შენთან თავი 12 დასასრული
პოლიციის განყოფილებაში თეკლამ დიდი დრო არ დაჰყო. ერთ საათში ყველაფერს მორჩა.მაგრამ დაკითხვა დილამდე გაგრძელდა. დამნაშავეებს ჩვენებები ჩამოართვეს. დათოს წინასწარი პატიმრობა მაშინვე შეუფარდეს. ხოლო ანანო იმავე ღამეს თავდებით გაანთავისუფლეს, ვინაიდან მას ჰყავდა რამდენიმე კვირის შვილი, რომლის დამტოვებელიც არავინ იყო. ერთ თვეში მათი სასამართლო პროცესი გაიმართებოდა. საქმეს პირადად კურირებდა გოგი. ის ხომ ქალაქის მთავარი პროკურორი იყო და ახლა ამ საქმეს სხვას არ გადააბარებდა. -რატომ გააკეთე ეს?- ჰკითხა დათოს დაკითხვაზე მოურიდებლად. -ფული მჭირდებოდა და იმიტომ. -შენ ხომ მშობლებმა საკმაოდ დაგიტოვეს თანხა დაგიტოვეს მემკვიდრეობით? -იმ თანხის ნაწილი ქალებში და დროსტარებაში დავხარჯე, ნაწილი კი ეგვიპტეში წავაგე კაზინოში. იქიდან რომ ჩამოვედი თითქმის აღარაფერი მქონდა და გეგმაც მაშინ მომივიდა. ჩემი ბიზნესი ხომ უნდა გადამერჩინა. ყოველშემთხვევაში მანამდე მაინც სანამ ნინის ცოლად შევირთავდი. მერე კი მისი ფულიც ჩემი იქნებოდა. -თავიდანვე თავქარიანი იყავი. მდიდარი მშობლების ნებიერა. მაგრამ შენ დაგავიწყდა რომ ნინის ფულს ასე ადვილად არ ჩაგიდებდი ხელში. მე ვერ მომატყუებდი. აკი მქონდა კიდეც ეჭვი რომ შენ სანდო არ იყავი და კიდევ კარგი ეს მანამდე გამოჩნდა სანამ მას ცოლად მოიყვანდი. -ახლა მაგას აღარ აქვს მნიშვნელიბა.ნინი სხვისი ცოლია,სხვისი შვილების დედა ხდება.მე კი ანანო და ჩემი შვილი მყავს.მათზე ვდარდობ.ანანოს რა ეშველება? ისიც რომ დაიჭიროთ ბავშვს რა ეშველება? გთხოვთ მაპატიეთ,მე დამსაჯთ და ის არ დაიჭიროთ. ყველაფრისთვის მე მაგებინეთ პასუხი. -როგორც დედა ანანო ძალიან მეცოდება, ამიტომ იმ ბავშვისთვის იქნებ რამე გავაკეთო. თქვენ კი პასუხს მაინც აგებთ. ახლა წავედი.გვიანია. დაისვენე შენც.-თქვა გოგიმ და საკანი დატოვა. გოგი გამთენიისას დაბრუნდა სახლში.არავის ეძინა. მარინა. ქეთა და ირაკლი მისაღებში ისხდნენ და მას ელოდნენ. -თქვენ არ გძინავთ? -მადლობა ღმერთს დაბრუნდი. ხო არაფერი გაგირკვევია ჩვენს შვილზე? ძალიან ვნერვიულობ გოგი. არაფერი დაემართოს, მითუმეტეს ამ მდგომარეობაში.-მარინას ცრემლიანი თვალები ჰქონდა და ეტყობოდა რომ ძალიან ნერვიულობდა. გოგის მართლა შეეცოდა მეუღლე. მიხვდა რომ შვილზე გულწრელად დარდობდა. ის მართლა შეცვლილიყო. ნინი მართალი იყო როცა ეს უთხრა. მან კი არ დაუჯერა. -არ დაურეკავთ? -არა ბატონო გოგი. ორივეს გამორთული აქვს ტელეფონი,-უპასუხა ირაკლიმ. -იმედია მართლა კარგად არიან, თორემ უკვე მეც ძალიან განვიცდი.-თქვა გოგიმ და სავარძელში ჩამოჯდა.- ძალიან დავიღალე. -მათი საქმე როგორ იქნება?-ჰკითხა თეკლამ -არ ვიცი ჯერ დაზუსტებით. აუცილებელია გიორგიც დაესწროს ამ საქმეს, უნდა ისიც დავკითხოთ და ის რას გადაწყვიტავს მერე გავარკვევთ ყველაფერს, მანამდე დათო წინასწარი დაკავების საკანში იქნება. ანანო კი თავდებით გავუშვით სახლში ბავშვის გამო. რაც არ უნდა იყოს დედაა და შვილს მასზე კარგად ვერავინ მიხედავს. -თქვა გოგიმ. .-გიორგი რეკავს .-წამოიყვირა ქეთამ და ტელეფონს უპასუხა. ყველანი დაიძაბნენ. საუბარი ხანმოკლე იყო. ტელეფონი გათიშა და თქვა? -გიორგიმ ნინიკო იპოვა და სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში მიჰყავთ. მშობიარობა დაეწყო.-თქვა ქეთამ. -სასწრაფოდ წავიდეთ._პირველი მარინა მოეგო გონს.-გოგი მანქანა გამოიყვანე.... -არ დამტოვო გიორგი გეხვეწები. არდამტოვო. ძალიან მტკივა.-ემუდარებოდა ნინი და თან მის ხელს ძლიერად უჭერდა. -აქ ვარ საყვარელო, აქ ვარ.-არ მიგატოვებ. ხომ გითხარი სულ შენს გვერდით ვიქნები-თქო.-უპასუხა მეუღლეს გიორგიმ და თავზე ხელი გადაუსვა.. მერე შუბლზე აკოცა. -მეშინია გიორგი.-თითქმის ტიროდა ნინი -ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. -ამშვიდებდა გიორგი ამასობაში საავადმყოფოში მივიდნენ. -სასწრაფოდ გამოსაკვლევად შემოიყვანეთ, ნაადრევი მშობიარობაა ექიმო.-გადასცა სასწრაფოს ექიმმა მორიგე ექიმს. -ახლავე,-უპასუხა მან და ავადმყოფი გადაიბარა. -მაინცდამაინც ახლა არაა თეკლა აქ. ის რომ აქ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა, მეცოდინებოდა რომ ყურადღება არ მომაკლდებოდა. -დამშვიდდი საყვარელო. თუ გინდა დავურეკოთ თეკლას?-უთხრა გიორგიმ. ამ საუბარს შემთხვევით ყური მოჰკრა იქვე მდგარმა შუა ხნის ასაკის ექიმმა და ნინის ჰკითხა?? -უკაცრავად თქვენ ხომ ნინი დოლიძე ხართ, თეკლას მეგობარი? გუშინ ქორწილში მეც ვიყავი. მე ამ საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვარ თამარ ახვლედიანი. -კი მე ვარ. ექიმო გადაარჩინეთ ჩემი ტუპები ჯერ ადრეა მათ დაბადებამდე,-სთხოვა ნინიმ -ამ მშობიარობას პირადად გავაკონტროლებ.-უპასუხა მან და განკარგულება გასცა. -თქვენ შიგნით ვერ შემოხვალთ, -მიუბრუნდა გიორგის.ქვემოთ დაელოდეთ. ყველაფერს შეგატყობინებთ. გპირდებით კარგად იქნებიან. -დიდი მადლობა ექიმო. -უპასუხა გიორგიმ და ტელეფონზე ნომერი აკრიფა.... მოსაცდელში ძალიან ნერვიულობდნენ. აგერ უკვე ერთ საათზე მეტი იყო ნინი მშობიარობდა და მის შესახებ არაფერი იცოდნენ. დრო ძალიან გაიწელა. ყველაზე ძალიან გიორგი იყო განერვიულებული და ბოლთას სცემდა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. -აი მეც მოვედი, -თქვა ირაკლიმ და შამპანიურები და ჭიქები მაგიდაზე დაალაგა. -ირაკლი ახლა ამის დრო არ არის. ექიმი ჯერ არ გამოსულა.- უჩურჩულა ქეთამ. -ასე ნერვიულობა არაა საჭირო. დამშვიდდით. ნახავთ ექიმიც მალე გამოვა და სასიხარულო ამბავს შეგვატყობინებს. ხომ ასე მეგობარო?-მიუბრუნდა გიორგის. -იმედია ირაკლი იმედი. გამოკვლევებზე შეიყვანეს და არც კი ვიცით მშობიარობს უკვე თუ ჯერ ისევ გამოკვლევებზე ჰყავთ.-უპასუხა გიორგიმ. -ასე ხშირად ხდება ხოლმე დამშვიდდი. ქალისთვის ძალიან რთულია მშობიარობა.-უთხრა ქეთამ.-მეც ძალიან გამიჭირდა. ამ დროს ექიმი გამოჩნდა და მათკენ წავიდა. სახეზე ეტყობოდა რომ სიტუაცია სახარბიელო არ იყო და ნერვიულობდა. -რა მოხდა ექიმო?იმშობიარა უკვე?-ყველას გიორგიმ დაასწრო კითხვა. -მდგომარეობა გართულდა.ბავშვების მდგომარეობა არ მოგვწონს და სასწრაფოდ საკეისრო უნდა გავაკეთოთ. თქვენი თანხმობა გვჭირდება სასწრაფოდ. მეუღლემ უნდა მოგვცეს თანხმობა და საბუთებზე ხელი მოგვიწეროს.- -ახლავე წამოვალ. ხომ კარგად იქნებიან? მათ სიცოცხლეს საფრთხე ხო არ ემუქრება ექიმო? -არა თუ დროულად ვიმოქმედებთ ყველაფერი კარგად იქნება. -მაშინ ახლავე წავიდეთ.-უკან აედევნა გიორგი.. ტყუპები რამდენიმე საათში დაიბადნენ. -გილოცავთ. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, მაგრამ დედის მდგომარეობა დამძიმდა დაა.... -რა მოუვიდა ნინის? -სათქმელი არ დაამთავრებინა გიორგიმ ექიმს.- ხომ კარგად არის?რა ხდება? ხომ ცოცხალია? კითხვები დააყარა ექიმს გიორგიმ -სამწუხაროდ მშობიარობა გართულდა და სასწრაფო საკეისროს ჩატარება მოგვიწია როგორც იცით.სამწუხაროდ მას მწვავე სისხლდენა დაემართა და ოპერაციის ჩატარება მოგვიხდა რომ საშვილოსნოც შეგვენარჩუნებინა დედაც არ დაგვეკქრგა. გადავარჩინეთ მაგრამ ახლა უგონოდაა და გონს როდის მოვა არ ვიცით.უნდა დაველოდოთ. -არა. ოღონდაც მას არა.იღრიალა მთელი ხმით გიორგიმ და უღონოდ დაეშვა სავარძელში... ყველასთვის თავზარდამცემი იყო ეს ამბავი. ტყუპების დაბადებით მოსალოდნელი სიხარული უბედურებად გადაიქცა. ნინის გარეშე არავის არ წარმოედგინა ცხოვრება. არც ის როგორი იქნებოდა მომავალი მის გარეშე. გიორგი ყველაზე ძალიან განიცდიდა... -მესმის რომ რთულია ეს ყველაფერი.ნინი კარგად იქნება მაგრამ ახალა შენ შვილების გვერდით უნდა იყო გიორგი. ექიმმა თქვა რომ ისინი დედას ელიან,მაგრამ ვინაიდან ნინის ეს არ შეუძლია შენ უნდა წახვიდე მათთან. შენ უნდა აგრძნობინო მის მაგივრად მშობლების სითბო. ახლა დედის მაგივრობაც შენ უნდა გაუწიო მათ.-უთხრა ქეთამ ძმას. -ნინის გარეშე არ შემიძლია ქეთა,-ატირებას არაფერი აკლდა გიორგის. -გამოჯანმრთელდება.წამოდი ბავშვებთან წავიდეთ. ახლა მის მშობლებს მიეცი მასთან შემოსვლის უფლება გთხოვ ძმაო.გავიდეთ პალატიდან. -კარგი ,წამიყვანე ჩემს შვილებთან...... ტყუპები ინკუბატორში ერთმანეთის გვერდით იწვნენ. ხელებს უაზროდ ამოძრავებდნენ. მათთვის სამედიცინო აპარატურა შეერთებინათ და პაწაწინა თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ, თითქოს დედას ეძებდნენ. გიორგი მათ მიუახლოვდა და გული სიხარულით აევსო. მათი გულში ჩახუტება და მოფერება მოუნდა...- -ჩემო პატარებო. თქვენ უდიდესი ბედნიერება შემოიტანეთ ჩემს ცხოვრებაში.მე და დედიკო თვენს დაბადებას მთელი გულით ველოდით. ახლა ის ცუდად არის და თქვენთან ამიტომ ვერ მოდის მაგრამ მალე კარგად გახდება და სითბოს არ მოგაკლებთ არც ერთი. მანმდე მე ვიქნები თქვენს გვერდით. -თუ გნებავთ შეგიძლიათ აიყვანოთ.-მიუახლოვდა გიორგის მთავარი ექიმი -მართლა?-სიხარულისგან შეჰყვირა მან -დიახ.წამობრძანდით.შესაფერის ტანსაცმელს ჩაგაცმევთ... მოუხერხებლად აიყვანა ტყუპისცალი დევდარიანმა,ბავშვი ხელებს უაზროდ ამოძრავებდა და თვალების გახელა ეზარებოდა.ტუჩებს აწკლაპუნებდა აშკარად შიოდა...უკან დააწვინა ისევ და ახლა მეორე აიყვანა.ისე გავდნენ ერთმანეთს ან ეჩვენებოდა რომ გავდნენ.მისი სურნელიც ღრმად შეისუნთქა და ნაზად ჩამოუსვა სხეულზე ხელი თითქოს ეშინოდა არაფერი დაეშავებინა. -ჩემო პატარებო...ჩემო საყვარლებო...როგორ მიხარიხართ ნეტავ იცოდეთ.როგორ მაბედნიერებთ.როგორ მინდა რომ ამ ენით აუხსნელ სიხარულს ისიც ჩემთან ერთად გრძნობდეს.მაგრამ არ ინერვიულოთ თქვენ დედიკოს უყვარხართ და მალე ისიც გაიღვიძებს.უბრალოდ დაიღალა მაა.დედიკო ყველაფრისგან დაიღალა.მაგრამმე გპირდებით რომ დედიკოს სახეზე მოწყენას,ტკივილს და დარდს ვერასოდეს ნახავთ.. გიორგი ისე ესაუბრებოდა თოთქოს პატარები გაიგებდნენ,მათ კი ტკბილად ეძინათ და ჯერ კიდევ სამყაროში მოვლინებას ეგუებოდნენ... მომდევნო რამდენიმე დღე ცვლილება არაფერი იყო.მორიგეობით რჩებოდნენ დოლიძესთან ახლობლები და ყოველწუთს მის გაღვიძებას ელოდნენ.არც ისე ცუდად იყო მისი საქმე.ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა და მოერია ყველაფერს მაგრამ გონს არადა არ მოვიდა... ამ ერთ კვირაში მნიშვნელოვანი ის მოხდა რომ გიორგიმ სარჩელი უკან გამოიტანა და დათო დაჭერას გადარჩა.პატიმრობა პირობითი სასჯელით და ფულადი ჯარიმით შეუცვალეს... ქალაქში არ დარჩენილა.გაყიდა რაც რამე ჰქონდა იქ და სოფელში გადავიდა ბებიათან და თან წაიყვანა ცოლ-შვილი.ბარგს რომ ალაგებდა მაშინ მოჰკრა გიორგის თვალი.ანანო მანქანაში დატოვა და მისკენ წავიდა ისიც. -რატომ მოხვედი?გინდოდა გენახა მართლა ისე დავეცი და გავნადგურდი რომ ერტი მანქანის დს რამდენიმე ჩემოდნის გარდა არაფერი დამრჩა? -იქნებ ერთხელ მაინც დაუსვა საკუთარ თავს კითხვა რატომ?იქნებ სხვანაირად რომ გეცხოვრა სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი? -ნინიკო წამართვი,შენი ცოლია.აღარაფერი დამრჩა.ახლა კიდევ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვიყო მადლობელი იმის გამო რომ ციხეში არ ჩამსვი. -მე მადლობას არ ველი და არც იმიტომ გამიკეთებია რომ შრმეცოდე და გული მომილბა.მე შენი შვილი შემეცოდა და ვერ გავწირე იმ მწარე ცხოვრებისთვის რაც ელოდა პატიმარი მამის შემთხვევაში.მადლობას არ ველი შენგან.უბრალოდ მე მინდა მადლობა მოგიხადო იმისთვის რომ შენგან გაუაზრებლად ყველაზე დიდი საჩუქარი მომეცი და მას ნინი დოლიძე ჰქვია.ვიცი რომ გონს მოვა.ვიცი იბრძოლებს და ერთხელაც აჯობებს საკუთარ სისუსტეს რომ ყველაფერი მარტივად გადაწყვიტოს წასვლით და გაქცევით.გიორგიმ ერთი ამოსუნთქვით დაამთავრა სათქმელი გამობრუნდა და წამოვიდა. -გიორგი ბედნიერებად გისურვებთ.შენ მაინც მიეცი ის რაცმე ვერ შევძელი.მოესმა ზურგსუკან -უკვე მივეცი.ჩემი გული და სიცოცლე მივეცი.ჩაილაპარაკა ისე რომ დათოს არ გაუგია.ორივე მანქანაში ჩაჯდა და სსპირისპირო მხარესცწავიდნენ.საბოლოოდ გაიყარა მათი ცხოვრების გზები... ტყუპები დედის გვერდით მოათავსებინა.იმ დღეს პირველად მოუვიდა ეს იდეა.რომელიღაც ფილმში ნახა და გადაწყვიტა ეცადა... სასწაულების არ ჯეროდა.მაგრამ მაშინ მართლა დაიჯერა.იმიტომ რომ ეს ფაქტი იყო დაც ს რეალობა იყო....გულზე მწოლიარე ტყუპისცალი დეფის მკერდს მიეკრო და რაღაც გაურკვეველი ლუღლუღი დაიწყო.მალე მეორეც აჰყვა და გიორგის სახე გაებადრა.იმას გრძნობდა რასაც ვერ ახსნიდა... ნინი რომ შეირხა თვალებს არ დაუჯერა,ეგონა მეჩბენებაო,მაგრამრომ დაილაპარაკა კინაღამ სკამიდან გადავარდა..ექიმს დაუძახა და უკან შევარდა. -ნინი საყვარელოო.დაბრუნდიიიი.შენ თვალები გაახილე?გონს მოხვედი-? -მხოლოდ შენთან დევდარიანო,მხოლოდ შენთან...ჩაილაპარაკა ოდნავ გასაგონი ხმით და ნაზად გაიღიმა.გიორგიმ მის ღიმილში ყველაფერი დაინახა და იგრძნო -მხოლოდ შენთან,გაიმეორა მანაც და ცოლს შუბლზე ნაზად შეახო ტუჩები... გვერდით მყოფი პატარები კი თითქოს ერთმანეთს უყვებოდნენ დედის და მამის იმ საოცარი გრძნობის შესახებ რასაც სიყვარული ერქვა.. არ ვიცი იყო ან არის თუ არა ეს რასაც ელოდით მაგრამ ვიმედოვნებ ძალიან არ განმსჯით჻) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.