შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე მოწმე (თავი მეექვსე)


26-07-2018, 15:33
ავტორი buterfly
ნანახია 2 053

-კაფეში ხომ არ შევსულიყავით?
-ახლა შენ მთხოვ ,რომ ყავაზე დაგეწვიო?-მხიარულად გადახედა ნოემ ლილიანას
-კარგი თუ არ გინდა..
-მინდა ,მინდა როგორ არა
ჩამოსხდნენ მაგიდასთან და მიმტანს დაუძახეს
-ორი ცხელი ყავა -შეუკვეთა ნოემ და ლილის გადახედა-კიდევ რამე ხომ არ გინდა?
-კი ,თქვენი საფირმო ნამცხვარი გვინდა კიდევ, იცი რა გემრიელია?-სიცილით უთხრა ნოეს
-კარგით ახლავე მოგიტანთ
-ახლა მარტო დავაკვირდი, რა ლამაზი ფერის თვალები გქონია-ლილიანას ლოყები შეეფაკლა ,რაზეც ნოეს გაეცინა
-განსაკუთრებულს რა ხდის? ჩვეულებრივია
-სწორედ ჩვეულებრივობა და შენი უბრალოება ხდის განსაკუთრებულს -თბილად უთხრა ნოემ
-მადლობა-თავი ჩახარა და თითების თამაში დაიწყო-კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ,რომ მომისმინე
-არაფრის, ლილიანა და იცოდე , რომ თუ დაგჭირდი ჩემი იმედი შეგიძლია გქონდეს. ყოველთვის მოგისმენ-უთხრა და მისი ხელები ხელებს შორის მოიქცია. ამ დროს კი ყავა და ნამცხვარიც მოიტანეს.-მართლა ძალიან გემრიელია-ტუჩების ლოკვით უთხრა ლილის
-ეგზოტიკური კერძები მოგწონს?
-აუ, კი .კიბორჩხალა მიყვარს ძალიან-ამის გაგონებაზე ლილიანას სიცილი აუტყდა-რა გაცინებს?-გაკვირვებას ვერ მალავდა ნოე
-კირჩხიბი ვარ -განაგრძო სიცილი ,თავს ვერ იკავებდა. როდესაც ნოეც მიხვდა მასაც გაეცინა
-მივხვდი-სიცილით უთხრა და ყავა მოსვა
-შენ რა ხარ ზოდიქოთი?
-მორიელი
-ოჰო
-რა მოხდა?
-არაფერი. მომწონს ეგ ზოდიაქო
-მართლა?რატომ?
-იმიტომ, რომ მიამიტი არ არის და ყველას სიტყვების მარტივად არ სჯერა. შურისძიებაც შეუძლია და არც ადვილად პატიობს . ნუ ბოლო ორს რაც შეეხება მეც არანაკლებ გამომდის-ნაძალადევად გაუღიმა-მაგრამ დიდხანს ვერა.
-ლილიანა, არ გვინდა ახლა ასეთ თემებზე საუბარი ,უბრალოდ დავტკბეთ ამ საღამოთი და მომხდარი ცოტა ხნით მაინც დაივიწყე, კარგი?
-შევეცდები, იცი რომ ძალიან საყვარელი ხარ ,როცა მამშვიდებ?-გულწრფელად გაუღიმა და ხელი თავქვეშ ამოიდო
-შენ მგონი ცოტახნის წინ დალეული ღვინო ახლა მოგეკიდა-სიცილით უთხრა ნოემ
-შეიძლება-ამოილაპარაკა და ნოეს მზერა მოარიდა
-წავიდეთ თუ გინდა
-კი მინდა-წამოდგა ლილიანა და უცებ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფეხები მოეკეცა, მაგრამ ნოემ თავისი ძლიერი ხელი შეაშველა და მკერდზე აიკრო
-კარგად ხარ?
-ცოტა სუსტად ვგრძნობ თავს
-დამეყრდენი-უთხრა და გარეთ გავიდნენ. ნოემ ტაქსი გამოიძახა და ლილიანა სახლში წაიყვანა-ჩაეძინა-გადახედა მის მხარზე თავჩამოდებულ ლილიანას და თმები სახიდან გადაუწია-რა საყვარელია-ჩაილაპარაკა და სახლთანაც მივიდნენ. ხელში აყვანილი გადმოიყვანა მანქანიდან . კარზე დააკაკუნა , პეტრემ გაუღო და სახეზე გაკვირვება აესახა
-ვინ ხარ? ლილიანა შენთან ერთად რატომ არის?
-შემომიშვებ?მოგიყვებით ყველაფერს-თქვა და ანასა და საბას გვერდი აუარა-სად არის მისი ოთახი-ანამ თითით ანიშნა
-რა ხდება?-კითხვა აჯახა ოთახიდან გამოსულ ნოეს ანამ. ნოე დივანზე ჩამოჯდა და თხრობა დაიწყო
-მის საქმროსთან მოუვიდა კამათი -ამით უკვე ყველაფერი გასაგები იყო ანასთვის
-გასაგებია
-რა არის გასაგები?
-რამდენჯერაც ერთმანეთს ხვდებიან სულ ასე ხდება. ბაჩო მუდამ მისი ნერვიულობის მიზეზი როგორ უნდა იყოს.?
-ანუ აქამდეც უტირებია ლილიანა?- დივნიდან წამოიჭრა ნოე
-ლილიანას ნათქვამი არ ესმის. თავიდან ვერაფრით მოიშორა. ნანობს თურმე თავის საქციელ-თქვა და თავი ხელებში ჩარგო
-არაუშავს მე მოვაშორებ მაგას თავიდან-თქვა ნოემ და იქაურობა სასწრაფოდ დატოვე
-არა გაჩერდი-უკან აედევნა ანა-ნოე, ჯანდაბა არ უნდა მეთქვა-დივანზე ჩამოჯდა .პეტრე გვერდით მიუჯდა და ჩაიხუტა.
***
კარზე ძლიერი კაკუნი ისმის
-ვინ ხარ?-ნამძინარევი ხმით ჰკითხა ბაჩომ კარში მდგომ ნოეს
-ნაბ***არო, როგორ ბედავ ლილიანასთან მიკარებას-უთხრა და მუშტის ძლიერი დარტყმით ძირს დაანარცხა
-ვინ ხარ ?ჩემს სახლში რომ შემოიჭერი?
-მე კი არა შენ ვინ მიგდიხარ ასე რომ ანერვიულებ მას?-საყელოში წვდა და კედელზე ააკრო-თავს დაანებებ გასაგებია? ლილიანას შეეშვები. კიდევ თუ გაეკარები ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-მკაცრად უთხრა და კიდევ ერთხელ უთავაზა მუშტი
-ამის გამო შემიძლია დაგაპატიმრო-ზიზღნარევი ხმით უთხრა და სისხლი მოიწმინდა
-ფეხებზე -მიაძახა და კიბეები ჩაირბინა
****
-როდის ჩამოხვედით?-ლოგინზე წამოიზლაზნა ლილიანა და იქვე ,კარში მდგომ ანას გახედა
-გუშინ საღამოს. -გვერდით მიუჯდა ანა
-აქ როგორ მოვხდვი არ მახსოვს-თავზე ხელი მოიკიდა
-ნოემ ამოგიყვანა ხელში აყვანილი-ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე
-მართლა?-გაეღიმა ლილიანასაც მაგრამ მალევე შეასწორა სახე
-კაი ეგ იქეთ იყოს და მომიყევი გუშინ რა მოხდა?
-ლილიანას სახე შეეცვალა და წარბები შეკრა-ბაჩოს თუ გულისხმობ მაგაზე საუბარი არ მინდა
-რა გააკეთა ,ლილიანა? რატომ ტიროდი?
-ნოემ გითხრათ ხომ?
-ხო ,მაგრამ ყველაფერი არ უთქვამს
-არც ეგ არ უნდა ეთქვა-გაბრაზებას ვერ მალავდა
-რატომ ,ლილიანა, რატომ? მე არ უნდა მცოდნოდა რამე? ან საბას?
-ეგ რა შუაშია უბრალოდ თქვენი განერვიულება არ მინდოდა
-კარგი რა საყვარელო-ჩაიხუტა დაქალი ანამ-არ მინდა აგაღელვო ,მაგრამ გუშინ ნოემ გაიგო ბაჩოს საქციელი პირველი რომ არ ყოფილა და მასთან წავიდა .
-რაა? -წამოიყვირა და საწოლიდან წამოჭრა-ბაჩო არანორმალურია რამეს დაუშავებდა-ოთახში იქით-აქეთ სიარულს მოჰყვა
-მეჩვენება თუ ნოეზე ნერვიულობ?
-ანა.
-კარგი ხო.
-უნდა წავიდე -სარაფანი გადაიცვა და წამში ნოეს კარის წინ აღმოჩნდა
-ლილიანა-სააბაზანოდან ახლად გამოსული, ნახევრად შიშველი ნოე ლილიანას დანახვამ გააკვირვა-აქ რას აკეთებ?
-როგორ ხარ?-სევდიანი მზერა შეანათა
-კარგად მოხდა რამე?
-არაფერი. ანამ მითხრა გუშინ ბაჩოსთან წავიდაო
-გასაგებია-თავი ჩაღუნა და თმაში ხელი შეიცურა
-კარგი თუ კარგად ხარ მე წავალ-წასვლა დააპირა ,მაგრამ ნოემ ხელი სტაცა და შიგნით შეიყვანა-რას აკეთებ?
-შენი აზრით? ძალიან მომწონხარ ლილიანა- ყელთან მხურვალე კოცნა დაუტოვა და თავისი სველი სხეული ააკრო ზედ.
-ნოე-სხეულში სიმხურვალე იგრძნო ლილიანამაც. სურვილით იწვოდა და თავს ძლივს იკავებდა
-გისმენ-კოცნას არ წყვეტდა ნოე
-გაჩერდი გთხოვ-ძლივს ამოილუღლუღა და ნოეც მოშორდა
-არ გსიამოვნებს?-თავი უხერხულად იგრძნო და ტუჩზე ხელი მოისვა. ლილიანა ცოტახანს გაუნძრევლად იდგა ,მაგრამ თავის დიდხანს შეკავება ვეღარ შეძლო და ნოეს ტუჩებს დაეძგერა-ამას არ მოველოდი-უთხრა ნოემ და წელზე ხელი მოჰხვია, ტანსაცმლისგან წამში გაათავისუფლა და წელზე შემოისვა. საწოლზე დაანარცხა ,თავადაც მოიცილა პირსახოცი და სასურველ ქალს ზედ აეკრო-მინდიხარ საშინლად -ლილიანას ტუჩები კიდევ ერთხელ დააგემოვნა .ზედა ტუჩზე უკბინა და ყელთან გადაინაცვლა. მათმა ყრუ კვნესამ იქაორობა მოიცვა . ვნების მორევში გადაეშვნენ და როდესაც ერთმანეთის მოფერებით გული იჯერეს საწოლზე დაღლილები მიესვენენ. ლილიანა ნოეზე იყო მიკრული და თითებს მის სხეულზე დააცურებდა
-ვერ ვიჯერებ , რომ ეს გავაკეთე -გაეღიმა და ნოეს მზერა გაუსწორა
-ვერც მე. ასე ჯერ არავის გავუგიჟებივარ-ვნებიანი ,ბოხი ხმით ამოიოხრა და კიდევ ერთხელ აკოცა ლილიანას-მგონი მიყვარდები-ამის გაგონებისას ლილიანა წამოდგა და ჩაცმა დაიწყო.
-რა მოხდა? რამე არ უნდა მეთქვა?-შეწუხებული წამოდგა და ლილიანას უკნიდანა ეკრო
-არა შენ არაფერ შუაში ხარ.
-აბა ვინ არის შუაში? რა ხდება?-წამოდგა და წასასვლელად გამზადებულ ლილიანას წინ აესვეტა
-არაფერიც არ ხდება-მკაცრად უთხრა და მისგან თავის დაღწევას შეეცადა
-არსად არ გაგიშვებ ,სანამ არ მეტყვი რა ხდება?-ხელი მოჰკიდა და ჩაიხუტა საყვარელი ქალი
-უბარლოდ მეშინია რაც წარსულში შემემთხვა ის კიდევ არ გამეორდეს-თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა
-მომისმინე ,ლილიანა, ყველანაირად შევეცდები მსგავსი ტკივილი აღარასდროს განიცადო, ხომ გამიგე? მე შენ გვერდით ვიქნები და დაგიცავ -თბილად უთხრა და უფრო მაგრად მოჰხვია ხელები. მისი ძლიერი მკლავების შეგრძნება საოცარ სიმშვიდეს აგრძნობინებდა.
-ასე მალე შეგიყვარდი?
-ძნელი დასაჯერებელია?
-არ ვიცი
-შენ არაფერს გრძნობ ჩემ მიმართ?
-არაფერს რომ არ ვგრძნობდე ,როგორ ფიქრობ აქ ვიქნებოდი?
-ეგეც მართალია-გაუღიმა და ხელში აიტაცა-ხომ არ გაგვემეორებინა ?
-კარგი აზრია -უთხრა და ლოყაზე ვნებიანი კოცნა დაუტოვა.

****
-სად არის? აქ უნდა ყოფილიყო ამდენი ხანი?
-მამა ,ხომ იცი ჩემი ძმა უმიზეზოდ არ დააგვიანებდა
-არვიცი მიზეზი მე. სასწრაფოდ დაურეკე და ახლავე აქ მოვიდეს -მკაცრად წარმოთქვა და მაგიდაზე ხელი დაარტყა
-კარგი-ამოილაპარაკა და ნოეს დაურეკა-სად ხარ შე ჩ*მა? მამაჩემი გიჟს გავს
-სულ დამავიწყდა-ჩაიჩურჩულა და მძინარე ლილიანას თავი ფრთხილად გადააწევინა
-რას ჰქვია დაგავიწყდა? ახლავე მოდი თორემ ეს ამბავი კარგად არ დასრულდება. უკვე ყველაფერს ლეწს-უთხრა და გაგიჟებული მამამისისკენ გააპარა თვალი. -ასეთი რა საქმე გქონდა რომ სულ გადაგავიწყდით?
-მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა , ახლავე წამოვალ-უთხრა და ჩაცმა დაიწყო. მძინარეს ლოყაზე ნაზად აკოცა და მარტო დატოვა.
ნახევარ საათში უკვე იქ იყო და მამამისის დატუქსვას უსმენდა
-მორჩი?-გაღიზიანებულმა ჰკითხა ნოემბერი
-მეკაიფები ხომ?-სიბრაზეს ვერ მალავდა მამაისი
-არა საერთოდ. თუ მორჩი წავალ თქვენი ნერვები არ მაქვს.
-ნოე, უკანასკნელად გეუბნები ,ჩემს მოთმინებას ნუ ცდი და რაც დაგავალე თავის დროზე შეასრულე ,გასაგებია?
-გასაგებიათქო მერამდენედ ვთქვა?-ხმის ტემბრს მოუმატა
-მამისი დაწყნარდა და სკამზე ჩამოჯდა-როგორ მიდის ის საქმე?
-ჩვეულებრივად
-რას ჰქვია ჩვეულებრივად? ელაპარაკე უკვე?
-არა ჯერ.
-რას ელოდები?
-მამა ,ჩემი საქმის მე თვითონ ვიცი.
-იცოდე შეცდომას არ გაპატიებ. საქმე ბოლომდე მიიყვანე,თორემ ეს ყველაფერი არც შენთვის დასრულდება კარგად და იმ გოგოსთვის ხომ მითუმეტეს ,ახლა კი თუ ყველაფერი გაიგე შეგიძლია წახვიდე
ნოეც უხმოდ გამოეცალა და ლილიანასთან წავიდა.
-მამა, ძალიან მკაცრად ხომ არ ექცევი ნოეს?
-რატომ გგონია?
-იმიტომ ,რომ მგონი არ უნდა იმ გოგოს თავიდან მოცილება და შენ კი აიძულებ
-ანუ შეუყვარდა?
-არა ეგ არ მითქვამს. ალბათ ადამიანური გრძნობის გამო უფრო-ძმის დაცვა სცადა
-ყოველი ადამიანური გრძნობა სისუსტეა. გესმის?
-მაინც მგონია რომ მკაცრად ექცევი. არ იმსხაურებს. ჩემთვის მსგავსი ტონით არასდროს მოგიმართავს. ისიც ხომ შენი შვილია?
-არ არის გასაგებია? არ არის ჩემი შვილი
-რაა? მეხუმრები ალბათ
-არა საერთოდ არ ვხუმრობ
-აბა რას ჰქვია შენი შვილი არ არის?
-რას და დედაშენმა ის საყვარლისგან გააჩინა. ახლა გაიგე-ზიზღნარევი ხმით უთხრა და იქვე მყოფ ნოეს სურათს ხელი ჰკრა
-მაგას ვერ დავიჯერებ ,მამა-ხმას უწევდა
-ნუ დაიჯერებ ,სიმართლე უკვე იცი
-ეგრეც რომ იყოს ის ხომ შენ გაზარდე? როგორ ვერ შეიყვარე ამდენი ხანი?
-ვერ შევძელი და მინდა რომ ეს ვერც შენ შეძლო. თუ საჭირო გახდება და ჩემი ეჭვებიც გამართლდება საქმის ბოლომდე მიყვანა შენ მოგიწევს და მაშინ სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეგიშლის, გასაგებია?-უთხრა და მისი სახელ ხელებში მოიქცია
-გასაგებია
****
-სად წახვედი?-ახლად გაღვიძებული ლილიანა თვალების ფშვნეტით ეკითხებოდა ნოეს
-ნაყინი გიყიდე-უთხრა და პარკი თვალწინ დაუტრიალა
-რა კარგი ხარ-თბილად ამოილაპარაკა და ნაყინი გამოართვა
უყურებდა ნოე ლილიანას და ხვდებოდა ,რომ იმ ცეცხლში სურდა გადაშვება ,რომელიც იცოდა ,რომ აუცილებლად დაწვავდა. ეს ხომ სიყვარულია.

ვეცადე საინტერესო გამოსულიყო. იმედია მოგეწონებათ .გელით heart_eyes



№1  offline წევრი triniti

Me dzalian momwons da aqtiurad vagrzeleb kitxvas imedia male dadeb axal tavs

 


№2  offline წევრი buterfly

triniti
Me dzalian momwons da aqtiurad vagrzeleb kitxvas imedia male dadeb axal tavs

შევეცდები ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მაყვალა

ძალიან საინტერესოა შემთხვევით ვნახე მომეწონა 7თავი წავიკითხე გაგრძელებავეღარ ვიპოვე გთხოვთ თუ გამომიგზავნით ან გააზიარებთ დიდი მადლობელი ვიქნები

 


№4  offline წევრი buterfly

სტუმარი მაყვალა
ძალიან საინტერესოა შემთხვევით ვნახე მომეწონა 7თავი წავიკითხე გაგრძელებავეღარ ვიპოვე გთხოვთ თუ გამომიგზავნით ან გააზიარებთ დიდი მადლობელი ვიქნები

თუ გაინტერესებთ მომწერეთ და გამოგიგზავნით❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent