შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 39


25-07-2018, 03:38
ავტორი zia-maria
ნანახია 3 300

გიორგისა და მარიამის ცხოვრება ისედაც ჰარმონიული იყო და ისედაც ახლო ურთიერთობა კიდევ უფრო ახლო გახდა.არ იმჩნევდა გიორგი მაგრამ კმაყოფილი იყო მარიამის საქმისადმი მონდომებით.ერთ საღამოს კი გულახდილად შეეკითხა გიორგიმ.
-მარიამ არ ფიქრობ,რომ უკვე დროა პირად ცხოვრებაზედაც იფიქრო?მარიამმა შეხედა მამას და სერიოზულად უთხრა.
-ადამიანები თავიანთი ცხოვრების განმავლობაში უამრავ სირთულეებს აწყდება,მუდამ იცვლება ჩვენს ირგვლივ გარემო და პირობები.შეიძლება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ადამიანი არ იყოს მზად კარიერის დასაწყებად ან ოჯახის შესაქმნელად,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ხელი უნდა ჩაიქნიოს ყველაფერზე.დღეს მე როგორც ვცხოვრობ ეს მომწონს და მადლობა შენ მამიკო,ეს შენი დამსახურებაა.მე არასოდეს მომისმენია შენგან სიტყვა ,,მთელი ჩემი ცხოვრება შენ შემოგწირე'' და მე ჩემი ქვეცნობიერი მე მუდამ ამას მიჩიჩინებს,რომ შენ უძლიერესი ადამიანი ხარ,ადამიანი რომელიც არ ცხოვრობ მარტო შენი თავისთვის და ყოველთვის ცდილობ სხვაც აცხოვრო შენს გვერდით,მაგრამ შენი ტკივილი შენს გულშია.რაც შეეხება ჩემს პირადს,ალბად ჯერ ადრეა.ეს უფლის ნებაა ჩემს გულშიდაც ჩადოს მცირე სიყვარული ისეთი ძლიერი თუ არა,როგორც შენ და დედას გქონდათ,მასეთი სიყვარულის მცირე ნაწილსაც დავჯერდები,რომ მეც ძლიერად შემიყვარდეს ისე კი არავის არ გავუხსნი ჩემს გულის კარს,უსიყვარულოდ რაიმე ურთიერთობის დაწყებას კი არანაირი აზრი არ აქვს.
-გახსოვდეს მარიამ ყველა ადამიანი თავად ქმნის პირად ცხოვრებასაც და კარიერასაც.
-გულს ვერ ვუბრძანებ მამა.ჯერ ალბად არ არის დრო თორემ გულის სურვილის წინააღმდეგ ვერ შევძლებ წასვლას,რადგან გრძნობას რომელსაც სიყვარული ჰქვია თუ ღრმად შევიდა გულის სიღრმეში და უკითხავად დაიკავა იქ ადგილი,შენც კარგად იცი რომ ადამიანმა რაც არ უნდა ეცადოს მისი გულიდან განდევნა ამას ვერ შეძლებს,ყველა ადამიანი განურჩევლად ასაკისა უძლურია ამ გრძნობის წინააღმდეგ.ამიტომ,ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია მხოლოდ დაველოდო მას,როდის მოუსურვებს და იებებს თავად დიდი აღმატებულება ჩემს მონახულებას.ღიმილით დაასრულა მარიამმა საუბარი მამასთან და გიორგის კაბინეტი დატოვა.გიორგიმ კი ღიმილით გააყოლა თვალი და თავისთვის თქვა ამაყად.
-აი დღეს ვიგრძენი,რომ უკვე საქმიანი ქალის იმიჯი გაქვს აკრული და ეს მე ძალიან მომწონს ჯერ ხომ ცხვრება წინ გაქვს მარიამ.სასწაულები ზოგჯერ ხდება და მეც მივხვდები ერთ დღეს ამ სასწაულს შენი თვალების ციმციმით,თვალები რომლებიც შენს მამიკოს ძალიან უყვარს მა.ცოტა ჩაფიქრდა,მარიამის მომავალი აფიქრებდა ნუთუ უკვე 24 წელს მიტანებულ მარიამს არავინი არ უყვარს და ეს უნდა დაუჯეროს?თუ მართლა გულახდილია მამის წინაშე და ერიდება მასთან ამ თემაზე საუბარი?არ ვიცი,არ ვიცი მაგრამ იმედია პირველი ვარიანტი უფრო მომეწონებოდა.ეგოისტურად გაიღიმა გიორგიმ მანქანის გასაღებს ხელი დაავლო, კაბინეტი დატოვა და მარიამს დაადგა თავზე.
-მარიამ წავიდეთ სახლში.
-მე ჯერ კიდევ საქმეები მაქვს,ბატონ ბექას ეს საქაღალდე უნდა დახვდეს დილით გასწორებული და ხელმოსაწერად გამზადებული.ამიტომ,წადი შენ მა და მე მოვალ მოგვიანებით.
-ხვალ გააგრძელე ან სახლში წამოიღე.არ უნდოდა სახლში მარტო წასვლა,მიეჩვია უკვე მასთან ერთად სახლიდან გასვლას და მერე ისევ ერთად დაბრუნებას.
-ხვალ ახალი დღეა,ახალი იმედების ისე როგორც ახალი საქმეების.
-არ დააგვიანო,რომ დაგირეკო მიპასუხე,ხომ გესმის.
-არის ბოს.უთხრა სიცილით მარიამმა და გიორგიც კი გააცინა.გიორგი წავიდა,მარიამი კი საქმეში ჩაიძირა და არ იცოდა გარეთ რა საშინელი ამინდი იყო.ქარი უფრო და უფრო გაძლიერდა,შიგადა შიგ წვიმასაც ურევდა გვიან დატოვა კომპანიის შენობა და თითქოს კიც ინანა რომ არ გაყვა გიორგის,ქოლგა გაშალა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა გზაზე სადაც ტაქს უფრო ადვილად გააჩერებდა.უეცრად ძლიერმა ქარმა დაუბერა და ქოლგა ხელიდან წაართვა,დასველდა,წვიმის წვეთებმა ღარად დაიწყო სიარული მის ტანზე.ფეხებთან წყლის გუბე დადგა,ქარი სახეში ასხამს წვიმას და ინანა, ო როგორ ინანა სახლში არ წასვლა.ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მივიდოდა,მიირთმევდა ბებლოს მიერ მომზადებულ ჩაის და დაწვებოდა თბილად.გიორგი ღელავდა და ჯავრობდა როგორ დაუჯერა და მარტო დატოვა,არ ეგონა ამინდი თუ ასე გაუარესდებოდა.
-მომიკვდეს თავი,რატომ დააგვიანდა ამდენი გიორგი ან შენ რა გულმა მოგცა მარტო რომ დატოვე ასეთ ამინდში.უკვე ხმამაღლა ქოთქოთებდა რუსო და გიორგიმაც აუჩქარებელი ნაბიჯით დატოვა მისაღები ოთახი და პიჟაკი შემოიმცვა,რომ კარიც ერთიანად სველმა მარიამმა შემოაღო.
-სად მიდიხარ ასეთ ამინდში მა,არ მითხრა რომ დედასთან.გაოცებული უცქერდა მარიამი მის წინ უკვე გარეთ გასასვლელად მზდ გიორგის.
-შენთან მოვდიოდი,რომ დაგეჯერებინა ჩემთვის ჯიუტო ასეთ დღეში ხომ არ ჩავარდებოდი.უთხრა გიორგიმ გაბრაზებულად.
-კარგი რა დავსველდი,მეტი ხომ არაფერი.ცხელ ჩაის დავლევ და გაცივებასაც გადავურჩები,ხვალ ჩიტივით ვიქნეი.
-მე გული გამისკდა და ეს კი კიდევ ხუმობის ხასიათზეა,ნუ ლაპარაკობ ზედმეტს როცა დამნაშავე ხარ.
-ბებლო სად ხარ,მიშველეეე.
-რა იყოთ,რა გაყვირებს აქ ვარ.გავიდა რუსო შემოსასვლელში სადაც მარიამი სველ მანტოს იხდიდა და თან რუსოს ელაპარაკებოდა.
-ბებლო რა უნდა ჩემგან ერთი გამაგებინე და გამარკვიე,ჯერ სანამ არ მასწავლეთ დაიძახე მამაო არ მომეშვით,ვისწავლე მეც მეტი რა გზა მქონდა და დავიძახე პირველად მამა.შემდეგ ნელა-ნელა ლაპარაკი მასწავლეთ და რატომაა როცა გავიზრდებით, ბავშვები აღარ გვქვია და უკვე როცა არ მოგწონთ რამე გვიშლით ამ სიმწრით გამოზრდილ ბავშვებს ლაპარაკს? დიდი ინტერესით ისმენდა ბოლო სიტყვამდე გიორგიც და რუსოც და ორივეს გაეცინა.
-მარიამ დიდი ინტერესით გისმენდი რაღაც საინტერესის იტყვისთქო,შემოდი ცხელი წვნიანი მაქვს ბებო ჭამე და დაისვენე.
-არაფერი არ მინდა ბე მხოლოდ ჩაი გამიმზადე და მოვალ,მარტო ჩაის დავლევ.უთხრა მარიამმა მის საყვარელ ბებლოს და ცხელი აბაზანა მიიღო,მის თეთრ ფუმფულა ხალათში გამოწყობილი დაბრუნდა ისევ სამზარეულოში,ჩაი მიირთვა ოჯახის წევრებთან ერთად და იმ ღამით დაღლილს უსიზმროდ დაეძინა,დილით კი ისევ წვიმის ხმამ რომ გამოაღვიძა უკვე ხმამაღალი ხმით კიოდა რომელიც დაბლადაც გაიგონეს და გაეცინათ.
-გავგიჟდებიიიიიიიი,ეს წვიმა გააჩერეთ თორემ ჩემს ნერვებზე წვეთააააავს.ადგა ფარდები გადაწია და ფანჯარასთან უყურებს წვიმას.წვიმს,რაა სამყარო ზოგჯერ რა მშვენიერია.რა კარგია დღეს სახლში რომ ვარ და შემიძლია წვიმას ვუყურო აქედან.რა კარგია რომ შემიძლია შევიგრძნო წამის სილამაზე,წვიმა ცეკვავს და მე ბედნიერი ვარ რომ დღეს ვერ დამასველებ,რადგან გარეთ არ გამოვალ.როცა გაწვიმდება აწი სახლში დავრჩები და ჩემი ოთახის ფანჯრებიდან დავიმახსოვრებ მშვენიერი წვიმის პეიზაჟს.აივნის კარებს ღიას ტოვებს და წვიმა სახლშიც სტუმრობს მარიამს მაგრამ იქ სიცილით ხვდება არ შეუძლია ისე ძალიან დაასველოს როგორც გუშინ დაასველა.სირბილით ჩარბის კიბეებზე მხიარული სახით ესალმება ოჯახის წევრებს,მისი ბებლოს მომზადებულ უკვე შეგრილებულ მაგრამ მაინც გემრიელ ყავას მიირთმევს და თვალებს ხუჭავს,რათა სიამოვნება უფრო შეიგრძნოს.
-გაცივდა ბებლოს გოგო ყავა ახალს გაგიკეთებ.
-არ მინდა ბე დაჯექი შენ ძალიან იღლები,მა დროა ვინმე ავიყვანოთ.
-ავიყვანოთ,რაც ნინი წავიდა ვერ მოვახერხეთ ახალი დამხმარეს აყვანა.
-ავიყვანოთ 35-იდან 40 წლამდე,მეტი დიდი ასაკის არა არც პატარა განცხადებას რომ გამოაქვეყნებ,გთხოვ ასაკი მიუთითე.
-რატომ?მეტი რომ იყოს ასაკით?გაუკვირდა გიორგის.
-არ მინდა შენზე ასაკით შენზე უფროსი ქალი რომ შემოვიდეს,ვინ იცის და მოგეწონოს შემდეგ პირზე დაიდებ ჩემზე უფროსი არისო.უთხრა გიორგის და მის დაბღვერილ სახეს რომ შეხედა გულიანად გადაიკისკისა.
-მარიამ მოგხვდება შენ.მკაცრად უთხრა,მაგრამ მაინც გაეღიმა შვილის კისკისზე.-არ წავიდეთ?
-მე ჩემი დღეს გააკეთებელი საქმე გუშინ გავაკეთე ბოს,ამიტომ დღეს ცოტას დავაგვიანებ მეგობრებს უნდა შევხვდე რამდენი ხანია ნერვები არცერთისთვის არ მომიშლია.
-ოხ,ვიცი უკვე რაც გაქვს ჩაფიქრებული.გაეცინა რუსოს.მარიამმა ტელეფონი აიღო და ღიმილით მოძებნა სასურველი ნომერი.
-როგორ ხარ ჩემო საყვარელო?
-ნერვების კიბოვ ამ დილა ადრიან არ ხარ სამსახურში? თუ ჩემი ჭკუიდან აშლა გაქვს გადაწყვეტილი დღეს?
-როგორ მიხარია თავად რომ ხვდები ყველაფერს და მიყვარს შენში სიმართლის მარცვალს რომ ვხედავ.
-რა გინდა მარიამ.
-ლუკაჩო ნუ იღრინები ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და გთხოვ ხასიათს ნუ გამიფუჭებ.
-მითხარი რისთვის დამირეკე და გამაღვიძე.
-სახლში ხარ არ მუშაობ დღეს?
-არა,ვისვენებ.
-შენ წარმოიდგინე და მე,ბოსმა გამანთავისუფლა.
-მართლა სახლში ხარ?
-ხო, შენს თავს გეფიცები.
-მაშინ წავედით.
-სად?
-ერთად გავგიჟდეთ დღეც და სხვებიც გავაგიჟოთ.
-კარგი მოგყვები,გაემზადე და გამოგივლი.
-მე გამოგივლი ბექუშას მანქანა ავახიე დღეს.
-ოჰო,ესეც სიურპრიზი.გაიცინა მარიამმა.
-შენ დღეს როგორც ვატყობ საქმეები გაქვს და მე წავალ.
-ერთი დღე მაჩუქე მა.
-კარგი,დღეს არაა არაფერი მნიშვნელოვანი.წავედი მე.მარიამიც ადგა მოემზადა და ლუკას დაელოდა.მხიარული შეძახილებით შეხვდნენ ერთმანეთს მარიამი და ლუკა,თითქმის ერთი კვირაა რაც ერთმანეთი არ ენახა და ორივემ ანთებული თვალებით გაემართნენ უჟმურთა ხელმწიფესთან, რათა ორივემ ერთად მოუშალოს ნერვები.
-დავურეკო ხისთავიანს არ დაგვიწყოს იქ რომ მივალთ ღრენა.უთხრა ლუკამ მარიამს და ტელეფონში ვახოს ნომერი ამოძებნა.
-გამარჯობა ვახტანგი.
-ძვლებში დაგამტვრევ როგორც კი მაგ სახელს მეორედ დამიძახებ იდიოტო.უთხრა ვახომ და გაუთიშა ლუკას რომელიც გაოცებული დასჩერებოდა ტელეფონს და მარიამს უთხრა.
-გამითიშა,ამ იდიოტმა გამითიშა.
-ვახტანგი რომ დაუძახე იმიტომ და გეკუთნოდა,მოდი ახლა მე დავურეკავ.
-მოიცადე გადავრეკო აბა კიდევ.უთხრა ლუკამ და ისევ გადარეკა.
-რა გინდა,ჩქარა თქვი არ მცალია.მოესმა ლუკას ვახოს დასერიოზულებული ხმა.
-მჭირდები,სასწრაფოდ უნდა გნახო სალაპარაო მაქვს.
-მერე არ შეგეძლო თავიდანვე წესიერად გეთქვა? სად ხარ,მომწერე და იქ მოვალ.
-კარგი,უშენოდ მკვდარი ვარ ვახო.გაუთიშა და მარიამს შეხედა რომელიც ჩუმად იცინოდა.
-დავურეკო?
-დაურეკე და შენც იგივე უთხარი,აბა რომელთან მივა.
-კარგი.უთხრა მარიამმა და ვახოს ნომერზე დარეკა.
-გისმენ მარიამ.
-ვახო სად ხარ უნდა გნახო,მჭირდები.
-რა ხდება მარიამ ტირიხარ? სად ხარ,მითხარი ახლავეს.
-მჭირდები ვახო უშენოდ მკვდარი ვარ, უნდა გელაპარაკო.
-სად ხარ გოგო.გაბრაზდა ვახო მარიამის ტირილის ხმა რომ გაიგონა.
-სადაც ლუკა არის მეც იქ ვარ.
-ლუკას რა უნდა შენთან ერთად,მარიამ მოიცალეთ დღეს ჩემს ნერვებზე რომ დაუკრათ ორივემ? გაბრაზდა ვახო და მანქანა გადაიყვანა გზიდან,გაუთიშა მარიამს და გიორგის დაურეკა.
-გისმენ ვახო.
-ნათლი მარიამი სად არის.
-ლუკასთან ერთად არის,შენთან წამოვიდნენ უნდა ვნახოთო.
-უნდა ვნახოთ იმიტომ რომ მომენატრაო თუ ვახოს ნერვებზე უნდა ვიცეკვო დღეს ორივემო.
-აჰა,უკვე დაიწყეს? გაეცინა გიორგის.
-ესე იგი ორივე კარგადაა და არც არაფერი არ ჭირდებათ.
-არა,არა კარგად არიან.
-კარგი მაშინ ვბრუნდები სამსახურში.გაეცინა გიორგის და ვახომ კი უკან დაბრუნდა არც ერთთან მივიდა და არც მეორესთან.მარიამი და ლუკა ვახოს ლოდინში კი უცნაურ ფაქტს შეესწრნენ და გაოცებული უცქერდა მარიამი მაღალ სართულიანი ბინის ერთ-ერთი ფანჯრიდან როგრ ცდილობდა ახალგაზრდა გოგონა გადახტომას.
-ლუკააააა.
-მიგვიხვდა მარიამ იმ იდიოტმა.
-ლუკააააა,შეხედეეეეეეეე.ხელით ამიშნა მარიამმა ლუკას გოგონასაკენ.
-ფანჯარაში მტრედიაააააააააა.
წაუმღერა ლუკამ მაგრამ მერე დააკვირდა გოგონას და თვალებ გაფართოვებული უცქერდა,უცებ მოათვალიერა ბინის გარშემო და ბინისკენ გაიქცა.
-ლუკააააააააააა არა,არ წახვიდე.
-ადგილზე დარჩი მარიამ.
-არა,შენ იქ თუ წახვალ მეც მოვდივარ მარტო არ გაგიშვებ ლუკა.მარიამიც გაეკიდა ლუკას და ლუკამ ბინის კუთხეში საწვიმარ მილს აყვა,მარიამმა კი სულმოუთქმელად აირბინა მეოთხე სართულამდე და კარზე ბრახუნი ატეხა,საიდანაც ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა და მარიამს გაოცებულმა შეხედა.
-გისმენთ.უთხრა ბიჭმა და მარიამი აათვალიერა.
-ვერანდა,ვრანდაზე უნდა გავიდე სასწრაფოდ.მიაყარა უცნობს შემდეგ ხელი კრა და გაოცებული შევარდა სახლში სადაც რამოდენიმე წყვილი თვალი ასევე გაოცებული უცქერდნენ მარიამს.მარიამმა ჩანთა იქვე მიაგდო,რომელიც ერთ-ერთ მათგანს მოხვდა თავში,საჩქაროდ მანტოც გაიხადა მოისროლა და ვერანდის კარები გამოგლიჯა.
-რას აკეთებ,ეეეეეეე.მარიამს ხელში წვდა ერთ-ერთი და სახელით მიმართა.
-მარიამ რას აკეთებ.
-ხელი გამიშვი იდიოტო იქ გოგონა თავს იკლავს.ხელი გამოგლიჯა გაოცებულ უცნობს,ყველას მზერა დააიგნორა და ვერანდაზე გავიდა.ქვემოთ ჩაიხედა და შეხედა ლუკა როგორ მოყვებოდა საწვიმარ მილს და ნელა-ნელა მიიწევდა მაღლა.მარიამმა მეორე ვერანდაზე ეცადა გადასვლა და ქუსლიანებით ვერ მოახერხა,ფეხზეც გაიძრო იქვე მიყარა და მეზობლის ვერანდაზე გადავიდა,ყველას შემოესმა გოგონას განწირული ხმა.რამოდენიმე მეტრში შეჩერდა,გაოცებულ ბიჭებს მიუბრუნდა და უთხრა.
-სახლში შედით და დამავალებთ თუ ყავას გაგვიმზადებთ,მე დაველაპარაკები მანამდე.მეორე მხარიდან გოგონას ლუკა დაუდგა და უთხრა.
-არ მომიახლოვდეთ,თორემ გადავხტები.
-მოიცადე,გადახტები? შეხედე ორი ადამიანი მოვედით რომ მარტო არ იყო,გინდა ერთად გადავხტეთ?
-მოდი სამივემ ჩავკიდოთ ხელი და სამივემ გადავხტეთ,სამ თვლაზე.უთხრა გოგონას მარიამმა და ისიც გადავიდა ვერანდის გარეთ მხრიდან და ცალი ხელით დაიმაგრა თავი.
-გადადით,არ მინდა ჩემს პრობლრმებს ვინმე შეეწიროს და ისიც უდანაშაულო.
-მე მარიამი მქვია,ის ლუკაა ჩემი მეგობარი და შენ? რა გქვია შენ სახელი.
-ეკატერნე მქვია.
-ეკატერინე იცი რომ დებილობას აკეთებ? მეოთხე სართული არც თუ ისე მაღალია,დიდი-დიდი ხელი ან ფეხი მოვიტეხოთ და ყველაზე ცუდი კი თვითმკვლელობაა.
-მართალს გეუბნება მარიამი ეკატერინე არავის გულისთვის არ ღირს სიცოცხლის შეწყვეტა,ის უფალმა გაჩუქა და უფალმა უნდა დაიბრუნოს უკან ისევ.იცი რას გეტყვი?აქედან გადავიდეთ ახლა წყნარად,მშვიდად და დავჯდეთ სადმე თუ გინდა გული დაიცალე და გვითხარი რა გჭირს,იქნებ კი შეგვიძლია შენი დახმარება.
-გთხოვთ დამაცადეთ სიკვდილი დავიღალე,დავიღალეეეეეე.
-არ იშლი? მაშინ მოდი ერთად გადავხტეთ სამ თვლაზე სამივემ ერთად როგორც მარიამმა თქვა და ჩვენ ორიდან თუ რომელიმე ინვალიდი დავრჩით, იცოდე ეს ცოდვა მთელი შენი ცხოვრება უნდა ატარო ტვირთად.
-მე არ მითქვამს თქვენთვის მოდი და მომეშველეთქო.
-არ დაგვიძახე,მაგრამ დაგინახეთ და მოვედით.ეკატერინე დამიჯერე პრობლემის დაძლევისათვის გამოინახება გამოსავალი,მაგრამ სიცოცხლეს ვეღარ დაიბრუნებ.შესაძლებელია ვიღაც არაკაცის გამო ხარ ამ დღეში,მაგრამ არ ღირს არავინი,არცერთი მამაკაცი თუნდაც ერთი წვეთი ცრემლის ფასადაც კი.გთხოვ,გადმოდი წყნარად და მშვიდად.ეკატერინე ატირდა და ნერვიულობისაგან ძალა გამოცლილს ცალი ხელი გაეშვა და ცალი ხელით დაეკიდა ვერანდას,ლუკამ უეცრად გადავიდა ვერანდაზე და ორივე ხელებით ჩააფრინდა ეკატერინეს და მარიამს უყვირა.
-გადმოდი აქეთ მარიამ არ გადავარდე.მარიამიც გადავიდა და ლუკასთან მივიდა,მაგრამ იმ უცნობმა ბიჭმა ხელით დასწია უკან და ლუკას მოეხმარა ეკატერინე ორივემ ამოიყვანა ვერანდაზე და ძალა გამოცლილები დავარდნენ ძირს.როგორც იქნა სახლში შეიყვანეს ეკატერინე და დაამშვიდეს,მარიამმა ისევ ვერანდაზე გავიდა და ჩექმები ჩაიცვა,შემდეგ სახლში შევიდა მორიდებულად და ყველა სათითაოდ მოათვალიერა.
-შემოდი რატომ გერიდება,ისე შემოვარი თავიდან არ მოგრიდებია.გაეცინა უცნობს და ხელი გაუწოდა.-მიშიკო ჩემი სახელი.
-მე კი მარიამი ვარ.თავიდან იმიტომ, რომ იქ ერთი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა მიშო.უთხრა მარიამმა და თვალი ჩაუკრა,შემდეგ მანტო ჩაიცვა ჩანთაც მოიძია და ყველას მოავლო თვალი.
-გაბრიელი, ირაკლი, ბაჩო და ერთი გასულია,ჩვენ ერთი ახლო სამეგობრო ვართ მარიამ ძალიან სასიამოვნო იქნება თუ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
-იმედია ასეთ შეთხვევას არ გულისხმობ,რომელიმე თქვენთაგანი არ აპირებთ თვითმკვლელობას.ვითომ გაუკვირდა მარიამს და შემდეგ ბიჭების გაოცებულ სახეებს რომ შეხედა მისი ჩვეული ღიმილით გადაიკისკისა.ტელეფონს დახედა და ვახოს ნომერი რომ დაინახა გაეცინა და ხმა ჩაიწმინდა და ისე უპასუხა სერიოზულად.
-სად ხართ გოგო,სად დაბოლდიალობ დღეს.ვახო ისე ხმამაღალი ხმით ყვიროდა ყველამ გაიგონა და ლუკას შეხედა რომელიც ვერანდიდან შემოვიდა სახლში.
-სად უნდა ვიყო,ერთი ადამიანი გადავარჩინეთ სიკვდილს დღეს გითხარი მჭირდებითქო და არ მოხვედი,უშენოდაც მოვაგვარეთ საქმე უჟმურების მეფევ.
-მარიამ ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე თორემ ვერც ლუკა და ვერც ნათლია ვერ გიშველის.
-ჩემი როდის გჯეროდა ახლა რომ დაიჯერო იდიოტო,არადა ახლა მართლა სერიოზულად გელაპარაკები.
-მომეცი ტელეფონი.უთხრა სერიოზული ხმით ლუკამ მარიამს და ხელიდან აართვა ტელეფონი.
-რა გჭირს,რა მოხდა ან რა გაყვირებს.
-სად ხართ.
-ხომ გითხრა სადაც ვართ მარიამმა.
-სერიოზულად?
-სერიოზულად და დაწვრილებით ინფორმაციას მოვდივართ სახლში და ჩაგაბარებთ პატაკით უფროსო.უთხრა ლუკამ და გაუთიშა,შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა და დაემშვიდობა ყველას.მარიამმა გაუღიმა ყველას და ხელი დაუქნია.სახლიდან გავიდნე თუ არა ერთ-ერთმა სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში ჩაჯდა.
-რა გჭირს ტო,ესაა ის მარიამი?
-ესაა და არ ვახსოვარ საერთოდ.
-ანდრეა რამდენი წელია რაც არ გინახავს.
-16 წლის იყო ბოლოს რომ ვნახე,ახლც მახსოვს მისი შეშინებული თვალები როგორ მიცქერდნენ.
-ახლა რამდენი წლისაა.
-ალბად 24-ის იქნება ახლა.
-დაბადების დღე როდის აქვს.
-ის არასოდეს არ აღნიშნავს დავადების დღეს,ეზიზღება ის დღე მიშო.
-რატომ,რა მოხდა იმ დღეს.
-მარიამის დედამ მარიამის გამო იბრძოლა გაბრიელ რომ ის დაბადებულიყო,რამოდენიმე დღეში კი თავად გარდაიცვალა.
-უნდა ნახო და უნდა უთხრა,რომ წლებია გიყვარს ანდრეა.8 წელია მას შემდეგ გასული,არაა გამორიცხული რომ არ ახსოვდე.
-უნდა ვნახო,უნდა დაველაპარაკო.თქვა და უკვე ჩამქვრალი სიგარეტი მეორე ღერი სიგარეტით ჩაანაცვლა.
-საღამო მშვიდობის ანა.
-საღამო მშვიდობის,ვახშამც მზად არის.
-რა მოხდა დღეს აქ ჩვენს სახლში არ ყოფნაში.
-რა მოხდა,მეც ერთი საათია რაც მოვედით.
-ეკატერინე? სად არის ეკატერინე.
-თავის ოთახშია,ძინავდა ცოტა ხნის წინ.
-ანა ეკატერინეს ჭირდება მკურნალობა,ჭირდება ფსიხიატრის ყურადღება,ყოველდღიური ყურადღება რატომ არ გესმის რომ ვამბობ.
-რატომ დაიჯინე შაკო რომ ჩემი შვილი გიჟია და ის კლინიკაში უნდა დავაწვინო,არა ეკატერინე გიჟი არ არის.
-დიახ გიჟია და ეჭვიც არ მეპარება,დღესაც კონცერტები ჩაუტარებია თვითმკვლელობის.
-ნუ მიიყვან იმ ზომამდე,რომ მართლა ჩაიდინოს თვითმკვლელობა.
-რატომ არ გინდა ანა ჩაიტაროს გამოკვლევა.
-იმიტომ,რომ ჩემი შვილი გიჟი არ არის და ისე იზამ მართლა გააგიჯებ,რამეს მოსწევს მის თავს და ამას არასოდეს არ გაპატიებ,არასოდეს.შენ ვინ ხარ ადამიანის სიცოცხლე აბუჩად აიგდო და გამოკეტო იქ საიდანაც დიდი ხნით ვერ გამოვა.
-ძველი სიმღერააა ის რასაც შენ ამბობ,ხომ არ ფიქრობ ეს რასაც ამბობ არ არის იმ მითხვის პასუხი რასაც მე გეკითხები ანა.
-შენ ფიქრობ ასე ადვილია იმის გაკეთება რასაც შენ ითხოვ ჩემგან?
-გაიგე ადამიანო,რომ მას მკურნალობა ჭორდება,მკურნალობა.
-რატომ დაიჯინე რომ მკურნალობა მინდა,რატომ დაიჟინე რომ მე გიჟი ვარ იმიტომ ხომ არა,რომ იქ სადაც გამომკეტავ ერთ ოთახში ადვილად შეგიძლია მომიახლოვდე,ადვილად მიიღო ის რისთვისაც წლებია იბრძვი.
-რას ამბობ,შენ ვინ რას დაგიჯერებს.
-დამიჯერებს,იმ ყველა ვიდეოს რომ წარვუდგენ გამოძიებას ნახავ მერე ვის დაუჯერებენ და ვის არა.
-რა ხდება,რა ვიდეოს,რას ამბობ ეკატერინე.
-შენს საყვარელ ქმარუკას შეეკითხე,გგონია უყვარხარ?არა დედიკო მას შენი ქონება უნდა ჩაიგდოს ხელში,ამიტომ უნდა ჯერ მე გამომიყვანოს გიჟი და მერე შენი ჯერიც დადგება ისე მოგისვრის აქედან ღამის გასათევიც არ გექნება და მე თუ მკითხავ ღირსი ხარ.
-ამიხსენი ახლავეს რა ხდება.მკაცრი იყო ანას ხმა და მომთხოვნი,ხან ეკატერნეს უცქერდა და ხან შაკოს.ეკატერინემ უხმოდ დატოვა სამზარეულო და გავიდა,უკან გაყვა ანა მაგრამ შაკომ უთხრა.
-მე დაველაპარაკები.
-არა,ჩემი შვილია შენი არა და მე უნდა დაველაპარაკო.შაკოს ფერებმა გადაუარა და შეეცადა ანას შეჩერებას,მაგრამ ვერ შეძლო ანამ კი ეკატერინეს ოთახის კარი შეაღო და ეკატერინემ უთხრა.
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი,ვიცოდი რომ დაგაინტერესდებოდა თუ რა ხდება ამ სახლში როცა შენ არ ხარ და იმ ღამეს როცა მორიგე ხარ მე სად ვათევ ღამეს,ხან ბინის სახურავზე და ხან სად.ახლა კი დაჯექი და ამ ვიდეოს უსმინე,ოღონდ მშვიდად.ანა ეკეტერინეს საწოლზე ჩამოჯდა და ვიდეოს უსმენდა განაბული.
-,,როგორ ხარ შაკო.
-რავი ვარ ნელა-ნელა.
-ახალი რა არის,როდის ჩააბარებ თავანს.
-მალე,სულ მალე.
-ქალიშვილი კიდევ ვერ მოათვინიერე?
-მალე გავისტუმრებ საგიჟეთში და გამოვამწყვდევ იქ,დედამისს კი ადვილად მოვთაფლავ და ყველაფერი ჩემს ხელში გადმოვა,მერე კი ვეღარ მომიძევს''.
-ეს,ეს რა არის ეკატერინე.თვალები ცრემლებით ჰქონდა ანას სავსე.შეიმშრალა სახე,თავის ოთახში გავიდა და სულ მალე იქედან გამოვიდა ჩანთით ხელში,ჩანთა კარებთან დააგდო და შაკოს გახედა.
-არც იფიქრო,რომ მოგისმენ და ისევ დავიჯერებ შენს ტყუილებს.ახლავეს,ამ წუთში დატოვე ეს სახლი და არასოდეს არ გამოიხედო ჩემსკენ.ჩემი შვილის შევიწროვებისთვის კი იცოდე პასუხს აგებ ჩემს წინაშე თუ ვერა,უფლის წინაშე.კარი გააღო და მთელი ძალით დაიკივლა.
-გაეთრიეეეე.შაკომ ადგა და უკან მოხედვაც არ დააცადა ისე მიუხურა კარი ანამ.ცოტა ხანში კი ეკატერინე გამოვიდა ჩანთით ხელში და ანამ შეშინებულმა უთხრა.
-სად მიდიხარ,რას აკეთებ.
-აღარასოდეს აღარ დავბრუნდები ამ სახლში,უკეთესად ქუჩაში ვიცხოვრებ ვინემ ამ სახლის კედლებში.
-დაწყნარდი,წავიდეთ გეფიცები არც მე მინდა აქ გაჩერება და სადაც მეტყვი იქ წავიდეთ,მხოლოდ დრო მომეცი შვილო რომ გავყიდო და სხვა ვიყიდო.
-დედა როცა შენ თავად მიხვდები რაც თქვი ამ ყველაფრისთვის მზად ხარ გააკეთო,მაშინ მეც შენს გვერდით ვიქნები,ახლა კი უნდა წავიდე რადგან გულს მირევს შენთან ერთად ამ სახლის კედლები,რადგან შენ,შენ დაანგრიე ჩემი ბავშვობა და გატეხე წელში ჩემი მომავალიც.არ მიჯერებდი,არ გინდოდა დაგეჯერებინა რადგან გინდოდა გვერდით გყოლოდა არა მამაკაცი,არამედ ვიღაც მათხოვარი რომელმაც თვალი დაადგა შენს ქონებას.
-სად მიდიხარ,ვისთან იქნები.შეეკითხა აკანკალებული ხმით ეკატერინეს და იქვე ჩაიკეცა.
-სად მივდივარ? მამასთან,მამასთან მივდივარ იმ ადამიანთან რომელმაც მეხვეწა მასთან გავჩერებულიყავი და მე შენი თავი ავირჩიე,ახლა კი მივდივარ რომ მივეკედლო მას რომელისაც ერთ დროს უკანა არც კი მივუხედე.ეს მინდოდა რომ შენთვის თვალი ამეხილა,აგიხილე,სიმართლე დაგანახე და აწი როგორ მოუქცევი ეს შენზეა დამოკიდებული.ეკატერინემ თავისი ჩანთით გამოვიდა სახლიდან და ტელეფონი ამოიღო და არც დაფიქრებულა ისე დარეკა.
-ღმერთო რა მძიმე დღე იყო.თქვა მარიამმა დაფიქრებულად.
-როგორ ფიქრობ, მარიამ იყო ეკატერინე იმის გამკეთებელი რასაც ჩვენ შევხედეთ?
-რა გითხრა ლუკა ეკატერინე არ ჰგავდა ადამიანს რომელისაც გადაწყვეტილი აქვს თვითმკვლელობა,მას რაღაც აწუხებს,მას რაღაც ტკივა და ვერ ამბობს შიგ გულში აქვს დალექილი ტკივილი.
-მეც მასე ვიფიქრე.თქვა ჩაფიქრებულმა ლუკამ და მარიამს გაუღიმა.
-ლუკა არ მაქვს ახლა ვახოს ჯუჯღურის ნერვები და გთხოვ მე წავალ კომპანიაში,შენ წადი მასთან.
-მეც გამიფუჭდა ხასიათი სიმართლე გითხრა,ხო მართლა შენი ნომერი მივეცი ეკატერინეს თუ დაგირეკოს დაელაპარაკე რა გაიგე როგორაა.
-კარგი,აუცილელად.მარიამმა ლუკას ლოყაზე აკოცა და მაქანიდან გადავიდა,ტაქსი გააჩერა და კომპანიაში წავიდა მაგრამ კომპანიასთა ახლოს არ გააჩერა,ცოტა მოშორებით ჩამოვიდა და ფეხით გაუყვა გზას,მოულოდნელად ვიღაც დაეტაკა მკლავში და იქვე მდგარი მაქანისაკენ წაიყვანა.მარიამმა ერთი შეხედა შეშინებულმა და ისევ ის კაპიშონი მოხვდა თვალში და მანქანაშიდაც უბიძგეს დასაჯდომად.
-ვინ ხარ რატომ არ ამბობ,სად მიგყავარ უნდა მომკლა? უცნობს ჩაეცინა მაგრამ ხმას არ იღებს და მანქანას მთელი სისწრაფით მიაქროლებს.ერთ შეჩერებულ მშენებლობაზე მიიყვანა და ხელით გადმოიყვანა,მარიამმა თვალი მოავლო იქაურობას და შეამჩნია რომ ირგვლივ ჩამკვდარია ყველაფერი,ადამიანის კვალიც რომ არსაით არ ჩანდა.ამწე კრანით აიყვანა მაღალ სართულზე და მარიამის ყვირილს არად აგდებდა.
-იცი აქ რატომ მოგიყვანე?
-რატომ,რა გაქვს ჩაფიქრებული.
-აქ უნდა დაგელაპარაკო.ბოხი ხმა ჰქონდა უცნობს და ძალიან საინტერესო იყო თავად პიროვნება.
-არა,აქ არა გთხოვ აქედან წამიყვანე,მეშინია აქ ამ სიჩუმის მეშინია.ცრემლი მოერია მარიამს.ცოტა ხანი უცქირა უცნობმა შორი ახლოდან და ვერ გაუძლო მარიამის ცრემლებს და წამოვიდნენ.უეცრად მარიამმა გზაში უბრძანა მანქანის გაჩერება,უცნობმაც მოწყვეტით გააჩერა მანქანა და მარიამს მიუბრუნდა.
-არ მოგეწონა გასერნება?უთხრა უცნობმა ბოხი ხმით.
-გააჩერე და მე გადავწყვიტავ სად და ვისთან ერთად უნდა გავისეირნო.
-მარიამ იცი?ხანდახან ვფიქრობ გჭირდება გასეირნება, ზედმეტად მიეჯაჭვე შენს სამსახურს და ეს უკვე არ მომწონს.
-გიკრძალავ ამიერიდან მომიახლოვდე,გიკრძალავ გასაგებია?
-გასაგებია უფროსო.გაეცინა უცნობს.
-იცინი? რა ვთქვი სასაცილო?
-სასაცილო ის თქვი,რომ რასაც ამბობ იმავეს არ ფიქრობ საყვარელო.მარიამი მანქანიდან გადავიდა მოხდენილად,მიუბრუნდა უცნობს და უთხრა.
-თქვენ ვფიქტობ ჯამრთელობის მხრივ პრობლემა გაქვთ,რასაც თქვენი საქციელიც ამტკიცებს.შესაძლებელი თქვენი ცხოვრება თეატრი გგონიათ,მაგრამ ჩემი ცხოვრება კი არ არის თეატრი ყოველი წუთი,ყოველი წამი და ყოველი დღე რეალურია.მე ვცხოვრობ ისე თავისუფლად,რომ არ მიწევს სახის დამალვა და შენ? შენ რატომ მალავ სახეს იმიტომ ხომ არა რომ არ გინდა რეალობას შეეჩეხო? მაგრამ თამაშობ,სხვისი ცხოვრებით თამაშობ თუ გყოფნის ძალა მითხარი ვინ ხარ,ჩემს ცხოვრებაზე არა შენს ცხოვრებაზე დაფიქრდი,შეგიძლია ეს გააკეთო?
-შემიძლია,მაგრამ ჯერ შენ გიყურებ და დაგელოდები როდის დაწყნარდები.
-მეც გიყურებ ამ წუთში და იცი რას ვხედავ?
-რას ხედავ პატარავ.ისევ გაეცინა უცნობს.
-მამაკაცი დგას ჩემს წინ უსახოდ,რადგან მას ეშინია სახის გამოჩენის.
-მე? მე მეშინია?
-დიახ გეშინია,არ ვიცი რისი მაგრამ ვხვდები რომ გეშინია.იცი რას გეტყვი? ყოველ დილით სარკეში ჩაიხედე,რადგან მიხვდე იმ სარკიდან ვინ გიმზერს და იქნებ იცნო კიდეც რომ ის უცნაური ადამიანი შენ ხარ?
-მე მზად ვარ სარკის ნაცვლად, შენს თვალებს ვუყურო საათობით.
-ამას ვერ შეგპირდები,რომ შენს წინ დავჯდები იდიოტივით და ვუცქერ მხოლოდ თვალებზე ჩამოფხატებულ კაპიშონს.თუ ძალას მოიკრებ და ამ კაპიშონს ერთ დღეს გადაიძრობ ვინ იცის შესაძლებელია მოგისმინო კიდეც.ამ დროს ტელეფონმა დაურეკა და უპასუხა.
-გისმენთ.
-მარიამ ეკატერინე ვარ ლუკამ მომცა შენი ნომერი.
-ააა,როგორ ხარ ეკატერინე.გაუხარდა მარიამს.
-კარგად მინდა რომ შეგხვდე,დაგელაპარაკო.
-კი,კი ტაქსის გავაჩერებ და მოვალ მომწერე სად იქნები.
-კარგი,მოგწერ მისამართს.უცნობმაც ამოიღო ტელეფონი და უთხრა.
-გამოდი და სადაც გეტყვის წაიყვანე.რამოდენიმე წუთი უშედეგოდ იდგა მარიამი და რომ დააპირა დარეკვა ლუკას დავურეკავო გამოჩნდა მანქანა და მისი სახელიც კი გაიგონა.
-მარიამ? მარიამმა შეხედა და გაეღიმა.
-მიშო?
-აქ რა გინდა მარიამ.
-არ ვიცი სად ვარ,ერთმა იდიოტმა მომიყვანა და აქ დამტოვა.
-ვინ,არ იცნობ?
-არა,იქ დგას და დარწმუნებული ვარ ახლა მიყურებს.
-გადავალ გავუერთიანო სახე.მანქანის კარები გამოაღო მიშომ და მარიამმაც მკლავზე დაეტაკა.
-არ გინდა,ძალიან გთხოვ.ერთადერთი რაც მინდა ისაა რომ აქედან გამიყვანო.
-კარგი წამოდი,წავიდეთ.მიდიოდნენ და ხმას არცერთი არ იღებდა,მარიამი მის ფიქრებში ჩაძირულიყო და ვერ აეხსნა უცნობის საქციელი ან თუ ვინ იყო ეს ადამიანი ამდენის უფლებას რომ აძლევს თავის თავს.



№1 სტუმარი Nia

dzalian dzalian magaria sityvebi ar myofnis shesanishnavia ????

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

რომ იცოდე როგორ გამახარე რომ არ დაამთავრე. უმაგრესია ასე რაა მარიამმაც გაიხაროს ცოტა

 


№3  offline წევრი მია15

შესანიშნავი იყო.ძალიან კარგი.აღარ ვიცი რა დავწერო.ისე კარგად წერ და გადმოსცემ ყველაფერს.წარმატებები.ველოდები ახალ თავს.

 


№4  offline წევრი ჵჵჵჵ

zalian zalian zalian magaria. miyvarssheni yvela personaji.

 


№5  offline მოდერი zia-maria

მადლობა ყველას ჩემო ტკბილებო,შევეცდები დღესაც გაგახაროთ რამდენად შევძლებ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent