და რამე გრილი მიუტანე - უცებ მიაყარა ზურას გაუღიმა და შემდეგ კარი მიხურა.კარადასთან რომ მივიდა ვერ მიხვდა რა უნდა ჩაეცვა, კეტებით რესტორანში ხომ არ წავიდოდა,ან მაღალქუსლიანებით სადმე ტყეში ...რას გაიგებდი სად მიჰყავდა - ისევ გააღო კარი და ზურას გახედა -რა ჩავიცვა ,სად მივდივართ
-მე მეკითხები? მაშინ არაფერი
-ზურა
-შემოვიდე დაგეხმარო არჩევაში?
-ოხ ზურა - ლეა რომ გამოჩნდა ისევ მიხურა კარი და პირველი რაც მოყვა ხელში ის ჩაიცვა. თმები დაივარცხნა, თორემ მთლად არეული ჰქონდა და მალევე გავიდა ოთახიდან. ზურას ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, წვენს აგემოვნებდა რომელიც მაშოს მომზადებული იყო და ლეას რაღაცას ეუბნებოდა თინიზე
-წავედით ...
-გემრიელი წვენი იყო ,მადლობა ლეა
-მაშოს მომზადებული იყო ... არაფრის. მხიარულ საღამოს გისურვებთ
-ლეა ..
-რა?- დას გაუღიმა და კედელს მიეყრდნო-არ იცელქო - ისე უთხრა როგორც მაშო ეუბნებოდა და მართალია ჩუმად თქვა,მაგრამ ზურამ მაინც გაიგო და ჩაეცინა.
-გირჩევნია სახლში არ დამხვდე და მათეს შეეხიზნო - ღიმილით უთხრა თავზე აკოცა და მაინც უთხრა ჩვეულებისამებრ- ჭკვიანად...მობილური თან გქონდეს
-რა თქმა უნდა ... თუ მოიცლი ჩემთვის გიპასუხებ აუცილებლად
-სულ გააგიჟა იმ ბიჭმა...- ზურას რომ მიუახლოვდა მაშინ თქვა და წარბშეკრული დაეშვა კიბეზე
-ისე ასეთ დროს რამე გამომწვევ კაბას იცვამენ, გამოდიან და ბიჭებს თვალებს უბრმავებენ, ჯინსს და უზარმაზარ პერანგს კი არ იცვამენ- ერთ ნაბიჯში დაეწია ხელი მოხვია და გაუღიმა
-ეგ მაშინ თუ ბიჭებს ვერ იზიდავენ , შენ თვალთ დიდი ხნის წინ დაგიბნელდა - თავი მისკენ შეაბრუნა ,გაუღიმა და მერე წელზე მოხვეული ხელი მოიშორა- შეეშვი ჩემს წელს
-ალქაჯი!
-მესმის ლუციფერ
-უნდა გესმოდეს , პატარა ხარ ჯერ - მანქანის კარი გაუღო და დაელოდა .
ვინაიდან საერთოდ არაფერი ჰქონდა დაგეგმილი რესტორანში ან კლუბში წასვლა ძალიან ებანალურებოდა,თანაც მასთან მარტო ყოფნა უნდოდა და არა ხმაურსა და უცხო ადამიანების გარემოცვაში. ნიას მისწერა ლეასთან საუბრის დროს და სახლი ცარიელი უნდა დახვედროდა.
-ამ სახლს ვერ ვიტან იცი და ახლა გინდა შემაჩვიე აქაურობას თუ რა გათვლა გაქვს
-გათვლები რომ არ მაქვს იმიტომ მოგიყვანე აქ ... არ გინდა რონი ნახო?
-მინდა - მანქანიდან გადავიდა და ზურას დაელოდა. სახლში რომ შევიდნენ ძაღლი მაშინვე გამოვარდა, ყეფით გაიქცა ზურასკენ და უკანა თათებზე დადგა
-მეგობარო ნახე ვინ მოგიყვანე?- მოეფერა და თმები აურია .მაშო არ დალოდებია რონის თავად მოეფერა და წონასწორობა რომ ვერ დაიცვა პირდაპირ იატაკზე დაჯდა. სიცილს ვერ იკავებდა და ძალიან მალევე დააიგნორა ზურას არსებობა
-რონი მართმევს შენს თავს...გრცხვენოდეს ძმაო ,შენგან ამას არ მოველოდი
-როგორი მასპინძელი ხარ წვენი მაინც შემომთავაზე
-გინდა ინგლისური ჩაი მაქვს...
-მინდა ,თუ მოახერხებ მომზადებას მოსამსახურეების გარეშე
-ვერ გავიგე შენ მე ფულისგან უნარებშეზღუდული კაცი გგონივარ?
-დაახლოებით
-ნუ ხარ ასეთი პირდაპირიც
-ხომ არ დაგემსგავსე- გაიცინა და დივანზე ჩამოჯდა - ისე აქაურობა მდიდრულია,მაგრამ არც ძალიან გადაპრანჭული. ასეთი იყიდე თუ ააშენებინე
-ვიყიდე,მერე გაარემონტეს ნენე მეხმარებოდა დიზაინის შერჩევაში და მერე ნიამ მოაწყო ყველაფერი თავის ნებაზე ...სამზარეულოში გამოდი მარტო ხომ არ ვიქნები
-ნიას კარგი გემოვნება ჰქონია ...მაგ ფერადი გაშნეს მოშორებას არ აპირებ?
-ესეც ნიასია...-ხელზე დაიხედა და მერე მოიშორა- ეს მგონი ესპანეთში ვუყიდე და რომ დავკარგო მომკლავს, უცებ მოვხსენი წამოსვლამდე- დაკეცა და მაგიდის კუთხეში დადო. მერე კარადებს ჩამოუარა რომ ენახა სად რა იყო. აშკარა იყო არაფერი იცოდა, მერე გაზქურას უყურებდა- ეს როდის იყიდეს...ბოლოს სხვანაირი იყო. ამის ჩართვა იცი?
-ესაა მოვამზადებო? - გვერდით გასწია და თავად აანთო - აჰაა ჩართულია
-უბრალოდ არ მცალია სამზარეულოში ფუსფუსისთვის თორემ ყველაფერი მშვენივრად ვიცი
-დიახ,ეჭვიც არ მეპარება
-რატომ მიბღვერ რა დავაშავე ამჯერად
-არაფერი ... არ გიბღვერ
-თვალებში ჭინკები აღარ გიხტის ... გაინტერესებს ნია ვინ არის? -უცებ მიხვდა ,მისკენ შებრუნდა და მაგიდას დაეყრდნო
-ვინ არის
-შენ რა გგონია, ვინ არის
-საყვარელი რომ იყოს , თან ისეთი სულელი რომ ასეთი აგიტანოს სამსახურში არც კი შეუშვებდი ... თანაც ნორმალური ფსიქიკის, ჭკვიანი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს
-ანუ არ უნდა იეჭვიანო , მასთან არ ვწევარ. ნია მულტიფუნქციოურია, ჩემი მარჯვენა ხელიცაა, ზოგჯერ ტვინიც, ფეხიც , სინდისის ხმაც ... მოკლედ მის გარეშე არსებობა არ შემიძლია , მაგრამ იმდენად მგავს პირველივე დანახვისას მივხვდი რომ მიუხედავად მისი გარეგნობისა არშიყს არ დავუწყებდი . ჩემთან რომ მოვიდა გასაუბრებაზე მაშინ ჯერ კიდევ სახლის მმართველ ქალს ვეძებდი ყველაფერი წესრიგში რომ ყოფილიყო... ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდა, ფული სჭირდებოდა ვინაიდან მზარეულობის ნიჭიც ჰქონდა და სახლის საქმეებშიც ერკვეოდა ავიყვანე. უნივერსიტეტის დასრულებამდე სტაჟიორადაც იყო ჩემთან კომპანიაში . მერე დამხმარეები აირჩია თავად და იმის მერე ჩემი გულის გარდა ყველაფერს განაგებს, სხვათაშორის მმართველობის ნიჭი აქვს. ახლა რომ მისმენდეს ალბათ მომკლავდა - ჩაის ამზადებდა და ტან ლაპარაკობდა, მერე მაცივარში შეიჭყიტა, ხილი და ტკბილეული გამოალაგა ,ზოგი თეფშზე დააწყო . ისე აკურატულად მოქმედებდა მაშოს ყურადღებაც გაეფანტა. ხილის დაჭრა რომ დაიწყო დანას ისე იყენებდა გამოცდილ შეფს ჰგავდა. დაჭრის დროს რამდენიმე ნაჭერი მიირთვა კიდეც - ხო მოკლედ ნია ყველაფერია ჩემი ქალის გარდა ...- სკამზე ჩამოჯდა და მაშოს მზერა გაუსწორა- რას უყურებ
-თითებს...-ინსტიქტურად უთხრა და მერე თვალები დაახამხამა- აქამდეც შეგეძლო გეთქვა...ალბათ ცოტა გიჟია შენ რომ გიძლებს
-მგავს , შესაბამისად გიჟიც არის . არასდროს უთხრა რაც გითხარი თორემ მერე თავში აუვარდება, ისედაც ეყოფა თავდაჯერებულობა მეტი აღარ უნდა ...
-დიდი ხანია რაც ასეთი ცხოვრება დაიწყე ?
-მამაჩემმა საბოლოოდ რომ გადმომილოცა ყველაფერი მაშინ...სამი წლის წინ
-დარწმუნებული ვარ მანამდეც ასეთი იყავი , უბრალოდ გართობისთვის მეტი დრო მქონდა
-გართობისთვის დროს ახლაც ვპოულობ, თუ მინდა , მაგრამ პატარა სულელი ბიჭივით გართობა არასდროს მყვარებია ... დარწმუნებული ვარ სტუდენტობის დროს შენს საყვარელი , თბილი გოგო იქნებოდი და არაა ასეთი ალქაჯი
-ალქაჯი რატომ ვარ რასაც ვფიქრობ იმას რომ გეუბნები?
-არა, სულ რომ მჩაგრავ იმიტომ
-მე გჩაგრავ?
-რატომ იცინი, ახლა მე დაჩაგრული ვარ აბა რა ვარ - ხელები გაშალა და უცებ წამოვარდა. ჩაი მზად იყო , ფინჯანი მიაწოდა და თფშებიც აიღო -მისაღებში გავიდეთ, აქ ჯდომისას ვიფიქრებ რომ ვჭორაობთ
-ლაშა ნახე ?
-ყოველ საღამოს ვნახულობ...ან ნიას ვუშვებ. მარტოა ხომ იცი
-გუშინ ნენე მოვიდა , ძალიან კარგი გოგოა
-ნენე და ლაშა კლასელები იყვნენ ....სულ ერთად დადიოდნენ. ნენე სულ ძალიან გამხდარი იყო , ლაშა სამჯრ დიდი ვიდრე ახლაა და ძალიან სასაცილოები იყვნენ ერთად
მისაღებში დივანზე ისხდნენ და საუბრობდნენ. რონი მალევე დაჯდა მათ გვერდით და მაშოს მუხლებზე დადო თავი . ისიც ეფერებოდა და მერე ზურას ნაამბობზე იცინოდა . დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც კი აღიქვეს. ჩაის ფინჯნებიც დიდი ხნის დაცარიელებული იყო , მაშოს თავი დივანზე ჰქონდა ჩამოდებული და ისე უყურებდა ზურას
-მეძინება... რომელი საათია
-გვიანია
-ჩემი წასვლის დროა
-არა ,არ არის
-როგორ არ არის
-გეძნებოდა და ასე უცებ როგორ გამოფხიზლდი
-მიჩვეული ვარ გათენებას , დაგავიწყდა? - ჩაიცინა და წამოდგა- არ წამიყვან? თუ ისევ უნდა გამომკეტო
-მართლა ? - თავი დახრილი ჰქონდა რომ ჩაიცინა, მერე წამოდგა და მზერა გაუსწორა- ყველაფრის შემდეგ ისევ იხსენებ ... არაფერი შეცვლილა დავიჯერო? მნიშვნელობა არ აქვს ალბათ . ჩვენ, არაკაცები ხომ არ ვიცვლებით არა? ახლა რა ,წლები უნდა გავიდეს, ფეხქვეშ გაგეგო , რამე საოცრებბი მოვიფიქრო ისეთად ყოფნა როგორიც ვარ არაა საკმარისი?
-ტყუილად ბრაზობ...კარგად იცი რომ ის ამბავი დაიხურა ჩემი ცხოვრების წიგნში მას მერე ბევრი ფურცელი დაიწერა და არ ღირს ახლა ისევ გაგიჟება ,ყვირილი და შენში კეთილი ნაწილის გათიშვა, როგორც შენ ამბობ
-შენ უბრალოდ არაფერს ამბობ და მეც არ ვბრაზობ ტყუილად
-არ ვაპირებ ახლა არგუმენტების მოყვანას, რომელიც ისევ გაგაბრაზებს და ჩხუბის თავიდან დაწყებას , საერთოდ არ მინდა ამ საღამოს ჩაშლა ...მინდა მშვიდად დავბრუნდე სახლში . ხვალ თუ გინდა ვიჩხუბოთ, მეც უფრო გაგაბრაზებ, ცეცხლზე ნავთს დავასხამ და მერე ორივემ ერთად ვიფეთქოთ - გაუღიმა და თვალები წამით დახუჭა- ასე რომ მიყურებ ჩხუბი საერთოდ აღარ მინდება და მგონი ვეღარასდროს გამოგიწვევ ... არა ,ნამდვილად სახლში წასვლის დროა თორემ ზედმეტად კარგად დავინახე ჩვეულებრივი ზურა ლორთქიფანიძე და შენი დოზა ჩემში გადაჭარბებულადაა
-აი უსაზღვროდ რა მაგიჟებს, კონტროლს რა მაკარგვინებს და სართოდ რამ მიმიზიდა შენში
-ზურა ახლა არ გინდა - მისი ღიმილი და დამშვიდებული გამომეტყველება კიდევ უფრო იწვევდა. უკან დაიხია ,მაგრამ ფეხი მაგიდას წამოჰკრა და წონასწორობა დაერღვა - აუუ
-გეტკინა? - ხელი მაშნვე მოხვია და მერე ფეხზე დახედა - მაჩვენე
-ზურაა , არ მტკივა ...დამშვიდდი . ჩემს წელსაც შეეშვი არაა საჭირო ნებისმიერ მომენტში მომხვიო ტორი -სუნთქვა გაუხშირდა უკვე აღარ შეეძლო მისი სიახლოვის ატანა, ყოველ ჯერზე რაღაც იცვლებოდა, ეს რაღაც კი აშკარად მძაფრდებოდა და ყველაფერს ცვლიდა შიგნით, მთელს არსებაში
-საერთოდ არ მინდა რომ გაგიშვა... - მეორე ხელიც მოხვია და თავისკენ მიიზიდა
-ზურა ...
-რას ხედავ ჩემ თვალებში ... მაშინ რას ხედავდი და ახლა რას ხედავ
-მაშინ გამძვინვარებულ მხეცს, რომელსაც ჩემი მოხრჩობა უნდოდა...მერე ცეკვის მერე კაცს რომელსაც ჩემი სხეული უნდოდა ... ახლა , ახლა არ ვიცი
-იცი და თვალს ნუ მარიდებ , არ გაგიშვებ ხომ იცი - თავის დახსნის საშუალება არ მისცა. ნიკაპზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა, მერე თმაში შეუცურა და ისე უყურებდა
-ზურა გეყოფა !
-ნწ ,არ გამოგდის, მგონი ძალები გერთმევა ახლოს რომ ვარ...ადრე პირიქით არ იყო? იმდენად ვერ მიტანდი რომ მოგიახლოვდი წამსვე გამოფხიზლდი , ძალები აღიდგინე და ორმაგად შემიტიე- იღიმოდა, თვალები უბრწყინავდა და ისე უყურებდა
-აღარ მეზიზღები...ეგ ხომ ნათელია ისედაც
-რას ხედავ ჩემ თვალებში?
-მუქ ლურჯს ვხედავ , უფრო მუქდება ტალღებს ემსგავსება და მითრევს -თითები ლოყაზე ჩამოუსვა მერე ღაწვზე შეეხო - მგონი თავს ვერ ვაღწევ , დემონი ხარ ლურჯი თვალებით? - მოდუნდა, მოეშვა და მის თვალებში ჩაიკარგა - რას ვხედავ? გრძნობებს
-სულ გრძნობებს ხედავდი მაშო - ხელისგულზე აკოცა, მერე მაჯაზე გადავიდა
-უსაზღვროდ
-უსაზღვროდ?
-ჰოო, ჩარჩოების გარეშე არა კონკრეტულად ,მთლიანად ,მთელი არსებით, უსაზღვროდ ჩემი სურვილი გაქვს ,რომელსაც მეც თან მივყავარ
-არ შეეწინააღმდეგო ...ვიყოთ უსაზღვროდ მე და შენ - ისევ გაიღიმა, მაშოს ტუჩებთან დაიჩურჩულა და შემდეგ მის სისხლისფერ ტუჩებს შეეხო
ცვლილებები ...
ცვლილებები მუდმივად ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მთლიანად არსებაში წამიერად რაღაც სრულდება და რაღაც სხვა , სრულიად ახალი იწყება . ეს ცვლილებათა ციკლი კი მუდმივად გრძელდება, არა კანონზომიერად არამედ ქაოსურად, მოულოდნელად სრულიად გაურკვეველ დროსა და მომენტში ჩვენ კი უნდა მივყვეთ ამ ცვლილებებს და ვიპოვნოთ მასში უსაზღრვოდ დიდი სიამოვნება ....
...............
