შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში (თავი 8)


26-07-2018, 01:42
ავტორი n-strovet
ნანახია 1 928

უყურებდა მშვიდად და დინჯად მიმავალ ლევანის. ეს ბიჭი რაღაც მინიშნებას აძლევდა, მაგრამ რას? აშკარად შეცვლილი იყო, მაგრამ რამ შეცვალა? მისი თითოეული სიტყვა უტრიალებდა ლილიანს თავში, მაგრამ ვერ გამოიტანა ვერანაირი დასკვნა. ერთადერთი ლევანის სიტყვაბიდან რაც გაიგო ის იყო, რომ თვალი უნდა გაეხილა. ნუთუ მრტები ყავდა? კი, მაგრამ, როგორ...მტრები? მას მეგობარიც კი არ ყავს, რომ რაიმე ეწყენინებინა და გაბრაზებულიყო არც სხვისთვის მიუყენებია შეურაწყოფა, რომ შური ეძია. ერთადერთი ვისაც მუდამ დაცინოდა და შხამავდა ეს ლევანი იყო, მაგრამ არც ლევანი აკლებდა დაცინვას. ღმერთო, როგორ ღლიდა ამდენი ფიქრით. როგორც გითხარით მას ხომ ესეთი თავსატეხები არასდროს ამოუხსნია. მისი ცხოვრება მშვიდი იყო, სანამ ლევანი არ გამოჩნდა დედამისთან ერთად და არ აურია მისი ცხოვრება. და თქვენ გჯერათ, რომ თეამ და ლევანმა აურია მისი….მოდი ასე ვიტყვი”დალაგებული” ცხოვრება? როდესაც მისმა სხეუილმა ნელ-ნელა სიცივე იგრძნო და ჟრუანტელმა დაუარა ტანში, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, უკვე საკმაოდ გაძლიერებულ წვიმაში, რომ იდგა. ზღვა ისევ ღელავდა, მისი ტალღები კი ეხეთქებოდა ნაპირს “შენც რაღაც გაწუხებს, ხომ ასეა?”.ამჯერად ხმამაღლა ამოილაპარაკა და გზას გაუყვა. არ მიორბოდა,უბრალოდ წვიმით ტკბებოდა. ადრეც ასე იყო, წვიმაში ფიქრი და სიარული უყვარდა. სხვებსაც უყვარს წვიმა, მაგრამ მათი სიყვარული სხვანაირია. მათ ხომ იმიტომ უყვართ, რომ შეუძლიათ წვიმის დროს თავიანთი ტკივილის, ცრემლების გაქრობა და სხეულიდან იმ დაძაბულობის მოხსნა რაც მთელი დღე აქვთ. ზოგი კი უბრალოდ რომანტიულია და წვიმაში ხედავს იმ ბედნირებას და რომანტიკას რაც ბევრს შეიძლება არ ესმოდეს. მაგალითად ლილიანს, არასდროს არ ესმოდა იმ წყვილების, რომელიც წვიმაში გარბიან და მთელ ხმაზე კისკისებენ. შემდეგ ბიჭის ხელში აიყავს და ატრიალებს, ბოლოს კი დამაგვირგვინებელი კოცნით სრულდება. ეს იყო რომანტიკა? ლილიანისთვის ეს სისულელე იყო.”თუ წვიმა გიყვარს უბრალოდ ისეირნე, ისე როგორც მე, რა საჭიროა ვინმესთან ერთად ირბინო და დაღლილები, მაგრამ მაინც “ბედნიერები” ჩაეხუტოთ ერთმანეც?” იტყოდა ყოველთვის და როგორც ჩვევია ცხვირს აიბზუებდა. მოდი გეტყვით საიდუმლოს..ლილიანს ეს ბედნიერება გამოცდილი არ ქონდა. ამიტომ ლაპარაკობდა ასე მკვახედ. როდესაც სასტუმროში მივიდა ნომრის გასაღები გამოართვა, მიმღებში მჯდარ გოგონას და ოთახისკენ აიღო გეზი. სწრაფად გაიძრო სველი ტანსაცმელი და პირსახოცის ხალათში გაეხვია. ტელეფონი მოიმარჯვა ნინელის ნომერი აკრიბა და დაელოდა, როდის აიღებდა ყურმილს.
-მანდაც წვიმს?-მხიარულად და ომახიანად ჩასჭექა ნინელიმ.
-მანდაც? აქ წვიმს თუ წვიმს. მთლიანად დავსველდი-გადაიკისკისა და პირსახოც დაწვდა სახეზე დაცემული წვიმის წვეთები, რომ მოეცილებინა-ანუ მანდაც წვიმს..ცუდია
-ხო, მაგრამ ძან არა. რაქენი დიდხანს იარე წვიმაში?
-არა ათი წუთი მაქსიმუმ სანამ სასტუმროში მოვიდოდი-სახეს შეეშვა და თმებზე გადავიდა.
-სად იყავი ასე მოშორებით?
-სანაპიროზე, შორს არაა, უბრალოდ მე მოვდიოდი ძალიან ნელა. ხომ იცი მიყვარს წვიმაში სიარული.
-ახლა ალბად ბევრი წყვილი იყო გარედ არა?-აჟიტირებულმა წამოიძახა
-ალბად..არ შემინიშნავს ისედაც ჩემი გამჭირვებია...მოიცა მთავარი დამავიწყდა რისთვისაც დავრეკე. სანდრო, ხომ არ შეგხმიანებია?-წარბები შემოდ აწკიპა და ტუჩები მოკუმა
-შენ რა იცი?-ჩაეცინა და რამდენიმე წამს გაჩუმდა-შემეხმიანა მეორე დღესვე თუმცა…
-რა თუმცა?...მოწონხარ და ვერც მალავს ან მთვრალმა ვერ დამალა იქ. ნუ რა მნიშვნელობა აქვს. მე, რომ შევატყობ ესეიგი მართლა ძალიან მოეწონე და რა თუმცა მოგინდა?-აქოთქოთდა ქალბატონი და პირსახოცი იქვე მიაგდო. მოიცა ეს ლილიანია? ის ნინელიზე ღელავს?! როდის მერე? ამ ყველაფერს ლილიანიც შემაჩნევს ოღონდ ცოტა მოგვიანებით.
-არის რაღაც, რის გამოც ვერ დავუახლოვდები და შეყვარებაზე ხო ზედმეტია საუბარი-ღრმად ჩაისუნთქა და გაჩუმდა არც ლილიანს არ ამოუღია ხმა. თითქოს ცდილობდა მის დუმილში ეპოვნა პასუხი. ნინელი ამ ყველაფერს არ ეტყოდა. ხო ხვდებოდა, რომ რაღაც აწუხებდა. ისეთი რასაც მას ვერ ეტყოდა. შეიძლება თვითონ არასდროს თვლიდა მეგობრად, უბრალოდ თავისუფალი დრო გაყავდა მასთან ერთად, რასაც ნინელიზე ვერ ვიტყვით, ის ყოველთვის მოგობრად და დად თვლიდა, არც მალავდა ყოველთვის ეუბნებოდა “შენ ჩემი და ხარ, რომლზედაც მუდამ ვოცნებობდიო” თუმცა ლილიანის პასუხი დუმილი იყო, არც რაიმე რეაქციით არ გამოხატავდა სიხარულს, რომელიც ეს სიტყვები გვრიდა. უხაროდა კი? არ ვიცი..
-შენც მოგწონს ამას ვხვდები, მაგრამ რა გაწუხებს?
-არც არაფელი დაივიწყე-ისევ გამხიარულდა
-ნინელი..არ მეტყვი? მე ის ძველი ლილიანი არ ვარ, რომ უბრალოდ მოგისმინოს და არაფელი არ გითხრას. არც შეგაჩეროს რაიმე არასწორს თუ აკეთებ. შევიცვალე, მთელი ერთითვე დამჭირდა იმითვის, რომ ჩემ თავზე ყველაფერი არა, მაგრამ უმეტესი ნაწილი გამეგო და იცი რას მივხვდი?....შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ!, მეკი არ მინდა ,ჩემთვის ძვირფასი ადამიანები იტანჯებოდეს. ეხლა არ დაგაძალებ რადგან ვხვდები, რომ ტელეფონში სათქმელი არ არის. მალე ჩამოვალ და გპირდები დავილაპარაკებთ.
-მე...მე რაღაც ისეთი ჩავიდინე რაც არ უნდა ჩამედინა-ამოიტირა და ლილიანმა იგრძნო, როგორ წამოვიდა მის ჭაობისფერ თვალებიდან ცრემლი.
იგრძნო, როგორ შეემკუშა გული გაიაზრა, რომ მისი ტკივილი მასაც ტკიოდა და ამას ვერაფლით შველოდა. ეხლა რაც უნდოდა ეს ნინელისთან ყოფნა იყო.
-რა...რაჩაიდინე...როდის?-გაუგებრად დაიწყო ლაპარაკი და არც კი იცოდა რა უნდა ეთქვა. დიახ ენამაკვიტმა, ენამწარე ლილიანმა არ იცოდა რა ეთქვა. თითქოს ლექსიკონიდან ყველა სიტყვა გამქრალიყო და ლილიანიც მშრალზე დაჩენილიყო.
-საშინლად ვგრძნობ თავს ,ძალიან დიდი პრობლემა მაქვს. თითქოს ძალიან ძველ და დანგრეულ ხიდზე ვდგავარ, რომლის ქვემოთ საშინელი შავი უფსკრულია. ერთი ნაბიჯიც და ხიდი ჩატყდება. მე კი, იმ საშინელ უფსკრულში ჩავიჩეხები. ვერ წინ და ვერც უკან ვერ ვიხევ. ერთ ადგილზე ვარ გაჩერებული და არ ვიცი რა გვაკეთო. უმოქმედოდაც ვერ ვიქნები, რადგან ხიდი ნელ-ნელა ტყდება. ეს ხომ, როგორც ვთქვი ძალიან ძველი ხიდია. არ იჩქარო ჩამოსვლა, სანამ ძალას არ მოვიკრებ ვერაფერს გეტყვი. გპირდები აუცილებლად გეტყვი, ოღონდ ჯერ არა...მზად არ ვარ.
-კარგი-დანებების ნიშნად ამოიხვნეშა -მე შენს გვერდით ვარ იცოდე. ისე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. ტკივილს, რომ მიზიარებდი და მე არაფერს ვაკეთებდი.
-თავს ნუ დაიდანაშაულებ, ზოგჯერ ეგ შენი დუმილი იმდენ რამეზე მეტყველებდა და მეხმარებოდა, შენდა უნებურად ვერც კი წარმოიდგენ.
-მიხარია-ნაზად გაიღიმა და ფეხზე წამოდგა
-ლილიან
-გისმენ-კარადასთან მიმავალი სვლა შეაჩერა და ყურები დაცქვიტა
-შეცვლილი ხარ...მაგრამ მეშინია, რომ იმას დაინახავ რაც გატკენს. ხო ცხოვრებას ბევრი ტკივილი მოაქვს და მე არ მინდა, რომ გეტკინოს გჯერა თუ არა, შენ უმწიკლო ხარ. გახდი ისეთი, როგორიც იყავი ლილიან ,არ გინდა თანაგრძნობა და ადამიანური გრძნობები, რადგან ეს ყველაფერი კარგი არაა..მათ ტკივილი მოაქვს.
-როგორც ჩანს შენ იმაზე მეტად გაიზარდე ამ რამდენიმე კვირაში, ვიდრე მე წარმომედგინა….ვეცდები ნაკლებად მეტკინოს-დააიმედა და ტელეფონი გათიშა კარადიდან საჭირო ნივთები გადმოიღო, სააბაზანოში უნდა შესულიყო, როდესაც მისი ტლეფონი აზუზუნდა. იქვე სავარძელზე დააწყო ნივთები და საწოლზე დასკუპტა. ნომერი ამოიცნო და სწრაფად უპასუხა.
-გისმენ ნიკა
-რაშვები, მალე წამოდი სანაპიროდან, რომ დაგტოვე? მაპატიე მეტი ადრე ვერ მოვახერხე დარეკვა, შემდეგ კი დაკავებული იყო ტელეფონი საკმაოდ დიდი ხნით, ვის ელაპარაკებოდი მამას?....მაპატიე არ არის ჩემი საქმე, ხომ ასეა?
-არა-გადაიკისკისა-მამას არ ველაპარაკებოდი, ნინელი იყო და მას წავეჭორავე შენ მოაგვარ საქმეები?
-კი -მოკლედ მოუჭრა
-კარგია
-ლილიან..რამე ისეთი ხომ არ არის, რისი თქმაც გინდა..ან რავიცი ჩემ წამოსვლის შემდეგ, რაიმე ხომ არ მომხდარა?
-ვფიქრობ, რომ შენ უკვე იცი, ის რაც მოხდა. უბრალოდ იმას ვერ ვხვდები, ცალის თვალის დატოვება იქ როდის მოასწარი-გადაიკისკისა და საწოლზე გადაწვა
-შენ ჯერ კიდევ არ იცი რა შემიძლი-მანაც გაიცინა-მინდოდა მენახე, მაგრამ ისევ მეგობართან ვარ, ამიტომ დილამდე გადაიდო ჩვენი შეხვედრა.
-კარგი, ხვალ გნახავ უნდა გავთიშო ეხლა არ მცალია
-კარგი ღამემშვიდობის
-ღამემშვიდობის-მანაც დაემშვიდობა, ტელეფონი ტუმბოზე დადო .სავარძელზე დადებულ ნივთებს ხელი დაავლო და სააბაზანოში შევიდა.
სააბაზანოდან გამოსვლისთანავე გაახსენდა ლევანის სიტყვები, ისევ მასზე დაიწყო ფიქრი. ვერ ხვდებოდა ყველაში ვის გულისხმობდა ,"ყველანი, ის ვინც შენთვის მნიშვნელოვანია და მეტ ნაკლლებად" ამოუტივტივდა გონებაში მისი სიტყვები.
-ვის გულისხმობდა მეტ ნაკლებად მნიშვნელოვანში? - თავისთვის ამოიბუტბუტა, საწოლიდან წამოდგა და ოთახში დაიწყო მი-მოსვლა. ხვდებოდა, რომ ლევანიმ რაღაც იცოდა. რაღაც ისეთი, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლიდა. ისეთი რამ რაც გულს ატკენდა, მაგრამ საიდან გაიგო ამ ყველაფრის შესახებ?
-ამაზე არ უნდა ვიფიქრო, ეხლა მთავარია დავისვენო, ამ საქმეს სახლში დაბრუნებისას მივხედავ -ამოისუნთქა და საწოლში შეწვა, თუმცა გონების გარკვეული ნაწილი ისევ იმ კითხვებში იჩიჩქნებოდა და არ აძლევდა ლილიანს, ბოლომდე მოდუნების საშვალებას . მიხვდა, რომ ესე ვერ დაიძინებდა. ფეხზე წამოდგა, ტელეფონი და ყურსასმენები აიღო საწოლში დაბრუნდა და ყურსასმენები გაიკეთა. წყნარი მელოდია ჩართო, როგორც ყოველთვის მის თავდაყირა ცხოვრებაზე დაიწყო ფიქრი.ცხოვრებაზე, რომელიც ნელ-ნელა უფრო ირეოდა და თითქმის დალაგება შეუძლებელი ხდებოდა. ნუთუ საჭირო იყო მისი ესე შეცვლა? განა გაუმკლავდება “ახალი”ლილიანი ამ ყველაფერს?. “ალბად ძველი ლილიანი იქ დარჩებოდა და ყველაფეს გაარკვევდა. ნუთუ მართლა ესეთი საცოდავივარ, რომ პრობლემას გავექეცი, განა გავექეცი?...არამგონია…” ფიქრების მოსაშორებლად თავი გააქნია. მეორე ბალიშს ხელი დაავლო და მთალი ძალით ჩაიხუტა.
ღამე საშინელმა ჭექა-ქუხილმა გამოაღვიძა. წამებში გაახსენდა, რომ ფანჯარა ღია ჰქონდა დარჩენილი. სწრაფად მიირბინა ფანჯარასთან. მის ირგვლივ სისველე და რამოდენიმე ნივთი იყო გატეხილი. დიდი შიშის მიუხედავად სწრაფად დაკეტა ფანჯარა და საწოლისკენ გაიქცა. ყოველთვის, როდესაც ჭექა-ქუხილი იყო ან ელზასთან ან მამასთან გარბოდა. ეხლა კი სამწუხაროდ არც ერთი ყავს და არც მეორე. ერთი ფიქრი იფიქრა, რომ “ტელეონს ავიღებდა და მამაჩემს დავურეკავ, იქნებ ესე მაინც ვიგრძნო მისი სიახლოვე და ესე ძან არ შემეშინდეს”, მაგრამ გადაეფიქრა...მოერიდა, ან უბრალოდ ვერ დათმო თავისი სიამაყე. სწრაფად გაეხვია გადასაფარებელში თვალები დახუჭა და შეეცადა, ტკბილ მოგონებებზე ეფიქრა თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. გაახსენდა ყველა ის საშინელებათა ფილმი რაც ჰქონია ნანახი და რაც მის ქვეცნობიერს დაამახსოვრდა.
-"ჯანდაბა, ყველაფერი მე როგორ უნდა დამემართოს"-გაიფიქრა და ყურებზე ხელი აიფარა ოდნავ მაინც რომ დაეხშო ჭექა-უცილის ხმა. რამდენიმე წუთი ესე იყო. ნომრის კარებზე კაკუნი გაისმა. უცებ შეცბა ღამის ორის ნახევარზე ვინ უნდა ყოფილიყო?.
-ვინ არის-ხმის კანკალით გასძახა, მაგრამ საპასუხოდ მხოლოს დუმილი მიიღო. რამდენიმე წამში ისევ განმეორდა კაკუნი. ფეხზე წამოდგა მაგიდაზე მდგარი ლარნაკი აიღო, მის შიგ ჩადებული ხელოვნური ყვავილები ოთახში მი-მოფანტა და ფეხაკრებით წავიდა კარების გასაღებად. ფრთხილად გადაატრიალა საკეტი, სახელური ჩამოსწია და პირდაპირ დასარტმელად წაიღო ლარნაკიანი ხელი.
-რას აკეთებ ?- წამოიყვირა ლევანმა და მისი ხელი ჰაერშივე შეაჩერა
-შენ?..აქ რაგინდა?-გაფართოებული თვალებით შეხედა, წვიმისგან სულ დასველებულ ლევანს.
-გარედ საშინლად წვიმს-ხელი ლილიანის ხელთან ერთად ჩამოსწია
-და მერე მე რა გავაკეთო?-წარბები შეკრაა და ცხვირწინ აუფრიალა ლარნაკი. მოიცადეთ, მგონი ეს ძველი ლილიანია თუ ვცდები?
-მერე ის რომ მე სხვა სასტუმროში ვარ და იქამდე ვერ მივალ ესეთ ამინდში, გამახსენდა შენ აქ რომ დაბინავდი და სანამ გადაიღებს წვიმას მანამდე უნდა შემიფარო.
-რატომღაც ძან მიეჩვიე ჩემს შეფარებას, ჯერ სახლში არ მასვენებდი და ახლა აქ აღარ მასვენებ-აგდებული მზერა მიაყრო და ლარნაკი ხელებში მოიქცია.
-როგორც ჩანს ღამ-ღამობით ფიონასავით შენც გიბრუნდება საზიზღარი სახე, მწარევ!-ენა გამოუყო გვერდი აუარა და უნებართვოთ შეაბიჯა ოთახში.
-შენ კიდევ შრეკივით დღეც და ღამეც ისევ ისეთი ხარ, მახინჯო-მანაც ენა გამოუყო და ოთახის კარები მთელი ძალით მიაჯახუნა.
-მოდი არ გვინდა ზღაპრის გმირებზე საუბარი, შორს წაგვიყვანს...თან მე მახინჯი არ ვარ!-წვიმის წვეთებით დაცვარულ შუბლზე ხელი გადაისვა-რაიმე მომეცი, რომ გავშრე.
-ღმერთო ჩემო-შეიცხადა- მთლიანად გაწუწე ოთახი -მასთან მივიდა და თვალებ გაფართოვებული აათვალიერა.
-აბა რა გავაკეთო, გარედ დავდგე?
-ურიგო არ იქნებოდა-ხელები გადაიჯვარედინა და დამცინავი ღიმილი აიკრა სახეზე.
“ვიღაც თავის ამპულას უბრუნდებაა!”-საგანგაშო სიგნალი გამოსცა მეორე მემ
“უნდა ვაღიარო, ძალიან მომნატრებია ძველი ლილიანის ამპულა”.ლილიანმაც არ დატოვა უპასუხოდ მეორე მე.
-ვგიჟდები შენს უკბილო იუმორზე-დაუბღვირა და ტელევიზორთან წვიდა
-მოიცა გაჩერდი. შედი სააბაზანოში და ხალათი ჩაიცვი, მე კი საშრობში შევყრი ამ ყველაფერ და ნახევარ საათში მშრალი იქნება.-პირსახოცის ხალათი და პირსახოცი აიღო. სწრაფად შეაჩეჩა ლევანს ხელებში.
-კარგი -თავი დაუქნია გამოწვდილი ნივთებს ხელი დაავლო , სააბაზანოში შევიდა და სველი ტანსაცმელი კარებს აქეთ გადმოუყარა. ლილიანმა პარკში ჩაყარა სველი ტანსაცმელი და ოთახიდან გავიდა . იქვე მომსახურე პერსონაჟს ჩააბარა და სწრაფი ნაბიჯებით დაბრუნდა უკან. უკან დაბრუნებისას ხალათში გახვეული ლევანი დაინახა, როგორ უყურებდა ტელევიზოს.”მოუნდა ბიჭს კომფორტი”გაიფიქრა და მის თვალებში მტრულმა გამომეტყველება დაისადგურა. “ძველი ლილიანი გინდოდა ხომ ასეა? მეც მომენატრა ჩემი ამპულა, თანაც შენი მოშხამვა ერთ სიამოვნებად მიღირს”. სწრაფად წავიდა მასთან, ტელევიზორის პულტი და ვაშლი, რომელიც პირთან ჰქონდა მიტანილი ჩასაკბეჩად ხელიდან გამოგლიჯა.
-ადექი-ხელში წვდა და დაექაჩა.
-რატომ?-ჯერ კიდევ ვერ მოვიდა გონს რაც ლილიანმა წამის წინ გააკეთა და გაურკვეველი მზერით უყურებდა.
-მე შენ არ გითხარი სააბაზანოში შედითქო?-თვალები უბრიალა და ისევ დაეჯაჯგურა, რომ აეყენებინა.
-კი და ხომ შევედი?-ჯერ სააბაზანოს შემდეგ კი ლილიანს გაუსწორა მზერა.
-მერე გამოდითქო გითხარი? -ცალი ხელი გაუშვა და ახლა ყელთან გადადებულ ხალათს დაწვდა.
-რა? რაგინდა ეხლა მითხრა, რომ იქ მტენი?...ნუ მეჯიკავები მაიც - თავი დაისხნა მის ხელებიდან.
-ორი არჩევანი გაქვს ან სააბაზანოში შეხვალ ან გარედ გაბრძანდები ხალათითურთ-კარებისკენ მიათითა საჩვენებელი თითი.
-მგონი, მართლა დაბრუნდი და დამერხა ხო?-გაიცინა, მაგრამ ლილიანის დაბღბერილი სახე, რომ დაინახა ეგრევე დაასერიოზულდა- კარგი ხომ შევალ -სააბაზანოსკენ წავიდა-ჩემზეა ნათქვამი, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო, რა -კარები გააღო და შიგნით შევიდა და იქვე უნიტაზზე დაჯდა.
-დაკედე კარები-ხელები გადაიჯვარედინა და თვალებით ანიშნა კარებზე.
-რატომ? იყოს აქედან ვუყურებ ტელევიზორს -მხრები აიჩეჩა და ხალათი შეისწორა.
-დაკეტე მეთქი კარები არ გესმის?-ოდნავ ხმას აუწია და ფეხები გააბაკუნა.
-კარგი -გაიცინა და დანებების ნიშნად ხელები აწია-მაშინ გაზეთი ან ჟურნალი მომიტანე
-არ მაქვს, არც გაზეთი და არვც ჟურნალი-უდარდელად აიჩეჩა მხრები და დივანზე დასკუპტა.
-კარგი მაშინ ტელეფონი მაინც მათხოვე, თამაშებს ვითამაშებ-გააპროტასტა და ფეხზე წამოდგა.
-არ მაქვს თამაშები-მომაბეზრებლად თვალები გადაატრილა და ბალიში ზურგს უკან კომფორტულად მოითავსა.
-ო ბოჟე მოი რა, მაგრმამ არ მიკვირს ტვინი არ გქვს და არც გაზეთი და არც თამაშები არ გექნება. ვერ აიტან უბრალოდ მაგდენ სიახლეს და ეს არის.
ლილიანმა ზურგს უკან დადებულ ბალიშს დაწვდა და მთელი ძალით გაუქანა ლევანს
-იდიოტო!-დაიწიკვინა
ლევანიმ კარგად გამომუშავებული ინსტიქტებით სწრაფად დაიხარა და აიცდინა კიდევაც ბალიში.
-აჰა ამცდა-გაეკრიჭა
-დაკეტე კარები-დაუყვირა. ლევანმაც წამში დაკეტა კარები-იდიოტი!-ბოლო თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა
-ეგ გავიგონე-მანაც წამში გასცა პასუხი. ლილიანს შიგადაშიგ ღიმილი გაეპარა.რამდენიმე წუთი ჩუმად იყო შემდეგ გაახსენდა ლევანის სიტყვები რაზეც ყურადღება გაამახვილა და გადაწყვიტა ეკითხა.
-ლევან
-რა მოხადა, შეგეცოდე და გინდა გამოვიდე ხო?-კარებს იქეთ, ცოტა დახშულად გაისმა ლევანის ხმა.
-არა! მისმინე…საიდან გაიგე, რომ მე ამ სასტუმროში ვიყავი?-აბაზანის კარებისკენ შებრუნდა და ყურები ცქვიტა პასუხის მოლოდინში.
-აუ მწვანეთვალება არ მცალია პატარა შავ წერტილებს ვითვლი
-რა წერტილებს?
-აბაზანის მეტლახზე, რომ არის იმას-მანაც სერიოზულად უთხრა-ნუ მელაპარაკები, ხომ ხედავ მერევა
-ვერ ვხედავ-ამოიჩურჩულა და ისევ ტელევიზორს მიაშტერა.
დაახლოებით ათ წუთში ლევანის ხმა გაისმა სააბაზანოდან.
-მწვანეთვალებავ-სრული სეროზულობით დაიწყო-ისე ფიონას ნამდვილი სახე დღისით არ იყო? ღამეთ მოჯადოებული სახე ხომ უბრუნდებოდა-ლილიანი ჯერ თვალებ გაფართოებული მიაშტერდა სააბაზანოს კარებს, შემდეგ, როდესაც გაიაზრა რა თქვა მთელი ხმით ახარხარდა.-არა რა გაცინებს? მართლა გეუბნები
-შენ..მაგაზე ფიქრობდი...ამდენი ხანი?-სვენებ-სვენებით ამოილაპარაკა და მუცელზე მიიჭირა ხელები-ვაიმეე დედა ცუდად ვარ
-ხო აბა ეს წერტილები დავთვალე და..
-და რამდენი წერტილი იყო?-ღრმად ჩაისუნთქა, რომ სიცილი შეეწყვიტა თუმცა უშედეგოდ
-3235 რა მხელა სააბაზანოა და რა წვრილი წერტილები დამატყდა თვალები-ამოიბუზღუნა-მგონი კითხვა დაგისვი
-მართალი ხარ,-სუნთქვა აჩქარებულმა დაიწყო ლაპარაკი - ღამ-ღამობით ფიონას სახე ნამდვილად მოჯადოებულია, შრეკის კი არა
-ანუ?-აშკარად ვერ მიუხვდა სათქმეს
-ანუ..შენ ცდებოდი მე კიდევ მართალი ვარ..მახინჯი ხარ-ისევ აკისკისდა
-არაფელი არ იცი შენ...მაცადე ვიფიქრო ფიონაზე..შენ ნამვილად არ ხარ ფიონა, შენ უფრო ვირიიი! -ბოლო სიტყვა კაფიოდ გამოტა.
არაფერი აღარ უთქვამს ლილიანს, დივანზე მიწვა და თვალები დახუჭა. აშკარა იყო ,რომ ძილი მმოერია. ძილბურანში წასულს კარებზე კაკუნის ხმამ გამოიყვანა. მომსახურე პერსონალმა გამშრალი ტანისამოსი მოუტანა, მადლობა გადაუხადა ცოტა ოდენი ფულიც მოომსახურეობისთვის და ლევანის კართან დაუდო ტანსაცმელი.
-შეგიძლია ჩაიცვა, აქვე დავდე-ისე დივანზე დაწვა და თვალები დახუჭა.
სააბაზანოდან გამოსულ ლევანს ლილიანი ღრმად ჩაძინებული დახვდა. “ჭინკა” გაიფიქრა და გაიცინა, დივანს მიუახლოვდა ლილიანისკენ დაიხარა და ხელში აიყვანა. გულზე მიიკრო საწოლისკენ დაიძრა, ფრთხილად დააწვინა საწოლზე და გადახაფარებელი გადააფარა . თმის სარჭს ხელი მოკიდა, თმაზე ჩამოუცურა, თმები გაუშლა. მის თმებში თითები ახლართა და ცხვირთან მიიტანა შემდეგ კი ღრმად შეისუნთქა მისი ტკბილი სურნელი. თითები მის ოქროსფერ თმიდან გაითავისუფლა. ლოყაზე ნაზად მიაკრო ატმის ყვავილის ფერი ტყჩები და იქვე ისე, რომ ტუჩები მხოლოდ მილიმეტრით მოაშორა მის ლოყას, დაიჩურჩულა.
“მაპატიე!”.
........
შუადღეს ნიკა და ლილიანი კაფეში იხსდნენ, ნამცხვარს და ყავას მიირთმევდნენ და ერთმანეთში ცვლიდნენ სახალისო ისტორიებს. არსად არ ჩქარობდნენ ისხდნენ და ერთმნანეთის შესახებ უფრო მეტს იგებდნენ. ლილიანს კი უფრო ღრმა ნდობა უჩდებოდა ნიკას მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო იყო წვიმასთან ერთად საკმაოდ სასიამოვნო სიგრილე იყო. რამდენიმე წუთით ორივენი გაჩუმდნენ. ნიკა ტერასიდან გადაშლილ ხედით ტკბებოდა და წვიმის სურნელით ავსებდა ფილტვებს. ლილიანი კინ შიგადაშიგ მისკენ აპარებდა მზედას და ფიქრობდა ეთქვა თუ არა რაც ამდენი ხნის განმავლობაში უღრინდა გულს.
