მკვლელობის ღამე (ნაწილი2, თავი2)
ყველა სისხლმდინარი ჭრილობას შეიძლება ეშველოს. მაგრამ ჭრილობა რომლიდანაც სისხლი არ გდის უფრო მტკივნეულია. ედუარდი თეთრ ხალიჩაზე იჯდა გაუთავებლად ეწეოდა სიგარეტს და ალკოჰოლით ჟღენთდა საკუთარ სხეულს. სადღაც აქა-იქ ცრემლიც გადმოუგორდებოდა ხოლმე და გამწარებული იწმენდდა თავისუფალი თითებით. თვალები ჩაწითლებული და ძარღვები დაჭიმული ქონდა, მაგრამ არა სიბრაზისგან,. ტკივილს ვერ უძლებდა რომელიც უეცრად დაეტაკა მის სხეულს კვლავ და ვეღარ გაუძლო. რამდენი შეიძლება აიტანოს ადამიანმა?! რამდენია ტკივილის ნორმა რომელსაც გავუძლებთ?! აქამდე ამაზე არასდროს უფიქრია. ყოველთვის რამდენიმე საათის შემდეგ იფხიზლებდა და გამოსავალს ეძებდა ახლა კი უკვე მერამდენე დღეს ათევდა საკუთარ სახლში მეგობრად სპირტიანი სასმელები და თამბაქო აირჩია. რადგან მათ არ შეეძლოთ პასუხის გაცემა. თვალიც კი არ მოუხუჭავს დაძინებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ბოლო ბოთლიც გამოცალა. ფეხზე ვეღარ იდგა. საშინელ გულის რევას გრძნობდა სააბაზანომდე ძლივს მივიდა. სახეზე ცივი წყალი შეისხა. სარკეში საკუთარ სილუეტს მოკრა თვალი და გაშეშდა. აბაზანა ცხელი წყლით აავსო და მასში ჩაიძირა. გამოფხიზლებულს გაეღვიძა. საშინელ თავისტკივილს გრძნობა. კუნთებიც კი ტკიოდა მიუხედავად იმისა რომ ერთ პოზაში იჯდა დიდხანს მაინც გამუდმებით დაჭიმული იყო. ყავა დალია. მოწესრიგდა, და სახლიდან გავიდა. შავი სათვალე მოირგო მანქანაში ჩაჯდა და განყოფილებაში წავიდა. ახლა რეალურ სამყაროს უყურებდა ახსენდებოდა ის მაღალი დიდყბიანი კაცი, რომელიც საშიში სულაც არ ჩანდა. აღიქვამდა ქალაქის ხედებს, ჰაერს, სურნელს. სახეც თითქოს დაუმშვიდდა და გამოსავლის ძიება დაიწყო. განყოფილების კარი ხმაურით შეაღო. -ედი, როგორ ხარ ?-მიესალმა სანდრო. -ცუდად სანდრო ცუდად. -რა მოხდა?! -მოკლედ შენთან პატარა საქმე მაქ. ვიცი რომ შენი ნდბოა შეიძლება-მხარზე ხელი დაადო სანდროს. სანდრო ედუარდის “კუდი” იყო უნდოდა ედუარდის ნაირი გამომძიებელი გამხდარიყო, არასდროს მიაჩნდა მის მეგობრად თავი მაგრამ იცოდა რომ ედუარდი მას ენდობოდა და ამით ყოველთვის თავს იწონებდა. და ახლაც როცა ედუარდმა ეს დაუმტკიცა გახარებული დაეთანხმა რათქმაუნდა და მეგობარს მიჰყვა. არავისთვის არ უნდა ეთქვა და არც ეტყოდა ედუარდი თავის ფარულ საქმეს. მაგრამ ახლა სხვა დრო იყო ახლა ემა საფრთხეში იყო და ამას არ დაუშვებდა რომ მას რამე დამართნოდა. ამიტომ სანდროს მთელი ისტორია მოუყვა, ცოტა შელამაზებულად. მაგრამ მისი გამომეტყველებიდან იგრძნობოდა რამდენად განიცადა ეს ყველაფერი. -და მე რაში უნდა დაგეხმარო?!-წყალი მძიმედ მოსვა სანდრომ. -ის კაცი ძალიან მშიშარაა, ემაც შიშის გამო წაიყვვანა, კარგი იქნებოდა თავის დროზე დაგვეჭირა. თუმცა არაუშავს ახლაც შეიძლება ამის გაეკეთება. -და როგორ ?! მას ხომ ემა ყავს. -კი მაგრამ, მოკლედ, შენი დახმარება ძიების პროცესში მჭირდება. უნდა ვიპოვოთ ემა სად ყავს. ამ კაცის ვინაობაც უნდა დავადგინოთ კამერებიდან ამოვიღებ ჩანაწერს და გადმოგიგზავნი. -რა კამერებიდან? -სახლთან კამერები მიყენია. შენ ერთერთი საუკეთესო ხარ ამ საქმეში. მე იმ ნაბიჭვარს არ ვგევარ. უბრალოდ უნდა გავიგო ვინაა, სახელი გვარი მისამართი, ოჯახი, ნათესავები, საყვარელი ადამიენები შინაური ცხოველი. მოკლედ ყველაფერი რაც მის ირგვლივ არსებობს. რაც მთავარია მისი ქონება და მისი ოჯახის წევრებისაც. შეიძლება ემა სადმე იქ ყავდეს სადაც თითონაა. -ასე გარისკავდა? -არვიცი, არვიცი, არაფერი არ ვისი მასზე, ამდენი ხანი მათთან კავშირი მაქ და პირველად დავინახე. ვინ არის წარმოდგენა არ მაქვს. -ლიდერია შენ როგორ ფიქრობ? -არც ეგ არ ვიცი, ისე მბრძანებელს კი გავდა. მოკლედ მე რაშიც შემიძლია დაგეხმარო ვიდეო მასალაა მეტი ვერაფერი, ვიცი რთული იქნება მაგრამ შენი მჯერა და ვიცი რომ შეძლებ. *** რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ედუარდი უფრო ღელავდა უფრო უმძაფრდებოდა დანაშაულის გრძნობა, ის ღამე გაიხსენა როცა ემამ დაჭრა. ემა მუხლებზე იდგა სისხლით ქონდა ხელები მოსვრილი ხელში დანა ეჭირა. თავისთვის ლაპარაკობდა. რომ სხვა გზა არ ქონდა, სხვა შანსი არ არსებობდა. ერთი სიცოცხლისთვის მეორე გაწირა. ან ერთი ან მეორე. როგორ უნდა აირჩიო რომელი უფრო გიყვარს?! რომელი უფრო ძვირფასია?! რომელს უფრო უნდა შენი შველა?! როცა ორი ადამიანი იხრჩობა და მხოლოდ ერთი მაშველი რგოლი გაქ როგორ უნდა გაიგო რომელს უნდა მისცე. რომელი უნდა გამოიყვანო ნაპირზე?! ემას მთელი ცხოვრება დილემებით იყო სავსე. მთელი ცხოვრება არჩევანში გაატარა ან სიცოცხლე ან სიკვდილი უნდა აერჩია. ბევრი სისხლი დაიღვარა მისი სიცოცხლითვის და ბევრი კიდევ დაიღვრებოდა. ედუარდი ჩუმად მიუახლოვდა ხელი მხრებზე მოხვია. ნუ გეშინია ცოცხალი ვარო და დანა იატაკზე გადააგდო. რამდენიმე დღეში დარეკეს ემასთან რომ დედამისი გარდაიცვალა. იმდღიდან დაიწყო ედუარდის სიძულვილი თuმცა ედუარდს არაფერი უთხრა. მაგრამ თავად იცოდა იცოდა რომ ედუარდის სიცოცხლე დედამისის ხარჯზე შეინარჩუნა. ედუარდმა აბაზანაში გონდაკარგული იპოვა ემა, ექიმთან კონსულტაცია გაიარა და ფეხმძიმობის შესახებ გაიგო. ისევ დილემისა და არჩევნის წინაშე დადგა ემა. ან უნდა მოეკლა ან უნდა ეცხოვრა ტანჯვაში. რამდენჯერმე ცადა თავად მოეშორებინა შვილი მაგრამ ბავშვი ძლიერი აღმოჩნდა მიუხედავად დედის სიძულვილისა ძლიერი იყო და არ ნებდებოდა. *** ედუარდი სახლში თეთრ ხალიჩაზე იწვა და იმ წამებს იხსენებდა როცა მანაც ატკინა, როცა ემა გააუბედურა. ნეტავ საერთოდ არ შეყვარებოდა. ნეტა ასეთი მომხიბვლელი არ ყოფილიყო მაგრამ რაცარუნდა მონდომებით ცდილობდე ვინმე სხეულში არ შემოგიძვრეს ვერ შეძლებ. ვერ შეძლებ ის შეაჩერო რაც დიდი ხნის წინ გადაწყდა. ადგა და ემას სახლიში წავიდა. ყველა ნივთს ეფერებოდა. ყველაფერს რასაც ემა ოდესმე შეხებია და მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ ამ რამდენიმე დღეში ტკივილამდე მოენატრა. მის საბანში გაეხვა და იმ ლოგინზე დაწვა სადაც ბევრი სიამოვნების ოფლი, ბევრი სიცილის ცრემლი, და სისხლიც კი დაუღვრია. ახლა მარტო ერთს გრძნობდა, იყინებოდა, მთელი სხეული გაუთეთრდა. ფანჯარაში უყურებდა ფოთლებგაცვენილ ხეებს. სიგარეტს მოუკიდა. დაინახა სკამზე დადებული მისი პიერანგი. კარადის კარზე გადაკიდებული ემას კაბა. თვალები აუწყლიანდა და ქუთთოები შეუშუპდა. ვერავინ გაიგებდა და მიხვდებოდა რა იმალებოდა, ამ ცინიკური, უდარდელი ბიჭის მიღმა, რამხელა სიღრმე ჰქონდა მის სულს მის გონებას. ემაზე ფიქრებში გართულს ჩაეძინა. მისი სურნელი ასდიოდა ბალიშს. მისი თმაც კი იყო ამ ლოგინში. გაუსწორებელ აბურდულ ლოგინში. *** -სანდრო, აბა რა ხდება?! რამე ჰო არ გაგირკვევია?! -კი თითქმის ყველაფერი გავიგე, პატარა დეტალების გამოკლედბით, მოკლედ ეს კაცი არის მამუკა ჯაში. ბიზნესმენი, რამდენიმე სასტუმროსა და სავაჭრო ობიექტის მფლობელი. მოკლედ ცოლი არ ყავს, მაგრამ ყავს ორი შვილი, დედა, ძმა და ძმის ოჯახი. ფოტოები მაგიდაზე გიდევს. რამდენიმე სახლი აქვს თბილისში, ასევე ბათუმში, გუდაურში, ქუთაისში და თურქეთში. სულ ესაა რაც ჯერ ჯერობით ვიცი.-ედუარდი მაგიდას მიუჯდა ფოტოები გადაათვალიერა. -ეს ვინ არის? -ეს მისი ქალიშვილია. -ფოტოშოფით შეგიძლია რაღაცები შეცვალო? -კი -თმები. ქერად შეუღებე და ოდნავ დაუგრძელე.-სანდრომ მითითება შეასრულა -ეგაა. ეს . ეგაა.-ედუარდი თავქუდმოგლეჯილი გავარდა განყოფილებიდან ---- არ მინდა ემა გძულდეთ მართლა არ მინდა, ისიც არანაკლებ დრამატული ცხოვრებით არსებობს. როგორც ედუარდი. ცოტა პატარა თავია და მაპატიეთ. მიხარია თქვენი კომენტარები, აქტიურობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.