ლეა მარტო დიდხანს არ დარჩენილა, მალევე გამოივალა და ემოციებით დატვირთული მივიდა კოპრუპსამდე. ზუსტად იცოდა მათეს მაცივარი ცარიელი ექნებოდა ამიტომ მარკეტში შევიდა და საჭირო პროდუქტები იყიდა, ჩიფსებიც მოიმარაგა . კართან რომ მივიდა დაურეკა და კედელს მიეყრდნო
-გაგახსენდა შენი წამებული ბიჭი? მეგონა გამიმეტე წიგნების მტვრის საყლაპავად
-მეცადინეობ?
-აღარ...მოვიდე? ჯანდაბას წიგნები ... მერე გადავაბარებ
-შეეშვი გახდას და კარი გამიღე
-ახლავე გამოვ...მოიცა აქ ხარ? ამდენ ხანს რას მალაპარაკებ - უცებ გავარდა და კარი გააღო - ლეაა - წელზე ხელი მოხვია და სახლში შესვა, ტუჩებზე დააცხრა . კარი მიხურა და ზედ ააკრა- დაგაგვიანდა
-არ მითქვამს რომ მოვიდოდი,როგორ დამაგვიანდა- პარკები იქვე დადო და ყელზე მოხვია ხელები, კოცნიდა და იღიმოდა,მაგრამ თოიძე მოშორდა -რაა
-აქამდე უნდა მოსულიყავი, შენ კი არ მოგენატრე და გამიმეტე მარტოობისთვის
-მე გაგიმეტე?
-დიახ ქალბატონო
-მიბრაზდები? - გაიღიმა, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და მიუახლოვდა . ხელები ზურგს უკან ჰქონდა გადაჯვარედინებული, ძალიან ახლოს იყო მაგრამ არ კოცნიდა- ძალიან ?
-ლეაა
-მიყვარს...ასე რომ მეძახი - ყელზე მიაწება ტუჩები და სველი კოცნის კვალი დაუტოვა.ყურამდე მიაღწია და შემდეგ იქვე აკოცა- შემირიგდი?
-მეც მიყვარს...
-ლეას რომ მეძახი?
-ასეთი სექსუალური რომ ხდები ,ექსკლუზიურად ჩემთვის - თმები ყურს უკან გადაუცია , თითები მის მკლავებზე აასრიალა და შემდეგ მხარზე აკოცა, ყელისკენ გაუყვა კოცნის ბილიკს ,მაგრამ ლეა მოშორდა და დატოვა კედელთან აყუდებული
-მე ვერ ვიტან მშიერი რომ ზიხარ, ზარმაცობ და მიბრაზდები
-მშია ...ძალიან მშია და მაგ პარკებში საერთოდ არ არის ის რაც მე დამანაყრებს
-რა იცი აქ რა არის... ხორცს მოვამზადებ ისე შენ რომ გიყვარს
-აქ არის მე რაც „მშია“ შენ არ გშორდება - სამზარეულოს მაგიდას მოაშორა და ისევ სხეულზე აიკრა
-მათეეე გეყოფა
-არ მეყოფა!
-მათე - მისკენ შებრუნდა წარბები მაღლა აზიდა და ტუჩები მოკუმა-რაზე შევთანხმდით მე და შენ
-რომელ შეთანხმებაზე მელაპრაკები? მე რაღაც არ მახსენდება არავითარი შეთანხმება რომელიც შენს მოფერებას მიკრძალავს - თითები კაბის ქვეშ შეუცურა მაგიდაზე შემოხვა და მის ყელში ჩამალა სახე - მკლავ და არც იცი რატომ
-მათე არც კი იცი რა გინდა ...
-ცოლად უნდა გამომყვე!
-უნდა? უნდა ანუ აუცილებელია
-რას მიბრიალებ ამ თვალებს? კაცი რა დღეში ვარ , ერთხელ დავეცი და თავზე დამაჯექი ხომ? სხვათაშორის ცოტა მაღლა მოგივიდა
-აუტანელო ... ფუჰ
-აი რატომ ჯიქდები გამაგებინე...ადრე კარგად მეთანხმებოდი ახლა ძალიან მოვტყდი
-არ მინდა გათხოვება , რა არის აქ გაუგებარი...შენ ქორწინებისთვის მზად ხარ? გინდა სამუდამოდ
-შენ მგონი ისევ არ მენდობი,არ გჯერა რომ შენთან მინდა
-ჩემთან რომ გინდა მჯერა...
-კიდევ რა გინდა, რა უნდა დაინახო რას უნდა მიხვდე...რა არ ჩანს ჩემ თვალებში , ჩემ ქცევაში - მაგიდას მუშტები დაარტყა, ისევ ისე ახლოს იყო და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა
-ზუსტად იცი როგორ გადამიკეტო აზროვნების უნარი და იყენებ ხომ-თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა.მერე უცებ წვდა მაისურში და ისევ თავისკენ მიიზიდა, ტუჩებში აკოცა-უკვე საკუთარ თავში გეპარება ეჭვი, ხვდები რომ გეშინია შენ ,მათე თოიძეს გეშინია რომ ერთ დღეს სულელურად გაგებუტები და წავალ ? სად გაქრა შენი თავდაჯერებულობა თოიძე?
-ჩემი თავდაჯერებულობა ხომ? აი რომ მოგიტაცებ, ყველაფერს ისე რომ გავაკეთე როგორც მე მინდა ,დავიბრუნებ ძველ მათეს და სიტყვის თქმის საშუალებას არ მოგცემ, შენ სურვილს დავიკიდებ და ჩემ სურვილზე გადმოგიყვან მერე არაფერი თქვა -თითები ყბაზე მოუჭირა და ტუჩებზე დააცხრა
-მაშო გაგიჟდება და მოგკლავს მე თუ ვერ მოვახერხე წინააღმდეგობის გაწევა
-მაშო სად არის? აქ რა გინდა აბა ისვენებს და დები ერთად ვიქნებითო?
-მაშო შეიძლება არც დაბრუნდეს ამ ღამით - გაიცინა და მაგიდიდან ჩამოხტა
-რას ნიშნავს არ დაბრუნდეს...ვინმე ჰყავს მაშენკას?
-ზურამ მოაკითხა...მერე ჩაიცვა და წავიდნენ
-ლორთქიფანიძემ? მოიცა აბა ვერ იტანსო?
-მეც ვერ გიტანდი ,მაგრამ მიყვარდი მაშინაც
-ანუ?
-არ ვიცი ჯერ,მაგრამ მგონი უყვარს
-ვაახ , საინტერესოაა ...
-შენ და ხალიჩაზე მეცადინეობდი? -საძინებელში რომ შევიდა სიცილი დაიწყო
-ხომ იცი ნერვები რომ მეშლება უკონტროლო ვხდები ...იმდია არ დახეულა . არც ისე იაფი ღირს ეს წიგნები . წავიდეთ სადმე არ გეზარება მომზადება?
-სად წავიდეთ ... არ მინდა, მერე გამოჩნდება ვიღაც ნაცნობი და ერთად ყოფნაც არ გამოვა
-ასეთ რამეს რომ მეუბნები სულ მგონია ,რომ ერთ დღეს გამომკეტავ
-არა, ეგეც არ დაგემსგავსები
-ლია , გეყოფა
-ლიას თუ არ მიეხმარები მშიერი დარჩები და ისე გააგრძელებ მეცადინეობას
-შენ თავს ვფიცავარ თუ არ ატ*აკებდე ,მაგრამ ჯანდაბას კუჭს მაინც დავანაყრებ
-თან მომიყევი რა უთხარი ევას ასეთი რომ მითხრა მაგ ბიჭს ცოლად არ გაჰყვე , მებრალები მისთვისო
-ვუთხარი რომ არ მომწონს, როგორც გაბრიელის მომავალი ცოლი და მგონია რომ ჩემ ძმას სულ სხვანაირი ქალი შეეფერება ... მართლა გითხრა არ გაჰყვეო?
-თავიდან ხო ,მაგრამ მერე დაამატა მაგ გიჟივით ვერავინ შეგიყვარებსო ... - ხორცი გარეცხა და მათეს ჯამით მიაწოდა- დაკეპე და მე სოუზს მოვამზადებ
-რას მოიგონებ ხოლმე, უბრალოდ შევწვათ კარტოფილთან ერთად , მშია აქამდე ვერ ვხვდებოდი რომ დავინახე საჭმელი კუჭიც გამოცოცხლდა
-რომ გშია ბავშვს რატომ ემსგავსები
-მშია და იმიტომ... შენ ივახშმე?
-ყავა დავლიე
-ისედაც ხო ჩიტივით ხარ და ჭამაც ჩიტივით იცი... ასე არ გამომადგები, ენერგია დაგჭირდება .არ მისმენ ხო? ვის ველაპარაკები ნეტავ
-ევა ძალიან კარგი ქალია ,მიუხედავად იმისა რომ მისგან რადიკალურად განვსხვავდები ეს არაფერს ცვლის. ყველას ერთნაირი საუბრის მანერა, ქცევა და ხასიათის გამოხატულება ვერ ექნება და შენ ვერ მოსთხოვ ვერავის ,რომ ისეთი გახდეს როგორიც ყველაა . მხოლოდ იმის გამო რომ ისევ თავისი პროფესიის გამო ნახევრად შიშველ ფოტოებს იღებს და საუბრისას პირდაპირია
-ლეა შესანიშნავად ვიცი ,რომ გაბრიელს თუ უყვარს ჩემ აზრს მნშვნელობა არ ექნება და არც ვაპირებ ბოროტი მაზლი ვიყო , თუ დაქორწინდებიან საერთოდ,მაგრამ ხომ მაქვს ჩემი აზრის დაფიქსირების უფლება. საერთოდ ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან, გაბრიელი ვერასდროს იტანდა ეგეთ ქალებს და არ მესმის მასში რა დაინახა ასეთი
-ალბათ დაინახა...საერთოდაც შენც ძალიან უხეში, თავხედი, უზრდელი ხარ სულ იგინები ,მაგრამ როცა საჭიროა შესანიშნავად იცი როგორ ისაუბრო,მოიქცე და მე მიყვარხარ მიუხედავად იმისა რომ ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით. ორივემ შევცვალეთ საკუთარ თავში რაღაც დეტალები ,მაინც შევინარჩუნეთ საკუთარი თავი ,მაგრამ ურთიერთობამ ცვლილებებიც მოიტანა . ასე იქნება ევას შემთხვევაშიც , უფრო სწორად უკვე არის... თვეების წინ სულ სხვანაირი იყო როდესაც გოგონები ერთად ვიყავით, ახლა სრულიად განსხვავებულია და მაინც ისეთივე გიჟია - მთელი ემოციით საუბრობდა და თან საქმეს აკეთებდა. ხან ონკანთან მივიდა, ხან კარადებიდან საჭირო ინგრედიენტებს იღებდა, ხან დაჯდა ხანაც ადგა . მათე ჯერ საქმეს აკეთებდა მერე დაჯდა და უყურებდა- გესმის ? იმის თქმა მინდა ,რომ ზოგჯერ საწინააღმდეგო თვისებების მქონე ადამიანები ერთმანეთს ავსებენ, იზიდავენ და საოცარ მუხტს ქმნიან...მათეეე მისმენ თუ არა
-ასეთ დროსაც ლამაზი როგორ ხარ? უცნაურად , ჩვეულებრივი და უსაზღვროდ ლამაზი ...არაბანალურად ლამაზი
-გეჩვენება ... უბრალოდ სამზარეულოში ვდგავარ და ფაქტობრივად გეკამათები, შენ არ მისმენ ,მაგრამ მაინც ასე მიყურებ . ასე რომ მიყურებ მეშინია რამე არ დავიმართო , უბრალოდ უნდა გავჩერდე თორემ შეიძლება წავიქცე, რამე გავიჭრა ანდაც დავიწვა - საყვარლად აფახუნებდა წამწამებს, ბუტბუტებდა და ლოყები სულ აწითლებული ჰქონდა. ვერასდროს ხვდებოდა მათეს კომპლიმენტს ან მსგავს სიტვებს ურეაქციოდ და ალბათ ვერც შეეჩვეოდა
-გაჩუმდი და მოდი ჩემთან - უყურებდა, იცინოდა და ელოდა როდის მივიდოდა. მანაც შეასრულა მათეს მოთხოვნა და თვალებაციმციმებული დაიძრა მისკენ. ხელები მკერდზე მიადო და სახე მის ყელში ჩამალა -მაინც ჩემი სულელი გოგო ხარ ...
-ნწ, არ ვარ
-ჩემი არ ხარ ?
-მათეე ,ნუ იცინი - მკერდზე მიაფრტყა ხელი,თავი ისევ ისე ედო
-ჩემს კისერს თუ არ მოშორდები მალე გავგიჟდები და ხომ იცი დამშვიდებისთვის ბევრი კოცნა მჭირდება
-გაკოცებ
-ბევრს? იმდენს რომ დამანაყროს?
-არა ,რომ დაგამშვიდოს ... -ქვემოდან ახედა და გაუღიმა . მათემ მუხლებზე დაისვა და მთელი სახე დაუკოცნა. ლეას სიცილის ხმა მალევე გავრცელდა მთელს სახლში ... შემდეგ სამზარეულოში დარბოდნენ, პატარა ბავშვივით გარბოდა და ისიც მისდევდა ისე თითქოს ერთ ნაბიჯში არ შეეძლო მისი დაჭერა ,ლეას სიცილის ხმა უყვარდა, უყვარდა ასეთს რომ ხედავდა...
...........
კლინიკაში რომ შევიდა ყველა მას უყურებდა,გასაკვირი არც არაფერი იყო.სათვალე მოიხსნა და მიმღებში მსხდომ გოგონებს გაუღიმა
-მშვიდობიან დღეს გისურვებთ ძვირფასებო...იქნებ ბატონ გაბრიელთან მიღებაზე ჩამწეროთ?
-გამარჯობათ ქალბატონო ევა...ბატონი გაბრიელი კაბინეტშია , ჩაწერა რა საჭიროა
-დარწმუნებული ვარ ბევრი პაციენტი ჰყავს
-არც ისე, ხუთი დარჩა მხოლოდ ...- შეამოწმა და ისევ ახედა- დაელოდებით?
-დიახ...ქეში არ მაქვს და ბარათით გადახდა ხომ შეიძლება?
-გადაიხდით?
-ექიმთან ვიზიტზე ვარ ძვირფასო აბა არ უნდა გადავიხადო?
-როგორ... კარგით , გამოგართმევთ ბარათს
დაბნეულმა მისცა ფურცლები და შემდეგ გვერდით მსხდომებს გადახედა. ევამ სათვალე ისევ მოირგო და გაბრიელის კაბინეტისკენ დაიძრა. მოსაცდელში კუთხეში დაჯდა და დაელოდა. უსმენდა პაციენტების საუბარს, როგორ აქებდნენ ექიმს და ეღიმებოდა. როგორც იქნა მისი ჯერიც დადგა . კაბინეტის კარზე დააკაკუნა და შემდეგ შეიხედა
-მობრძანდით - მაგიდიდან ფონენდოსკოპი აიღო და შემდეგ აიხედა მაღლა -დღემშვიდობის..რა გაწუხებთ ? ქალბატონო ევანგელია თქვენ? - რომ დაინახა გაეღიმა, წამსვე გაუქრა დაღლილობა - აქ რას აკეთებ?
-როგორც წესიერ ადამიანს შეეფერება რიგში ჩავდექი და მოვედი , რიგითი პაციენტის მსგავსად
-და რა გაწუხებთ? რას უჩივით მშვენიერო ქალბატონო?
-იცით ბატონო პროფესორო ძალიან ცუდად ვარ, უსაშველოდ ცუდად...ხომ იცით ექიმები არ მიყვარს,მაგრამ კლინიკაში მოსვლის გარდა სხვა გზა აღარ დამრჩა - მასთან მივიდა და მაგიდას მიეყრდნო
-დიახ გისმენთ...მითხარით რა გაწუხებთ- გაბერიელი ღიმილით უყურებდა თვალებაციმციმებულ ქალს
-მომენატრა ... უსაშველოდ . საერთოდ დაკავებული ქალი ვარ ასე მოცლილი კი არ ვარ,მაგრამ დღეს დრო გამომიჩნდა და გადავწყვიტე მოვსულიყავი. სიმპტომებს რაც შეეხება ვერ ვიძინებ, საწოლს როგორც კი ვეკარები მაშინვე ტემპერატურა მიწევს იცით? ძალიან, ძალიან მცხელა და სხეულიც მისველდება. თვალებს რომ ვხუჭავ მახსენდები და მთელი სხეული მიკანკალებს იცი? მოკლედ ის საწოლი მსტრესავს...მერე უცებ სააბაზანოში გავედი,ვიფიქრე ჯაკუზში ჩავწვები,წყალი მიშველის თქო და იქაც შენი ხელები მომეჩვენა ...დიახ ,დიახ...ჩემთვის მშვიდად ვიწექი უცებ თითები ფეხებზე რომ ასრიალდნენ მერე ფეხებსშორის შეცურდნენ და დიდხანს აღარ მომშორდნენ წარმოგიდგენიათ ბატონო პროფესორო რა მტანჯველი სიმპტომები მაქვს?
-არც კი ვიცი რა ვთქვა...თქვენი მდგომარეობა უმძიმესია
-აღარაფერი მეშველება ექიმო?
-მე მთელ ჩემ ენერგიას, ცოდნასა და შესაძლებლობებს გამოვიყენებ ... ინტენსიურ მკურნალობას დავიწყებთ ,რომ ეს მტანჯველი პრობლემა მოგაშოროთ ქალბატონო ევა - ხელი მოხვია , იცინოდა და ისე კოცნიდა - ანუ ძალიან მოგენატრე
-შენ იცინი და მე მართლა მომენატრე... არ დამეძინა, ყველგან შენი სუნია და მთელი სხეული მტკივა უკვე- მკლავზე ჩაავლო თითები და ხელისგულზე აკოცა- ეს ტორებიც კი მომენატრენენ ...შენი თვალები, ეს ღიმილი...ჭკუიდან გადავდივარ. აქ ფსიქიატრი არ გყავთ?
-ვეღარ გიშველის, ჩემ გარდა სხვა ვერავინ ვერ გიშველის დამიჯერე ... დრო მჭირდება უბრალოდ - თმაში შეუცურა თითები და ტუჩებში აკოცა- გარეთ კიდევ იყო ვინმე?
-ნწ...სულ ბოლო ჩავეწერე . პალატებში შემოვლაზე წასვლამდე აქ ვიქნები რა ,გთხოოვ - ხელები ყელზე მოხვია და მთელი სახე დაუკოცნა
-მეტი სიმპტომი არ გაქვს ? გულისცემა, სუნთქვა როგორია
-გულისცემა შენელებულია, მგონია რომ საერთოდ გაჩუმდა...
-ხო? ახლა კარგად ძგერს
-ახლა კი...ახლა სუნთქვაც შევძელი - ფონენდოსკოპი გამოართვა ყურებზე გაუკეთა და მკერდზე მიიდო- გესმის?
-ტაქიკარდიაა ძვირფასო
-არაფერი ეშველება ?
-ამასაც ვუშველით...
-კიდევ კერტები მტკივა... აი ახლა ისე დაიჭიმნენ ,ნეტავ რატომ?
-ევანგელია
-სახლში მიხედავთ ხომ?
-ხო ... ახლა არ შეიძლება . კვება ? ჭამის მადა გაქვთ?
-არაა...საერთოდ არ მაქვს. ველოდები როდის მოხვალ რომ გაგასინჯო ჩემი გემრიელობები და არ მოდიხარ. არც კერძებს სინჯავ და არც მე
-მართლა არ ჭამ? აბა რას შვები ეწევი და სვამ ?
-ნუ მიყვირიიი - წარბები შეკრა და უცებ მოშორდა - არც ვსვამ ,არც ვეწევი ...იმ წყეულ დარბაზში დავდივარ და იმდენს დავრბივარ კიდევ უფრო გამიმკვრივდა სხეული . გიგი მენატრება...ჩემი სოფია მენატრება. ნერვებს ვეღარავის ვუშლი და დეპრესია მაააქვს- ლამის ტირილით თქვა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო -შენ კი მიყვირი და თვალებს მიბრიალებ
-როდის დაიწყებ საკუთარ თავზე ფიქრს ? როდის მიხვდები რომ თუ ნორმალურად არ იკვებები, არ გამოიძნებ და არ დაისვენებ ცუდად გახდები... იქ იმისთვის მიგიყვანე რომ გიჟივით ივარჯიშო? საერთოდ არ წახვალ უჩემოდ !
-მიკრძალავ?
-დიახ...პრობლემა გაქვს? ყველაფრს გიკრძალავ რაც შენზე ცუდად იმოქმედებს
-შენ არ გენატრები, შენ იმდენად ცივი ხარ ...იმდენად მართავ ყველაფერს რომ მშვენივრად გრძნობ თავს. ჩემგანაც იგივეს მოითხოვ... მე არ შემიძლია ასე და ვერც შევძლებ, შენზე დამოკიდებული გავხდი . მეზიზღებოდა ყოველთვის ეს მდგომარეობა ცხოვრებაში ორ რამეზე ვიყავი დამოკიდებული ცეკვაზე, შოკოლადზე და ჩემ საქმეზე... სამი ყოფილა ახლა კი გამოჩნდი შენ, კაცი არაამქვეყნიური და ვერ გშორდები . ყველა ჩემზე გიჟდებოდა, წლების განმავლობაში არავინ,არასდროს შემხებია დამოკიდებულება კი არა ახლოსაც არ ვიკარებდი და შენ ...შენ რა გამიკეთე . თუ გგონია ასე მშვიდად შევეგუები ამ ყველაფერს ცდები! როგორ უსაზღვროდაც მე მი..მე ვგიდები ისე უნდა გაგიჟდე ! ახლა წავალ...ჩემი დრო ამოიწურა . შენთან არ ვარ , ჩემ ბინაში ვარ ...გასაღები გაქვს ,სახლში თუ არ ვიქნები რომელიმე კლუბში მიპოვნი ,თუმცა მეეჭვება თავი შეიწუხო ჩემი ძებნისთვის. მიხვალ დაწვები და დამელოდები- წამში გაგიჟდა, მართლა აღარ შეეძლო საკუთარ თავს ებრძოდა, ეშინოდა ყველა ცვლილების და საერთოდ გონება არეული ჰქონდა. კარისკენ წავიდა, უკვე სუნთქვაც უჭირდა იქედან უნდა გასულიყო და ისევ განეგრძო მუშაობა ძველი ევას დასაბრუნებლად თორემ მასში არსებული ეშმაკი რქებსაც კარგავდა და კუდსაც.
-ევანგელია ... - სავარძლიდან წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი სწრაფად გადადგა. კარში გასული ქალი უკან დააბრუნა . ცხვირ წინ მიუხურა კარი და მკლავებსშორის მოიქცია. მერე ნიკაპზე მოუჭირა თითები და თვალებში ჩახედა- ასე რომ ვერ წახვალ ხომ იცი? ისიც ხომ იცი ,რომ მე ისედაც უსაზღვროდ მი...მი -ყვარ-ხარ - ქვედა ტუჩზე აკოცა, მერე კბილები მოსდო და ისევ ტუჩებით ჩაანაცვლა. ევას კვნესა წასკდა და ვნებამორეული დაეწაფა მის ტუჩებს -ახლა სახლში წახვალ, თუ ვერ დავბრუნდი წვეულებაზე მიხვალ ,მომწერ სად ხარ და მეც იქ მოვალ . შენ იცეკვებ და მე სწორედ იმ დროს მოგხვევ წელზე ხელს რომ არ ელოდები,მერე მოგეხვევი , შენთან ერთად შევიგრძნობ რიტმს და შენი სიმხურვალე ჩემს კანს გადმოედება .ცეკვის შემდეგ სახლში წავალთ და ჩვენი სხეულების რიტმს ავყვებით ,ვუმკურნალებ შენს ძ*ძუებს, დვრილებს, ცახცახს და თრთოლვას , ტმპერატურას სანამ არ დავწევ მანამ არ შევწყვეტ მკურნალობას
ისე გაიარა შენობა, დატოვა საავადმყოფოს ტერიტორია და მივიდა სახლში ,რომ მისი ხმა არ მოშორებია. ისევ ,ისევ და ისევ ხედავდა მის თვალებს , ხრინწიანი , ჩუმი ხმა ესმოდა და გონება ებინდებოდა...
სივრცეში იკარგებოდა...
უსაზღვრობაში ვარდებოდა
....................
უნივერსიტეტის შენობიდან გამოვიდა , საშინლად გადაღლილი იყო. ამდენი ალბატ არასდროს უმეცადინებია, ენერგია აღარ ჰქონდა. სულ ლექციები,სემინარები ისე მიეწყო გაცდენის შანსიც არ ჰქონდა. სახლშიც ათასი საქმე ჰქონდა, ბიჭებსაც ისე მიეწყოთ გამოცდები , თათიაც სწავლობდა და მოკლედ საქმეს კი ინაწილებდნენ,მაგრამ მაინც გადაიღალა. ნიკოლოზის ნახვასაც ვერ ახერხებდა და ალბათ ყველაზე მეტად ეს უფუჭებდა განწყობას, რეზიც გათიშული დააბოტებდა სოფიას გარეშე, ნუცაც კენტად ჰყავდა და მოკლედ ლეა თუ უმაღლებდა განწყობას სხვა ყველა ჩამქრალი დააბიჯბდა.
ექვსი ლექცია ჰქონდა, დილიდან უნივერსიტეტში იყო. მერე ბიბლიოთეკაში გადავიდა წიგნები გამოიტანა და ხელდამშვენებული მიაბიჯებდა. ძლივს თავისუფალი დრო გამოუჩნდა და წიგნების გამო დაბრუნებას ვეღარ გადაიტანდა,ამიტომ წინასწარ გააკეთა სვლა.
-მორჩა რაა..თქვენი არ ვიცი და მე ცოტა ხანს ვერ მოვალ. ქულები მაქვს, გამოცდამდე დროა , შევისვენებ ცოტას და მერე ისევ მოვალ . წიგნები მაქვს, სახლში ჩავუჯდები და სემინარებზე მოვალ
-შენ ისეთი ყოჩაღი ხარ მოახერხებ ყველაფერს და ჩვენ ?
-რა გამიკეთა იმ ეშმაკმა ქალმა, სიტყვის თქმა არ მაცადა ...არადა ვიცოდი ,მაგრამ ისე ჩამეცრა ამირია ტვინი
-თინიმ როგორ უპასუხა კინაღამ შევწუხდი, არადა იქ რომ დამეწყო სიცილი გამომაგდებდა უნიშნოდ
-ეგღა მაკლია ახლა ვიღაცას მოვაშლევინო ნერვები...მისი ფუნქცია ცოდნის გაზიარებაა ჩემი დამცირება და ღადავი კი არა. რაც უფრო მეტად დაფრთხები უფრო დაიბნევი, დაიკიდეთ და ყველაფერი იქნება მაგრად - გაიცინა და თვალი ჩაუკრა გოგონებს
-მომეცი ეგ წიგნები ... მძიმეა ისედაც არ მომწონს შენი ფერი
-ვაიმეე რა ჯელტმენი ხარ ,გმადლობთ გეთაყვა- გაუღიმა და წიგნები მიაჩეჩა- შენმა გამზრდელმა გაიხაროს- მოხუცი ქალივით მიაყოლა ბოლოს და დაბუშებული თითები აამოძრავა- ხილი უნდა ვჭამო, თაფლი მინდა სასწრაფოდ... გლუკოზა ძვირფასებო
-მე ამ ღამით ძილი არ მიწერია ...
-რატომ ნაშები უნდა აყარო? - წარბები მაღლა აზიდა და ეშმაკურად გაუცინა
-არაა...რა ნაშები - უცებ დაიბნა
-ფრთხილად არ დამიყარო წიგნები, ისე გამომატანეს რამე რომ შეემთხვას მომკლავენ... აბა რას აკეთებ ახალგაზრდა ბიჭი ღამე
-სამეცადინო მაქვს
-ოხ ეს შკოლნიკები მომკლავთ რაა...ახალგაზრდა ბიჭს ასეთი უინტერესო ცხოვრება როგორ გაქვს, არ გბეზრდება?
-ჯერ ეს ერთი უინტერესო ცხოვრება არ მაქვს, მეორეც სტიპენდია თუ არ ავიღე სწავლას ვაფშე ვერ გავაგრძელებ . მუშაობას არდადეგებამდე ვერ ვახერხებ და რა დროს ვიღაც ნაშააა...შეყვარებული ,რომ მყავდეს ბაზარი არაა ,მაგრამ
-აი ეს უკვე სხვა საქმეა ... ისე რამ გაგიჭირვა ერთი კვირის წინ ახალი მანქანით არ მოქროლდი?
-ეგ ახალი მანქანა რომ შეაფშვნა ბოძს ისჯება - გოგონებმა გაიცინეს და თინის სიტუაცია აუხსნეს
-ვაახ ... სტიპენდიანტი ბიჭი სიჩქარის გადაჭარბების გამო ბოძს შემოეხვია ახალტახალი მანქანით?
-აჭარბებენ... მცირე კოსმეტიკური რემონტი სჭირდება .ამათი ყბიდან ხომ ვერ ამოხვალ..დაიბოღმდნენ რომ არ გავასეირნე და იმიტომ მშხამავენ
-არ ესმის რომ არასიმპატიურია წიგნისჭია რომ ხდება ,თინი შენ მაინც შეასმინე რამე
-სიმპათიურობაზე ყველას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს- გაიცინა და ეზოში მდგომი ლორთქიფანიძე რომ დაინახა წამსვე თვალები გაუბრწყინდა. უკვე მთელი გულით იღიმოდა- ჩემი სიმპატიურობის უმაღლესი დონე აქ არის და ვატყობ უნდა დაგტოვოთ...მადლობა - ბიჭს წიგნები გამოართვა გოგონებს კოცნა გაუგზავნა და სწრაფად გაიქცა ავთანდილისკენ. წიგნები ბიჭს მიაჩეჩა და თავად მოეხვია- მიყვარს უეცრად რომ გამოჩნდები...
-თინათინ ერთი საათით დაიგვიანე...უკვე უნივერსიტეტში შემოსვლას ვაპირებდი - წიგნები მანქანაში ჩააწყო და თავადაც მოხვია ხელი - მითხარი რომ თავისუფალი ხარ და გუშინ რომ მითხარი ყველაფერი ისეა და გეგმები არ შეგეცვალა- მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა
-ვისვენებ...
-ანუ ჩემ განკარგულებაში გადმოდის შენი დღეები?
-მთლიანად მეც ...
-დაბრძანდით გთხოვთ - კარი გაუღო
-ცხენები მომენატრნენ... წავიდეთ ხო?
-არა ...
-არა?
-იქ ყველას შეუძლია მოვიდეს, მყუდროებას დაგვირღვევენ...მე კი ზედმეტად მომენატრე იმისთვის სხვას რომ გავუნაწილო დრო , მთლიანად ჩემი უნდა იყო!
-რა კატეგორიული ხარ ავთანდილ?
-გიტაცებ!
-რა დროს მოტაცებაა...ივლისის ბოლოს იყოს გთხოოვ. ასე ჩქარა რომ მიგყავს სულ მგონია რომ სხვა ხდები
-სხვას რაც შეეხება...ვინ არის ის ბიჭი შენი წიგნების წამოღებით რომ შეიწუხა თავი და საეჭვოდ გიჟუჟუნებდა თვალებს , ბიჭი რომელიც ყოველთვის შენს გვერდითაა როცა უნივერსიტეტში ხარ- სიჩქარეს ისევ უმატა და მისკენ გაიხედა- ჩუმად ნუ მიყურებ, მიპასუხე
-კურსელია , ლოგიკურადაც ხომ ხვდები
-და შენც ხომ ხვდები იმას რასაც მე , რატომ არაფერს აკეთებ?
-რა გინდა რომ გავაკეთო ?
-გააგებინე ყველას ,რომ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ შენთან დაკავშირებით და შენზე ფიქრსაც კი უნდა შეეშვან ,რადგან ყველას დავასწარი და მიგისაკუთრე
-და შენ ვისაც მოსწონხარ ყველას სათითაოდ უთხარი მე თინი დოლიძე მიყვარს, მისი ვარ და არ შემომხედოთ-თქო?
-ხომ იცი რომ იშვიათად ვჭედავ და ამ დროს ნუ მელაპარაკები ეგრე
-უბრალოდ გეკითხები, ყველა ქალმა რომელსაც შენთან უნდა იცის რომ ჩემი ხარ? რომ არაფრის იმედი არასდროს არ უნდა ჰქონდეთ და რომ ყველა გკიდია ჩემ გარდა? მოდი მე გიპასუხებ და ჩემ კითხვასაც გაეცემა პასუხი ...შენ ყველას უბრალოდ ვერ ესაუბრები ამაზე, რადგან მათთვის იოტისოდენა დრო გაქვს , მათ შენ ცხოვრებაში სულ ,სულ პატარა ადგილი უკავიათ და უბრალოდ ამის თქმაზეც კი არ შეიწუხებ თავს რადგან კარგად იცი ყველა თავის გზას ნახავს შენ კი ისევ ჩემი ავთანდილი იქნები, მე კი შეუცვლელად შენი თინათინი!
-თინათინ...
-ამ სიჩქარეს და გზას შესაბამისი მუსიკა სჭირდება რას იტყვი?- არაფრის თქმა ადროვა. სიმღერა ჩართო ხმა აუწია ,მისკენ გადაიხარა ყელში აკოცა და ყურში ჩასჩურჩულა- არა ბანალურობას, უსაზღვროდ არასტანდარტულები ვიყოთ ავთანდილ მე და შენ , რომეო და ჯულიეტა კი არა ავთანდილი და თინათინი ვართ... რომლებიც მიდიან
-მთიდან ზღვაზე გადანაცვლების დროა...ტალღები და ბობოქარი შენ ,თინათინ
-ლურჯი ტალღები და შენი ნაცრისფერები უსაზღვროდ ავთანდილ
........
მომენატრეთ
უმუზობის შემდეგ დღეს ისევ გაცოცხლდა ჩემი მუზა რომელსაც ზოგჯერ ჩემი გაოცებაც შეუძლია
მიკერძოებული ავტორი ვარ მიკერძოებულტა შორის ზოგჯერ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს ვყვები ამჯერადაც მუზამ ჩემი მიკერძოებულობა გაიზიარა და ერთხელ ერთ თავში ოთხივე ფავორიტ წყვილზე დავწერე...ზოგს ევა არ მოსწონს, ზოგს თინათინის და ავდანდილის წყვილი ჰგონია მომაბეზრებელი...არ ვიცი მოკლედ იმედი მაქვს არ მოიწყენთ ამჯერად დასასრულამდე ცოტა დარჩა ...უკვე მთლიანად სიგიჟეში, სიტკბოში და ზღაპარში გადავინაცვლებთ ბანალურად ბანალური დასასრული იქნება ალბათ არ ვიცი ,მაგრამ მაინც ჩემეული ისტორია გამოვიდა ისეთი როგორითაც დავიწყე და მგონი პირველად გამომივიდა ქაოსი ,მაგრამ დალაგებული ქაოსი
მიყვარხართ!
მაბედნიერებთ!
გელით !



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

Saocari tavi iyo <3 sulmoutqmelad wavikitxe da ar mindoda dasrulebuliyo :-( Madloba shen rom,aseti kargi tavebit gvanebivreb <3

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ქეთი
Saocari tavi iyo <3 sulmoutqmelad wavikitxe da ar mindoda dasrulebuliyo :-( Madloba shen rom,aseti kargi tavebit gvanebivreb <3

ძალიან დიდი მადლობა
მართლა ძალიან მიხარია
რომ მოგეწონათ

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

Imedia axali tavi male iqneba da didxans lodini ar mogviwevs <3

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ქეთი
Imedia axali tavi male iqneba da didxans lodini ar mogviwevs <3

არ ვიცი ჯერ არ მაქვს არაფერი დაწერილი მომდევნო ალბატ დასასრული იქნება

 


№5  offline წევრი ქეთათო4

და შენშია სწორედ ის დიდი უ'საზღვროება❤
პროფესიონალი ხარ სრული სიტყვის მნიშვნელობით.
უ'საზღვროა შენი გმირების სიყვარული და მათ შორის არსებული ვნება❤
მიყვარს ყველა იმიტომ, რომ ერთმანეთს არაფრით გვანან.
არ მინდა დასრულდეს, უ'საზღვროდ მინდა გაგრძელდეს❤

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ქეთათო4
და შენშია სწორედ ის დიდი უ'საზღვროება❤
პროფესიონალი ხარ სრული სიტყვის მნიშვნელობით.
უ'საზღვროა შენი გმირების სიყვარული და მათ შორის არსებული ვნება❤
მიყვარს ყველა იმიტომ, რომ ერთმანეთს არაფრით გვანან.
არ მინდა დასრულდეს, უ'საზღვროდ მინდა გაგრძელდეს❤

flushed flushed kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
გავწითლდი
გავიბადრე
დავიფერფლე
არ ვიცი რა გითხრა
უ'საზღვროდ heart_eyes heart_eyes

 


№7  offline მოდერი abezara98

ღმერთოო, როგორ მიყვარხარ და მიხარიხარ! ❤❤❤ ვგიჟდები უბრალოდ ამ ისტორიასა და შენზე! ❤❤❤ ოთხივე ჩემი საყვარელი წყვილი ერთ თავში ხომ საერთოდ საოცრება იყო ❤❤❤ სიტყვები არ მყოფნის, იმდენად მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე ❤❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი სოფიო

როგორი სასწაული ხარ. აი მართლა გავგიჟდი. მოლოდინები გაამარღლე. აი ყველა წყვილი თავისებურად კარგია, მაგრამ მაშოზე და ზურაზე უბრალოდ ვგიჟდები.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნანა

მიხარია რომ როგორც იქნა ამთავრებთ. სანამ არ დამთავრდება ვერ ვკითხულობ ხოლმე. რამდენიმე დავიწყე და აღარ გააგრძელეს. ეს ძალიან ცუდია. თავენ ძალიან კარგად წერთ. მოუთმენლად ველი როდის დასრულდება რომ კითხვას შევუდგე. ამ საიტზე ერთ-ერთი საუკეთესი ხართ.

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ღმერთოო, როგორ მიყვარხარ და მიხარიხარ! ❤❤❤ ვგიჟდები უბრალოდ ამ ისტორიასა და შენზე! ❤❤❤ ოთხივე ჩემი საყვარელი წყვილი ერთ თავში ხომ საერთოდ საოცრება იყო ❤❤❤ სიტყვები არ მყოფნის, იმდენად მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე ❤❤❤

მე თქვენ მიხარიხართ
მიყვარხართ
და ესენიც მიყვარან მე რომ ვქმნი ისინი smile

სტუმარი სოფიო
როგორი სასწაული ხარ. აი მართლა გავგიჟდი. მოლოდინები გაამარღლე. აი ყველა წყვილი თავისებურად კარგია, მაგრამ მაშოზე და ზურაზე უბრალოდ ვგიჟდები.

მაშოზე და ზურაზე ბევრი გიჯდება
ნუ ჩემი ერთ ერთი ფავორიტია
როგორც ავღნიშნ
heart_eyes heart_eyes

 


№11  offline წევრი დარინა

ჩემიიი ავთანდილიიი რა ვქნა ამ ისტორიაში ჩემი ფავორიტები ლორთქიფანიძეები არიან, გაუმაძღარი ვარ და მეტი ავთანდილი და თინი, ზურა და მაშო, მინფოდააა, არასდროს არ მყოფნის თინი და ავთანდილიიი ისეთები არიან განსვავებულებიიი, დასასრულისთვის არ მემეტება ის დღე დღედ არ მიმაჩნია შენი ისტორიის ახალ თავს თუ არ ველოდებიიი, საოცარი გოგო ხარ მარიამ, უბრალოდ ვგიჟდები შენზეეე.

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნანა
მიხარია რომ როგორც იქნა ამთავრებთ. სანამ არ დამთავრდება ვერ ვკითხულობ ხოლმე. რამდენიმე დავიწყე და აღარ გააგრძელეს. ეს ძალიან ცუდია. თავენ ძალიან კარგად წერთ. მოუთმენლად ველი როდის დასრულდება რომ კითხვას შევუდგე. ამ საიტზე ერთ-ერთი საუკეთესი ხართ.

მე არ ვტოვებ შუა გზაში ისტორიას არასდროს და მაქსიმუმ 3 დღე დავიგვიანო
მესმის თქვენი და
მალე დავასრულებ

დარინა
ჩემიიი ავთანდილიიი რა ვქნა ამ ისტორიაში ჩემი ფავორიტები ლორთქიფანიძეები არიან, გაუმაძღარი ვარ და მეტი ავთანდილი და თინი, ზურა და მაშო, მინფოდააა, არასდროს არ მყოფნის თინი და ავთანდილიიი ისეთები არიან განსვავებულებიიი, დასასრულისთვის არ მემეტება ის დღე დღედ არ მიმაჩნია შენი ისტორიის ახალ თავს თუ არ ველოდებიიი, საოცარი გოგო ხარ მარიამ, უბრალოდ ვგიჟდები შენზეეე.

ავთანდილი და თინი მეც გამორჩეულად მიყვარს
და ძალიან მიხარია რომ ჩემსავით ფიქრობ
დიდი მადლობა
kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 


№13  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მაშომ და ზურამ მოლოდინს გადააჭარბეს. ძალიან მაგრებიიდა ააყვარლები არიან და იმედია შემდეგ თავებშიც იქნებიან.
მათეზე და ლეაზე ვგიიიიჟდებიიიიი მაბოდებს მათზე... და მათე უკვე მეცოდება... დატანჯა მოკლედ რა ლეამ :დ მაინც და მაინც ცოლობა უნდა კაცო?! მოკლა კაცი :დ
ასე აღარ ვვალოდინო დამალე დადე რა შემდეგიიიი ♡♡♡

 


№14 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ტიტუუუ რა უსაზღვრო თავი იყო... ყველა უსაზღვროდ გადარეული წყვილითურთ... ყველა და თითოეული ცალცალკე შეუდარებელი იყო. ველოდები შემდეგს..

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

ანი ანი
მაშომ და ზურამ მოლოდინს გადააჭარბეს. ძალიან მაგრებიიდა ააყვარლები არიან და იმედია შემდეგ თავებშიც იქნებიან.
მათეზე და ლეაზე ვგიიიიჟდებიიიიი მაბოდებს მათზე... და მათე უკვე მეცოდება... დატანჯა მოკლედ რა ლეამ :დ მაინც და მაინც ცოლობა უნდა კაცო?! მოკლა კაცი :დ
ასე აღარ ვვალოდინო დამალე დადე რა შემდეგიიიი ♡♡♡

ნუ ზურამ ჩემთვისაც გადააჭარბა მოლოდინს
არ მეგონა ასეთი თუ გამოვიდოდა
რაც შეეხება ლეას პირიქით ქორწილი არ უნდა მათე არ ისვენებს ისე
kissing_heart kissing_heart

სტუმარი ბარბარე
ტიტუუუ რა უსაზღვრო თავი იყო... ყველა უსაზღვროდ გადარეული წყვილითურთ... ყველა და თითოეული ცალცალკე შეუდარებელი იყო. ველოდები შემდეგს..

უსაზღვროდ არიან რაა
სათაურით ვთქვი რაც შემეძლო
მადობა დიდი

 


№16  offline წევრი რუთენა

პირველად წავიკითხე და წინა თავებსაც აუცილებლად წავიკითხავ <3 რაც შეეხება ამ თავს, სასწაული ისტორია, განსაკუთრებული პერსონაჟებით <3 შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები <3
--------------------
I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი...

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

რუთენა
პირველად წავიკითხე და წინა თავებსაც აუცილებლად წავიკითხავ <3 რაც შეეხება ამ თავს, სასწაული ისტორია, განსაკუთრებული პერსონაჟებით <3 შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები <3

ნუ არ ვიცი ერთი თავით როგორ აფასებ
მაგრამ მიხარია რომ მოგწონს
იმედია სხვებიც მოგეწონება

 


№18  offline წევრი რუთენა

sameone crazy girl
რუთენა
პირველად წავიკითხე და წინა თავებსაც აუცილებლად წავიკითხავ <3 რაც შეეხება ამ თავს, სასწაული ისტორია, განსაკუთრებული პერსონაჟებით <3 შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები <3

ნუ არ ვიცი ერთი თავით როგორ აფასებ
მაგრამ მიხარია რომ მოგწონს
იმედია სხვებიც მოგეწონება

მართალია თითქმის ბოლოდან დავიწყე კითხვა, მაგრამ ვფქირობ ამას მნიშვნელობა არ აქვს! მე მხოლოდ ამ კონკრეტულ თვაზე ავღნიშნე, რომ კარგია, წინა თავების წაკითხვაც ამ კონკრეტულმა თავმმა მომანდომა! და იმედიაა იმედები მართლაც არ გამიცრუვდება <3
--------------------
I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი...

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

რუთენა
sameone crazy girl
რუთენა
პირველად წავიკითხე და წინა თავებსაც აუცილებლად წავიკითხავ <3 რაც შეეხება ამ თავს, სასწაული ისტორია, განსაკუთრებული პერსონაჟებით <3 შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები <3

ნუ არ ვიცი ერთი თავით როგორ აფასებ
მაგრამ მიხარია რომ მოგწონს
იმედია სხვებიც მოგეწონება

მართალია თითქმის ბოლოდან დავიწყე კითხვა, მაგრამ ვფქირობ ამას მნიშვნელობა არ აქვს! მე მხოლოდ ამ კონკრეტულ თვაზე ავღნიშნე, რომ კარგია, წინა თავების წაკითხვაც ამ კონკრეტულმა თავმმა მომანდომა! და იმედიაა იმედები მართლაც არ გამიცრუვდება <3

ეს თავი ნამდვილად კარგია და ამიტომ
სხვებიც მოგეწონება ალბათ
იმედია გამიზიარებ რომ წაიკითხავ

 


№20  offline წევრი რუთენა

sameone crazy girl
რუთენა
sameone crazy girl
რუთენა
პირველად წავიკითხე და წინა თავებსაც აუცილებლად წავიკითხავ <3 რაც შეეხება ამ თავს, სასწაული ისტორია, განსაკუთრებული პერსონაჟებით <3 შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები <3

ნუ არ ვიცი ერთი თავით როგორ აფასებ
მაგრამ მიხარია რომ მოგწონს
იმედია სხვებიც მოგეწონება

მართალია თითქმის ბოლოდან დავიწყე კითხვა, მაგრამ ვფქირობ ამას მნიშვნელობა არ აქვს! მე მხოლოდ ამ კონკრეტულ თვაზე ავღნიშნე, რომ კარგია, წინა თავების წაკითხვაც ამ კონკრეტულმა თავმმა მომანდომა! და იმედიაა იმედები მართლაც არ გამიცრუვდება <3

ეს თავი ნამდვილად კარგია და ამიტომ
სხვებიც მოგეწონება ალბათ
იმედია გამიზიარებ რომ წაიკითხავ

რა თქმა უნდა <3
--------------------
I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი...

 


№21 სტუმარი ან

აუუ ვგიჟდებიი ????????????????????❤️❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი ანი

საოცარი თავია საოცარიი ...ზურას ეს გარდასახვა ძალიან მომწონს ვგიჟდები მაგ წყვილზე ....მაგრამ ჩემთი მაინც ზე გადარეული და გიჟი წყვილებად მიჩნევიან ლეა და მათე ,თინი და ნიკუშა ხალიან მიყრს ორივე წყვილი სასწაულები არიან ......შემდეგი თავს ველიდებუ მოუთმენლად იმედია მალე დადებბ ????????????მიყვარხარ რომ ხარ ასეთი კარგი და ასე კარგად წერ. საუკეთესო ხარ ❤️❤️❤️????????

 


№23  offline წევრი Firefly

აი ყველა წყვილზე ვაფრენ და ვგიჟდები არცერთი არ მბეზრდება მაგრამ ნუსიკოს ნუ დამიტოვებ რა კენტად :დ
--------------------
M.T

 


№24 სტუმარი სტუმარი მაშო

მუზავ რა კარგი ხარ შენ :) აუუ მათე და ლეას ქორწილამდე მაცოცხლე ღმერთო :) ზურიკო და მაშიკო უტკბილესები <3 დაკარგული ნიკუშა და თინი <3 ნუ საოცრებები არიან არა რა გაბრიელზე და ევაზეც უნდა დავწერო ყველა წყვილისგან განსხვავდებიან და ისინი "ერთად" მომწონს
ვაიმე მათე და ლეა ნუ მოკლედ რა ვთქვა არ ვიცი რა ამათ ქორწილში გვაგუგუნებ იმედია <3 უ'საზღვროდ ყველა წყვილი <3

 


№25 სტუმარი Anansio

ვაიმეეე ჩემი ფავორიტი წყვილებიიიი❤️❤️????????????აუუ აუუუუ ამდენ ემოციაას ვეღარ დავიტეეევ❤️❤️????????ვგიჟდეებიი შენზე მარიაამ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

უღრმესი მადლობა ყველას
უსაზღვროდ მახარებთ
მიყვარხართ
მაფერადებთ

 


№27  offline მოდერი Yvavi.

ოპაც :დ დაგიბრუნდი დაკარგული არსება :დ
ბევრი თავი მომიწია ერთდროულად და კარგად “ამსუყებული” ვარ :დ
აუ ყველა წყვილი ერთნაირად რანაირად მიყვარს ვერ ვხვდები უხ, მაგრამ ზურა და მაშო ჩემი მხეცები, მგონი სჯობნიან უკვე :დ
რა კარგი გოგო ხარდიდთავებს რო წერ შენხო აზზე არ ხარ <3 თან როგორ კარგებს წერ.
მოკლეეეეედ
კააანფეტ <3

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

Yvavi.
ოპაც :დ დაგიბრუნდი დაკარგული არსება :დ
ბევრი თავი მომიწია ერთდროულად და კარგად “ამსუყებული” ვარ :დ
აუ ყველა წყვილი ერთნაირად რანაირად მიყვარს ვერ ვხვდები უხ, მაგრამ ზურა და მაშო ჩემი მხეცები, მგონი სჯობნიან უკვე :დ
რა კარგი გოგო ხარდიდთავებს რო წერ შენხო აზზე არ ხარ <3 თან როგორ კარგებს წერ.
მოკლეეეეედ
კააანფეტ <3

მიხარია რო დამიბრუნდი
უფრო მხიარია რომ მოგწონს
დიდი მადლობაა
heart_eyes heart_eyes

ლუნი.
ასე რადიკალურად თუ შეიცვლებოდა ზურა არ ველოდი.
ლეა&მათე-ს შემდეგ ჩემი ფავორიტი წყვილია ????

ველი შემდეგ თავს ❤️

მეც არ ველოდი
ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ გამოვიდოდა თავიდან ისე მაღზიიანებდა ვერ ვიფიქრებდი თუ მოვახერხებდი რამეს
მადლობა დიდი

 


№29  offline აქტიური მკითხველი lalita

სულ რომ ცუდ ხასიათზე ვიყო შენი ისტორია ისე მახალისებს წამში მოვდივარ აზრზე და სულ გაღიმებული ჩავიკითხავ ხოლმე ბოლომდე .ისეთ ისტორიებს წერ სულ მინდა ვიკითხო და არასოდეს დამთავრდეს. მიუხედავად დიდი თავებისა მაინც არ მყოფნის და რა ვქნა. და კიდევ ჩემს მათეს ნუ მიწვალებ ცოდოა ბიჭი.

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

lalita
სულ რომ ცუდ ხასიათზე ვიყო შენი ისტორია ისე მახალისებს წამში მოვდივარ აზრზე და სულ გაღიმებული ჩავიკითხავ ხოლმე ბოლომდე .ისეთ ისტორიებს წერ სულ მინდა ვიკითხო და არასოდეს დამთავრდეს. მიუხედავად დიდი თავებისა მაინც არ მყოფნის და რა ვქნა. და კიდევ ჩემს მათეს ნუ მიწვალებ ცოდოა ბიჭი.


ძალიან მიხარია რომ მოგწონს
სულ რომ კითხუობ
და მითუმეტეს კიდევ თუ გინდა წაკითხვა
ყველაზე მნიშვნელოვანი ცემტვის ეგაა
მადლობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent