აღმაფრენა (სრულად)
საავადმყოფოში მისი პალატის წინ მხოლოდ ორი კაცი თუ ელოდებოდა ექიმს, რომ მისი მდგომარეობის შესახებ კიდევ ერთხელ ეკითხა. დედამისი, რომელსაც მთელი სახე განადგურებული ჰქონდა, რომელიც აღარ ჰგავდა ადამიანს, ვეღარ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომლითაც მისთვის შეგეძლო ადამიანი გეწოდებინა. იმ დღეს მოკვდა, როცა შვილი ლამის წაართვეს. ისე წაიყვანეს მისგან შორს, რომ დარჩენილი ცხოვრება მის ძებნაში რომც გაეტარებინა მას მაინც ვერ მიაგნებდა. რადგან ის უბრალოდ აღარ იარსებებდა. ვეღარ. და მეორე ‒ ცოტნე, ნიკას სიყვარული, ნიკას გატაცება, რომელიც სამუდამო ეჩვენებოდა. ადამიანი, რომელთანაც აკავშირებდა უზომოდ ბედნიერი და ვნებიანი მომენტები, ის დრო, როცა არავისზე ფიქრობდა მის გარდა. მის ოდნავ გრძელ ქერა თმებზე, რომელსაც ხშირად უკრავდა და შემდეგ მისი თმების წვალებით ერთობოდა. მის ლამაზ თვალებზე, მის თაფლისფერ თვალებზე, ყოველდღე რომ მათში უფრო და უფრო იძირებოდა და ხვდებოდა, რომ დღითიდღე ამ თვალებისგან განთავისუფლების შანსი მცირდებოდა. როცა უთხრა, რომ უყვარდა ის შუქი, რომელიც გაღებული კარიდან შემოდიოდა საბოლოოდ გაუჩინარდა. ნიკას ამოსვლის შესაძლებლობა გაუქრა. სამუდამოდ. მის სიცილზე გიჟდებოდა. მის ნაზ ხმაზე, რომელიც სხვების აზრით კაცისთვის შეუფერებელი იყო. თქვენ მაინც ვერ მიხვდებით როგორ იცინოდა. ვერავინ ვერ ვხვდებოდა მისი სიცილის ხიბლს, ნიკას გარდა. მის მოწესრიგებულ, თხელ, გრძელ თითებზე ეფანატებოდა. როცა ცოტნე მართავდა მანქანას, მუდმივად აკვირდებოდა მის თითებს, რომელიც საჭეზე ჰქონდა ხოლმე მოთავსებული, მის გაუვარჯიშებელ, გამხდარ ხელებს. აკვირდებოდა მის ყოველ სხეულის ნაწილს. სახეს, ხელებს, ფეხებს, მუცელს, წელს. როდესაც შეამჩნევდა, რომ გზა გადატვირთული არ იყო, მოულოდნელად მიიწეოდა მისკენ და ტუჩებში აკოცებდა. მისი ტუჩების გემოს ისევ შეიგრძნობდა, ისევ ისიამოვნებდა, მიიღებდა იმას, რაც იმ მომენტში მისთვის ყოველთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. კოცნა არ გრძელდებოდა დიდხანს, მალევე სწორდებოდა სკამზე და ისევ იმ კაცის თვალიერებას აგრძელებდა, რომელიც უყვარდა. უყვარდა მასში დადებითიც და უარყოფითიც. ‒რატომ შენ? - იკითხა ქალმა დაბალ ხმაზე და სიჩუმე დაარღვია. ‒ბატონო? ‒რატომ შენ. ‒მიყვარს. ‒გაჩუმდი! შეიძლება შენ გიყვარს, მაგრამ მაგას არა, უბრალოდ დაბნეულია. ‒მასაც ვუყვარვარ. *** ნიკას საწოლის ქვეშ რომ შეგეხედათ, ერთ ყუთს დაინახავდით. მისი და ცოტნეს ფოტოებით რომ იყო გაფორმებული, იმ ყუთს. ცუდად, როცა გრძნობდა თავს ხელს შეაცურებდა საწოლის ქვეშ და ამ ყუთს უყურებდა ხოლმე. “ბატაში“ ახალ ფეხსაცმელს რომ ყიდულობდა, ვერც კი იფიქრებდა, რომ წითელი ყუთი, სადაც მისი საოცნები ფეხსაცმელი იდო, სრულიად დაიფარებოდა მისი და ცოტნეს ფოტოებით. რომ შემდეგ ამ ყუთში მხოლოდ ისეთ მნიშვნელოვან ნივთებს ჩადებდა, რომელიც ცოტნეს გაახსენებდა. უყვარდა ის უბრალო ყუთი, ფოტოების ყურება, იმ უმაგრესი მომენტების გახსენება, როდესაც ბედნიერი იყო და არავინ აინტერესებდა მის გვერდზე მდგომის გარდა. გაღებისთანავე შეამჩნევდით ძალით ჩატენილ რამდენიმე წერილს, რომელსაც უშნო, დიდი ასოებით ეწერა “ნიკასთვის“. ცოტნეს დაწერილი წერილები ყოველთვის საინტერესო წასაკითხი იყო, ამ პროცესს შეძლების დაგვარად წელავდა, რომ სიამოვნება უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიეღო. იქვე იყო მათი ის ფოტოებიც, რომელიც ნიკას ყუთის დეკორაციისთვის არ გამოეყენებინა, რომელიც იმდენად უყვარდა რომ ხელშიც კი არ იჭერდა, შორიდან უყურებდა. ერთ-ერთი იყო ეს ფოტოც. ფოტოზე მხოლოდ ცოტნე და ნიკა იყვნენ, ხოლო გადამღები ცოტნეს ახლო მეგობარი, ლაშა იყო. იმ დღეს გააცნო ცოტნემ ნიკას მისი ყველაზე ახლო მეგობარი. ბიჭები ახალი ჩამოსულები იყვნენ ატრაქციონიდან, ნათლად ჩანდა ნიკას შეშინებული სახე, რომელიც პირდაპირ კამერას უყურებდა. ცოტნე უბრალოდ იცინოდა და ნიკას შეშინებულ სახეს ათვალიერებდა. მათი სახეები სულ რამდენიმე სანტიმეტრით იყო ერთმანეთისგან დაშორებული. უბრალოდ ეცვათ, თუმცა განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ. როგორც ყოველთვის. ‒აუ, ამას შეხედე, ტო, - იცინოდა ცოტნე და ლაშას ნიკაზე მიუთითებდა. - ასე რატო შეგეშინდა, ნიკუშ. სიცილს აგრძელებდა მაისურაძე. ნიკას შეყრაცხყოფილის სახე ჰქონდა მიღებული, თუმცა თანდათან თვითონაც ეღიმებოდა. ლაშა თავისთვის იცინოდა. ‒რა არის აქ სასაცილო. - ყველანაირად ცდილობდა ნიკა არ გასცინებოდა. ‒შენი სახე და შენი ტუჩები, როდესაც ღელავ და გეშინია. -უფრო ხმადაბლა თქვა ცოტნემ, რომ მხოლოდ ნიკას გაეგო და ჩაეღიმა. თითი ლოყაზე დაადო და ტუჩებისკენ გააჩოჩა. დღე მათი პირველი კოცნით დამთავრდა. ცოტნე საპირფარეშოში მიდიოდა, როდესაც სრულიად გაუაზრებლად გაჰყვა ნიკაც. ერთმანეთს საპირფარეშოს უკან აკოცეს, სიბნელეში, ყველასგან მალულად. სხვა სამყაროში. სხვა განზომილებაში. იმ ადამიანებისგან შორს, რომლებსაც არ ესმოდათ რას გრძნობდნენ. არ ესმოდათ არაფერი, რადგან ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებდნენ. დიდი ხანი კოცნიდნენ ერთმანეთს, ტკბებოდნენ, სიამოვნებას იღებდნენ ერთმანეთისგან. „ცაზე ვარსკვლავები ანათებდა, ოდნავ უბერავდა ქარი, ბნელოდა, მიუხედავად იმისა რომ საპირფარეშო მეორე მხარეს იყო კარის გაღებისთანავე გამოდიოდა უსიამოვნო სუნი, თუმცა მე და შენ ერთმანეთს ვკოცნიდით. ეს იყო მთავარი. მე და შენ.“ *** „იცი, საგიჟეთი როგორია? სულ მარტო ხარ, ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ ისედაც გაგიჟებული უნდათ კიდევ უფრო გაგაგიჟონ შენი მარტო დატოვებით. ვერაფერს აკეთებ, ზიხარ მარტო და სუნთქავ. ხმის ამოღების სურვილი არ გიჩნდება, თუ არ დაგიგდებენ წინ საჭმელს და სასმელს არც კი გაგახსენდება, რომ შენ ორგანიზმს ეს ფუნქციონირებისთვის სჭირდება, არც კი გაგახსენდება რომ სხვა რამე არსებობს სუნთქვის გარდა. ოთახში მუდმივად გამეფებულია შენი მუდმივი სუნთქვა. ისმის ყველგან. ოთახის ნებისმიერ კუთხეში. მეშინია ამ ოთახის. მეშინია სიმარტოვის. მოდი და ჩამეხურე რა, ძაან მოვიწყინე, ტო. იოანე.“ *** ‒ორგანიზმს სასიცოცხლო ფუნქციები არ აქვს დარღვეული, ბატონ ნიკას ხვალ გადავიყვანთ პალატაში და 9-იდან 10-ამდე მისი ნახვის საშუალება მოგეცემათ. - ექიმი ნიკას დედას ესაუბრებოდა, ის ჩუმად იჯდა. ხმას არ იღებდა. გულში, თავისთვიდ უხაროდა. ნიკას ნახვის სურვილი ტანჯავდა, იმდენად იყო მისი სახის ნახვით შეპყრობილი ნებისმიერ რამეზე იყო წამსვლელი. ნერვებს უშლიდა იქვე ჩამოკიდებული საათის ხმა, რომელიც შეუჩერებლად იძახდა „ტიკ-ტაკს“. ნერვებს უშლიდა მის გვერდზე აცრემლიანებული თვალებით ჩამომჯდარი ქალი, რომელიც როგორც რამდენიმე საათის წინ მიხვდა, საკუთარი შვილის ჯამრთელობის მდგომარეობის კი არა, მისი ორიენტაციის გამო ტიროდა. მისი შვილი გეი იყო. აქამდე არ აღიარებდა, გაურბოდა, ბოლო წუთამდე ეუბნებოდა საკუთარ თავს რომ უბრალოდ ნიკა ცუდად ეთამაშებოდა, რომ უბრალოდ ატყუებდა და როცა ის დაინახა. ის, ვისგამოც ნიკა ასე შორს აღმოჩნდა დედისგან, ყველაფერი ჩამოიშალა და განადგურდა ქალში. განადგურდა ის მოგონებებიც, რომელსაც სულ იხსენებდა ცოტნეს მოსვლამდე. დაინახა ადამიანი, რომელიც შვილზე მეტად ეზიზღებოდა. რომლის ყველაფერი აღიზიანებდა. გრძელი თმა, გამხდარი სხეული, ის თაფლისფერი თვალები გაურკვევლობით და შიშით რომ იყო სავსე, მისი ჩაცმულობა, ხმის ტემბრი, მისი სახელი და გვარი. ყველაფერი. ჩუმად აპარებდა ხოლმე ცოტნესკენ თვალს, უყურებდა, ვერ ხვდებოდა რა უნდა მოსწონებოდა, შეყვარებოდა ნიკას მასში. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელსაც ლამის შუბლზე ეწერა, რომ გეი იყო. არც სიმპათიური, არც განსხვავებული. ნელა წამოდგა ცოტნე, რეანიმაციის განყოფილებას მიუახლოვდა, დიდ ლურჯ კარებთან შეჩერდა, რომელსაც ბარათის გარეშე ვერანაირად გააღებდა. მართას დაელოდა, იცოდა ამ დროს სულ საავადმყოფოში იყო და მუშაობდა. მალევე გამოჩნდა მისი საშუალო წონის სხეული. გრძელი, კულულა თმები აწეული ჰქონდა, ტანზე ფორმა ეცვა, რომელიც მის სხეულს სრულიად უკარგავდა ხიბლს. ცოტნეს დანახვაზე გაღიმებული სახე მოეღრიცა, ეცადა არ შეტყობოდა სახეზე, თუმცა ცოტნემ მაინც დაინახა და სულ რამდენიმე წამით ინანა ყველაფერი. ‒ცოტნე? აქ რა გინდა? - ამოიღო ქალმა ხმა და კარის მიმართულებით გაიხედა. ‒რეანიმაციაში შემეპარე, რა, - ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა ცოტნემ. ‒რა მოხდა? ‒ნიკა. ‒რომელი ნიკა. ‒ის ნიკა. ‒ვწუხვარ. ‒ვიცი, რომ არ წუხარ. ალბათ პირიქით გიხარია. აქეთ მე ვწუხვარ, მაგრამ გეხვეწები შემიშვი, რა. ‒ვერ შეგიშვებ, რეანიმაციაში მხოლოდ იმათთან ვუშვებთ მნახველებს, ვინც სიკვდილის პირასაა, ნიკა ასეთ მდგომარეობაში რომ იყოს ამის შესახებ აუცილებლად მეცოდინებოდა. ‒მართა. ერთხელ მაინც გააკეთე ის, რასაც გეუბნები, ამის დედაც მოვ**ან. - ხმას უწევდა ცოტნე. ხელები უკანკალებდა, მისი თაფლისფერი თვალები ნელ-ნელა იცვლებოდა, თითქოს დეფორმაციას განიცდიდა და სრულიად სხვა ადამიანის თვალებს ემსგავსებოდა. ‒შენ გამო სამსახურს დავკარგავ, აღარ ღირხარ მაგად. ‒მართა... - თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა, გამწარებულმა შეხედა მართას, რომელმაც ნელ-ნელა უფრო დაიწყო მასთან მიახლოვება. ზუსტად წინ დაუდგა, ლოყაზე ჩამოსრიალებული ცრემლი ხელით მოაშორა და ქვემოდან ახედა ბიჭს. ‒რომ არ მიგეტოვებინე მის გამო, ახლა ასეთ სიტუაციაში არ იქნებოდი. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა. ტუჩის კუთხესთან კოცნა დაუტოვა და ფორმაზე ჩამოკიდებული ბართით რეანიმაციის განყოფილების დიდი კარები გაუღო. -ნიკა მესამე ბლოკშია, ექიმი ნახევარი საათი არ აპირებს სიტუაციის შემოწმობას, თუ ექთანი შემოვიდა იმედი მაქვს რამეს მოახერხებ, დიდი ხანი მაინც არ გაჩერდე. - უკან იწევდა. - მე ისევ მიყვარხარ, ცოტნე. უკან დაბრუნება შეგიძლია. წავიდა. ასე უბრალოდ წავიდა და ცოტნე მარტო დატოვა რეანიმაციის გაღებულ კარებთან. იქნებ ჰქონდა იმის იმედი, რომ არ შევიდოდა. რომ მოაბრუნებდა ახალგაზრდა ქალს, ეტყოდა რომ უბრალოდ ეს სულელური ექსპერიმენტი იყო, რომლის ჩატარებაც გადაწყვიტა და ისევ უყვარდა. აკოცებდა, ჩაეხუტებოდა. ცოტას იტირებდა, მის სურნელს ისევ ჩაისუნთქავდა. ცოტნეს რამდენიმე წუთის გამმავლობაში ელოდებოდა მიმალულ ადგილას, რომ მას ვერ დაენახა. არ დაბრუნებულა, კარების ხმა რომ გაიგო ამაში საბოლოიდ დარწმუნდა. *** მეორე ფოტო უკვე მთაწმინდაზე იყო გადაღებული, თვითონ ნიკამ გადაიღო ტელეფონით. მას მხოლოდ თავი უჩანდა, ცოტნე კი ბატუტზე დახტოდა და გაკრეჭილი უყურებდა ტელეფონს. მისი გამოსახულება ცუდად ჩანდა, რადგან ფოტოს გადაღებისას ჰაერში იყო ავარდნილი და ბედნიერებისგან სახე უბრწყინავდა. ‒უნდა სცადო, - ყვიროდა ჰაერში ავარდნილი. -აუ, იცი რა მაგარია? სიცილს აგრძელებდა. ნიკას მის სიცილზე ეღიმებოდა. როგორც კი თავი გაინთავისუფლა ცოტნემ, მაშინვე ბატუტზე გაწვა და ნიკას მოულოდნელად აკოცა. ეს მათი პირველი კოცნა იყო ყველასთვალწინ. ნიკას ფერი გადაუვიდა, შერცხვა, დასცხა, ცუდად გახდა. ცდილობდა ცოტნეს ხელებისგან თავი დაეხსნა, თუმცა ცოტნე ისე ძლიერად უჭირდა ხელებს და კოცნიდა, ვერაფრით მოახერხა. ‒არ უნდა გრცხვენოდეს. - ხმადაბლა დაიწყო ლაპარაკი ცოტნემ, როცა ცოტა ხანში ყველას მოშორდნენ, ცალკე გავიდნენ და ხედის ყურება დაიწყეს. ‒არ მცხვენია, უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება ხალხში მისაღებია. ბავშვებიც იყვნენ იქ, ცოტნე. ‒ნებისმიერ კუთხეში, თინეიჯერები დგანან და ყველას თვალწინ სექსით კავდებიან, საინტერესოა, ამას ვერ ხედავენ ხო ბავშვები? არადა თვითონ ისინი არიან ბავშვები. ‒და შენც მაგათ უნდა დაემსგავსო? ‒მაგრა ეს ყველაფერი, რა, ჩემთვის მთავარია შენ არ გრცხვენოდეს და შეგეძლოს შენი თავის მიღება ისეთი, როგორიც ხარ. თუ შენ უნდა შეგრცხვეს იმის, რომ შენ გვერდზე არა ლამაზი გოგო, არამედ ბიჭი დგას მაშინ ჩვენ ურთიერთობას აზრი არ აქვს. სიჩუმე ჩამოწვა. ‒არ მცხევია-მეთქი, ხო გითხარი უკვე. - ნელა მიიწია მისკენ, ჯერ თავი მხარზე ჩამოადო და შემდეგ შეუმჩნევლად აიწია ცოტნეს ტუჩებისკენ. აკოცეს. ისევ დაეუფლა ის საოცარი გრძნობა. ისევ იგრძნო. *** „ჩემი კორპუსის მოპირდაპირედ, მეექვსე სართულზე ერთი კაცი ცხოვრობს. ახალგაზრდაა, როდესაც გარეთ გავდივარ სულ ვხედავ როგორ დაბოდიალობს სახლში შიშველი, როგორ მოყავს სახლში უცნობი კაცები, მათთან სექსით კავდება და დილით ზედაც არ უყურებს. ის დამეხმარა. არ ვიცნობ, რა. არ მიცნობს. მაგრამ მისი არსებობა, რომ არა ვერასდროს შევძლებდი იმ ბარიერის გადაბიჯებას, რომელსაც უკვე დიდი ხანია გადავაბიჯე, იმ დღიდან, როცა პირველად გნახე და ჩემს თავს გამოვუტყდი რომ პოტენციურ მეგობარზე გაცილებით მეტი იყავი. მაგ დროს ჯერ კიდევ მართას ვხვდებოდი, ულამაზესი იყო, ჭკვიანი და ყველასთვის საოცნებო, ხშირად მეხუმრებოდნენ მეგობრები, რომ ასეთ გოგოს არ ვისამხურებდი. როგორც ბოლოს აღმოჩნდა მართლები იყვნენ. მართა მართლაც არ იმსახურებდა იმ ადამიანს, რომელიც მას იმ წუთამდე იყენებდა, სანამ მიხვებოდა რომ მისთვის სასურველსაც ისევე უნდოდა მასთან ურთიერთობა, როგორც თვითონ. როგორც კი შენ თვალებში რაღაც განსხვავებული დავინახე და შევამჩნიე თუ როგორ მიყურებდი, იმ დღესვე დავშორდი. როცა მკითხა რატომ მშორდებიო, ვუთხარი რომ შენ მიყვარდი. მაგ დროს მიყვარდი რო? არ მახსოვს, უბრალოდ ვხვდებოდი, თუ რამდენად სისულელე იქნებოდა მეთქვა უბრალოდ მომეწონა-თქო. ასე თითქოს თავი უფრო დაცულად ვიგრძენი. მართა დღემდე მწერს, მეკითხება თუ როდის მომბეზრდები და როდის მივხდები, რომ ამას თუ სხვები გაიგებენ ცხოვრება დამენგრევა. არ ვპასუხობ ხოლმე. ფეისბუქი სავსეა მისი მესიჯებით, არ მიყვარს იქ შესვლა, რადგან ის მახსენდება. საინტერესოა, ღმერთმა რატომ მომცა იმის უფლება მგონებოდა რომ მიყვარდა. იმდენად დიდი და დამაჯერებელი ტყუილი ყოფილა, მართას დღემდე სჯერა რომ რაღაც რიგზე ვერ არის. მაგრამ მე შენ მიყვარხარ, ტო. ძაან. აი, ყველაზე ძაან. იოანე.“ *** -Tu as de beaux yeux. *** ეძინა ბლოკში რომ შევიდა. კანი, ჩვეულებრივზე უფრო თეთრი ჰქონდა, თვალები დაეხუჭა და ბაგეებ დაშორებული სუნთქავდა. უფრო ლამაზი ეჩვენებოდა. უფრო განსხვავებული და განსაკუთრებული. თითქოს იმ მომენტში უფრო შეუყვარდა. ნელა დაიწყო მიხლოვება, ცდილობდა ისე მისულიყო სკამამდე, რომ ხმაური არ წამოეწვია. ჩამოჯდა და ხელი იმ ხელზე დაადო, რომელიც მოტეხილი არ ჰქონდა. ცრემლი, რომელიც რეანიმაციის განყოფილებაში შემოსვლამდე ჩამოუგორდა ლოყაზე, უკვე გასცდენოდა ყელს. ახალი წამოუვიდა, ისევ მოუნდა ტირილი. მას რომ უყურებდა ასეთს, მაინც ლამაზს და მშვიდს. ახრჩობდა ცრემლები. ის გრძნობები, რომელიც მის მიმართ ჰქონდა. ის რაღაც, რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით. -ამის დედაც მოვ**ან, ნიკა. - ვერ შეიკავა ტირილი, - ნიკუშ. გახსოვს როგორ არ გსიამოვნებდა პირველად ნიკუშას რომ გეძახდი? მერე თვითონ მთხოვე დამიძახე, მსიამოვნებს ეს სიტყვა შენგან რომ მესმისო. უკვე მენატრები. უკვე თითქოს შორს ხარ ჩემგან. ახლა, როცა წინ წევხარ და შენი სუნთქვა ლამის სახეზე მომედოს, მაინც მენატრები. ახლა, როცა შენ ხელს ვეფერები და ახლა, როცა თვალს ვერ გაცილებ. ტუჩები უფრო დიდი გიჩანს, ლამაზი და სასურველი. თვალები დახურული გაქვს, მაგრამ მათ მაგივრად მე მაინც იმ ცისფერ თვალებს ვხედავ, რომლებშიც სულ ცეცხლი გიზგიზებს, როცა მიყურებ. ალბათ მე რომ არ გაგეცანი, ახლა ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდი, მე დავაშავე. ჩემი ბრალია. ადგა, გაუჭირდა, თუმცა ძალა მოიკრიბა ადგა და გასვლამდე იმდენად სწრაფად აკოცა ტუჩებში, ვერც კი მიხვდა, შეეხო, თუ არა. მისი გული ტკვილს ჰქონდა შეჭმული, გადაყლაპული. *** მესამე ფოტო ცოტნეს სახლში იყო გადაღებული, ერთად ისხდნენ იატაკზე და ეწეოდნენ. ნიკას გვერდზე გიტარა ედო, რომელზეც ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წუთით ადრე უკრავდა. როცა თითები სიმებს ჩამოკრა და წყნარი მელოდიის დაკვრა დაიწყო, მაშინვე დადუმდა ცოტნე. თითქოს სახის გამომეტყველება წამში შეეცვალა და მხიარული ცოტნე ჩაფიქრებულმა და აღფრთოვანებულმა ცოტნემ ჩაანაცვლა. ნიკას თხელი თითების მიერ წარმოქმნილი მელოდია მთელ სახლში დაწრწოდა, ყოველ კუთხე-კუნჭულს ეხუტებოდა. თვითონ ცოტნე მინაბული თვალებით მიყრდნობოდა კედელს, ხანდახან თავისთვის იცინოდა და ცდილობდა მელოდიისთვის რამე ტექსტი მოეფიქრებინა. ნიკა ცოტნეს უყურებდა, ცოტნე - იმ სიბნელეს, რომელიც მისთვის ამ მომენტში ყველაზე განათებული ადგილი იყო. რადგან მის გვერდით ის იჯდა. ნიკა. ნიკუშა. მისი ნიკუშა. ეწეოდა, ღრმა ნაფაზებს ურტყამდა. ხელები უკანკალებდა, ბოლომდე იყენებდა სიამოვნების მიღების შესაძლებლობას. როცა ნიკამ ცოტა ხანში მელოდიასთან ერთად სიმღერაც დაიწყო ცოტნეს თავში ყველაფერი აირია, ისე აიბურდა ერთმანეთში, ვერაფერს არჩევდა. დახუჭული თვალები უფრო დაეხუჭა და მხოლოდ მის ხმაზე ფოკუსირდა. მის ნაზ, საოცრად სასიამოვნო ხმაზე, რომლის მოსმენაც სამუდამოდ შეეძლო. მერე რა, რომ დაღლიდა ნიკას, მას ხომ სიამოვნებდა. მას ხომ წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებდა მომღერალი ბიჭი, რომლის ყველაფერი აგიჟებდა. ყველაფერი. თან ისეთი ლამაზი იყო, როგორ შეიძლებოდა არ აგეღნიშნა მისი სილამაზე. მისი თვალწარმტაცი სახე, მისი გამობურცული ტუჩები, რომელიც ხანგძლივი სიმღერის გამო დამშრალი ჰქონდა, მისი თვალები, რომელიც იოანესავით ზოგჯერ შემთხვევით დაეხუჭებოდა. ის მღეროდა, რაღაც დაზეპირებულ ტექტს, მაგრამ მასზე ფიქრობდა. როგორ კოცნიდა, როგორ ეფერებოდა. წარმოიდგენდა სიახლოვეს, როდესაც მათ ერთი სანტიმეტრიც კი არ აშორებდათ ერთმანეთს. *** "ჩვენი პირველი გაცნობა გახსოვს? თეატრში ორივე პირველ რიგში ვისხედით რაღაც იდიოტობაზე, რომელიც როგორც მერე აღმოჩნდა შენ ძაან მოგეწონა. მხოლოდ იმიტომ ვიყავი იქ, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი თამაშობდა ერთ-ერთ მთავარ როლს, შენ კიდე აღტაცებული უყურებდი სპექტაკლს, იმდენად რომ ვერც კი ამჩნევდი ჩემ მზერას. მე ვერ მამჩნევდი, არადა პირველი წამიდანვე შენ ჩემი ყურადღება მიიქციე. ბოლოს მახსოვს ატირდი, ისე რომ თითქმის ყველა მაყურებელმა სპექტალის გმირებიდან შენზე გადმოიტანა მზერა. იმდენად საყვარელი იყავი ჩაწითლებული თვალებით და ცხვირით, მაშინვე უკან გამოგყევი. სპექტაკლის დასრულებიდან 10 წუთი იყო გასული და შენ შენობის წინ იჯექი და მაინც ტიროდი. ჩუმად გვერდზე მოგიჯექი, მგონი ისე იყავი ტირილში გართული, თავიდან ვერც კი შემამჩნიე. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ხელი მხარზე დაგადე. ამომხედე და ტირილს უფრო უმატე, არ ვიცი რატო მარა ძაან შემეცოდე, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი რაღაც ყ**ობის გამო ტიროდი და არა რეალური პრობლემის გამო. პატარა ბავშვივით ნერვიულობდი და განიცდიდი არარსებული ადამიანის მდგომარეობას. ალბათ ეგ მომეწონა შენში, ეგეთი რომ იყავი და ამის დამალვას არ ცდილობდი. ახლაც იქ ვზივარ, ზუსტად იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ შენ იჯექი, ამან გამახსენა ყველაფერი. ის მშვიდი დღეები, ის მშვიდი ფერები, რომელიც ერთმანეთში ირეოდა. ახლა იმაზე უფრო მიყვარხარ, ვიდრე გუშინ მიყვარდი. იოანე.“ *** "ურანი, ნეპტუნი... ეს ორი პლანეტა ყველაზე მეტად მომწონს. ცივი. მაგრამ თბილი. შორს. მაგრამ ახლოს. ვერ გამიგებ, ალბათ. მაგრამ შენ. მე. გალაქტიკა. ვარსკვლავები. სულ ცოტა ხნით მაინც, რომ წარმოვიდგენ, რომ ყველა პლანეტაზე არსებობს ჩვენი ორეული, უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ურანზეც ან ნეპტუნზეც ერთად ვართ. თან იქ არავის არაფერი აინტერესებს. ამბობენ ცივაო, მაგრამ დამესიზმრა და იცი როგორ ცხელა? ნეპტუნზეც და ურანზეც. ასტროლოგია, მეცნიერები... საერთოდ არ მინდა არსებობდნენ, იმედებს მიკარგავენ, არ მაძლევენ იმის საშუალებას, ვიფიქრო, რომ კიდევ სადღაც არსებობს ცხოვრება. არადა არსებობს. უნდა არსებობდეს. სხვანაირად არ გამოვა. მე და შენ ხომ იქაც ვცხოვრობთ. იქ უფრო ბედნიერები ვართ. მაგრამ გპირდები ისე ვიზამ მალე გავფრინდებით. ორივე ერთად, დიდი ხანი ვიფრენთ და ბოლოს სანუკვარ ოცნებას ავიხდენ. იოანე.“ *** -Tu me rends heureuse. *** ტანგო. სექსი. სიყვარული. ვნება. ორი ბიჭი დარბაზში. მუსიკა. ლამაზი მოძრაობები. ჰაეროვნება. იდგნენ და ცეკვავდნენ, ასე უბრალოდ, მარტო. ბანალურად, გაცვეთილად. ნიკას ოცნება იყო. ლამაზი ოცნება, რომელიც ფიქრობდა რომ არასდროს აუსრულდებოდა, თუმცა ახდა. ზედმეტად სპონტანურად. ცეკვავდა, მასთან ერთად ცეკვავდა. ემოციებით სავსე ილეთები ჰქონდა, აწითლებული სახე, დაშორებული ლამაზი ბაგეები. თლილ თითებს მამაკაცის სხეულზე დაასრიალებდა და ყოველ შეხებაზე გრძნობდა რაღაც განსხვავებულს და განსაკუთრებულს. ტანში არსაიდან წამოსულ ბიძგებს, რომლებიც გაგიჟებისკენ მოუწოდებნენ. აგიჟებდა. ის აგიჟებდა. თვითონ იოანეს სასიამოვნო ღიმილი აეკრა სახეზე და თვალს არ აშორებდა, ნიკას კი მხოლოდ იმაზე შეეძლო ფიქრი, თუ როგორ გააგიჟეს და შეცვალეს. -დავიღალე, -ამოიჩურჩულა დახლილი და ჩახლეჩილი ხმით ნიკამ. იოანე შეჩერდა, დინამიკებს მიუახლოვდა და მუსიკას ჩაუწია, შავი ფეხსაცმელი, რომელიც სპეციალურად ცეკვისთვის შეიძინა და საშინლად უჭერდა, მაშინვე გაიხადა და ისევ ნიკას მიუახლოვდა. უკნიდან ამოუდგა და სარკეში დააკვირდა მათ გამოსახულებას. ნელა მიაკრო ტუჩები მის ყელს. ნიკას თვალები დაეხუჭა და ბაგეები ოდნავ დააშორა ერთმანეთს, სასიამოვნო ოხვრა აღმოხდა. ოთახში მისი და ზედმეტად დაბალ ხმაზე ჩაწეული ტანგოს მუსიკის ხმა ისმოდა. გაოფლიანებულები იდგნენ დარბაზის შუაგულში და ერთმანეთს კოცნიდნენ. ნელა, სასიამოვნოდ. კარი გაიღო, თუმცა სანამ რომელიმე მათგანი მაინც მოასწრებდა რეაგირებას, დაიკეტა. ნიკა მალევე გამოერკვა, სწრაფად მოიშორა იოანე, თუმცა ოთახში აღარავინ იყო. -ფუ, თქვენი დედაც მოვ**ან, - კაცის ბოხი და გაღიზიანებული ხმა გაისმა კარს იქით. ჟრუანტელმა დაუარა, თავი საშინლად იგრძნო. ვეღარ სუნთქავდა, თვალები აუცრემლიანდა და იოანეს, რომ არ დაენახა ხელებს ჩააშტერდა. მთელი სხეული დაეძაბა, სასიამოვნო გარემო და უბედნიერი დღე მალევე გადაიქცა შავ ფერად, რომელმაც ნელ-ნელა ყველაფერი ჩაყლაპა და დამამწუხრებელი გახადა. -შემომხედე, - ძლივს გაიგო იოანემ საკუთარი ხმა, - ნიკა, შემომხედე! -ყოველჯერზე ასე უნდა მოხდეს? -რა? -უნდა გვაგინონ იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარს? ეგ არის დედა მო**ნულება, ჩვენი სიყვარული კი არა. -ყურადღება ა...- შეაწყვეტინა. -ყურადღება არ მივაქციო? როგორ არ მივაქციო, იოანე. - სიმწრისგან იცინოდა, თვალებიდან წამოსული ცრემლები მთელ სახეს უსველებდა და მარილიანს ხდიდა. მუჭებით იწმინდავდა წამოსულ ცრემლებს და ყელამდე ჩასვლის საშუალებას არ აძლევდა, - ჩვენი მომავალი ჩათვალე არ არსებობს. არაფრის გაკეთება შეგვიძლია, მე და შენ, ჩვენ ვეღარ იარსებებს, ბოლოს მაინც მარტო დავრჩებით და ეს დღეები უბრალოდ მოგონებები იქნება, რომელიც ან მტკინვეულად ან სასიამოვნოდ გაგვახსენდება. არ მოგატყუებ, შეიძლება ჩემ თავს საერთოდ შთავაგონო, რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო. ჩვენი ბედი გადაწყვიტეს უკვე და თუ ერთად ვერ ვიქნებით რაღატოღა ვაწვალებთ ერთმანეთს? -სიტყვებს დაუფიქრდი. -დიდი ხანია უკვე ამაზე ვფიქრობ, სხვა გამოსავალი არ არსებობს. უნდა დავშორდეთ. -ნიკა! -უნდა დავშორდეთ. - გაიმეორა და მისი ხმა ტანგოს მუსიკის ჰანგებს კიდევ ერთხელ შეერწყა. -არა, ჩვენ ვერ დავშორდებით, შენ ვერ დამშორდები, არ გაქვს მაგის უფლება. -აღარ მიყვარხარ, იაონე. მორჩა. ყველაფერი მორჩა. *** “აღარც მე მიყვარხარ. იოანე.“ *** “გახსოვს ტელესკოპი, რომ გაჩუქე? ერთად რომ ვაკვირდებოდით ვარსკვლავებს, ვითვლიდით და ვათენებდით ვარსკვლავების თვალიერებით და მათზე ლაპარაკით. დამიბრუნე ჩემი ტელეკოპი, შენც დამიბრუნდი. გთხოვ. ჩემი სახელი ისედაც იცი.“ *** -სასიამოვნოა შენი გაცნობა, ანნა, - ტკივილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ნიკამ და გოგონას თითებს თავისი თითები დაადო. -ჩემთვისაც, - გაეცინა გოგონას. -ცოტა ხნით გარეთ გავიდეთ, რა. ხმაურია, - ხმადაბლა ჩარჩურჩულა ანნამ და შამპანიურის ფუჟერი იქვე მაგიდაზე დადგა. როგორი ლამაზი იყო. მოკლე, წითელი კაბა და შავი Christian Louboutin-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა. თმებისთვის თავისუფლება მიეცა და მხრებზე თამაშის შესაძლებლობას აძლევდა, მის ტალღოვან, მოვლილ ქერა თმას, რომელიც უფრო გამოკვეთდა ჭაობისფერ თვალებს და ახლა ამ თვალებით ის მას უმზერდა. ზღვის ნაპირზე ჩამოსხდნენ, რომელიც ყველაფერზე მეტად უყვარდა ნიკას. მშვიდდებოდა და ბათუმში ჩამოსვლისას ხანდახან ზღვის ყურებაში ათენებდა. ახლა მასთან ერთად იჯდა და ზღვის მაგივრად ანნას უყურებდა. ბაგეები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთს და თვალს არ წყვეტდა ნიკას. მის თვალებს უყურებდა, შემდეგ მის ცხვირს და ბოლოს ტუჩებზე აჩერებდა მზერას, შემდეგ - პირიქით და ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ნიკა ოდნავ უფრო ახლოს არ მიიწია და მათი ცხვირები ერთმანეთს შეეხო. ჟრუანტელმა დაუარა, ცივმა ტალღებმა მის სხეულში დაიწყეს იმ არარსებულ ქვებზე მიხეთქება, რომლებიც მის სხეულში გაჩნდა. -მაკოცე, რა, - აღმოხდა ანნას და თვითონაც უფრო დააშორა მათ შორის არსებული მანძილი. რამდენიმე წამის განმავლობაში ტუჩები ერთმანეთს მიეწება, შემდეგ კი მართლა აკოცა. მთელი გრძნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გრძნობა არ იყო სიყვარული, არც მოწონება და აღფრთოვანება. მაინც კოცნიდა იმ გრძნობით, რომელიც ჰქონდა, იმ ტკივილით, მარტოობით, მარტოსულობით. ხელებს მის ზურგზე დაატარებდა და ხანდახან მის თითებს ანნას თითებში ხლართავდა. ნელა გადააწვინა ქვებზე, იცოდა თუ რამდენად არაკომფორტული იქნებოდა გოგონასთვის მოშიშვლებული ზურგით ცივ ქვებზე დაწოლა, თუმცა არ ადარდებდა, არ აინტერესებდა. სულ ცოტა ხნით მოაშორა ანნას ტუჩები და კაბის ელვას დაუწყო ძებნა. როგორც კი იპოვა მაშინვე გაუხსნა და კაბაც მოშორდა ანნას სხეულს. პირველი დაბრკოლება გადალახა. ანნამ ტუჩები მოაშორა და ნელ-ნელა ბიჭის ყელზე გადაინაცვლა, თან მის პიჯაკს და თეთრი პერანგის ღილებს ეჯაჯგურებოდა. ნიკამ ამოიკვნესა. სულ ორი წამის განმავლობაში გაახილა თვალები და თვალი ცარიელ სანაპიროს და განათებულ ბათუმს გაუსწორა. დახუჭა და კიდევ ერთხელ გახელისას დაინახა. იქ იდგა. ან არ იდგა. გაუნძრევლად უყურებდა და თავისთვის იღიმოდა. გოგონას ნახევრადშიშველი სხეული მოიშორა და გახდილი პიჯაკის ძებნა დაიწყო. -მაპატიე მე... ახლა არ შემიძლია, მერე თუ გინდა კიდევ ვცადოთ, მაგრამ ახლა არ შემიძლია. -არაუშავს, - ზედმეტად ჩუმად თქვა ანნამ და ფეხებიდან მაღალქუსლიანები მოიშორა. - თუ გინდა შემომიერთდი, ზედმეტს არაფერს ვიზამ. - გაეღიმა და საცვლებით შავი, ცივი ზღვისკენ წავიდა. ნელა შევიდა ზღვაში, ტალღებს უფლებას აძლევდა ეტაპობრივად გაეხადათ მისი სხეული ზღვის ნაწილი. სახეზე ოდნავ უკმაყოფილება გამოესახა, როდესაც მთელი სხეულით აღმოჩნდა გაყინულ წყალში, თუმცა ღიმილს მაინც ინარჩუნებდა. ნიკა მისთვის ოდნავ შემზარავ პეიზაჟს უყურებდა, კუპრივით შავ ზღვას, სადაც მისთვის არასასურველი, თუმცა მაინც სექსუალური და ლამაზი გოგონა ცურავდა, რომელიც ბედნიერებისგან სახიდან ღიმილს არ იშორებდა. რამდენიმე წამის განმავლობაში გაშეშებული არ აშორებდა თვალს, შემდეგ კი ნახევრად ჩაცმული ტანსაცმელი ისე გაიხადა და ანნას ტანსაცმლის გვერდზე დააგდო. წყალში შევიდა და ანნას მიუახლოვდა, ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მიქაჩა. გოგონამ სიცილი ვერ შეიკავა და თავი მხარზე ჩამოადო. -მეგონა, არ შეგეძლო, - ყელში აკოცა, - დარწმუნებული ხარ? - ისევ ეშმაკურად იღიმოდა. ნიკამ თავი დაუქნია და ისევ აკოცა. *** წვიმდა, ციოდა და საოცრად ცუდი ამინდი იყო. ცა, რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ სრულიად ცისფერი იყო, მალევე დაიპყრეს კუპრივით შავმა ღრუბლებმა. ერთად სეირნობდნენ წვიმაში, ხელჩაკიდებულები. იოანე შეუჩერებლად ხუმრობდა და ნიკას მუდმივად აცინებდა. ტროტუარები ნელ-ნელა ცარიელდებოდა ქცეითებისგან, გზატკეცილზე კი მანქანების რაოდენობა იზრდებოდა. საშინელი საცობი იყო, ქუჩაში მხოლოდ მანქანების სიგნალის, ხალხის გინების და მათი სიცილის ხმა ისმოდა. -მოდი, ახლა ერთმანეთს ვაკოცოთ და ისეთი სცენა იქნება, როგორიც „ვამპირების დღიურებში“, - იოანემ სიცილი გააგრძელა და კიდევ უფრო შეამცირა მათ შორის ადგილი. მთლიანად სველები იყვნენ, იმდენად, რომ ტანსაცმელი სხეულზე ეკვროდათ და შეხებისას უფრო გრძნობდნენ ერთმანეთს. იოანე ნელა მიიწია მისი ტუჩებისკენ, თვალი სულ ორი წამით გააპარა საცობში გაჭედილი მანქანებისკენ და მგზავრებისკენ, რომლებიც აშკარად დაინტერესებულები იყვნენ მათი. შემდეგ თვალი ისევ მას გაუსწორა, ნიკას, რომელიც თვალებით გაქცევას და დამალვას ითხოვდა, თუმცა იმის გამბედაობა არ ჰყოფნიდა, რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა ეთქვა. ალბათ იმედი ჰქონდა, რომ იოანე მიხვდებოდა და მის გამო იმას არ იზამდა, რაც შემდეგ გააკეთა. ისევ აკოცა. ოღონდ ახლა უკვე სხვების წინ. ნიკა გაბრაზდა, კოცნაში არ აყვა, თუმცა იოანეს მაინც არ იშორებდა. ხელები მოუმუშტა და ოდნავ წამოზრდილ ფრჩხილებს მისი კანის დაზიანების უფლებას აძლევდა. იხსენებს და ახლა სიბნელეში ჩუმად ზის, ნელ-ნელა ევსება თვალები ცრემლებით, თავს უკან იქნევს და კედელს არც ისე უხეშად რამდენიმეჯერ ურტყამს თავს. ფანჯრიდან იყურება, შავ, ბნელ თბილისს უყურებს და ისევ მასზე ფიქრობს. მეორე ოთახიდან ანნას ხმა ისმის, რომელიც ეძახის და მასთან მისვლას თხოვს. ოთახისკენ მიდის და არწამოსულ ცრემლებს იწმენდს კარის გაღებამდე. -მზად ხარ? - ეკითხება ანნა. ნიკა მხოლოდ თავს უქნევს. მუსიკა ირთვება. ზუსტად იგივე. როგორ? რატომ მაინც და მაინც ეს მელოდია? -ხომ ვივარჯიშეთ, გახსოვს ყველაფერი? ისევ თავს უქნევს. -კარგი, მოდი მაშინ დავიწყოთ, - მუსიკის ახლიდან ჩართვამდე ნაზ კოცნას უტოვებს ჯერ ყელში, შემდეგ ტუჩებზე. როგორც კი ანნა ბრუნდება, ხელებს წელზე ადებს და ნელ-ნელა ზემოთ ააქვს, ბოლოს კი მის ოდნავ პუტკუნა თითებს პოულობს და ერთმანეთში ხლართავს. მუსიკა ირთვება. ოთახი ისევ ტანგოს ჰანგებით ივსება, ისევე როგორც ადრე. ერთიანად ცოცხლდება ყველა მოგონება, ტკივილი, სიყვარული, ტყუილი, ვნება. თუმცა ანნას დანახვისთანავე სხვა გრძნობა იპყრობს, სურს ერთიანად დაივიწყოს იოანე. სურს საბოლოოდ ამოიგდოს მისი პატარა თავიდან. დიდი ხანია მიხვდა, რომ ეს შეუძლებელია. დიდი ხანია მიხვდა, რომ ერთი ლამაზი მოცეკვავე ვერანაირად შეანაცვლებს იოანეს. რომ ვერასდროს გახდება იოანესნაირი, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია.“ * “ურანელმა ნიკამ მომწერა, მეუბნება, რომ ურანელი ნიკა და ურანელი იოანე ძალიან ბედნიერები არიან. ახალი სახლი უყიდიათ და ახლა მის გაფორმებაზე ზრუნავენ. მართლა ძალიან ბედნიერები არიან, იმდენად ბედნიერები, რომ ურანიდან წერილი რომ მეორეჯერ მივიღე ბოღმისგან და შურისგან მთელი სხეული ამევსო, ყოველ კუთხეს მოედო ჩემს სხეულში. მეორე წერილში უკვე მათი ნიშნობის ამბავი ეწერა, ურანელმა იოანემ ურანელ ნიკას ხელი სთხოვა, 5 დღის წინ ჰქონდათ ქორწილი, ურანელი ნიკა ამბობს, რომ ყველა ურანელი ზეიმობდა მათ ქორწილს, ყველას ძალიან გაუხარდა. ნეპტუნელი ნიკამ კი მითხრა, რომ ნეპტუნზე საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, რამდენიმე თვის წინ ომი გამოცხადებულა და მეუბნება, რომ ამის გამო ვერ მოახერზა აქამდე მოწერა. საბოლოოდ ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა, ადგილი სადაც ნეპტუნელი ნიკა და ნეპტუნელი იოანე ახლა იმყოფებიან სავსებით უსაფრთხოა. იოანე.“ *** იყო და არა იყო რა... როგორი სიტყვებია. პირდაპირ გეუბნება, რომ წინ ბოროტებასაც შეხვდები და თან სიკეთესაც, თუმცა ბოლოს ზღაპარი მაინც კარგად დასრულდება მისთვის მახასიათებელი სიტყვებით. რატომ სრულდება სულ კარგად? ბავშვებს მხოლოდ ილუზიებს ვუჩენთ, რომ ცხოვრება ზღაპარს ჰგავს და არასდროს სრულდება ცუდად. სულ სიკეთე და სინათლე იმარჯვებს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ცხოვრებაც პატარა ზღაპარი არ არის ლამაზი დასასრულით. *** ორშაბათი, 23 ივლისი, 2018. 23:58 კლუბის წინ ოთხი კაცი და ორი ქალი იდგა სიგარეტით ხელში, მუსიკა კლუბის გარეთაც აღწევდა და გარეთ გამოსულებიც თითქოს და შეუმჩნევლად აყოლებდნენ ტანს მუსიკას. კლუბში შესვლისთანავე იგრძნო ოფლით, დაღლილობით და სიხარულით დამძიმებული ჰაერი, რომლითაც სუნთქვა დასაწყისში ძალიან გაუჭირდა. ნელ-ნელა შეეგუა მათ ტემპს და ზუსტად უცხო ხალხის ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება. მისთვის უცნობი ადამიანების ცხოვრებით, რომლებსაც სახეზე ეწერათ თუ რას ნიშნავდათ მათთვის კლუბი - გასართობ ადგილს, თუ ადგილს, რომელიც არაჩვეულებრივია თუ გაქცევა და დალევა გინდა, გადაკარგვა. აბსოლოტურად ყველაფრის დავიწყება და ცეკვა. რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდა მოცეკვავე გოგოებს, ბიჭებს, ქალებს და კაცებს. ერთმანეთზე გადახვეულ წყვილებს. არ ესიამოვნა, მიხვდა, რომ ამ შემთხვევაში ცეკვა და ენერგიის დახარჯვაც არაფერს უშველიდა, უკან გაბრუნდა და კლუბი დატოვა. დიდი ხანი ფიქრობდა ღირდა თუ არა დაბრუნება, ღირდა თუ არა სულ ცოტა ხნით ყველაფრის დავიწყება, ან მცდელობა მაინც. საბოლოოდ არჩევანი იქვე, სანაპიროზე ახალგახსნილ ბარზე შეაჩერა. ბარში შესვლისთანავე სიჩუმე Kaleo-ს "I can't go on without you"მ ჩაანაცვლა. -Old fashioned, - თავის აუწევლად მიმართა ბარმენს და მუშტი არც ისე ძლიერად დაარტყა ხის დახლს. ნელა ჩამოჯდა ოდნავ მაღალ და წითელ სკამზე და სასმელს დაელოდა. როგორც კი სირჩის მაგიდაზე დადგმის ხმა გაიგონა, მაშინვე გაახილა სულ რამდენიმე წუთით დახუჭული თვალები და ხელი სირჩას დასტაცა. ნახევრად დაცალა მორანჯისფრო სითხეთი სავსე ჭიქა, ხმაურით დააბრუნა დახლზე. თავი ჭიქის გვერდზე ჩამოდო და ცოტა ხნით გვერდიდან ყურება დაუწყო, შემდეგ კი თვალები დახუჭა და რეანიმაციაში მყოფი ნიკა ამოუტივტივდა გონებაში. მისი ფერმკრთალი და დასახიჩრებული სხეული, მისი დახუჭული თვალები და ულამაზესი ტუჩები. უნდოდა ისევ შეხებოდა, ისევ შეერთებინა ორი ადამიანის ტუჩები ერთმანეთს და სულ ცოტა ხნით მაინც ერთი მთლიანობა გაეხადა. ორი რაღაცისგან ერთი, საუკეთესო შეექმნა. -შეიძლება? - ზედმეტად ახლოს ნათქვამმა სიტყვებმა თვალის გახელა აიძულა, ნელა წამოწია თავი და ოდნავ გაღიმებული პიროვნება აათვალიერა, - შეიძლება? - გაიმეორა ახალგაზრდა კაცმა, მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ კაცი მის გვერდზე მდგარ სკამზე ანიშნებდა. ნელა დაუქნია თვალი და ჭიქა მთლიანად დაცალა. -გამიმეორე, - მიმართა ბარმენს. -მე არაყი მომიტანეთ, თუ შეიძლება, - ამბობს გვერდზე მჯდომი. - ანდაც მეც Old Fashioned-ს დავლევ, - იოანეს, როგორც კი თვალი გაუსწორა მაშინვე შეცვალა გადაწყვეტილება, - თქვენ ჩემი მეზობელი არ ხართ? იოანემ უფრო კარგად აათვალიერა ახალგაზრდა. -თქვენს პირდაპირ ვცხოვრობ. -ასეც ვიცოდი, როგორც კი დაგინახეთ, მაშინვე მივხვდი, რომ საიდანღაც მეცნობოდით. თქვენი სახელი? -იოანე. -სასიამოვნოა იოანე, მე გიორგი ვარ. კარგია, რომ გაგიცანით, უკვე ერთ წელზე მეტია ამ უბანში გადმოვედი და ჯერ კიდევ არავის ვიცნობ ნორმალურად, - მომხიბვლელად ჩაიღიმა კაცმა, - ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს! - ჩურჩულით წამორთქვა და სწრაფად გადაკრა არაყი. ბარი ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით, ზედმეტად ცხელოდა, სუნთქვა უფრო ძნელი ხდებოდა, მუსიკა შეიცვალა და ახლა Kaleo-ს "I can't go on without you"ს მაგივრად უკვე ფრანგული ჯგუფის, Brigitte-ს "Ma Benz" ისმოდა. იოანემ Old Fashioned-ის დალევა გააგრძელა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გიორგისკენ აღარ გაუხედავს. -კაცი გყავთ? -ბატონო? -დარწმუნებული ვარ, ჩემი შეკითხვა გაიგეთ. კაცი გყავთ? ვინც გიყვართ. -კი, მაგრამ ახლა წასულია. -ცუდია, როდესაც ახლო ადამიანი შორს გყავს, თუმცა რაღაცის მოხერხება სულ შეიძლება, - თვალი ჩაუკრა და კაცების ტუალეტისკენ წავიდა, ტანის უცნაური რხევით. Old fashioned ბოლომდე დალია და ისიც კაცების ტუალეტისკენ დაიძრა, კარი ერთი ხელით გააღო და მალევე სარკის მეშვეობით გაუსწორა თვალი გიორგის, რომელიც ონკანთან იდგა და ხელები ონკანის გარშემო შემოეწყო. მომხიბვლელად გაუღიმა, ალბათ ისე, როგორც ნებისმიერ მამაკაცს ან ახალგაზრდა ბიჭს უღიმოდა, სანამ სახლში აიყვანდა და მათთან სექსით დაკავდებოდა. იოანესკენ მოტრიალდა და ნელ-ნელა მიუახლოვდა. -ამაში არ გცხელა? - მის პერანგზე მიანიშნა, - ალბათ ძალიან გცხელა, მოდი ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ზუსტად მის წინ დადგა და ხელები ყელთან მოუტანა, ღილების შეხსნა დაიწყო, თან თვალს არ აცილებდა. -ასე უკეთესი არ არის? - იკითხა, როდესაც ღილების გახსნა დაასრულა. იოანემ მხოლოდ თავი დაუქნია და მისი სახე გიორგის სახეს უფრო მიუახლოვა. გიორგიმ კიდევ ერთხელ ჩაიცინა და მხოლოდ შემდეგ აკოცა. ჩვეულებრივად, ზედმეტად ჩვეულებრივი კოცნა იყო, თუმცა ესეც კი აკმაყოფილებდა და იმ მომენტში სიამოვნებას ანიჭებდა, მირაჟს ჰქმნიდა. გიორგიმ იოანე ნიჟარას მიაყუდა და ბოლოს ზედ შემოსვა. კოცნა უფრო გაეღრმავებიათ და უფრო მომთხოვნი გაეხადათ. მალევე მოიცვა ყველაფერი მხოლოდ ერთმა რაღაცამ - სურვილმა, რომელსაც აბსოლიტურად ყველაფერი გადაეფარა და მიესაკუთრებინა. *** სამშაბათი, 24 ივლისი, 2018. 10:46 ხმაურმა გააღვიძა, ვიღაცის გაუთავებელმა სიარულმა და გინებამ. ნელა გაახილა თვალები და რამდენიმე წუთი დასჭირდა იმის გასაანალიზებლად, თუ სად იყო. ოთახის კარი გაიღო და თვალი ტელეფონზე მოლაპარაკე შიშველ გიორგის გაუსწორა, რომელმაც უმალვე მოაშორა მზერა იოანეს და იატაკზე დაგდებული ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. -ჯობია წახვიდე, არ მცალია, - ორი წამით დააშორა ტელეფონი და ყური ერთმანეთს და იოანეს მისამართით თქვა ერთი წინადადება. -მადლობა, - იოანემ მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ დაეხმარა იმის გაანალიზებაში თუ ვინ იყო სინამდვილეში, შემდეგ უხმოდ ჩაიცვა და სახლი დატოვა, მოპირდაპირე შენობაში გადაინაცვლა, საკუთარ ბინაში. დიდხანს უყურა სამუშაო მაგიდაზე დადებულ ფოტოს, სადაც ის და ნიკა იყვნენ გამოსახულნი, ყაზბეგში იყვნენ, იოანეს ბებიის სახლის აივანზე. იოანეს სახე თითქმის არ უჩანდა, ნიკას მხარეს დაგაეწია და ყურზე კბენდა, თან იცინოდა. ნიკას კი მორცხვი სახე მიეღო და ლოყები ოდნავ ასწითლებოდა. სწრაფად მოუახლოვდა მერხზე დადებულ ფოტოს და ჩარჩო ისე დააბრუნა მაგიდაზე, რომ ფოტოს დანახვის საშუალება აღარ ჰქონოდა. იქვე ჩამოჯდა და ფურცელზე წერა დაიწყო. “ერთად აღარ ვართ ვიცი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გიღალატე. უშნოდ, იმდენად მახინჯად თავს ზედმეტად ცუდად ვგრძნობ. მომწონს ლამაზი ღალატი, დიდხანს რომ გსურს რაღაც ცუდი გააკეთო, იმდენად, რომ ის ადამიანი შენ გონებაში ზის, შენ კი ფიზიკურად ისევ შენ ოფიციალურ მეწყვილესთან ხარ, შემომძვრალია შენს ტვინში, შენს სხეულში, დაპატრონებულია და მხოლოდ დროზეა დამოკიდებული როდის დაგიმორჩილებს ბოლომდე. ასეთი ღალატი მომწონს, მართლა ძალიან ლამაზი და იდუმალია, მაგრამ ახალგაცნობილთან ღალატი საშინელებაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცზე ისედაც ნათქვამი მაქვს შენთვის მაინც, ვიცოდი ვინ იყო, თუმცა არ ვიცნობდი და არ მქონდა სურვილი მასთან მეღალატა შენთვის, არასდროს. რომ მქონოდა ალბათ სინდისი ახლა არ დამტანჯავდა და ცხოვრებაში პირველად არ ვინანებდი წარსულში დაშვებულ შეცდომას. მაპატიე.“ *** ოთხშაბათი, 25 ივლისი, 2018. 22:36 -იოანე... - მისი ხმა ძლივს მისწვდა იოანეს ყურთასმენას. -როგორ ხარ? -არაჩვეულებრივად. - სიმწრის სიცილი წასკდა ნიკას, თუმცა სიცილის დაწყვებისთანავე იგრძნო უდიდესი ტკივილი და სიცილთან ერთად კვნესაც აღმოხდა. -შეიძლება? - ზუსტად ისე მიანიშნა საწოლის გვერდზე მდგარ პატარა სავარძელზე, როგორც გუშინ გიორგიმ. ნიკამ არ უპასუხა. -მომენატრე, - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ხმა ამოიღო, - როდესაც სულ ცოტა ხნით მაინც გავფიქრე, რომ იმ ნაბი**რების გამო შეიძლებლობა დამეკარგე ლამის თვითმკვლელობამდე მივედი, ნიკა. ალბათ მართლა ჩემი ბრალი იყო, მე რომ არა ახლა ყველაზე წყნარი ცხოვრება გექნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას შენი თავის ჩათვლით ტყუილში აცხოვრებდი და რეალობაზე თვალს დახუჭავდი, მაინც. ჯამრთელობაზე მაღლა არაფერი დგას და ახლა ასეთ მდგომარეობაში რომ ხარ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია. ალბათ მართლა აჯობებს, თუ ერთმანეთს აღარ ვნახავთ. გპირდები. ახლა აქ გამოსამშვიდობებლად მოვედი. წამოდგა, შუბლზე აკოცა და კარისკენ დაიძრა, როცა ნიკამ ხმა ამოიღო: -შარვლის უკანა ჯიბეში წერილი დევს, წაიღე, იქამდე დავწერე სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. იოანე სავარძელზე გადაკიდებულ შარვალთან მივიდა და ოთხად მოკეცილ ფურცელს დასწვდა, ნიკას წერილი საკუთარი წერილით შეუმჩნევლად შეანაცვლა და ხმის ამოუღებლად დატოვა პალატა. მხოლოდ გარეთ გასვლისას გახსნა წერილი. იქვე მდგარ ლამპიონთან მივიდა, რომ სიტყვები გაერჩია. დაჯდომისას წერილი ისევ დაკუჭა და ბოლოს ისევ გაასწორა. “ხშირად მინახავს ფილმებში წერილს, როდესაც ის წერს, ვისაც სიკვდილი სურს და ამისთვის უკვე ყველანაირად მზად არის ყოველთვის შემდეგი სიტყვებით იწყებს წერას - ახლა, როდესაც შენ ამას კითხულობ მე ალბათ უკვე მკვდარი ვარ. და ჰო, ნიკა სულ ბანალურობას ნიშნავდა ყველასთვის შესაბამად მართალი ხარ, მეც ამ სიტყვებით დავიწყებ მეორე აბზაცის წერას. ახლა, როდესაც შენ ამას კითხულობ მე ალბათ უკვე მკვდარი ვარ. საკმაოდ კარგ თანხას ვიხდი იმაში, რომ ქუჩაში გასვლისთანავე მორჩეს ყველაფერი. მაზოხისტი ვარ ალბათ, მაგრამ თუ ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გრძნობების გამო იქნებ ტანჯვით უნდა დავტოვო ეს ადგილი? ღმერთიც კი ჩემს წინააღმდეგაა, წარმოგიდგენია? დედაჩემი დღე და ღამე ხატებთან დგას და ლოცულობს, ღმერთს ევედრება, რომ რაღაცნაირი ძალით ელვა დამეცეს და წამში ყველაფერი გამოასწოროს. გეი შვილი არავის არ უნდა, ეს ხომ ცოდვაა, ბიბლიაშიც ასე არ წერია? ჩვენ ავადმყოფებად ვარ შერაცხულნი და ალბათ ეს სიმართლეცაა. არ იტირო. არ გემშვიდობები, რადგან ცოტა ხანში შენც ჩემთამ მოხვალ. იქ აუცილებლად შევხვდებით. პირველი წერილი, რომელიც მოგწერე. გკოცნი. ნიკა.“ წერილი დახია და საავადმყოფოს ახედა. შუქი მხოლოდ შესასვლელში და ნიკას პალატაში ენთო. იმ ერთ ოთახში ანთებული შუქი იოანესთვის ყველაფერს ნიშნავდა. დ ა ს ა ს რ უ ლ ი აი, რაღაცნაირად დაიწერა ეს მოთხრობა, აი, არ ვიცი რა. საიდან გაჩნდა ამის იდეა მეთვითონცე ვერ ვხვდები, ზედმეტად პატარაა და ალბათ ის რაღაც აკლია, რაც კარგ მოთხრობას უნდა ჰქონდეს, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. ალბათ იმიტომ, რომ მაინც ჩემია, რაც არ უნდა მოუვიდეს მაინც ჩემი იქნება. ამადროულად ეხება ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მხარს ალბათ სამუდამოდ დავუჭერ. ვერ ვხვდები რატომ უნდა გეზიზღებოდეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მისი ორიენტაციის გამო! მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ სულ ცოტა ხნით მაინც იცხოვრეთ ნიკას და იაონეს ცხოვრებით, რადგან თუ აქამდე ჩამოხვედით ე.ი. არც ისე მოსაწყენი ყოფილა ეს მოთხრობა. Xx Dark Roses |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.