შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასტუმრო "The Pink Panther" (სრულად)


22-07-2018, 21:00
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 7 334

როდესაც მესამე კურსის სტუდენტი ხარ, გყავს მხოლოდ დედა, რომელიც დღე და ღამე მუშაობს, რათა სწავლის ფული გადაგიხადოს და ამის მერე ელემენტარულად საჭმლის ფული აღარ გრჩებათ, ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგიძლია, მუშაობის დაწყებაა.
თავიდან მეგონა, რომ სამსახურის პოვნა მარტივი იყო თუკი მოინდომებდი, მაგრამ 5 კვირიანი უშედეგო ძებნისა და ენ-რაოდენობის გასაუბრებაზე სირბილის მერე მივხვდი, რომ ხუმრობა 20 წლის ასაკში 30 წლიან სტაჟზე არც თუ ისე შორსაა რეალობისგან.
როდესაც ხელები ჩამოვყარე და მზად ვიყავი სასოწარკვეთას მივცემოდი, ჩემი მზერა გაჩერდა ერთ ვაკანსიაზე, რომელსაც წარმატებით ვუვლიდი გვერდს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ადმინისტრატორი სასტუმროში "The Pink Panther". რატომ უნდა დაარქვა სასტუმროს "ვარდისფერი პანტერა"? ღირს კი 20 წლის გოგოსთვის იქ მუშაობის დაწყება? იმის გათვალისწინებით, რომ მეხუთე კვირაა ეს ვაკანსია სულ მხვდება, ე.ი. ჯერ არ აუყვანიათ კადრი. თავის გასამართლებლად ვიტყვი, რომ თავდაპირველად უარი ვუთხარი საკუთარ თავს და არც ვაპირებდი ამ ვაკანსიის განხილვას, მაგრამ რამოდენიმე წუთში მოსული დედის დაღლილმა სახემ, რომელიც ცდილობდა უდარდელი გამოჩენილიყო, გადაწყვეტილება შემაცვლევინა და ვაკანსია გავხსენი:
"სასტუმრო "The Pink Panther" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინგლისური და რუსული ენის საბაზისო ცოდნა.
სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:
დაკვირვებული
პატიოსანი
დაუზარელი

მოვალეობები:
კლიენტების მიღება-რეგისტრაცია
კლიენტების გაცილება
ოთახების დალაგების ორგანიზება (შეატყობინოს მომსახურე პერსონალს ოთახის გათავისუფლების შესახებ)

ანაზღაურება:
1800 ლარი გამოსაცდელი ვადის დროს (3 თვე). 2300 ლარი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.

დაინტერესებული პირები შეგვეხმიანეთ ნომერზე 5×× ×××××× 09:00 - 22:30"

