შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბედური შემთხვევა? (თავი 2)


26-07-2018, 17:17
ავტორი keti27
ნანახია 1 859

18/05/17
-ბავშვებო,გილოცავთ სკოლის დამთავრებას.დღეიდან თქვენ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვედით.წინ გამოცდები გელით,შემდეგ უმაღლესში ჩააბარებთ და ძალიან ლამაზ მომავალს შეიქმნით.თითოეული თქვენგანი სკოლის გული და ნაწილია,თქვენით სკოლა უნდა ასახელოთ.-სიტყვით გამოვიდა N.. სკოლის დირექტორი.
ბოლო ზარი დაერეკა მეთორმეტეებს და საბოლოოდ დაემშვიდობნენ სკოლას.ეს ყველაზე ემოციური სანახაობა იყო.სკოლის ეზოში უამრავი მეთორმეტე ირეოდა.ყველას უხაროდა და თან გული სწყდებოდა.სკოლის შენობის ფანჯრებში გამოფენილი იყვნენ ბავშვები და დიდი ინტერესით შეჰყურებდნენ სკოლა დამთავრებულებს...
-რა გვიხარია ნეტა,ორ დღეში გამოცდები გვაქვს-თქვა ეზოში მყოფმა ანამ.
-ნუ ნერვიულობ მე ვიცი,რომ ყველანი ჩავაბარებთ,-ღიმილით უთხრა ნიამ და მის გვერდით მჯდომ ბექას ჩაეხუტა.
-შენი ოპტიმიზმი მაოცებს-ცინიზმით თქვა ლიზამ.
-კარგი,არ დაიწყოთ ეხლა-ნიკამ ჯერ არ გამწვავებული სიტუაციის განეიტრალება სცადა.
ნიას ხმა არ ამოუღია,ბექას ეხუტებოდა.ბექა კი მისი თმებით თამაშობდა.
-ბავშვებო მოდით სამახსოვრო სელფი გადავიღოთ,-ანამ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და კამერაზე დააყენა-დადექით,ყველანი რომ გამოვჩნდეთ.
-მოიცადე,მეც მოვალ,არ ვჩანვარ კარგად,-ლიზა ბექას გვერდით მიუჯდა და ხელი გადახვია-მიდი გადაიღე.
-უკაცრავად?-ნია გამოიწია-მგონი ზედმეტი ვარ.მოდი მე წავალ-ადგა და სკოლის ჭიშკრისკენ წავიდა.
-ნია,მოიცადე-ბექამ დაუძახა,მაგრამ ლიზამ ადგომის საშუალება არ მისცა.
ნიკა მაშინვე წამოხტა და ჭიშკრისკენ მიმავალ ნიას გაჰყვა-ნია,გაჩერდი.დამელოდე,-დაეწია და ხელით გააჩერა-ნია,მორჩი ეჭვიანობას,ხოიცი რომ მარტო შენ უყვარხარ ბექას.
-არ ვიცი ნიკა,არ ვიცი.მაგიჟებს ლიზას საქციელები.სულ ბექასთანაა.უკვე აღარც ერიდება ჩემი,მოდის და შუაში გვიჯდება.
-ნია,ხო იცი როგორიცაა.შენამდე ვერც მოვა ლიზა.შენ კი მის დონეზე არ უნდა დაეშვა,-ხელები მოხვია და ჩაეხუტა.
-მესმის,მაგრამ ზოგჯერ ეს ისეთი დამღლელია.ბექა ხმასაც არ იღებს ხოლმე,არც კი ცდილობს რომ ლიზასგან დამიცვას.ის ამ ყველაფერში პრობლემას ვერ ხედავს.ამბობს ჩემი მეგობარიაო,მაგრამ ლიზა სხვანაირად ფიქრობს,-ნიკას მკლავებში მოქცეული ემოციებისგან დაიცალა და ცოტა გულზეც მოეშვა-შენ რომ არ მყავდე,შენ ყველაზე კარგი მეგობარი ხარ.
-ნუ აჭარბებ-ღიმილით უთხრა ნიკამ.
-არა,მართლა.ბედნიერი შენი შეყვარებული,ასეთი კარგი რომ ხარ.
-ალბათ მომავალი გინდოდა გეთქვა-ისევ ღიმილით უთხრა.
ბექამ,როგორც იქნა თავი დააღწია ლიზას და ნიასთან წამოვიდა.
-ხელს ხომ არ გიშლით?-ჩახუტებულები,რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა.
-ბექა,უაზროდ ნუ იქცევი,-ნია წამოდგა და ბექას მიმართულებით წავიდა-კარგად იცი,რომ მე და ნიკა მხოლოდ მეგობრები ვართ,შენი და ლიზასაგან განსხვავებით.-ბრაზის კილო დაეტყო და ცოტა ანერვიულდა.
-უკაცრავად და მე და ლიზა ვინღა ვართ ერთმანეთის?-ბექაც გაბრაზდა და ხმას აუწია.
-ე,ე,ე მოიცადე,-ნიკა მივარდა-დამშვიდდი და თავი აკონტროლე,ვის ან რის გამოეჩხუბები.
-შენ არ შეგეკითხები,-ხელი აუქნია და ისევ შიგნით შევიდა.
-ასე იცის,შუა კამათის დროს სულ გარბის-თქვა ნიამ და გულზე ხელი დაიდო.
ნიკამ გაყოლა დააპირა,მაგრამ ნიამ შეაჩერა-არ გინდა გთხოვ.მე სახლში წავალ,აქ ყოფნა აღარ მინდა.
-რატომ მიდიხარ?ნერვებს ნუ აიშლი,გთხოვ დარჩი.
-ახლა მართლა არ შემიძლია აქ დარჩენა.თან ჩემ წასვლას მაინც ვერ შეამჩნევენ.ვერ ხედავ ისევ სურათებს იღებენ?-სევდიანად თქვა ნიამ.
-კარგი,მაშინ სახლამდე მიგაცილებ.ასე თუა,ჩემს წასვლასაც ვერ გაიგებენ,-ნიკა სიტუაციის განეიტრალებას შეეცადა და ნიას უკან გაჰყვა.
-კარგი წამოდი-ნიამაც ღიმილით უთხრა და წამით ყველაფერი გადაავიწყდა.
სკოლის ეზოში ანა,ბექა და ლიზა დარჩნენ.ანა ცოტა უხერხულობას გრძნობდა ნიას წასვლის გამო.ბექა გაღიზიანებული იყო და ცოფებს ყრიდა.მარტო ლიზა იყო ბედნიერი.
-რა დებილი გოგოა ეს ნია-სიცილით თქვა-რა დაინახა ახლა ისეთი,რომ ეწყინა?სუფთა პატარა ბავშვივით იქცევა.-ფეხი ფეხზე გადაიდო და მოკლე კაბა უფრი აეწია.გაშლილი თმები უკან გადაიყარა და ბექას რეაქციას დაელოდა,როგორ გამოესარჩლებოდა ნიას. ბექას ხმა არ ამოუღია.ისევ ცოფებს ყრიდა და ლიზას სიტყვები არც გაუგია.სამაგიეროდ ხესთან მდგარმა ანამ გაიგო და არ ესიამოვნა.
-ნიაზე წესივრად ილაპარაკე,-ბექას მაგივრად ანა გამოესარჩლა-ყველაფერი შენი ბრალია და კიდევ ხმას იღებ?
-ჩემი ბრალი რა არის ხომ ვერ ამიხსნი?-ცინიზმს არ იშორებდა ლიზა.-მე ვთხოვე რამე სწყენოდა?ეგ სულელი იყოს და ვერ ხვდებოდეს,რომ შეყვარებულებს შორის არ უნდა ჩადგეს, რა ჩემი ბრალია.
-ყოფილ ლიზა,ყოფილ,-სწრაფად დაამატა ანამ-ალბათ ამის თქმა გინდოდა იმიტომ ,რომ შენ და ბექა სამი წლის წინ დაშორდით,როგორც მახსოვს და თან შენი ინიციატივით.
-გაჩუმდით-წამოიყვირა ბექამ,ადგა და გავარდა.
ლიზას ხმა აღარ ამოუღია,მხოლოდ ცინიკური სახე არ მოშორებია.ანა უკან გამოვიდა და ნიკას დაუწყო ძებნა-ალბათ ნიას გაჰყვა-იმედგაცრუებული ხმით თქვა და სკოლიდან წამოვიდა.
ორი დღის შემდეგ ისევ შეიკრიბნენ,ოღონდ არა საკუთარი სურვილით.ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა ჰქონდათ და ვალდებულები იყვნენ მისულიყვნენ.პირველები ნია და ანა მოვიდნენ.სხვა კლასის ბავშვები თითქმის ყველა მოსულები იყვნენ.ამათი კლასიდან კი მხოლოდ ესენი იყვნენ.ჯერ დილის რვა საათი იყო ,ცხრამდე კი სხვებიც მოვიდოდნენ. მარტოობით დრო იხელთეს გოგოებმა და ცოტა იჭორავეს.
-ნია,გუშინწინ ასე ჩუმად რატომ წახვედი,-საუბარი ანამ დაიწყო-ვერც კი დაგემშვიდობე.
-ანა,უბრალოდ ძალიან გავნერვიულდი და დარჩენა არ შემეძლო.ეს იდიოტი ლიზა სულ ჩემ ნერვებზე თამაშობს,სულ იმას მახსენებს,რომ ბექას შეყვარებული იყო და ცდილობს თავი დამნაშავედ ვიგრძნო და განზე გავდგე.
-რას ამბობ .მაგას როგორ აქცევ საერთოდ ყურადღებას.მაგის გამო ურთიერთობა არ უნდა გაიფუჭო ბექასთან,დამიჯერე.
-ხო,მაგრამ მანაც მაწყენინა.ჯერ ერთი,რომ ლიზასთან არასდროს მიცავს,მეორეც გუშინწინ ცუდად მოიქცა და ნაწყენი ვარ.ნიკაზე იეჭვიანა,წარმოგიდგენია?
ანას თვალები გაუფართოვდა-ეჭვიანობის საბაბი ჰქონდა?
-არა,რა თქმა უნდა.უბრალოდ დაგვინახა როგორ ვეხუტებოდით ერთმანეთს.
-ეხუტებოდით?-გაკვირვებული და ნაწყენი ჩანდ ანა.
-ხო,ვეხუტებოდით.რა არ შეიძლება მეგობრები ერთმანეთს,რომ ჩაეხუტნონ?
-როგორ არა.-ღიმილით უთხრა ანამ,მაგრამ პასუხში გულწრფელი არ იყო.
სკოლის ჭიშკართან ნიკა გამოჩნდა.გოგოებთან მოვიდა და ორივე გადაკოცნა.
-ნიკა,როგორ ხარ?-თვალებანთებული ანა მიეგება ახალმოსულს.
-კარგად,თქვენ როგორ ხართ გოგოებო?-ნიკამაც არ დააყოვნა პასუხი,მაგრამ მზერა სულ ნიასკენ ჰქონდა.
-ჩვენც კარგად ვართ,-პასუხი ნიამ დაუბრუნა-ცოტა ვიჭორავეთ.
ცოტახანში დაცვამ ანა და ნიკა გამოიძახა,გამოცდაზე მათი რიგი იყო და ნია მარტო დარჩა.
მარტო დარჩენილი ტელეფონს დააშტერდა.თვალი კი გამუდმებით ჭიშკრისკენ გაურბოდა.ყველაფრის მიუხედავად ბექას მოსვლას ელოდებოდა.და აი გამოჩნდა კიდეც.საგამოცდო ფურცლით ხელში შემოვიდა,სკოლის ეზო შეათვალიერა და მარტო მჯდარი ნია,რომ დაინახა პირდაპირ მისკენ წამოვიდა და გვერდით მიუჯდა.ერთხანს ორივე დუმდა,მაგრამ მალევე ბექამ დაარღვია დუმილი.
-ბოდიში,-თვალები დაბლა ჰქონდა დახრილი და ისე ლაპარაკობდა-ასე არ უნდა მოვქცეულიყავი გუშინწინ.ზედმეტი მომივიდა.-თვალებში ვერ უყურებდა ნიას.
ნია ისევ ნაწყენი ჩანდა,მაგრამ მისი ნდობის მოპოვება ადვილი იყო.
-მე არ ვიმსახურებდი არც იმ სიტყვებს და არც იმ ტონს-ნაღვლიანად უთხრა ბექას.
-ვიცი და ბოდიშს გიხდი.მართლა ძალიან მიყვარხარ-ამჯერად თვალებში ჩახედა ნიას და მის პასუხს დაელოდა.
-შენ იცი..რომ მეც ძალიან მიყვარხარ-ნიამაც არ დააყოვნა პასუხი. თვალზე ცრემლები მოადგა და ბექას გადაეხვია.რამდენიმე წამი ასე ჩახუტებულები იყვნენ.უფრო მეტხანსაც იქნებოდნენ სკოლის კარებთან მდგარ დაცვას,რომ არ დაეძახა-ნია მეტრეველი,მოემზადე.
-ჩემი წასვლის დროა-თქვა ნიამ,ლოყაზე აკოცა ბექას და სკოლის კიბეები აირბინა.
-წარმატებები-უკნიდან მიაძახა ბექამ.
ახლა ბექა დარჩა ეზოში მარტო.ბედნიერი ჩანდა ნიასთან ყველაფერი რომ გაარკვია.ან ვინ არ იქნებოდა ასეთ გოგოსთან ურთიერთობით ბედნიერი.ფიქრებში გართული იყო ბექა,თავზე ლიზა რომ დაადგა.
-პრივეტ,-მიუახლოვდა და ტუჩებთან ძალიან ახლოს,ლოყაზე აკოცა.-მარტო ხარ?-სიტუაციით კმაყოფილი გვერდით მიუჯდა.
ამჯერად მოკლე კაბის ნაცვლად მოკლე და გამომწვევი შორტები ეცვა,ზემოთ კი ამოღებული დეკოლტე.
-ხო მარტო მარ,დანარჩენები შესულები არიან-მოკლედ მოუჭრა ბექამ.არ სურდა დიალოგის გაბმა,მაგრამ ლიზა არ ეშვებოდა.
-უჟმური ბუტიაც შესულია ანუ?-სიცილი დაიწყო.
ბექა გვერდით გამოიხედა,არ ესიამოვნა ლიზას სიტყვები-ვის გულისხმობ?
-ვითომ არ იცი ვისაც ვგულისხმობ.-ისევ სიცილი გააგრძელა-პატარა მეამბოხეს,ჩემს დროებით შემცვლელს.
ეს უკვე ზედმეტი იყო.ბექას ყელში ამოუვიდა და გაცოფებული ეცა ლიზას-გიკრძალავ ნიაზე ასე საუბარს,გაფრთხილებ ზედმეტები მოგდის და ცუდი არ გავიგო შენი პირიდან ნიაზე ნათქვამი,თორემ განანებ.-ლიზას მიმართულებით გამოშვერილი მუშტი სკამს დაარტყა მთელი ძალით,ისე რომ კაპილარები გაუსკდა და სისხლი დაედინა.ადგა და ლიზას გაერიდა.სკოლის უკანა მხარეს გავიდა და სიგარეტს მოუკიდა.ბექა მხოლოდ განერვიულებულზე ეწეოდა სიგარეტს.უკვე სამი წელია ნიას ხათრით არ მოუწევია.მხოლოდ კრიტიკულ მომენტებში და ახლა სწორედ ასეთი მომენტი იყო.
______________________________________________
ავარიის ადგილას საშინელი სუჩუმე სუფევდა.ტრაილერის მძღოლი გაოგნებული იყო და ახლაც ვერ მოდიოდა გონზე რა მოხდა.სწრაფად ჩამოხტა მანქანიდან და 112ში დარეკა.
-ავარიაა,მალე მოდითორ ახალგაზრდას დახმარება ესაჭიროება.-განერვიულებული ბოლო ხმაზე ყვიროდა.
სასწრაფომ დაიგვიანა.ტრაილერის მძღოლმა არ იცოდა რა ექნა,რითი ეშველა ბავშვებისთვის.სადღაც თხუთმეტ წუთში გამოჩნდა ორი სასწრაფო დახმარების მანქანა,რომელთა სირენები ციმციმებდნენ და საზარელ ხმას გამოსცემდნენ.მათ უკან საპატრულო პოლიციაც მოჰყვებოდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირდაპირ ნაავარიევი მანქანისკენ წავიდა.სანახაობამ ყველა შეძრა.როგორც აღმოჩნდა სამი ბრუნის შემდეგ ხეს შეეჯახნენ.გოგოს მხარე ძალიან იყო დაზიანებული და მისი გადმოყვანა გართულდა.ჯერ ნიკა გადმოიყვანეს და შემდეგ ნია.
-ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა,გონებაზე არ არის და თუ არ ვიჩქარებთ შეიძლება კომაში ჩავარდეს.სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაგვყავს.-თქვა ერთ-ერთმა ექიმმა და საკაცეზე დაწვენილი გააგორეს მანქანისკენ,შიგნით შეიყვანეს და მთელი სისწრაფით დაიძრნენ.
მეორე სასწრაფო გოგოს სინჯავდა.
-როგორ არის?-იკითხა ტრაილერის მძღოლმა,რომელსაც გული ძლიერ შესტკიოდა გოგონაზე.
ნია გაუნძრევლად იწვა,სახეზე შიშის კვალი ჰქონდა შერჩენილი.
-სამწუხაროდ გული გაჩერებული აქვს.გადარჩენა შეუძლებელია.-სინანულით წარმოსთქვა ექიმმა.
ტრაილერის მძღოლს ცრემლები წამოსცვივდა.-ის ხომ ჯერ ასეთი ახალგაზრდაა,მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა.
კიდევ ერთი ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა მანქანის გადაჭარბებულმა სიჩქარემ.კიდევ ერთ ოჯახში ჩამოჰკრა უბედურების ზარმა.ნუთუ ამად ღირდა ეს ყველაფერი?
-ოჯახს არ უნდა გავაგებინოთ?-თქვა ერთ-ერთმა ოფიცერმა.
მანქანაში გოგონას ნივთებში მობილური იპოვნეს და ბოლოს განხორციელებული ზარი გაიმეორეს.ყურმილში ქალის ხმა გაისმა-დედი,სად ხართ აქამდე?ნიკა როგორ დადის?უთხარი ნელა იაროს,ძალიან წვიმს და მეშინია...
პოლიციის ოფიცერი ერთხანს დუმდა.
-ალო,ნია გესმის?
დრო იყო ოფიცერს ხმა ამოეღო-ქალბატონო,სამწუხაროდ..
ქალი გაშრა.უცხო კაცის ხმაა.ნეტავ რა უნდა,თანაც სამწუხაროდო.ქალის თავში წამში ათასმა აზრმა გაიელვა-ვაიმე ბავშვებს რამე ხომ არ მოუვიდათ?-განწირულმა შეჰკივლა.
-ქალბატონო-განაგრძო ოფიცერმა,თუმცა კი ძალიან უმძიმდა ამ ყველაფრის თქმა მშობელი დედისთვის.-სამწუხაროდ ავარია მოხდა.ბიჭი სტაბილურად მძიმედაა და საავადმყოფოში გადაიყვანეს,გოგო კი..მისი დახმარება ვერ შევძელით..ადგილზე გარდაიცვალა..ვიზიარებ-და უცებ ხმა ჩაუწყდა ოფიცერს.პირველად გაუჭირდა გარდაცვალების შესახებ საუბარი.
ქალს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.’მისი დახმარება ვერ შევძელით’-ოფიცრის ლაპარაკიდან მხოლოდ ეს გაიგო.-ღმერთო არაა..-ტირილი წასკდა და სატელეფონო კავშირიც გაწყდა.
ტრაილერის მძღოლი პოლიციამ წაიყვანა დასაკითხად და ჩვენების მისაცემად. ნაავარიევი მანქანა დაათვალიერეს და გოგონას ნივთები იპოვნეს.ან რა გასაკვირია?სხვა რა უნდა ეპოვნათ?მაგრამ არა.არის კიდევ რაღაც.მძღოლის მხარეს,პედლებთან რაღაც შავი ყუთი გდია.ალბათ შეჯახებისას ამოუვარდა ერთ-ერთს,მაგრამ რა არის?
ოფიცერი დაიხარა ასაღებად.ყუთი ხელში აიღო,შეათვალიერა და გახსნა.
-ბეჭედია-სევდიანად თქვა ოფიცერმა და თვალებზე ცრემლები მოადგა .



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Vaimeee ra magari motxrobaaa

 


№2  offline წევრი keti27

სტუმარი მარიკო
Vaimeee ra magari motxrobaaa

ვაიმე დიდი მადლობა <3

 


№3  offline წევრი keti27

mirandaa31
რა სამწუხაროა.. :( ნია ხო დაღუპა
და თავიც დაიღუპა :( მძიმე თემა წამოწიე წინ და წარმატებები შენ.


მადლობა kissing_heart

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკო

შემდეგს როდის დადებ?

 


№5  offline წევრი keti27

სტუმარი მარიკო
შემდეგს როდის დადებ?

ახლა წერის პროცესში ვარ,მინდა ცოტა ვრცელი თავი გამოვიდეს და თან დღისით რომ ვტვირთავ საღამომდე არ იდება ხოლმე. :/ ყველანაირად ვეცდები ხვალ საღამოსთვის მზად მქონდეს heart_eyes მიხარია,რომ ელოდები relieved kissing_heart

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკო

მეც მიხარია რომ ზრუნავ მკითხველებზე და დიდხანს არ გვალოდინებ ხოლმე

 


№7  offline წევრი keti27

უცნაური მე
მომეწონა.. ასე განაგრძე კარგია

მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ <3

 


№8  offline წევრი qetti22

საინტერესოა ❤️

 


№9  offline წევრი keti27

qetti22
საინტერესოა ❤️

მიხარია,თუ მოგწონთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent