სიყვარული მხოლოდ ილუზიაა[სრულად]
მინდა გიამბოთ ჩემი სიყვარულის ისტორია. ეს ყველაფერი სრულიად სიმართლეა და აქ იმიტომ ვწერ,რომ მინდა ამ თემაზე აღარავინ გამესაუბროს. პირველ რიგში მადლობა ლუკას,რომ მომცა საშუალება თქვენთვის ეს ამბავი მომეყოლა. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორი წლით ადრე გაიცნეს. როგორც ბებო მიყვებოდა იმ დროისათვის უკვე ძალიან პოპულალაური იყო ჯინსები თბილისში. მამაჩემი-ლევანი სარგებლობდა იმით,რომ ძალიან სიმპატიურად გამოიყურებოდა და გოგონებთან არშიყსაც აღწევდა. ჯინსები კი მისი ერთერთი ფავორიტი აქსესუარი იყო. ერთ საღამოს,როცა დედაჩემი-თეონა მოსკოვიდან თბილისში ბრუნდებოდა შემთხვევით ბარგი აერია აეროპორტში. მომიყვა მისი და მამას პირველი დიალოგი. -ეს ჩემი ბარგია ქალბატონო-აჯაჯღანებია ლევანი. -თქვენ კი ჩემი ბარგი გაქვთ-მამა ხაზ გასმით ამბობს,რომ მისი სილამაზით მოხიბლული იყო. დედამ ბარგი გამოგლიჯა ხელიდან,თუმცა მამას რომ შეეჩერებინა იგი,თურმე გაქცეულა აეროპორტიდან,დედა კი უკან გაეკიდა. მამა ამბობს გზაში ხან ქუსლიანი ფეხსაცმელი მომხვდაო,ხანაც კი ჩემი რვეულები და კალმებიო. საბოლოოდ,როცა დავიღალეთო სიცილ კისკისში გავიცანით ერთმაენთიო. მამა მაშინ რბოლებში იღებდა მონაწილეობას და ათას ცხრაას ოთხმოცდაათი წლის „უილიამს-რენო FW13B“-თი ასეირნებდა თეოს. რვა წელი "შეყვარებული"-ს სტატუსად იყვნენ ერთმანეთში. შემდეგ მალევე დაოჯახდნენ და გაჩნდა ჩემი ბუმბერაზი დაც სალომე. ორი წლის შემდეგ,როცა მამას ჯარში მოუხდა წასვლა გავჩნდი მეც,ორიათასი წლის პირველ უცხელეს აგვისტოს. ექიმი ამბობდა,რომ ეს ბავშვი მგელზე ნაჯვარიო. დედაჩემს გული გასკდომია რას ამბობთო და ჩემი სახე,როცა დაუნახავს სიცილით გამსკდარა. თავზე ორი კინკილა შავი თმა მქონდა და ვიჭყანებოდი. ორ წლამდე ჯიუტი ვიყავი არაფერს არ ვჭამდი,მაგრამ თეოს ეშინოდა ასეთი პუტკუნა,რატომ არისო. დადგა ექვსი წლის ასაკიც. ეს პერიოდი ყველაზე მეტად მტკივა,რადგან მამაჩემმა დედა მიატოვა ვიღაც ქალის გამო. ცხრა წლი მამა არ მენახა თვალით,მიუხედავად იმისა,რომ ასე ძალიან მენატრებოა იგი,მახსოვს ერთხელ წერილიც დავუწერე და გემის სახით ვითომ წყალს გავატანე. მაგრამ მალევე დაიშალა ის ფურცელი,ახლაც მაქვს შენახული და რომ ვკითხულობ გული მეკუმშება. "ჩემო მამიკო,დიდი ხანია აღარ მოსულხარ სახლში,შენი პიპია ისევ გარაჯში აყენია. ბებო მეუბნება არ შეიძლება შიგნით ჩაჯდომაო ჟანგები ყავს და დაჟანგდებიო. მამიკო გთხოვ მალე დაბრუნდი მომენატრე. დედიკო სულ ტირის მამა,რომ ვეფერები ასე მეუბნება თვალში რაღაც ჩამივარდაო. მამიკო მეშინია გუდაბრახუნებმა არ წამიყვანონ გთხოვ დაბრუნდი. მიყვარხარ მამიკო,შენი სანდრიკო" და შვიდი წელი,როცა შემისრულდა სიხარულიტ მეცხრე ცას ვეწვიე,რადგან ლევანი დაბრუნდა სახლში,მაგრამ მხოლოდ იმიტომ,რომ ბარგი ჩაელაგებინა. ის პერიოდი ბავშვთა სახლში დამტოვეს,რადგან მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა განქორწინების შემდეგ ვისთან ვიცხოვრებდი. რა თქმა უნდა,დედასთან განმაწესეს. ცხრა წელი იმდენად ჩავიკეტე საკუთარ თავში,რომ დღესაც მიჭირს ვინმესთვის მოყოლა. თეო მეუბნებოდა,რომ. -დეე სიყვარული ეს ისეთი რამ არის,რასაც მთელი ცხოვრება უნდა მისცე შენში გაბატონდეს. -რატომ დე? -ერთად ყოფნით არაფერია ამ ქვეყნად დაუძლეველი-თმაზე მეთამაშებოდა ხოლმე,რასაც ვერ ვიტან,მაგრამ რას არ მივცემდი ოღონდაც დღესაც ჩემს გვერდით იყოს-შენ თავს შთააგონე, რომ ყოველთვის ბედნიერი უნდა იყო. დე არ უნდა დამალო გრძნობები,რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ქვეყნად,რაც გვაქვს ადამიანებს. უნდა ითმინო იმდენი,რომ დრომაც კი შენთან დაიჩოქოს ამის გამო. ყოველთვის უნდა აპატიო ადამიანს შვილო. -რატომ დე? -ჩვენ რა არ უნდა ვაპატიოთ ერთმაენთს,როცა ღმერთმა ჯვარცმა გვაპატია? -დე ღმერთმა ყველაფერი იცის? -კი დე,მან სულ ყველაფერი იცის. არ გეგონოს,რომ ვინმეზე მეტი ხარ!უფლის წინაშე ყველა თანასწორია,სწორედ მაშინ ეცემი,როცა ვინმეზე მეტი გგონია შენი თავი. და ბოლოს დაიმახსოვრე,სიყვარული გულით უნდა ვატაროთ და არა ენით. მისმა სიტყვებმა ძალა მომცა,გადავწყვიტე მამას მეგობართან ირაკლი ჩარკვაიანთან მივსულიყავი,მაგრამ იგი გარდაცვლილიყო. მისმა მეზობელმა გიტარა მაჩუქა და ამის შემდეგ სიმღერა ამოვიჩემე. და აჰა დადგა მომენტი,როცა ჩემი სიყვარული აღმოვაჩინე. შარშან თექვსმეტ აპრილს ჩემი და უკან დაბრუნდა ნამტირალევი. მ~ვეჩხუბებოდი,რატომ იქცეოდა ასე,მაგრამ დუმდა. მიზეზი კი ის იყო,რომ სალომემ და ჩემმა სიძემ-ლუკამ იმდენი დალიეს,რომ ინტიმური კავშირიც დაუმყარებიათ ქორწინებამდე. მუცელში ჩაისახა პატარა სესილიკო. ბიძიას სიხარული:)) სანამ ამას გავიგებდი ჩემმა(ყოფილმა)ძმაკაცმა გიომ,შემომთავაზა იდეა,რომ შემექმა facebook-ი. თავიდან ვუარყავი,თუმცა ტყულით დაიწყო ჩემი აქტივობაც,რაც მისივე თქმით გართობისთვის უნდა გვქონოდა. 3:16 მომდის მესიჯი ტელეფონზე,რომ ვიღაცას სურს ჩემთან დამეგობრება. წამშივე გადავედი მის გვერდზე და ჰოი საოცრებავ. ყველაზე მეტად,რაც მიყვარს გოგონაში,ჩაჩუტული ლოყები მომხვდა თვალში. ეგრევე დავაჭირე დასტურს და წამშივე გამოვედი მისი პროფილიდან. -ეს გოგო ჩემი იქნება-ფიქრი ხმამაღლა მომსვლია და ჩემი დაც შემოჯლაგუნდა ოთახში. -ვინ გოგო? -რა გოგო? -შენ არ თქვი ჩემი იქნებაო? -ვინ? -სანდრო!ნუ დებილობ ვინ გოგოზე ამბობ? -კაი რაა,მე როდის ვთქვი ახლა ეგ?გელანდება სალო რარაცეები გავალ მე აივანზე. სამწუხაროდ აივნის მაგივრად მეზობლის სახლში შევსულვარ. თვალწინ მედგა იმ გოგონას ლოყები და ისე დავდიოდი. ახლაც კი მიკვირს,რატომ მოახდინა ჩემზე ასეთი უცნაური გრძნობდა? თურმე,ჩემი მეზობლის ბინაში შევაბიჯე და წინ და უკან დამიწყია სიარული. მაყვალა ბებია შეწუხებულა ჩემი უცანური საქციელით. -სანდრო ბებო,რა მეხი დაგეცა მისდღემჩი არ შემოდიხარ ჩემთან? -ისა ბებოო,მე ხო რძე... -რა რძე? -რადა რძე მოუწველია ძროხას რავიცი ბებო მე კაი წავედი-ისე გამოვვარდი იქიდან არც კი დავფიქრებულვარ რა წმაოვაჩერჩეტე. სწრაფადვე ჩავედი დაბლა ჩავრთე ინტერნეტი და მის გვერდზე შევედი. აი აქ უკვე ვსოო... მისი თაფლისფერი თვალები უცნაური გამოხედვით,ასე ძალიან რომ აღძრავს ჩემში გაოცებასა და სიხარულს,ერთიანად მიბატონებენ. თითქოს მეტყველების უნარს ვკარგავ, ყველაფერი არაფერი ხდება,მხოლოდ ის და მე... არა უფრო სწორედ მხოლოდ ის. მე დაკარგულად მივიჩნევ თავს. მაგრამ მახსენდება "ტყუილი". ეს ყველაფერს ანადგურებს,მიწასთან ასწორებს. მოდმის ახალი ესემესი,რომ მან დამილაიქა ფოტოები. ვეღარ უძკლებს გული და გადავდივარ მის პროფაილზე და ვწერ. 3:18 მისი მესიჯი მალევე მიბრუნდება უკან. გადის დრო და ერთმანეთში უფრო და უფრო ვეწყობით. და ჰოოოპ. ოცდახუთი აპრილი. სკოლიდან ახალ დაბრუნდებულზე ვხსნი შეტყობინებას ლამაზუკასაგან. მასე ასე ვეძახი. ვხსნი და ჰოი გულო... ვხედავ ორ სხვავდასხვა ბიჭს ეხვევა. საერთოდაც არ ვიცი,რამ წამომიარა...მე ხომ არ მაქვს მისდამი რაიმე გრძნობა? თუ მაქვს???ნუ რა მნიშვნელობა აქვს. -რატომ ეხუტება ამათ? და საერთოდაც რატომ მიგზავნის მე?არა,თუ უნდა ჩაეხუტოს მე ვინ მეკითხება,მაგრამ მე არ უნდა მიგზავნიდეს. არა ის კი აღარ იკმარა გუშინ,რომ მომიშალა ნერვები იმ ბიჭზე. არა ხო,იმ ბიჭმა უთხრა მომწონხარო,მაგრამ რატომ მოსწონს?წავიდეს და სხვა მოეწონოს!და საერთოდაც რატომ დავდივარ წინ და უკან ოთახში და საკუთარ თავს ველაპარაკები?გამოტვინდი სანდრო გამოტვინდი! უკვე დედაჩემიც ვეღარ მცნობს. პურზე,როცა მიშვებს სარეცხის ფხვნილი და ბულკები ამომაქვს. ლევანზე ხო ზედემტია საუბარი. ცალკე ცხოვრობს და როცა მასთან მივდივარ კარებში არ ვარ შესული,რომ უკანვე ვბრუნდები. ჩემს თავში ძალიან დავიკარგე და ეს ყველაფერი ლამაზუკას ბრალია! არა მისი ბრალი რატომაა?უფრო ჩემი...არა უნდა დაველაპარაკო მას ამის შესახებ. ოცდაშვიდი აპრილი. ოთხშაბათი დღეა,თავისუფალი სრულიად. მოვიმარჯვე ტელეფონი და მივწერე. "როცა შეგხვდები,რაღაც უნდა გითხრა" ნეტა კაი დასაწყისია? თუ არა?ოო სანდრო,მოკეტე და ნახავ რა... "რა უნდა მითხრა?"მომდის მალევე პასუხი. არა ახლა ვერ ვეტყვი სჯობს პირისპირ ვუთხრა. "როცა გნახავ გაიგებ" "ან მეტყვი,ან საერთოდ ვერ მნახავ" რა ჯიუტია რა ღმერთო!როგორ ვუთხრა ახლა მე რა ვიცი... კი,მაგრამ სანდრო რაგჭირს?გოგოსთან ასე არასდროს გინერვიულია. მიდი მიწერე მიდი... "მინიშნებებით გეტყვი,აი,როცა შენ გწერ მინდა,რომ სულ ეგრე ვიყო,არ მომსწონს სხვა ბიჭი,რომ გწერს და გეხუტება,თითქოს ვეჭვიანობსავით. სულ დაბნეული ვარ,როცა გიხსენებ,იციი მგონი...მომწონხარ" ხომ არ წავშალო ჰა?არა რაც იქნება იქნება. მაგრამ მე ხომ მოწონებაზე მეტი გრძნობა გამაჩნია? "აჰაჰ,მეც" რაიო?მართლააა??აუუუ რამაგარიაა... მახსოვს როგორ მივარტყი თავ იჭერს სიახულიგან. თეომ კინაღამ გამლახა,იმდენი ვაკოცე. ჩემს სიხარულის საზღვარი არ ჰქონია. ოცდაერთი ივნისი. და აჰა პირველი დაშორების მომენტიც,ჩემ თავს არ ვგავდი,იმდენად შევიცვალე. დავიწყე მოეწევა და დალევა. ოცდაცხრა ივნისი. პირვლი შერიგების დრო,მგონი მეორედ გავიტეხე თავი სიხარულისგან:))) დეკემბერის თვე. დადგა მამაჩემის გაჭედვის ეპიზოდიც. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. -რა არის ლევან რატო დამიბარე? -შენზე უნდა ვილაპარაკოთ. -გისმენ-მოვკალათდი ჩემს საყვარელ სავარძელში. -შენი შეყვარებული როგორ არის?-უცნაურად მაშტერდებოდა. -კარგადაა,რამე მოხდა? -რამდენი წლის არის? -თექვსმეტის გახდება თებერვალში. -და შენ რამდენი ხარ? -ჩვიდმეტის და თუ ამიხსნი რაშია საქმე მადლობეს დაგრჩები. -თქვენ ისეთ ასაკში ხართ,რომ ძნელია საკუთარ თავებს შეყვარებულები უწოდოთ შვილო, მეც შენს ასაკში ვიყავი,როცა დედაშენი გავიცანი. მაშინ დიდი შეცდომა დავუშვი,რადგან მეგონა ის იყო მხოლოდ ერთადერთი და თურმე ვცდებოდი. ყველაფერი გარდამავალია სანდრო,თქვენ მხოლოდ ბავშური გატაცება გაგაჩინათ და მეტი არაფერი. სანამ გვიანი არ არის სჯობს დაშორდეთ და აი ნახავთ რა დიდ შვებას იგრძნობთ. საკუთარ ყურებსა და თვალებს ვერ ვუჯერებდი. ეს მამაჩემია? არა ეს ვერ იქნება,რატომ უნდა მეუბნებოდეს ამას?მე ხომ პირველად ვარ შეყვარებული,თანაც ასე გაგიჟებით. -ლევან დაუფიქრდი რას მეუბნები,თუ შენშია პრობლემა თეოს ნუღარ ადანაშაულებ კაი? -მე მამაშენი ვარ და ვიცი რა არის შენთვის კარგი და რა ცუდი! უკვე ყვირილს ვიწყებდით ორივე. -მართალია შენ მამაჩმი ხარ,მაგრამ ის გავიწყდება,რომ შენამდე თეო იყო დედაჩემიც და მამაჩემიც!მაშინ სად იყო მამჩემი,როცა ასე ძალიან მჭირდებოდი ჰა? მაინც და მაინც,როცა ახლა ვარ ყველაზე ბედნიერი,მაშინ გამოჩნდა მამაჩემი?დაიმახსოვრე ლევან,რომც კრახით დასრულდეს ეს სიყვარული მე არასდროს არ დავშორდები მას!ან მასტან ერთად ვიქნები ან არავისთან ეგ დაიმახსოვრე მამაჩემო. სისხლიანი თებერვლის თვე. ეს ის დროა,როცა დედაჩემი გარდაიცვალა. ამ დროს უცხოეთში ვიყავი და რომ მითხრეს... ახლაც მიჭირს იმ წუთების გახსენება. თითქოს პარალიზებული ვიყავი,საერთოდ არც კი ვარსებობდი იმ მომენტებში. სმა დავიწყე,ჩემთვის ჩუმად ვსვამდი. მის ფოტო სურატს საფულეში ვატარებ სულ,მაგრამ დავკარგე და თითქოს ხელახლა დავკარგე დედა,ასეთი შეგრძნება მქონდა. დეპრესია გაბატონდა ჩემში. პარალელურად ლამაზუკასთანაც რარაც პრობლემებამ იჩინა თავი და დამშორდა. აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა. დავიწყე თეოს სახელიტ წერილების წერა საკუთარ თავთან. "დეე ნუღარ დალევ" "ადე დეე მიდი ჩადი საქართველოში" "მხნედ იყავი დეე" მის საფლავზე ყოველდღე დავდივარ,თითქოს ხელახლა ვკვდები... აპრილი. ეს ის თვეა,როცა ტყუილი გამომჟღანვდა. დაშორებებმა იმატა...სმამაც მოუმატა...დარდები...ფიქრები...მამაჩემთან კამათებიც...სახლიდან წასვლებიც... ივლისი. გუშინ საბოლოოდ ჩამცხრილეს უკანასკნელი ტყვიით,თანაც ვინ? ლამაზუკამ... რა უცნაურია,არც მეგობრობა გვაკავშირებდა,არც მოწონება. სულ სხვა რაღაც იყო...სიყვარულზე მეტი(ჩემი მხრიდან)მე ასე მეგონა,რომ ორივესგან იყო,მაგრამ ვცდებოდი... მან თვქა რომ ვეკიდე... ჰოო ეს ჩემი ბრალი იყო,ტყუილი... მაგრამ მან ხომ მითხრა რომ ვუყვარდი? იარები ხესაც რჩება,ქვასაც და მიწასაც,მაგრამ ადამიანებს სხვადასხვანაირად უტოვებს იარებს... კარგი იქნებოდა ადამიანები ყავაში შაქრის მაგივრად თავიანთ სიტყვებს,რომ ყრიდნენ, სწორედ მაშინ მიხვდებიან რა მწარე გემო აქვთ მათ "სიტყვა"-ს. ეს ყველაზე საშიში იარაღია,რამაც შეიძლება ყველაზე საშინელი დარტყმა მოგაყენოს. მაგრამ საბოლოოდ რა?? ჩვენივე შეცდომების გამო ვაგებთ პასუხს ყველაფრის წინაშე... რადგან მან სხვა ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა ვიღა უშლის? ზოგიერტი იტყვიტ,რომ არ უნდა დანებდეო... იცით რა?? ცოცა ადამიანზე ასე ძალიან ხარ შეყვარებული და ერთ დღესაც იგი ამბობს მკდიხარო,ფაქტიურად აღარც ძალა გრჩება და არც არაფერი. ამიტომ დღეიდან ჩემტვის,როგორც ახალი უსახელო ადამიანისთვის: სიყვარული მხოლოდ ილუზიაა... ამას რატომ ვამბობ და რატომ არ განვაგრძნობ ცხოვრებას? ცხოვრება უკვე დავკარგე გუშინ,ასე რომ აზრიც აღარ აააქვს. დავპირდი თავიდანვე,რომ არავიში არ გავცვლიდი და ასეც ვიზავ. გაიღიმეთ ეს დედა ნატირები რალური ცხოვრებაა... და როგორც მე,გირჩევთ იყავით განსხვავებულები არ უღალატოდ ერთმანეთს:))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.