გიჟური სიყვარული -7-
დილით მალევე მივედი სამსახურში. ნინო კი აქეთ-იქით გაურკვევლად დადიოდა. მობილურზე საუბრობდა და განერვიულებული ლაპარაკობდა. უეცრად სავარძელზე დაჯდა და ერთ წერტილს დააშტერდა. მე კი შემეშინდა და მასთან მივვარდი. -ხომ კარგად ხარ?. -ლუკაა.- ამბობს ნაწყვეტ-ნაწყვეტ. -რა ლუკა?- ვკითხე გაკვირვებულმა. -ავარიაში მოყვა.- ამ სიტყვების გაგონებაზე კი, თითქოს თავზარი დამეცა. უგონოდ ჩავესვენე სავარძელში და დამწუხრებულ ნინოს გამალებით დავაკვირდი. -ლუკა?? ლუკა როგორა? -მანქანა დაიწვა. არაფერი ვიცი.-ამბობს ტირილით და მეხუტება. -ნანამ რომ გაიგოს ალბად მოკვდება.-ამატებს ქვითინით. ჯერაც კიდევ გაოცებული გონს ვერ მოვდიოდი. თვალები მთლიანად ცრემლებით ამევსო. ვტიროდი.. ვტიროდი სულმოუთქმენლად. ეს ამბავი კი გულს მღრღნიდა. მივტიროდი ადამიანს რომელიც, წამიერად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, ახლა კი წამიერად უწევს ჩემი დატოვება. მაგრამ ცხოვრება ხომ ისეთი რამეა, რასაც გენიოსი ადამიანის გამონაგონიც კი, ვერ მართავს მას. •*•*• უკვე დიდი დრო გავიდა. მაგრამ ლუკაზე არაფერი გვსმენია. ყველანაირი იმედი ამომწურვოდა. ნინო კი უგონოდ იყო. “მეტის გაძლება აღარ შემიძლია”, გავიფიქრე გონებაში და ოთახიდან გავედი. გარეთ გასულმა, ცივი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და არე-მარეს დავაკვირდი. უეცრად კარი გავაღე სახლში შევედი. კიბეები ავირბინე და ლუკას ოთახში გამოვიკეტე. "აი სწორედ აქ ყოფნა მინდოდა", ვამბობ ხმამაღლა და ცრემლები მსკდება თვალებიდან. ვიხსნებდი თითოეულ წუთს რომელიც, მასთან მაკავშირებდა. იმ წუთს როდესაც მასთან ვკამათობდი. ყველაფერი ცუდი მასთან დაკავშირებული, თბილად მახსენდება. ოთახში სარკისკენ წავედი და ჩემს თავს დავაკვირდი. თავალები დაწითლებული, რომლიდანაც გაუჩერებლად ჩამომდიოდა წვეთები. მე ვტიროდი ლუკას არყოფნის გამო. "მაგრამ ისიც კი არ ვიცი, ლუკას სად არის, ან გადარჩა ან იქნებ მოკვდა", ვფიქრობ და უფრო მეტად ვუმატებ ჩემს თავს ტკივილს. უეცრად კი საწოლზე დადებული მისი პიჯაკი შევნიშნე. ავიღე და გულში ისე ჩავიხუტე, თითქოს და მეგონა ლუკას ვეხუტებოდი. პიჯაკს მისი სურნელი ასდიოდა. ის სურნელი რომელიც, ასე ძალიან მომწონდა, რომელიც მაგიჟებდა და გონებას მაკარგვინებდა. მალევე კი მის საწოლზე ჩამოვჯექი და მის ბალიშს მივეხუტე. ბალიშზე მიხუტებულს ისე ჩამეძინა ვერც კი გავიგე. •*•*• ღამით კი ნინოს ხმამ გამაღვიძა. უეცრად კი გავიფიქრე " ალბად ისევ ლუკაზე მოთქვამს". და მეც ტირილს ვუმატე. ისევ ბალიშზე დავდე თავი და მთელი ძალით ავქვითინდი. უეცრად კი კარების ხმა გავიგონე. გაღება უნდოდათ მაგრამ, შიგნიდან გადაკეტილი მქონდა . " ალბად მათე არის", გავიფიქრე და კარებისკენ წავედი. საკეტი გადავატრიალე და კარები გავაღე. კართან მდგომმა კი ჩაახველა. მე კი არ მინდოდა ასე ვინმეს დავენახე. ზურგი ვაქციე და თვალების სრესვას შევუდექი. -ლუკაზე არაფერი ისმის?- ვეკითხები და ცრემლები ისევ იკვალავენ გზას. უეცრად კი თვალებში შავმა ბინდმა გადაიარა, სხეულში ძალა გამომელია და უკან გადავექანე. რომ არა უკან მდგომი, რომელმაც ხელში ამიყვანა, საწოლზე დამაწვინა და წყალი მომაწოდა. მე კი თვალებს ვერ ვახელდი, ხელებში ძალა გამომლეოდა და უგონოდ მივესვენე საწოლზე. •*•*• დილით კი მზის სხივებმა მომჭრა თვალი. ლუკას საწოლიდან წამოვდექი და ოთახს მოვავლე თვალი. ისევ გონებაში ლუკა ამომიტივტივდა. რისგანაც ლოყებზე სისველე ვიგრძენი და ტირილს ვუმატე. კარები გავაღე და ქვემოთ ჩავედი. ნინოს ვეძებდი მაგრამ ვერ ვნახე. -ნინო.-ვუძახი ტირილ-ტირილით, მაგრამ ხმა არავინ გამცა. -ლუკაა -ამოვიქვითინე და სავარძელში ჩავესვენე. ხელები სახეზე მივიტანე და მასში ჩავრგე თავი. -ბატონო ლუკა.- უეცრად კი ნაცნობი ხმა ჩამესმა. თავი ავწიე და ჩემს წინ მდგომ ლუკას გაკვირვებული დავაჩერდი. ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, იბრალოდ მას დავჩერებოდი. უეცრად სახეზე ღიმილმა გადამირბინა, მისკენ გავიქეცი და მთელი ძალით მივეკარი სხეულზე. ხელები მაგრად მოვხვიე და მისი მონატრებული სურნელი ხარბად ჩავისუნთქე. ისევ ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა თვალებიდა. ალბად ეს სიხარულის ცრემლები იყო. უეცრად კი მის ნათქვამ სიტყვებზე გავამახვილე ყურადღება. "ბატონო ლუკა", ჯერ კიდევ არ დაუთმია თავისი სიამაყე, გავიფიქრე და წარბები შევკარი. ცრემლები მოვიწმინდე და მისი მკლავებიდან ხელები ჩამოვაცურე. -მოიცა, მოიცა! შენ რა თქვი?!- გამწარებული ვეკითხები ჩემს წინ მდგომ, არაფრის მთქმელ ლუკას. - და რა ვთქვი?- მეკითხება ირონიულად და ლოყაზე ხელით მეფერება. მე კი მას უკან ვხევ და ვცდილობ გულგრილად ვესაუბრო. -ბატონო ლუკა არა?!- ვუთხარი ლუკას. მან კი მკლავებით მისკენ დამქაჩა და თბილად მიმიხუტა. -არასდროს შეიცვლები ესაძევ?.- ვეკითხები და მეც ვეხუტები მონატრებულს. -არასდროს ლომიავ.- მეუბნება და უფრო მიხუტებს მისკენ. მე კი მასზე მიკრულს დრო როგორ გავიდა, ვერც კი შევამჩნიე. იმდენად თბილი იყო ლუკა, არ მინდოდა მისი მკლავებიდან მოვცილებულიყავი. მალევე კი ჩემი სახე ხელბში მოიქცია და დიდხანს, წარბ შეუხრელად მიყურა. -ნენე თავალები რა დღეში გაქვს?! -მალე გადამივლის.- ვეუბნები და ვცდილობ თვალებში არ ვუყურო, რადგან ვიცი რომ აზროვნება გამიჭირდება მისი ყინულის თვალების დანახვისას. -ჩემზე რატომ ინერვიულე? -ეგ რა კითხვაა ლუკა?-ვეკითხები და მომენტალურად ყელში დიდი ბურთი მეჩხირება. ნუთუ ვერ ხვდება ვერაფერს, ვფიქრობ და ვცდილობ ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენას. -ნენე გიყვარვარ?-მეკითხება სერიოზული სახით და ჩემს პასუხს ელოდება. ამ სიტყვების გაგონებაზე კი, პასუხი უკვემომზადებული მქონდა მაგრამ, არვიცოდი ლუკას გრძნობების შესახებ, არვიცოდი მას ვუყვარდი თუ არა, ან თუნდაც გრძნობდა რაიმეს ჩემს მიმართ?. არ მინდოდა სიმართლე ცოდნოდა და ჩემს გრძნობებზე ეთამაშა. -არა! არ მიყვარხარ!-ვუთხარი და მის სახეს დავაკვირდი, რომელიც წამიერად შეეცვალა. ჩემს მიმართ მზერა გაუცივდა. ხელით გვერდზე მკრა და სახლიდან გავიდა. •*•*• არა ნენე არ დაიწყო ახლა არა! ვამხნევებ თავს მაგრამ, ცრემლები თავისით მსკდება თვალებიდან. ლუკას არ ვუყვარვარ. ეს მან დაამტკიცა. მისთვის არაფერს ვნიშნავ. არც ვაინტერესებ.. მაგრამ ნენე რას მოელოდი, ვიღაც მოსამსახურეს ასე ახლოს მიგიშვებდა გულთან?!.. ალბად კი რომ მეთქვა, უფრო შორს გაიქცეოდა ჩემგან. მე კი მის გამო ცუდად ვიყავი, რატომ?? ეს ჩემს თავს რატო ხდება?. ვქვითინებ და ცრემლებიც აღარ მომდის. უკვე ტირილის თავი არ მქონდა. კარებისკენ ავიღე გეზი, როდესაც თავში რაღაც დატრიალდა და უგონოდ მოწყვეტით დავეცი ძირს. •*•*• როდესაც თაველები გავახილე, ჩემს ოთახში ვიყავი. წინ კი ნიკა, ქეთი და ლილე იდგნენ. თავის წამოწევა ვცადე მაგრამ ტყუილად. არანაირი ძალა აღარ შემრჩენოდა. -გოგო კარგად ხარ?-მეკითხება ნიკა და საწოლზე ჯდება. -გთხოვთ მარტო დამტოვეთ!-ვეუბნები ნაწყვეტ-ნაწყვეტ. -ნენე კარგად ხარ? გვითხარი რამე.-ჩაერთო ქეთიც. -კარგი თქვენ გადით, მე დავრჩები ნენესთან.-ამბობს ლილე და გვერდით მიჯდება. ნიკამ კი შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. -ნენე გიცდი!. -ლუკა წავიდა. -სად? ან სულ ეგ არის?-მეკითხება გაკვირვებული. მეტი გზა უკვე აღარ დამრჩენოდა. ამიტომ შეძლებოს და გვარად ყველაფერი მოვუყევი. ლილემ კი დამთავრების თანავე დაიწყო ჩემი განკიცხვა. -ნენე ახლა რაც ხდება, ყველაფერი შენი ბრალი რომ არის ხვდები? -ლილე რას მელაპარაკები ხვდები?, რა არის ჩემი ბრალი? გულთან ასე ახლოს რომ მივუშვი არა? -არაა, შენ მას მოატყუე, უთხარი რომ არ გიყვარს!. -რომ მეთქვა კი მერე? მერე რა შეიცვლებოდა?. -იქნებ მასაც უყვარხარ? გიფიქრია ამდენი ხნის განმავლობაში ასე თბილად რომ გექცეოდა?! -ლილე ვიცი მას არ ვუყვარ! ვერც შემიყვარებს მოსამსახურეს. -ნენე ბოლოჯერ გეუბნები, დაფიქრდი ყველაფერზე! გაიაზრე რასაც აკეთებ! ან იქნებ და მის გრძნობებზე შენ თამაშობ, ან საერთოდ რა გინდა ხვდები?!, კარგი ახლა დაიძინე და ხვალ წადი, იქნებ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალოს.-მეუბნება ლილე, ლოყაზე მკოცნის და ოთახიდან გადის. •*•*• "აი ნენე კვლავ შენ თავთან მარტო დარჩი. შენივე ამაყი სამყაროს გამო. შენივე სიბრალულის გამო. და ახლა რა ვუთხრა, მოგატყუე და სინამდვილეში კი მიყვარხარ?! არა მოსაკლავი ხარ ნენე! ერთ დღესაც ყველა მიგატოვებს, რა თქმა უნდა შენივე დაუფიქრებლობის გამო. მარტო დარჩები". ამდენი ფიქრისგან კი თავი ორად გაიყო. ალბად დაძინების გარდა სხვა არაფერი მიშველის, გავიფიქრე და ძალა გამოცლილმა თვალები მივლულე. •*•*• დილით კი პირელად ცხოვრებაში, ადრიანად გამეღვიძა. "ნენე მიდი წადი, გაიგე უყვარხარ თუ არა. მიდი ექსპერიმენტები ჩაატარე." ვფიქრობ და მომზადებას ვიწყებ. სამსახურშიც ადრიანად მივედი, კარგი 2 წუთით ადრე. მე ხომ ნენე ლომია ვარ, გოგო რომელიც მნიშვნელოვან შეხვედრებზეც იგვიანებს. მაგრამ დღეს სხვა დღე გათებდა ჩემს ცხოვრებაში. სახლში შევაბიჯე და თვალების ცეცებ დავიწყე, მაგრამ როგორც ჩანს ლუკას ეძინა. პირდაპირ სამზარეულოში შევაჭერი ნინოსთან. ნინო სულ ერთნაირ ფორმაში მხვდებოდა. სულ უგემრიელეს საჭმელს ამზადებდა. -აბა დღეს რა გვაქვს?-ვეკითხები ნინოს და საჭმლებს ვათვარიელებ. -დღეს განსაკუთხებული კერძები მოვამზადე.-მეუბნება გახარებული და ჩემს წინ ჯდება. -რაიმე ხდება დღეს?-ვეკითხები ინტერესით. -ლუკამ დღეს მისი შეყვარებული უნდა გაგვაცნოს.-ამთავრებს და ვხვდები რომ სახეზე მთლიანად წამოვწითლდი. სხეულში ერთიანად ლავამ გამიარა და მთლიანად წამომახურა. გული ალაბად გულის ადგილას არ იყო, ერთიანად მოწყდა ადგილს და სადღაც გადაიკარგა. -რა.. რა, რა თქვით?-ვეუბნები ბლუყუნით, მაგრამ ამავე დროულად მინდოდა ნინოსთან არაფერი შემემჩნია. -ხო, ხო! გუშინ სასტუმროში ერთად დარჩნენ, ალბად მალე მოვლიან.-ამბობს მთელი ბედნიერებით. მე კი ადგილზე გაქვავებული აზრებს თავსაც ვერ ვუყრი. "ნენე ალბად პირველად მოხდა ისე რომ, შეცდომა არ დაუშვი და ლუკა მოატყუე, თურმე ტყუილიც საჭირო ყოფილა ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში გამომადგა. ჰმჰ! ბიჭს სხვა ყვარებია სხვა!" ვფიქრობ და თავს ვიტანჯავ მასზე ფიქრით. ვფიქრობ იმაზე, ვიზეც მის ცხოვრებაში სრულიად უმნიშვნელო ვარ. აბა აიმეც მოვედი❤️❤️აწი სისტემატიურად დავდებ:))აწი იწყება ისტორიაში ყველანაირი სიგიჟეები ამიტომ მზად იაყვით;)):$) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.