სულ ეს სჭირდებათ? ამ ხელფასზე 5 კვირა არავინ მივიდა? ნეტა რეალურია?
საათს დავხედე. 22:18 - მამცნო ციფერბლატმა. აივანზე გავედი სანამ დედა აბაზანაში იყო და ავკრიფე ნომერი.
-გისმენთ?- მიპასუხა სასიამოვნო ხმის მქონე ქალბატონმა.
-გა... გამარჯობა! ვაკანსიასთან დაკავშირებით გაწუხებთ.
-ხვალ 10 საათზე მოხვალ გასაუბრებაზე?
-დი... დიახ,- დავიბენი.
-სახელი?
-თომა.
-ხვალ გელოდებით, ნახვამდის,- მითხრა თანამოსაუბრემ და ტელეფონი გამითიშა.
დილას გასაუბრებაზე მისული ის იყო უკან გამობრუნებას ვაპირებდი, როდესაც შუა ხნის ქალბატონმა დამიჭირა ეზოში.
-შენ თომა ხარ? წავედით.
-გადავიფიქრე,- ვუთხარი მორიდებულად და ვცადე ხელიდან გასხლტომა, მაგრამ ვინ მაცადა.
-სწორედ შენნაირი თანამშრომელი მჭირდება, სამსახურში აყვანილი ხარ!
გავშრი. ვხვდებოდი, რომ ვერ ვიმუშავებდი. რატომ? რატომ ვამბობ უარს 1800 ლარზე? რატომ ვერ ვიმუშავებდი?
იმიტომ, რომ "The Pink Panther" იყო ე.წ. ლავ ჰოტელი, სადაც წყვილები რამდენიმე საათით ქირაობდნენ ოთახს... და ნამდვილად არა ჭადრაკის სათამაშოდ ან თეატრზე სასაუბროდ.
სანამ ჩემს აზრებში გართული ვიყავი, ვერც შევამჩნიე ისე აღმოვჩნდი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში.
-ამ პატარა სარკმლიდან ვერავინ დაგინახავს,- განაგრძობდა ქალბატონი,- მხოლოდ უნდა მიაწოდო გასაღები და როდესაც გამოვლენ, დაიბრუნო. ხოლო თუ რაიმე დააზიანეს, თანხა დაამატებინო.
-დააზიანეს?- ვერ მივხვდი,- და როგორ უნდა გავიგო?
-რითი მისმენდი? აი ამით,- მითხრა და 3 რიგად ჩამწკრივებულ მონიტორებზე მანიშნა, რომელიც თავის მხრივ დაყოფილი იყო 9 გამოსახულებად.
-თქვენ რა... თქვენ... გინდათ რომ ვუყურო რითი არიან დაკავებული სტუმრები? დამცინით?- შოკისგან ხმა ავიმაღლე,- და რომ მკითხავენ საიდან ვიცი, რა ვუპასუხო? ეს ფარატინა ხის კედელი შეაჩერებს განრისხებულ ადამიანს?
-გოგონა, რომელი პლანეტიდან ჩამოხვედი? ყველამ იცის რომ ვიდეო მონიტორინგი მიმდინარეობს. მთავარია არ ჩაიწერო არაფერი და ინტერნეტში არ განათავსო... მაშინვე გიჩივლებ და ჩაგსვამ. თან არც არის ყურება აუცილებელი, მთავარია დროს ადევნო თვალყური და როგორც კი ამოიწურება, ეკრანს შეხედო და შეამოწმო ოთახი დაზიანებებზე. ხმას არ გადმოსცემენ კამერები. ასევე, დრო რომ სრულდება 10 წუთით ადრე უნდა აცნობო კლიენტს. დავურეკო და უთხრა. თუ არ გიპასუხა, ე.ი. ავტომატურად თანხმდება დროის გაგრძელებას და თანხის დამატებას. ზალი და ზური ჩვენი მცველები არიან. არ ეცადო განსხვავება იპოვო მათ შორის, საკუთარი დედაც ვერ ასხვავებს. შენი სამუშაო დრო იქნება 21:00 - 09:00, გაწყობს?- ისე სწრაფად ჩამოარაკრაკა ქალმა, რომ სიტყვა ვერ ჩავაკვეხე.
-მე... არ ვიცი,- ვუპასუხე გულწრფელად.
-სცადე დღეს, შენი რა მიდის?- დამისვა ლოგიკური შეკითხვა დამსაქმებელმა.
- რა გქვიათ?- ვკითხე დაგვიანებით და ხელი გავუწოდე.
-შენთვის მერიკო,- ჩამომართვა ხელი და ასე დავიწყე სამსახური.

...

8 თვე ისე გავიდა, ვერ გავიგე. უნივერსიტეტს და სამსახურს ასე თუ ისე ვუთავსებდი ერთმანეთს. დედამ ცოტა ამოისუნთქა, ერთი სამსახური მიატოვა. ჩემზე იცოდა, რომ სასტუმროში ვმუშაობდი, მერიკოც გავაცანი რომ არ ენერვიულა. ჩემმა ექსტრავაგანტულმა უფროსმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება მიახდინა დედაჩემზე, რომ სიამოვნებით დამთანხმდა ღამის ცვლაში მუშაობაზე. რამდენჯერმე სადილზეც გვეწვია და დაუახლოვდა დედას.
მეც მშვიდად ვმუშაობდი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, არანაირ უცენზურო კადრებს არ ვუყურებდი. არც სტუმრებს გამოუთქვამთ პრეტენზია როდესაც გატეხილი ჭიქის ან სანათის ფულს ვთხოვდი. გოგოები ცოტა წითლდებოდნენ, ბიჭები კი უსიტყვოდ ამატებდნენ თანხას. რამდენიმე ჩემი კურსელიც იყო მოსული, მაგრამ არც ერთისთვის არ მიგრძნობინებია რომ ვიცოდი მათი ბინძური საიდუმლო. ჩემი ვინაობაც ინკოგნიტო იყო მათთვის. ეს აბსოლუტურად მისაღები იყო ჩემთვის. არასოდეს მიყვარდა სხვის პირად ცხოვრებაზე საუბარი და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა.
ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა თებერვლის ჩვეულებრივ შაბათ საღამომდე... სანამ სასტუმროს კარი არ შემოაღო ჩემმა პირადმა სასჯელმა და ჩემი ფსიქიკის არმაგედონმა. ბიჭს ვერ ვხედავდი, მაგრამ მისმა ბოხმა ხმამ და თავდაჯერებულმა საუბარმა მომენტალურად მიიქცია ყურადღება.
-122 ოთახი, თუ თავისუფალია.
-დიახ... ახლავე,- ვუთხარი და გასაღები გავუწოდე. ჩავიწერე სახელები (სავარაუდოდ გამოგონილი) და ჩავინიშნე საათ ნახევარი.
უცნაური გრძნობა არ მასვენებდა, ამიტომ შევბრუნდი მონიტორებისკენ. ამ წყვილის გარდა, კიდევ 4 ოთახი იყო დაკავებული. მათ შორის ერთ-ერთს უკვე უნდა დაეტოვებინა ოთახი, ამიტომაც ჯერ მის ოთახს შევავლე თვალი. "ყველაფერი მთელია, უკვე მომწონს". როგორც კი დავრწმუნდი, რომ ჩემთვის საინტერესო ოთახში სიმშვიდე იყო, მზერა 122 ოთახზე გადავიტანე და შევკრთი.
ბიჭი ნამდვილად არ აპირებდა ცერემონიებს. კართანვე გააკრა თანმხლები გოგო კედელს და მის ბაგეებს ხარბად დაეწაფა. სანამ საწოლამდე მივიდნენ, სანათი გატეხეს (ისე იყვნენ ერთმანეთით გართულები, რომ არც ერთს რეაქცია არ ჰქონია), გოგო მალევე დარჩა კაბის გარეშე, ხოლო ბიჭი - მაისურის. როგორც კი საწოლთან მივიდნენ, მოურიდებლად დააგდო ბიჭმა უკვე მთლიანდ შიშველი გოგო საწოლზე და თავადაც გაათავისუფლა თავი ზედმეტი მატერიისგან. გოგო ხშირად სუნთქავდა, ლოყები წითლად შეეფაკლა და აღფრთოვანებულ მზერას არ აშორებდა პარტნიორს.
ბიჭი ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა, აიღო გოგონას ხელი და ნაზად აკოცა. ეს საერთოდ არ ჯდებოდა იმ უხეშ ხასიათში, რისი დემონსტრირებაც უკვე მოასწრო. მაგრამ მეორე წუთს მივხვდი მიზეზს. უპარდონოდ ასწია გოგონას ხელი და ხელბორკილით მიაკრა საწოლის თავს.
"ჰაჰ, გასაგებია".
იმდენად გამიტაცა ეკრანის გამოსახულებამ, რომ აბსოლუტურად თავხედურად გადავრთე კამერა სხვა რაკურსზე, რათა ბიჭი მენახა.
ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა, როდესაც შევხვდი ბიჭის შავ თვალებს. რამდენიმე წამი ასე "მიყურებდა", მერე კი გვერდულად გაიღიმა და გოგონას მკერდს დაეწაფა. გამომშრალი ბაგეები ენით დავისველე და გამაჟრჟოლა, როდესაც ბიჭმა უხეშად მოჰკიდა ხელი ფეხზე და ოდნავ ზემოთ ააწევინა. გოგონამ რაღაც უთხრა და ბიჭმა გაიცინა, მაგრამ მე არაფერი მესმოდა, პირველად დამწყდა გული, რომ კამერები ხმას არ გადმოსცემდნენ... და არა, არ მაინტერესებდა გოგომ რა უთხრა... მხოლოდ ბიჭის სიცილის გაგება მინდოდა.
ამ დროს კლიენტები გამოვიდნენ, დამიტოვეს თანხა და გასაღები და ჩუმადვე დატოვეს მისაღები.
თითქმის ერთი საათი გავძელი ისე, რომ ეკრანისთვის არ შემეხედა, მაგრამ მოთმინებამ მიმტყუნა. ინტერესმა მძლია და მონიტორებისკენ შევბრუნდი.
"ჯანდაბა... ჯანდაბა... ჯანდაბა... ეს გინდოდა? ხომ დაიფიცე, რომ უკანასკნელი ვუაერისტივით არ დაუწყებ კლიენტებს თვალთვალს", ვეჩხუბებოდი ჩემს თავს და თან თვალს ვერ ვაშორებდი ეკრანს. გოგო მუხლებზე იდგა, პირი ჰქონდა ღია, თვალები დახუჭული და ბიჭის უხეშ მოძრაობასთან ერთად ირხეოდა მთელი ტანით. ისევ მოუთმენლად გადავრთე ეკრანი, რათა ბიჭის იდეალური სახე კიდევ ერთხელ მენახა. ქვედა ბაგე უფრო ფუმფულა ჰქონდა, ვიდრე ზედა. ცხვირი ოდნავ კეხიანი, მაგრამ მაინც პატარა. აი თვალები კი... ჰადესის ჯურღმულივით შავი და ზევსის ელვასავით მოელვარე. ისეთი, თითქოს შიგ სულში გიყურებსო. ხელით მოვძებნე ბოთლი მაგიდაზე და მოვიყუდე დასალევად. ყელი გამიშრა, მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტდი ეკრანს.
უეცრად კარის ზარმა დარეკა და მეც მომიწია ახალი კლიენტების მიღება. ხოლო როდესაც მონიტორებს მივუბრუნდი, ოთახი ცარიელი დამხვდა. იმავე წუთს გავიგე უკვე ნაცნობი ბოხი ხმა:
-რამდენი უნდა მოგართვათ?
ჯერ შევკრთი, მერე კი ვუთხარი თანხა:
- და კიდევ... გატეხილი სანათიც უნდა აანაზღაუროთ,- ვუთხარი შედარებით მშვიდი ხმით.
-სანათი?- გავიგე გოგოს წვრილი ხმა,- საიდან იცის?
პირველად მომინდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე. აქამდე არავის უკითხავს მსგავსი რამ და წარმოდგენა არ მქონდა თავი რითი უნდა გამემართლებინა.
-რამდენი?- გამიმეორა კითხვა ისე, რომ გოგოს არც უპასუხა. გავუწოდე ჩეკი. უხმოდ გადაიხადა და დატოვა სასტუმრო.
მაშინ მეგონა, რომ მას და იმ დღეს მალევე დავივიწყებდი როგორც ცუდ სიზმარს.
რა გულუბრყვილო ვიყავი!
ეს ბიჭი, დიდი შავი თვალებით, საოცრად სექსუალური ხმით და მადისაღმძვრელი ბაგეებით ჩემს პირად ჯოჯოხეთის იქცა.
დადიოდა ყოველ კვირას... და ყოველ კვირას ახალი გოგო მოჰყავდა... ყოველ კვირას რაღაც ახალს იგონებდა... ნელა და მიზანმიმართულად გადავყავდი ჭკუიდან. და ყოველთვის ერთი და იგივე ოთახს ითხოვდა... ნომერი 122.
ზუსტად 2 თვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სამსახურიდან წავიდოდი. დილას დედასაც ვუთხარი, რომ დავიღალე და რა თქმა უნდა დათანხმდა.
სამსახურმდე ავტობუსით ვმგზავრობ, კომფორტულია, გრილა და ბევრი ხალხი არაა საღამოობით. ჩემთვის ვიჯექი ბოლოში, ვუსმენდი აპოკალიპტიკას 1998 წლის ალბომს და თავს ვიმშვიდებდი, რომ სამსახურს მალევე ვიშოვიდი, როდესაც გვერდით ვიღაც დამიჯდა.
უბრალოდ გავხედე და წამით გული გამიჩერდა. ჩემს გვერდით იჯდა ის, ვინც მოსვენება დამიკარგა. დახეულ ჯინსებში, ფერად პრინტიან მაისურში და ჯაჭვით ხელში. თავი გავაქნიე, რათა ცოტა აზრზე მოვსულიყავი და ფანჯარას მივაშტერდი.
უეცრად ტელეფონმა დარეკა და გავშრი... მართალია, ბიჭს არასოდეს ვუნახივარ, სახეს ვერ მცნობს, მაგრამ ხმა... ხმა გაუგია... ჩემი ხმა იცის და მით უმეტეს ჩემი ხმის ტემბრი ძალიან იშვიათია. ვიცოდი, რომ სახეზე პანიკა მოაწერა, მაგრამ უნდა მიპასუხა. ტელეფონზე ჯერ კიდევ ჩემი უფროსი მირეკავდა.
-დი... დიახ.
-სად ხარ, თომა?
-მალე ვიქნები.
-გელოდებით,- მითხრა უფრომა და გამითიშა.
ნერწყვი გადავყლაპე და ბიჭს შევხედე. თავიდან გაოცებული მიყურებდა, ხოლო როდესაც მიხვდა, რომ არ შეეშალა, ჩაიცინა.
მინდოდა ავტობუსიდან ჩასვლა და გაქცევა სადმე შორს... დამალვა... მაგრამ ხელი დამიჭირა და მეც დავრჩი. ხმა არ ამოუღია, ჩუმად იყო. მეც არ ვიღებდი ხმას, მხოლოდ ღრმად ვსუნთქავდი. ის ადგილი მეწვოდა, სადაც ხელს მიჭერდა. ხოლო როდესაც ჩემი სამსახურის გაჩერებასთან გაჩერდა ავტობუსი, გამიშვა ხელი და თვალი ჩამიკრა ჩასვლის წინ.
საღამო შედარებით მშვიდად დაიწყო და მაშინ, როდესაც მეგონა, რომ შემეძლო მშვიდად მესუნთქა, ზარმა დარეკა და ჰოლში ის შემოვიდა.
-122 ოთახი,- მითხრა ხმადაბლა. ამჯერად სრულიად მარტო იყო.
როგორც კი გული დატოვა, მაშინვე მონიტორს მივაშტერდი. ვიცოდი, რომ იმ დღიდან ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთის ახალი წრე დაიწყებოდა და მზად ვიყავი ამისთვის.
ზუსტად კამერის წინ დაჯდა და მაისური გაიხადა. მერე კი... შარვლის ელვას დასწვდა და ნელა, ძალიან ნელა გაიხსნა. ხელი დაისვა საცვლის ზემოდან და მე გამაჟრჟოლა. მაშინ მივხვდი რასაც გააკეთებდა და ტუჩი მოვიკვნიტე.
ამის მერე მოურიდებლად გაიხადა შარვალი და შეცვალო ერთად და დამანახა თავისი ერექცია. ამ დროს ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა.
ეფერებოდა საკუთარ თავს, ხან სწრაფად, ხან ნელა. ხან მთელს სიგრძეზე უსმევდა ხელს, ხან მხოლოდ თავს. და ჯანდაბა, ეტყობა რომ კვნესოდა, მაგრამ ეს იდიოტური კამერები კი ხმას არ გადმოსცემენ.
ტუჩს იკვნეტდა, მეორე ხელით მკერდის თავებს იწვალებდა და ძლივს ვიაკვებდი თავს, რომ ოთახში არ შევვარდნოდი.
ჭკუიდან გადავყავდი იმ ფაქტს, რომ ეს წარმოდგენა მხოლოდ ჩემთვის იყო. "ის თავის თავს ეფერება და ჩემზე ფიქრობს!", ეს აზრი ფრთებს მასხამდა.
როდესაც გაათავა, ხელი გაიწმინდა სალფეთქით, აბაზანაში გავიდა და რამდენიმე წუთში ოთახი დატოვა.
-რამდენი უნდა მოგართვათ?- მკითხა აზარტით.
-ძალიან... ძალიან ბევრი,- არ ჩამოვრჩი მეც და ჩეკი გავუწოდე. ფული მომცა და სასტუმრო დატოვა.
ზუსტად 09:00 ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
-სასტუმროს წინ კაფეში ვზივარ, დილის ყავაზე გეპატიჟები,- გავიგე მხიარული ხმა. ანუ ნახა ჩეკის უკან ჩემი ნომერი.
-შეუკვეთე ლატე, რამდენიმე წუთში ვიქნები,- ვუთხარი მე.
- რა გქვია?
-თომა. შენ?
-ნიკა.
-სასიამოვნოა, ნიკა.
-მომავალში უფრო სასიამოვნო იქნება, თომა.
-ეჭვიც არ მეპარება.
-თომა...
-გისმენ, ნიკა.
-უფროსს უთხარი, რომ სამსახურს თავს ანებებ,- მითხრა მტკიცედ. გამეცინა.
-დესპოტი!
-ჯერ სად ხარ.
-ჰაჰ, ვიღაცას ლატე უნდა შეეკვეთა. თუ არ დამხვდება, კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს ვერ მიიღებ იმას, რამაც შენი თავი გამაცნო.
-კიდევ მე ვარ დესპოტი?- გაეცინა ნიკას.
-ო არა, ეს მხოლოდ დასაწყისია, მეგობარო.
-ველოდები გაგრძელებას.
-მეც სულმოუთქმელად.
გავითიშე ტელეფონი და უფროსის ოთახისკენ ავიღე გეზი. გათავისუფლებაზე განცხადება უნდა დავწერო. ეჭვი მაქვს, რომ საღამოობით უფრო საინტერესო საქმეები მექნება ჩემი ახალი ნაცნობის ხელში.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

გაგრძელება არ აქვს?

 


№2 სტუმარი kati

Damaintrigebeli iyo.gagrzelebac saintereso iqneboda.

 


№3 სტუმარი სტუმარი Liza

Au gaagrdzele raa

 


№4 სტუმარი სტუმარი etto

gaagrdzele gagrdzeleba aucileblad chirdeba

 


ოოოოოუუუუ ეს რა ცეცხლი იყოოოოო.......ჰუუუუუუუჰ...საშინლად დაცხაა..მდააა..აი ეს მესმის:დდდდდ სრული სიგიჟე...დამაკლდა,აი ძალიან დამაკლდა:((( არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო:((ამჯერად მათი ისტორია მაინტერესებდა:(((ძალიან მაგარი იქნებოდა რომ გაგეგრძელებინა<3<3<3

 


№6  offline წევრი manonreom

შოკირებული ვარ .
--------------------
ი.მ.

 


№7  offline წევრი HeeChul-ah

manonreom
შოკირებული ვარ .


იმედია კარგი გაგებით •.•
--------------------
Nico nico nii

 


№8  offline წევრი manonreom

HeeChul-ah
manonreom
შოკირებული ვარ .


იმედია კარგი გაგებით •.•

ნამდვილად კარგი . :)) გაგრძელებას არ ველოდო ,ხომ?
--------------------
ი.მ.

 


№9  offline წევრი HeeChul-ah

manonreom
HeeChul-ah
manonreom
შოკირებული ვარ .


იმედია კარგი გაგებით •.•

ნამდვილად კარგი . :)) გაგრძელებას არ ველოდო ,ხომ?


სამწუხაროდ ეს ისტორია სრულად მაქვს დადებული •.• მეტის გაგრძელებას ალბათ ვერ შევძლებ.
--------------------
Nico nico nii

 


№10  offline წევრი manonreom

HeeChul-ah
manonreom
HeeChul-ah
manonreom
შოკირებული ვარ .


იმედია კარგი გაგებით •.•

ნამდვილად კარგი . :)) გაგრძელებას არ ველოდო ,ხომ?


სამწუხაროდ ეს ისტორია სრულად მაქვს დადებული •.• მეტის გაგრძელებას ალბათ ვერ შევძლებ.


ცუდია ,მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ . ????
--------------------
ი.მ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent