შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 8)


23-07-2018, 01:57
ავტორი Queenofmoon
ნანახია 4 302

კარზე დაკაკუნების რამოდენიმე მცდელობის შემდეგ,როცა ანასტასია უკვე წასვლას აპირებდა,კარი ახალგაზრდა,მაღალმა,ქერა ლამაზმანმა გააღო,რომელსაც სიგარეტი ბაგეებს შორის მოექცია და თავიდან ფეხებამდე აეთვალიერებინა გოგონა.
- შენ ალბათ მაქსიმესთან ხარ,ხო?
ფირუზისფერი თვალები დააწვრილა და წარბები შეეკრა.
- დიახ. თავი დაუკრა ანასტასიამ და ქალმა გზა დაუთმო სახლში შესაპატიჟებლად.
- ეხლავე დავუძახებ,შენ დაჯექი მანდ სადმე.. ხელი აუქნია და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა,როცა მაქსიმე დაინახა და თვალი ჩაუკრა.
- შენთან არიან მაქსი.
- ვა კატუს,შენ როდის მოხვედი?
- ერთი ორი საათია,მაგრამ არ გაგაღვიძე,დროზე მოითავე საქმეები, თავი გასწია ანასტასიასკენ რომელიც გაურკვეველი მზერით იყურებოდა და მათ დიალოგზე თვალებს ატრიალებდა.
- კაი დე,ზევით ადი,მალე მოვალ.
"დე?" გონებაში გაიმეორა ანასტასიამ და პირი ღია დარჩა.
- აბა რას შვრებიი? კვლავ მომაჯადოვებლად გაიღიმა ბიჭმა და ანასტასიას გვერდით მოთავსდა ხელებგაშლილი,ტასო ოდნავ გაიწია და მისი ხელი მოიშორა.
- მაქსიმე,მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
- ჰმმ,დალევ რამეს?
- არა,არ ვსვამ.
- კარგიი..
ვისკი ჩამოასხა პატარა ჭიქაში,დივანზე ჩამოჯდა,ფეხი ფეხზე გადაიდო და რამოდენიმე წამში ლაპარაკი განაგრძო.
- მოკლედ,ბევრი ვიფიქრე..
- მერე?
- თუ საჩივარს გამოვიტან რა დარწმუნებული უნდა ვიყო,რომ ის სი@ები არაფერს დამიშავებენ?
- მე გპირდები.
ბიჭმა გადაიხარხარა,რამოდენიმე წუთი ასე უაზროდ იცინოდა,შემდეგ სახე დაასერიოზულა და ანასტასიასთან ახლოს მიიწია.
- დამცინი?
- მაქსიმე,ჩემი თუ არ გჯერა რისთვის დამიძახე?
- მაინც ვერ ვხვდები,შენ რას მპირდები? რა კავშირი გაქვს იმ ხალხთან ანასტასია?!
- არანაირი კავშირი,ყველაფრის თქმა არ შემიძლია მაქსიმე.
- თქვი,თორემ არანაირ საჩივარს არ გამოვიტან.
- კარგი,მე წავალ.
ადგომა დააპირა თუარა,ბიჭმა მისი სახელი დაიღრიალა, ავტომატურად ფეხები მოეკეცა შიშისგან და ისევ დივანზე ჩამოჯდა აკანკალებული.
- დროზე! თქვი ეხლა ყველაფერი სანამ შენც დაგასმინე პოლიციაში,როგორც მათი თანამზრახველი!
- რაა? რა თქვი??
- რაც გაიგე! მალე,ილაპარაკე!!
- მაქსიმე,შენთვისვე აჯობებს,ნუ მემუქრები!
თითი დაუქნია გოგონამ და ზიზღით სავსე შავი თვალები შეანათა,ბიჭმა ხელი ჰაერში დაუჭირა და მისკენ მოქაჩა.
- თუ გინდა საჩივარი გამოვიტანო,ყველაფერი მითხარი,თუ არადა ეს თემა დაივიწყე.
- კარგი! გეტყვი!
მაქსიმე გოგონასგან არ მოელოდა თანხმობას,მაინც არ იყო დარწმუნებული იმაში,რომ ის ამ საქმეში იყო რაღაც მხრივ გარეული და მისი მუქარა მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო,რადგან ცდილობდა გაეგო რამდენად დაცული იქნებოდა ის ბანდიტებისგან.
ხელი ნელნელა გაუშვა და გაოცებული უყურებდა ანასტასიას.
- გისმენ,ძლივს წარმოთქვა სიტყვა და ვისკის ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
- დამემუქრნენ. ისინი ყველა შენს ახლობელს იცნობენ,დამემუქრნენ,თუ მათ არ გაათავისუფლებ,ყველას ამოგვხოცავენ,თუ გაათავისუფლებ,თავს დაგვანებებენ.
- და შენ გჯერა მაგ ახ*რების?
- სხვა გზა არ არის! სიკვდილი გინდა?! გინდა?!
- არა! უბრალოდ რაღა შენ,რაღა შენ შემოგითვალეს?!
- არ ვიცი მაქსიმე! მეც მეშინია! ისინი ციხეში გაცილებით საშიშები არიან ვიდრე გარეთ! ასე თავს დაგვანებებენ,გთხოვ,გამოიტანე საჩივარი.
თავზე ხელები შემოიწყო და აქეთ-იქით დაიწყო სიარული,15-20 წუთი ასე გაუთავებლად დადიოდა და სასმელს ერთი მეორეს აყოლებდა.
- აუ კაროჩე,ტვინი მომეტ@ნა უკვე ამ ყველაფრით,ძალიან ბევრი ვიფიქრე,ვიცი ეგენი რისი გამკეთებლებიც არიან და არც მე მინდა ციხეში იყონ,მერე უარესი არ ქნან..
- სწორად იქცევი,მაქსიმე.
- იცოდე,რამე თუ კიდე განმეორდა ანასტასია...
- შენთან ისინი აღარ მოვლენ. დამშვიდდი.. ახლა წავალ.. და მაქსიმე
- რა..
- მართას არაფერი არ უთხრა,საერთოდ არავის..
- დაქალს უმალავ,ანასტასია?
- ყველას ვუმალავ,მაქსიმე. შეხვედრამდე.
- დროებით.
***
ფიზიკურად და ემოციურად დაღლილი,ძლივს მივიდა სახლამდე,კიბეები ნელნელა აიარა,კარს გასაღები მოარგო და წელზე შემოხვეული ხელები უეცრად იგრძნო.
სწრაფად მოტრიალდა გოგონა და წინ დემეტრე აესვეტა.
- ღმერთო... როგორ შემაშინე.
- სად იყავი ბარბის თოჯინა?
თმა ყურთან გადაუწია და ჩუმად ჩასჩურჩულა.
- მასე ნუ მომმართავ.
თქვა კატეგორიულად და ტუჩები მობრიცა.
სადაც კი წასვლა შეიძლებოდა ყველგან ვიყავი დღეს.. ღრმად ჩაისუნთქა და კარი გააღო.
- ჩააბარე გამოცდა?
- რა თქმა უნდა,ჩავაბარე.. მერე მეგობრებთან ერთად დავლიე,ავღნიშნეთ.
- ვინ მეგობრებთან?
- ლილე,მართა,სანდრო.. გეცოდინება უკვე..
ჩანთა საწოლზე მიაგდო და სავარძელში ჩაეშვა.
- მერე მაქსიმესთან ვიყავი,თქვა მოულოდნელად და დემეტრეს რეაქციას დააკვირდა.
- რამე მოხდა?!
- კი,თავისუფალი ხარ. საჩივარს გამოიტანს.
- რაა? ღადაობ ანასტასია?
- არა დემე,არ ვღადაობ. უბრალოდ დამპირდი,რომ მას აღარ გაეკარები.
- ყველაზე მეტად რაც მეზიზღება,დაპირებაა.
- დემე,დამპირდი
მისი სახე თავის ნაზ ხელებში მოაქცია და თვალებში ჩახედა.
- კარგი,არ გავეკარებით.
დემეტრე ძალიან თავმოყვარე და სერიოზული იყო,თუმცა თვალებში ეტყობოდა,როგორ უხაროდა და როგორ უნათებდა ისინი სიხარულისგან,მაგრამ მაინც არ იმჩნევდა.
ტასოს კალთაში მოათავსა თავი,თითქოს დიდი ტვირთი მოეხსნა და როგორც იქნა ამოისუნთქაო.
ანასტასია ნატიფ თითებს მის თმაში ათამაშებდა,ღიმილით და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა და თან გული სწყდებოდა,რომ დემეტრე შესაძლოა აღარ გამოჩენილიყო,აღარ გახსენებოდა და საერთოდ წასულიყო მისი ცხოვრებიდან.
- წყალს მოვიტან,თქვა ანასტასიამ და ფეხზე წამოდგა.
- კარგი.
- იქნები ცოტახანს? გამოსძახა სამზარეულოდან,ბიჭმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ბედნიერს ღიმილი ყურებამდე აუვიდა.
წყალი გამოცალა და დარჩენილი ყინულებით დაიწყო თამაში.
- რატომ არ მოგწონს ბარბის თოჯინას რომ გეძახი?
დიდი ინტერესით იკითხა და თავზე ხელი გადაუსვა.
- იმიტომ,რომ არ ვარ. და საერთოდ,თოჯინები ბავშვობიდან არ მიყვარს.
- აბა რითი თამაშობდი ბავშვობაში? ჩაიცინა ბიჭმა და მის ტუჩებზე გადაიტანა ყურადღება.
- მანქანებით,იარაღებით. პატარა ჯარისკაცებით.
- რა? თავი გადასწია და გადაიხარხარა.
- რა გაცინებს??
ბიჭმა პასუხი არ გასცა და ხარხარს მოუმატა,ანასტასიამ ჭიქიდან ყინულები მუჭით ამოიღო და მაისურის ქვეშ ჩაუსრიალა ყველა.
- ოოჰო,აი ეს არ უნდა გაგეკეთებინა ბარბის თოჯინა.
მთელი დაჟინებით უყურებდა მის ღვინისფერ ბაგეებს,მის ღამისფერ თვალებს,თითქოს ანასტასიას წყურვილი კლავდა და ისე დაეწაფა მის ტუჩებს,თითქოს გადარჩენას ცდილობდა.
ნაზი კოცნა არასდროს არ იცოდა,ყოველთვის მტკივნეულად გამოსდიოდა,რადგან მთელი არსებით ჩაბღაუჭებოდა გოგონას სქელ ბაგეებს,მაისური სწრაფად გახადა,შორტის ღილები შეხსნა, გრძელი თითები ფეხებ ქვეშ შეუცურა და ყელზე მისი კანი კბილებში მოაქცია.
- დემე,დემე მოიცადე,მარიამი არ მოვიდეს..
ძლივს ამოიღო ხმა გოგონამ.
ყინულის ნატეხი ბაგეებს შორის მოაქცია,დემეტრეს ცხელი ტუჩები და შუაში მოქცეული ყინული,რომელიც წვეთებად იღვრებოდა,კანზე შეეხო,მკერდის ირგვლივ და მის კირტებზე,ყინული დასრიალებდა და წვეთები აქეთ იქით იღვრებოდა,ბუსუსებმა წამიერად იყარა თავი, სიცივემ და სისველემ ერთიანად დაუარა ანასტასიას სხეულს ყელიდან საცვლებამდე და ხმამაღალი კვნესა აღმოხდა პირიდან.
- აჰჰ.. დემე...
- კიდევ გაიმეორე ჩემი სახელი.. თქვა ქოშინით და ძლიერი ბიძგით შეიჭრა მის სხეულში.
***
- დემე..
ამოიჩურჩულა გოგონამ და საყვარელი მამაკაცის სურნელმა აუწვა სასუნთქი გზები,ცხვირი მის ყელში ჩარგო და თითებით მკერდზე დაუწყო თამაში.
- ჰო?
- დარჩი დღეს ჩემთან..
- არ შემიძლია..
- რატომ?
- მოდი ნუ გავასერიოზულებთ ყველაფერს.
ტასომ თვალები ძლიერად დახუჭა,დემეტრეს საპირისპიროდ გადატრიალდა და ცრემლები წასკდა თვალებიდან,რომელსაც ყოველ წამში სწრაფად იშორებდა,ბიჭს რომ არ შეემჩნია.
- ანასტასია,
გულზე მიიკრო გოგონა და ტუჩები საფეთქელზე მიადო.
ჩემს გამო არასდროს იტირო,გესმის?
- წადი.
- ანასტასია,შემობრუნდი.. ანასტასია!
ყურთან ახლოს მისწია მისი მხურვალე ტუჩები,რომელიც ყურის ბიბილოს ედებოდა და ყოველი სიტყვის თქმისას,კანს ეხებოდა თითქოს მისი ბგერები,რაზეც ჟრუანტელი უვლიდა ქალს,თუმცა იმ მომენტში,მტკივნეული იყო დემეტრეს გვერდით ყოფნა,ისევე როგორც სასიამოვნო.
- დემე,გეყოფა..
- ანასტასიაა.. ისევ ვნებიანად ჩასძახა ჩუმად ყურში,იგრძნო თუ არა როგორ გაეღიმა,მაშინვე ხელები მოკიდა წელზე და მისკენ შემოატრიალა.
ხელი გოგონას ლამაზ სახეზე მიიტანა და ცრემლების ნაკვალევი შეამშრალა თითის ბალიშებით.
- აღარ იტირო.
ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა,სწრაფად ჩაიცვა და საწოლიდან წამოდგა.
***
- დარხეული აქვს მაქსიმე ავალიანს.
- შეეშვი,მთავარია გამომიშვეს.. თქვა დამიანემ და მარტინი გადაკრა.
- რა უნდა შევეშვათ ბიჭო? არ ეშვებოდა ნიკუშა დიასამიძე მეტრეველს და ცდილობდა აეყოლიებინა გეგმაში.
- რას შვრებით? მხარზე ხელი მოარტყა დემეტრემ ბიჭს და ერთი ვისკი შეუკვეთა ბარმენს.
- რას და ავალიანის ჩაბ***ბა იწყება,რა გეგმები გვაქვს?
- არანაირი გეგმა,მაგას შევეშვათ.
- თქვენ ბიჭო შ*გ ხოარ გაქვთ? რას ჰქვია შევეშვათ?
- ნიკუშ,ძმაო,დააყენე ერთი ადგილი,კაი?
თვალებანთებულმა დემეტრემ გახედა მეგობარს,რომელმაც მაგიდაზე ხელი დაარტყა და მაშინვე დატოვა ადგილი.
- გადაუვლის,დაიკიდე. თქვა დამიანემ და ჭიქა გაუწოდა ძმაკაცს.
- თუ არც გადაუვლის,ეგ არ წყვეტს რას ვიზავთ.
- ჰა,მოკლედ...მოვხიოთ უკვე საქართველოდან?!


ესეეეც ესეე,მოვედი ახალი თავით:დ არ მეგონა დღეს თუ მოვასწრებდი ატვრითვას,მაგრამ საბედნიეროდ მოვასწარი.
იმედია მოგწონთ ისტორია და ინტერესი არ დაგიკარგავთ.
მიყვარხართ მე თქვენ <3



№1 სტუმარი სტუმარი ანი

იმედია მალე მოხვდება ეს გოგო რომ.ასეთი მეამიტობა დაღუპავს.. (თუ უკვე არ დაღუპა)

 


№2 სტუმარი სტუმარი Mziko

Anu deme wasvlas apirebss.. cudiaa.. gamoiyena da miagdoo. Vnaxot Ra iqneba shemdeg tavshi

 


№3 სტუმარი სტუმარი ეკო

ოღონდ ეგ არ ქნას დემემ რა არ წავიდეს და არდატოვოს ტასო თორემ გავაფრენ????????????????????????????

 


№4  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ანი
იმედია მალე მოხვდება ეს გოგო რომ.ასეთი მეამიტობა დაღუპავს.. (თუ უკვე არ დაღუპა)

სტუმარი Mziko
Anu deme wasvlas apirebss.. cudiaa.. gamoiyena da miagdoo. Vnaxot Ra iqneba shemdeg tavshi

სტუმარი ეკო
ოღონდ ეგ არ ქნას დემემ რა არ წავიდეს და არდატოვოს ტასო თორემ გავაფრენ????????????????????????????

mirandaa31
საინტერესოა რა მოხდება. ველოდები ახალ თავს რაც შეიძლწბა მალე ))

მადლობა ყველას თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის<3
ახალი თავი უკვე ავტვირთე,მალე დაიდება და იმედი მაქვს მოგეწონებათ<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent