*სისხლიანი პაემანი* (თავი 11)
ისევ ისე ჩვეულებრივად გადიოდა დღეები,სამსახური-სახლი-მეგობრები,იმდენად მომაბეზრებელი იყო ანასტასიასთვის ყველაფერი,ხანდახან წაიწუწუნებდა,ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ და აქედან წავალო,თუმცა გონს მალევე მოდიოდა,ერთადერთი და თავისი მისახედი იყო,ვერ დატოვებდა და ფეხებზე ვერ დაიკიდება,ისე,როგორც მშობლები მოექცნენ მას. მარიამი ძალიან განებივრებული იყო დისგან,ძალიან თავისუფალი და უდარდელი თინეიჯერი,თუმცა საკმაოდ ემოციური,ანასტასიას ერთი ცრემლის დანახვისას მაშინვე საშინელი შიში იპყრობდა,ცხოვრების შიში,რომ მარტო დარჩებოდა,ეს კი ანასტასიას არ გამოპარვია,ამიტომ მას ასე ვერ მოექცეოდა. ერთ საღამოს,სამსახურიდან საშინლად დაღლილს,დათამ მიაკითხა. - დაიღალე?ცისფერი თვალები შეანათა ლამაზმანს და თავი მხარზე დაადო,რომლის ოქროსფერი თმაც ანასტასიას მკერდზე ჩამოყრილიყო. - ძალიან დათა..კაცის ხელი აიღო და თავის ხელს შეუერთა. - წავიდეთ სადმე? - გთხოვ,სახლში მიმიყვანე რა.. ძილის გარდა არაფერი მინდა. - კარგი,როგორც იტყვი. ღვინისფერ ტუჩებს მიაწება მისი ტუჩები და საჭეს მიუბრუნდა. ანასტასია კი,მას ისე აკვირდებოდა,თითქოს ამდენი წლის განმავლობაში,პირველად ხედავდა დათას. დათა ყველას უყვარდა,დათაზე ყველა ქალი გიჟდებოდა,თუმცა უმეტესად მაინც ფული და თანამდებობა იყო პრიორიტეტი,ასევე ანასტასიას წარმატებას კარიერაში,ყველა დათას თანამდებობას აბრალებდა და მხოლოდ მას აწერდნენ ქალის პოპულარობას. ანასტასია არასდროს ეჭვიანობდა,ეძლეოდა საბაბი,მაგრამ ზუსტად ისე რომ ჰყვარებოდა,როგორც დემეტრე,ალბათ სიგიჟის ზღვარს მიაღწევდა. დათა მაღალი,განიერი მხრებით და კარგად ნავარჯიშები სხეულით გამოირჩეოდა,ცისფერი თვალები ისე უკაშკაშებდა,ზუსტად ცის ფერი იყო,მზეზე განსაკუთრებულად ანათებდა,საოცრება იყო იმ თვალების ყურება და მათში ჩაძირვა. აპრეხილ ცხვირს და თხელ ვარდისფერ ტუჩებს უხდებოდა მისი ოდნავ გრძელი,ზუსტად ოქროსფერი თმა,რომელიც ოდნავ კულულა და ტალღოვანი იყო,ყურზე ერთ მხარეს გადაეწია,ხოლო დანარჩენი კი უკან ჰქონდა გადაყრილი,ტასოს კი მის თმებში თითების ახლართვა უყვარდა ყველაზე მეტად. - მთელი გზაა თვალს არ მაშორებ,რა ხდება? გაეცინა ბიჭს და გოგონას სახლის წინ გააჩერა მანქანა. - გიყურებ უბრალოდ. თქვა ტასომ და ლოყაზე აკოცა. - სამაგიეროს მიხდი?! - რას გულისხმობ? სიცილითვე უპასუხა გოგონამ. - იცი რასაც.. თვალები მისი ტუჩებისკენ და სავსე მკერდისკენ გააპარა,ქვედა ტუჩი გაილოკა და თვალი ჩაუკრა. - საძაგელი ხარ! გადაიხარხარა და მის თვალებს გაუყარა მზერა. - ძალიან მინდა შენთან ყოფნა,მაგრამ რა გაეწყობა.. ზუსტად ისე მობრიცა ტუჩები პატარა ბავშვივით,რომელსაც დედა ნაყინს არ ყიდულობს. - კარგი,ადი სახლში და დაისვენე. - კარგი,დაგირეკავ გვიან - მიყვარხარ ტას. - მეც. სწრაფად გადმოვიდა ქალი მანქანიდან და მხედველობის არეალს მოშორდა. სადარბაზოში შესვლისას,სანამ კიბეებს აუყვებოდა ჩანთაში ჩხრეკვა დაიწყო,როცა მკლავზე ძლიერად იგრძო ხელით როგორ მიატრიალა მისკენ ჯერ კიდევ სიბნელეში მყოფმა. მთელი სხეული აუთრთოლდა,როცა ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა სიჩუმეში. - ანასტასია. ნერწყვი გადაყლაპა და ბაგეები გაეპო. ბიჭმა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და კმაყოფილებით სავსე ღიმილმა დაჰკრა სახეზე,თუმცა მალევე შეეცვალა მზერა და წარბშეკრულმა გახედა ანასტასიას. - აქ..აქ რა გინდა.. ძლივს ამოილუღლუღა ქალმა და თვალები დაქაჩა. - ვინ არის ის ტიპი. - დემეტრე! - ანასტასია,მიპასუხე. - არ შეცვლილხარ! ისევ ისეთი ხარ! მხოლოდ საკუთარი ინტერესები გინდა დაიკმაყოფილო, თავი დამანებე რა! - შეყვარებულია? - არაფერიც! საქმროა! აი,ბეჭედი! ხელი წინ აუქნია და ბეჭედი მის მზერას მიუშვირა,მაგრამ დემეტრეს თვალები მხოლოდ ანასტასიას შავ თვალებს უსწორდებოდა. - რატომ მოხვედი ჩემთან? კიდევ ვინმეა დასახსნელი ციხისგან? კიდევ ვინმეს ემალები?! - ღმერთო ჩემო,რამდენს ლაპარაკობ.. ხელები კისერში მოავლო და ტასოს სქელი ტუჩები დააგემოვნა კვლავინდებურად. შეწინააღმდეგების და ხელ-ფეხის ქნევის მიუხედავად,ტასო ვერაფერს გახდა და იძულებული იყო,აყოლოდა. კაცს ყველაფერი ჩაექსოვებინა ამ კოცნაში,მონატრება,ბრაზი,ვნება,ყველაფერი,რაც ამდენი წლის მანძილზე დაგროვებოდა და მთელი არსებით კოცნიდა ქალს. - დემეტრე გამიშვი. ძლივს მოახერხა სიტყვების წარმოთქმა და მთელი ძალით გასწია ორივე ხელით. - გთხოვ,გამომყევი. - რაა? რა სისულელეა,არა! რას მიყურებ? არა მეთქი. დემეტრემ ჩაფხუტი მოიმარჯვა,ერთი თავად დაიხურა,მეორე ანასტასიას გაუწოდა და მოტოციკლს შემოაჯდა. - დაჯექი,ანასტასია. - გამომართვი ჩაფხუტი! იცოდე არსად არ წამოვალ! მე სახლში უნდა ავიდე,დაღლილი ვარ! შეტრიალდა თუარა მაშინვე ბიჭის სიტყვები დაეწია გზაში. - იცოდე,თუ არ გინდა შენი ყვირილი მთელმა სამეზობლომ გაიგოს,ჯობია უკან მოთავსდე. - ვერ გიტან! ჩაფხუტი სიმწით დაიფარა და მის უკან დაჯდა,ხელები კი უკან შემოალაგა. - ხელები შემომხვიე. - არა. - გთხოვ,ბავშვივით ნუ იქცევი! თავისი ხელები მოკიდა მის ხელებს და წელზე შემოახვევინა. მოტოციკლეტი დაძრა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს. ტასოს მჭიდროდ მოეხვია წელზე ხელები,ყოველი სისწრაფის მომატებისას ადრენალინის გრძობა ეუფლებოდა და ხელებს უფრო მჭიდროდ უჭერდა,მამაკაცის სუნამო კი უწინდებურად გულს უჩქარებდა. მოტოციკლეტიდან ჩამოსხდნენ,დემემ ტასოს ჩაფხუტი ნელა მოხსნა და თმა გადაუწია,რომელიც არეულად ჩამოყროდა სახეზე. - სად ვართ? მიიხედ მოიხედა ტასომ,მიხვდა რომ ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილას იყვნენ,საიდანაც მთელი თბილისი მოჩანდა,ყველაფერი ანათებდა,ყველა ქუჩა,ყველა უბანი. შეშინებული და ამავე დროს სილამაზით მოჯადოებული უყურებდა რა ლამაზი იყო ღამის თბილისი, რომელიც ვარსკვლავებით მოჭედილ ცასთან და სავსე მთვარესთან ერთად შერწყმულიყო. - დემეტრე რა გინდა? რატომ არ მანებებ თავს? რამდენჯერ გაგაფრთხილე რომ არ მინდა შენი დანახვა,რამდენჯერ გითხარი არ დაგერეკა,შენ კი საპირისპიროს აკეთებდი. - ვერ დაგივიწყე. ტასომ სიმწრისგან გადაიხარხარა და ირონიით სავსე მზერა არ დააკლო ბიჭს. - კაი ერთი? იქ არ შეგხვდა არავინ,ვინც შეგიფარებდა? თან ამავდროულად შეუყვარდებოდი და სექს'ით დაგაკმაყოფილებდა?! - მე შენთვის არანაირი დაპირება არ მომიცია,არც მომიტყუებიხარ,არასდროს მითქვამს რომ მიყვარდი. უბრალოდ.. როცა შენგან ასე შორს ვიყავი,ვერ შევძელი ანასტასია.. ვერ გავძელი და მენატრებოდი.. ვცდილობდი დამერეკა,მეთქვა შენთვის ყველაფერი,მაგრამ საშუალებას არ მაძლევდი.. - როცა მჭირდებოდი,მაშინ წახვედი და მერე როცა შენ მოგინდა,მაშინ გაგახსნედი არა? მართლა სათამაშო თოჯინა ხოარ გგონივარ? - მაპატიე. - ძალიან გვიანია! - გიყვარს დათა? - კი,ძალიან. ბიჭმა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა,ღრმა ნაფაზი ჩაარტყა და უსასრულობაში გადაეშვა. მოტოციკლს მიყრდნობილი ანასტასია კი თვალცრემლიანი მზერას აპარებდა ჩუმად,მის ხელებს აკვირდებოდა,რომელზეც ახალ სვირინგებს ხედავდა და იმდენი ჰქონდა,კანის ფერიც აღარ უჩანდა. სიგიჟემდე უყვარდა დემეტრე,მის გვერდით როცა იყო,ყოველთვის რაღაც ამოუცნობი გრძნობით ივსებოდა,იმ ღამესაც ასე იყო,ოღონდ ახლა დემეტრესთან მისულიყო,ჩახუტებოდა,ეკოცნა და ეთქვა რომ მასაც ძალიან ენატრებოდა და ვერ ძლებდა უიმისოდ,არაფერი უნდოდა მეტი ამ ქვეყნად,თუმცა ამას ვერ აკეთებდა,გაშეშებულიყო ერთ ადგილას და ცრემლებს ყლაპავდა,გარეთ ვერ უშვებდა. ცდილობდა დაენახა მას,რომ ძლიერი იყო,ფეხებზე ეკიდა,თუმცა ამას მხოლოდ გარეგნულად ახერხებდა,შინაგად კი,ზუსტად იგივეს გრძნობდა,რასაც წლების წინ. ოღონდ ახლა შეხებოდა დემეტრეს,ხელი მოეკიდა მისთვის,მისი თვალებისთვის ჩაეხედა და სისხლისფერი ტუჩების გემო მილიონჯერ გაესინჯა,მაგრამ ისევ არ უშვებდა რაღაც მისკენ,თავმოყვარეობა,ტკივილი,იმედგაცრუება,,ყველაფერი ერთად ამის უფლებას არ აძლევდა. დემეტრეს კი უცნაურობა ეტყობოდა,რაღაცნაირად შეცვლილიყო,ამას ანასტასიაც აცნობიერებდა,სხვანაირი იყო მისი მზერა,მისი ქმედებები,ყველაფერი,რაც ძველ დემეტრეს ახსენებდა,თითქოს ახლანდელთან საერთოდ გამქრალიყო. ასე იდგნენ ორივენი,მხოლოდ გონებაში ფიქრობდნენ და ამბობდნენ იმ ყველაფერს,რაც ამდენი ხნის მანძილზე დაგროვებოდათ,მაგრამ მათი ბაგეები არ იხსნებოდა ამ ყველაფრის სათქმელად,მათი სიჩუმე ამ დროს ყველაზე ხმამაღალი იყო. დემეტრე ტასოს მიუახლოვდა,ისევ გულზე მიიკრო გაშეშებული ანასტასია და ხელები ძლიერად შემოხვია. ყურთან ისევ ისეთი ირონიით ჩასჩურჩულა,მაგრამ ამავდროულად სითბოთი სავსე ხმით. - არასდროს დამავიწყდება ჩვენი ერთად გატარებული დღეები,შენი თავბრუდამხვევი კანის სურნელი,შენი დაძახებული "დემე" ,რომელიც სიგიჟის ზღვრამდე აღმაგზნებდა და ალბათ რომლის მოსმენასაც ვერასდროს შევძლებ,ვეღარ ვნახავ შენს ვნებააშლილ და სიყვარულით სავსე თვალებს ჩემს მიმართ,აღარ გამოიქცევი ჩემკენ როცა დამინახავ,ვეღარ ვიგრძნობ შენს თითებს ჩემს სხეულზე,მაგრამ გპირდები,რომ არასდროს დამავიწყდება, შენი ყოველი შეხება და კოცნა,შენ ჩემთვის ყოველთვის ბარბის თოჯინად დარჩები,ჩემ ბარბის თოჯინად. ტასომ თვალები ძლიერად დახუჭა,ნიკაპი აუკანკალდა,მაგრამ ეცადა ყველანაირად არ ეტირა,თავი ასწია და ხელი გააშვებინა. - უბრალოდ ერთი რამ იცოდე ანასტასია.. შენს გვერდით არცერთ მამაკაცს არ ავიტან. - რა?! რას ბოდავ?! - უბრალოდ იცოდე. ირონიულად გაუღიმა და ჩაფხუტი ხელში მოიმარჯვა. - დემეტრე,არ გაბედო და დათას ხელი არ დააკარო! არ გაბედო გესმის?! ბოლო ხმაზე კიოდა ტასო,ბიჭი კი გაუნძრევლად და უემოციოდ იდგა,მის საქციელზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა და ეს უფრო აცეცხლებდა ქალს. - დაჯექი,სახლში მიგიყვან. სახლის კარი გააღო თუარა,მაშინვე სააბაზანოში გავარდა,დამაძინებელი ტაბლეტები გადმოყარა უჯრიდან,ერთი ცალი ენაზე დაიდო და წყალი დააყოლა აკანკალებული ხელებით. სახეზე წყალი შეისხა რამოდენიმეჯერ,სარკეში თავის გამოსახულებას დააკვირდა და მხოლოდ მასთან შეხვედრის სცენა უტრიალებდა გონებაში. პირსახოცით სახე შეიმშრალა,მარიამის ოთახში შევიდა და იქვე წამოუწვა. - ტასო? ესე გვიან მოხვედი? - ჰო...იმეცადინე? - კი.. - როდის გაქვს გამოცდა? - ერთ კვირაში. - გამოცდებს რომ მორჩები,გინდა მე და შენ წავიდეთ სადმე? - მარტო მე და შენ? თვალები გააფართოვა და წარბები აზიდა გაოცებისგან.. - ჰო,გახსოვს პატარები რომ ვიყავით და ლოს ანჯელესში რომ გვინდოდა? შენ კიდევ ჯერ კიდევ ენის მოჩლექვით მეუბნებოდი რომ იქ პატარა სახლი გვქონოდა უზარმაზარი აუზით. - მე არ მახსოვს.. - მე მახსოვს. უფრო მეტად მიეკრო დას და სახე დაუკოცნა. - ეხლა უფრო სიხარულით ჩავაბარებ გამოცდებს! ორივემ გადაიხარხარა და მალევე გადაეშვნენ ძილის ფაზაში. დილით კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა ორივე,ანასტასიამ ხალათი მოიცვა და ჯერ კიდევ თვალების ფშვნეტით შეაღო კარები,მის წინ მდგომის დანახვისას კი წამიერად გამოფხიზლდა და სახე შეეშალა. - მართა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.