შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემშივე სახლობ (3 თავი)


19-07-2018, 16:25
ავტორი chelsona
ნანახია 1 424

ვატოსთან თამაშით ისე გაერთო, რომ იქ მყოფი იოანეც გადაავიწყდა. პატარა სხეულს ხელში ატაცებული მიაფრიალებდა, თვითფრინავის პოზაში და მის კისკისს ჰყვებოდა.. დითხანს აფრიალა ასე ჰაერში.. როცა დაიღალა ძირს ჩამოსვა და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა..
-ტიდე.. ხელები გაშალა და თაიას წინ დაუდგა, გაკრეჭილი.
ისევ ხელში უნდა აეყვანა იოანემ რო დაასწრო მისი ატაცება..
-ვატო არ წავიდეთ?
-ალა.
-შენ ხომ გშიოდა?
-ტი
-ხო და წამო ვიყიდოთ რაღაცეები და ავიდეთ სახლში..
-თაია? გოგოს გახედა და მერე იოანეს მიაჩერდა.. -ქო წამოვა?
-წამოხვალ? მანაც შეხედა თაიას..
არჯევანიძეს სუნთქვა შეეკრა. არა ეს ნამდვილად აღემატებოდა მის ძალებს.. როგორია უყურებდე საყვარელ ადამიანს და ვერ ეხებოდე, უახლოვდებოდე და საერთოდ არ გეკუთვნოდეს. დაბინდული თვალები მიანათა ჯაბადარს.. მამაკაცის მზერა ეუცნაურა.. ასეთი თბილი თვალებით პირველად უყურებდა მას..
-მე არ მცალია.. თავის დაღწევა სცადა და გამოუვიდა კიდეც..
-კაი, როგორც გინდა.. თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც შეეტყო მამაკაცს ბრაზი.
-ვატო ნახვამდის.. ღიმილით დაემშვიდობა ბავშვს, სკამზე დადებული ჩანთა აიღო და პარკის გასასვლელისკენ წავიდა..
თვალი გააყოლა მიმავალს..
მაღაზიაში შეიარეს რაღაცეები იყიდეს და ბინაში შემდგომ ავიდნენ..
სამზარეულოში იყო რაღაცას ამზადებდა თან ვატოს აკვირდებოდა ფუმფულა თეთრ ხალიჩაზე, რომ დადიოდა აქეთ-იქით..
-----
სადარბაზოში კიბეებზე არბოდა ვიღაცას, რომ შეასკდა..
-ბოდიში. ბიჭს გვერდი აუარა და სახლში შევარდა..
-მოხვედი? მისაღებში შესულ დას შეხედა..-სად იყავი აქამდე?
-ჯერ დარბაზში და მერე პარკში ვიყავი ცოტახნით.. ჩანთა დივამზე მიაგდო და სამზარეულოსკენ გაემართა.. ახლა მოკვდებოდა იოანეს შესახებ რამე, რომ არ გაეგო.. -დე..
-გისმენ თაი..
-ჩემი კლასელი, რომ არის ჯაბადარი ხომ იცი?
-ცოტნეს შვილი? როგორ არ ვიცი.. რა იყო? რამე ხომ არ მოუვიდა?
-არა.. არა.. უბრალოდ მაინტერესებს ცოლი როდის მოიყვანა?
-ცოლი? ქალი ჩაფიქრდა. -იოანე ჯაბადარზე არ მეკითხები დედა? თავი დაუქნია და წვენი მოსვა..
-არ მოუყვანია ცოლი მაგას.. იკა შევიდა სამზარეულოში..
-არა? მოიცა შენ რა იცი?
-ლამარამ მითხრა..ჩვენი ქვედა მეზობელი რომაა.. რა კაი ბიჭია და როგორ არ დაქორწინებულა ვით ვერ შეელია ამ ქალებსო.
-შენ გეჭორავა? გაიცინა.
-ეგ მასეა.. დაიჭერს ვინმეს და მოუყვება მთელი უბნის ჭორს.. გუშინ შემხვდა ტვინი გამიბურღა..
-ანუ არ მოუყვანია? აბა შვილი?
-რა შვილი ?
-შვილი რო ყავს..დღეს ვნახე ბავშვთან ერთად.. ვატო, ქერათმიანი ბიჭუნა..
-ანჩოს შვილზე ამბობ ალბათ..
-ვინ ანჩო?
-მაგისი ბიძაშვილი რომაა.. ქვედა უბანში ცხოვრობს.
-ეგ გათხოვდა?
-აბა შენსავით ხომ არ იჯდებოდა მარტოსული..
-ანუ არ ყავს შვილი?
-ასე კანონიერად არ ყავს და რავი უკანონოდ თუ გააკეთა ეგ ნაღდად არ ვიცი.. მხრები აიჩეჩა.- შენ ძაან დაგაინტერესა ჯაბადარმა.. რამე ხდება რაც უნდა ვიცოდე? უკან მიყვა სამზარეულოდან გამავალ, გამხიარულებულ დას..
-არა.. და რომ რამე იყოს გეტყვი. ლოყაზე აკოცა..-ჩემი დიდი ბიჭი. თმები აუჩეჩა..
-მალე გაემზადე გიჯობს სანამ სტუმრები მოვლენ. და კიდევ.. ისეთი რამე ჩაიცვი რაც ტანს დაგიფარავს.. ლამარაც ამოვა და მაგის ყბაში ნუ ჩაგვაგდებ.. მოსდებს მერე მთელ უბანს არჯევანიძეების გოგოს ჭიპი უჩანდაო და ხო იცი არ მაქ ნერვები და შემომაკვდება ვიღაც..
-მერე ეტყვიან ჭიპი უჩანდა სხვა რამე ხო არაო.
-ესეც ეტყვის სხვა რამეც გამოუჩნდება ჭიპი თუ უჩანსო.. და ვაფშე ისეთ რაღაცეებს მოდებს ხალხს, რომ სუ გასათხოვარი დარჩები..
-არ შეცვლილა მოკლედ ეგ ქალი.
-რა შეცვლიდა? რაც არი ეგ არის..
-ირუ ჩვენი წინა მეზობელი კიდევ თამროა?
-ხო.. არ გაუყიდიათ მაგათ ბინა..
-კიბეზე, რომ ამოვდიოდი ვიღაცას დავეჯახე მაგათ სახლიდან გამოდიოდა და გამიკვირდა..
-მაგათი შილია თომა.. შენ რომ წახვედი ზუსტად მაშინ ჩამოვიდა ესპანეთიდან..
-8 წლის ვიყავი ბოლოს, რომ ვნახე..
-საღამოს შემოვა ეგეც და ნახავ..
-დაძმაკაცებულხართ დაჟე?
-ხო დაჟე.. გაიცინა და ოთახიდან გავიდა..
სააბაზანოში შესული მალევე გამოვიდა, სარაფანა გადაიცვა თმები გაიშრო და სამზარეულოში გავიდა. დედას ეხმარებოდა სუფრის გაშლაში, თან ირაკლის წაკბენდა და ასე ერთობოდა.
ყველაფერი გამზადებული იყო, ამიტომ დასვენება გადაწყვიტა.. მისაღებში გასული დივანზე დაჯდა და თვალები დახუჭა..
ვინ რას დააცდიდა? მაშინ ატყდა კარებზე ბრახუნი.. ერთი კი გაიფიქრა ვიღაცაა ველურიო და თავი უკან გადააგდო ზედ მისი უსაყვარლესი ნათესავი ლალიკო, რომ შეახტა..
-როგორ მომენატრე გოგო.. ხელს ვერ უშვებდა მონატრებულ თაიას. -უნამუსო ხარ.. აი მაგარი უსინდისო. გაბრაზებული გასცილდა და იქვე მდგომ ბიჭს აეკრო.. -ხმის გაცემის ღირსი არ ხარ შენ..
-კარგი ვიცი, რომ არ ვარ მართალი.. ხელები ზევით აწია დანებების ნიშნად და გოგოს ჩაეხუტა.. -ლალო როგორ დამსვენწბულხარ..
-დავქალდი. გაინაზა. -გაიცანი ეს ჩემი მეუღლია კოსტა.. გვერდით მდგომი, უხერხულად მყოფი ბიჭი წარუდგინა..
-სასიამოვნოა.. როდის მოასწარი ერთი გათხოვება? შენ კიდევ როგორ არ მითხარი? ახლა იკას მიუბრუნდა.
-რა უნდა მეთქვა გოგო? მე ძლივს მელაპარაკებოდი ისიც გამომკითხავდი ოჯახის ამბებს და ეგ იყო.. სად უნდა ჩამეკვეხებინა ლალიკოს გათხოვება.. და არა მარტო ლალიკოს.. იმდენი რამე მოხდა ამ ათი წლის განმავლობაში მარტო ერთი წელი არ მეყოფა მაგის მოსაყოლად..
-ვნანობ უკვე იმ ათ წელს.. არაფრის ფასად არ ღირდა.. ცრემლებს იწმენდდა და ლალიკოს ეხუტებოდა
სუფრაზე მსხდომებს უყურებდა ღიმილიანი სახით და სითბოთი ივსებოდა. ყველა იქ მყოფი მისთვის საყვარელი, უძვირფასესი ადამიანი იყო. სწორედ მათ გამო თქვა უარი უკვე შექმნილ მომავალზე, სადაც მისი კარიერა ბრწყინავდა, მათ გამო მიატოვა და დაბრუნდა იმ ადგილას სადაც ის იყო.. ის, რომლის დანახვაც ტკენდა, აბნევდა, აბრუებდა, ათბობდა და კიდევ უამრავ გრძნობას იწვევდა მასში.. ლალიკოს ელაპარაკებოდა ირაკლისთან ერთად შემოსულს, რომ მოკრა თვალი.. ღიმილით დაუკრა ბიჭს თავი და ისევ ლაპარაკი განაგრძო..
აივანზე გავიდა სუფთა ჰაერი, რომ ჩაესუნთქა. თან ამდენი ემოციით გადაღლილს განმარტოება უნდოდა.. მოაჯირზე იყო დაყრდნობილი და მთვარეს უმზერდა..
იოანეს კორპუსისკენ გაიხედა..
ჯაბადარიც აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა.. თაის უყურებდა თვალმოუცილებლად..
-იმედია არ მოდის ეს ბოლი შენამდე.. ცოტა ხმამაღლა დაიძახა თაიას, რომ გაეგო და რაღაცნაირად ჩაიღიმა.
-შენ ტერიტორიაზე შეგილია მოწიო ნებას გრთავ..
-ხო, ნებართვა მჭირდებოდა.. თვალი ჩაუკრა და გაიცინა. -ეგ კაბა არ მომწონს. თითით მიანიშნა სარაფანაზე..
-რამე უფლება მაინც გქონდეს მაგას, რომ მეუბნები?
-რა არ მაქვს?
-კაი რა იოანე..
-მართლა მომტეხე გოგო პონტიდან და ასე დამივიწყე ? გამომეტყველება შეეცვალა..
-ახლა არ თქვა არ ველოდი, რომ არ გეყვარებოდიო?
-ნუ მთლად მასეც არა მარა...
-მარა რაღაც გღნის ასეთ ვიდზე მყოფს რო არ მომწონხარ? გადაიკისკისა..
-ყოველთვის მიყვარდა შენი მიხვედრილება.. ასე ლაპარაკს რო გადმოხვიდე ჩემთან არა? ყავაზე გპატიჟებ.. ნუ სხვა რამეც თუ გინდა... სიგარეტი მოისროლა და გოგოს მიაშტერდა..
-შეგცივდება.. ბიჭის ხმაზე გვერდით მიიხედა. თომა იყო აივანზე და სიგარეტს აბოლებდა.. მაშინვე იოანეს გახედა..ამრეზით უმზერდა თაიას.. ზიზღიანი თვალებით, ბრაზიანი მზერით უყურებდა.. -ვა იო.. როგორც ჩანს მანაც შენიშნა გვერდითა კორპუსის აივანზე მყოფი და ხელი აუწია. -რავახარ?
-რა მიჭირს.. ირონიულად თქვა თან ისე, რომ გოგოსთვის თვალი არ მოუცილებია.. რამდენიმე წამი ასე უყურა, მერე კარი გამოაღო და შევარდა ბინაში.
-ცხვირი გაგიწითლდა..
-ხო, სიცივეზე მემართება ხოლმე. იწვიმებს დღეს ალბათ.. ზეცას ახედა..
-ალბათ..
-ბოდიში მარა სიგარეტი შეგილია, რომ ჩააქრო?
-კი ახლავე.. ასთმა გაქ?
-არა. გაიღიმა.. -უბრალოდ ვერ ვიტან სუნს..
-გასაგებია.. არ ვიცოდი.. თავი ჩახარა..
დითხანს ლაპარაკობდნენ სხვადასხვა თემებზე.. ძირითადი საუბრები მაინც ერთმანეთზე ინფორმაციის გაცვლის გზა იყო.
-----
-რო კითხო სიგარეტის სუნი აწუხებს.. გაბრაზებული დადიოდა აქეთ იქით.. -ან იმას რა უნდოდა ვაფშე მაგასთან? ვითომ მართლა გადამიყვარა? დაგაკვდებოდა ახლა მთელი ცხოვრება აბა რა.. არა მე რა მაბრაზებს? რაც უნდა ის ქნას...თავის თავს ელაპარაკებოდა თან ტელეფონს ათამაშებდა ხელში.. -რა ლამაზია... აუ ისევ დავიწყე.. მობილური მიაგდო და სახე ხელებში ჩარგო.. კარების ხმაზე ფეხზე წამოდგა..
-რა სახე გაქვს ბიჭო რა არის? ბექა შევიდა.. უკან ვაკო მიყვა..რა თქმა უნდა არც გუგა ჩამორჩათ..
-ჩუმად იყავით ბავშვი ძლივს დავაძინე..
-ე ვისი ბავშვი?. ჯაფარიძემ წარბები შეკრა..
-ჩემი..თვალები აატრიალა.
-ლევათ გყავს?
-აუუუუუ..დავაი რა..ფანჯარასთან მივიდა და შეუმჩნევლად გაიხედა.. -ნეტა რას ლაპარაკობენ ამდენს. თავისთვის ჩაიჩურჩულა..
-არა მართლა ვისი ბავშვია?
-ანჩომ დამიტოვა ვატო..
-დილას ლელამ დამირეკა..
-ვინ ლელა?
-ბაღათურია..
-რაო?
-კლასელები ვიკრიბებით ამ თვის ბოლოს ბაჩოს აგარაკზე ერთი კვირითო..ვაკომ თქვა და სიგარეტს გაუკიდა.- სკოლის დამთავრებიდან 10 წელი გავიდა და არ უნდა ავღნიშნოთო? თან ზაფხულია და დავისვენებთ ერთადო.. ხო და ვიკრიბებით მოკლედ..
-თაიას მე ვეტყვი. ფეხზე წამოდგა გუგა..
-დაეგდე ახლა.. გაღიზიანდა იო.. -ვაფშე მოეშვი მაგ გოგოს და ხმა არ გავიგო მაგაზე..
-მევასება და რა პონტში უნდა შევეშვა?
-არ უნდა მაგას პონტი.. დაივიწყე თაია.. გასართობად ბევრია და გაერთე ვისთანაც გინდა..
-ახლა არ თქვა მიყვარსო? გაიცინა
-არც მიკლია..
-რაა?
-არაფერი დაიკიდეთ.. უბრალოდ მოეშვით არჯევანიძეს..
-----
ორი კვირა იყო გასული რაც სამშობლოში დაბრუნდა..
ჩამოვიდა და რამდენიმე დღეში მონატრებულ სოფელში წაბრძანდა.. სრულ სიმშვიდესა და იდილიაში იმყოფებოდა..
უკვე ღამის საათები იყო..
დაძინებას აპირებდა მობილური, რომ აზუზუნდა. უცხო ნომერი, რომ დაინახა აღება გადაიფიქრა.. ცოტა იყოყმანა მარა მაინც აიღო..
-გისმენთ..
-თაია!
-იოანე?
-ხო..
-რატომ მირეკავ?
-როგორ ვერ ვიტან ეგეთ კითხვებს..
-გავთიშავ..
-კაი მოიცა, რა 12 წლის ბავშვივით იქცევი.
-ვთიშავ..
-იცოდე რო გამითიშო, რომ გნახავ თითებს დაგამტვრევ.
-შემეშინდა ხო იცი.. გაიცინა..
-ვიცი.. შენ ჩემი სულ გეშინოდა.. ჩაცინების ხმა გაიგო.
-მთვრალი ხარ?
-ვარ..
-და ჩემგან რა გინდა?
-არ ვიცი..
-იოანე..
-რატო ჩამოხვედი?
-ვერ გავიგე..
-რატომ დაბრუნდითქო?
-კონკრეტული მიზეზი უნდა არსებულიყო მე, რომ დავბრუნებულიყავი სამშობლოში?
-კი
-მშობლები მომენატრნენ.
-ახლა გაგახსენდა?
-იო რა გინდა.?
-არ ვიცითქო ხომ გითხარი? უბრალოდ, რომ მელაპარაკო ადამიანურად რა დაშავდება?
-რაზე გელაპარაკო? არაფერი არ გვაქვს საერთო რაზეც ლაპარაკს შევძლებთ.
-მართალია..
-ხო და ნახვამდის.
-ეზოში ძაღლი ხომ არ გყავთ?
-შენ სუ შეიშალე? არ გაბედო აქ შემოსვლა.. იცოდა იოანესთვის ეს სიტყვები არ იყო შემაჩერებელი, ამიტომ ოთახიდან სწრაფად გავიდა.. ან საერთოდ რა გინდა აქ?
-მომენატრეთქო, რომ გითხრა დამიჯერებ?
-კი როგორ არა.. ჩაიცინა -შენ და მონატრება ხომ იცი?
-ვიცი.. შორს ვართ.. გულიანად გაეცინა..
ეზოში გასულმა შეამჩნია ჰამაკთან მდგომი ჯაბადარი..
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მამაკაცის მიუახლოვდა..
-ასეთ მდგომარეობაში საჭესთან როგორ დაჯექი? გაბრაზებულმა შეანათა თვალები.
-როგორ მიყვარს შენი გაბრაზება..
-კარგადაც გამოგდის..
-იცი რა ლამაზი ხარ? ატლასის პენუარში გამოწყობილი შეათვალიერა და წელზე ხელი მოხვია..-ვერც აღგიქვამ კიდე.. თავს მაკარგვინებ.. იმდენად მინდიხარ, რომ ჩემს ტვინსაც ჯობნი, რომელიც არას გაჰკივის.. ცეცხლივით ხარ. ვიცი, რომ დამწვავ მარა მაინც ვერ გეშვები..
-მხოლოდ ერთი დღისთვის გჭირდები.. ეგ სურვილი გკლავს ჯერაც შენს წინ, რომ ვარ და არა საწოლში.
-ხო. მახრჩობს.. ეგ სურვილი მახრჩობს.. თვალები ამღვრეოდა და სუნთქვა გახშირებოდა.. გოგოს ნიკაპს მიაკრო ტუჩები და სხეულზე უფრო მეტად აიკრო..-შენ? შენ ჩემგან მეტს მოელი? იმაზე მეტს ვიდრე ის ერთი ღამე?
-ის ერთი ღამე არ იქნება..
-ვნახოთ.. ტუჩებისკენ გაცოცდა მარა ამის ნება არ მისცა არჯევანიძემ..
-წადი! იმაზე მეტად უკვე ვეღარ მატკენ რამდენადაც მატკინე. მზერა გაუსწორა ჭაობისფერ თვალებს -ჩემს მომავალში იოანე ჯაბადარი არ არსებობს.. მორჩა! წარსულში გტოვებ.. არ მინდა შენი დანახვა.. საერთოდ არ მომიახლოვდე..არ გამეკარო.. ვისთანაც გინდა იმასთან იყავი, ოღონდ მე შემეშვი.. სიტყვის თქმაც არ დააცადა ისე შებრუნდა სახლში..
იდგა.. დითხანს იდგა გახევებული ისევ თაიას გავლილ გზას უყურებდა.. აჩქარებული გულისცემა არღვევდა ღამის სიჩუმეს.. არასოდეს არ დამართნია ასე..მხოლოდ არჯევანიძესთან ხდებოდა ასეთი სუსტი.. ის ათი წელი თითქოს არც იყო მათ ცხოვრებაში.. გაგრძელდა იქედან საიდანაც დაიწყო, მაგრამ სულ სხვანაირად.
სულ სხვაგვარად..

---
რამდენიმე დღის გასვლას არ უმოქმედია.. იგივე სიტუაციაში იყვნენ.. ერთი დავიწყებას ლამობდა მეორე მის მახეში გაბმას.. რომელი რომელს ჯობნიდა არ ვიცი მარა თაიას, რომ ჯაბადარის დაიგნორება გამოსდიოდა ეგ ცხადი იყო..
სპორტ დარბაზიდან გამოსულმა სადარბაზოსთან მდგომი იოანე დაინახა, მაგრამ ვითომც არაფერი ისე გაიარა მის წინ.
-რატომ გარბიხარ?
-მგონი გარკვევით გითხარი არ გამეკაროთქო..
-რა აგრესიული ხარ.. ციკლის პერიოდი გაქ ალბათ. სიგარეტის კვამლი სახეში შეაფრქვია და ირონიულად გაუღიმა. -კაი, არაუშავს გადაგივლის.. თაიას რეაქცია არ ქონია მის ნათქვამზე, მიტრიალდა და გვერდი აუარა.. -მოიცა! გაჩერდითქო ვერ გაიგე? ხელი ჩაკიდა მაჯაში. -როგორ მოქმედებ ჩემს ნერვებზე.. მარა, რომ ვფიქრდები ასეთი ჩუმი უფრო მომწონხარ..
-რა გინდა იოანე?
-კაი საქმეზე გადავალ.. სიგარეტი ძირს დააგდო.. -ხვალ კლასელები ვიკრიბებით ბაჩო ჯუღელთან, სკოლის დამთავრების 10 წლის თავს ავღნიშნავთ..
-კარგი დროის გატარებას გისურვებ.. ზურგი აქცია ჯაბადარს..
-გოგო შენ სუ უნდა გამაგიჟო? წინ გადაუდგა.. -შენ დასაპატიჟებლად მთელი საათი სადარბაზოსთან ვიყავი აყუდებული და ასე ფეხებზე მიკიდებ?
-მელოდებოდი? გაიცინა.. -რა პასუხის მოსმენა გინდა ? რომ წამოვალ ?
-რომ წამოხვალ ჩემთან ერთად..
-ეგ გამურიცხულია.. მე და შენ ერთად არ ვიქნებით, არსად..
-ახლა ლამარა, რომ არ იყურებოდეს ფანჯრიდან გაკოცებდი..
-ასეთი ცხოველი კაცი როგორ ხარ? ხამივით ხარ ქცეული..
-ნეტავი რატო? იმის გამო ხომ არა, რომ შენ ასეთი ფორმით თითქმის შიშველი იჩითები ჩემს წინ.. ცალი წარბი ზევით აწია..
-რასაც მინდა და როგორსაც მინდა ისეთს ჩავიცმევ..
-ხო და მერე ნუ მეტყვი რა გინდაო?
-ლამარა, რომ არ იყურებოდეს სილას გაგაწნავდი..
იოანემ ჩაიცინა და გოგოს გაცოფებულ სახეს თვალი ღიმილით მოავლო.
-ხვალ გამოგივლი 7ზე..
-არაა საჭირო მისამართი მომეცი და მეთვითონ მოვალ..
-კაი მასე იყოს.. მოგწერ მისამართს.
უკვე მიმავალ თაიას დააწია სიტყვები და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.. მანქანაში ჩაჯდა და მოსწყდა იქაურობას.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

საყვარლობა ისტორიაა. მაგრამ იოანე ნერვებს მიშლის. პუტკუნა თაია არ ევასებოდა და დასცინოდა, და ახლა მოუნდა ბიჭს ფორმაში ჩამდგარი ქალი არა? იმდენი უნდა აწუწუნოს ეგ თაიამ, რომ სულ შეშალოს:დდდ

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

რა უყავმოყავრეო ბიჭია ეს იოანე?!
გაზაფხულზე ძაღლები რომ ატყდებიან ხოლმე და ვერ ისვენებენ მაგათ ჰგავს. ეს გოგო კიდევ რა საქმეებს ურჩევს. ან კისერი მოუგრიხოს ან სხვა დაიხმაროს და ასწავლოს ვინმემ ჭკუა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent