უბედური შემთხვევა? (თავი 3)
ბოლო გამოცდის დღეც დადგა.ბოლო შეკრება სკოლის ეზოში.ბოლო მოგონებები სკოლასთან... -როგორ მეშინია მათემატიკის.ნეტა არავინ ჩაიჭრას ღმერთო-თქვა ანამ. -ნუგეში არ მოსულა ჯერ,მოვა და გეტყვის რომ ყველაფერი კარგად იქნება,-სიცილით თქვა ლიზამ. -აჰაჰა რა სასაცილოა,-ანამ სერიოზული დაიჭირა. -კაი,კაი ხუმრობა არ გესმით თქვენ,-ისევ განაგრძო. -ლიზა,-ბექამ შეუბღვირა-ხუმრობასაც გააჩნია. -კარგი,სულ აღარ ამოვიღებ ხმას,-ხელის მიმიკებით პირი ამოიკერა. ნიკა და ნია არ ჩანდნენ.თითქმის ყველა იყო მათ გარდა მისული.გამოცდა დაწყებული იყო და ბავშვებიც შედიოდნენ სიის მიხედვით.ცოტახანში ნია გამოჩნდა.პირდაპირ ბავშვებთან მოვიდა. -გამარჯობა,-თქვა და ყველა გადაკოცნა. მალე ნიკაც მოვიდა.მისი მოსვლა და გამოცდაზე შესვლა ერთი იყო,მის შემდეგ ნია გამოიძახეს და ისევ სამეული დარჩა ეზოში. -დღეს რამეს ვაპირებთ?-იკითხა ანამ. -ჰმ,ჩემთან პატარა წვეულებას გავმართავ.ყველანი იქ მოდით,-წინადადებით შემოვიდა ლიზა. -კარგი,შენთან ავღნიშნოთ,-ბექამ მოიწონა იდეა. ლიზას დიდი სახლი ჰქონდა,ამიტომ რაიმე გრანდიოზულს ყოველთვის მასთან აღნიშნავდნენ.მისი მშობლები საზღვარგარეთ იყვნენ და წვეულების მოწყობა პრობლემას არ წარმოადგენდა მისთვის. -ხო კარგი იქნება-ანაც დაეთანხმა. -მაშინ მოსაწვევებს გავამზადებ სტუმრებისთვის.ჩვენს პარალელებსაც დავუძახებ.-მხიარულად თქვა ლიზამ.ეტყობოდა,რომ წვეულებების მოწყობა ძალიან უყვარდა და სიამოვნებასაც კი იღებდა ამით. გამოცდები საღამოს ექვსამდე გაგრძელდა.ლიზამ მართლაც დაამზადა მოსაწვევები და ყველა ბავშვს დაურიგა.წვეულება რვაზე იწყებოდა. ძალიან მალე მოვიდა რვა საათი.ნელ-ნელა ბავშვებით გაივსო ლიზას სახლი,მაგრამ წვეულების მთავარი გმირები ჯერ არ ჩანდნენ.ლიზა ყველაზე მეტად მათ მოელოდა,განსაკუთრებით ბექას.ისე ჩანდა თითქოს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.სამი წლის წინ ზუსტად მის მიერვე მოწყობილ წვეულებაზე დაშორდა ბექას.ახლა,შერიგებას ხომ არ გეგმავს?მაგრამ ბექა უკვე დაკავებულია.მის მახეზე არ წამოეგება. სულ რაღაც თხუთმეტ წუთში ნიკა,ანა და ბექაც გამოჩნდნენ.ლიზა კარებთან მიეგება მათ-შემოდით,აქეთ წამოდით.-ხელით ანიშნებდა მისაღებისკენ. ანა კარებთან გაჩერდა. -რას აკეთებ არ მოდიხარ?-ლიზა გაოცებული უყურებდა. -კი,მოვალ. ნიას ველოდები. -ტყუილად ნუ ელოდები,არ მოვა. -რატომ? -იმიტომ,რომ არ დამიპატიჟებია. -რა?აბა ყველას ვეპატიჟებიო? -როგორც ჩანს ეგ გამომრჩა. არ ეწყინება,მაინც არ უყვარს წვეულებები.ახლა კი შემოდი. ანა გულდაწყვეტილი შევიდა სახლში.ისეთი გრძნობა ჰქონდა,თითქოს მეგობარს ღალატობდა.მის გარეშე,თანაც ლიზასთან წვეულებაზე,რომ იყო.მაგრამ აქ ნიკაც იყო და მალევე გადაავიწყდა ყველაფერი..სიმღერები ბოლო ხმაზე უკრავდა.ათასნაირი სასმელი იყო.ყველა თავისთვის ერთობოდა.ოთხეული კი პატარა მაგიდასთან იჯდა და სასმელს შეექცეოდა.ლიზა ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ალკოჰოლი მიეღო ბექას.მას თითქმის არ მოშორებია.თავიდან ბექა დისტანციას იჭერდა,მაგრამ ორი ჭიქის მერე გაარღვია მათ შორის კედელი და ყველაფრის უფლება მისცა ლიზას.გამუდმებით კომპლიმენტებს ეუბნეოდა.წარსული გაახსენდა,თუ ახლიდან გაუჩნდა მის მიმართ გრძნობები რთული გასაგებია,მაგრამ ფაქტია ისე ექცეოდა,როგორც შეყვარებულს.წელზე ხელს ხვევდა და გულში იხუტებდა.სმა არ შეუწყვეტავს,ჭიქას ჭიქაზე ამატებდა.მოკლედ ძალიან გამოთვრა.ნია არც გახსენებია.არც კი უკითხავს რატომ არ იყო. ბექას მაგივრად ნიკა გრძნობდა თავს უხერხულად.შეიძლება ბექას აღარ ახსოვდა,რომ შეყვარებული ჰყავდა,მაგრამ ნიკას არასდროს დავიწყებია ნია.ახლაც მასზე ფიქრობდა.ყველაზე ნაკლებად მისი გულისტკენა უნდოდა. -ბექა,ბევრს ხომ არ სვამ?-მეგობრულად,თუმცა ბრაზით უთხრა. -ბექა,მართლა ბევრს სვამ,-ანამაც მხარი აუბა. -არა მეგობრებო,ძალიან კარგად ვგრძნობ თავს-ბექა სასმელში გაჟღენთილი იცინოდა. -ნუ უსმენ ამათ,არ იციან ნამდვილი გართობა როგორ უნდა,ხომ ასეა?-ლიზა ბექათი დემონსტრირებას ცდილობდა.-ზევით ხომ არ ავიდეთ?იქ ხელს არავინ შეგვიშლის-ყურში უჩურჩულა ბექას. ბექამ თანხმობის ნიშნად თვალი ჩაუკრა და ოთახში ავიდნენ.იქ რაც მოხდებოდა ყველამ კარგად იცით.ერთს დავამატებ მხოლოდ,ასვლისას ლიზამ ტელეფონში გაურკვეველ ადრესატს შეტყობინება გაუგზავნა.ნიკა და ანა დაბლა დარჩნენ,ცოტა მათაც დალიეს,მაგრამ არა იმდენი,რამდენიც ბექამ.ერთხანს უხმოდ ისხდნენ.ირგვლივ ბავშვები ცეკვავდნენ.ცოტახანში სახლის კარი გაიღო და ნია შემოვიდა.როგორც ჩანს,არ ელოდებოდა წვეულებას.აქ რას აკეთებს?ის ხომ არ დაუპატიჟებია ლიზას?ცეკვაში გართულმა ბავშვებმაც ვერ შეამჩნიეს მისი მოსვლა.ვერც ის შეამჩნიეს,როგორ ავიდა მეორე სართულზე.ნია პირდაპირ ლიზას ოთახისკენ წავიდა.კარები გააღო და გაოგნებული დარჩა იმით,რაც დაინახა.წამით ყველაფერი გაეყინა,მოკვდა და თავიდან დაიბადა.ხელის შეშლა,მით უფრო სკანდალის მოწყობა არც უფიქრია,უხმოდ აპირებდა გამოსვლას,უბრალოდ განერვიულებულმა ფეხი ქოთანს წამოჰკრა და ხვევნა-კოცნაში გართულების ყურადღებაც მიიქცია. -ნია,შენ ხარ?-კრავის თვალები მიანათა ლიზამ და მოშიშვლებულ სხეულზე საბანი აიფარა. ნიას ხმა არ ამოუღია.დუმდა.გაუნძრევლად იდგა და ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს. რამდენიმე წამში მთელი ძალა მოიკრიბა ხმის ამოსაღებად,რომ ყოფილიყო საკმარისი-მე ხელს აღარ შეგიშლით-თქვა და ფეხის ბორძიკით დაეშვა ქვევით. -ნია,ეს ის არარის..-მთვრალი ბექა ყვიროდა,მაგრამ ადგომის თავიც არ ჰქონდა. ნია მთვარეულივით დაეშვა კიბეებზე.ირგვლივ ვერავის არჩევდა,თითქოს თვალები ახვეული ჰქონდა და ვარაუდით დადიოდა.ის ვერავის ხედავდა,მაგრამ მისი შემჩნევა ადვილი იყო.ნიკამ შორი მზერით დაიჭირა მისი თვალები და მიხვდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.მაშინვე მასთან მივიდა. -ნია,კარგად ხარ?-გაოგნებული ნიკა ეკითხებოდა. ნიას მისი არ ესმოდა.მხოლოდ რამდენიმე წუთში მოგონდა და ნიკას დანახვამ ძალა შეჰმატა. -ნიკა,აქედან წამიყვანე,გთხოვ-შეევედრა სასოწარკვეთილი და გონება დაკარგა.ნიკას მკლავებში ჩაიკეცა.ნიკამ მაშინვე გარეთ გაიყვანა და გასვლისას ანას თვალით ანიშნა,რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და ბექა მოეძებნა,თვითონ კი ნია გარეთ გაიყვანა და თავის მანქანაში ჩასვა.წყალი აპკურა გონზე რომ მოსულიყო.ნიამ თვალი გაახილა თუ არა ხელზე მოეჭიდა ნიკას-წავიდეთ გთხოვ-ემოციები ვეღარ შეიკავა და ტირილი წასკდა. ნიკას ძალიან არ სიამოვნებდა ნიას ასეთ მდგომარეობაში ხილვა.უნდოდა შიგნით შესულიყო და ბექასთვის ჭკუა ესწავლებინა,მაგრამ ნიას დაემორჩილა.ნასვამი იყო,მაგრამ ბევრი არ ჰქონდა დალეული.ნიას თხოვნით საჭესთან დაჯდა და მანქანა დაძრა. გზაში ნია გაუჩერებლად ტიროდა,ნიკა კი მის დაწყნარებას ცდილობდა. -ნია რა მოგივიდა?-მოკრძალებით შეეკითხა-აქ რას აკეთებდი? -მე.მეც არ ვიცი-თვალებზე ხელებს ისრესავდა ცრემლები რომ მოეწმინდა.-სახლში არ მიმიყვანო გთხოვ,ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ მივალ.სანაპიროზე წავიდეთ ან სადმე,სადაც გინდა ოღონდ სახლისგან და ყველასგან შორს. -კარგი ნია,როგორც მეტყვი-ნიკას ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს.მიხვდა,რომ ახლა ამის დრო არ იყო და როცა საჭირო იქნებოდა ნია თავად მოუყვებოდა ყველაფერს. ______________________ პატარა გამოვიდა,მაგრამ შემდეგი დიდი მოცულობის იქნება <3 იმედია მოგეწონებათ <3 თქვენი თითოეული თბილი კომენტარი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და სტიმულს მაძლევს ახალი თავების წერისათვის.. <3 მადლობა თქვენ ყველას ამისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.