-შენ და ლევანს რა გაკავშირებთ ერთმანეთთან-თითქმის დაიჩურჩულა და ქვემოდან ახედა ნიკას. არ გამორჩენია, როგორ დაებერა ძარღვები თვალები კი ცივი და არაფლის მთქმელი გაუხდა.
-არ მინდა მასზე საუბარი-დახშული ხმთ წარმოთქვა და ხელები მომუშტა, ბრაზი რომ ეკონტროლებინა.
-უბრალოდ ის მითხარი თქვენ შუღლის მიზეზი, ქალია?
-წამოდი-ფეხზე წამოდგა და ლილიანს ხელი გაუწოდა.
-სად? წვიმს თანაც საშინლად-თვალები გააფართოვა და ტერსიდან ნაცრისფერ ქალაქს გადახედა-წვიმს ნიკა!-ამოიწუწუნა, როდესაც ნიკამ ნაზად მოკიდა მაჯაზე ხელი.
-იწვიმოს
-დავსველდებით
-დავსველდეთ
-ეს ყველაფერი სისულელეა!
-დაე იყოს სისულელე...ოღონდ შენთან ერთად!
ლილიანიც თახმობის ნიშნათ ფეხზე წამოდგა, ხელი მის თითებში ახლართა. ნიკა მიუახლოვდა ლოყაზე აკოცა “გავიქცეთ!” ჩასჩუსჩულა და ხელი ძლიერად ჩასჭიდა. ლილიანმა ეს ყველაფერი რომ გაიაზრა მიხვდა, რომ წვიმიაში მასთან ერთად გარბოდა. ის ხომ ესეთ რომანტიკას ვერ იტანს! მას ხომ სეირნობა და მის ცხოვრებაზე ფიქრი უყვარს წვიმასში. მომენტში გაბრაზდაკიდეც, ნიკაზე “ვერ ვიტან ესეთ ბავშურ საქციელს, კარგი რა” დაიწუწუნა და ნიკას ხელს დაექაჩა, რომ გაჩერებულიყო თუმცა უშედეგოდ.
-უბრალოდ მოდუნდი და ამყევი, დამიჯერე მოგეწონება-უცებ გაჩერდა და მიუბრუნდა, ლოყაზე თითები ჩამოუსვა და გაუღიმა. - გთხოვ წამოდი და შეიგრძენი ეს საოცარი სურნელი, რომელიც ქალაქს ასდის. ზაფხულის წვიმას დამიჯერე არაფელიკ სჯობს. არ გინდა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ისტორია შემატო შენს ცხოვრებას? შემდეგ თუ გინდა სიტყვებით ან ნახატით გადმოეცი-გულზე მიადო მარჯვენა ხელი, ლილიანმაც ნიკას ხელზე გადაიტანა ყურადღება თუმცა წამიერად, შემდეგ კი მის ზღვისფერ თვალებს, რომელიც უჩვეულოდ ბრწყინავდა მზერა გაუსწორა-ის გადმოეცი ლილიან რასაც აქ იგრძნობ, თუნდაც ორი სიტყვით აღწერო ის რასაც გრძნობ ორი, მაგრამ წრფელი სიტყვით, რომელშიც სიყალბის არც ერთი სხივი არ იქნება.-უხმოდ დაუქნია ლილიანმა თავი, თითები მთელი ძალით მოუჭირა ნიკას ხელს და მასთან ერთად გაიქცა. რამდენიმე წუთი მირბოდნენ, მიტოვებულ შენობასთან მიიყვანა და იქვე გაჩერდნენ.
-აქ რა გვინდა-გაოგნებული მზე მიაპყრო
-სიუპრიზი მაქვს-გაუღიმა და შიგნით შეიყვანა-თვალები დახუჭე….უნდა მენდო-ბოლოს დაამატა.ლილიანმაც დახუჭა თვალები და ფრთხილად განაგრძო გზა, თან ნიკას მითითებებს მიყვებოდა, სად უნდა გადაებიჯებინა და რაზე უნდა აევლოთ გვერდი-აქ გავჩერდეთ- ნიკამ ხელი გაუშვა თუმცა ლილიანმა იგრძნო, რომ არსად არ წასულა. ის მის ზურგს უკან იდგა, არც ისე ახლოს, რომ მისი სუნთქვა შეეგრძნო ,მაგრამ არც ისე შორს, რომ მისი სიახლოვე ვერ ეგრძნო- თვალები გაახილე!-ბოლოს გასცა ბრძალება და ლილიანმაც ფრთხილად გაახილა თვალები. წამებში მოვლო შენობას თვალი, ბოლოლს კი კედელზე გადაიტანა მზერა. კედელზე კი მისი სახე იცნო, შავ საღებავში იყო დახატული თუმა რუხ კედელზე ,საკმაოდ მკაფიოდ ჩანდა. ვერაფელი ვერ თქვა. ჯერ ნახატს უყურებდა შემდეგ ზურგს უკან მომღიმარ ნიკას მიუბრუნდა და თვალებ აწყლიანებულმა მთელი ძალით ჩაეხუტა. რას გრძნობდა იმ მომენტში ლილიანის გული? დიდ სიხარულს, ამდენი ხნის შემდეგ...არა! უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ცხოვრებაში პირველად ტიროდა სიხარულისგან. იგრძნო, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი იყო და არა გოგო, რომელსაც უბრალოდ ფულიანი მამიკო ყავდა.
-მოგეწონა...მიხარია-დაიჩურჩულა და მის კისერში ჩარგო თავი.-ავად ვარ-ყურში ჩასჩურჩულა.ლილიანმა სწრაფად წამოყო თავი და გაოგნებული დააშტერდა.
-რას ნიშნავს ავად ხარ? რა გჭირს? როდის გაიგე ამის შესახებ? რა გითხრეს რა გჭირსო..დიაგნოზი რა არის?-სწრაფად მოცილდა ნიკას და აქეთ-იქეთ გაფითრებული დადიოდა.ნიკა მასთან მივიდა, მისი ხელები თავისაში მოიქცია და გაუღიმა..ისევ.
-შენ...შენ ხარ დიაგნოზი, შენით ვარ ავად. ღმერთო!...აი, როგორ გითხრა...პირველად, რომ დაგინახე თითქოს შენში ჩავიძირე, მომეწონე თუმცა არა, როგორც ჩემი სექსუალური პაარტნიორი. არც ჩემს გვერდით მცხოვრები ქალი, ვისთანაც მთელ ცხოვრებას გავატარებდი, არც მეგობრულად არ მომწონებიხარ..არ ვიცი ეს რა იყო, უბრალოდ ყველაზემე მეტად რაც მინდოდა ის გავაკეთე, მოვედი და გაგიცანი თუმცა მეორე გეგმა იქვე უნდა მომეფიქრებინა, რომ კიდევ ერთხელ მენახე. არ ვიცი ეს რა იყო, რატომ მქონდა შენსკენ ესეთი ტოლვა თუმცა რას ვიზამთ...როდესაც დაგემშვიდობე დედაჩემთან მივედი და ვუთხარი..დე იცი, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და საყვარელი გოგო გავიცანი-თქო, შემდეგ იყო ხატვის გაკვეთილები. მეგობრები დამცინოდნენ კიდევაც, მეტი სისულელე ვერ მოიფიქრეო?, მაგრამ არ მანაღვლებდა, მთავარი იყო შენ იყავი ჩემს გვერდით. პირველი მონატრება მამამ, რომ დაგსაჯა მაშინ ვიგრძენი, თითქოს ლომკაში ვიყავი. ვკვდებოდი ისე მინდოდა შენი ნახვა. ვაღიარებ შენ სახლთან მოვდიოდი და შენს ფანჯარას საათობით ვუყურებდი, ვიცოდი, რომ შენი იყო. არ მკითხო საიდან უბრალოდ ვიცოდი(სიმართლე გითხრა ეგ კითხვა, პირველმა მე დავუსვი საკუთარ თავს) არც შემცდარვარ რამდენჯერმე დაგინახე და გული სიხარულით ამევსო. თუმცა შენ მოწყენილ სახეს, რომ შევხედე მერე გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, განა ერთი?..თითქოს ჩემი გული სხვას ეჭირა და ეკლებით აწამებდა პატარა, მაგრამ წვრილი და მწარე ეკლებით. მივხვდი, რომ შენ უბრალოდ ჩემი გატაცება არ იყავი, ჩემთვის იმაზე მეტი იყავი ვიდრე თავად მეც კი ვერ წარმოვიდგენდი. მერე იყო აგარაკი, სადაც მე ვიტყოდი ჩვენი პირველი პაემანი იყო ,რადიკალურად შეცვლილი იყავი. ვერ გეტყვი, რომ ეს გამიხარდა-თქო, რადგან შენ სახეზე ტკივილს ვხედავდი...დიახ მე ვხედავდი იმ ტკივილს, რიომელსაც შენ ყველასგან განსაკუთრებით კი საკუთარი მამისგან მალავდი. ვერ გეტყოდი მიყვარხარს ესე უბრალოდ ვერ გეტყოდი, რადგან მეშინოდა არ მეტკინა შენთვის, ვხდებოდი, რომ მე შენი იმედი ვიყავი ,რომელსაც ებღაუჭებოდი და ესე ვერ გაგიმეტებდი. ვერ დაგკარგავდი, გულს ვერ გატკენდი...იქ ლევანი გამოჩნდა ყველადა ყველაფერი გადამავიწყდა, მინდოდა იქვე მიმეხჩო თუმცა ვიფიქრე, რომ შეგეშინდებოდა იმის მიუხედავად, რომ ის არაკაცი მანამდედაც მძულდა ეხლა უარესად შემძულდა, რადგან შენს გვერდით იყო, ის იყო მამაშენის გერი. აი ეს მაგიჟებდა ყველაზე მეტად და ვეჭვიანობდი კიდეც, რომ მას შეეძლო შენთან იმაზე მეტი დროს გატარება ვიდრე მე. გუშინ იქ სანაპიროსთან, რომ დაგტოვე აქ წამოვედი უბრალოდ მომინდა ყველაფერი მეთქვა. აღარ შემეძლო მოთმენა, რადგან ვრძნობდი და ვგრძნობ, რომ ჩემს მიმართ არ ხარ გულგრილი. მე ამა აქ ვგრძნობ-ლილიანის ხელი მარცხნივ მკერდთან მიიტანა-ნახე, როგორ ცემს შენს შეხებაზე ეს გული. შენ ხარ ამ გულის გამცოცხლებელი. სანამ შენ შეგვდებოდი არც მახსოვდა გული საერთოდ მქონდა თუ არა. არ მანიტერესებს, როგორ ხასიათი და მწარე ენა გაქვს, მე შენ ეგეთი შეგიყვარე, არც შენი სხვა ნაკლი არ მაინტერესებს, (თუმცა სხვა ნაკლი არც გაქვს) მე ერთადერთი შენ და ჩვენი სიყვარული მაინტერესებს. მე დაგიდგები ყოველ დარტყმაზე გვერდით, მე მოგეხმარები წამოდგომაში, როდესაც დაეცემი. ვიცი, ძალიან არეულად და არარომანტიულად აგიხსენი სიყვარული, მაგრამ გამიგე რა… არ ვარ ესეთ სიტვაციას მიცვეული. არ მინდოდა სიტყვა ძუნწი ვყოფილიყავი და მეთქვა მარტო მიყვარხარ, მინდოდა ჩემი შინაგანი მდგომარეობა რაც გულში მაქვს ის გადმომეცა და მეთქვა შენთვის. მიყვარხარ! მიყვარხარ ლილიან და ამ გრძნობას ვერავინ და ვერაფელი ვერ შეცვლის…..მიყვარხარ ლილიააან!-მთელ ხმაზე დაიღრიალა
-მართალი ხარ! არ ვარ შენს მიმართ გულგრილი თუმცა ვერც იმას გეტყვი, რომ მიყვარხარ, რადგან ამაში თავად უნდა გამოვუტყდე საკუთარ თავს თუ ეს ესეა….მინდა გითხრა, რომ შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ ვიდრე გამოვხატავ. შენ იყავი ის ადამიანი ვისაც დავეყრდენი, ვინც სიმშვიდე და მოთმენა მასწავლა, ვინვ გამაგებინა, რომ ადამიანს ჩემში არ შეიძლება მხოლოდ ფული უყვარდეს და ყველაზე მთავარი, არ ვიცი გააზრებულად თუ გაუაზრებლად, მაგრამ შენ მასწავლე მეგობრობა, მასწავლე ის, რომ უნდა დავაფასო ის ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით არის. უნდა მივიღო მეგობრად ის ვინც თავად მთვლის მეგობრად და თვალდახუჭული მენდობა, ჩემი მწარე ენის მიუხედავად მიტანს და გვერდში მიდგას, რამდენჯერაც ხელი ვკარი იმდენჯერ უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან და მადლობა ამისთვის, რომ თვალი ამიხილე. რაც შეეხება ჩემს გრძნობას არ ვიცი...სიყვარული უცხოა ჩემთვის და ვერც ვხვდები, რას ვგრძნობ შენს მიმართ...ერთი რაც დანამდვილებით ვიცი არ შემიძლია შენგან შორს ყოფნა. ვერ გადავიტან შენ, რომ მიმატოვო მინდა სულ შენთან ვიყო და უსასრულოდ ვისაუბროთ არ აქვს მნიშვნელობა რა თემა იქნება. გპირდები, რომ დიდხანს არ გაწვალებ რამდენიმე დღე უნდა მომცე, რომ გავერკვიო საბოლოოდ ჩემს გრძნობებში, კარგი?
-თანახმა ვარ, ერთი კვირა გაწყობს?-სველი თმები, რომელიც სახეზე იყო მიწებებული ერთი ხელის მოსმით გადაუწია ყურს უკან და იქვუჩის კუთხეში აკოცა-მიყვარხარ-დაუჩურჩულად და კიდევ ერთხელ აკოცა და ჩაეხუტა.
……
საღამოს ნინელიმ გადაწყვიტა ქუჩაში გაესეირნებინა. ბოლო დროს სუსტად გრძნობდა თავს და იფიქრა სუფთა ჰაერზე გასეირნება ოდნავ მაინც გამოაფხიზლებდა. ნელა მიუყვებოდა განათებულ ქუჩებს, ყურში ყურსასმენები გაეკეთებინა. ნიავი ოდნავ ურხევდა თმას. ჩაფიქრებულმა საკმაოდ დიდი მანძილი გაიარა. ბეჭზე ვიღაცის მძიმე ხელი იგრძნო და შიშისგან წამოიკნავლა.
-სანდრო? შემაშინე-ყურსასმენები მოისხნა და მომღიმარ ბიჭს ღიმილით შეეგება
-როგორ ხარ?-მისკენ გადაიხარა და ლოყაზე ნაზად აკოცა.ნინელიმ, როდესაც მისი სურნელი შეიგრძნო, რომელიც ასე აგიჟებდა ჟრუანტელმა დაუარა. მისი ფეკრმთალი ტუჩები მიაწება, წვერ წამოზდილ ლოყაზე.
-ნორმანულად, შენ როგორ ხარ?-ძალით გაიღიმა და შეეცადა თვალებში მოწოლილი მლაშე სითხე არ გადმოეშვა.
-კარგად თუ არ ჩავთვლი იმას, რომ შენთან შეხვედრას ვცდილობ რამდენიმე დღეა
-არ მეცალა-ურცხვათ მოიტყუა და ყელზე მიბრჯენილი ბურთი უკან გადააგორა.
-რაღაც ფერკმთალი მეჩვენები, ხო კარგად ხარ? არ მომატყუო იცოდე-სახეზე მოეფერა და თავზე აკოცა.
-გადაღლილობის ბრალია...შენ აქ რას აკეთებ?
-დათასთან მივდივარ-გაიცინა და ხელი ჩაიქნია-ლევანი, რომ არარის ცოტა ვერ ვერთობით და მგონი დეპრესია დაეწყო.სამი დღეა კლუბში ვერ წავედით იმდენი საქმე გვქონდა-ჩაიცინა და თბილი მზერით გადახედა ნინელის
-კარგი მეგობრები ხართ ხო?-ცდილობდა ხმა არ შეცვლოდა, რომ სანდროს არ შეემჩნია, მაგრამ სანდრომ წამში გაამახვილა მის ხმაზე ყურადღება და სანამ რამეს ეტყოდა ნინელიმ იმ წამს მოფიქრებული ტყუილი აჯახა-არ მიაქციო ჩემს ხმას ყურადღება, ალერგია მაქვს.
-ეხლა უნდა გამემახვილებინა ყურადღება, შენს ხმაზე ცუდია, წამალს ხომ სვამ?-უხმოდ დაუქნია თავი ნინელიმ-კარგია, კარგი გოგო ხარ! ხო დათას და ლევანს რაც შეეხება, კარგი მეგობრები კი არა ძმები ვართ, მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. შეიძლება არცერთი არ გამოვხატავთ, მაგრამ ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ერთმანეთის გამო თავს გავწირავთ. კარგი რა ქუჩაში დავდეგით წამო სადმე დავჯდეთ და ვისაუბროთ, დათა ცოტა მოიცდის უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მომენატრე.
-გთხოვ არ გინდა-ისე წარმოთქვა ეს სიტყვები თავადაც ძლივს გაიგო
-ვერ გავიგე რა მითხარ?
-არა, სხვა დროს ეხლა უნდა წავიდე. მიხარია, რომ გნახე, ალერგიის შეტევა მეწყება და სახლში უნდა წავიდე, მომიკითხე დათა -სწრაფად მიაყარა სიტყვები ლოყაზე აკოცა და ჩქარი ნაბიჯებით აუარა გვერდი.
-შეგეხმიანები და წავიდეთ სადმე-ბოლოს მიაძახა სანდრომ და საპირისპირო მხარეს წავიდა.
-კი, როგორ არა-ყურსასმენები ხელის კანკალით გაიკეთა და ცრემლებს გასაქანი მისცა.სწრაფად შევარდა სახლში, მის ბედად არავინ შემოეგება წინ. სირბილით შევარდა თავის ოთახში, კარები გადაკეთა და საწოლზე დაემხო. ბალისში დარგო თავი და მთელი ხმით ატირდა.-რატომ ღმერთო, რატომ? რა დავაშავე ესეთი? რატომ შემაყვარე სანდრო რატომ-ამოიტირა. ფეხსაცმელები გაიძრო, საწოლზე წამოჯდა და ფეხებიც მოკეცა. ცრემლები ხელის ზურგით მოიცილა-ვერ ვუძლებ ამ ტკივილს-ბალიში სახეზე საკმაოდ ძლიერად მიიჭირა და მთელი ძალით დაიყვირა.
…...
იმ დღის შემდეგ, რაც ნიკამ სიყვარულში გამოუტყდა რამდენიმე დღე იყო გასული, სახლში მეორე დღესვე დაბრუნდა და ცდილობდა თავის გულისთვის მოემსმინა და გაერკვია რას გრძნობდა ნიკას მიმართ. ერთმანეთს აღარ ხვდებოდნენ, თუმცა დღეში ერთხელ მაინც ურეკავდა ნიკა და ეტყოდა “არ შემეძლო შენი ხმა, რომ არ გამეგონაო” თუმცა მოკლე საუბარი ჰქონდათ.
დილით მზის სხივებმა,რომელიც თვალებს ჭრიდა გამოაღვიძა, ლილიანმა ზანტად გაახილა თვალები და ოქროსფერ დისკოს სხიხებს ღიმილით შეეგება. ხელი ტუმბოზე გადადო და საათს დახედა 08:39 აჩვენებდა საათი. “ჯერ ადრეა” გაიფიქრა და პიქვა გადაწვა, თვალები ისევ დახუჭა თუმცა ტელეფონის ზარმა დაუფრთხო ფიქრები. ნიკა იყო, ჩაეღიმა და სწრაფად აიღო ყურმილი.
-დილამშვიდობის-ტკბილი ხმით გადასძახა ტელეფონს იქეთ და გაიღიმა.
-დილამშვიდობის, მგონი ძილი დავუფრთხე ჩემს პრინცესას?
-არა-თავი გააქნია-ისედაც მღვიძავდა, კარგია,რომ დარეკე
-აჰამ? კარგი ახლა იცი სად მივდივარ-მაცდურად წამროთქვა და იქვე ჩაიცინა.
-მაინც სად?-საწოლზე წამოჯდა
-მამაშენის კომპანიაში...უკვე გავემზადე
-ხუმრობ ხო? რა გინდა იქ?-თვალები დაჭყიდა და თმებში შეიცურა ხელი ნერვულად
-შენი ხელი უნდა ვთხოვო-სრული სერიოზულობით განაცხადა
-შენ რამე მოწიე? ღმერთო ჩემო არ გადამრიო-საწოლიდან წამოფრინდა და ნერვულად დაიწყო აქეთ-იქეთ სიარული-ნუ იცი რამე ვთქვი სასაცილო?
-კარგი ვიხუმრე, კომპანია გვაქვს მე და ჩემ ძმაკაცს. წილის ნახევარი ჩემია, თან ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს მე ვაგვარებ და ამიტომ შეხვედრებზეც ორივე მეწილე დავდივართ. ხოდა რაზე გირეკავ ეხლა, მამაშენთან კი გვინდა თანამშრომლობა, მაგრამ კონკურენცია დიდია და იქნებ ჩამიწყო ? ჰა რასიტყვი?
-გააფრინე ხო შენ?-სწრაფად აწიწკინდა
-კარგი, კარგი ვხუმრობ -გადაიხარხარა-უბრალოდ ვიფიქრა ვნახავთქოდა გირეკავდი მაინტერესებდა აქ იქნებოდი თუ არა
-არა არ ვარ , არ დავდივარ
-კარგი მაშინ დროებით
-დროებით
ამ დროს დათომ ლევანს სთხოვა, რომ კომპანიაში გამოყოლოდა. შეუმჩნევლად უყურებდა ლევანის მონაცემებს და ხვდებოდა, რომ მისგან იმაზე მეტი სერიოზული კაცი დადგებოდა, ვიდრე წარმოედგინა. უბრალოდ ხელის შეწყობა უნდოდა და როგორც მამამ არა!, მაგრამ, როგორც ახლობელს შეეძლო დახმარებოდ. იცოდა, რომ ლევანი ამ ყველაფერ არ დათახმდებოდა, ამიტომ შეფარვით გადაწყვიტა, ის საქმიანობა შეესწავლებინა ლევანისთვის, რომელიც ადრე თუ გვიან ამ საქმით მოიხიბლებოდა და თავადაც დაკავდებოდა. დიდად არც გაჭირვებია ლევანის დათახმება, თავიდან შეყოყმანდა ალბად მოერიდა შემდეგ კი სიხარულით დათახმდა.
დათო დაწვრილებით აუხსნა და გაარკვია ლევანი. ყველა საბუთზე რაც თათბირისთვის სჭირდებოდა, ერთ ხელში შეაგროვა და ლევანისაც უხნიდა რა რისთვის იყო საჭირო. სათათბირო ოთახში ნიკა, რომ დაინახე ბრაზით აევსო თვალები. ნიკაც სამაოდ აგრესიით შეხვდა თუმცა თავი შეიკავა და ცდილობდა დამშვიდებულიყო. მისთვის ეს სამე უპირველეს ყოვლისა იყო. ნიკამ საუბარი დაიწყო და თადოს არწმუნებდა თუ რა მომგებიანი იქნებოდა ეს ხელშეკრულება ორივე კომპანიისთვის, ბოლოში ისიც შეასენა, რომ ბაზარზე საკმაოდ ძლიერი და კარგი კომპანიის სახელი ჰქონდათ. დათო ყურადღებით უსმენდა ძალიან მოეწონა მათი იდეა თუმცა ესე უცებ ნამდვილად არ აპირებდა თახმობის მიცემას. ყველაფერი უნდა აეწონა და ცივი გონებით მიეღო, გადაწყვეტილება.ლევანი კი თვალებით ჭამდა ნიკას, ის არ იმჩნევდა და იმის გამო, რომ ეს დაძაბული ურთიერთობა მათ შორის გაეფანტა რათა სხვებსაც არ შეემჩნია ცდილობდა ყურადღების გადატანს, მაგრამ მისი გონება ერთ საბუთებზე იყო მიმართული. ნახევარი გაჭირვებით წაიკითხა, ხოლო დანარჩენნს დათოს ხელი ეფარებოდა და სამწუხაროდ ვერაფელი გამოუვიდა. საბოლოო სიტყვისთვის დაუკავშირდებოდა, დათო ბიჭებს მადლობა გადაუხადა, რომ მისი კომპანია დააყენეეს წინ და ესეთ სერიოზულ საქმეს მასთან ერთად სურდა შეჭიდებოდა თუმცა პასუხი ჯერ დაზუზსტებით არ იცოდა...უნდა ეფიქრა, ერთმანეთს ხელი ჩამოათვეს და საქმე დროებით დახურეს.
........................
-დიდი ხანია არ გამოჩენილხარ -სიგარეტს მოუკიდა და სავარძელის საზურგეს გადააწვა
-არც ისე დიდი ხანი-მხრები აიჩეჩა-ყოველ შემთხვევაში საქმეს არ ჩამოვშორებულვარ
-კარგია...არ მომისმენია ბათუმის ამბები...მომიყვები?
-მოსაყოლი არაფელია, დღეს შეხვედრა იყო, მეც იქ ვიყავი რა თქმა უნდა. ეს შენ-ფალი მიუგდო წინ
-ეს ის საბუთებია?-თვალები გაუფართოვდა და სავარძელიდან წამოდგა
-კი ის არის. მთელი დღე მაგ საბუთებს დავშტერებოდი, მგონი ორი სათი მომინდა იმის წასაკითხად რა ეწეერა შიგნით. ბოლომდე ვერ წავიკითხე ხელიდან არ იცილებდა დათო მაგ საბუთებს დაწვრილებით წერია მანდ ყველაფერი და შეგიძლია გაანადგურო კიდევაც.
-ყოჩახ ჩემო ლომო, ყოჩახ-მხარზე ხელი დაჰკარა და გახარებულმა საბუთებით ხელში აქეთ-იქეთ დაიწყო სიარული-ამდენი ხნის შემდეგ….
-მე წავედი -კარებისკენ დაიძრა მაგრამ გაჩრდა-ხო და კიდევ ერთი
-კიდევ რა?-გაუკვირდა და მისკენ მიბრუნდა
- კარგად, რომ გადახედავთ მიხვდებით, რომ ეგ ასლებია, ორიგინალი მე მაქვს, იმ შემთხვევაში მოგცემ თუ ლილიანზე დაივიწყებ ყველანაირი გეგმას
-რასნიშნავს ეგ?-წარბები შეკრა და გაურკვეველი მზერა მიაპყრო.
-იმას, რომ არაფელს არ დაუშავებ მას მხოლოდ დათოს-თვალები გადაატრიალა
-მოიცა….. შენ რა შეგიყვარდა?-თვალები გაუფართოვდა
-არა, არ შემყვარებია უბრალოდ ის უდანაშაულოა. თქვენი საქმე თქვენივე მოაგვარეთ….და...თუ მართლა შემიყვარდება რა მოხდება?-დაეჭვებულმა კითხა
-მაშინ მამაშენი საფლავში გადატრიალდება, ნუ უღალატებ მამას, ლილიანი იმ კაცის შვილია ვინც შენ ბავშვობა წაგართვა, ისიც ისეთი გაიზრდება მამასგან არაფლით განსხვავდება.
-ორიგინალ საბუთებს მაშინ მიიღებ, თუ…-აღარ დაასრულა
-კარგი გპირდები-ამოიხვნეშა-თავისუფალი ხარ
-უნდა დავწმუნდე შენს პირობაში, მხოლოდ მაშინ….ნახვამდის-კარები გამოიჯახუნა მანქანაში ამაყად ჩაჯდა და როდესაც სახლს გასცდა მხოლოდ მაშინ გააჩერა მანქანა და გულზე მთელი ძალით მიიჭირა ხელი, ვერც კი გაიაზრა ცრემლები რა დროს წამოუვიდა. საქარე მინა ჩამოსწოა და ღრმად დაიწყო სუნთქვა, გულზე კი ნელ-ნელა უფრო ძლიერად იჭერდა ხელს, თითქოს შუაზე ეხლიჩებოდ და უნდოდა ყველაფერი დაენგრია ვინც ხელს უშლიდა ამ ყველაფერში. ტკიოდა ეს ენით აღუწერელი ტკივილი იყო, რომელსაც ვერაფერი უშველიდა-შეგიყვარდა...ის გოგო შეგიყვარდა, ვინც არ უნდა შეგყვარებოდა..თვალებში, როგორ უყურებ? ამის შემდეგ, როგორ უყურებ მას თვალებში, რას ერტყვი, როდესაც მამამის დაცემულს შეხედავს ეს იქნება ჩემი სიყვარული?...მაგარმ მამა….მას პირობა მივეცი-ცრემლები სწრაფად მოიცილა, სახეზე ისევ ცივი გამომეტყველება გამოესახა მანქანა დაძრა და გზას გაუყვა.
............
დადგა ის მომენტი, როდესაც შემდეგი თავი დავდე!!! არ ვიცი რამდენი ელოდით, იმედია მოგეწონებათ ვიცი, რომ დამაგვიანდა, მაგრამ...მაპატიეთ!



№1  offline მოდერი Someone wandering

რამდენხანსს ველოოდიი ვააიმეეე
დიდი თავი იყო და საინტრესოო
კარგად არ მახსოვს სანდრო ვინ არის იდმენიხანია ახალი თავი არ დაგიდევს,,მაგრამ როგორც მივხვდი ლევანის ძმაკაცია
ნიკაც არაა ცუდი ბიჭ,მაგრამ ჩემი ლილიანი და ლევანი მინდა მე ერთად
აუ ბოლოს როგორ ამიტირე ლევანი sob
იცოდე როდესაც დაასრულებ არცერთს აუშავო რამე,ზოგმა ტრაგიზმი იცის...ვააიმე ვერ გადავიტან მე

 


№2  offline წევრი n-strovet

Someone wandering
რამდენხანსს ველოოდიი ვააიმეეე
დიდი თავი იყო და საინტრესოო
კარგად არ მახსოვს სანდრო ვინ არის იდმენიხანია ახალი თავი არ დაგიდევს,,მაგრამ როგორც მივხვდი ლევანის ძმაკაცია
ნიკაც არაა ცუდი ბიჭ,მაგრამ ჩემი ლილიანი და ლევანი მინდა მე ერთად
აუ ბოლოს როგორ ამიტირე ლევანი sob
იცოდე როდესაც დაასრულებ არცერთს აუშავო რამე,ზოგმა ტრაგიზმი იცის...ვააიმე ვერ გადავიტან მე

heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent