შიში პატივისცემა და სიყვარუილი {16} დასასრული
16. დასასრული რესტორანი ისევ ბევრი სტუმრით იყო დატვირთული, მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი იწონებდა თავს, ვისაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა, დადიანების ოჯახთან. ფოტოების გადაღება არ წყდებოდა იმდენად ლამაზად მორთული იყო ირგვლივ ყველაფერი, მაგრამ არა ზედმეტი.. არსად ჩანდა წყვილი, რომლის სილამაზეზე არ წყდებოდა საუბარი, დროის გასვლის მიუხედავად. ნიკას ის აკვირვებდა დედამისი, რომ ასე მშვიდად იყო და ბედნიერი იღიმოდა. იმის მიუხედავად, რომ თორნიკე და ტასო არ ჩანდნენ. -ნატალია რამე ჩაიფიქრე? -შენ რა გაინტერესებს ნიკა? -თორნიკე არ ჩანს და მიკვირს ასე მშვიდად შენი ყოფნა. -ბედნიერი ვარ ნიკა და თუ თორნიკეს არ სურს, ნუ მოვა! -აუუუფ რა რძალი მყავს! დედა ნახე! საუბარი შეაწყვეტინა ნიკამ, რადგან დაინახა მანქანიდან გადმოსული ანასტასია, რომელიც თორნიკეს ხელს ეყრდნობოდა და განსხვავებული სიკაშკაშით უმზერდა გვერდით მდგომს, დადიანის ლურიჯი თვალები, აბაშიძეს უმზერდნენ და ამ თვალებს ლამაზი ღიმილიც, არ შორდებოდა. მანქანის მეორე კარი თომამ გააღო და ნიცა გადმოვიდა, მისი სისადავით, აღფრთოვანებული იყო თომა, მაკიაჟი არ ჰქონდა, იყო ბუნებრივი და ლამაზი, დამახასიათებელი სილაღე ალამაზებდა პატარა აბაშიძეს. -ნიცა, თუ გინდა „ხელკავით“ შევიდეთ ჩვენც. გვერდით მდგომმა თომამ შესთავაზა ნიცას ღიმილით, რომელიც თომას ანთებული თვალებით კმაყოფილი იყო, წარბი აუწია და უჩვეულო სიდინჯით უპასუხა: -თომა, შენ თუ გინდა „ხელკავით ვიაროთ“ უნდა თქვა, უნდა დაიმსახური და მე არ დამამადლო! გვერდი აუარა გასვიანს და ბედნიერი სახით მდგომ ნიკოლოზს მოეხვია: -ჩემი გოგო მოსულა! -ვიმხობთ ყველაფერს თუ, უჟმურების დღეობას ვეგუებით? -წამო წამო გავხურდეთ, დაიგვიანე ისედაც! -აი რატომ მიყვარხარ! ლოყაზე აკოცა და ინტერესით გაჯერებულ ხალხის მზერას ჩაუარა. თავის იჯახის წევრებს შეუერთდა და ძმას კისერზე დაალაგა თხელი მტევნები: -რომ იცოდე რა ბედნიერი და ლამაზი დღეა. -ვიცი ნიცუ. შუბლზე აკოცა და ამოიოხრა. დასასრულის მოლოდინში დაღლილმა. -ნიკუშ რაღაცას გეტყვი და სურვილს ხომ შემისრულებ? -რა სურვილს? -მამა დაიყოლიე და თეატრალურზე ჩაბარების უფლება მომცეს. -ასეთი რა უნდა მითხრა, რომ დავითის გაბრაზება ღირდეს?. .-თორნიკე და ანა შევარიგე! -კი აბა..... რა? -აჰაა. -როგორ? -ცოლი რომ გეყოლება გასწავლი, არა იმას ვასწავლი! -გაფუჭებული ბავშვი ხარ! -შენც! კისკისებდა ნიცა და თომა შორიახლოს მდგომი თვალს ვერ აშორებდა. -ფერია ხარ და მენანები ჩემი ცხოვრებისთვის.. ამოიოხრა და აივანზე გავიდა სადაც ფიქრებს მისცა თავი, რომელიც გამუდმებით სტანჯავდა.. -სიყვარული ხშირად ხსნაა თომა. მეგობარს გვერდით დაუდგა თორნიკე, მას ლაშაც შეუერთდათ. -ბედნიერი ხარ? ცრემლში მოტივტივე შავი თვალებით შეხედა დადიანს. -ყველაფერს, რომ ფასი დავუკარგო, რაც ამ ცხოვრებისგან მივიღეთ, ჩვენი განვლილი გზა და ბრძოლა, მხოლოდ მის გამო ღირდა თომა, ამიტომ მიეცი თავს უფლება, გიყვარდეს და უყვარდე. -ბავშვია ჯერ.. -ჭკვიანი ბავშვი! თორნიკე არ თმობდა პოზიციას, იცოდა და მისი დაკვირვებული თვალი ამჩნევდა, რომ ნიცასაც მოსწონდა გასვიანი. ლაშამ მხარზე ხელი დაადო და ღიმილით უთხრა: -სცადეთ მაინც, რომ გაიგო ღირდა თუ არა. სამივე მეგობარი, დუმილით უზიარებდნენ ერთმანეთს, მხარდაჭერას და სიგარეტის ბოლთან ერთად, ფიქრებშიც გაეხვივნენ.. ყველაფერი იდეალური იყო, თორნიკეს და ანასტასიას მაქსიმალისტი ხასიათი, ყოველთვის იქნება ყურადღების ცენტრში და ეს უდაო გახლდათ მედიისთვისაც. ცეკვის დროს წყვილს ფოტოებს უღებდა ყველა, ნატალია და ეკატერინე ჩუმი ცრემლებით, ლოცავდნენ მათ. -დაიღალე? მზრუნველი ტონით ჰკითხა თორნიკემ, კისერზე დაალაგა მკლავები ანამ და ლაღი ღიმილით ახედა ლურჯად მომზირალ თვალებს. -არა. შენ? -ზედმეტი ყურადეღება დამღლელია! ანამ ხმით გაიცინა და თავი უკან გადახარა. -მე, კი მეგონა ფულს იხდიდი, ამ ყურადღებისთვის. -მართლა? სიცილში აჰყვა გოგონას, მან თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. უცებ ეშმაკურად დააწვრილა თვალები ანამ. -თუ დაიღალე გავიპაროთ! -რაა? წარბები შეკრა დადიანმა. -აივანზე გავიდეთ. გადათქვა იდეა და სირცხვილის დასამალად, შუბლი მიადო მხარზე. თორნიკემ მოხვეული ხელით დაქაჩა აბაშიძე, პირველივე სართულის აივნიდან, რესტონის ულამაზეს ეზოში აღმოჩნდნენ. რამდენიმე წუთი იდგნენ ჩუმად, დადიანის მკერდსა და ძლიერ მკლავს შორის მოქცეული გოგონა, თავს დაცულად გრძნობდა, თხელი მკლავები მამაკაცს მოჰხვია წელზე, თავი მკერდზე მიადო, თვალები დაუჭა და ჰაერი ღრმად მოატარა ფილტვებში, რომელიც დადიანის სურნელით მეტად სასიამონო იყო მისთვის. -გინდა წავიდეთ? ნიკაპით თავი ააწევინა, ცერა თითით ეფერებოდა სახეზე, ანა გასწორდა და აღტაცებული თვალებით უთხრა: -გავისეირნოთ რა.. უცებ გაახსენდა იქვე მდგომი დაცვის ბიჭი, მას შეხედა და ცოტა დაბნეულმა გადათქვა: -არა იყოს, სახლში წავიდეთ. -კარგი, წავიდეთ! თორნიკემ ორი ნაბიჯი გადადგა და უკან მიბრუნდა ანას ხელი გაუწოდა. -წამოდი! მორცხვად ხელი შეაგება და უფრო მეტად შერცხვა დაცვის ბიჭის, რომელსაც ხელით ანიშნა ადგილზე დარჩენა მამაკაცმა. -იქნებ არ ღირს. -სად გინდა წავიდეთ? ყურადღება არ მიაქცია, ანას უხერხულობას. -არ ვიცი აქვე. თითები მაგრად მოუჭირა თხელ მტევანს დადიანმა და რესტორნის ეზო დატოვეს. მცირე მანძილი გაიარეს, პატარა პარკის ეზოში გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ, ანას მაღალი ფეხსაცმელების გამო.. -მიყვარს ხმაურიან ქალაქიში, რომ ყველაფერი ჩუმდება. -ხშირად სეირნობდი? -ხშირად დავდიოდი. გაეღიმა და განაგრძო. -სეირნობის, დრო არ მქონდა. -და-ძმასაც არ დაჰყვებოდი კლუბებში? -არა ძალიან ცუდად მოქმედებს, ნიცამ მაიძულა წასვლა და მთელი კვირა მტკიოდა თავი. -შენ გიყვარს, თუ გაიძულებ სეირნობას? ეშმაკური ღიმილით ახედა ანამ. -სეირნობა სახიფათო იყო ჩემთვის. -ყოველთვის? ანას სახე შეეცვალა, ინანა რომ ჰკითხა და საერთოდ წამოსვლა შესთავაზა. -რაც მამა დაიღუპა. სევდიანად წარმოსთქვა და სახე შეცვლილ ანას შეხედა. -მომიყევიბი მასზე? შიში შეეპარა ხმაში, არ გავაბრაზოო, მაგრამ უნდოდა მზერაში დანახული ტკივილის მიზეზი გაეგო.. თორნიკეს კი ტასოს ინტერესი ესიამოვნა, გაუღიმა. -ის კარგი მამა და კარგი კაცი იყო, რომელსაც მამაშენი იცნობდა, თან ძალიან კარგად. -არ ვიცოდი. დაიმორცხვა ანამ და გულშული საკუთარ თავს გაუბრაზდა, იმდენად ჰქონდა უაზრო ფიქრით თავი გამოჭედილი, რომ ეს ამბავი არც კი გაუგია.. -ერთად იბრძოდნენ და მითხრა, რომ მომიყვებოდა მასზე, მაგრამ დრო ვერ გამვნახეთ. -გამოდის მამას ძალიან უყვარდა, თორემ ამას არ გეტყოდა. -არც ქალიშვილს გამატანდა!.. -ალბათ. ანამ გაიღიმა, უკვე ვეღარ წარმოედგინა მის გარეშე და სურვილი გაუჩნდა ეს ეგრძნო თორნიკეს, ამის მისახვედრად თითები ერთმანეთში ახლართა და თავი მხარზე მიადო. შემდეგ უხმოდ ადგა და დადიანმა ისე დაატრიალა გოგონა, რომ მკლავებში მოიქცია, თვალებში უყურებდა. -დაიღალე? -ცოტა. -მე წაგიყვან. -არა იყოს მე... თოკო... -ჩშუ. ხელში აყვანილს, შუბლზე აკოცა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა მთავარ გზაზე. მომავალი ტაქსი გააჩერა და უცხო მისამართი უთხრა. -სად მივდივართ? -სასტუმროში! დღეისთვის საკმარისია ყველაფერი!. -ნატალია გაბრაზდება . -ნატალიამ მოვითხოვ, ანასტასიას სურვილი ყველასთვის მისაღები იყოსო! - და შენ, როგორც დამჯერი შვილი, ასრულებ მოთხოვნას. -ჭკვიანი გოგო ხარ! ცხვირზე თითი დაკრა და მანქანის გაჩერება სთხოვა ტაქსის მძროლს . -დამელოდეთ ახლავე მოვალ. დადიანის დანახვისთანავე ყველა დაფაცურდა. -ბატონო თორნიკე საღამომშვიდობის. -თანხა გადაიხადე ზურა! -ახლავე ბატონო თორნიკე. -სასტუმროს ანგარიშიდან! -გასაგებია. მეოე დღეს ყველგან განიხილავდნენ დადიანის 30 წლის იუბილეს, რომელიც ქორწილის მსგავსად გამორჩეული იყო.. დილით არცერთს არ ახსოვდა ირგვლივ არაფერი, მხოლოდ ორი ადამიანი იწვა ერთმანეთზე ჩახუტებული და თითქოს სადმე გაშვება არ სურდათ.. ტელეფონის ვიბრაციამ თორნიკე გააღვიძა, საწოლიდან ფრთხილად ადგა და აივანზე გასულმა, უპასუხა ტელეფონს. -გისმენ თომა. -სად ხარ ბიჭო, მარტო რატომ დადიხარ და საერთოდ შეხვედრა გაქვს პირველზე. -შეხვედრას შენ და ნიკამ მიხედეთ! საუბარში გართულმა, შიშველ ზურგზე თხელი თითები იგრძნო და მალევე მხარზე სველი კოცნაც მოაყოლა ანასტასიამ, გვერდიდან დაუდგა და მკერდზე მიადო თავი, თან თომას საუბარი ესმოდა. -სამზე რომ იტალილლბთან უნდა იყო, ხომ იცი? ყველა თუ არ იქნება არ შედგება.. -მოვა თომა, სამზე იქ იქნება -კარგი. მორიდებულმა გათიშა ტელეფონი. დადიანმა კი წარბები შეკარა და ისე დახედა მასზე მიხუტებულ გოგოს. -ასე ნუ მიყურებ, ამ შეხვედრებით გაქვს მილიონები და მას უნდა მოუფრთხილდე! -შენ ნატალიას ემსგავსები თუ მეჩვენება!? -რამე საწინააღმდეგო გაქვს? -ჯერ არა! -მაშინ დროს ნუ ვკარგავთ მოვემზადოთ. ხელი ჩაკიდა და დაქაჩა ოთახისკენ მამაკაცი. ოთახში შესული დადიანი, ჩერდება და მოკლე ხალათში მყოფს ათვალიერებს. გრძელ ფეხებს ისეთი მზერით უყურებს, რომ ანასტასიას მთელი ტანი ეჭიმება. შემდეგ ერთმანაეთის მზერაში იძირებიან ისე, რომ მხოლოდ თორნიკეს ვნებიანი სიტყვები ისმის. -მომზადებას მერეც მოვასწრებთ! ვერცერთი იაზრებს ქმედებას, ისე სწრაფად აიყვანა გოგონა ხელში და წელზე მოხვეულ ფეხებს, გრძელი თითებით ეფერებოდა, კოცნაში გართულები მალევე საწოლზე აღმოჩნდნენ და ერთმანეთის სიყვარულს იზიარებდნენ.. ნინო ჩიჩუა დადიანების ბედნიერებით გაბრაზებული ოთახში მიმოდიოდა, ახალ ამბებს სასამართლო უწყება მიჰყვა და მანაც ყველასთვის მოულოდნელად ბრძანებები გასცა: -სერგი, სასწრაფოდ გაზავნე ეს კონვერტი და დარწმუნდი, რომ მისამართზე დროულად მივა! გზსვნილი კი დათა რაზმაძესთან იყო, სებას ფოტო წარწერით: "სასამართლოზე არ გამოცხადდე და მტკიცებულებრბი გაანადგურე, ყველა რაზეც ხელი მიგიწვდება!" საჩივარი დათას დაწერკლი იყო, მტკიცებულებებიც მისი მოპოვებული, შალვასგან მირებული, ამიტომაც იერიში სებაზე მიიტანეს, მაგრამ პრობლემას ისიც წარმოადგენდა, რომ სკოლის ეზოში გადაღებილ ფოტოზე უმცროსი ნატალია დადიანი სებასთან ერთად იდგა და იღიმოდნენ.. -ამის დედაც. მიპასუხე სება! დას რომ ვერ დაუკავშირდა, ნიკასთან დარეკა. -ნიკა სად ხარ? -რა ხდება დათა? -სკოლაში მივდივარ და შენც იქ მოდი სწრაფად! -რა მოხდა? განერვიულებულ დათას ხმაზე დადიანიც აღელდა. -იმედია ჯერ არაფერი! დედა...ი. გამოგიგზაბნი რაც ახლა მივიღე. -კარგი. მეც გამოვედი. ნიკამ გზავნილის ნახვის შემდეგ ნატაშკას დაურეკა და დირექტორთან ასვლა სთხოვა სებასთან ერთად. მანაც უსიტყვოდ შეასრულა მითითება და სკოლაში შეშლილი სახით მისულ ბიჭებს გაოცებულები უყურებდნენ. -დათა რა მოხდა? -ძიკო არაფერი დამიშავებია მე. -ვიცი ჩემო ლამაზო, ცოტა პრობლემა გვაქვს და დაჩაზე უნდა ახვიდეთ! ორივე. -მე რატომ? დაიბნა სება. -არავის არ ეკონტაქტებით და თუ აუცილებელია მხოლოდ ტელეფონით! გაოცებული და შეშინებული სება ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს, მაგრამ მათაც არ ჰქონდათ პასუხები. ამიტომ ყველანი ჩაერია და დავცვა გააძლიერეს, თუმცა იყო მეორე მხარე მტკიცებულებების, რომელიც დაჩიმ დადიანს მისცა. ამიტომ მხოლოდ დათას საჩივრით და ფაქტებით არ წყდებოდა ბედი.. სასამართლო პროცესი ისე გაიმართა, რომ საბოლოოგანაჩენამდე გამოუშვეს დაჩი ნადირაძე და ხელის მოწერისთვის გამზადებული მარი ისე მიიყვანეს ტაძარში, რომ ტაძრის ეზოში მისული ატირდა: -ნიკა აქ რატომ ვართ? -იმიტომ რომ შრმიყვარდი და მინდა ჯვარიც დავიწეროთ! -ნიკა მე... ტირილს უმატა, მაგრამ მაინც არაფერს ამბობდა. -გოგო არ გადამრიო, ოდნავადაც არ გიყვარვარ? -მე მხოლოდ მეგობრულად... -ვაიმე რატომ მიტანჯავ ამ ბავშვს გოგო? ხომ შეგიძლია მითხრა ვინც გიყვარს, რა მოხდებოდა? არაფერი, მაგრამ შენ ისევ არაფერს ამბობ, ზოგჯერ მინდა გაგიბრაზდე, მაგრამ ამას ვერ ვიმეტებ!.. მუცელზე მოეფერა. -რა უნდა ვთქვა? გაოცებულმა ცრემლები მოიწმინდა და დადიანის ეშმაკები თვალებში შეამჩნია.. გაეღიმა და გაიხარა, რომ ის მხოლოდ ხუმრობდა. ნიკას ცელქობას იაზრებდა ჯერ კიდევ, უკნიდან დაჩიმ თვალებზე ხელი ააფარა და ყურთან უჩურჩულა. -არც ჩემთან დაიწერ ჯვარს? -დაა..ჩი?. მისკენ შებრუნდა და თვალებში გამკრთალი სიხარული დადიანმაც და ნადირეძმას შეამჩნია, დარწმუნდა მარის გრძნობაც აქვს და ეს ყველაზე მეტად აბედნიერებდა დაჩის. -ცოლად გამომყვები? მისი სახე დაიჭირა ორივე ხელით. მარიმ მორცხვადდაუქნია თავი თანხმობის ნიშნად და გახედა დადიანს, მის ღიმილს კი გულში დაემუქრა კიდეც.. -კარგი მაშინ შევიდეთ მოძღვარი გელოდებათ! დაწინაურდა ნიკოლოზი, ცერემონიისა და ხელმოწერის შემდეგ სუფრიდან სვანეთში წავიდნენ დაჩის დედისეულ სოფელში, რადგან იქ ყველაფერი ისე იყო რომ მშვიდად შეეძლოთ ყოფილიყვნენ სანამ სასამართლო დასრულდებოდა.. დათა რაზმაძე მოწმედ განაჩენის გამოტანამდე კიდევ ერთზელ უნდა დაეკითხათ ამიტომ სერგიმ დაავალა თავის ბიჭებს, რომ დათა უნდა მოეშორებინათ, ბედად კი მანქანა რომლის სადენებიც გადაჭრეს იმ დღეს არ გამოიყენა დათამ და მოწმის სტატუსით გამოცხადება არ გასჭირვებია, მაგრამ მაშინ გამოიყენა საკუთარი მანქნა, როცა ყველაფერი დასრულდა და განაჩენი ისეთი გამოიტანეს, რომ უშუალოდ ნინო ჩიხუას დაპატიმრებაც კი მოითხივა სასამართლომ რასაც მითქმა -მოთქმა მოჰყვა, ისიც კი ითქვა ნატალია დადიანის ხელი ურევიაო, მართალიც იყო, რადგან ნატალიას შვილების საფრთხის შექმნა, ომის დაწყებას უდრიდა ყველასთვის, უკვე წაგებული ომის.. ნიკას ტრლეფონზე შესული ზარით გაირკვა, რომ დადიანების დაჩაზე მიმავალი დათა მანქანით იმ ადგილას დაიღუპა სადაც ალექსანდრე დადიანის მკვლელობა მოხდა.. სასწრაფომ კლინიკაში მისი მიყვანა კი მოახერხა, მაგრამ გადარჩენაზე არავინ საუბრობდა. ნიკოლოზი მის პალატაში შეიყვანეს რადგან მოითხოვა. ისეთ მდგომარეობაში იყო სახეზე, რომ დადიანს გუილი და სხეული გაუჩერდა ვერ იძვროდა, მისმა ხმამ მოიყვანა გონს. -ნიკა მოდი.. -დათა ნუ გეშინია გამოძვრები. ნიკა ცდილობდა დამაჯერებელი ყოფილიყო რაზმაძეს გაეღიმა და განაგრძო. -ერთადერთი ვისზეც გული მწყდება სებაა. გთხოვ მას მიხედე და არ მისცე საშუალება ბოლომდე გატყდეს, მან ბევრი გადაიტანა და ახლა მარტო რჩება, დიანა და დავუთი არაფერს მოაკლებენ, მაგრამ ის არავის შეაწუხებს, შენ მიმიხედე გთხოვ... აპარატის გამაყრუებელმა ხმამ ყველაფერი გაუყინა ნიკას, ექიმების მოთხოვნით ოთახი დატოვა და დერეფანში მომავალი გოგონა, რომელიც იმედის თვალებით უმზედა კარებთან მდგომს გონებას ისე კარგავს ვერაფერს ეკითხება. -სება, სება.. ვინმეს დაუძახეთ! იქვე მყოფი ანა და ნიცაც გონზე მოსულს ამაშვიდებდნენ, მაგრამ თვითონაც დამშვიდება სჭირდებოდათ ახალი ამბის გამო, სებამ ხმის ამოღება ვერ შეძლო, მთელი დაკრძალვისა და პროცესიის მანძილზე ხმა არ ამოუღია, გაუშტერდებოდა თვალი და იჯდა მხოლოდ ხორცით, სულით კი დაფრინავდა... ნიკოლოზ დადიანის გულში კი ნელ-ნელა ღვივდებოდა ცეცხლი, რომელიც სებამ გამოჩენის დღიდან დაანთო და ეს ისე შეუმჩნევლად მოხდა, რომ მაშინ იაზრებდა ნიკა და ხვდებოდა ეს მარტივი არ იქნებოდა. -სება, ადექი უნდა დაწვე! მხრებზე ხელი მოჰხვია გოგონას, რომელიც ჯერ კიდევ პატარა იყო და მისი სიყვარული ისე უნდა ჩაეკლა გულში, რომ არ დაეფრთხო ის და თუ ოდესმე ამ სიყვარულის უფლებას მოიპოვებდა ნიკა, მას მთელი ცხოვრება ბედნიერი და ლამაზი ექნებოდა, ნიკოლოზ დადიანს ისე იპყრობდა სება რაზმაძის თვალები, რომ სურდა მთელი ცხოვრება მისთვის ეცქირა, მისთვის ეცხოვრა .. შეკვეთილი მკვლელობის ჩამდენის ძებნა, დიდი ხანი არ დასჭირვებიათ, მაგრამ სერგის სანამ საკადრის პასუხს გასემდნენ მან მოასწრო ემოქმედა და პრობლემები შეექმნა დადიანებისთვის ისე, რომ ციხიდან გამოსული ნადირაძე ომს აპირებდა და ეს მუქარებით დაიწყო მან. ამის მიზეზი უმცროსი ჩიჩუა იყო, ის ციხეში წავიდა და რეზი ბრეგვაძესთან შეხვედრა მოითხოვა.. -როგორ ხარ? -უკეთესად მინდა! -რა გინდა? -ცალკე ოთახი და ბევრი ფული. -ხვალ იქნება. -სანაცვლოდ?.. -დადიანების საბოლოოდ მოშორება. -მერე რას უცდი გადადი იერიშზე. -არ გამოვა! ბევრი სისხლი დაიღვრება და არ მაწყობს. -მაშინ ნოდარ ნადირაძეს მიუგდე ინფორმაცია ისეთი, რომ ესენი ახსნა განმარტების გარეშე მოკლას! ასეც მოიქცა სერგი ჩიჩუა და არ გამოჩენილი ძმიშვილი აფიქრებინენდა ნოდარს, რომ მართლაც უნდა ეძია შური მათზე, მაგრამ როცა ციხიდან გამოვიდოდა!.. დათას გარდაცვალების შემდეგ ნიკამ, სება და ბებიამისი თავისთან მიიყვანა. ნატალია და ეკატერინე ისე თბილად ექცეოდნენ გოგონას, რომ მდგომარეობიდან გამოსვლა დაიწყო, ნატაშკა თავისი პატარა დით იქ რჩებოდა და ეს ახალისებდა ხოლმე.. მათი გადასახადებისა და ვალდებულებების გადახედვა, რომ დაიწყო ნიკამ გაოგნებული დარჩა. -თემო რა გამოდის, რომ მთელ ხელფასს, რასაც ვუხდიდით, სებას სწავლაში იხდიდა ტიპი? გაოცებულმა შეხედა თემოს და ანას, რომელებიც სამკვიდროს გახსნამდე დათას მიერ აღებულ ვალდებულებებს ეცნობოდნენ.. -ასე გამოდის. -ის სკოლა უნდა ვიყიდო და კარგი მოსწავლეები უფასოდ ისწავლიან!. ჩაფიქრებულმა წარმოთქვა უმცროსმა დადიანმა. -კარგი აზრია ნიკა, თან სება არ დაითრგუნება. გადასახადის არ ქონის გამო. ანასტასიას ისე მოეწონა აზრი, რომ მოლაპარაკებაზე წასვლის სურვილიც კი გამოთქვა.. ნიცას ბოლო ზარისთვის და გამოცდებისთვის დატვირთული დღეები დაეხმარა, რომ დათას ტრაგედია ცოტახნით დაევიწყებინა, მაგრამ მინც სწყდებოდა ნიცას გული, თითქოს ცოტა გაიზარდა და სევდა შეპარული ნიცა გახდა, ამიტომ წამიერი დავიწყების და შვების პოვნის გამო, ნიცა თავს იტვირტავდა ვარჯიშებით ისე, რომ ყველას ენატრებოდა, განსაკუთრებით კი თომასთვის აღმოჩნდა რთული მისი ანცი გოგოს ერთბაშად გაქრობა. ეს არც პატრა აბშიძისთვის იყო მარტივი და თავის ნათესავ ჯინაზე ისე იყო გაბრაზებული, ახლოს რომ ჰყოლოდა დაარტყამდა. -ჯინა ქალო, ჩემზე ექსპერიმენტებს როდის შეწყვეტ? -იცი რომელი საათია? არანაკლები ინტონაციით უპასხა გოგონამ, რომელიც ნიცას ისე ჰგავდა, რომ არა ერთი წელი სხვაობა იფიქრებდი, ტყუპები არიანო, ხასიათიც კი იდენტური ჰქონდათ. -იცი როგორ ცუდად ვარ? სამი კვირა არ მინახავს, ანაც კი არ მინახავს, იმის შიშით, რომ მას არ შევხვდე. ეს შენი გეგმა არ ამართლებს რა! სყვარული კი არა, რომ მოვწონდე ერთხელ მაინც ხომ მნხავდა? -არ გამოჩნდე რაღა დარჩა! ბოლო ზარზე მოვა და იქაც არ შეიმჩნიო! თვითონ უნდა გატყდეს ჯერ! -ამ გატეხვის უშედეგო მცდელობში გავიდა ერთი წელი და გავთავდი ქალი! მე კი მისი ცუნამით მოკვლას ვაპირებდი. -მაგ ცუნამით დააფრთხობ მეთქი, იფიქრებს რომ ბავშვი ხარ ისევ და ჯერ კიდევ ვერ გაგირკვევია რა გინდა! -ვაი ჯინა ბოლქვაძე შენ რომ იცანცარო შენს არარსებულ და მომავალ "ლოვესთან" ისე არ მოიქცევი როგორც მე მაიძულებ დაგაშორებ ჩემი ტანჯვისთვის! -მორჩი გოდებს? -არა! -მაშინ განაგრძე! -უგულო ქალო, მენატრებათქო -კრგი დაურეკე. -რა? მართლა დავრეკო? -მიდი დაურეკე და თუ კმაყოფილი იქნები საუბრით მეც დამორეკე. -კარგი. ტლფონი გათიშა და ნომერი მოძებნა, მაგრამ გაჩერდა და დაფიქრდა. -სადაც ამდენი ვიწვალე ცოტაც რაა. ისევ ჯინას დაურეკა. -გადაიფიქრე? -კიი!!!!. ხვალ ბოლო გამოცდას ჩავაბარებ სკოლაში და ზეგ ბოლოზარზე ვნახვ ხომ? -მოვა! -მისთვის არ მითქვამს. -ანას ათქმევინე! -კარგი. შენ ხომ ჩამოხვალ? -ვერა. ფეხი მოვიტეხე და თაბშირში მაქვს. ჯულხა და მამა ჩამოვლენ. -გკოცნი და თუ გადავურჩი გამოცდებ, წასვლამდე ჩამოვალ. -თუ არ ჩამოხვალ მე მოვდივარ ერთ წელიწადში და მერე გამიძელით. -ამათ გავვიძლონ რა. აკისკისდა ორივე და შემდეგ ცოტა დამშვიდებული ნიცა საწოლში შეძვრა. მართლაც იდეალურად იყო ყველაფერი. სკოლამ აღიარა დამამთავრებელის ბ კლასი, რომლებსაც საუკეთესო ნომრები ჰქონდთ და ტყუპები, ნიცა და სალო ბედნიერებისგან მეტად ბრწყინავდნენ. ამ ყველაფრისთვის მზადებამ გიგაურის გული ცოტა გაალღი და სალოსთან ისეთი კატეგორიული აღარ იყო, როგორიც ანას ქორწილზე.. ნიცას მონატრებული და-ძმის შემდეგ ნიკა და თორნიკე ულოცადა სკოლის დამთავრებას, არ გაოჩენილი გასვიანი კი აბშიძეს გულს სტკენდა. შორი ახლოს მყოფი ნიცას არ ენახებოდა და ამით ვერ იაზრებდა როგორ სტკენდა მას, მაგრამ გასვიანის მოთმინება მაშინ დასრულდა, როცა ჯულხამ ჩქარი ნაბიჯით დაფარა მანძილი ნიცასკენ მიმავლი და გახარებული გოგონას სხეული ჩახუტებულმა ატრიალა.. გაიყინა ადგილზე გასვიანი, სიბრაზემ საკუთარ თავზე განაჩენი გამოუტანა "ღირსი ხარ" ეძახა სულ და ვერც კი გაიაზრა, როგორ მივიდა მოკისკისე გოგოსთან. შავი თვალები უფრო მეტად გაშავებოდა და იმ წუთის დასმული ნიცა, გამოგლიჯა ხელიდან ჯულხას, რომელმაც სანამ სახელი გაიგო თომასი, გაბრაზებულმა მუშტი შეკრა. -თომა? გაკვირვდბულმა და გახარებულმა წამოიძახა, თან დიდი ლამაზი თვალები სითხით აევსო.. -ამ დღის მოლოდინით, მოთმინების ყველა ძაფი გაწყვიტე პატრა ქალბატონო და დღეიდან ჩემთან "ხრლკავით" მოგიწევს სიარული! ანა ბედნიერებისაგან დაბნეულ ნიცას, რომ ხედავდა ცრემლი მოერია და დადიანის მკლავს მიეყრდნო. მანაც ლურჯი თვალებით დახედა და ხელი მოხვია. -აკოცებ თუ მე გავაკეთო და გაიძულოთ? ნიკოლოზ დადიანამა წარბები აათამაშა, აცრემლებულმა ნიცამ, მამაკაცის სახე ხელებში მოიქცია და ფეხისწვერებზე დადგა, რომ სიმაღლის გამო შეემცირებინა მაძილი პირველი კოცნაც მიისაკუთრა გასვიანმა! -მაგისთვის ბევრი იცემა და გირჩევ ფრთხილად იყო. ბექამ დამაჯერებლად დაარიგა და სიცილი დაიწო გიგამ და ნიკამ. ჯულხამ კი სოფლის ერთ-ერთი ისტორია გაიხსენა: -გახსოვთ, ერთი ბიჭის საცემად, რომ მივედით და ცხვირი ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა ბიჭს ჩვენ მოვუხადეთ ბოდიში. -აჭარბებთ და ეხლა მორჩით! დაიბღვირა ნიცამ. ანასტასიას და ნიცას ცხოვრება საყვარელ მამაკაცებთან ერთად გრძელდებოდა, მისაღები გამოცდების დამთავრების შემდეგ ნიცა და ბექა უნდა გაფრენილიყვნენ, სანამ ამისათვის მზადებას დაიწყდბდნენ თომამ გამოცდიდან გამოსული ნიცა ხელში აყვანილი ატრიალა და კოცნიდა, ისიც მოეხვია და ყვიროდა. -მორჩა გამოცდები მორჩა და უნდა დავისვენო! -დღეიდან, ჩემთან ერთად მოდიხარ! -სად? -ჯერ მამაშენთან და მერე სიღნაღში! მერე კიდე ჩემტან ბინაში! -მე ..მე და შენ? -ნიცა თუ არ გინდა არ გაძალებ, ხომ იცი შენი ბედნიერება მთავარია ჩემთვის?.. -თომა სადაც გინდა და რამდენი ხანითაც გინდა მოვდივარ. გაბადრულმა და თავდაჯერებულმა უპასუხა. დავითმა უკვე ყველაფერი იცოდა, თომას ეს ნათქვამი ჰქონდა, მაგრამ სახლიდან წაყვანის ნება ოფიციალურად აიღო... სიღნაღში ბევრი ცელქობისა და ერთმანეთის სიყვარულით დაღლამ, სასტუმროში მისვლა აიძულა ორივე. იქ კი ყველაზე ბედნიერი თომა გასვიანი, ნიცას ფერებით და სიყვარულით გაბრუებული ტკბებოდა. ჩაძინებულ ფერიას დაჰყურებდა და ბედნიერებით იშლებოდა, სურდა კიდევ დამტკბარიყო მისითი, მაგრამ ახლად ჩაძინებულს ვერ იმეტებდა. კოცნისკან დასიებულ ტუჩებს ნაზად შეახო თავისი და გოგონას სხეული გულზე მიიხუტა.. საღამოს დაბრუნებულ თორნიკეს, ანასტასია მოეხვია და დივანზე ჩამოსხდნენ. -გშია? -არა, დავისვენოთ. -კარგი, წამოდი. წამოდგა ანა. -ტასო მივლინებაში წამოხვალ? სიხარულით ანთებული თვალებით შეხედა გოგონამ. -შეიძლება? -დიახ. -მინდა, სად მივდივართ? -იტალიაში. -ნიცა გაგიჟდება. -არ აკლია. -ვიცი, მაგრამ ახლა უფრო მეტად... სამ კვირაში გამგზავრებული წყვილები და ბექა სეირნობდნენ იტალიის ქუჩებში, ბექა თორნიკეს და გასვიანს სთხოვდა: - თქვენი მდივანი ჩამოიყვანეთ, რომ მე მარტო არ ვიყო და წყვილებად ვივლით ყველა. -ბექა, არ უყვარს კაცები ქალები უყვარს! დამაჯერებლად თქვა ნიცამ და თომას გარდა ყველას გაუკვირდა. -რა სისულელეს ამბობ გოგო? -მართლა გეუბნები თომამ მითხრა! ყველამ თომას შეხედა, თუ არა ხმით გაიცინა. გასვიანს ისეთი სახე ჰქონდა წამით შეეცოდა კიდეც ანას. -ანა, რა გაცინებს? ან თქვენ? -არაფერი ნიცა გავისეირნოთ. თომამ სცადა წინ წასულიყვნენ. -რას მექაჩები? მაცადე მეც გავიცინო! -არ მითხრა, რომ თამუნაზე ეჭვიანობდი! ბექამ ხარხარი დაიწყო. ნიცა გაბრაზდა და მკაცრად თქვა -არ ვეჭვიანობ. მომატყუე? მიუბრუნდა თომას. -არა ნიცუ.. -ხელი გამიშვი! რა საჭირო იყო ტყუილი? თომამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, რადგსნ შუა ქუჩაში მდგომი ნიცას ყვირილი ისოდა მხოლოდ. -სხვა გზა არ დამიტოვე ნიცა, რატომ გირეკავსო და ეგ გოგო ჩვენ გვითანხმებს ყველაფერს, აბა ვის დაურეკოს? -დამანებე თავი! თორნიკესთვის დაერეკა! ხელი უხეშად აუქნია და წინ წავიდა, ანა უკან მიჰყვა და სასტუმროში მისულები ისე დაიშალნენ, რომ თომას ოთახში შესვლის უფლება არ მისცა, ისიც ბექასთან დარჩა.. შუაღამისას ისეთი წვიმა დაიწყო, რომ ანასტასიას ხმაზე გაეღვიძა და ნიცას ოთახში გადავიდა, იცოდა მარტო იყო და ეშინოდა წვიმის. თომა არ შეუშვა ტასომ. -ჯერ, მე შევალ. -კარგი. -ნიცუ როგორ ხარ? -კარგად. -იტირე? -არა. დავიღალე და მეძინება, ნეტა როდის დასრულდება ეს ყველაფერი, რომ წავიდეთ სახლში.. ამოიტირა ისევ და ანას მოეხვია. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ თომაზე ჰკითხა: -ნახე? -კი და ძალიან ნერვიულობს, ისე დაიღალა, რომ ხასიათში აქვს დაღლა და რა ვუთხრაო. -ჩემი ბიჭი.. როგორ გავაბრაზე არაფრის გამო. ტირილი დაიწყო ისევ. -ნიცუ ასე რატომ შეიცვალე? -არ ვიცი მგონია, რომ ყველა მის თავს წამართმევს და მე აღარ მოვეწონები, ისე მიყვარს მარტო ჩემი მინდა იყოს! არ მითხრა რომ ბავშვი ვარ! უბრალოდ მიყვარს. კართან მდგომს გასვიანს გაეღიმა და დები ერთად დატოვა. ანა კი დაიკოს მოთქმას უსმენდა და უცებ გაუაზრებლად ჰკითხა: -ჩემი გოგო ორსულად არის? -არა, რა დროს ორ... ვაიმე ანა მემგონი კი... დაიბნა ნიცა და მოსვენება დაკარაგა. -რა ვქნა, როგორ გავიგო? მაქვს! უნდა მქონდეს! წამოდგა საწოლიდან და ჩემოდნის ჯიბეები გადაქექა. -აი ვიპოვე! გახარებული შევარდა სააბაზანოში, ანაც უკან მიჰყვა და რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ,!ნიცამ გაბადრული სახით შეხედა დას.. -შვილი მეყოლება. ანნ მიშველე არ დავეცე გული ამომივარდა თითქმის. -დამშვიდი და ჰაერი ისუნთქე. გილოცავ ჩემო პატარა. წამო ვუთხარათ. -არა ან დავასრულო ეს ერთი კვირაც და ვეტყვი. ვიცი განძრევის უფლებას არ მომცემს ეს ჩაწერები დავასრულო და ყველაფერს სიურპრიზით ვეტყვი. -მაშინ პირობა მომეცი, რომ არ გააბრაზებ, ის ძალიან ნერვიულობს და განიცდის. -ვიცი. გავალ და დაველაპარაკები! ფეხაკრეფით შევიდა ნომერში, დადაინისა და გასვუანის ხმა მოესმა. -როგორ მოვიქცე? - დააცადე და თვითონ მოვა. -ისე შეიცვალა, რომ აღარც ხუმრობს ხოლმე. -ალბათ, დაიღალა. -მომენატრა ცელქი ნიცა.. -ხო და მოვიდააა! შევარდა და გასვიანის მუხლებზე ისე მოკალათდა, რომ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, სახე დაუკოცნა და მთელი ძალით მოეხვია. -აპატიე შენს ფერიას რა.. -ნიცა გამიშვი. -ჯერ მაპატიე, მერე მაკოცე და კი. -აი ჩემი გოგო როგორი მყვარს! გახედა დადიანს, მომღიმარი თვალები დაუკოცნა და ხელში აყვანილმა დატოვეს ნომერი, ისე აუარეს ანას გვერდი არცერთს შეუმჩნევია ის. -ტას შემოდი. ისიც მალე მივიდა დადიანის მკლავებში მოექცა და ბედნიერებისაგან გაბადრულმა ახედა ლურჯად მომზირალ თვალებს. -ბექა სად არის? -გავისეირნებო. -გასაგებია, ჩვენ დავწვეთ რა. -მხოლოდ დავწვეთ? -რამე შემოთავაზება გააქვს? -კი მაგალითად ეს! ტუჩები დაუკოცნა, საწოლისკენ წავიდა და კოცნით გართული ანა, მალე საწოლზე იწვა მხოლოდ თეთრეულით. თხელი მტევნები კისრიდან ჩამოაცურა და ვნება მორეულ თორნიკეს, სიყვარულით სავსე თვალებით გაუღიმა.. მთელი კვირა არცერთი აბაშიძე არ ამბობდა ახალ ამბავს, ერთი დღე იყო დარჩენილი ყველაფრის დასრულება და საქართველოში დაბრუნება დაგეგმეს უკვე, მაგრამ დასკვნით კონცერტზე, რომელიც ნიცასა და ბექას ნომრით გაიხსნა დახურვაც მათ მოსთხოვა ხალხმა, ბედნიერი იყო ყველა, განსაკუთრებით თომა გასვიანი ამაყობდა გოგოთი, რომელიც მისი ღიმილის მიზეზი იყო, სიმღერა დაასრულეს და ოვაციებისათვის მადლობას იხდიდა ბექა, ნიცას არეული მზერა რომ შეამჩნია: -რა გჭირს გოგო? -ცუდად ვარ... ხელი მოკიდა ბექას და იქვე წაიქცა. გასვიანი სცენაზე ისე სწრაფად აღმოჩნდა, რომ ხალხს ჯერ გააზრებული არ ჰქონდა რა მოხდა.. საავადმყოფოს ოთახში განერვიულებული თომა ნიცას ხელს ეფერებოდა, გონს მალე მოვიდა და თომაც მის მოფერებას არ წყვეტდა. -რა მოხდა? -გონება დაკარგე. -ექიმი ნახე? -კი მაგრამ გონს მოვიდეს და ერთად დაგელაპარაკებითო. ნიცას გაეღიმა. -თომა სანერვიულო არაფერია. -იცი რატომ დაკარგე გონება? -მამიკო, სიურპრიზით უნდოდა დედიკოს, რომ ეთქვა, მაგრამ დაავიწყდა ნიცას შვილი უყურადღებობას არ შეეგუება! მუცელზე ხელს იდებდა და ეფერებოდა, თომას თვალები უნდა გენახათ როგორ გაუშეშდა მზერა მუცელზე, მერე ნიცამ ხელი დაუქნია და საწოლზე წამომჯდარმა გაშლილი ხელებით ჰკითხა: -არ ჩამეხუტები? -ჩემი ფერია შვილს გამიჩენს? -კიი თან ბევრს, მე სამი მინდა! -კარგია იყოს ექვსი! -თომა სამი მინდა. -მეც სამი მინდა და ექვსი ხომ გამოვიდა? -შენნაირი ბიჭები თუ იქნება იყოს. -მე პირველი გოგო მინდა, მამი შენ აბრაზებდი დედიკოს და მე ამიტომ მეჩხუბებოდა ხომ? -თომა მაპატიე, ვიცი ჩემი გამოხტომები ამის მიზეზით იყო, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი.. -ჩემს ფერიას ვუყვარვარ და ამიტომ ეჭვიანობდა. დაუკოცნა სახე, ოთახში მხიარულება შეიტანა ბექამ ბუშტებით და დატუნიებით. თორნიკეს პერიოდულად ნიცას მუცელზე მზერა უჩერდებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა ანას უხერხულად, რომ არ ეგრძნო თავი. აშკარა იყო მასაც სურდა შვილი, მაგრამ ეს ანასაც უნდა სდომოდა.. საქართველოში დაბრუნებულები განაგრძობდნენ ერთმანეთის ტკბობით ცხოვრებას, კესო და ნატაშკა ანასტასიასტან რჩებოდნენ ისე ენატრებოდათ მასთან თამაში, პატარა კესო ოთახში ჰყავდა ანას და თავისი მაკიაჟის ჩანთით თამაშობდა საწოლზე, ანა გარდერობიდან ტანსაცნელს იღებდა, როცა პატარა ქალბატონი დათვალიერებას შეუდგა ისევ სარკის უჯრებში არსებული ნივთებისა და ერთმა დიდიმა წამლის ფირფიტამ მიიქცია მისი ყურადღება, აიღო ხელში საწოლზე მოკალათდა, სათითაოდ გახსნა და მოაგროვა ყველა აბი, რომელიც ნიცას ნაყიდი იყო და ჩასახვის საწინააღმდეგო, არც კი ახსოვდა ანასტასიას... -კესო რას აკეთებ? აბაშიძეს ხელიდან დაუცვიცდა ნივთები და საწოლზე დაყრილ წამლებს კრეფა დაუწყო. -კესო ხომ არ დალიე? -ალა ვითვლიდი. -ღმერთო მიშველე.. ორმიცი აბი დათვალა რამდენიმეჯერ და ყველა ადგილზე, რომ ნახა ნიჟარაში ჩაყარა, ფირფიტა კი ნაგავში ჩაუძახა და ნიცას ემუქრებოდა იმ წამლის ყიდვისთვის . განერვიულებულ ანასტასიას პატარა მოეხვია და ბოდიშები მოუხადა. -ალავის უთლა ლა გამიბლაზდებიან. -კარგი ჩემო პატარა, მაგრამ იცოდე წამლები არ შეიძლება. ხელი არ უნდა ახლო. -კალგი. დადიანის მზერას, ანას განერვიულებული სახე არ გამოჰპარვია. -რა მოხდა? რა ფერი გაქვს? -არაფერი კესო დამემალა და შემეშინდა. დადიანმა ჩაიხუტა თხელი სხეული და მოფერებით იწყო მისი დამშვიდება.. დაწოლამდე აბაზანაში მყოფი თორნიკე, ნიჟარის ურნაში წამლის ფირფიტა დაინახა და ხელში აიღი, წამლის სახელის ნახვისას მიხვდა რისიც იყო და გაბრაზებული აბრუნებს უკვე ცარიელს. -დედა....ი. დადიანმა სიმწრით ჩაიღიმა და აბაზანა დატოვა, ანას უკვე სძინავდა, ისიც ძილით შეეცადა სიბრაზის დამალვას.. დილით ანასტასია მოემზადა და მიუწვა დადიანს მის სახეს აკვირდებოდა და გაიფიქრა შენნაირი მინდა იყოს ჩემი შვილი. თავი გააქნია უკმაყოფილო და კოცნით სცადა ფიქრებისგან გათავისუფლება, კოცნა მომუმატა რადგან დადიანი არ იღვიძებდა.. -თოკო ადექი რა, ცურვა ხომ უნდა მასწავლო. -ტასო მოისვენე. -აბა ცურვა.. -დღეს არა. -მართალია ნიცა უჟმური ხარ, თან ბებერი! გაბრაზებული დგებოდა ანა საწოლიდან, მკლავით დაიჭირა და საწოლზე დააბრუნა. -ეს ბებერი უჟმური ჯერ იმას გასწავლის, როგორ უნდა გაამღვიძო და მერე ცურვაზე გადავიდეთ! ტუჩებზე აკოცა, ყელზე და მკერდზეც. უცებ წამლის ამბავი გაახსენდა და გაჩერდა. -აი ასე და ცურვასაც ისწავლი. გაუშვა ტასო და რომ დგებოდა გაბრაზებულმა აბაშიძემ მიაძახა: -უჟმური ბებერი ხარ მაინც!. სიცილით უთრა და გაიქცა კიბეზე, უკან თორნიკე მიჰყვა. -ნუ გარბიხარ დაეცემი!. კიბეზე ჩასულ ანასტასიას იჭერს დადიანი და ტავისკენ აბრუნებს, ანამ თავბრუსხვევა იგრზნო და ძლივს თქვა: -ცუდად ვარ... -ტასო, ტასო, რა გჭირს? თინა, ერეკლეს დაუძახე. ისეთი სისწრაფით მივიდა საავადმყოფოში დადიანი, რომ ვერც კი შეამჩნია წელს ზემოთ შიშველი ყოფნა.. ერეკლემ მოატანინა ბიჭებს მაისური და დერეფანში იცვამდა, ექიმმა რომ იკითხა. -თორნიკე რომელია? -მე ვარ. -გილოცავთ თქვენი მეუღლე ორსულად არის, თავს კარგად გრძნობს და მალე ლაშა მოვა გამოკვლევებს ის ჩაუტარებს. გაქვავებული იდგა დადიანი, ის წამალი არ ამოსდიოდა თავიდან და ახალ ამბავს ვერ იჯერებდა. -მადლობა. ერეკლემ გადაუხადა მადლობა და დადიანს გაკვირვებულმა შეხედა. -რა მგივიდა? გილოცავ ძმაო მიხარია პატარა დადიანის მონათვლა მომიწევს. -მადლობა, უნდა შევიდე.. პალატაში შესულს დაძინებული დახვდა ტასო, ღიმილით შეხედა საყვარელ ქალს, მაგრამ ვერ გაიგო როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს ყველაფერი.. ანა შეიშმუსნა და თორნიკეს დანახვისას გაიღიმა. -რა მოხდა? აქ რატომ ვარ? -ორსულად ხარ და არც იფიქრო მისი მოშორება, მე მივხედავ მას! -რაა... გაეღიმა და წამოიწია, ხელი ღიმილით მიიდო მუცელზე, თორნიკეს გაუკვირდა მისი ქმედება, შემდეგ მამაკაცის სიტყვები გაახსენდა ანას და მზერა გაეყინა. - მოშორება უნდა ვიფიქრო? ნუთუ ასეთი ვარ?... -გამარჯობა ტასო, როგორ ხარ? პალატაში ლაშა შევიდა და დაძაბულობა განმუხტა მცირედით. -კარგად ლაშა. -გილოცავთ. მოეხვია თორნიკეს და განაგრძო. -ანალიზების პასუხებს ვნახავ და ეხოც გავიკეთოთ. -ლაშა აბების მიღების მიუხედავად შესაძლებელია ორსულობა? ტასოს გაკვირვებული თვალები გაუფართოვდა და არც ლაშა იყო ნაკლებ დღეში, პასუხი უნდა გაეცა ტასომ რომ დაასწრო. -არ ვსვამდი არაფერს! გაბრაზება მეტად იგრძნობოდა მის ხმაში. -მერე რა რომც დაგელოა მაინც შეიძლება და საფრთხეს არ წარმოადგენს, დანარჩენს გამოკვლევები გვიცვენებს. -მადლობა. -არაფერს, მალე დაგიძახებ და ექთანს გამოვუშვებ. გამოკვლევების პერიოდში ხმა არცერთს არ ამოუღია, ყველაფერი რიგზე იყო და პალატაში დააბრუნეს, მაგრამ იმ ღამით მაინც დატოვეს დაცემისგან რამე არ გამოგვრჩეო, ლაშამ თავი დაიზღვია. ანასტასია თვალს არიდებდა დადიანს, ნაწყენი იყო, ისევე როგორც თორნიკე, მაგრამ მიზეზი არცერტმა იცოდა სრულყოფილად. ყველანი გახარებულები მივიდნენ მისალოცად. ყვავილებითა და ბუშტებით მოურთეს პალატა.განსაკუთრებით ნატალია ბედნიერდებოდა, ჩემი რძალი შვილიშვილს გამიჩენსო სიამაყით ამბობდა. პალატაში დიდი ხნით არავინ გააჩერა, დაისვენოს ტასომო, თორნიკემ კი, სტუმრები გააცილა და თვითონ მოგვიანებით შევიდა, პალატაში შესულს ტურილისგან ცხვირ აწითლებული ანასტასიას ნახვამ გული მოულბო, ნორმალურად საუბრის საშუალებაც არ ჰქონდა, ამიტომ საწოლთან მივიდა დადიანი. -ტასო, ვიცი რომ არ გძინავს. მაპატიე, სახლში ნაგვის ურნაში ვნახე წამალი და ვიფიქრე, რომ სვამდი.. ტასომ უცებ შემოაბრუნა თავი გაახსენდა, წინა დღის მომხდარი, წამოჯდა საწოლზე და ნამტირალევი ხმით დაიწყო: -ის წამალი ადრე ნიცამ მიყიდა, მაგრამ არ დამილევია, არც მახსოვდა რომ მქონდა, იმ დღეს კესომ იპოვა და ყველა აბი გადმოყარა, რომ დავინახე გავნერვიულდი მაგარმ არ დაულევია და ამიტომაც არ გითხარი.. დადიანს გაეღიმა, მისი ხელი თავისასში მოიქცია და კონიდა. -მაპატიე ტას.. -რა გაპატიო? გეგონო საკუთარი შვილის მკვლელი, რომ გეგონე? -მართალი ხარ! ხელზე ისევ აკოცა და უცებ დატოვა ოთახი. ანამ ისევ იტირა და ემოციურად დაღლილს ჩაეძინა.. ნიკოლოზ დადიანი დაჩის და მარის ბავშვის სანახავად იყო რამდენიმე კვირა შემორჩა სვანეთში და ანას ამბავი, ცოტა გვიან შეიტყო. რამდენიმე დღეში ტასოს რთული ტოქსიკოზი, დაეწყო და ძალიან შეეტყო, წონაში საგრძნობლად დაიკლო, რადგან საკვების მიღების საშუალება არ ჰქონდა, საუბრის დროსაც კი აბაზანის სტუმარი ხდებოდა. ტასო სისუსტეს გრძნობდა ცდილობდა ძილით აღედგინა ძალები, ყველა სახლში აკითხავდა რაგდან სიარულის თავიც აღარ ჰქონდა, თორნიკე ისე ნერვიულობდა ამ ყველაფერზე, რომ არა ნატალია გაგიჟდებოდა. -ზუსტად ასე ვიყავი მეც, მაგრამ რამდენიმე კვირაში გაუვლის სა ნახავ როგორ გამოკეთდება. -აღარ ვიცი მინდა თუ არა ეგ ბავშვი. ისე თქვა და სიგარეტის მოწევით სცადა ნერვიულობის დაფარვა. თან იმასაც ნერვიულობდა რომ ტასო ისევ ნაწყენი იყო მასზე. საღამოს საწოლში მყოფ ტასოს ძალიან მოშივდა, წამოდგა და მოუწესრიგებელი თმა ხელით დაივარცხნა, ხალათი მოიცვა და კიბეზე ჩალასლასდა, სამზარეულოში მოფუსფუსე თინას გაუღიმა. -მარტო ხარ თინა დეიდა? -კი შვილო, გინდოდა რამე? -ცოტა მომშივდა და მაწონი თუ გვაქვს მინდა. -ვაიმე შვილო გვაქვს, მაგრამ ძველი თუ არ არის. მაცივარიდან ვადა გასული მაწონი გამოიღო. -არაუშავს თინა დეიდა, ცოტას შევჭამ ამას. თეფშძე დალაგებული ღვეზელი აიღო. -ახლავე ვეტყვი ბიჭებს და მოიტანენ. -არა რა თინა დეიდა, მერიდება. -რა რის მოსარუდებელი შვილო რამდენი ხანია არაფერი გიჭამია! -უფრო ცუდად ვიგრძნობ თავს არაფერი უთხრათ რა. ღვეზელი მიირთვა და ესიამოვნა კიდეც მერე საძინებელში ავიდა, უნდოდა გაეგო სად იყო თორნიკე ასე გვიან, რატომ არ მოვიდა, მაგრამ თინას ვერ ჰკითხა.. ტელეფონი აიღო ხელაი და სმს გაუგზავნა, პასუხმა რომ დაიგვიანა დაწვა და მალევე ჩაძინა.. ტელეფონზე რასოს შეტყობინებამ გაახარა დადიანი და ისე სწრაფად დატოვა პროექტზე მომუშავე ბიჭები, რომ არც გაუფრთხილებია.. აახლში მისულს, თინა შეეგება. -როგორ ხარ შვილო? -კარგად თქვენ? -ტასომ ცოტა ჭამა საჭმელი და მიხარია. -სად არის? -დაწვა ალბათ, სუსტად არის ძალიან. მაწონი უნდოდა და აღარ იყო, ისეთი კეთილია, რომ ბიჭების გაგზავნის უფლება არ მომცა მაწვნის გამო როგორ გავუშვაო,ასე გვიან უფრო ცუდად ვიგრძნობ თავსო. თირნიკეს გაეეიმა და თინას სუბლზე აკოცა. -მე მოვიტან! -კარგი იქნება შვილო, იქნებ როგორ უნდოდა.. რამდენიმე წუთში დადიანი ლანგრით ხელში შევიდა ტასოსთან, რომელსაც უკვე ღრმად ეძინა. -ტას. ტასო, რაღაც მოგიტანე. მალევე შეიშმუშნა და გაიღვიძა გოგონამ, საწოლზე წამოჯდა. -რა მოხდა? თვალები მოფშვნიტა და წარბებ შეკრულმა შეხედა დადიანს. -მაწონი მოგიტანე და ხილი, რომელიც გიყვარს! სიხარულისგან სახე გაებადრა და კისერზე მოეხვია დადიანს. ამ ჩახუტებით იგრძნო თორნიკემ, წყენის გამო აღმართული ბარიერი დაიმსხვრა. -ძალიან მინდოდა. რადგან ჩახუტებისას იგრძნეს მონატრება, რომელიც ერთად ყოფნის სურვილს ამძაფრებდა. გემრიელად მიირთვა ანამ ყველაფერი და უსიამოვნო შეგრძნებებს არ შეუწუხებია. -გემრიელი იყო. ღიმილით შეხედა მამაკაცს. -ტასო უნდა იცოდე, რომ არც მაწვნის გამო, მოგერიდოს ბიჭების შეწუხება და არც სხვა რამის! ისინი შენს გამო არიან აქ, თქვენს გამო. მყცელზე დაადო ხელი. -თუმცა თქვენი სურვილები მირჩევნია მე ავასრულო! გახარებულმა ისევ მოხვია ხელები მამაკაცს და ვნებიანად აკოცა. -მეც მირჩევნია შენ აგვისრულო. -თქვენ უბრალოდ მითხარით! მუხლებზე დაისვა სუსტი სხეული და კოცნით იჯერა გული. -მომენატრა ესენი. ისევ დაუკოცნა.. დილით მზადებაში გართულ თორნიკეს გაუღიმა ანამ და წამოდგა. -როგორ ხართ? მხიარული სახით თავი დაუქნია. -კარ.... აბაზანაში ძლივს შეასწრო, თორნიკეც უკან მიჰყვა, ჩამოშლილი თმა გადაუწია და პირი მობანა. -მე თვირონ.. -ნუ გერიდება ჩემი, მინდა ვიზრუნო ტქვენზე და ამის საშუალება მომეცი კარგი?! -კარგი. მორიდებით გაეღიმა, მამაკაცმა ტუჩები დააკრა შუბლზე და საწოლზე დასვა, ჩაცმაშიც მიეხმარა. დაბლა ჩასულებს უმცროსი დადიანის ხმამ სიხარული გაუათმაგდათ. -სად არის ჩემი ტასიკო? -აქ ვარ. შენ სად დაიკარგე? -ეეე რა გჭირს გოგო? რა სახით და ფერებით მოძრაობ? ბავშვიო აბა? ორსულად არ ხარ? წარბებ შეკრულმა ჰკითხა. -კი ვარ. -ბავშვი სად არის ტო? -აქ არის, მაგრამ პატრაა. მუცელზე დაიდო ხელი, თან მოეფერა. -გამისკდა გული, ყველას დიდი მუცელი ჰქონდა ვინც ორსული მინახავს და შენ მუცელი ცალკე გაქვს აშკარად ოტახში ცომ?. -ასეა. -გაწვლებს აბა დადიანი? -არა. -შენ როგორ ხარ და რატომ დაიკარგე? -სებასგან შორს მინდოდა ყოფნა. -რა მოხდა? -არაფერი მინდა დავრწმუნდე, რომ მოვწონვარ მაინც და ტყუილა იმედი არ მქნდეს. -შეყვარებული ხარ ბიჭო? -არ ვიცი. -არ იჩქარო ის ჯერ პატარაა. -ვიცი და ველოდები, ვცდილობ დაველოდო... აბაშიძეების ორსულობა ნელ-ნელა ასატაჯი გახდა ანასთუ ერიდებოდა, ნიცა ყველაფერს ითხოვდა, მაგრამ თომა ბედნიერებისაგან უსიტყვოდ ასრულებდა ყველაფერს. ბევრი კამათის მიუხედავად ანაც და ნიცაც ლაშასთან დადგნენ აღრიცხვაზე და ტასოს მუდარამ არ გაჭრა დადიანთან. -თოკო გტხოვ ცინმე ქალი გირჩიოს ლაშამ რა. -არა ტას, მე მას ვენდიბი და გთხოვ აღარ მითხრა. -მრცხვენია მე.. -მგაზე არ ოფიქრო, ჩათვალე ტრადიციაა. -ნიკაც ხომ იქნება? -ნიკა იქნება. ბედნიერი ლურჯი ტვალებით უყურებდა საყვრწლ ქალს, რომეიც მუხლეზე დაისვა და მკერდზე მიიხუტა. მანაც კისერზე მოჰხვა ხელები და მალე ჩაეზინა.. ბედნიერება ყველას მოედო, ნიკოლზ აბაშიძე კი ხუმრობდა პრაქტიკას ჩემი დები გამატარებენ რად მინდა კლინიკაო, მაგრამ ნადირაძის ციხიდან გამოსვლის ამბავმაბიწები დაძაბა. თორნიკე დადიანთან ფოსტით მიღებული მუქარის წერილი და ფოტოები, როგორ სეირნობს მუცელ წამოზრდილი ანასტასია და ბავშვები, შიში გაუჩინა, მათი დაკარგვაახლაროცა ყველაფერი დასრულდა. -ნიკა სად ხარ? -სახლში რა მოხდა. -დაჩის დაურეკე და ჩამოვიდეს. მარი და ბვშვი ჩემთან მოიყვანოს! -რა მოხდა? -ნოდარი გამოვიდა ციხიდან და უნდა წავიდე მოსკოვში! -მერე ანა? -თუ არ წავალთ რაღაც მოხდება! -კარგი გამოვდივრ.. დაჩიმ ცოლ-შვილი სვანეთიდან ჩამოიყვანა და თვითონაც ბიჭებთან ერთად გეგმაზე ფიქრობდა, თან ინფორმაციას ელოდებოდა რა სიტუაცია იყო მოსკოვში. -მოსკოვის წამყვანი ბანდის, ლიდერად დაუნიშნიათ ნოდარ ნაფირაძე. -საიდან გაიგე თორნიკე? -ახლა გამომიგზავნეს ინფორმაცია. -მე ჩავალ და შევხვდები. -არა დაჩი, ეს მე უნდა მოვაგვარო და დავასრულო! -სამივე საჭირო ვიქნებით იქ! თომამ თქვა და ჯერ კიდევ ფიქრებში მუოფმა, თავის პრეტენზიულ გოგოსთან დამშვიდობება დაიწყო. -მე რატომ მომტეხე? ნიკამ წარბეიბი შეკრა. -აქ ვიღაც უნდა დარჩეს. ოჯახებია მისახედი და ერთი აქაც საჭირა! თომამ აუხსნა, მაგრამ ნიკა მთავარ საკითხს გოგოებს შეეხო და ამით სცადა მათი დარწმუნება. -მომისმინეთ! მე წავალ რაგდან თქვენ ორივე ბავშვს ელოდებით და მათ სჭირდებით ყველაზე მეტად. -არა. ჩვენ წავალთ! კატეგორიული იყო თორნიკე, როგორც ყოველთვის. რამდენიმე დღე მომზადებას დასჭირდა და ამ დროის განმავლობაში ანას დადიანის განერვიულებული სახე არ გამოჰპარვია, მასაც გადაედო შინაგანი შფოთვა და ყველაფრის გასარკვევად კაბინეტში მყოფს მიაკითხა. -თოკო, შეიძლება შემოვიდე? -მოდი ტასო. სავარძელში მჯდომმა თავისთან იხმო და მუხლებზე დაისვა. -თოკო, რამე მოხდა ისეთი, რაც უნდა ვიცოდე? -ტას, მოსკოვში უნდა წავიდე. -... გაოგნებულმა ხმა ვერ ამოიღო, თვალები აემღვრა და ძლივს გასაგონად იკითხა: -სულ? თორნიკეს გაეღიმა, მოხვეული ხელი მეტად მოჰხვოა და მიიხუტა. -არა. ცოტა ხნით, მაგრამ შეიძლება ვერ დაგირეკო და ეს უნდა იცოდე.. -რა?.. რატომ მიდიხარ? -დაჩის ბიძა გამოვიდა ციხიდან. უცებ ხელი აიფარა პირზე და მოწოლილ ცრემლს თვალების დახუჭვით ფარავდა.. -ნიცუ, მოდი რა. -რა ხდება "თომჩიკ", რამე უნდა მითხრა? -კი, უნდა გითხრა. წარბები შეკრა ნიცამ, გვერდით მოკალათდა და მუცელზე დაილაგა ხელები. -აბა გისმენთ! -ნიცა, ნოდარ ნადირაძე გამოვიდა ციხიდან და მოსკოვში უნდა წავიდეთ. -საფრთხე გვემუქრება? ფერ დაკარგულმა ამოილაპარაკა. -კი, მაგრამ მალე მოვაგვარებთ, თან ისე რომ სამუდამოდ მშვიდად ვიცხოვრებთ. შენ არ ინერვიულო კარგი? -ხომ დაბრუნდები?.. -აუცილებლად. -იცოდე აქ იყავი ამას, რომ გავაჩენ! სამშობიაროში შენ უნდა შემოხვიდე! -აუცილებლად ჩემო ფერია. მოხვეული ხელით, უცებ მუხლებზე დაისვა უკვე დამრგვალებული ნიცა და დიდ მუცელს ჯერ, აკოცა შემდეგ საყვარელ ტუჩებს კოცნიდა, თითქოს ემშვიდობებაო. ფერებაში შეკავებულმა ცრემლებმა გამოხეთქეს და ძლიერად მოეხვია მამაკაცს. -გახსოვდეს, რომ გვიყვარხარ და გელოდებით ორივე.. -ვიცი ჩემო ფერია და აუცილებლად დავბრუნდები! თითქოს თავის თავს არწმუნებდა გასვიანი.. მომზადებულ ჩემოდანს უყურებდა ანასტასია და ვერ ეგუებოდა ფაქტს, რომ უნდა წასულიყო თორნიკე და თან, დიდი ხნით. ან კიდევ ისე მომხდარიყო, რომ პრობლემების გამო ვერ დაბრუნებულიყო. გარეგნულად მშვიდ ტასოს, ამ ფიქრებზე ცრემლები წასკდა და იქვე მდგომი, ოჯახის წევრების რიგი, გაარღვია და უკვე დამშვიდობებულ დადიანს დაეწია ყვირილით: -თოკო, თორნიკე დამელოდე. ოდნავ წამოზრდილი მუცლის მიუხედავად, სწრაფად გაიარა მანძილი ეზოში და მამაკაცს მოეხვია. -ტას... -არ წახვიდე გთხოვ, უშენოდ ცუდად ვიქნები, მეც და პტარაც. -ჩემი ტასო! ხელებს ძლიერად ხვევდა, საყვარელ ქალს და ბედნიერდებოდა, მისი ბავშური ქცევით, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ ვერ უსრულებდა თხოვნას, ეს საკითხი უნდა მოგვარებულიყო და რაც შეიძლება მალე. -შენს ტასოს არ უნდა, რომ წახვიდე!. თუ მაინც მიდიხარ მეც წამიყვანე! გეფიცები კარგად მოვიქცევი, რასაც მეტყვი ყველაფერს დაგიჯერებ, თუ საჭირო იქნება სახლიდან არ გავალ, უბრალოდ მშვიდად ვიქნები, რომ მეცოდინება საღამოს სახლში მოხვალ. ანასტასია სახეზე ეფერებოდა და ცრემლების ჯარს არ ერიდებოდა, ისე ძალინ სტკიოდა უკვე წარმოდგენილი მარტოობა. მისი მდგომარეობა თოტნიკეს სტკიოდა, მაგრამ ღიმილი არ შორდებოდა სახეზე, რადგან ეგოისტურად უყვარდა ტასო და საყვარელი ქალისგან ასე გამოხატული სიყვარული დაბრუნების სურვილს მეტად უჩენდა სხეულში. -ტას, ტასო, შდმომხედე! თავი ააწევინა, ორივე ხელითა და ლურჯი თვალებით, ეფერებოდა სახეზე. -ტას პირველად მეამაყრბა შენი ცრემლი, რადგან იმიტომ ტირი, რომ ჩემთან გინდა!... -არა! არა! ამიტომ არ ვტირი! იმიტომ ვტირი რომ მიყვარხარ! და არ მინდა უშენოდ ყოფნა! დადიანს ბედნიერებისგან თვალები დაეხუჭა და გაიცინა, ეს სიტყვა პირველად უთხრა გოგონამ. სიყვარულს ყოველთვის გამოხსტავდა, მაგრამ არასოდეს უთქვამს და ბედნიერებისაგან ძლიერად მოეხვია აკანკალებულ სხეულს. -მეც მიყვარხარ ტას! -...... -უნდა წავიდე ტასო. შენ კი, პირობა მომეცი, რომ თავს მიხედავ და მას გაუფრთხილდები. თავი დაუქნია, იმ წუთას მისულ ძმას ხელი მოხვია და კისერში თავი დამალა.. აბაშიძის მკლავებში მტირალი ანასტასია ენანებოდა დასატოვებლად, პირველად იყო რომ არც ჩხუბი სურდა და არც პრობლემები. გასვიანიც მოშორდა საყვარელ სხეულს და გული იქ დაუტოვა ნიცა აბაშიძეს, რომელიც ანასგან განსხვავებით მყარად გამოიყურებოდა და დას მოეხვია.. დადიანს დროის დაკარგვა არ სურდა და მალევე მოახერხა სანაცნობოს დახმარებით -როგორც ვხდები შეტყობიმება მიიღეთ! ირონიული ტონი ჰქონდა ნადირაძეს. -ნოდარ, გასარკვევად მოვედი რა გინდა და რამიზეზით მემუქრები ცოლ-შვილის ფოტოთი!!! კითხვას არ ჰგავდა დადინაის საუბარი. -ჩემი ოჯახის წევრების სისხლი გმართებს დადიანო! -არავის სისხლში გამისვრია ხელი არასდროს! -დაჩი სად არის! -აქ არის! -სად აქ?.. -გამარჯობა ძია. -...... ხმა არ ამოუღია, დადიანთან და გასვიანთან ერთად დაჩის ნახვამ, ნოდარს გაკვრვება და გაბრაზება დარტყო, მაგრამ ცდილობდა მოთმინება არ დაეკარგა: -ძია ყველაფერი რაც მოხდა აფხაზეთის ომიდან დაწყებული ლევან ჩიჩუას ბრალია და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, აქ მტკიცებულებებიც მაქვს. -დაჩი დარწმუნებული ხარ რასაც ამბობ!? -ნოდარ, მიცნობ და იცი რომ ტყუილა არაფერს გავაკეთებ, მაგრამ ჩემი შვილის და ცოლის სიცოცხლე ამათი დამსახურებაა.. -რა თქვი ბიჭო, შვილი გყავს? წამოხტა მაგიდიდან და ანთებული თვალები მიანათა. -რამდენიმე თვის არის შაკო ნადირაძე და გელოდება, როდის ჩახვალ გასაცნობად. -ნოდარ არის საკითხები რაზეც ჩვენთან უნდა ისაუბრო, მაგრამ ჯერ თქვენ გაქვთ ბევრი სათქმელი! თომა წამოდგა და ხელი ჩამოართვა. -სხვა დროს დავსხდეთ და ვისაუბროთ! ორივეს საუბარში იგრძნობოდა ბრაზი, თუ არა წყენა მაინც.. -მე რაც მაქვს სათქმელი ის არის, რომ ალექსანდრეს მკვლელობა ვიცი შენ არ ჩაგიდენია და აქ იმიტომ ვარ! თორნიკეც წამოდგა და გასასვლელისაკენ წავიდა, ნოდარმა მიაძახა: -დადიანო, ხვალ საღამოს შევხვდეთ ყველანი! -შევხვდეთ! ბიჭების პრობლემები იმაზე მალე მოგვარდა ვიდრე თვითონ ვარაუდობნენ, ეს დაჩის გამოჩენამ განაპირობა. მას ყველაფერი ჰქონდა, რაც თორნიკეს ოდესმე მოუპოვებია და არა მარტო ის, დაჩიც ებრძოდა ტყუილს.. ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ წამოსვლა დაგეგმეს ბიჭებმა და წინა დღეს ნოდარმა რესტორანი დახურა შესარიგებლად და დასამშვიდობებლად. ამ დროს მაფიის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც სურვილი ჰქონდა ლიდერობის და ნოდარმა წაართვა გადაწყვიტა მოეშორებინა, იმ დღეს განახორციელეს თავდასხმა და მთელი რესტორანი მიწასთან გაასწორეს, ბიჭებმა თავი კი დააღწიეს, მაგრამ ნორადრ ნადირაძე დაჩის გადაეფარა, როცა უნდა მოეკლათ და თვითონ ადგილზე დაიღუპა, დაჩის და თორნიკეს მცირედი ნაკაწრები და მსუბუქი ფორმით ტვინის შერყევა დაუდგინეს ექიმებმა, თომა გასვიანი კი ძალიან მძიმედ ოყო და გულის ოპერაცია დასჭირდა, ექიმები კი იმედებს ვერ ამბობდნენ. ეს ამბავი ნიკოლოზ დადიანმა გაიგო თუ არა ლაშასთან და აბაშიძეების ძმასთან ერთად წავიდა, წასვლოს მიზეზი კი უმცროსი დადიანისთვის მივლინება იყო, ხოლო ლაშა და ნიკა კი ვითომ სემინარზე იყვნენ მიწვეულნი ბაქოში.. რეალურად კი თომას მდგომარეობის სანახავად წავიდა ლაშა. სიტუაცია ძალიან მძიმე იყო და მართლაც უფლის ნება, რომ გადაერჩინა.. უშედეგო მოლოდინით დაღლილი გოგონები, ძალიან სევდიანი და გულჩათხრობილნი გახდნენ, განსაკუთრებით ნიცა შეიცვალა და ამას ყველა განიცდიდა. ამ დარდს უფრო ის ამძაფრებდა, რომ კონტაქტზე არ გამოდიოდა არცერთი და მხოლოდ ბავშვებზე ფიქრი აძლიერებდა ორივეს. დრო მოლოდინში ისე გაილია რომ ერთ დღეს ნიცას კივილმა სახლი გადაფარა.. -აი დედა მიშველე. -რა მოხდა ნიცა შვილო?დიანამ ფერი დაკარგა, შვილის სახეს, რომ შეხედა. -დამეწყო მემგონი. გასვიანო სად ხარ? უშენოდ უნდა გავაჩინო?.... აი დედა მიშველე, ნიკას დაურეკე ის მაინც მოვიდეს. -ნუ გეშინია შვილო, მალე მივალთ და მორჩება ყველაფერი. საავდმყოფოს დერეფანში ნიკას გამოჩენას ელოდა უმცროსი აბაშძე და ისიც მალევე გამოჩნდა, ანასტასიას, ერთი ხელი მუცელზე ედო განერვიულებულს და მეორე ხელით ნიცას ეფერებოდა, ძალიან ნერვიულობდა თავის პატარა დაიკოს, რომ ვერაფრით ეხმარებოდა. ექიმმა ბლოკში შესვლაზე უარი უთხრა ისე ნერვიულობ არ შეიძლებაო და დიანას ამზადებდნენ, მგრამ ნიკამ იცოდა დედას გაუჭირდებოდა, ამიტომ ლექტორთან მოაგვარა საკითხი და თვითონ დაესწრებოდა მშობიარობას, მისთვის ბევრად მარტივი იქნებოდა პატარა დის გვერდით დგომა და გამხნევება, ვიდრე გარეთ ყოფნა.. მზადებისას და ტკივილებს შორის ნიცა მაინც ახერხებდა საუბარს: -დედა, მამა არ ყვარებიხარ, ასეთი ტკივილისთვის სამჯერ, როგორ გაგიმეტა? აიიი.. ვეღარ ვუძლებ! .-ჩემო ლამაზო გოგო, ეგ ტკივილი მალე გაგივლის და შენს პატარას ხმას, რომ გაიგებ და ხელში აიყვან ყველაფერი გაქრება.თვალცრემლიანი ქალი, ეფერებოდა უმცროს ქალიშვილს, სხეულის ტკივილს ვერაფერს უხერხებდა და გულში ნატრობდა: "ნეტა, მე მტკიოდეს მის მაგივრად"! -შენ ისეთი ხარ ნიცა, თომას ასმაგად აზღვევინებ პირველი ბავშვის დაბადებას, რომ ვერ ესწრება! -აიიი დედა, გავიდეს ნიკააა. ან ამან იმშობიაროს, ჩემს მაგივრად! მტკივაააა.. -მე შემოვდივარ ბლოკში!ენა გამოუყო დას და შუბლზე აკოცა. -ყველაფერი მზად არის, წამბირძანდით. -იცოდე ნერვი არ ამიშალო. -არა ჩემო ლამაზო. ყველანი ძალიან ნერვიულოდნენ, მაგრამ სიტუაცია არ იყო რთული და ამას ნიკა, როგორც პრაქტიკანტი თვალსადევნებდა. -ნიკა, აღარ შემიძლია. -ცოტაც ნიცუ და მორჩება.კოცნიდა შუბლზე და თმაზე ეფერებოდა, ნიცაც მთელი ძალით უჭერდა ხელს, უფროს ძმას, თითქოს მისგან იღებდა ძალას. -ნიცა მომეხმარე! მოინდომე და ერთიც კარგად გაიჭინთე! ლაშა მთელი მონდომებით ცდლობდა, გაეგო ქალისთვის, რიმელიც ჯერ კიდევ პატარა იყო არსებული სიტუაციისთვის და გვერდით ვინც უნდა ჰყოლოდა, რამდენიმე ათასი კილომეტრის იქით, სიცოცხლეს ებრძოდა და ეს არავინ იცოდა ნიკას გარდა. -აააააიიი!!!!!... -მორჩა ნიცუ. -ყოჩარი გოგო ხარ, ესეც ასე. ჩვენთან არის უკვე, ნიცა კარგი გოგო ხარ!. კმაყოფილი ხმით ამხნევებდა დაღლილ და მომლოდინე თვალებით შემყურეს, ლაშა. პატარამ ხმა ისეთი ამოუშვა, რომ ნიკამ სიცილით თქვა დედამისივით ტირის! კოცნიდა დაღლი დას და პატარა ანგელოზს თვალს არ აშირებდა. ნიცა ქალის ხელებს უმზერდა, რომელმაც მუცელზე დაუსვა ახალშობილი და მალევე იპოვნა დედის მკერდი..შეშინებული თვალებით ახედა ძმას, რომელიც მომღიმარი კოცნიდა და დაჰყურებდა ჯერ ახლად გამომცხვარ დედას, შემდეგ ჭამით გართულ პატარას. -გამარჯობა დედი. ცრემლები, სიცილით შეეცვალა გოგონას. -ნახე როგორი მადა აქვს.. რას არქმევ?ლაშამ, თავზე ხელი გადაუსვა ნიცას. -ელენე გასვიანი. ნიცამ წარმოთქვა და თავზე აკოცა, ახალსობილს. ლაშას თვალი გაუშეშდა პატარაზე, რადგან თომას დედის სახელი უთხრა, შემდეგ გაეღიმა, შემდგომი პროცედურა თვითონე დაასრულადა ნიცას შუბლზე აკოცა. -გილოცავ პატარა დედიკო. შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ, ვინც მყოლია! ახლა კი შენებს მივულოცავ. სიამაყით სავსე თვალებით უთხრა და ბლოკი დატოვა.. ნიკამ მთელი გრძნობით აკოცა დას, თვალზე მომდგარი ცრემლი შეუმჩნევლად მოიშორა და ოთახი ხმოდ დატოვა.. არ შეეძლო ბოლომდე გაღიმა, რაგდან თომას მდგომარეობა არ იყო გარკვეული.. დედა შვილი ერთმანეთის სითბოთი საზრდოობდა რამდეინიმე წუთი და სევდიანი თვალებით დასცქეროდა ქალიშვილს ნიცა აბაშიძე. შემდეგ პალატაში გადაიყვანეს ორივე და იქ მიირთმევდა პატარა გასვიანი დედის რძეს. ნიცა კი ძალიან განიცდიდა, თომას არ ყოფნას. გული ცუდის მოლოდინში ეფლითებოდა. ახლა ყველაზე ძალიან უნდოდა დაენახა თომას მისი შვილი მათი მოუსვენარი გოგონა, მუცელშივე რომ აწვალებდა დედ-მამას, მაგრამ "თავის გოგონებს" ანებივრებდა. -ნეტა როგორ არის მამიკო დეე? იმედა ყველაფერი კარგად იქნება და შეძლებს შენს პაწაწუნა ხელებს მოეფეროს..მძიმედ გადააგორა, ცრემლის ბურთი ყელში და ამოიტირა.. - მენატრება დედი, მამიკო ძალიან ენატრება დედას! ვიცი ბედნიერი იქნება, რომ გაიგებს შენ ელოდები, ჩვენ ველიდებით. ცრემლებით სავსე თვალები დახუჭა და შუბლზე დააკარა მზრუნველი კოცნა თავის პატრას.ნისა მშობიარობის შემდეგ ანასტასიას დასვენება სჭურდებოდა, ძალიან ინერვიულა და წელის ტკივილი გაუმწვავდა, ამიტიმ სახლში იყო და დადიანები აივანზე ისხდნენ ნატალია, ეკატერინე, თინა და ორსული ანასტასია. უცებ ნიკა შევიდა ყვირილით: -ტასიკო, ტასიკო. -ახლა რაღა მოხდა ნიკოლოზ? -შენი ქმარი ჩამოვიდა! -ვიცი. -მერე გოგო, არ უნდა შეხვდე? - ნიკოლოზ ვეღარ მომატყუებ სხვა რამე მოიფიქრე... დაცვის ბიჭების აფირიაქებაზე უკან მიიხედა და ეზოს კარიდან მომავალი თორნიკე დადიანი ანასთვის სუნთქვის შეკვრას ახერხებდა. გოგონა წამოდგა.. -თორნიკე? ამოილაპარაკა და დიდი მუცლის გამო მოუხერხებელი მოძრაობის მიუხედავად კიბე ისე სწრაფად ჩაიარა, შეშინებული ნიკა უკან მიჰყვა ყვირილით. -ფრთხილად გოგო ბავშვი არ დამიგდო გზაში! ამდენი ხანია ვდარაჯობ, მაგ კაცს. თორნიკეს ანას რეაქციით გამოწვეულ სიხარულზე გაეღიმა, ბიჭებს ბოდიში მოუხადა და ნაბიჯს მანაც აუჩქარა, მაგრამ ანა უკვე მისული იყო და კისერზე ხვევდა თავის თხელ მტევნებს.. -არ მჯერა მოხვედი. მართლა დაბრუნდი. მადლობა უფალს. ყოველ სიტყვას ცრემლების გუნდი ურცხვად მოჰყვებოდა. მუცლის სიდიდე არ აძლევდა საშუალებას მთელი სხეული ეგრძნოთ ერთმანეთი მონატრებულ ცოლ-ქმარს, მაგრამ მთელი მათი არსება ივსებოდა ყველა გრძნობით, რაც მათ აკავშირებდათ ერთმანეთთან და უმთავრესი კი სიყვარული იყო. -მომენატრეთ! ღიმილით დაუკოცნა ტუჩები და მუცელს მოეფერა, ისევ გულზე მიიხუტა და სახლიში შევიდა. ყველანი ტიროდნენ და ეხვეოდნენ დადიანს ორ თვიანი მონატრება იმ ერთ ჩახუტებაში სურდათ ჩაეტიათ. ნატალიას სახე მეტად განათდა თორნიკეს ნახვით, მაგრამ ისე ვერ გაბედა ჩახუტება, როგორც მის გულს სურდა და დადიანმა თავისი ლამაზი ღიმილითა და ძლიერი მკლავებით მოეხვია. -როგორ ხარ დედა? -უკვე კარგად ვარ შვილო!. ბედნიერებისგან გაბადრულმა მოხვია ხელი ვაჟს და ამდენი ხნიანი მოთმინება ცრემლებად აქცია.. დიდი ხმაური და სიხარული გამოიწვია ბიჭების დაბრუნებამ თითქოს ყველაფერმა თავისი ადგილი და ფერი დაიბრუნა. ანასტასია თორნიკეს ისე იყო მიკრული საწოლში განძრევის საშუალებას არ აძლევდა მამაკაცს. არც თორნიკეს სურდა მასთან განშორება და მისი სურნელით ივსებდა ფილტვებს.. -რატომ იგვიანებსო ლაშამ რა თქვა? -მამას ელოდებაო. -მაშინ დროა დაგვენახოს! -ხვალ უნდა მივიდე და ნიცას ჩავანაცვლებ ალბათ. -აღარ გამოგიშვებს? -არ ვიცი ალბათ არა... ვაი... დედა.. წამოიკვნესა უცებ გოგონამ და წელში გასწორებას შეეცადა , თორნიკე უცებ წამოჯდა და დახედა სახე შეცვლილ გოგოს. -რა მოხდა ტას? -მემგონი დამე...აი .... თოკო მოშველე.. ტკივილისგან ხმა შეეცვალა, თორნიკემ ხელში აიყვანა, ჩვევას არ უღალატა შუბლზე აკოცა: -არ ინერვიულო მალე მივალთ! უკვე ოთახი დატოვა და კიბეზე ყვირილით დაეშვა. -თინა! ნიკა! სად ხართ? -რა მოხდა შვილო. -ტასო მიმყავს და თქვენც მალე გამოდით! -მოიცა. -რა არის ტას? შეჩერდა დადიანი, რომელსაც ნერვიულობა შეპარვოდა უჩვეულოდ მშვიდ სახეზე -ნატალიას დაურეკეთ და ჩემი ჩანთა წამოიღეთ.. სანამ ანა მშობიარობდა ნიცას პალატის კარი, უხმოდ იღება და ბედნიერი სახით შემოსული თომა, კარებთან ჩერდება. გული ეკუმშება ნიცას დანახვისას, მთელი სხეულით გრძნობს, მის სევდას და ტკივილი უასმადგება დაჭრილ გულში. შემდეგ მზერა ჭამით გართული პატარასკენ გადააქვს და შავი თვალები უნათდება. დაჟინებული მზერა იგრძნო აბაშიძემ და გული აუჩქარდა, რადგან სხეული მიხვდა, ვინ იდგა კართან. ნელი მოძრაობით ასწია თავი და მონატრებულ სხეულს თვალი მოავლო, შემდეგ საყავრელ თვალებს მზერა გაუსწორა და ცრემლებმა უწყვედი ნაკადი შეკრეს თეთრ სახეზე, რომელიც ნელ-ნელა სიკაშკაშეს იბრუნებდა. იმ წუთას ყველაზე ბედნიერი იყო თომა გასვიანი, რადგან მისი ქალბატონის სახეზე, სევდის ფერი შესამჩნევად იცვლებოდა, ბედნიერებით. -თომა.. ცრემლებში დაკარგული ხმით ამოთქვა ნიცამ. პატარა ფრთხილი მოძრაობით დასვა საწოლზე და ნელი მოძრაობით წამოდგა საწოლიდან. მანძილი გასვიანმა უფრო სწრაფად შეამცირა და ძლიერ ხელებში მოიქცია გოგონა, რომლის გამოც სურდა სიცოცხლე. -ჩემი პატარა ფერია! ჩემი ნიცუ... მაპატიე ჩემო პატარა. -მომენატრე!.. -მეც ჩემო ცისთვალა, მეც მომენატრე. სახე დაუკოცნა და სახეზე ურცხვად მოთარეშე ცრემლებს აშორებდა თითებით. -აღარ წახვალ? ნიცამ შეშინებული ხმით ჰკითხა. -დღეიდან მხოლოდ შენთან ვიქნები და ვერ მომიშორებ. ორივეს გაეღიმა და ისევ ჩაეხუტნენ. პატარა აკრუტუნდა და ბედნიერი თვალებით შეხედეს საწოლზე მოკრუტუნე გოგოს. -აიყვან? -მომეხმარე რა. შეშინებული თვალები მიანათა თომამ. ნიცამ ხელში აიყვანა და საყვარელ კაცს ხელებზე დაუწვინა, მათი პატარა ბარტყი. -მამიკო, გაიცანი ელენე გასვიანი! -ნიცა.. ლაშამ შეგნებულად არ მითხრა სახელი გაიფიქრა გონებაში. -ეს კი ჩვენი ბიჭია დე. იცოდე მალე ბრაზდება ხომლე. თომას მიეყრდნო მხარზე, ოთახში დივნის კუთხეში მოთავსდნენ და მონატრებას ანაცვლედნენ სიყვარყლით, კოცნითა და ჩახუტებით. ბევრი ტირილის და ტკივილის შემდეგ, ლაშა იგივეს იმეორებს და ეკითხება ანასტასიას. -გილოცავ ტასო დიდი ბიჭია. -მადლობა. მკერდზე დასმულს ეფერება და ტირის ბენიერებისაგან. -რას არქმევ ტასო? -ალექსანდრეს. ალექსანდრე დადიანი! ლაშას იგივე შეგრძნება ეუფლება და გაოცებული ამბოს. -გამიგიჟებთ მეგობრებს შენ და შენი და! კოცნის და ოთახს ტოვებს. -თორნიკე! ნიკა აბასიძეს ეხვეოდა დადიანი და მილოცვას იღებდა, ლაშამ რომ დაუძახა. -გილოცავ ალექსანდრე დადიანი დიდი და ჯანმრეტელი ბიჭია!... არაფერი გაუგია ალექსანდრეს მეტი უკვე ბლოკში იყო და ანას ეფერებოდა დადიანი. პ.ს. არ ვიცი რა გამოვიდა ვერ წავიკითხე, ვერ შევამოწმე. არ ვარ ადგილზე ლაშქრობასი ვარ და ისევ ტელეფონით ვტვირტავ. ძალიან არ გამიბრაზდეთ დაუგეგმავი გასვლა იყო. მაპატიეთ უპასუხისმგებლო საქციელი და ველი თქვენს შეფასებებს ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელო თუ არა წერა?.. აქვ მინდა დიდი დიდი მადლობა გითხრათ ყველას ვინც მომყვებოდა და მიფასებდა რადგან ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის. ანუკი მადლობა ყველაფრისთვის. მიყვარხართ ლილე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.