შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 10)


25-07-2018, 17:30
ავტორი Queenofmoon
ნანახია 4 454

- ქალბატონო ანასტასია,თქვენთან არიან.
ანასტასია სკამზე მოკალათდა,ხელები მაგიდაზე დააწყო და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად მდივანს.
- შემოვიდნენ.
- მოგესალმებით,თქვა სასიამოვნო გარეგნობის შუახნის ქალმა,რომლის უკან კიდევ ორი ქალი შემოვიდა,სკამებზე დასხდნენ და ერთხანს აკვირდებოდნენ ანასტასიას.
- მოხარულები ვართ,თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო ადვოკატთან რომ მოვხვდით.
- რას ბრძანებთ,დიდი მადლობა.
- ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციიდან ვართ,ვინაიდან ზაფხულის მიწურულს ჩვენი ადვოკატები მივლინებაში არიან,ზოგი შვებულებაში,ამიტომ თქვენთან მოსვლა მოგვიწია.
- გისმენთ ყურადღებით.
- ერთი პატარა გოგონაა,თხუთმეტი წლის,თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს,ზრდის მამა და დედინაცვალი,გოგონამ შეტყობინება თავად გამოგვიგზავანა,მას გათხოვებას უპირებენ იმ ადამიანზე,რომელსაც არც კი იცნობს.
ჩვენ ყველაფერი გამოვიძიეთ,მამაკაცს,რომელსაც უნდა მიათხოვონ,ორმოცი წლის გახლავთ.
- კარგია,რომ გოგონამ გაბედა და მოგვწერა,თორემ პოსტ ფაქტუმ რომ გაგვეგო, ვეღარაფერს შევცვლიდით.
- ანუ,თანახმა ხართ ჩვენთან თანამშრომლობაზე? გაბრწყინებული თვალებით შეხედა ქალმა ანასტასიას.
- რა თქმა უნდა,მთავარია დროულად ვიმოქმედოთ და საქმის პრევენცირება შევძლოთ.
გახარებულმა ქალმა თავი დაუკრა და სამივემ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
- მოკლედ,ახლავე გადავრეკავ,დაცვას გავაფრთხილებ და სასწრაფოდ წავიდეთ დანიშნულ ადგილას,სადაც ის გოგონა ცხოვრობს.
****
- აი მემგონი ეს ქუჩაა,ამბობს ერთ-ერთი,სახლს უახლოვდებიან და ანასტასიას უკან დაცვა,ხოლო გვერდი გვერდ კი ქალები დგანან.
- მანდ დამელოდეთ,ამბობს ანასტასია დაცვის მიმართულებით,კიბეებს აუყვება და ზარს თითით აწვება.
კარს პატარა გოგონა აღებს,უცხო ხალხის დანახვისას კი მაშინვე თავს ხრის და ნაბიჯით უკან იხევს.
- შენ ხარ მარიამ სიხარულიძე? მის წინ იმუხლება ანასტასია და გოგონას სახეზე ხელით ეხება,ისიც თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.
კართან ოჯახის უფროსი გამოდის,სავარაუდოდ მარიამის მამა და დედინაცვალიც თან ახლავს.
- თქვენ ვისთან ხართ?
ქალი იძაბება,მამაკაცი ხელს ჰკიდებს და უკან სწევს.
ანასტასია წელში სწორდება,თვალს თვალში უყრის ორივეს და მზერას ისევ მარიამისკენ აპარებს.
- გავიგეთ,თქვენს თხუთმეტი წლის ქალიშვილს,მარიამ სიხარულიძეს ძალით ათხოვებთ ორმოცი წლის მამაკაცზე.
- და თქვენ ვინ გეკითხებათ,ა??
- ჩვენი უფლება და კანონი მოითხოვს,რომ დავიცვათ მარიამ სიხარულიძის უფლებები,თუ საჭიროა,მშობლებისგანაც კი.
- აბა ეხლა წადით აქედან სანამ დროა,ჩემს შვილს ვისზე გავათხოვებ,თქვენი ტ*აკის საქმე არაა.
- თქვენი სახელი?
- პეტრე.
- ბატონო პეტრე,სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის,უფრო მეტად დაზარალდებით,ეს ერთი.
მოზარდის ძალით გათხოვებისთვის სასტიკად დაისჯებით,მოდით ნუ გავართულებთ და საქმეში ნორმალურად გაგვარკვიეთ,სანამ პატრული ჩამირევია.
- თქვენ ჩვენ გვემუქრებით რადგან შვილს ვაქორწინებთ??
- არა ბატონო,გეშლებათ,ქორწინებისთვის არა,ძალადობისთვის.
- მარიამ! მარიამ უთხარი რომ გინდა ქორწილი!
ქალი თვალებს უბრიალებს ახალგაზრდა გოგონას,რომელიც ცრემლებად იღვრება და თავს ღუნავს.
- თქვენ,უსპობთ თქვენ შვილს მომავალს,მის განვითრაებას და სწავლის პერსპექტივას. ალბათ ხვდებით,რომ კარგი არაფერი გელით? არც იმ კაცს,რომელიც თხუთმეტი წლის გოგონაზე ქორწინდება,ვინაიდან ამ შემთხვევაში,პედოფილიზმთანაც გვაქვს საქმე. თუ თქვენ,კიდევ ერთხელ გაბედავთ იძალადოთ მარიამზე ფიქიკურად ან ფსიქოლოგიურად,ან დასჯით,რომ მას ქორწინება არ უნდა,ჩვენ იძულებულები გავხდებით საქმე აღიძრას და მეურვეობა ჩამოგერთვათ ბავშვზე.
ახლა კი გადაწყვიტეთ,ან არ ათხოვებთ მარიამს და ის უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს,როგორიც მოსწავლეს შეეფერება,ან მიმყავს თავშესაფარში,რომელზეც სახელმწიფო იზრუნებს.
ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედა,სახეზე ეტყობოდათ უკვე შიში და დიდი ყოყმანის შემდეგ სიხარულიძის მამამ ბოდიში მოიხადა და ადვოკატს მისცა პირობა,რომ საკუთარ ქალიშვილს არ გაათხოვებდა.
ანასტასია მარიამთან მივიდა და თავისი სავიზიტო ბარათი ჩუმად დაუტოვა.
- იცოდე,თუ რამე მოხდა,მაშინვე დამირეკე და შენთან გავჩნდები,კარგი საყვარელო?
- დიახ. თვალებაწყლიანებულმა გახედა ანასტასიას და გულზე მიეკრო.
***
- ძალიან დაღლილი სახე გაქვს,თქვა ქალმა და ანასტასიას სახელი და გვარი კიდევ ერთხელ აღნიშნა ფურცელზე.
- მღლის სამსახური,მაგრამ ამავდროულად დიდ სიამოვნებას მანიჭებს,როცა ვინმეს ვეხმარები.
- გავაგრძელოთ?
- რა თქმა უნდა.. ღრმად ჩაისუნთქა და ლაპარაკი დაიწყო.
- იმ დღის შემდეგ ძალიან გამიჭირდა,უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებდი,გამოცდები ახლოვდებოდა,დიპლომი უნდა ამეღო,საერთოდ ვერ ვმეცადინეობდი,ვერაფერს ვერ ვაკეთებდი პირველი ოთხი თვე.
როცა თითქოს უკვე შეგუებული ვიყავი დემეს.. ჩაახველა,"დემეტრეს" გარეშე ცხოვრებას,ზუსტად მაშინ გამოჩნდა.
დილით ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა,მარიამს დავხედე,მშვიდად ეძინა,ამიტომ საუზმის მომზადება დავიწყდე ჩვენთვის.
ტელეფონი აწკრიალდა და სწრაფად გავედი საძინებელში,რადგან ჩემს დას არ გაღვიძებოდა.
უცხო ნომერი იყო,თუმცა იმ მომენტისთვის არც მიფიქრია რომ ის შეიძლება დემეტრე ყოფილიყო.
ტელეფონი ავიღე და რამოდენიმეჯერ ვიკითხე,ვინ იყო.
- ანასტასია. მისი ბოხი ხმა გაისმა ტელეფონში,გულმა გამალებით დაიწყო ცემა,მაშინვე ტანში საშინელმა სიცივემ დამიარა და ტელეფონი ლამის ხელიდან გამივარდა.
კიდევ რაღაცის თქმა აპირებდა,თუმცა ტელეფონი ყურთან არ მქონია მიტანილი,მხოლოდ წამებს ვუყურებდი,რამდენი დრო გადიოდა ეკრანზე,ის რაღაცას ამბობდა,თუმცა მოსმენა არ მინდოდა და სწრაფად გავთიშე.
- არ გადმოგირეკა?
- კი,მაგრამ არ ავიღე.
- რატომ?
- მეშინოდა. ისიც ვიცოდი,ლაპარაკს მასთან არანაირი აზრი ექნებოდა,როცა ის შემიყვარდა,დამიბნელდა თვალები,მეგონა ვუყვარდი და იგივეს მპასუხობდა,მის გამო სულელი შეყვარებული ქალები როგორც იქცევიან,ისე ვიქცეოდი,მე კი ჩემი თავი - ასეთი, მძულს.
- კიდევ როდის დაგირეკა?
- როცა დათა გავიცანი,როცა მასთან ერთად დროს ვატარებდი. ერთხელ,კლუბში ერთად წავედით,მუსიკა ძალიან ხმამაღალი იყო,მეც ნასვამი ვიყავი,მომენტებში ვფიქრობდი,რომ დათა შემიყვარდა,მასთან ერთად ბედნიერი ვიქნებოდი და როგორც იქნა,დამთავრდა ეს საშინელება,მაგრამ ისევ ტელეფონმა დარეკა.. ისევ სხვა ზარი,სხვა ნომერი.
ეკრანს არ დავხედე,გარეთ გავედი და სენსორი თითებით გადავწიე.
- გისმენთ? უდარდელად ჩავილაპარაკე და თან ცოტა ალკოჰოლი მოვსვი,რამოდენიმე წამი ხმას არ იღებდა,მე ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან,სასმელი უკვე კარგად იყო გაჯერებული ჩემს სისხლში,მაგრამ როცა მისი ხმა გავიგე,სასმელი ხელიდან გამივარდა,მაშინვე ცრემლები მომადგა თვალებზე,უკვე გათიშვას ვაპირებდი,მაგრამ მისმა სიტყვებმა შემაჩერა.
- გთხოვ,არ გათიშო.
- რა გინდა,ხომ გითხარი არ დამირეკო თქო,რატომ მირეკავ მაინც.. რა გინდა რა??ცრემლები ჩქეფავდა თვალებიდან და ვერ ვჩერდებოდი,სიტყვებს ვერ ვაბამდი ერთმანეთს.
- მეც არ ვიცი.. არ ვიცი რა მინდა. მენატრები ანასტასია.
- მენატრებიო?
- ჰო.. თქვა ანასტასიამ და თვალებიდან გადმოგორებულ ცრემლს საშუალება არ მისცა სახეზე ჩამოგორებულიყო,მაშინვე მოიწმინდა.
- დემეტრეს არასდროს უთქვამს ჩემთვის სიტყვები როგორიცაა მიყვარხარ,მენატრები,შენთან მინდა და ა.შ.. გული საშინლად ამიჩქარდა,როცა მითხრა,რომ ვენატრებოდი.
- და შენც ისევ გული აგიჩუყდა,ასეა?
- უფრო მეტადაც.. რადგან პირველად მოვისმინე მისგან ეს სიტყვა. თუმცა როცა გამოვფხიზლდი წამიერად,მივხვდი ვისთან ერთად ვიყავი,ტელეფონი ისევ გავთიშე.
ჩანთა ავიღე და სწრაფად მოვშორდი იქაურობას,თუმცა დათას არ ვუთხარი რა ხდებოდა და თავი სხვა მიზეზებით ვიმართლე,დათამ არც კი იცის დემეტრეს არსებობის შესახებ და მე მას ცუდად ვექცევი,რადგან არ მინდა სხვის გრძნობებზე თამაში,ეს არასწორია.
- მაგრამ შენ ცოლობაზე დათანხმდი..
- შევიყვარებ,აუცილებლად შევიყვარებ ისევე,როგორც მას ვუყვარვარ. მე ისედაც მშვიდი ცხოვრება და მოსიყვარულე ქმარი მჭირდება გვერდით.
- ანუ მიყვები?
ანასტასიას ამაზე ისევ არ გაუცია პასუხი,აშკარად ეტყობოდა,როგორ ყოყმანობდა,როგორ ებრძვოდა თავის თავს.
- დემეტრე საქართველოში აღარ ჩამოსულა?
- კი,ერთხელ. მაგრამ ისევ წავიდა.
- შეხვდი?
გოგონამ ჩაიცინა და პირზე ხელი აიფარა.
- ამას ვერ დავარქმევდი შეხვედრას.
***
კარებში გასაღები გადაატრიალა,თუმცა უკვე ღია იყო,
თვალები გაუფართოვდა და ხელის კანკალით დადო ჩანთა ძირს,გულის ბაგა-ბუგი უკვე ყურებში ესმოდა,მისაღებიდან სუსტად გამოდიოდა სინათლე,კარი გააღო შეშინებულმა და სკამზე მჯდომს გახედა,ნელნელა მიუახლოვდა და ერთი კარგად შეიკურთხა.
- ფუ შენი! შენ რა დამცინი?
- რა იყო?
- გოგო,კარები არ უნდა დაკეტო სახლში რომ შემოდიხარ? რა საშინელებათა ფილმის სცენარი მომიწყვე!! ან რატოა ყველგან ჩამქრალი შუქი!!
ჩამრთველებს ხელი მიაჭირა და სახლის ჭაღები ერთიანად ააბრდღვიალა.
- უიმეე,მათემატიკას ვწერ,დაწყნარდი რაა..
- იდიოტი ხარ მარიამ რაა!
- მეც ძაან მიყვარხარ! ენა გამოყო და ისევ წიგნის კითხვას მიუბრუნდა.
ქუსლები გაიძრო ერთი ხელის მოსმით, სავარძელში ჩაესვენა და ტელეფონს დახედა სადაც ახალი შეტყობინება მოსულიყო.


ესეც ასე,მეათე თავიც აქ არის:დ
ვცდილობ ყოველდღე დავდო და არ დავაგვიანო<3
იმედი მაქვს მოგწონთ<3



№1 სტუმარი Stumari Mziko

Auuuuuu jer iqidan daviwyeb rom Anastasias saqmianoba dzalian momwons da isic Tu rogor exmarebian xalxs. Momwons warmatebas ro miagwia da magari advokati dadga.
Demetre Minda ro dabrundes. Ar vici rato mara Minda. Ogond is saqme unda daiviwyos da cud bichebs moshordes. Sxva Ra metqmiisss au dzalian momwons da male Dade shemdegi tavi kargi Gogo xar dzaliannnn

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

Stumari Mziko
Auuuuuu jer iqidan daviwyeb rom Anastasias saqmianoba dzalian momwons da isic Tu rogor exmarebian xalxs. Momwons warmatebas ro miagwia da magari advokati dadga.
Demetre Minda ro dabrundes. Ar vici rato mara Minda. Ogond is saqme unda daiviwyos da cud bichebs moshordes. Sxva Ra metqmiisss au dzalian momwons da male Dade shemdegi tavi kargi Gogo xar dzaliannnn

ჩემი ერთგული მზიკო<3 მადლობა დიდი<3
შემდეგ თავსაც მალე დავდებ<3
mirandaa31
ყველაფერი კარგია, დროა დემეტრეც გამოაჩინო თორემ, ისედაც აქტიური პერსონაჟი არ ყოფილა მთელი ისტორიის მანძილზე და ახლა სულ დაიკარგა, მესმის რატომაც თუმცა დროა დაბრუნდეს

ძალიან დიდი მადლობა<3
და ჰო,მართალი ხარ
დემე შემდეგი თავიდან უკვე გამოჩნდება,ისედაც ვაპირებდი,რადგან მის გარეშე თითქოს მომაბეზრებლად იწელება ისტორია<3
მადლობა,აზრის დაფიქსირებისთვის<3

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძააამ მაგარია სულ მოუთმენლად ველოდები ხომე ახალ თავებს. ჩემიაზრით დათასთან უნდა იყოს და შეიყვაროს ...... მალე დადე რა

 


№4  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ლიკა
ძააამ მაგარია სულ მოუთმენლად ველოდები ხომე ახალ თავებს. ჩემიაზრით დათასთან უნდა იყოს და შეიყვაროს ...... მალე დადე რა

ძალიან დიდი მადლობა<3 დღეს დავდებ ახალ თავს <3

 


№5  offline წევრი teengirllove

wina tavze dagpirdi wavikitxav da getyvi rasac vfiqrobtqo :))) mokled dzalian chamitria ,momewona da damainteresa , moutmenlad veli demetres gamochenas da martas mobodishebas ..aba shen ici,kargi gogo xar, kargad wer da mainteresebs dzalian shemdegi tavi

 


№6  offline მოდერი Queenofmoon

teengirllove
wina tavze dagpirdi wavikitxav da getyvi rasac vfiqrobtqo :))) mokled dzalian chamitria ,momewona da damainteresa , moutmenlad veli demetres gamochenas da martas mobodishebas ..aba shen ici,kargi gogo xar, kargad wer da mainteresebs dzalian shemdegi tavi

ძალიან,ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა<3 დიდი მადლობა<3
ახალი თავი უკვე ატვირთულია და იმედია მალე დადებენ relaxed

 


№7 სტუმარი anna

მომწონს რა საყვარელიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent