შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა ( ნაწილი 14)


28-07-2018, 00:42
ავტორი judi N
ნანახია 1 483

ყველაფერი იმდენად კარგად იყო მეშინოდა, ცხოვრებაში ხომ ასეა, სულ კარგად ვერ იქნები, ან სულ ცუდად.. ორივე ერთმანეთს ენაცვლება, მაგრამ ახლა იმდენად ბედნიერი ვიყავი, მეგონა მთებს გადავდგამდი. თითზე შავი ბრილიანტის ბეჭედი სულ მახსენებდა ჩემს შავ ვარდს. მისი ვიყავი და ის იყო ჩემი. ქორწილი ყოველთვის მინდოდა, არ მესმის იმ გოგოების უცერემონიოდ რომ თხოვდებიან.. მეჯვარე რაღათქმაუნდა ვერკა იქნება, არადა სულ მეგონა, რომ ჩემზე ადრე დაჰკრავდა ეს გიჟი გოგო ფეხს და მე მომიწევდა მისი თაიგულის შერჩევა..
ვაკომ ნინო და ვახტანგი გააცილა, თავისთან მიიყვანა, ვიცი უმძიმდა ამ დღეს ელენე რომ ვერ მოესწრო, მამას არასდროს ახსენებდა. მისთვის ნინო და ვახტანგი იყვნენ ახლა დედაც, მამაც, ბებიაც და ბაბუააც. მათთვის კი ვაკო იყო სამყაროს ცენტრი, ზოგადად ხომ ასეა, შვილიშვილი ყოველთვის ყველაზე ტკბილია, როგორიც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აშავებდეს მაინც ბებოს და ბაბუს თვალისჩინია.
დედა, სოფო, ორი წელია ამერიკაში ცხოვრობს. როგორც ხდება, ჩემი კეთილდღეობისთვის წავიდა.. გავუგე, მეტკინა, თავი დამნაშავედ ვიგრძენი, მაგრამ შარშან გავიგე, რომ სულ სხვა ცხოვრება მოიწყო, ახალი ქმარი უპოვია, ალბათ შვილზეც ფიქრობს, მე ხომ ასეთი უარგისი გამოვადექი, მე ხომ მისი არასდროს მესმოდა, მე ხომამაჩემივით უმადური ვიყავი, დიახ სწორედ ეს სიტყვები მითხრა ბოლო საუბრისას.. ახლა ეს სიტყვები აღიმართა ჩვენს შორის, ამერიკასთან და ახალ ოჯახთან ერთად.. ალბათ ამ ყველაფრით ამოავსო ჩემი მონატრება, სასაცილოა... მაგრამ არ მეცინება..
მამა, დავითი. სულ პატარა ვიყავი, როცა მიგვატოვა.. ვერ ვიგებდი რატო არ მოდიოდა სახლში, რატო არ მირეკავდა.. მახსოვს სოფოს დავსდევდი
- დე, მამიტოს ლამე ეწკინა? ჰოო ასე ვტატანებდი, ჯერ გამართულად ვერცკი ვმეტყველებდი და მაინც მიზეზებს ვეძებდი, სოფო კი ისტერიულად მიკიოდა და ოთახიდან მაგდებდა..
მე ერთი კუთხე მქონდა ამოჩემებული, ცხოვრებისგან დასჯილი ბავშვივით იქ მივიმალებოდი და თოჯინებით ოჯახობანას ვთამაშბდი. იქ დედაც და მამაც იყო, შვილიც ჰყავდათ და ბედნიერებიც იყვნენ.. ოჯახი იყო, რომეელიც მე ყოველთვის მაკლდა..
ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამომიყვანა..
- ჰო, შავო ვარდო
- ჩამოდი, კორპუსთან გელოდები
- ამოდი
- არა, მივდივართ
- საად?
- მალე, გელოდები.
გათიშა, ფანჯრიდან გადავხედე, მანქანა მართლა იდგა, უცებ გავემზადე და კიბეები ჩავირბინე..
- ცისარტყელა, თითქოს ჯერ მხოლოდ საათი გავიდა უშენოდ და ტკივილამდე მომენატრე, გომებიდან აღწევს შენზე მოგონებები, მერე სისხლს ერევა და მთლიანას მიპყრობს, ჩემში ჩემზე მეტი ხარ.
- სიყვარული საოცარი სიტყვაა.. ერთია მაგრამ ამდენ გრძნობას და ადამიანს იტევს, შენ ხარ ჩემი წილი სიყვარული.
მის გვერდით ყოფნისას მეგონა დედამიწა ჩემს გარშემო ტრიალებდა. ასეთია ვაკო, გამორჩეული და თავსაც ასეთად გაგრძნობინებს.
- სად მივდივართ?
- სურპრიზია. შენ გგავს ის ადგილი, შენსავით ლამაზია, დიიდი ისტორიით.
- ქვეყნის დასალიერში გამოგყვები მეთქი, რომ გითხრა ბანალური იქნება?
- ბანალური, მაგრამ სასიამოვნო..
- მაშინ ჯაყელო! ქვეყნის დასალიერში
სიტყვა ვერ დავამთავრე, იყო ყვირილი და მერე იყო დარტყმა, ზედმეტად ძლიერი.. ჯერ ემოციები, ხმა, მერე ყურებში გაბმული წუილი და სულ ბოლოს ტკივილი.. ფიზიკური და სულიერი. თითქოს გონებამ მხოლოდ მომხდარი გაიაზრა, შემდეგ ტვინმა საჭირო სიტყვა მოძებნა და ბოლოს გადაწყდა, რომ ტკივილი იყო შესაფერისი, ეს უნდა გვეგრძნო.. ვერ ვინძრეოდი, მხოლოდ თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქით და ერთადერთ სახეს ვეძებდი, მთელი ძალით ვებრძოდი თვალებს, არ ვაძლევდი დახამხამების ნებას, ვიცოდი რომ თუ დავხუჭავდი გავითიშებოდი, მერე ჩემს თვალებში გამოჩნდა ჩემი შავი ვარდი, თითქოს მისი სახე დავიმახსოვრე, აღვბეჭდე თვალებში და გონებაში, ახლა შემეძლო თვალები დამეხუჭა. მერე იყო სიბნელე, წუილი და ექოსავით ვაკოს ხმა
- ნინია, ნინია, ნიიი
უფრო და უფრო შორიდან მესმოდა ხმა, გონება წყდებოდა რეალობას და წყდებოდა ადგილს.. წუილი გაქრა.. მერე?! მერე იყო არაფერი.



№1 სტუმარი nia

male dade ra dzalian magaria mara patara tavebia

 


№2  offline წევრი judi N

nia
male dade ra dzalian magaria mara patara tavebia

გმადლობ, ვეცდები მალე დავდო, უბრალოდ დიდა გამოხმაურება რომ არ აქვს ხოლმე მგონია, რომ არ მოგწონთ
❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent