შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 12)


27-07-2018, 17:55
ავტორი Queenofmoon
ნანახია 4 393

დილით კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა ორივე,ანასტასიამ ხალათი მოიცვა და ჯერ კიდევ თვალების ფშვნეტით შეაღო კარები,მის წინ მდგომის დანახვისას კი წამიერად გამოფხიზლდა და სახე შეეშალა.
- მართა?
- შეიძლება შემოვიდე?
ერთხანს გაჩუმებულიყო და ინსტიქტურად თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად,ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო,რომ მის წინ რეალურად მართა იდგა.
- დაჯექი,თვალებით ანიშნა ანასტასიამ სავარძლისკენ,მართაც ფრთხილად ჩაესვენა და თავი დახარა.
გასაცოდავებულ არსებას გავდა,მართა,იმდენად დაღლილს უგავდა სახე,მისი ჭრელი თვალები უძილობისგან ჩაშავებულ ქუთუთოებს სრულიად დაეფარა.
მის წინ ჩამოჯდა ანასტასია,ფეხი ფეხზე გადაიდო და იდაყვებით დაეყრდო სავარძელს.
ტუჩებს ამოძრავებდა,თითქოს ცდილობდა რამე ეთქვა და ბაგეს ვერ ხსნიდა სიტყვის ამოსაშვებად.
- ბოდიშის მოსახდელად მოვედი..ვიცი,შეიძლება გვიანია ტასო,მაგრამ ძალიან მრცხვენია.
თავი არ აუწევია,ისე ლაპარაკობდა,ხელებს კი ნერვიულად ისრესდა ერთმანეთზე.
- როგორ იფიქრე,რომ შენი საუკეთესო დაქალი შენს შეყვარებულთან ივლიდა იმ მიზნით,რაც შენ გეგონა?
თვალებიდან ცრემლები წასკდა და სწრაფად აიფარა ერთჯერადი ხელსახოცი.
- მაპატიე ტასო,გთხოვ..
სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამდა და ცრემლებს ყლაპავდა ყოველწუთს.
- მაპატიე,რომ შენში ეჭვი შევიტანე და იმ არარაობას...
- კარგი,დაწყნარდი.
- სიყვარულით იმდენად დავბრმავდი,მაქსიმეთი იმდენად ვიყავი... ვიყავი შეპყრობილი...
ყოველწუთში პაუზას აკეთებდა და ძლივს საუბრობდა.
- არაუშავს მართა,სიყვარულს ერთხელ ყველა დაუბრმავებია.
თქვა ანასტასიამ და თვალები დახარა.
ნატანჯი სახე შეანათა მართამ ერთ დროს საუკეთესო მეგობარს და მადლიერებით სავსეს გაეღიმა.
- შარშან დავშორდით.. მანამდეც ხშირად ვკამათობდით,ვჩხუბობდით.. ყველაფერს,ყველაფერს ვპატიობდი,ღალატს,უყურადღებობას,სიტყვიერ შეურაცხყოფას... მერე ვეღარ მოვითმინე და..ეხლა.. ეხლა მარტო ვცხოვრობ.
- მარტო რატომ?
- ჩემს მშობლებს ჩემი დანახვა არ უნდათ.
- რაა? რას ჰქვია არ უნდათ?! ამის გამო გამოგაგდეს?
- ექვსი თვის ორსული ვარ.
- მაქსიმემ იცის?
ამაზე უფრო აუვარდა ტირილი,როცა გული იჯერა,ლაპარაკი გააგრძელა ისევ.
- ამის გამო ცოლად ხოარ მოგიყვან,აბორტი გაიკეთეო..
ფული მომცა,მაგრამ.. ვერ შევძელი ამის გაკეთება.. ჩემს მუცელში მყოფ პატარა არსებას როგორ მოვკლავდი ტასო?
ანასტასია მაშინვე მართასთან მივიდა,გულში ჩაიკრა და შეეცადა რამენაირად დაემშვიდებინა.
- ტასო მას ჯერ კიდევ მუცელში მყოფი შვილი უკვე ეზიზღება და მოსაკლავად იმეტებდა,გესმის?
- კარგი დაწყნარდი,შენ არ ინერვიულო, მთელ ქალთა ორგანიზაციას ჩავრთავ ამ საქმეში და ვნახოთ,როგორ არ დაეკისრება მამის მოვალეობა. ნუ გეშინია,ყველაფერს გავაკეთებ რომ თავის შვილს არაფერი მოაკლოს და უზრუნველყოფილები იყოთ.
- მე არ მჭირდება ძალდატანებით ზრუნვა ტასო... არ მჭირდება,არ მინდა..
- ჩშშ.. დაწყნარდი,ახლა შენ მარტოხელა დედა ხარ,არც მუშაობ,არც პროფესია გაქვს,შენს შვილს სჭირდება და მასზე იფიქრე.
- ტასო,მაპატიე ყველაფერი,გთხოვ..
- კარგი,დაივიწყე და ჩამეხუტე.
ხელები შემოხვია საშინლად უსუსურ მართას,რომელსაც შვილივით იკრავდა გულში და ამავდროულად სტკიოდა მართას ტკივილი.. რაც არ უნდა ეთქვა მართას მისთვის წლების წინ,მისდამი სიყვარულს ეს ვერ გააქრობდა,რადგან მართა,ლილე და ანასტასია ერთად იზრდებოდნენ ყოველთვის,არ არსებობდნენ ერთმანეთის გარეშე და ვერც წარმოიდგენდა რომელიმე,ერთი მეორის დაკარგვას.
- იცი,დღეს შაბათია... დავურეკავ ლილეს,სანდროს...
- სანდროს?
- ჰო.. ჩვენებს ყველას,დათასაც დავურეკავ.
ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და ნომრებს ჩამოუყვა,როცა საძინებლიდამ მარიამი გამოვარდა.
- მარიამ? გაკვირვებულმა ტასომ გახედა,რომელიც უკვე ჩანთით გამოსულიყო ოთახიდან,მართა გადაკოცნა და წამებში კართან აეყუდა.
- არ ისაუზმებ?
- იყოს,არ შეგიშლით ხელს საუბარში. ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა დას და კარი სწრაფად მოიხურა.
- ეს რომ დაჭკვიანდა იცი?თქვა ტასომ,ცალი წარბი ასწია და მართასაც ჩაეცინა მის სიტყვებზე.
- იცი,შენს და დათას სურათებს ჟურნალებში ყოველთვის ვნახულობდი,ყველა შენახული მაქვს... შენი ინტერვიუები,შენი ყველა მოგებული საქმე,ყველაფერი წავიკითხე.. ძალიან ვამაყობ შენით.. ყოველთვის მინდოდა შენ დაგმსგავსებოდი,ყოველთვის მინდოდა შენნაირი ლამაზი ვყოფილიყავი,ისიც კარგად ვიცოდი შენზე ყველა ბიჭი რომ გიჟდებოდა.. ახლა კი მინდა შენნაირი ძლიერი ვიყო ტასო,ძალიან მინდა...
- ძლიერი ადამიანი არ იბადება მართა.. ძლიერს ცხოვრება გხდის,ეცადე ყველაფერი დაივიწყო კარგი? მოდი აღარ შევეხოთ ამ გაცვეთილ თემებს,გთხოვ.
- კარგი..
- ტას..
- ჰო? სანდრო რას შვრება?
- სანდრო ჩემი კოლეგაა,ისიც ძალიან კარგი ადვოკატია შენ წარმოიდგინე..
- ვიცოდი წარმატებას რომ მიაღწევდა,მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს.. თავი ჩაღუნა და ტუჩები მობრიცა.
ანასტასიას ჩაეღიმა და თავი ააწევინა.
- სანდროსაც ენატრები მართა.. ყველას გვენატრებოდი.. და იცი რა? ძალიან მიხარია რომ აქ ხარ..
კარგი,მოდი ახლა ყავა დავლიოთ და ცოტა გამოვფხიზლდეთ,კარგი?
- კარგი..
***
- აი ისინიც,ყველა ერთდროულად მოსულა.. თქვა ტასომ,რომელიც ფანჯარას მოშორდა,მართას ლამის ხელიდან გაუვარდა დანა,რომლითაც ბოსტნეულს ჭრიდა.
- არ ინერვიულო. ჩასჩურჩულა ტასომ და კარის გასაღებად გავიდა შემოსასვლელში.
- რა ხდება ყველა ერთად რო დაგვიბარე ქალბატონო ?
თქვა სანდრომ და გოგონა გადაკოცნა,ჟაკეტი გაიხადა და იქვე ჩამოკიდა.
უკან დათა და ლილე მოყვნენ,დათამ გულში ჩაიკრა და ქალის სურნელით იჯერა თავი, - მომენატრე,ყურთან ჩასჩურჩულა და ტუჩებზე ეამბორა.
- ეს გამომართვი,თქვა ლილემ და ღვინით სავსე ორი ბოთლი გაუწოდა.
- აუ არარსებობს,წითელი-ნახევრად ტკბილი,მე რომ მიყვარს?!
- დიახაც!
- მოიცადეთ,სამზარეულოში შემოდით.. სტუმარი გვყავს.. თქვა მართამ და თვალებით კარებთან ანიშნა იქვე ატუზულ სანდროს და ლილეს.
სანდრომ თვალები დააწვრილა ნაბიჯი გადადგა წინ.
- მართა?
- მართა?
ორივემ ერთხმად წამოიძახა,მართაც იქვე სამზარეულოს ბარს მიყრდნობოდა მთელი ძალით,თითქოს კიდევ უკან გაღწევას აპირებდა და ვერ გადიოდა.
სიტუაციის განსამუხტად,ანასტასია ჩაიჭრა შუაში და მართას გვერდით დადგა,ეცადა ჯერ თავად წამოეწყო ლაპარაკი.
რამდენიმე საათი იყო გასული,როცა ვერც სანდრო და ვერც ლილე ვერ უჯერებდნენ მართას მოყოლილს,ლილეს თვალებზე ცრემლები მოსდგომოდა და ძლივს იკავებდა.
ანასტასია კი თვალებით ანიშნებდა სისუსტე არ გამოეჩინა ან სიბრალული მის მიმართ,სანდროს თვალებს კი თითქოს სინათლე ჩაქრობოდა,არაფრისმთქმელი მზერით ბურღავდა მართას თვალებს.
- კარგით,ჩემი წასვლის დროა.. თქვა მართამ და ფეხზე წამოდგა.
- მოიცადე,სად გეჩქარება,იყავი რა? მე გაგიყვან მანქანით.
- არა ტასო,იყოს. დავიღალე ძალიან.
- კარგი.. მხრები აიჩეჩა ანასტასიამ და თავადაც ადგა.
მანქანის გასაღები მოიმარჯვა ხელში,როცა სანდროც ადგა და მანაც განაცხადა,რომ წასვლას აპირებდა და მართასაც მიაცილებდა სახლამდე.
- მეც წავალ,რა.. თქვა ლილემ და მეგობრებმა ერთად დატოვეს ანასტასიას სახლი..
ტასო კი,დათას გვერდით ჩამოჯდა და თავი მხარზე მიადო..
- მას ყველანაირად უნდა დავეხმარო.. არ შემიძლია ასე უბედურს რომ ვხედავ.
- შენ ვის არ ეხმარები ტას?
- ჰო.. მაგრამ ის ჩემი დაქალია..მიყვარს ყველაფრის მიუხედავად..
- არ გკითხავ რა მოხდა თქო,მთავარია შერიგდით ყველანი.
გოგონა უფრო მეტად მიიკრო გულზე და მსხვილი ხელები შემოხვია გარშემო.
- გინდა ყავა გაგიკეთო? უცებ თავი გაითავისუფლა მისი ხელებისგან,რაზეც მამაკაცი წამიერად შეცბა და სიცილი აუვარდა.
- კი მინდა,გამოგყვები.
ცხელი წყალი დაასხა ყავის ფხვიერი მარცვლებით ავსებულ ჭიქებს,ერთი დათას გაუწოდა,მეორე კი ხელებში მოითავსა და როგორც სჩვევია,დახლზე მოსკუპდა.
დათას მაჯაზე ჩამოედო სახე და ასე უყურებდა ქალს მთელი დროის განმავლობაში,რომელიც ფიქრებში წასულიყო,დათას იქ ყოფნა სულ გადაავიწყდა და ვერც კი გააანალიზა როგორ მიუახლოვდა კაცი მას და მის წინ დადგა.
ძლიერი ხელები წელზე მოხვია და მის წინ მისწია..
- მაპატიე,ფიქრებში ვარ გართული.. თქვა ანასტასიამ და ნაძალადევად გაიღიმა.
- მესმის,არაუშავს.
წელზე მეტად შემოეხვია ხელები და მისკენ უფრო ახლოს მიიზიდა,ცხელი ყავისგან გავარვარებული ტუჩები ტასოს ნაზ კანს შეახო,ანასტასიას გონებამ სწრაფად გაუღვივა მოგონებები,როცა ის და დემეტრე იყვნენ სწორედ ამ ადგილას,როცა დემეტრე გამალებით კოცნიდა და მათ შორის აუღწერელი ვნება მოჰკიდებოდა ყველაფერს ცეცხლივით,დათას შეხებისას არანაირ ჟრუანტელს არ დაუვლია,პირიქით,ცოტა არ ესმიამოვნა კიდეც,მით უმეტეს ამ ადგილას,სადაც მისი და დემეს მოგონებებითაა გაჯერებული ყველაფერი.
ქალმა მაშინვე მკერდზე დაადო ხელები და სწრაფად გასწია.
- დათა,არ შემიძლია,მაპატიე.
- ჩემთან არასდროს გინდა ტასო,რა ხდება? ყოველთვის უარს მეუბნები..
- უბრალოდ... არ ვარ მზად,გთხოვ გამიგე.
- კარგი,არაფერს დაგაძალებ.
ტუჩები შუბლზე მიადო და კოსტიუმს დასწვდა.
- მიდიხარ? ჩაილაპარაკა ანასტასიამ და სამზარეულო დატოვა.
- ჰო,წავალ.
თითქოს ნაწყენი ჯერ კიდევ კარის ზღურბლთან იდგა და ელოდებოდა ქალი როდის გაუღებდა გასასვლელად.
ტასო მასთან სწრაფად მივიდა,მისი სიმაღლის მიუხედავად ეცადა კისერში დასწვდენოდა,ბიჭმაც ავტომატურად თავი დახარა და ბაგეები გახსნა საკოცნელად.
სკამზე გადაკიდებული გრძელი შარფი აიღო და კაცს მიაწოდა ღიმილით.
- ეს გრჩებოდა.
დათამაც გაუღიმა და სახლი დატოვა.
***
- ლილე,მოვედით.
თქვა სანდრომ,ლილემაც მადლობა გადაუხადა მეგობარს და მანქანიდან ჩავიდა.
- შენ სად ცხოვრობ? ჰკითხა მართას,რომელსაც თვალი არ მოუშორებია გზისთვის.
- აქვე,სამ გაჩერებაში.
- შეიძლება სადმე დავსხდეთ?
გაკვრირვებულმა მართამ გახედა ბიჭს,უფრო მეტად მისმა შემოთავაზებამ გააოგნა და დაიბნა..
- კარგი.. მხრები აიჩეჩა და სანდრომაც იქვე მდებარე კაფესთან გააჩერა მანქანა.
- როგორც მახსოვს კაპუჩინო გიყვარს ბევრი რძით და ყინულით,თქვა სანდრომ და მენიუს წიგნი მაგიდაზე გაასრიალა.
- შენ ყველაფერი გახსოვს.. ჩაეღიმა ქალს.
- კარგი..
მიმტანს ორი კაპუჩინო და ალუბლის სტარტი შეუკვეთა.
მართას გახედა და სიგარეტი თითებს შორის მოაქცია.
- უი..დამავიწყდა ორსულად ხარ,მაპატიე.. თქვა და სიგარეტი იქვე დააგდო.
- კარგი,არაუშავს.. მოწიე თუ გინდა
- იყოს.. უბრალოდ აღელვებული ვარ და არ ვიცი რა ვქნა.
- რამის თქმა გინდა ჩემთვის?
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ისევ განაგრძო ლაპარაკი ბიჭმა.
- ანუ,მარტო ცხოვრობ ეხლა?
- კი..
- და მაქსიმე?
- მაქსიმეს არ ვნახულობ.. არც ვეკონტაქტებით მიუხედავად ჩემი ორსულობისა.. მგონი ისიც არ იცის გავიკეთე თუ არა აბორტი.
- ნაბიჭ*ვარი.. ჩაილაპარაკა სანდრომ და მუშტი ისე შეკრა,ლამის იყო ძარღვები გასკდომოდა ხელიდან.
- გაბრაზებული ხარ ჩემზე?
- მაქსიმე ისევ გიყვარს?
- სანდრო ასეთ თემებზე სალაპარაკოდ თუ მოვედით,არ მინდა..ადგომა დააპირა,როცა სანდრომ მაშინვე ბოდიში მოუხადა და პირობა მისცა რომ პირდაპირ საქმეზე გადავიდოდა.
- კარგი,მითხარი.. თქვა გოგონამ და ღრმად ამოისუნთქა.
- მინდა,რომ მე ვიზრუნო შენზე და შენს შვილზე.. თუ ამის ნებას მომცემ..
***
- მარიამ დაუწიე! გასძახა ანასტასიამ მარიამს,რომელსაც ტელევიზორი ბოლო ხმაზე ჩაერთო,მაგრამ ხმა არა და არ იწეოდა.
გამწარებული ანასტასია ლეპტოპით ხელში გამოვარდა,მარიამი სამზარეულოში ყოფილიყო და თურმე მის ყვირილსაც ვერ იგებდა, - იდიოტო! ჩაილაპარაკა ანასტასიამ და ტელევიზორს დაძაბული დააკვირდა.
" გასულ ღამეს,საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ქებურია დააყაჩაღეს საკუთარ სახლში,დიდძალი ქონება და ფული წაიღეს მძარცველებმა,იმავე დღით,გამთენიისას,ნიკოლოზი სასიკვდილოდ დაჭრილი იპოვეს თავის სახლთან ახლოს,ის ახლაც სიკვდილს ებრძვის,პოლიცია იწყებს გამოძიებას და საჭირო ზომების მიღებას"
უცებ წამოიკივლა ქალმა და პირზე ხელი აიფარა მაშინვე.
ტელევიზორი გამორთო,სავარძელში ჩაჯდა და ხელები თავზე შემოიწყო..
- დემეტრე და მისი მეგობრები ისევ?!
ტელეფონი აიღო სწრაფად და დემეტრეს ნომერი აკრიფა...
ყოველი ციფრის აკრეფვისას ისევ უკან შლიდა,თუმცა გულმა ვერ მოუთმინა და რამოდენიმე ზარი გაუშვა.
- ანასტასია?
- დემეტრე,საქმე მაქვს.
- რა ხდება?
- ტელეფონში ვერ გეტყვი! შეგიძლია მოხვიდე??
- მოვალ.
- გელოდები.
მობილური იქვე მიაგდო და მოუსვენრად დაიწყო აქეთ-იქით სიარული.
ოცდაათ წუთში დემეტრე უკვე კართან იდგა,
- შემოდი,ისე უთხრა არც კი შეუხედავს მისთვის.
ხმაურზე მარიამი გამოვიდა,დემეტრე დაიძაბა,ხან გოგონას გახედა,ხან ანასტასიას.
- მარიამ აქ რას აკეთებ? თვალები დაქაჩა ტასომ და დემეტრეს მიუბრუნა.
- ეს ჩემი დაა,მარიამი.
- დემეტრე შენ ხარ? მარიამმა პირი დააღო და ხელი გაუწოდა მისასალმებლად.
- კი, მე ვარ.
- აუ,რა მაგარია!
- მარიამ!!! თვალები დაუბრიალა ტასომ, ისიც სწრაფად დაემშვიდობა სტუმარს და თავის ოთახში შეიკეტა.
- ისევ დაიწყე არა?! მიუბრუნდა ბიჭს,რომელიც სავარძელში მოთავსებულიყო და გავკირვებული უყურებდა ქალს.
- რა დავიწყე?!
- ეს რა არის?! ტელევიზორი ჩართო და ინფორმაცია მოასმენინა,რომელიც რამოდენიმე წუთის წინ გააჟღერეს.
ბიჭი დაძაბული უსმენდა და გაკვირვებულმა შეხედა ანასტასიას,რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა.
- ეს მე არ გამიკეთებია ანასტასია.
- მართლა?! აბა მე გავაკეთე?
- მოიცა მოიცა,თბილისში რაც მოხდება ყველაფერი მე უნდა დამბრალდეს?!
- არ მჯერა! იტყუები! მაქსიმესაც ასე მოექეცით!! გაქურდეთ და სასტიკად დაჭერით!!!
- იმ მაქსიმეს დედაც მოვ***ან ეგ ერთი!! მეორე - გიმეორებ მე არაფერი გამიკეთებია გაიგე?!
მუშტი დაარტყა რამოდენიმეჯერ მაგიდას და ფეხზე წამოხტა.
- აჰა,შენ შეხება არ გაქვს ამ საქმესთან?!
- არა!
- იცოდე.. გამოძიება დაადგენს ვინც გააკეთა ეს.. და მე ხელს არ დაგაფარებ! პირიქით,პირდაპირ ჩაგიშვებ!!! ყელში ამოვიდა ამდენი უდანაშაულო ადამიანების ძარცვა და დაჭრა!!!!!
კბილები ერთმანეთს დააჭირა გაცეცხებულმა დემეტრემ და მაშინვე გასასვლელისკენ გავარდა ტყვიასავით.
- სად მიდიხარ?!
- მიდვივარ!!! იმიტომ რომ ეხლა საშინლად გაბრაზებული ვარ და შენთვისვე ჯობია წავიდე!!
- თორემ რას იზავ?! დამჭრი როგორც ყველას?! მომკლავ თუ რას იზავ?!
ჰაერში დაუჭირა ხელები და მთელი სიმწრით აასვეტა კედელს.
- მეტკინა!!! უღრიალა ქალმა და ზიზღნარევ მზერას თვალები გაუსწორა.
- ნუ მაიძულებ ის გავაკეთო რაც არ მინდა!!!!!
ასევე დაუღრიალა კაცმა და ხელები სწრაფად გაუშვა.
რამოდენიმე წუთი იდგა ორივე გაშეშებული,თავზე ხელებშემოწყობილი დემეტრე თითქოს ცდილობდა ნერვების მოთოკვას,მისი გულისცემა ისეთი სწრაფი იყო,მთელს ოთახში ისმოდა ექოსავით.
ანასტასიას შემოუტრიალდა,რომელიც შეშინებული თვალებით უყურებდა მამაკაცს,ზუსტად ისე,როგორც პირველი შეხვედრისას.
სწრაფად მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა.
- გამიშვი! თევზივით აფართხალდა ქალი და ცდილობდა მისი მკლავებისგან დახსნას,თუმცა დემეტრე გაშვებას წამითაც არ ცდილობდა.
- შენ თავს ვფიცავარ,ეს მე არ გამიკეთებია,დაწყნარდი..
გულზე უფრო მჭიდროდ მიიკრო და ტუჩები საფეთქელზე მიაწება.



№1 სტუმარი Ani

მეტი დემეტრეს და ანასტასიას მომენტებჯ მინდა რა

 


№2 სტუმარი ნია

აუ ძაააან მაგარია და ძალიან მინდა დემეტრეს და ანასტასიას ეერთად ყოფნა ველი მოუთმენლად შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი MamrikishviliAani

დემეტრედა ანასტასია ძალიან საყვარლები არიანნ kissing_heart ველოდები შემდეგ თავსს heart_eyes

 


№4  offline წევრი teengirllove

wow..ai mesmis tavi,kai iyo,male dade icode..miyvars demetre da ra gavaketo..

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

ძალიან დიდი მადლობა ჩემო ტკბილებოო,ძალიან მახარებთ რომ მოგწონთ. <3
მადლობა ყველას აზრის დაფიქსირებისთვის<3
მალე დავდებ ახალ თავს <3 heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent