შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის ღამე (ნაწილი2, თავი1)

26-07-2018, 11:38
ავტორი ბიბი
ნანახია 2 027

სასამართლოს დარბაზში იჯდა ედუარდი, შავი კაპიშონი წამოეფარებინა და შავი მზის სათვალე ეკეთა. ღია სხდომა იყო. დანაშაულს არცერთი ბრალდებული აღიარებდა თუმცა სამხილები და მტკიცებულებები ბევრი იყო რომ მათი დანაშაული დაედასტურებინათ. ედუარდი ნახევარი სახით იღიმოდა. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა მაგრამ ომი ჯერ დასრულებული არ იყო. ელენეს გახედა რომელი ბრალდებულის სკამზე იჯდა. თმები უკან ჰქონდა შეკრული სახეზე არარეალური შიში აღბეჭდვოდა. ახლა კი ნამდვილად დარწმუნდა ედუარდი რომ ამ ვითომ ძლიერ იქალის უკან ძალიან მშიშარა ადამიანი იმალებოდა.
ედუარდის ნება რომ ყოფილიყო სიკვდილით დასჯიდა ამ ადამიანებს. თვალსაც არ დაახამხამებდა, მაგრამ ეს მოსამართლის გადასაწყვეტი იყო და ისიც უდრტვინველად ელოდა განაჩენს. მისი სახელი არსად ფიგურირებდა არც ბრალდებაში არც ბრალდებულში, არც გამოძიებაში, არადა სამივე მათგანის სრულფასოვანი წევრი იყო.
სასამართლო სხდომა დასრულდა ბრალდებულებს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ედუარდი გარეთ გამოვიდა. შენობასთან მანქანას მიეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა.
-გილოცავ, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა-პროკურატორის უფროსი მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა.
-მათთვის 30 წელი საჩუქარია.
-ვიცი ედუარდ, ვიცი მაგრამ შენც ხომ ხვდები რომ სამხილები სამუდამოსთვის ცოტა იყო.
-ბევრი დანაშაული შერჩათ. ეს არ უნდა ხდებოდეს- სადღაც სივრეცეში იყურებოდა ედუარდი. სიგარეტს მონდომებით აბოლებდა. მანქანაში ჩაჯდა იცოდა ჯერ ვერსად წავიდოდა. იცოდა სანამ შენობა არ დაიცლებოდა ვერსად წავიდოდა,, სანამ არ ნახავდა როგორ გამოიყვანდნენ ოთხ ადამიანის გაუბედურებული სახითა და ხელბორკილით.
მათაც ბევრი არ დააყოვნეს, ელენემ ედუარდის მანქანისკენ გამოაპარა თვალი თითქოს იგრძნო რომ აქ იყო. თითქოს დაინახა და შველას თხოვდა.
ედუარდმა მანქანა დაქოქა და ადგილს მოწყდა.

***
-მე მოვედი, აბა როგორ ხარ?!-დივანზე მჯდარ ქალს მიუახლოვდა, რომელსაც მხრებზე პლედი შემოეფარებინა და აცრემლებული თვალებით უყურებდა გარე სამყაროს.-იქნებ პასუხი ერთხელ მაინც გამცე.-მაღაზიიდან მოტანილი პროდუქტი სამზარეულოსი დააწყო და ემას მიუახლოვდა.-ისინი წაიყვანეს.-ხელი ხელზე შეახო, ქალმა სწრაფად გამოაცალა ხელი და შეიშმუშნა.-ემა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. შენზე თუ არა ჩემს შვილზე მაინც იფიქრე.-ქალმა სევდიანი ნამტირალევი თვალებით ახლა ედუარდს შეხედა და ამ გამოხედვაში ყველაფერი აგრძნობინა, ზიზღი, მონატრება, სიყვარული.
-იმ ღამეს, ის დანა, გულში უნდა დამერტყა.-სამზარეულოსკენ შებრუნებული ედუარდი ადგილზე შედგა, ცალყბად ჩაეღიმა. სახეზე უამრავი ფერი აუთამაშდა, ხანდახან როგორ ძალიან უნდოდა ამ ქალის დახრჩობა საკუთარი ხელებით მაგრამ ამის უფლებას გრძნობები არ აძლევდნენ, მეორედ აძლევდა უკვე თავს უფლებას გრძნობებს აჰყოლოდა. ყურადღება არ მიაქცია მის ნათქვამს სამზარეულოში შევიდა და ვახშმის მმზადება დაიწყო.
სუფრა გაშალა ორზე. ამ ხნის მანძილზე არცერთხელ დავიწყებია სანთლის ანთება, არც ღვინო. საჭმელსაც კი დიდი მონდომებითა და თავაზიანობით უმზადებდა ემას, მაგრამ გულისწასვლამდე პირს არაფერს აკარებდა ემა.
-მოდი ვახშამი მზადაა.- ემამა გამოხედა გაუღიმა, ირონიულად და ისევ სივრცეში დაიკარგა.-მოდი მეთქი, საჭმელი მზად არის!-ხმა გაუმკაცრდა ედუარდს.-არ გესმის?!-ახლა უკვე ვეღარ აკონტროლებდა ბრაზს. ფეხზე წამოდგა და ემასთან წამში მივარდა. მკლავში ხელი მოუჭირა.-ადექი! ადექი მეთქი, არ მინდა გატკინო ემა.-ჯერ ნელა ცდილობდა ქალის აყენებას მაგრამ ემამ ძალა მოიკრიბა და შეეწინააღმდეგა.-ისე მოიქეცი როგორც გინდა. გინდა?! მოიკალი. შიმშილი გინდა?! იშიმშილე მაგრამ უფლებას არ მოგცემ ჩემი შვილი მოკლა გესმის?-ოდნავ გამობერილ მუცელზე დახედა ედუარდმა. ხელი ძლიერად მოიქნია ემამ და ედის ხელი გააშვებინა. ისევ თავის მდივანზე წამოჯდა და პირვანდელ პოზას დაუბრუნდა. ედუარდმა მაგიდიდან ემას თეფში აიღო და იქვე მიუტანა.-იცოდე, ჩემთან ასეთები არ გაგივა. ამას შეჭამ.-კოვზი მოიმარჯვა და პირთან მიუტანა მაგრამ ემამ პირი ძლიერად მოკუმა და გაღებას არ აპირებდა. ძალის გარეშე არაფერი გამოდიოდა, ედუარდმა ხელი ყბაზე მოუჭირა ძლიერად და მეორე ხელით საჭმელი პირში ჩატენა, ემამ გადმოაფურთხა და პირდაპირ ედუარდს შეაყარა სახეში.
ედუარდი აბაზანაში შევიდა, სახე მოიბანა იქვე ჩაიკეცა და არაადამიანური ხმით აღრიალდა. ტკიოდა ყველაფერი რამაც აქამდე მიიყვანა, ტკიოდა ის ღამე როცა თავი გადაირჩინა, როცა არ მოკვდა. ისიც ტკიოდა განადგურებული ემა სახლში რომ გამოკეტა და არსად წასვლის უფლებას აძლევდა ისევ და ისევ ემას კეთილდღეობისთვის. ყველა წამი რომელმაც მთელი ცხოვრების მანძილზე ატკინა ერთიანად გაახსენდა და აბღავლდა, ეგონა სადააცაა და ხმის იოგები დამიწყდებაო, მაგრამ ბღავილს მაინც ვერ წყვეტდა. ემას ყრუდ ესმოდა ედის ხმა მაგრამ ყურადღებას მაინც არ აქცევდა. სიგარეტს მოუკიდა და პირდაპირ ხალიჩაზე დაიწყო დაფერფლება თითქოს სადმე გარეთ იჯდა პარკში. ფეხებზე ეკიდა რომ მის სხეულში სიცოცხლე ჩნდებოდა, ვითარდებოდა, ფეხებზე ეკიდა ედუარდის თეთრი ხალიჩა. ისიც რომ ადრე ვერ იტანდა სიგარეტის სუნსაც კი ახლა კი ისე ხარბად ექაჩებოდა.
ედუარდი სველი თმითა და წვერით გამოვიდა აბაზანიდან, წყლის წვეთები ჯერ კიდევ შერჩენოდა თმაზეც და წვერზეც. ემას მიუახლოვდა მშვიდად გამოართვა სიგარეტი და მაგიდაზე დააწვა. პლედი რომელიც მხრებზე ჰქონდა მოხვეული უხეშად მოხსნა.
-ადექი-გოგო გაკვირვებული უყურებდა ახლა მაინც რა უნდაო-ადექი და წადი- ემამ უკან დაიხია. თვალებით რაღაცას ევედრებოდა.-ეს არ გინდოდა?! წასვლა არ გინდოდა?! ჰოდა წადი.-ემას მთელი სხეული აუცახცახდა. ხელები უკანკალებდა. ედუარდისკენ დაიძრა. მარჯვენა ხელით ეცადა ედუარდის ხელს შეხებოდა მაგრამ ედუარდმა არ დაანება. უკან სწრაფად დაიხია.-გაეთრიე! წადი ჩემი სახლიდან!-მკლავში ხელი მოკიდა და წინდების ამარა კარის ზღურბლს იქით მოისროლა.
-ჯანდაბა! ჯანდაბა.-კარებთანვე ჩაიკეცა ედუარდი და მწარე, ცხარე ცრემლები წასკდა. იქვე ჩაეძინა. დილით ზარის ხმამ გააღვიძა. წამოიზლაზნა და კარი გააღო, უცერემონიოთ.
-გამარჯობა ედუარდ.-მის წინ მაღალი, ახალგაპარსული გამხდარი კაცი იდგა, დიდი ქვედაყბა და ჩაცვენილი თვალები ამშვენებდა. ედუარდს გაშავებული კბილებით უღიმოდა.
-შენ ვინღა ჯანდაბა ხარ.-ალმაცერად აათვალიერა ედუარდმა და დაიჯღანა.
-მე?! კი შეიძლება შენთვის ჯანდაბაც აღმოვჩნდე.-დაუპატიჟებლად შეაბიჯა სახლში.-კარგი სახლია, როგორ იყიდე?! ალბათ ძვირი ღირდა არა?!-ედუარდს გაეცინა, მიხვდა სავარადუდოდ ვინც უნდა ყოფილიყო.
-კი საკმაოდ ძვირი ღირდა თუმცა ბევრს მიხდიან
-და ვინ გიხდის?!
-შენ.-ტუმბოზე დადებული იარაღი დაუმიზნა ზურგშექცებვით მდგარ კაცს.
-ზედმეტად ჭკვიანიც ყოფილხარ. კი ამბობდნენ მაგრამ არ მჯეროდა.-კაცი შემობრუნდა.
-ჯობდა დაგეჯერებინა. რა გინდა?!
-პატარა მესიჯი მაქვს შენთვის.
-რა მესიჯი რაებს ბოდავ.
-შენი გოგო საფრთხეშია.-კაცმა ყურთან მიუტანა სახე და ისე ჩაჩურჩულა, ხრინწიანი ოდნავ გამქრალი ხმით.
-შე ბანიჭვარო-კედელზე მიანარცხა ედუარდმა კაცი და ყელში ხელები მოუჭირა.
-არა. მოიცა. ნუ ჩქარობ.-ახლა უფრო ხრინწიანი გაუხდა კაცს ხმა-მე თუ რამე მომივა ორივე მოკვდება.
-რა გინდა?!
-ჩემი მეგობრების დაბრუნება.-კბილებში გამოსცრა კაცმა.
-ეს არ მოხდება.
-მაშინ ხომ იცი რაც მოხდება.-ედუარდმა ხელი გაუშვა. იარაღიც კი დაუშვა, მიხვდა მას საფრთხე არ ემუქრებოდა. კაცმა პიჯაკი გაისწორა.-მოკლედ, ვითარება ასეთია, ჩემი მეგობრები ციხიდან გამოვლენ და შენი გოგოც შენს მკლავებში დაბრუნება. ისე რომ იცოდე საკმაოდ გამიადვილე საქმე, გუშინ. მიყვარს ერთგული თანამშრომლები.-თვალი ჩაუკრა კაცმა და წავიდა.
ედუარდი მთელი დღე იატაკზე იჯდა, სასმელს გაუთავებლად სვამდა ყველა ბოთლი გამოცალა სახლში. გამოსავლის ძებნა არ დაუწყია, ვერ იპოვიდა იცოდა, უბრალოდ უნდოდა სიმთვარლისგან გათიშულიყო რათა ვერ ეგრძნო უკვე ნაცადი ტკივილი. შანსი არ არსებობდა, ბანდის წევრებს ციხიდან არ დაიხსნიდა, კიდევ ერთხელ თავს უფლებას ვერ მიცემდა სიყვარულს დაებრმავებინა. ისინი რომ გამოსულიყვნენ ყველა საფრთხეში იქბნებოდა ყველა ვისაც კი იცნობდა. ეს კაცი კი უბრალოდ მუქარისტი იყო, დიპლომატი, მხოლოდ საუბარი შეეძლო.
წინა ღამე გაიხსენა, ემას მუდარით სავსე თვალები და მისი დაუნდობელი ქცევა. თავს დამნაშავედ გრძნობდა და ასეც იყო, ის იყო დამნაშავე რომ ახლა დილემის წინაშე იდგა და მოქმედების მაგივრად თინეიჯერივით ილეშებოდა.

---
დაგიბრუნდით გაგრძელებით.
ამ ნაწილში ედუარდი ბევრად ემოციური იქნება, ბევრად მგრძნობიარე. და ნაკლებად უხეში.
მოკლედ ველოდები თქვენს შეფასებას

№1 სტუმარი სტუმარი Chikochiko

Mixaria rom agrzeleb. Emas saqcielma sashinlad gamagiziana. Kaci gaagija da gadaiyvana chkuidan. Axla imedia im nazirlebs ar gamoiyvans cixidan eduardi da sxva gzas ipovis. Veli axal tavs

№2  offline წევრი ბიბი

სტუმარი Chikochiko
Mixaria rom agrzeleb. Emas saqcielma sashinlad gamagiziana. Kaci gaagija da gadaiyvana chkuidan. Axla imedia im nazirlebs ar gamoiyvans cixidan eduardi da sxva gzas ipovis. Veli axal tavs

mirandaa31
პირველ რიგში გამიხარდი.. კარგი რომ აგრძელებ. ედუარდს მე ვერაფერში ვადანაშაულებ ახლა.. ემას რა უნდოდა ვერ გავიგე.. წასვლა უნდოდა და გაუშვა. ჯერ საერთოდ არ მესმის ისეთი ქალების რომლებიც ბავშვის ჯანმრელობას არ უფრთხილდებიან. ედუარდის ჯინაზე არ ჭამდა და მის გასაღიზიანებლად ეწეოდა.. მოკლედ კარგია რაა და ახლა რაც არ მინდა იმ ბანდის გარეთ გამოსვლაა. ედის გამჭრიახობის იმედი მაქვს.. ველოდები ახალ თავს <3

მოვითხოვ მკაცრად!
კარგად დაფიქრდით სანამ ემას შეაფასებთ, ის დაჩაგრული ქალია.
ის სტრესშია.
ის ტყვეობაშია.
გაორებულია.
განადგურებულია.
ფსიქიკურად აშლილია.
მინდა ამ ყველაფერს ყველა ხვდებოდეს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი ასე ღიად რომ ასე და ასეა, მინდა ჩემი ნაწერი ამას გახვედრებდეთ თუ ასე არაა მაშინ შევცვლი რაიმეს.
ნუ ამ თავით ცოტა რთულია ემას გაგება.

№3  offline აქტიური მკითხველი grafo

დაჩაგრული შეიძლება იყო ბავშვი, რომელსაც უნარი არ აქვს რამე შეცვალოს.
ემა კიდევ...ზრდასრულია ქალია, რომელმაც შეგნებულად ჩაიდინა ის რაც ჩაიდინა. კაცი სასიკვდილოდ გაიმეტა და და კიდევ აქეთ ბრაზობს, მაშინ როდესაც თავს ევლება ეს ბიჭი.
მაგან ეტყობა ტყვეობის მნიშვნელობაც არ იცის. ეგოისტია!

№4  offline წევრი ბიბი

სალანდერი
პირველ რიგში, მკითხველს მკაცრად ვერ მოთხოვ, შენი პერსონაჟი ან ასე აღიქვას, ან ისე.
აქვს უფლება ისე აღიქვას, როგორც ხედავს და გააკრიტიკოს, თუ გინდა ასე არ ფიქრობდნენ მაშინ ისე წერე რომ ის მოიტანო მკითხველამდე რასაც შენ ხედავ ამ კონკრეტულ პერსონაჟში.
ამ ეტაპზე ავსოლუტურად ვეთანხმები გამოთქმულ აზრს ემას შესახებ.

არასწორად გაიგე ჩემი ნათქვამი ვიხუმრე.
ვიზიარებ ზოგადდ ყოველთვის ყველას აზრს.
grafo
დაჩაგრული შეიძლება იყო ბავშვი, რომელსაც უნარი არ აქვს რამე შეცვალოს.
ემა კიდევ...ზრდასრულია ქალია, რომელმაც შეგნებულად ჩაიდინა ის რაც ჩაიდინა. კაცი სასიკვდილოდ გაიმეტა და და კიდევ აქეთ ბრაზობს, მაშინ როდესაც თავს ევლება ეს ბიჭი.
მაგან ეტყობა ტყვეობის მნიშვნელობაც არ იცის. ეგოისტია!

ზოგჯერ ზრდასრული ადამიანებიც უძლუერბი არიან რაღაცების წინაშე. ყველას მყარი ფსიქიკა ვერ აქვს.

№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ფსიქიკასთან დაკავშირებით გეთანხმები. უბრალოდ, ამ თავში ამდენი რამე არ ჩანდა.
და კიდევ მეც ვფიქრობ რომ ამ ისტორიაში ძირეულად არაფერი არ უნდა შეცვალო და შენს გეგმას მიჰყვე. უბრალოდ, თუ რომელიმე ჩვენგანის აზრი შენთვის მნიშვნელოვანია სხვა დროს გაითვალისწინე და ეგაა.
მაგრამ, ემას შემთხვევაში სუსტ ფსიქიკას საბაბად ვერ გამოვეკიდები. რადგან, საქმიანობა რითიც ის იყო დაკავებული მაგარ ნერვებს მოითხოვს. ეს ის ქალია, რომელმაც ალერსიანი სექსის მერე მამაკაცი მოსაკლაცად გაიმეტა.
ჩემი რჩევა ეს არის. ნელა წერე. გააზრებულად. ყურადღება არ მიაქციო იმას რა არის საიტზე გავრცელებული და მოდაში და უბერე ისე როგორც შენ გინდა.

№6  offline წევრი ბიბი

გავითვალისწინებ აუცილებლად, ისედაც არ ვჩქარობ ხოლმე.
მადლობა.

№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ბიბი
სტუმარი Chikochiko
Mixaria rom agrzeleb. Emas saqcielma sashinlad gamagiziana. Kaci gaagija da gadaiyvana chkuidan. Axla imedia im nazirlebs ar gamoiyvans cixidan eduardi da sxva gzas ipovis. Veli axal tavs

mirandaa31
პირველ რიგში გამიხარდი.. კარგი რომ აგრძელებ. ედუარდს მე ვერაფერში ვადანაშაულებ ახლა.. ემას რა უნდოდა ვერ გავიგე.. წასვლა უნდოდა და გაუშვა. ჯერ საერთოდ არ მესმის ისეთი ქალების რომლებიც ბავშვის ჯანმრელობას არ უფრთხილდებიან. ედუარდის ჯინაზე არ ჭამდა და მის გასაღიზიანებლად ეწეოდა.. მოკლედ კარგია რაა და ახლა რაც არ მინდა იმ ბანდის გარეთ გამოსვლაა. ედის გამჭრიახობის იმედი მაქვს.. ველოდები ახალ თავს <3

მოვითხოვ მკაცრად!
კარგად დაფიქრდით სანამ ემას შეაფასებთ, ის დაჩაგრული ქალია.
ის სტრესშია.
ის ტყვეობაშია.
გაორებულია.
განადგურებულია.
ფსიქიკურად აშლილია.
მინდა ამ ყველაფერს ყველა ხვდებოდეს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი ასე ღიად რომ ასე და ასეა, მინდა ჩემი ნაწერი ამას გახვედრებდეთ თუ ასე არაა მაშინ შევცვლი რაიმეს.
ნუ ამ თავით ცოტა რთულია ემას გაგება.

მოიცა, ემა სტრესშია და მაშინ ედუარდმა რაღა ქნას. საყვარელმა ქალმა სასიკვდილოდ გაიმეტა და მგონი მეტი თავშეკავება მართებს. მე ამ თავში ვერ შევიცოდე და მითუმეტეს ვერ დავინახე დაჩაგრული ქალის ამპლუაში ემა.

№8  offline წევრი ბიბი

Chikochiko

კარგი, მაშინ დაელოდე მომდევნო თავებს იმედია ცოტას შეიცოდებ მაინც

№9  offline წევრი møøn šhinė

ჩემმა მეგობარმა მირჩია ეს ისტორია, ამ საიტზე თითქმის ყველაფერი წაკითხული მაქვს, და ეს წაიკითხეო. ხოდა გუშინ წავიკითხე ყველა თავი, დამევთქვი რაგაძლებს ახლა შემდეგ თავამდე თქო და რო შემოვედი და სიახლეებს დავუყევი, ძაან გამიხარდა ეს ისტორია რომ შემხვდა, აი ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი ისტორიაა, განსხვავებულ სტილში წერ, რაც მთავარია არ აბანალურებ.
ძალიან ბევრ ემოციას იწვევს ეს ისტორია ჩემში პირადად... ყოჩაღ, წარმატებებს გისურვებ და ველოდები შემდეგ თავს.
უი ხო კიდე, ემას რატომღააც ვამართლებ, მის მდგომარეობაში შევდივარ, მგონი მეც იგივენაირად მოვიქცეოდი. ❤

№10  offline წევრი ბიბი

møøn šhinė

უღრმესი მადლობა.
ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე, განსაკუთრებით ემას გამო. heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent