შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 9)


24-07-2018, 16:25
ავტორი Queenofmoon
ნანახია 4 109

- დარხეული აქვს მაქსიმე ავალიანს.
- შეეშვი,მთავარია გამომიშვეს.. თქვა დამიანემ და მარტინი გადაკრა.
- რა უნდა შევეშვათ ბიჭო? არ ეშვებოდა ნიკუშა დიასამიძე მეტრეველს და ცდილობდა აეყოლიებინა გეგმაში.
- რას შვრებით? მხარზე ხელი მოარტყა დემეტრემ ბიჭს და ერთი ვისკი შეუკვეთა ბარმენს.
- რას და ავალიანის ჩაბ***ბა იწყება,რა გეგმები გვაქვს?
- არანაირი გეგმა,მაგას შევეშვათ.
- თქვენ ბიჭო შ*გ ხოარ გაქვთ? რას ჰქვია შევეშვათ?
- ნიკუშ,ძმაო,დააყენე ერთი ადგილი,კაი?
თვალებანთებულმა დემეტრემ გახედა მეგობარს,რომელმაც მაგიდაზე ხელი დაარტყა და მაშინვე დატოვა ადგილი.
- გადაუვლის,დაიკიდე. თქვა დამიანემ და ჭიქა გაუწოდა ძმაკაცს.
- თუ არც გადაუვლის,ეგ არ წყვეტს რას ვიზავთ.
- ჰა,მოკლედ...მოვხიოთ უკვე საქართველოდან?!
***
ყველაზე მეტად უნდოდა ამ მომეტში ყვირილი,ჩხუბი,ბრაზის ამონთხევა,ვეღარ უყურებდა თვალებში,სტკიოდა მისი ყურება და მის გვერდით ყოფნა,ოღონდ ახლა გამქრალიყო მთელი სამყარო,ანდაც მიწა გახეთქვოდა ფეხქვეშ,მეტი არაფერი უნდოდა.
- ანასტასია,სხვანაირად არ გამოდის,უნდა წავიდე ეს დედამოტ@ნული გაიგე..
- წადი! არ გაკავებ,ვერ ხედავ?მიდი!
ამოიყვირა მთელი სიძულვილითა და სიბრაზით და კარი გააღო.
- დღესვე არ მივდივარ,შემიძლია ვიყო ცოტახანს.
- დემეტრე,გაეთრიე.
თითი გაიშვირა გასასვლელისკენ,ბიჭი მისკენ საკოცნელად დაიძრა,თუმცა ტასომ თავი სწრაფად გასწია და უკან ერთი ნაბიჯი გადადგა,ისე რომ მისთვის არც შეუხედავს.
- უბრალოდ მინდოდა ისე დავმშვიდობებოდით ერთმანეთს რომ..
- დემეტრე,გაეთრიე. აღარ მინდა შენი ყურება,შენი ხმის მოსმენა! წადი! გესმის? წადი!
ნაბიჯი გადადგა კარისკენ,ტასო მას არც კი უყურებდა,ყველანაირად ცდილობდა ცრემლების გორა გადაეყლაპა და მისთვის არ დაენახვებინა მისი მწარე ტკივილი.
- რომ ჩავალ.. სიტყვა არ დააცდენინა ბიჭს,კარის სახელურს ხელი მჭიდროდ მოკიდა და თვალებში ჩახედა.
- რომ ჩახვალ,არ დამირეკო,არ მომწერო,არასოდეს აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა. ეს ჩემი მოთხოვნაა. კარგად იყავი.
ტვილდიანს მზერა შეეცვალა მის სიტყვებზე,რადგან მასთან არასდროს ყოფილა ასეთი ცივი,ასეთი მკაცრი. კარი ცხვირწინ ხმაურიანად მიუხურა და იქვე ჩაიკეცა დემეტრეს "ბარბის თოჯინა".
მთელი მოთქმით ტიროდა,მარიამი საძინებლიდან გამოვარდა გულგახეთქილი და ისიც დასთან დადგა მუხლებზე.
- ტასო,ტასო ნუ მაშინებ, რა გჭირს რა?
აკანკალებული თითებით სახე ააწევინა.
- წავიდა,ის წავიდა მარი.
ხელები მოხვია და ცრემლმებმა მეტად დაიწყო ფრქვევა მისი ლამაზი თვალებიდან. გოგონა იხუტებდა და თავზე ხელს უსვამდა,მარიამს ძალიან ეშინოდა,რადგან არასდროს ენახა თავისი და ასეთი სუსტი.
- ყველაფერი კარგად იქნება,დაწყნარდი ტას..
ხელი ძლიერად ჩასჭიდა და თავის საძინებელში მიიყვანა,საწოლზე წამოაწვინა,ის კი ტირილით ვერ ძღებოდა და ასწითლებოდა მთელი სახე.
მარიამი ანასტასიას ოთახში გაიქცა,სწრაფად მისი ტელეფონი მოძებნა და ლილეს გადაურეკა,თან ყველაფერს უყვებოდა ხმაარეული.
ლილე და სანდრო ოც წუთში ანასტასიას კართან ატუზულიყვნენ,მარიამმა ოთახისკენ ანიშნა და ისინიც მასთან შეცვივდნენ.
- ტასოო,შეშინებულმა ლილემ ჯერ მარიამს გახედა,მერე სანდროს,მერე ისევ ტასოს მიუბრუნდა და საწოლზე ჩამოჯდა.
- ტას,შემომხედე რა,ძალიან ვნერვიულობთ შენზე.
- რატომ მოხვედით..წადით.
- ხომ იცი რო არ წავალთ? სანდროც საწოლთან ჩამოჯდა და ანასტასიას ხელი თავის ხელში მოაქცია.
- ტასო,რატომ გვიმალავდი ვინმე თუ გიყვარდა.
გოგონამ უეცრად თავი ამოყო საწოლიდან,მაშინვე მარიამს გახედა,რომელიც მხრებს იჩეჩავდა და თავი ჩაეღუნა.
- მარის რომ არ ეთქვა არაფერი,რამდენ ხანს დამალავდი? ამდენი ხნის მეგობრები რისთვის ვართ?
- ტასო, სანდრომ მისკენ შემოატრიალა და მთელი სერიოზულობით დაიწყო საუბარი,
- თუ გაწყენინა მითხარი,ბოზ*შვილი ვიყო ჩავაძაღლებ
- არ მინდა სანდრო
კარზე ხმამაღალი ბრახუნი გაისმა,ხმა არ ჩერდებოდა და უფრო და უფრო უმატებდა,ხმაურზე ყველა ერთიანად დაიძაბა,სანდრო გავიდა შემოსასვლელისკენ და გაცეცხლებული მართა პირდაპირ სახლში შეიჭრა.
- სად არის? გაჰკიოდა ბოლო ხმაზე
განცვიფრებული სანდრო უკან გაჰყვა მართას,რომელიც ყვირილს არ წყვეტდა და შეშლილს უგავდა სახე.
- მართა რა გაყვირებს? ღონებგამოხდილმა ანასტასიამ ძლივს ამოიღო ხმა და თავზე ხელი მიიდო.
- მეზიზღები ანასტასია!!! მეზიზღები!!! როგორ დადიოდი ჩუმად ჩემს შეყვარებულთან?! როგორ დადიოდი და რაებზე ელაპარაკებოდი?!!
- რაა?
ერთხმად წამოიძახეს სანდრომ და ლილემ,რომლებიც ანასტასიას უყურებდნენ თვალებდაქაჩულები.
- ხოო,რაიყო გაგიკვირდათ?აი ამ ქალბატონმა მაქსიმე დაარწმუნა,რომ ის ბანდიტები ციხისგან ეხსნა!!!
ყოველ დღე დადიოდა მაქსიმესთან და ჭკუაზე არ იყო!!
- მართა რას ამბობ? რა ყოველდღე დავდიოდი?! მე ყველასთვის კარგი მინდოდა,ამიტომ ვურჩიე ასე გაეკეთებინა!
- და ამიტომ დადიოდი მასთან არა?
- შენ ის განაღვლებს,რომ მასთან "დავდიოდი" და ის არ გაინტერესებს რაზე ხო?
- გშურს!!! გშურს ჩემი!! გშურს მაქსიმეს რომ ვუყვარვარ და შენ არავინ გეკარება!!!
- მართა დაწყნარდი,ხოარ გაგიჟდი? ლილე მის გაჩერებას ცდილობდა,თუმცა ყოველ მცდელობაზე მართა კივილს იწყებდა და უკან იხევდა.
- ბოზ*ი ხარ ანასტასია!! მეზიზღები!!
ჩანთა აიღო და მთელი სისწრაფით მოშორდა იქაურობას.
ანასტასიას ისევ ტირილი აუვარდა,მასთან მარიამი ჩამოჯდა და ხელები გარშემო შემოახვია.
- თქვენც ასე ფიქრობთ? შეხედა მეგობრებს,რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყვნენ რა ხდებოდა.
- ანასტასია,გაგვაგებინე რა ხდება.
ხელები გადააჯვარედინა ლილემ და ანასტასტიას დაადგა თავზე.
- ბიჭი,რომელმაც მაქსიმე დაჭრა,მე შემიყვარდა.
თავი ჩაღუნა,მარიამს უფრო მიეკრო და სახე დაემალა მის ხვეულ თმაში.
***
- პატივცემულო მოსამართლევ,მესმის რომ ოჯახი სახელმწიფოს ერთ-ერთი მყარი და ძლიერი საფუძველია,და მოსამართლე კი ყოველთვის ეცდება მის შენარჩუნებაზე.
ამ მომენტისათვის,სასამართლოს მიერ დადგენილი შერიგების ვადა უკვე გასულია,რომელიც კახაბერ მანჯგალაძესთან თანაცხოვრებას გულისხმობდა,მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს,არ სურს მასთან თანაცხოვრება.
მოგეხსენებათ,რომ მოქალაქე თინათინ ქებურია,16 წლის ასაკიდან მუდმივი ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობის დამცირების მსხვერპლია,ასეთ პირობებში მან გააჩინა ოთხი შვილი ბატონ კახაბერთან,წარმოიდგინეთ ქალის მდგომარეობა,რომელიც წლების მანძილზე,ყოველდღე შიშით ელოდება თავის ქმარს,რომელიც ტრადიციულად ისევ სცემს და შეურაცხყოფას მიაყენებს.
ბატონი მანჯგალაძე სარგებლობს იმით,რომ თინათინს არ აქვს განათლება,არ აქვს პროფესია,სახლ-კარი.
ათი წელია ის ცხოვრობს ადამიანთან,რომელიც როგორც საქონელს,ისე ექცევა,წარმოიდგინეთ,რა დონემზე უნდა მიიყვანო ასეთი ქალი,რომ ამდენხნიანი თანაცხოვრების შემდეგ უარი ათქმევინო ოჯახზე,როცა ასე თუ ისე შეგუებული იყო კიდეც თავის ბედს.
ბავშვებისათვის,ფსიქოლოგების დაკსვნით,დედა მათთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა,საშიშროებას წარმოადგენს მხოლოდ მამა,რომელიც ბავშვების თვალწინ დედაზე მუდმივად ძალადობდა და მათაც იგივეს უნერგავდა. ბატონო მოსამართლევ,გთხოვ გაითვალისწინოთ ეს გარემეოება,კანონი,რომელიც არ შეიძლება იყოს მოძალადის მხარეს,თუ რა თქმა უნდა ჩვენ პრეტენზია გვაქვს ცივილიზებულ ქვეყანაზე,დაეკისროს ბატონ კახაბერს ალიმენტი და თანხით საკუთარი შვილების უზრუნველყოფა,ხოლო დედამ იცხოვროს შვილებთან,რომელიც ძალადობის მაგივრად,შვილებს სითბოს და სიყვარულს დაუნერგავს.
გმადლობთ ყურადღებისთვის.
- სასამართლოს გადაწყვეტილებით,მოქალაქე კახაბერ მანჯგლაძეს და თინათინ ქებურიას,მიეცეს უფლება განქორწინების და კანონით თანახმად,ბატონ კახაბერს დაეკისროს ალიმენტი.
სასამართლოს დარბაზში ხალხი ახმაურდა,თინათის ეხვეოდნენ ოჯახის წევრები და კმაყოფილი ანასტასია ქუსლების კაკუნით გამოვიდა დარბაზიდან.
- ქალბატონო ანასტასია,წამოიყვირა გოგონამ მის უკან,რომელიც ადვოკატს დაედევნა და ძლიერად ჩაეხუტა.
- დიდი მადლობა,დიდი მადლობა..თქვენ მე საშუალება მომეცით ახალი ცხოვრება დამეწყო...
- თიკო,ნუ მიხდი მადლობას,ეხლა შენ იცი,პრობლემებს არასდროს არ შეუშინდე,შენ ძლიერი ხარ.
- რა ქენი ტას?
- ისევ მოვიგე. თქვა ამაყად და მანქანის კარი,რომელიც მამაკაცმა გაუღო,თამამად ჩაჯდა.
- ავღნიშნოთ?
- მოდი სახლში წავიდეთ,ჩემებს დავურეკავ და იქ დავლიოთ,ეხლა აღარ მაქვს სხვაგან წასვლის თავი.
- კარგი,წავედით.
ქალი მამაკაცის მკლავს მოეჭიდა და ლოყაზე აკოცა.
სახლში ასულს,მარიამი დახვდა გაღიმებული,გეგა,სანდრო და ლილეც იქვე ისხდნენ და ბუშტები აეფრიალებინათ ანასტასიას დანახვისას.
- დაბადების დღეს გილოცააავთ ტაას!
- მადლობაა! სადარის ტორტი?
წარბები აზიდა და სასაცილოდ დამანჭა სახე პატარა ბავშვივით.
- აიიი ტორტიიც,ჩაიფიქრე სწრაფად! თქვა ლილემ და გაბრწყინებული თვალებით გახედა დაქალს.
- ერთი წუთით! ხმამაღლა თქვა მამაკაცმა და ჩაახველა,ანასტასიას წინ ჩაიმუხლა და თვალის მომჭრელი ბეჭედი გაუწოდა.
- ქალბატონო ანასტასია,ცოლად გამომყვებით?
- მე.. მე.. ტუჩები გაეპო გაოცებისგან და დაბნეულობისგან,რომელიც მის წინ დაჩოქილ მამაკაცს უყურებდა,გარშემო კი მის მეგობრებს,რომლებიც მის პასუხს მოუთმენლად ელოდნენ გაბრწყინებული თვალებით.
- კი. მისი თანხმობა და ყველას წამოყვირება ერთი იყო,დათამ ხელში აიყვანა მაშინვე და აკოცა თავის მომავალ საცოლეს.
***
- მიდიხარ სკოლაში? იკითხა ანასტასიამ და ერთი ფინჯანი ყავა მარიამს გაუწოდა.
- ჰო,წელს გამოცდები მაქვს... აუ არადა ძაან მინდა დღეს ანჩოს დაბადების დღეზე წასვლა
- მერე წადი,რა გიშლის ხელს?
- თბილისში არ იხდის,მცხეთაში აგარაკზე,ორი დღით...
საწყალი თვალებით გახედა და ტუჩები მობრიცა.
- მარიამ რა საძაგელი ხარ? წადი,ოღონდ ორი დღე არანაირად,მეორე დღეს მოგაკითხავ და მე წამოგიყვან.
- აუ ღადაობ? კაი რაა,ყველა ერთად წამოვალთ,გთხოოოოვ,გთხოოოვ...
- კარგი,ოღონდ ჭკვიანად მოიქეცი!
- საუკეთესო და ხარ მთელს მსოფლიოში! უბრალოდ არ მინდა რომ გათხოვდე!
ტასოს მის სიტყვებზე გაეცინა და ყავის სმა გააგრძელა.
- ვითომ რატომ?
ქუსლების კაკუნით მივიდა კარებამდე,სადაც მარიამი იდგა ჩანთით ხელში და გარეთ გადიოდა.
- ეგ ორივემ ვიცით. თვალი ჩაუკრა და კიბეები ჩაირბინა,ანასტასიას ღიმილი სახეზე შეაშრა.
სწრაფად ამოიღი ჩანთიდან სავიზიტო ბარათი,ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და სახლი წამებში დატოვა.
- ესეც ასე.. ღრმად ჩაისუნთქა,ხელი კარისკენ წაიღო,მაგრამ ისევ უკან ჩამოსწია,მომენტებში უკან წასვლას აპირებდა,თუმცა მაინც თავს ძალა დაატანა და ფრთხილად დააკაკუნა ორჯერ.
კარი ახალგაზრდა ქალმა გააღო,ანასტასიას გაუღიმა და შინ შეიპატიჟა.
- ანასტასია ახვლედიანი,ხომ?
- დიახ. თქვა და ადგილი დაიკავა.
ქალმა ფურცელზე აღნიშნა მისი სახელი და გვარი,კალამი გვერდით გადადო და ისევ ანასტასიას მიუბრუნდა.
- დიდი ხანია,არ მოსულხარ.
- დიახ,ბევრი რამ შეიცვალა..
თითები ერთმანეთში ახლართა და მძიმედ დაიწყო სუნთქვა.
- დაწყნარდი ანასტასია,კარგი?
- გუშინ.. გუშინ ცოლობა მთხოვა დათამ..
- შესანიშნავია,შენ რა უპასუხე?
ანასტასიამ თვალები დახარა და მორცხვად უპასუხა
- დავთანხმდი.
- გიყვარს დათა?
- ის კარგი ადამიანია..
- მე გკითხე,გიყვარს თუ არა დათა?
წუთიერი დუმილის შემდეგ,ქალმა კითხვა შეცვალა.
- კარგი,აღარ გკითხავ.
- როგორ გაიცანი ის?
- ძალიან ბანალურად,ზუსტად ისე,როგორც სერიალებსა და ფილმებშია. ოღონდ უფრო სასაცილოდ. ტუჩის კუთხე ჩატეხა და გვერდით გაიხედა.
ლექციაზე მაგვიანდებოდა,ლიფტი არ მუშაობდა,საშინლად გავბრაზდი,ისედაც ძალიან მკაცრი ლექტორი მყავდა და ორი წუთი დაგვიანების გამოც არ შემიშვებდა.
მერვე სართულიდან მეოთხემდე,მთელი სისწრაფით ჩავრობდი ჩემი კონსპექტებითა და წიგნებით ხელში.
დათა ამოდიოდა მშვიდად,ტელეფონი ეჭირა და სიმღერას უსმენდა,მე ჩავრბოდი,უცბად ვერც კი შევამჩნიე,ისე დავეჯახე,ფურცლები კი ფრიალით ჩავიდა ყველა სართულზე.
ფეხზე რომ წამოვდექი,შუბლიდან სისხლი მდიოდა,დათამ ხელი წამავლო და მხარზე მომქაჩა,მაიძულებდა ექიმის კაბინეტში შევსულიყავი.
მოკლედ,იმ დღეს ძლივს გადავრჩი,შუბლზე ნაკერიც კი დამადეს,არც კი მახსოვს ასე ძალიან როგორ დავარტყი. დათამ დანაშაული თავის თავზე აიღო,მაკითხავდა და ზრუნავდა ჩემზე,მერე ერთად დავდიოდით,ვსეირნობდით,ბოლოს გამომიტყდა სიყვარულში და მეც გული ამიჩუყდა..
ახლა კი,ცოლობა მთხოვა.. მე,არც კი ვიცი,რა ვქნა,როგორ მოვიქცე.
- ანასტასია,შენ წარმატებული,ძლიერი ქალი ხარ... ჩემთან როცა მოდიხარ,ისევ ის ანასტასია ხდები,რომელიც წლების წინ დადიოდა ჩემთან,სუსტი,უსუსური და გულგატეხილი.
რა გინდა ცხოვრებისგან?
- არ ვიცი რა მინდა,ძალიან არეულია ყველაფერი.. ქაოსია ჩემს თავში,არაფერი არ ლაგდება თავის ადგილას.
- კარგი,რას მეტყვი მეგობრებზე?
- მათზე არაფერი მაქვს სათქმელი,ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია,ის არის,რომ მეგობრებში ძალიან გამიმართლა..მაგრამ
- მართა?
- მართა იმის მერე არ მელაპარაკება,ვძულვარ... იმის მერე უფრო მეტად ვძულვარ,როცა ის და მაქსიმე დაშორდნენ,ჰგონია მე ვარ დამნაშავე..
- ოდესმე მიხვდება ყველაფერს,მასზე არ ინერვიულო.
- არ მეგონა ასეთი წარმოდგენა თუ ექნებოდა ჩემზე.
- იმედი ყოველთვის გვიცრუვდება,ადრე თუ გვიან.
- ასეა.
- ჩემთან მოხვედი,რადგან დემეტრე გენატრება.
შენ ის პერიოდი გახსენდება,როცა ის გიყვარდა და აქ დადიოდი ანასტასია,იქნებ სხვა ფსიქოლოგი მოძებნო?
არ გიფიქრია ამაზე?
- არ მინდა სხვაგან.
- კარგი...ნება შენია. თუ გინდა,მომიყევი მასზე.
- მოსაყოლი არაფერია..
- მაშინ რაც სთხოვე შეასრულა? არ დაგირეკა?
- დამირეკა..
- გინდა ამის მოყოლა?
- დიახ,რა თქმა უნდა.



№1 სტუმარი

კარგია! ინტერესს და ინტრიგას ტოვებ????ველი შემდეგ თავს ????

 


№2  offline წევრი Avrora-Gallagher

უჰუჰ რა მომწონა ეს თავი????❤️არა კარგი რომ ხარ მაგას რა ტქმა უნდა:~)
ყოველი მომდევნო თავი გასხვავებული ინტრიგით და განხვავებული აზრით იდება❤️❤️რასაც ხალიან ვაფასებ შენში❤️წაკითხვის დროს ისეთ შეგრძნება მრჩება რომ, აზრი(ილუზია) არ გელევვა როდესაც ამ ისტორიას წერ.... ანუ იმისთქმა მინდა რომ მოზღვავებული აზრით და ემოციებით ჩქეფს ეს შენი ისტორია.:)) რაც ძალიან მომწონს❤️❤️:$) აბა მომდევნო თავს ველიი :)))))) ავრორააა❤️❤️

 


№3  offline წევრი teengirllove

vaime ,ragaca damainteresa..waval axla chavujdebi tavidan da getyvi mere yvela tavze ertianad azrs :))

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუუუ პატარა იყოოოო.. მალე დადე რა

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

კარგია! ინტერესს და ინტრიგას ტოვებ????ველი შემდეგ თავს ????

მალე დავდებ საყვარელო kissing_heart
Avrora-Gallagher
უჰუჰ რა მომწონა ეს თავი????❤️არა კარგი რომ ხარ მაგას რა ტქმა უნდა:~)
ყოველი მომდევნო თავი გასხვავებული ინტრიგით და განხვავებული აზრით იდება❤️❤️რასაც ხალიან ვაფასებ შენში❤️წაკითხვის დროს ისეთ შეგრძნება მრჩება რომ, აზრი(ილუზია) არ გელევვა როდესაც ამ ისტორიას წერ.... ანუ იმისთქმა მინდა რომ მოზღვავებული აზრით და ემოციებით ჩქეფს ეს შენი ისტორია.:)) რაც ძალიან მომწონს❤️❤️:$) აბა მომდევნო თავს ველიი :)))))) ავრორააა❤️❤️

როგორ მახარებ ხოლმე,შენს კომენტარს რომ ვხედავ❤️❤️ ძალიან დიდი მადლობა,არც კი ვიცი რა ვთქვა ასეთი შეფასების შემდეგ. relaxed ❤️
teengirllove
vaime ,ragaca damainteresa..waval axla chavujdebi tavidan da getyvi mere yvela tavze ertianad azrs :))

ძალიან მაინტერესებს შენი აზრი❤️ დაგელოდები აუცილებლად,იმედი მაქვს მოგეწონება. blush
სტუმარი ანი
აუუუუუ პატარა იყოოოო.. მალე დადე რა

მალე დავდებ ჩემო კარგო❤️

mirandaa31
ანუ დემეტრეს წასვლიდან წლები გავიდა ხო? და მარიამი ისევ სკოლაში დადის? კარგია.. თუმცა არ მგონია დათას ცოლი გახდეს :დ ველოდები ახალ ტავს <3

კი,წლები გავიდა:დ მარიამიც უკვე სკოლას ამთავრებს❤️❤️
მალე დავდებ ახალ თავს blush heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent