შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემშივე სახლობ (5 თავი)


25-07-2018, 10:49
ავტორი chelsona
ნანახია 1 319

კლუბში იყო.. მთელი ღამე მუშაობდა..
გამთენიისას, გადაღლილი გამოვიდა შენობიდან და სიგარეტს გაუკიდა. ბოლომდე ჩამწვარი ღერი მოისროლა და მანქანაში ჩაჯდა. ერთი კვირის წინანდელი ამბავი ჯერაც ვერ ამოიგდო გონებიდან. ერთი ის ამშვიდებდა ჩიბურდანიას ხელები, რომ დაატეხა, მაგრამ ესეც არ იყო მისთვის საკმარისი. სახლში მისულმა მაიკა გადაიძრო და პირდაპირ საძინებლისკენ გაემართა. მობილურმა გამოაფხიზლა..
-ბარამიძე მე შენი... თავი წამოწია და ფანჯრისკენ გაიხედა. უკვე შუადღე იყო..
-მჭირდები შენ ძმობას ვფიცავარ.. ანერვიულებულმა ჩასძახა..-სახლში ხარ?
-სახლში ვარ და...
-ხო და კარი გამიღე.. გათიშულ მობილურს დახედა და კარისკენ წავიდა.
-რა ჯანდაბა გინდა ანდრო? გაღიზიანებულმა კითხა.
-შენ მინდიხარ.. გაიცინა ბიჭმა მამაკაცის გამომეტყველება რო დააფიქსირა..-არა ტო იმ პონტში კი არა.. დივანზე ჩამოჯდა.. -ხო იცი მაგარი დარხევა, რომ მაქვს კომპანიაში?
-ჩემგან რა გინდა ის მითხარი.. წყალი მოსვა და წინ დაუჯდა.
-ფოტოგრაფი მჭირდება..
-შანსი არაა.
-იოანე!..
-არათქო.. თან გაბღენძილ მოდელებს უღე ახლა სურათი..სახე დამანჭა.-დაიქირავე ვინმე..
-ეგაა პრობლემა.. არ მაქვს ფული.. თავი ჩახარა.. ვალი დავფარე იმ თანხით და ვაფშე დამერხევა ეგ, რომ გაიგონ.. არა და რომ არ შემეტანა ბანკში ბინას გამიყიდიდნენ.. იოანე გთხოვ რა.. აი როდოს რა მითხოვია ტო.. რას მახვეწნინებ შენ კიდე.. გადაგიხდი თანხას ოღონდ მოგვიანებით ისე კი არ დაგტოვებ..
-რა ს*რობებს მელაპარაკები ახლა თუ ხვდები? რა ფული ბიჭო სუ *ლეზე ეგ შენი ფული.. ფულს კიდევ ერთხელ ახსენებ და თავ პირს გაგიერთიანებ დედის სულს გეფიცები.. გაბრაზდა ძმაკაცის ნათქვამზე.
-ანუ? ტუჩის კუთხეები სიხარულით აეწია, ფეხზე წამოდგა, სიგარეტი ამოიღო და ფანჯარასთან დადგა..
-რა რეკლამაა?
-საცურაო კოსტუმების. რომელიღაც დიზაინერის ახალი კოლექციაა.
-თუ ცუდი ფოტოები გამოვიდა მე არ დამაბრალო..
-ბიჭო უსულო საგნებს უღებ ფოტოს კაცს გააგიჟებ ისეთს და ეს საცურაო კოსტუმები რა გახდა? ფანჯარა გამოაღო..-ბათუმში იქნება გადაღებები რამდენიმე დღით.. მზის ამოსვლისას ჩასვლისას კაროჩე ყველა მომენტში. აი ის გოგოა.. წამოიყვირა და ფანჯრიდან გადაეყუდა.
-ვინ გოგო? გაბეზრებული და გაბრუებული მივიდა ანდროსთან და ქვევით ჩაიხედა.. ტუჩის კუთხე მალევე აუხტა ზევით.. -თაია?
-იცნობ? წარბები შეკრა ბარამიძემ..
-ჩემი კლასელია.. კმაყოფილი აკვირდებოდა ქუჩაში მიმავალს.. -ესეიგი საცურაო კოსტუმები თან ბათუმში? ენის წვერი გადაიტარა ქვედა ტუჩზე.
-ჰო.. ეჭვის თვალით გადახედა მამაკაცს..
-რას მიყურებ? წარბები შეკრა და ისევ დივანს დაუბრუნდა. -არაა ჩემი ნაშა! ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ!
-კაი.. აქ უფრო სხვა ამბავია.. ჩუმად ჩაიჩურჩულა..
-როდისაა გადაღებები?
-აჰა დაგაინტერესდა ხო? ძალიან კარგი.. ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.. ჯიბიდან მობილური ამოიღო, ნომერი აკრიფა და ყურთან მიიტანა..
-რას აკეთებ?
-ვრეკავ.. გამარჯობა ქალბატონო თაია..როგორც კი გოგოს ხმა გაიგო მაშინვე დაიწყო საუბარი.. იომ ანიშნა ხმამაღალზე ჩართეო. ამანაც წამში დააჭირა ღილაკს. -მე ანდრო ვარ..
-მახსოვხართ..მეგონა სხვა მოდელი მონახეთ..ერთი კვირა გავიდა და არც შემეხმიანეთ..
იოანეს ძარღვები დაებერა თაიას კეკლუცობაზე.. აშკარა იყო გოგო მამაკაცს ეპრანჭებოდა ან უბრალოდ ჯაბადარი ფიქრობდა ასე.
-არა..თქვენნაირ კანდიდატურას ვერ მოვნახავ ვერასდ.. გაეცინა იოანეს შეჭმუხნულ წარბებზე. -შეგიძლიათ ხვალ, რომ დავიწყოთ ფოტოსესია?
-დიახ. სად უნდა მოვიდე?
-ბოდიშით თქვენთვის არ მითქვამს..გადაღებები ბათუმშია.. ორი სამი დღით.
-მთლად უკეთესი. დასვენება ნამდვილად არ მაწყენდა.. გაეცინა.
-რახან შევთანხმდით ხვალ დილით გამოგივლით ჩემი ფოტოგრაფი.. იოს გახედა კმაყოფილი, რომ გადაწვა დივანზე..-მისამართი მომწერეთ თქვენ მარტო..
-კარგით. დაახლოებით რომელ საათზე ?
იომ ანიშნა თითებით შვიდიო..ანდრომაც მითითებული დრო გადასცა ქალს და მობილური გათიშა.
-კარგი დროის გატარებას გისურვებთ.. სიცილით გადახედა იოს..
-მოიცა მართლა მარტო მე და ის?
-სხვა ვინმე გჭირდება?
-შენი აზრით?
-არა..საცურაო კოსტუმებს საღამოს გამოგიტან..ფოტოები სამ დღეში უკვე ბილბორდზე უნდა იყოს გაკრული. რეკლამის გადასაღებად კი ბოლო დღეს ჩამოვა ჯგუფი..
-მე გადავუღებ..
-შეძლებ?
-მეღადავები?
-ხო ვიცი ზე ნიჭიერი, რომ ხარ..კომპანიის ნივთებს გამოიყებებ თუ შენსას წაიღებ?
-ყველაფერი ჩემი მირჩევნია.. სამზარეულოში გავიდა..-ბათუმში სად მივდივართ?
-ჩემთან.. ყველაზე კარგი ადგილია.. სანაპიროც იქვია თან..
-ხო ვიცი.. სამზარეულოში გავიდა..
-სამსახურზე რას იზამ?
-გავინთავისუფლებ თავს. ისედაც უნდა ამეღო შვებულება.. ჩემს მაგივრად ლევანა ან რეზი იქნებიან..
-როდემდე უნდა იყო ისე მაგ კლუბში?
-სანამ არ მომბეზრდება..
-მეორე წელია მაგას ამბობ..
-ესე იგი ჯერ არ მომბეზრებია.
-იმ სასტუმროზე რას შვები?
-თითქმის აშენდა.. იქითა წელს გავხსნი.. რეკლამა შენმა კომპანიამ უნდა გამიკეთოს. გაიცინა.
-ბაზარი არაა.. დაეთანხმა ანდროც. -მეც გამიკეთე რა.. ყავაზე ანიშნა..
-----
მანქანაზე მიყრდნობილი ელოდა ქალბატონს.. სადარბაზოდან გამოსვლისთანავე შეაგება მომაჯადოვებელი ღიმილი და სათვალე თავზე გადაიტანა.. ქალმა აქეთ იქით მიიხედა.. იოანემ ჩაიცინა და ხელი გაუწოდა.
-ფოტოგრაფი..
-არ არსებობს.. სახე შეეცვალა..
-დიპლომი განახო თუ რა ვქნა?
-სერიოზულად?
-აბა გეღადავები?
-იოანე!
-თაია ჩაჯექი და წიკვინს მორჩი..ჩანთა გამოართვა და მანქანის საბარგულში მოათავსა.. -დაჯექი! მანქანის კარი გამოუღო გაოგნებულს.
-მგონი გადავიფიქრე..
-დაგეხმარები.. ყურადღება არც მიაქცია მის ყოყმანს ისე ჩასვა ავტომობილში. თავადაც სწრაფად დაიკავა საჭესთან ადგილი..სათვალე ცხვირზე დაისკუპა და მუსიკას თავით აყვა.. თვალს აპარებდა გაბუსხული ქალისკენ და ეღიმებოდა.
-თავიდანვე იცოდი? მუსიკას ჩაუწია..
-არა.. იგივე ტონით დაუბრუნა პასუხი და მუსიკას აუწია..
-დამთხვევაა ? თვალებ დაწვრილებულმა კითხა და მუსიკა საერთოდ გამორთო.
-ასეა..თავი დაუქნია და მუსიკის ჩასართავად წაიღო ხელი.
-არ ჩართო!
-რატო?
-არ მინდა და იმიტომ..
-ერთი შემახსენე მე შენს მინდა არ მინდას როდის ვითვალისწინებ? თავი წამიერად მიაბრუნა ქალისკენ.
-დღეიდან.. დისკი ამოაძრო და ფანჯრიდან მოისროლა.
-ახლა, რომ მოგკლა არ ვინანებ. სარკიდან გახედა მოფრიალე ნივთს.-გიჟი..
-ახლა მშვიდად ვიმგზავრებთ.. ეშმაკურად გაიღიმა და თვალები დახუჭა.. -გავტეხავ..იოს რადიო უნდა ჩაერთო არჯევანიძის სიტყვებმა სწრაფად, რომ დაახევინა უკან..
-ფუ ამის.. საჭეს ხელი მოუჭირა..
-რამდენ საათში ჩავალთ?
-ჩავალთ არ ვიცი მარა კიდევ ერთი ასეთი უაზრო ქმედება და ჩაგსვამ..
-ნუ მაშინებ.. ხელი აიქნია
-ხელზე რა გჭირს? ჩალურჯებულ მაჯაზე გადაუსვა თითები.
-არაფერი..
-რამე მოხდა?
-შენთვის საინტერესო არაფერითქო..
-მითხარი!.. მანქანა გზიდან გადაიყვანა და თაიასკენ მიბრუნდა..
-არ მომეშვები?
-სანამ არ მეტყვი არა..
-თაკო შემხვდა გუშინ ღამე..
-მერე?
-იოანეს არ შეეხოო..
-რაო?
-დაბადების დღეზე ყურის სასმენ აპარატს გიყიდი..
-არ მჭირდება.. ხელზე დახედა.. -ესე იგი იოანე ნივთია და თაკოს გარეშე ვერავინ შეეხება?
-შეგიძლია თავად გაარკვიო.. ჩემთვის არა საინტერესოა მისი გამოხტომები, მაგრამ კიდევ ერთხელ, რომ მომივარდეს დაგაკლავთ ორივეს ერთმანეთზე
-მაგან მართლა გაუბერა. ჩემი ბრალია ვერ მოვსვი თავის ადგილზე..
-ხო შენთვის მთავარი ისაა ერთ ადგილზე დაისვა..
-რა უზრდელი ხარ.. გაეცინა.. -შენ რა უთხარი? დასერიოზულდა.
-ჯანდაბაში წასულხართ შენ და იოანეთქო.. მხარი აიჩეჩა.
-სხვას არც მოველოდი.. ასე როგორ ჩაგილურჯდა? წარბებ შეკრული უყურებდა ჩაშავებულ ადგილს..
-ნაზი კანი მაქვს და მაგის ბრალია. ასე ძაანაც არ მოუჭერია ხელი.. ან სად შეუძლია. ჩაიცინა..- ჩიბურდანია რატომ სცემე?
-მაგ ს*რზე ლაპარაკს არ ვაპირებ..მანქანა დაქოქა.-რასაც იმსახურებდა ის მიიღო..
-მაგის ბრალი არ იყო.. თაკოს დაგეგმილი იყო ყველაფერი..
-როგორ?
-იმ სასმელში ჩაყარა ის სიბინძურე და გამოატანა ჩიბურდანიას.
-მიზანი?
-მ*ხმარდა რომელიღაც კლასელი და გავხდებოდი მაგისნაირი ბ*ზი.. მხოლოდ იმის გამო, რომ შენზე ეჭვიანობს. ისე რატომ დაშორდით? სკოლის ზე წყვილი იყავით..
-შენ თვითონ თქვი, რომ ბ*ზია.. ზე წყვილობა კი არაფერში მჭირდებოდა..
-მართალია შენ მხოლოდ კაი ბიჭობა გსურდა..
-ვიყავი კიდეც. გაიცინა..
-ხო იყავი.. ყველაზე აუტანელი ბიჭი იყავი და ამიტომაც გიჟდებოდნენ გოგოები შენზე..
-მაგ სიის სათავეში პირველი შენ რომ იყავი არ დაგავიწყდეს.
-რა დამავიწყებს.. ყბასთან არსებულ შრამზე ხელი მიადო..
-გახსოვს! ჩაიცინა.. -მაშინ ძაან გამაღიზიანე.. ყოველთვის პირდაპირი მწარე ენის იყავი.. თავი გააქნია. -მომწონს ის ფაქტი, რომ შენი პირველი კოცნა მივითვისე..
-ნამეტანი საამაყოა..
-თაია..
-ხო..
-არ წახვიდე!
არჯევანიძემ ჯაბადარს შეხედა.. მერე სევდიანად ჩაიცინა და თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა. არ უნდოდა ამ დიალოგის გაგრძელება.. აღარ უნდოდა იგივე თემაზე ტრიალი.
ბათუმში ჩასულები დანიშნულების ადგილზეც მივიდნენ და ავტომობილი დატოვეს.. პატარა ორ სართულიანი კოტეჯი იყო.. მოსახლეობიდან ცოტა მოშორებით..
-მე წამოვიღებ ნივთებს და შენ კარი გამიღე.. გასაღები მიაჩეჩა..
-ვისი სახლია?
-ანდროსია..მასე ნუ მიყურებ..
-იცნობ?
-ჩემი ძმაკაცია..
-ასეც ვიცოდი..
-ნეტა რა იცოდი..
შიგნით შესულმა თვალი მოავლო მოცემულ სივცეს.. მისაღებში ძველი ტელევიზორი და პატარა დივანი იდგა.. ფანჯრიდან გაიხედა.. მზე დანათოდა ლურჯ ზრვას..კარებში ჩანთით შემოსულ იოს გვერდი სწრაფად აუარა და ზღვისკენ გაიქცა..
-რამ გააგიჟა?..ჩაიბურდღუნა და გაქცეულს მიაშტერდა.. -ზღვა არ უნახია ამას მგონი.. ჩანთა იქვე დადო და გოგოსკენ წავიდა. ზღვის პირას ჩამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა და ქალს გახედა.. არჯევანიძე მუხლამდე წყალში იდგა და ქვებს ზღვაში ისვროდა..
მაიკა გადაიძრო, ფეხსაცმელი უწესრიგოდ მიყარა და ქალისკენ გაიქცა. მისგან ზურგ შექცევით მდგარს ხელი დაავლო და მასთან ერთად ჩაყვინთა.
-შეშლილო სულ დავსველდი.. გაბრაზებულმა შეხედა.. მამაკაცმა გაიცინა და წელზე ხელი მოხვია.. ზღვაში იდგა და დითხანს უყურებდა წყლიან თვალებს..
-სრულყოფილება ხარ.. ძალიან ჩუმად თქვა და ოდნავ შეეხო მის ბაგეებს..
-არ გინდა. ხელით გაწია..-ყველაფერი იმ ათ წელს გავატანოთ..
-რომელ ათ წელს? რომელშიც მე და შენ საერთოდ არ ვფიგურირებდით?
-იყოს ისე როგორც არის.. გაცილდა და ნაპირისკენ სვლა დაიწყო.
-მე არ მინდა..მისკენ შეაბრუნა..
-შენ არაფერი იცი.. საერთოდ არ იცი რა გინდა..
-ხო არ ვიცი.. ყვირის..-არ ვიცი, მაგრამ შენი სურნელი ჭკუიდან მშლის.. რაც ჩამოხვედი მას მერე ნორმალურად ვერ ვარ.. არ მძინავს.. არ მაძინებ გესმის? ჩემში ჩასახლდი.. თანაც დაუკითხავად.. წარბებ შეკრული ამბობს და სახლისკენ მიდის..
-რა თქვი?
-დაბადების დღეზე ყურის სასმენ აპარატს გაჩუქებ.. ღიმილით პასუხობს ისე, რომ უკან არ ტრიალდება..
-არ მჭირდება.. აუტანელო.. უკან მისდევს..
-გამოიცვალე გაცივდები.. ოთახისკენ ანიშნებს..
მოწესრიგებას დიდ დროს არ უთმობს მალევე გამოდის, ისევ მისაღებში. იოანე დივანზე წევს, წელს ზემოთ შიშველი და მშვიდად ფშვინავს..გაეღიმა პატარა დივანზე გაწოლილი მამაკაცის დანახვაზე.. თხელი პლედი მიაფარა და სამზარეულოში გავიდა..
-ამ უტვინოს არაფერი უყიდია.. უკმაყოფილოდ დასწვლა საფულეს და კარი გაიხურა. დასახლების მიმართულებით იწყო სვლა.. თითქმის ერთი საათი იყო რაც გზას მიუყვებოდა. პატარა მაღაზიას, რომ მიუახლოვდა სიხარულით თვალები გაუბრწყინდა.. სასურველი საკვები იყიდა და ნარნარით გაუყვა გამოვლილ გზას.. სახლში შესვლა და იოანეს ყვირილი ერთი იყო.
-სად იყავი?
-რა გაღრიალებს? სამზარეულოში შევიდა და ნაყიდი პროდუქტი მაგიდაზე დააწყო..-საჭმლის საყიდლად ვიყავი გასული.
-მერე გაგეღვიძებინე.. წარბებს არ ხსნიდა..
-არ ჩავთვალე საჭიროდ შენი გაღვიძება..
-რასაც ქვია ჩემს ნერვებზე დახტიხარ.. თავზე ხელი მოისვა..-მობილური მაინც წაგეღო..
-დამავიწყდა.
-ხო შენ სულ ფეხებზე აქ მე ვნერვიულობდი თუ არა..
-რა განერვიულებდა? ახლა არ თქვა მეგონა, რომ გაიქეციო? გაიცინა..
ჯაბადარმა ღმად ამოისუნთქა და თავის ოთახში შევიდა..
საჭმელი მოამზადა და იოანეს გასძახა მოდიო.. ჩუმად ისხდნენ.. არც ერთი არ იღებდა ხმას.. ერთმანეთსაც არ უყურებდნან..
სანამ სახლი მოაწესრიგა და თავადაც მილაგდა დროც გავიდა..ღამის საათები იყო.. იოანე ტელევიზორის წინ იჯდა და საშიშ ფილმს უყურებდა.. დაჯდომას აპირებდა ეკრანზე უცაბედად საშინელი დემონი, რომ გამოხტა.. შეშინებულმა ვერც ხმა დაიმორჩილა და ვერც სხეული.. პირდაპირ იოანეს კალთაში ჩაეშვა.
-გამორთე დროზე! ხელები თვალებზე აეფარებინა და ჯაბადარის ყელში ჩაერგო სახე..
-მშვენიერი ფილმია რას ერჩი? შენ თუ არ მოგწონს არაუშავს.. ასე იჯექი ხელს არ მიშლი.. თავზე ხელი გადაუსვა..
-იოანე გამორთე, მეშინია.
-შენთან ცხოვრება კატასტროფაა.. ჩემს სივცეში იჭრები..პულტს დასწვდა და სხვა არხზე გადართო, სადაც მელოდრამა გადიოდა.. თაიამაც სწრაფად ამოყო თავი და გვერდით გადაჯდა..
-კარგი ფილმია გაიღიმა.. ხმას აუწიე..
-კიდევ რამე ხომ არ გნებავს?
-არა.. ბალიში მუხლებზე დაიდო და ფეხები მოკეცა..
მობეზრებული იჯდა და შეჰყურებდა სიყვარულის ისტორიას.. როგორ სძულდა ასეთი სცენები ვერც აღწერდა.. ფილმი, რომ დამთავდა იონემ ისე გაიხარა ლამის ცეკვა დაიწყო, მაგრამ თაის სლუკუნმა შეაჩერა..
-მოიცა შენ რა ტირი? გვერდით მიტრიალდა და ქალს კარგად დააკვირდა.
-ის ბიჭი, რომ მოკვდა.. ცრემლი მოიწმინდა..
-ეს ხომ უბრალოდ ფილმია.. გაიღიმა..-ამაზე როგორ ტირი?
-შენ რას გაიგებ უგულო ხარ..
-ბოდიში ტირილში თუ არ აგყევი.. ჩაიცინა.. -მოდი აქ.. ცრემლები თავად შეუმშრალა..
-მეგონა ერთად დარჩებოდნენ.. გულწრფელად ამოიტირა..
-ზოგიერთი ისტორია ჰეფი ენდით არ მთავდება..თავზე აკოცა..
თავიანთ საძინებლებში იყვნენ.. მოსვენება დაკარგულები წრიალებდნენ აქეთ-იქით. იოანე საწოლის თავს მიყრდნობილი იჯდა გრუხუნი, რომ ატყდა და ამ ხმას არჯევანიძის ყვრილიც თან დაერთო. დაფეთებული წამოვარდა ფეხზე.. თაიას ოთახში აპირებდა გასვლას.. კარებთან მისული შეჩერდა, ეშმაკურად ჩაიცინა და თავის ადგილას დაბრუნდა. ფანჯარაზე დაცემულ წვიმის წვეთებს უყურებდა. ქუხილი არ წყდებოდა..სიგარეტს გადასწვდა და მოუკიდა..
-რა ჯიუტია.. თავი გააქნია, სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და თაიას ოთახისკენ დაიძრა..კარი ფრთხილად შეაღო.. გოგო თხელ პლედში გახვეული საწოლში ჩამალულიყო. გაეცინა.. სწრაფად დაფარა მათ შორის მანძილი..
-ნუ გეშინია უბრალოდ ელვაა.. თავზე გადაფარებული ნაჭერი მოაცილა..
-ამ უბრალო ელვამ შეიძლება ცოცხლად დაგწვას. ისევ თავზე გადაიფარა და გრუხუნის ხმაზე წამოიკივლა.. იოანემ ჩაიცინა... პლედი გადაწია და თავადაც მის ქვეშ შეძვრა.. ქალს ხელები ძლიერად მოხვია წელზე და შუბლზე აკოცა.. ტემპერატურამ იმატა..თაიამ თვალები დახუჭა და უფრო მეტად აეხუტა მამაკაცს..
-გიყვარვარ!
-ასეა..
-წლებმაც არ შეცვალეს ეს გრძნობა?
-წლები, რომ მორეოდა ეს სიყვარული არც იქნებოდა..
-რამ შეგაყვარა ჩემი თავი თაი? სევდიანად გაიღიმა .
-სიყვარული ხომ მასეა? არ გვეკითხება გული ვის იყვარებს.. ასე უბრალოდ ჩამისახლდი და ვერ შევძელი შენი ამოსახლება.
წამიერად სუნთქვა შეწყვიტა.. უსმენდა და ყველა მის სიტყვაზე, მისი გულის შეფეთქებაც სულ სხვანაირი იყო..
ბორგავდა დედამიწა.. შეშლილ ღამეში იყო ჩაფლული სამყარო..



№1  offline წევრი დარინა

იო თავიდან რაღაცნაირად არ მომწონდააა, მაგრამ ახლა არ მნდა რომ თაია წავიდეს ერთმანეთს უხდებიან, იმედი მაქვს რომ წასვლას გადააფიქრებინებს, უნდა დაარწმუნოს თაია რომ მასაც შეუძლია სიყვარულიიი, ახალი თავი მინდააა, ამ თავში ისეთი საყვარლები იყვნენ ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხე და არ მეყოოო.

 


№2 სტუმარი სტუმარი ლუსი

აუ დადე შემდეგი რაა ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent