შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 5)


18-07-2018, 19:38
ავტორი Queenofmoon
ნანახია 4 481

თეფში ხელიდან გაუვარდა ანასტასიას და ნამსხვრევების ხმა ექოსავით გაისმა შემოსასვლელში,გოგონა ერთ წერტილს მიშტერებოდა და გულის რაღაც ნაწილი საშინლად ეწვოდა.
- გული გამიხეთქე! ამას წყნარად ვერ მეტყოდი?!
თქვა და დაიხარა სწრაფად იატაკისკენ.
- კარგი მაპატიე.. თქვა მართამ და ნამსხვერების ალაგებას შეუდგა მასთან ერთად.
- ხელი გაუშვი! მე თვითონ..
ხმა გაუტყდა და ცდილობდა ყველანაირად დაემალა ეს ემოციები ,თუმცა არ გამოსდიოდა.
- წავალ,გადავყრი ამ ყველაფერს და მალე ამოვალ.
თქვა და კარი მიიხურა.
ლიფტის კარი გაიღო,ის ისაა კიბეებს უნდა მიახლოვებოდა,როცა ვიღაცის ხელი იგრძნო წელზე და მეორე სწრაფად პირზე აეფარებინა.
- ჩშშ! ბიჭმა ტუჩებზე თითი მიიდო და ანასტასიას თვალებში ჩახედა,რომლებიც ნაპერწკლებს აფრქვევდნენ.
როდესაც იგრძნო,გოგონას სხეული კანკალისგან გათავისუფლდა და მოდუნდა,ხელები ნელნელა გაუშვა.
- შენ?აქ რა გინდა?
- მიცანი ბარბის თოჯინა?! ეშმაკურმა ღიმილმა არ დააყოვნა მის ტუჩებს.
- აქ რას აკეთებ? შენ ხომ იმალები? აქ რა გინდა?
ბიჭმა აქეთ იქით ყურება დაიწყო,ხან კიბეებს ახედავდა,ხან შესასვლელს უთვალთვალებდა და უბნის ეზოს ზვერავდა,საშინლად ნერვიულობდა და ლაპარაკის უნარი დაკარგვოდა ამდენ დაძაბულობაში.
ანასტასიამ სახე მისკენ მიატრიალა და გაკვირვებული ბიჭის მზერა აშკარად შესამჩნევი იყო მის საქციელზე,რომელიც ოდნავ დაფრთხა,როცა გოგონას თითები შეეხო.
- დღეს გვიან ღამით ჩემთან ამოდი,იქ მითხარი რა საქმეც გაქვს.. ჩემი მეგობრები წავლენ სადაცაა. დაგელოდები.
თვალებდაქაჩული იარაღიანი მისი სიტყვების გაანალიზებას ჯერ ვერ ახერხებდა იმდენად მოულოდნელი იყო ანასტასიას მშვიდი და დამაჯერებელი მზერა,ინსტიქტურად თავი დაუქნია და წამში გაუჩინარდა ადილიდან.
გოგონას სახეზე ღიმილი მოეფინა და მის ნაკვალევს უყურებდა,ასე იდგა ათი წუთი,სანამ ტელეფონის წკრიალმა არ გამოაფხიზლა და სწარფად აირბინა კიბეები სახლამდე.
მოუსვენრობა აწუხებდა მთელი საღამო,მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,მალე დაღამებულიყო,მალე მოსულიყო ის და კიდევ ერთხელ შეეხედა მისი არაამქვეუყნიურად ლამაზი ტუჩებისთვის და თვალებისთვის,რომლებიც ძალიან საშიში და ამავდროულად მიმზიდველი იყო.
მეგობრები გააცილა თუარა,მაშინვე თავის საძინებელში შევარდა,სუნამო მიიპკურა და თმა დაივარცხნა,სარკეში მის გამოსახულებას შეხედა და ბედნიერი მზერა მალევე დარდით სავსეში გადაენაცვლა.
- რას აკეთებ ანასტასია.. რა გემართება..
თვალები დახარა და ცრემლი ჩამოუგორდა,ზედმეტად რცხვენოდა თავისი საქციელის,იმ გრძნობის,რომელიც მთელ სხეულში იყო ცეცხლივით აგიზგიზებული...
მარიამის საძინებელი ფრთხილად შეაღო,რომელსაც მშვიდად ეძინა და ფრთხილად მოეხურა კარები.
კარზე კაკუნი გაისმა,მთელი სხეული უთრთოდა და კანკალებდა,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა რამდენიმეჯერ და კარი სწრაფად გააღო,ნანატრ სილუეტს შეავლო თვალი და შინ შეიპატიჟა.
ბიჭი მისაღებში გავიდა,ქურთუკი სავარძლის საყრდენზე მიაგდო და თავი სახე ხელებში მოიქცია.
- მარტო ხარ?
- ჩემი დაა სახლში,დამშვიდდი..სძინავს,მისაღებში გავიდეთ.
- კარგი.
- ანასტასია,დაჯექი.
ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა მიყრუებულ სივრცეში,ანასტასიაც სწრაფად დაემორჩილა მის სურვილს და მის წინ ჩამოჯდა.
- შენი დახმარება მჭირდება,რაღაც უნდა გააკეთო.
- რას გულისხმობ?
- ეს თხოვნა არ არის,აუცილებლად უნდა გააკეთო.
- გავაკეთებ.
აშკარად იგრძნობოდა ანასტასიას ხმაში და მის ასეთ დაყოლიებაში ის თბილი გრძნობები,რომელიც უცხოს მიმართ იყო განწყობილი,არ იმალებოდა და ვერც მალავდა,იარაღიანიც ამას ძალიან კარგად ხვდებოდა და ახლა უფრო მეტად ცდილობდა,ეს შანსი გამოეყენებინა.
- ჩემი ძმაკაცი დაიჭირეს,გაიგებდი ალბათ.
- კი,გავიგე.. მეგონა შენ იყავი ის...
- მაქსიმეს შეყვარებულს,მართას,რომელიც შენი დაქალია,უნდა დაელაპარაკო,ან მაქსიმეს შენ თვითონ დაელაპარაკე.როგორც გინდა.
საჩივარი უნდა გამოიტანოს ჩვენზე და თქვას,რომ ჩვენ არ დაგვიჭრია,არც ფული წაგვიღია.
- კი,მაგრამ მე როგორ? მე.. მე არ..
- ანასტასია,ამას თუ არ გააკეთებ,ყველაფერი უარესად წავა.
ძალიან ბევრი ახლობელი დაზარალდება.
- კარგი.
- ჭკვიანი გოგო ხარ შენ.
ლამაზმანმა თავი დახარა და თითები ახლართა ერთმანეთში ნერვიულობისგან.
- მე ტვილდიანი ვარ,დემეტრე. ოღონდ ესეც არსად არ უნდა თქვა.
- არ ვიტყვი.
დემეტრე ადგა და ტასოც მაშინვე წამოხტა სავარძლიდან,მისაღებამდე აციელბდა,როცა სწრაფად ჰკითხა ბიჭს.
- ხომ არ ივახშმებ ჩემთან ერთად? ძლივს გადააბა სიტყვები და ადგილზე გაიყინა.
დემეტრე შემოტრიალდა და მის ამღვრეულ თვალებს გაუსწორა მზერა,ახლოს დადგა, გრძელი თითები მოავლო ყელზე და ცერა თითი ნიკაპზე მოუსვა.
- არა ანასტასია,უნდა წავიდე.
- გთხოვ..დარჩი ცოტახანს.
- კარგი.
***
- მოგეწონა? ბედნიერი სახით ჰკითხა ანასტასიამ და თეფშების ალაგებას შეუდგა.
- კი,ძალიან.
სამზარეულოს დახლზე დაჯდა და კვლავ მომღიმარი სახით შეხედა ბიჭს.
დემეტრე ადგა,ტასოს მიუახლოვდა და ხელებით დაეყრდნო დახლს მის გარშემო.
- ჩემი რატომ აღარ გეშინია?
თმა ყურზე ფრთხილად გადაუწია,ჩასჩურჩულა და მზერა ისევ გაუსწორა გოგონას.
ტასომ თავი ოდნავ დახარა და ეცადა ის საშინელი მუხტი,რომელიც ასე ძლიერად გარეულიყო ჰაერში,გამკლავდებოდა და მისი სიახლოვე როგორღაც უგულებელჰყო.
- უნდა მეშინოდეს?
თვალებში ჩახედა და მზერა მის სისხლისფერ ტუჩებზე გადაიტანა,ნერწყვი ხმაურიანად ჩაყლაპა,რაზეც ბიჭს გაეცინა და თავი გააქნია.
- ბოლომდე არავის არ უნდა ენდო,ანასტასია.
- მახსოვს შენი სიტყვები.
- ხოდა დაიმახსოვრე კარგად.
არტერიაზე მისი სველი ტუჩები შეეხო,ბარძაყებზე კი მისი გავარვარებული ხელები,რომლებიც თითებით ნაზ მოძრაობებს აკეთებდნენ ზევით-ქვევით,ტასოს თვალები დაეხუჭა სიამოვნებისგან და ეს უკანასკნელი,ტუჩები გაეპო.
- წასვლის დროა,თქვა დემეტრემ და სწრაფად მოშორდა,ქურთუკი შემოიცვა და სახლი სწრაფად დატოვა,ანასტასია კი ჯერ კიდე დახლზე მჯდომი,ფიქრებს წაეღო და თავი სიზმარში ეგომა,საიდანაც გამოფხიზლება არ უნდოდა.
სწრაფად გამოვარდა სამხარეულოდან,ფანრიდან გადაიხედა და დაინახა დემეტრე,რომელიც მოტოციკლს შემოაჯდა და მთელი სისწრაფით მოხია ადგილიდან.
***
- აბა რა ქენი,იყავი იმასთან?
- ხო..
თქვა ბიჭმა,დანა მაგიდაზე გაასრიალა და სიგარეტს მოუკიდა.
- მერე,გჯერა რო ეგ გოგო დაგვეხმარება?
- აბა რას იზავს
- რა დარწმუნებული ხარ შე*ემა?
- შენ რა გამიტ*კე,სხვა გამოსავალი მაინც არ გვაქვს,ეს მაინც ვცადო
- არ ჩაგვიშვას ბიჭო მაგას გეუბნები რას გამო*ლევდი.
- შანსი არაა,მაგრად ვევასები,მაგას არ იზავს.
- დავაი.. ვნახოთ.. მთავარია დამიანე გამოვიდეს ციხიდან და იმ ახვ*რმა მაქსიმემ საჩივარი გამოიტანოს.
- გამოტანს,გამოიტანს..
სიგარეტი დასრისა დემეტრემ და ფიქრებში გადაეშვა.
***
მარიამს თვალები რამოდენიმეჯერ მოესრისა,რომელიც გიჟივით უყურებდა თავის დას,სიმღერ-სიმღერით რომ დადიოდა აქეთ-იქით.
- ანასტასია კარგად ხარ?
- რა გინდა?
- ოცდაორი წლის განმავლობაში,პირველად ვხედავ რომ დილით კარგ ხასიათზე ხარ.. არა დილით კიარა,ზოგადად!
- შენ თავს მიხედე დროზე,სკოლაში არ დააგვიანო!
- ვაიმე არ მჯერა.. სექ@სი გქონდა?
- მარიამ!!! რეებს ბოდავ!!
მარიამმა გადაიხარხარა და სიგარეტი ამოაძრო კოლოფიდან.
- აბა აბა !! არანაირი სიგარეტი! შენ ხოარ დაგავიწყდა რა პირობებით ცხოვრობ ჩემთან?!
სიგარეტი პირიდან გამოაცალა და კოლოფიანად ნაგვის ყუთში ისროლა ტასომ.
- ოოოო,მაინც მუდო ხარ რაა!
- ჯობია მალე შეხვიდე სააბაზანოში,ცხრის ნახევარია! გაემზადე.
- კარგიი.. არის უფროსო...
თვალები გადაატრიალა და პირსახოცი მხარზე მოიკიდა.
***
ავალიანის სახლთან მისული ანასტასია იჯდა მანქანაში,ფანჯარა ოდნავ ჩამოეწია და მთელ ეზოს ათვალიერებდა.
როგორც იქნა გაბედა და გადმოვიდა მანქანიდან,კარს მიუახლოვდა და ფრთხილად დააკაკუნა.
სახლის კარი ხანში შესულმა ქალმა გააღო,რომელსაც მტვერსასრუტი ეჭირა ხელში და თვალები დაეძაბა გოგონას დანახვისას.
- უკაცრავად,მაქსიმე სახლშია?
თქვა ანასტასიამ და ქალის უკან მომღიმარი მაქსიმე დაინახა,რომელიც ხელს უქნევდა და ანიშნებდა შიგნით შესულიყო.


ჩემო საყვარლებო,ესეც ახალი თავი<3 იმედია მოგეწონებათ<3



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუუ პატარა იყო.... მალე დადე რა...ნწაჰ მეგონა დემესაც მოსწონდა

 


№2 სტუმარი სტუმარი უცნობი

ძალიანმაგარი იყო..მაგრამ ანასტასია ცოტა არიყოს დებილურად იქცევა...ანუ ამბიჭზე ძან დაშტერდა..და ეგარმომწონს დემეტრემ კიდევ იმედებიგამიცრუა ფაქტი შეიძლება მოსწონდეს მაგრამ იყენებს..გაგრძელეე და გთხოვ მალე დადე

 


№3  offline წევრი .M.A.R.I.

ანუ კაიია რა მაგრობაა❤️

 


№4 სტუმარი naia

auu dzalian magaria!!!rogor momcons kvelaperi????????????

 


№5 სტუმარი სტუმარი Mziko

Au rogor nervebi meshleba demes ro gamoyeneba ndomebia mxolod ai Anastasia mecodeba dzaan:( imedia sheicvleba situacia veli shemdegs

 


№6  offline მოდერი Queenofmoon

mirandaa31
ანუ დემეტრე აპირებს გამოიყენოს ანასტასია ხო? მოკლედ მაინტერესებს რახდება მაქსიმეს და აამ ბიჭებს შორის, ვაფშე ეს მაქსიმე ვერ გავარკვიე რატიპია.. ვრლოდები ოვლენების განვითარებას, ძალიან მომწონს..

სტუმარი ანი
აუუუუ პატარა იყო.... მალე დადე რა...ნწაჰ მეგონა დემესაც მოსწონდა

სტუმარი უცნობი
ძალიანმაგარი იყო..მაგრამ ანასტასია ცოტა არიყოს დებილურად იქცევა...ანუ ამბიჭზე ძან დაშტერდა..და ეგარმომწონს დემეტრემ კიდევ იმედებიგამიცრუა ფაქტი შეიძლება მოსწონდეს მაგრამ იყენებს..გაგრძელეე და გთხოვ მალე დადე

naia
auu dzalian magaria!!!rogor momcons kvelaperi????????????

სტუმარი Mziko
Au rogor nervebi meshleba demes ro gamoyeneba ndomebia mxolod ai Anastasia mecodeba dzaan:( imedia sheicvleba situacia veli shemdegs

ძალიან დიდი მადლობა ყველას <3 ვიცი,მაპატიეთ უბრალოდ ასე იყო საჭირო მოვლენების განვითარება,რადგან დემეტრესთვის თავისუფლებაა ახლა პრიორიტეტი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს,ანასტასიაც,როგორც ქალების უმეტესობას ემართება ხოლმე შეყვარებისას "გაშტერება",ისე დაემართა. თუმცა ჯერ კიდე წინ არის ყველაფერი,ბევრ რამეს აეხდება ფარდა. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენ,თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის და იმისთვის რომ მოგწონთ <3 ძალიან მახარებთ <3

Queenofmoon
mirandaa31
ანუ დემეტრე აპირებს გამოიყენოს ანასტასია ხო? მოკლედ მაინტერესებს რახდება მაქსიმეს და აამ ბიჭებს შორის, ვაფშე ეს მაქსიმე ვერ გავარკვიე რატიპია.. ვრლოდები ოვლენების განვითარებას, ძალიან მომწონს..

სტუმარი ანი
აუუუუ პატარა იყო.... მალე დადე რა...ნწაჰ მეგონა დემესაც მოსწონდა

სტუმარი უცნობი
ძალიანმაგარი იყო..მაგრამ ანასტასია ცოტა არიყოს დებილურად იქცევა...ანუ ამბიჭზე ძან დაშტერდა..და ეგარმომწონს დემეტრემ კიდევ იმედებიგამიცრუა ფაქტი შეიძლება მოსწონდეს მაგრამ იყენებს..გაგრძელეე და გთხოვ მალე დადე

naia
auu dzalian magaria!!!rogor momcons kvelaperi????????????

სტუმარი Mziko
Au rogor nervebi meshleba demes ro gamoyeneba ndomebia mxolod ai Anastasia mecodeba dzaan:( imedia sheicvleba situacia veli shemdegs

ძალიან დიდი მადლობა ყველას <3 ვიცი,მაპატიეთ უბრალოდ ასე იყო საჭირო მოვლენების განვითარება,რადგან დემეტრესთვის თავისუფლებაა ახლა პრიორიტეტი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს,ანასტასიაც,როგორც ქალების უმეტესობას ემართება ხოლმე შეყვარებისას "გაშტერება",ისე დაემართა. თუმცა ჯერ კიდე წინ არის ყველაფერი,ბევრ რამეს აეხდება ფარდა. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენ,თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის და იმისთვის რომ მოგწონთ <3 ძალიან მახარებთ <3

.M.A.R.I.
ანუ კაიია რა მაგრობაა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent