უნებლიე მოწმე (თავი მეხუთე)
-დილამშვიდობისა-საძინებლიდან თვალების ფშვნეტით გამოვიდა პეტრე და სამზარეულოში მოფუსფუსე ლილიანას მიესალმა -დილამშვიდობისა, როგორ გეძინა? -კარგად. კიდევ ერთხელ მადლობა ,რომ მიმიღე -კარგი რა არ გრცხვენია? ეგ რა სათქმელია,თავი ისე იგრძენი ,როგორც საკუთარ სახლში -მადლობა-თბილად გაუღიმა და მაგიდას მიუჯდა -ომლეტს ვაკეთებ ,გინდა? -რა თქმა უნდა, მართლა დღეს სამსახურის საძებნელად უნდა წავიდე და შეიძლება შემაგვიანდეს -მე ხომ გითხარი დაგაწყებინებთქო მუშაობას -ცუდად არ მიიღო ,მაგრამ მირჩევნია მე თვითონ დავიწყო ,არ მინდა ვინმეზე ვიყო დამოკიდებული -გასაგებია-ჩაილაპარაკა და საჭმლის მზადება განაგრძო -გეწყინა?-სკამიდან წამოდგა და გვერდით ,გაზქურაზე დაჯდა-ჩემი ბუზღუნა-უთხრა და ლოყაზე უჩქმიტა -არა ,არ მწყენია. მოდი მიირთვი -თეფშზე გადაუღო საჭმელი და თავადაც, პეტრესთან ერთად მაგიდას მიუჯდა. -მოვრჩი-პატარა ბავშვივით დაიძახა პეტრემ და თეფშის რეცხვა დაიწყო -კარგი ,დაანებე თავი მე გავრეცხავ -მე ვჭამე და შენ რატომ უნდა გარეცხო? -რა საყვარელი ხარ-უთხრა და გვერდი გაკრა, მისი ადგილი დაიკავა და თავად შეუდგა რეცხვას -ხომ არ გეშინია მარტო რომ უნდა დარჩე?-საყვარლად გაუღიმა და საქაღალდეს დასწვდა -არა არ იდარდო, მაინც სახლი დასალაგებელია თავიდან ბოლომდე და ისე გავა დრო ვერც გავიგებ -უი, მართლა ანა როდის ჩამოდის? -რავიცი ერთ კვირაშიო და მაგათ თავში რა მოუფრენთ ღმერთმა უწყის. უფრო მგონია ორშაბათს ჩამოვლენ .ანა სახლიდან დიდხანს შორს დიდხანს ვერ ძლებს ხოლმე -კარგი -ერთი სული გაქვს როდის ნახავ ხო?-გაეცინა ლილიანას -არა რა ,ხომ ვამბობ ჩემს აზრებს კითხულობ-ორივეს გაეცინათ .პეტრე წავიდა ლილიანა კი დალაგებას შეუდგა ***** -აუ ნეტავ ლილიანა რას აკეთებს? არ მინდოდა მისი მარტო დატოვება -დიდი გოგოა უკვე-აუზთან მჯდომმა საბამ დაამშვიდა ანა -ხო რავიცი. იმ ამბების შემდეგ მაინც მეშინია -დაწყნარდი არაფერია სანერვიულო. ცოტახანში ანას შეტყობინება მისდის -„ანა, სახლთან ვარ და გამოდი“ პეტრე?-ჩაილაპარაკა და წამოდგა -რა მოხდა? -არაფერი, ახლავე მოვალ-გარეთ გავიდა და ცოტახანს იცადა . შებრუნებას აპირებდა, როდესაც ხელი ვიღაცამ წაავლო-პეტრე, აქ რას აკეთებ? -შენი ნახვა მინდოდა -საიდან გაიგე აქ რომ ვიყავი?-პეტრეს ღიმილიდან გამომდინარე მიხვდა, ვინც ეტყოდა-ლილიანამ გითხრა ხო? -კი-გაეცინა ორივეს-ჩემი ნახვა რატომ გინოდა? -რავიცი ისე. სამსახურის საძებნელად ჩამოვედი აქ და მეთქი გავუვლითქო -დავიჯერე -ხო კარგი. სპეციალურად მოვედი . სამსახური ვიშოვე და ვიფიქრე ჩემს ბედნიერებას გავუზიარებთქო -კარგია. სად დაიწყე მუშაობა? -სამშენებლო კომპანიაში -გილოცავ-თბილად უთხრა ანამ . მომღიმარმა პეტრემ კი თავისკენ მიიზიდა .-რას აკეთებ? -ანა ,იცი, ასე ერთი დანახვით არავინ მომწონებია? -ნუთუ? -მართლა. რაღაცნაირად მიზიდავ.-უთხრა და მის ხელზე ააცურა თითები -პეტრე..-გააჟრჟოლა და თითქოს მისი მოცილება არც უნდოდა -გისმენ-იგივეს აგრძელებდა პეტრე და ახლა თითები კისერთან გადმოიტანა,რაზეც ანას კიდევ უფრო აუჩქროლდა სისხლი -უცნობ ადამიანს ასე ახლოს არასდროს ვუშვებ ხოლმე -მართლა? ანუ მე უცნობად არ მთვლი? -არ ვიცი-თვალები დახუჭა და როდესაც სახესთან გახშირებული სუნთქვა იგრძნო სხეული დაეძაბა, გამოფხიზლდა და პეტრეს წითელ, ამობურცულ ტუჩებს ვნებიანად დაეკონა. **** -რა საყვარელია-თქვა ნოემ და სამზარეულოში მყოფ , მოკლე შორტებში გამოწყობილ ლილიანას შეავლო თვალი. გრძელი ,კოსად აკრული თმა და აკეცილი მაისური მასში სასიამოვნო გრძნობებს იწვევდა. სიამოვნებდა ნარნარით მოსიარულე ლილიანას ყურება-ხომ არ მივეხმარო?-ჩაილაპარაკა და გადასასვლელად მოემზადა . **** -აქ რას აკეთებ? -ლილიანა ,შენთან საუბარი არ დამიმთავრებია-მკაცრად უთხრა ბაჩომ და შესვლა სცადა -წადი აქედან, არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო -მე მაქვს, შემომიშვი თორემ ძალით შემოვალ -არა წადი-უთხრა და კარის მიხურვა სცადა ,თუმცა ვერ მოახერა -არსადაც არ წავალ ,სანამ არ მომისმენ-უთხრა და კარი მიხურა ლილიანა კი კედელზე ააკრო -კარგი ,გისმენ გაიმართლე თავი-მკაცრად უთხრა და მისგან თავი გაითავისუფლა. ბაჩო ნელ-ნელა უახლოვდებოდა ,თუმცა ლილიანას მისი სიახლოვე იმდენად არ სურდა ,ბაჩოც მიხვდა ამას და გაჩერდა. -მომენატრე,ლილიანა. შენ გარეშე ვეღარ ვძლებ-ამოილაპარაკა და სავარძელზე დაჯდა -და რა გინდა რომ გავაკეთო? კისერზე ჩამოგეკიდო მას მერე რაც გამიკეთე? -რამდენი ხანი უნდა მაძახო ეგ? არასდროს მაპატიებ? -შენ თავში ყველაფერი რიგზე თუ გაქვს? ღალატის პატიებას მთხოვ? თან ქორწილის წინა დღეს მიღალატე. შენ მაპატიებდი ,იგივე მე რომ გამეკეთებინა?-ამ კითხვაზე ბაჩომ თავი ჩაქინდრა-რა თქმა უნდა ,არა. მაშინ ჩემგანაც ნუ ითხოვ პატიებას. წაეთრიე აქედან -კარგი, მაშინ გულახდილად ვისაუბროთ და ყველაფერს ნათელი მოვფინოთ-სავარძლიდან წამოდგა და ლილიანას წინ აესვეტა. -მე ყოველთვის გულახდილად გესაუბრებოდი და შენ თუ რამე გაქვს ჩემთვის სათქმელი გისმენ -ჩემი ღალატი მარტო ჩემი ბრალი არ ყოფილა, ლილიანა-თავდაჯერებულად ამოილაპარაკა და ლილიანას კიდევ უფრო მიუახლოვდა -რაა? -გაოცებას ვერ მალავდა -იქნებ ეგეც მე დამაბრალო -შენი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ,ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდი. გაცივდი ჩემ მიმართ. მე კი კაცი ვარ და მჭირდებოდა სითბო, რომელიც ნატალიამ მომცა-ამ სიტყვების გაგონებისას ლილის ცრემლები მოადგა -ღმერთო ჩემო ,რომ იცოდე რამხელა ნაგავი ხარ. ჩემს თავზე ვბრაზობ შენ რომ შემიყვარდი. არარაობა ხარ. თურმე შენი ღალატიც ჩემი ბრალია არა?სიყვარული არასწორად გესმის თურმე. წაეთრიე აქედან,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, წაეთრიე. -ლილიანა, ისევ მიყვარხარ ,მაგრამ ეს ჩემთან ამ ტონით საუბრის უფლებას არ გაძლევს-ხმა დაიმკაცრა და ლილიანას ხელში წვდა. -შემეშვი, გაიგე? წაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან. მეზიზღები-ბოლო ხმაზე ყვიროდა. მისი ყვირილი ნოემ გაიგო და ფანჯრიდან გამოიხედა .როდესაც მტირალი ლილიანა და ბაჩო დაინახა სიბრაზე მოერია და სახლიდან გიჟივით გავარდა.-რა გგონია, ამის მერე ჩემთან რაიმე შანსი გექნება?-ყვიროდა და ბაჩოს ხელს კრავდა ყოველი სიტყვის შემდეგ-შენი დანახვაც არ მინდა -ახლა წავალ ,ლილიანა ,მაგრამ იცოდე ასე ადვილად ვერ მომიშორებ-ცივად ამოილაპარაკა და წავიდა. მანქნაში საჩქაროდ ჩაჯდა და ადგილიდან მოწყვიტა. ქუჩაში გამოსულმა ნოემ თვალი მოკრა მიმავალ ბაჩოს მანქანას და ნერვები მოეშალა ,რომ ვერ მოუსწრო. შემდეგ ლილიანა გაახსენდა და სასწრაფოდ მასთან ავიდა. კარი ღია დახვდა. მხოლოდ ტირილის ხმა ისმოდა. -ლილი-თბილი ხმით დაუძახა და ოთახში ფრთხილად შევიდა. ძირს მჯდომარე და მტირალი ლილიანას დანახვისას გული შეეკუმშა და მაშინვე მასთან მივიდა-რა მოხდა? -აქ რას აკეთებ?-ცრემლები შეიმშრალა და წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ძალა არ ეყო -მომიყევი, ლილიანა, იქნებ გათავისუფლდე-მოსიყვარულე ხმით უთხრა ნოემ. ამის გაგონებაზე თავი ვეღარ შეიკავა და კიდევ უფრო აქვითინდა-მოდი ჩემთან-უთხრა ნოემ და გულში მთელი ძალით ჩაიკრო. ნელ-ნელა გულის ცემა უჩქარდებოდა ,მიზეზს ვერ ხვდებოდა ან მიხვედრა არ სურდა, მაგრამ ერთი რამ მშვენივრად იცოდა. ლილიანა არ იყო მისთვის სულერთი და მართლა ის მოხდა, რაც მას გეგმაში არ ჰქონია ,მაგრამ სიყვარული ხომ დაგეგმილი არასდროს არაა. შემოიჭრება შენს ცხოვრებაში და დალაგებულ გეგმებს თავდაყირა დააყენებს. გონებას აგირევს და მხოლოდ გრძნობების ამარა დაგტოვებს-როგორ ხარ?-ლილიანას სახეს ხელებშუა იქცევს და ცრემლს სწმენდს -კარგად -წამოდგა და ნოეს თვალებში ჩააშტერდა -ასე რატომ მიყურებ? -მადლობა -რისთვის? -უბრალოდ ჩემთან ყოფნისა და ჩახუტებისთვის-ნაძალადევად გაუღიმა და სავარძელზე ჩამოჯდა -არაფრის, ეგ რა სალაპარაკოა.-დაიბნა და ხელი თმაში შეიცურა. -დალევ რამეს? -რა გაქვს? -შავი ღვინო -ოო კარგია-თქვა და მაგიდას მიუჯდა. ლილიანამ სასმელი დაუსხა და თავადაც გვერდით მიუჯდა.-შეიძლება ჩემი საქმე არ არის ,მაგრამ ვინ იყო ის ბიჭი, ვინც ასეთ მდგომარებაში ჩაგაგდო? -არავინ ისეთი ვინც შეიძლება ყურადღების ღირსი იყოს-გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა და ღვინო მოსვა -ყურადღების ღირსი რომ არ იყოს ასე ვერ გაგაღიზიანებდა. თუ რაიმე გულს გიღრღნის შეგიძლია მითხრა. დაიცალე და მერე თუ გინდა ერთად გამოვთვრეთ-სიცილით უთხრა ,არ ელოდა მართლა თუ მოუყვებოდა ლილიანა რამეს -ჩემი ქმარი იყო, უფრო სწორად საქმრო -მართლა? -ხო, ორი წელი იქნება გასული ალბათ,შეიძლება მეტიც ,ჩვენი დაშორების დღიდან -და რა მოხდა? -მიღალატა ქორწილის წინა დღეს-ამოილაპარაკა და კიდევ მოსვა ღვინო -არამზადა-სიბრაზისგან ჭიქას ხელს უჭერდა. -საუკეთესო დაქალთან მიღალატა-სიმწრის ღიმილი აესახა სახეზე -დღეს ვერც წარმოიდგენ რას მეუბნებოდა. თურმე ჩემი მშობლების დაღუპვის გამო ყურადღებას არ ვაქცევდი და ამის გამო მადანაშაულებდა-ცრემლი უნებართვოდ ჩამოუგორდა სახეზე. -არც კი ვიცი აქამდე როგორ ვერ შევნიშნე რა ადამიანიც იყო.ნამდვილი არაკაცია. მეზიზღება .ნეტავ საერთოდ აორთქლდებოდეს ჩემი ცხოვრებიდან-მეორე ცრემლიც ჩამოუგორდა სახეზე, ამის დანახვისას კი ნოემ თავი ვერ გააკონტროლა და მოსმენილისგან გამწარებულს ჭიქა შემოეფშვნა-ვაიმე-დაიძახა ლილიანამ და სკამიდან წამოდგა -მაპატიე რა ,არც კი ვიცი როგორ მომივიდა -აქ იყავი სპირტს და ბამბას მოვიტან-წამში უკან დაბრუნდა და ჭრილობის დამუშავებას შეუდგა -მადლობა -რისთვის? -ჩემს ჭრილობებს რომ კურნავ-თბილად გაუღიმა და სახეზე ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია -ეს შენ მადლობა ,რომ მომისმინე. დიდი ხანია ასე არავისთან მილაპარაკია -გინდა გავისეირნოთ? -კარგი-მოსაცმელი აიღო და დაუყვნენ კიბეებს. იმედია მოგეწონებათ ეს თავი. ველოდები თქვენს შეფასებებს სულმოუთქმელად. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და იმედია დროს გამონახავთ თქვენი აზრის გასაზიარებლად. ველოდები თქვენს აქტიურობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.