ის ვინც არ უნდა მიყვარდეს (თავი 4)
პირველად იყო როდესაც ვიღაც შემიყვარდა,არა გატაცება, არა მოწონება,არა აკვიატება უბრალოდ მისით შემპყრობილი ვიყავი,ჯოჯოხეთურათ მიყვარდა,თუმცა მე მათე გაგუა ვერავის გამოვუტყდებოდი სიყვარულში,ამ შემთხვევაში ეს სიყვარული აკრძალული ხილივით იყო.გოგო რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა ჩემი ძმის შეყვარებული იყო.მე ის ბევრად ადრე შევნიშე ჯერ კიდევ მაშინ ირაკლის წარმოდგენაც არ ქონდა ამ პატარა გულუბრყვილო გოგოზე,მისი ნელი მიხვრა მოხვრა,სიარულის და საუბრის მანერა,მისი ღიმილი და საუბრის სტილი მომაჯადოვებელი იყო.პირველად ერთ პატარა კაფეში გავიცანი ოთხი წლის წინ,ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო,ცხელ შოკოლადს მიირთმევდა და თან წიგნს კითხულობდა,იმ დღეს პირველად მოვიხიბლე მისით,მთელი ჩემი გამბედაობა მოვიკრიბე და მასთან გამოლაპარაკება ვცადე. -ცხელი შოკოლადი,წვიმა და კითხვა არაჩვეულებრივი ტრიოა დამეთანხმებით ალბათ,მის მაგიდას ნელა მივუახლოვდი და ღიმილიანი სახე შევაგებე გაკვირვებულ გოგონას. -მართლაც რომ,თქვენც გიყვართ კითხვა?მანაც არანაკლებ ბედნიერი სახით ამომხედა და გამიღიმა. -დიახ,თან კლასიკური მუსიკის ფონზე ეს ხომ უბრალოდ გასაოცარია. -გეთანხმებით,მორცხვად გამიღიმა და სასმელი მოსვა. -ტრიუმფალური თაღი?სიმართლეს გეტყვით და რემარკის ნაწარმოებებიდან ეს ყველაზე ნაკლებად მიზიდავს. -ალბათ იმიტომ,რომ მთავარ გმირს გავხართ,ისევ ღიმილით მომიგო გოგონამ -სულაც არა რავიკი სულ სხვანაი...სიტყვა გამაწყვეტინა და ოდნავ წინ წამოიწია -გთხოვთ არ მითხრათ ჯერ არ დამისრულებია და მსურს,რომ ჩემით გამოვიტანო დასკვნები. -როგორც გნებავთ. -ხო მართლა ანი სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.წამიერი პაუზა და შემდეგ ისევ კითხვა-და თქვენ? -მათე,ჩემთვისაც სასიამოვნოა. -როგორც ჩანს წვიმამ გადაიღო მე კი იძულებული ვარ სახლში წავიდე და დვალებები შევასრულო,სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა მათე.ხელი გამომიწოდა მთელი გულით გამიღიმა და დამტოვა.ოთხ წელიწადში ის სულ სხვა ადამიანად გადაიქცა.ის გოგონა რომელსაც მანქანით დავეჯახე ძალიან განსხვავდებოდა კაფეში გაცნობილი გოგონასგან.ვცდილობდი მასთან შეძლებისდაგვარად უხეში ვყოფილიყავი.არმინდოდა ჩემთან ახლოს მომეშვა,რომ ისევ დამბრუნებიდა ის ძლიერი გრძნობა რომელსაც სიყვარული ქვია,მას თუ დავუახლოვდები დიდ შეცდომას დავუშვებ.ის ჩემთვის აკრძალული ნაყოფია,ძმას ასე ვერ მოვექცევი.ხშირად მიფიქრია იმაზე რა მოხდებოდა კაფიდან სახლამდე რომ მიმეცილებინა?რა მოხდებოდა ასეთი ჯიუტი და თავმოყვარე რომ არ ვყოფილიყავი და მასთან დაახლოვება იმაზე მეტად მეცადა ვიდრე ვცდილობდი?ჩემი გული ათას ნაწილად დაიმსხვა მაშინ როდესაც გავიგე ირაკლისა და ანის ურთიერთობის შესახებ.ღამეებს კლუბში ვათენებდი,შემდეგ ეს რომ მომბეზრდა საზღვარგარეთ წავედი და ერთი წელი იქ დავყავი.ჩემთვის ორი უსაყვარლესი ადამიანი ერთად იყო და ბედნიერები იყვნენ.რატომ ვიქცეოდი და ვიქცევი ახლაც ეგოისტურად.რატომ მიხარია გულის სიღრმეში მათი დაშორების ამბავი?ეს კარგი ძმის საქციელს არ გავს.ანისთან ერთად გატარებული თითეული წამი მახსოვს,თითეული წამი ჩემს ცხოვრებას უფრო ალამაზებდა და ბედნიერს ხდიდა.ეს პატარა თავნება გოგო ისევ მიყვარდა,მიყვარდა თავისი სისულელეებით და ბრძნული აზრებით.დროა გამოვფხიზლდე და რეალურ სამყაროს დავუბრუნდე,რეალობა კი ისაა რომ მე და ანი ერთად ვერასდროს ვიქნებით ერთი მარტივი მიზეზის გამო და ეს მიზეზი ჩემი ძმა ირაკლია. -ხმას დაუწიე გიორგი მათემ არ გაიგოს,კარების იქიდან მომესმა დედას ხმა -შენ არ გესმის მანჩო,ირაკლიმ ყველაფერი იცის,იმდღეს გავიგე როგორ ჩხუბობდნენ ბიჭები მეშინია გაბრაზებულს სიმართლე არ წამოსცდეს. -კარგი რა მან უკვე წელიწადზე მეტია რაც იცის,რომ მათე დადიანი არაა და ჯერ არაფერი წამოსცდენია,ასე რომ ნუ ღელავ.ამ ამბავმა თავზარი დამცა.ერთ უბედურებას მეორე მოყვა,აი თურმე რას ნიშნავდა მაშინ ირაკლის სიტყვები ,,-შენ ჩემი ძმა არ ხარ,შენ ნამდვილი დადიანი არ ხარ”.მაშინ მეგონა რომ გაბრაზებულზე წამოაყრანტალა ეს სიტყვები,როგორც მას სჩვევია.ძალა მოვიკრიბე და კარები შევაღე.დავინახე გიორგის და მანჩოს გაკვირვებული სახეები. -ვინ ვარ მე?ღონე გამოცლილმა ვიკითხე -მათე შვილო... -ვინ ვარ მეთქი მე?ვიღრიალე და იქვე მდგარ სარკეს მუშტი დავარტყი,მინა დაიმსხვრა,ზედ ჩემი სისხლი ეწვეთებოდა,მანჩომ ერთი წამოიკივლა და მომვარდა.უხეშად მოვიშორე მისი ხელი და გიორგის ჯიუტივით დავუწყე ყურება. -ვინ ვარ მე?ამჯერად უკვე ბოლო ხმაზე ვიღრიალე და ცრემლებს საშვალება არ მივეცი ჩემს ღაწვებზე გაეკვალათ გზა. -დამშვიდდი და ყველაფერს მოგიყვები შვილო,აფორიაქებულმა მითხრა გიორგიმ. -შენი შვილი არ ვარ,ვიღრიალე და მუშტები შევკარი -ჩემი ხასიათის მქონე ადამიანს არასდეოს მყოლია ბევრი მეგობარი,ამის სურვილი არც მქონდა,მარტო ვაწყობდი გეგმებს როგორ გავხდებოდი მდიდარი კარგი იდეები მქონდა.ამიტომ ამ იდეების განხორციელებისთვის ვინმე მჭირდებოდა ვისაც ფული ჰქონდა,ხომ გესმის ჩემი იდეები მისი ფული,ასეთი კი ჩემი მომავალი მეგობარი ლევან ბარისაშვილი აღმოჩნდა.დრო გადიოდა ჩემი და ლევანის იდეები კი ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა,ამის გამო გაყოფა გადავწყვიტეთ,ურთიერთობა დაგვეძაბა დროთა განმავლობაში კიდე ჩვენი კომპანიები ერთმანეთის მოქიშპეები გახდნენ.ერთხელ დედაშენი ცუდად გახდა და სავაადმყოფოში გადავიყვანეთ.როგორც აღმოჩნდა ის ორსულად იყო,ამ ამბავმა სიხარულით აღმავსო,ბედნიერებისგან ვყვირლდი რომ მომავალი დადიანი დაიბადებოდა,კიბეებზე მე და მანჩომ გასეოლის ხმა გავიგეთ,მანჩოს ვუთხარი ზემოთ ასულიყო და პოლიციაში დაერეკა,მე კი ჩემი გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი აღმოვაჩინე,ლევან ბარისაშვილის მკვლელობაზე ბევრს წერდნენ.დავინტერესდი იმ დღეს იქ რას აკეთებდა და გავიგე,რომ მისი ცოლი ანინე მშობიარობდა იმ დროს,თუმცა ის მშობიარობას გადაყვა,ახალშობილი ბიჭი იყო,ის ახალშობილი შენ იყავი მათე.მე იქ ვერ დაგტოვებდი ამიტომ წამოგიყვანე და როგორც ჩემი შვილი ისე გაგზარდე.სულ ესაა. -მე დავიბადე ისინი კი გარდაიცვალნენ,გაუაზრებლად წარმოვთქვი სიტყვები და ოთახი დაჰიპნოზებულმა დავტოვე.მანქანაში ჩავჯექი და ადგილს დიდი სისწრაფით მოვწყდი.გზაზე მანქანებს ბუნდოვნად ვარჩევდი,მოძრაობის წესებს ვარღვევდი,მაგრამ ამ წუთას ეს ნაკლებად მაინტერესებდა.იმ კაფის წინ გავჩერდი სადაც პირველად ანის შევხვდი,ისევ წვიმდა,იმ ადგილას კი ვიღაც იჯდა.ჩემი გატეხილი გული ახლა ნამსხვრევებად იქცა როგორც ის სარკე,ახლა რა იქნება?ახლა რას გავაკეთებ? -გამარჯობა უცნობო,ღიმილით ჩამიჯდა მანქანაში ანი და როდესაც სისხლმდინარი ხელი დაინახა შეჰკივლა. -გადადი ანი მანქანიდან,შეძლებისდაგვარად მკაცრად ვუთხარი ისე რომ მისთვის ზედაც არ შემიხედავს. -ამ მდგომარეობაში მარტოს ვერ დაგტოვებ -გადადი,ვუღრიალე და საჭეს ხელი დავარტყი რამდენჯერმე.ისიც შეშინებული გადახტა.ისევ სწრაფად მოვწყდი ადგილს და მანქანა ერთი ,ნახევრად დანგრეული შენობის წინ გავაჩერე.დაუფიქრებლივ შევვარდი შენობაში,უფროსს ჩემი სახელი ვუთხარი და მოსამზადებლად წავედი.”ბრძოლა წესების გარეშე” სწორედ ეს მჭირდებოდა ახლა.ჩემი მოწინააღმდეგე საკმაოდ ახალგაზრდა ცაცია ბიჭი იყო.ბრძოლა დავიწყეთ,თავიდან ბიჭს გამეტებით ვურტყამდი,შემდეგ მან ფეხი ფეხზე გამომდო და ძირს დამაგდო,ახლა მისი ჯერი იყო,სახეში მირტყავდა,ახლად შეხორცებულ ჭრილობაზე ფეხს მადგავდა,ახლად გაჭრილ მარჯვენა ხელს ვეღარ ვამოძრავებდი,ბიჭი გაუჩერებლად მირტყამდა,მინდოდა ფიზიკური ტკივილი იმდენად ძლიერი ყოფილიყო,რომ სულიერი გადაეფარა,მაგრამ ეს არ ხდებოდა,არ ვეწინააღმდეგებოდი შემდეგ არენაზე ვიღაც ამოვარდა და ბიჭმაც შეწყვიტა ჩემი ცემა,გაჭირვებით წამოვდექი და საყვარელი ქალის დანახვისას ტკივილი უფრო გამიძლიერდა. -გაეთრიე შე მხეცო,არაადამიანო ასე სასიკვდილოდ როგორ სცემ ამ ადამიანს?მის საქციელს ყურადღება არავინ მიაქცია,ოდნავ გამეღიმა ანის ბავშურ ქცევაზე,მსაჯმა ბიჭი გამარჯვებულად გამოაცხადა,მე და ანიმ კი შენობა მაშინვე დავტოვეთ.მოძრაობა მიჭირდა.ჭრილობა მტკიოდა,ჭრილობაზე მეტად კი სული. -რა ჯანდაბას აკეთებდი,რატომ არ შეეწინააღმდეგე?შენი ხელი,ჭრილობა ახლა კიდევ დასისხლიანებული სახე,წარბი გახეთქილი გაქვს და ტუჩიც,წამოდი საავადმყოფოში წაგიყვან. -ფიზიკური ტკივილი გამივლის,ჭრილობები შემიხორცდება სულიერი კი თავს ხოველ დღე შემახსენებს.ამის წამალი თუ არის საავადმყოფოში მხოლოდ მაგ შემთხვევაში გამოგყვები.გოგონა დადუმდა,ალბათ მიხვდა რა ცუდადაც ვიყავი,ამიტომ აღარ გამიჭიანურა და მანქანის გასაღები გამომართვა. -სად მივდივართ?ღონეგამოცლილმა ვკითხე -ჩემთან,ჭრილობები უნდა დაგიმუშავო,ოდნავ გამიღიმა და ლოყაზე ის ნაჩვრეტიც გაუჩნდა რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. აბააა??ყველამ გამიზიარეთ შთაბეჭდილებები ამ თავზე მინდოდა მათეს მხარე უფროდ მეტად მეჩვენებინა და ახლა მათე ვალაპარაკე,რას ფიქრობთ მასზე?მიყვარხართ და მახარებს თითოეული თქვენი კომენტარი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.