შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეჭვმიტანილი (3 თავი)


25-07-2018, 19:38
ავტორი daiana
ნანახია 1 279

დაპროგრამებულივით გაბრუნდა უკან.
ეშმაკურად მომღიმარს უცნაურად უყურებდა,არც ზიზღით არც სიყვარულით,რაღაც ამოუცნობი მზერით.
-ანა დაანებე ამ საქმეს თავი .. გესმის? - კედელს მიეყრდნო და ცოტა დაბნეულ გოგოს გახედა - ცუდად დაამთავრებ!
-რატო გიგუნა,მეც მომკლავ? - ცინიკურად ჩაიცინა და კაცისკენ წავიდა,წამში აესვეტა წინ და მის ღრმა ჩასუნთქვებს დააკვირდა - ანერვიულდი? ხომ გითხარი,ცოტაც და ..
-ანა! - გაბრაზებულმა დაიყვირა - მოთმინებას ნუ დამაკარგინებ,გეუბნები,დაანებე ამ საქმეს თავი ..
-არა
-ანუ არა?
-არა,ბოლომდე მივიყვან შენს საქმეს!
-ხოდა რაც მოგივა შენს თავს დააბრალე,მარტო შენს თავს!
**
საქმის გამოძიებას რათქმაუნდა თავი არ დავანებო და სრული პარადოქსია ჩემს ცხოვრებაშიც მაშინ დაიწყო.ორჯონიკიძე მთელი ერთი თვე მთხოვდა სამე მიმეტოვებინა და გავმქრალიყავი,მაგრამ არ დავუჯერე.ერთი თვე ჩემი ბინის კარს არ მოშორებია,ყოველ დღე მხვდებოდა.
ერთი თვის შემდეგ გიგა გაქრა.
ასე
სახლის კართან არ დამხვდა.არც მერე მოსულა,არც ორი კვირის მერე გამოჩენილა,დაიკარგა რა.საქმე არ შეჩერებულა,ყველაფერს ზუსტად ვიძიენდით,რომ ეჭვმიტანილისთვის კოველგვარი მინუსების გარეშე წარგვედგინა ბრალი.
გიგა გაქრა
და მეც
ხასიათი გამიქრა.
ისეთი შემართებით აღარ ვცდილობდი დეტალებში ჩაძრომას.რაღაცნაირად ვგრძნობდი თავს.დანაკლისის შეგრძნება მქონდა,ხანდახან მინდოდა მისი ჩაცინება დამენახა,რომ გაბრაზებულ გულზე მერე გამომელანძღა და მეთქვა რომ მკვლელი იყო და აუცილებლად დავიჭერდი.
გონებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა,არ მინდოდა მისი ნათქვამი ასრულებულიყო.მე და სიყვარული,თან ვინ? მკვლელი? ორჯონიკიძე?
არა
არა
და ისევ
არა!!!
##
-მოკლედ,გიგა ის გოგო მოსაშორებელია რა! პრობლემებს ქმნის,ყველაფერს ხვდება,ისეთ დეტალებს იგებს რასაც ამდენი წელია ვმალავთ.შენზე თუ გავიდა,ჩვენზეც გამოვა .. დავურეკავ გელას და მოაგვარებს ყველაფერს. - მოხუცმა ტელეფონი აიღო და სანამ ნომერს აფრეფდა გიგას გახედა,რომელიც თვალს არ აშორებდა - რა?
-რას უპირებ?
-რას უნდა ვუპირებდე ..
-და რა გინდა,რომ პირდაპირ ციხეში მიკრან თავი? ეგ გოგო თუ გაქრება,ან რაიმე მოუვა,ჩათვალე გამოძებას წამში შეწყვეტენ და მეც გისოსებში გამაქანებენ .. მე თუ იქ მოვხვდი .. - კაცმა მკაცრად ჩაისისინა ბოლოს და ჭაღარა მოხუცს ისევ გახედა - ყველას თან წაგიყოლებთ!
-შენ რა,იმ გოგოს სიკვდილი არ გინდა? ქალი პირდაპირ გადებს ხელს ..
-მერე დაფიქრდი,პირდაპირ ეგ მადანაშაულებს .. ანა რომ გაქრეს,ჩათვლიან რომ დამნაშავემ ბრალმმდებელი მოვიშორე .. ამხელა კაცი ამას რატო მახსნევინებ? - გაბრაზებულმა წამოიყვირა.
-გიგა წყნარად! რაღაც გჭირს .. ვეღარ გცნობ .. აღარც წამალს ყიდი აღარც ყიდულობ .. ბევრს ფიქრობ,არ ლაპარაკობ და სულ ჩაკეტილი ხარ,რა ჯანდაბა გჭირს?
-არაფერი - გარეთ გავიდა,ტელეფონს ხელში ატრიალებდა,ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა - ჯიუტი თხა,ხო გავაფრთხილე? - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და სასწრაფოდ მანქანის საჭეს მიუჯდა.გამოჩენის დრო იყო.
^^^
-თქვენ ფიქრობთ რომ ორჯონიკიძეს ნარკოტიკების გადასატანად უნდოდა კეკელიძესთან ურთიერთობა?
-დაახლოებით,ალბათ ვინმემ დაავალა თორემ თვითონორჯონიკიძე არც ნარკოტიკს მოიხმარს და არც ამის რეალიზებას უწყობს ხელს,აქ ვიღაც მესამე იმალება,რომლის შუამავალიც კეკელიძესთან ორჯონიკიძე იყო - დარმუნებით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და კოლეგებს თვალი მოავლო - ანას ეჭვები ასე თუ ისე გამართლდა,მაგრამ არა მგონია ის კაცი მკვლელი იყოს,აქაც ვვარაუდობ,რომ ვიღაც მესამე იმალება ..
-ტვინი ამიყირავდა,ეს ამბავი ყველა განხილვაზე სხვადასხვა მხრიდან იხსნება და საბოლოოდ მაინც გაუხსნელია .. ორჯონიკიძე დაიბარეთ,არა დაკითხვაზე ოღონდ,მე უნდა შევხვდე ..
-ორჯონიკიძე არ ჩანს ბატონო ვახო - ჩუმად ამოილაპარაკა ანამ,ისე ფურცლისთვის რომელზეც გიგას ფოტო იყო თვალი არ მოუშორებია.
-როგორ თუ არ ჩანს? საბუთები არ აქვს,საზღვარზე ვერ გადავიდოდა,თქვენ კარგად ხართ? - სწრაფად აფეთქდა კაცი დ ამაგიდაზე მუშტი დასცხო - არ მაინტერესებს,ხვალ ორ საათზე მაგ კაცს უნდა შევხვდე.
*
ჩაბნელებულ სადარბაზოში,დაეფიცება იგრძნო რომ მარტო არ იყო და ის ვინც იქ მასთან ერთად იყო,მისთვის ბევრს ნიშნავდა.გაჩერდა,დაელოდა რას იზამდა.მალევე დაიხუთა ზურგს უკან სივრცე და ნაცნობი სუნთქვაც მიეფრქვია ყელში.
-ერთ ადგილას წამომყვები,ყოველგვარი წივილ კივილის გარეშე? - მისი ხმა ამდენი ხნის მერე ისე ჩაესმა გეგონებოდა ღიღინებდა.
-არა - თავი გააქნია და ტუჩის კუთხე აუთამაშდა.
-ნუ გეშინია,არ შეგჭამ
-მთავარია არ მომკლა,შეჭმას არ ვჩივარ - ხელი აიქნია და წამში მიბრუნდა მისკენ.მისი თვალები ისე ანათებდნენ გონება დაებინდა,უცხო გრძნობამ მოიცვა,თითქოს დანაკლისის შეგრძნება,აქამდე რომ აწუხებდა გაუქრა.
-ენას დაგაკავებინებ ხელში,შენც მოისვენებ და მეც - დარწმუნებით დააქნია თავი და მაჯაში ჩაავლო ხელი.
-მე წამოსვლაზე თანხმობა განვაცხადე და არ მახსოვს? - დაეჭვებით წამოიღახა და მაჯის გათავისუფლებას შეეცადა.
-არ გინდა ანა,ახლა არა გთხოვ .. უბრალოდ წამოდი და ადამიანებს როგორც შეეფერება ისე მოვიქცეთ,ყოველგვარი ეჭვმიტანილი-დეტექტივის გარეშე.
მთელი ორი კვირა,ყოველ დღე ერთმანეთს ვხვდებოდით და ყველაფერზე ვლაპარაკობდით.მასთან ყოველი შეხვედრა ემოციების ბურთი იყო,ათასი გრძNობა მეძალებოდა ერთად და სხეულში დავლილ სხვადასხვა სხივებს ზრდილობიანად ვაიგნორებდი სანამ შემეძლო.გიგასთან ურთიერთობა საშიშ თამაშს გავდა,რა დროს ამოტრიალდებოდა ყველაფერი არ ვიცოდი.
**
-მანქანის მართვა,მართლა არ იცი?
-არა - თავი მორცხვად გააქნია და ფეხზე წამომდგარ ორჯონიკიძეს თალი ააყოლა - არც იფიქრო ..
-კაი რა,ამხელა გოგომ მანქანის მართვა რანაირად არ იცი? სამსახურში დაგჭირდება ცოდნა .. - მხრებში ჩაავლო ხელი და სწრაფად დასვა მანქნაის საჭესთან,თვითონ გვერდით მიუჯდა.ყველაფერს დეტალურად უხსნიდა,თავიდან ცოტა შეეშინდა,მაგრამ საბოლოოდარც ისე ცუდი მოსწავლე გამოდგა.
-ვერასოდეს ვიფიქრებდი დეტექტივ ქალს თუ მანქანის მართვას ვასწავლიდი.
-ვერც მე წარმოვიდგენდი ეჭვმიტანი..
-არ გინდა ანა,ახლა მაინც არ გინდა,რაღაცეები მაინც არ გააფუჭო შენი წარმოდგენებით ..
**
-სტუმარს ყოველთვის ასე ალოდინებ? - ჩაბნელებულ სადარბაზოში ისევ გიგა შეეფეთა.
-შენ ჩემი ბინა შეგიყვარდა თუ ყოველ დღე აქ რა გინდა? - სახლის კარი გააღო,ჯერ გიგა შეუშვა და მერე თვითონ შევიდა.კარი გასაღებით გადაკეტა,მობრუნებულს კი ორჯონიკიძე ზედმეტად ახლოს დახვდა.მისი თვალები ანათებდნენ - რას აკეთებ?
-არაფერს - თავი გააქნია და გოგოს კიდევ უფრო მიუახლოვდა.გრძნობდა როგორ აუჩქარდა გულისცემა,როგორ დაეჭიმა სხეული,მაგრამ მასთან მიახლოვებას ჯიუტად არ იშლიდა.
-გიგა ..
-ჰოუ .. - მისი თმები მუჭში მოიქცია და ტუჩები შეახო,მერე ფრთხილად დაიხარა და ლავიწზე სასიამოვნოდ გახურებული ტუჩები გადაატარა.
-გაჩერდი - სუნთქვა შეკრულმა ამოიჩურჩლა და კაცს ხელებით მხრებზე დაეყრდნო - გიგა.
-ანა .. ისეთი ხარ .. უცხო .. საინტერესო და თან საშიში ..
##

..
-ანა 205 საქმე გაიხსნა,დროზე მოდი - წესიერად გამოფხიზლებულიც არ იყო,ჩაცმა დაიწყო.გონებამ ყველაფერი რომ აღიდგინა ტელეფონს ეცა და სწრაფად გადარეკა.
-გამაგონე იდიოტო,გამაგონე - ბუტბუტებდა,მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობდა - ჯანდაბა გიგა,ჯანდაბა!
სახლიდან გასვლისას,კიბეებზე ჩასვლისას და განყოფილებაში მისვლის დროსაც ერთადერთ ფრაზას იმეორებდა გონებაში: "იქ არ დამხვდე ორჯონიკიძე,ოღონდ იქ არ დამხვდე!"
არ გაუმართლა,იქ დახვდა,სამ მამაკაცთან ერთად.დაკითხვის ოთახში გაყინული შევიდა,მხლოდ გიგას უყურებდა,მის მზერაში უნდოდა რამე წაეკითხა,მაგრამ ორჯონიკიძეს წამითაც კი არ გაუხედავს მისკენ.გრძნობდა როგორ გადატუმბავდა გული სისხლს,როგორ მოძრაობდა სისხლი კაპილარებში,მაჯაზე პულსიც საგრძნობლად ესინჯებოდა.არ იცოდა რა უნდოდა.ამისთვის არ იბრძოდა ორი თვის წინ? იმ კაცს,რომელიც ახლა არც უყურებდა,ორი თვის წინ სისხლი გაუშრო,მკვლელი ხარს ძახილით და ახლა რა ხდებოდა? არ იცოდა რა უნდოდა,ახლა ამ კაცისთვის ბრალი დაემტკიცებინათ თუ ყველანაირად სუფთა გასულიყო ამ საქმიდან .. ვერ გაუძლო,კოლეგებთან ბოდიში მოიხადა და დაკითვხის ოტახიდან,შემდეგ კი განყოფილებიდან გაქრა.
მართალი იყო გიგა,სასამართლოზე არ მივიდა,ვერ მოუსმენდა როგორ აკისრებდნენ რამოდენიმე წლიან სასჯელს ადამიანს,რომელის მიმართაც არ იცოდა რას გრძნობდა.
დანაშაულის დაფარვისთვის და ნარკო რეალიზატორების დახმარებისთვის გიგა ორჯონიკიძეს 8 წელი მიუსაჯეს.



№1  offline წევრი ნორმი

ვაუუ..ნამდვილად არ აცრიწბ იმედებს საუკეთესო თავი იყო.მალე დადე შემდეგიიი
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი triniti

Agfrtovanebuli var gamixarda es tavi da moutmenlad veli shemdegs.cota gansxvavebuli istoria chans da aba imedia aseve gansxvavebulad daasruleb da ar gaabanalureb

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

საინტერესო ისტორიაა მაგრამ ძალიან სწრაფად და მშრალად,უემოციოდ განვითარდა მოვლენები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent