შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 1


28-07-2018, 17:24
ავტორი katiusha
ნანახია 6 851

არასდროს ქრება წარსული და არც წარსულში დაშვებული შეცდომები იშლება.ის რაღაც პერიოდი მიიძინებს,სადღაც მიიბუდებს და ელის შესაფერის დროს რომ დღის სინათლე იხილოს და გამოაშკარავდეს.თან ისეთ დროს რომ ორი ადამიანის ბედზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
ოცდახუთი წლის შემდეგ ისევ გადაიკვეთა ორი ერთ დროს ერთმანეთისთვის საყვარელი ადამიანების ბედი.უშუალოდ მათ შორის კი არა მათი შვილების ცხოვრებაში...
ოცდახუთი წელი...წარმოგიდგენიათ მაინც რამდენია ოჯახური უღელის დადგმიდან?საუკუნის მეოთხედი,მათი ცხოვრების ნახევარი.ბევრი ბედნიერების.სიხარულის,განსაცდელის.ტკივილის.გამოცდის წლები,თვეები,კვირები,დღეები.საათები,წუთები და წამები და მაინც წამის მეასედებამდე განცდილი ერთმანეთის პატივისცემა და საოცარი სიყვარული...
და ამ სიყვარულის შედეგი მათი შვილები და შემდგომში შვილიშვილებით გამოწვეული ბედნიერების მოლოდინი....დიახ მოლოდინი..და რამდენად გამოვიდოდა ეს შიშისკანკალით ელოდნენ..ელოდნენ იმიტომ კი არა ვინ შხვდებოდათ მათ შჳილება გზაზე.იმიტომ რომ მათ სწორი არჩევანი გაეკეთებინათ. არ თვლიდნენ რომ აუცილებლად მდიდარი ოჯახის შვილები იყვნენ მათი ოჯახის შესაფერისები.არა.ეს არ იყო მათთვის მთავარი.მთავარი იმ მეორე ნახევრის პოვნა იყო სამყაროში უფალმა რომ შექმნა მათთვის...
იწყება ცხოვრება.იწყება რაღაც ახალი და კარგი ახალგაზრდული ჟინით და შემართებით და თუ ვინაა ისტორიაშო მთავარი და მნიშვნელოვანი ამას ნელ-ნელა გავარკვევთ...

საშუალო ასაკის ქალი საძინებლიდან გამოვიდა,დინჯად გაიარა გრძელი დერეფანი და ქვემოთ ჩასასვლელ კიბეს მიადგა.იქ შედგა.მოაჯირს ორივე ხელით დაეყრდნო და პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახს ზემოდან გადმოხედა.სახლში გამეფებულ სიჩუმეს ყური დაუგდო.არავინ და არაფერი გამოპასუხებია.ნლბოლო პერიოდში რაც შვილები წამოზარდნენ ნაკლებად აკითხავდნენ მშობლებისეულ სახლს.ძირითადად დასაძილებლად.უფროსს დემეტრეს მეგობრებთან გართობა და აქეთ იქით სიარული ხიბლავდა და სულ არ ფიქრობდა სამსახურზე.სამაგიეროდ უმცროსი თამარი საკმაოდ სერიოზული და მიზანდასახული გამოდგა და საკუთარი სააგენტო გახსნა და საკმაოდ მოთხოვნადი ფოტოგრაფი იყო..ყველაფრის მიუხედავად,შეცდომების გათვალისწინებით მაინც სიგიჟდე უყვარდა და ამაყობდა შვილებით.
ამჯერად რაღაც ცუდს უგრძნობდა გული.დილიდანვე ვერადავერ მოიშორა ეს შეგრძნება.ზურგს უკან ნაბიჯების ხმა მოესმა და იგრძნო როგორ ამოუდგა გვერდით ასაკის მიუხედავად მაინც მხნედ მყოფი მამამთილი.
-სოფო შვილო რა გჭირს?მოწყენილი და ჩაფიქრებული მეჩვენები.სადილზეც არაფერი გიჭამია.
-არაფერია ბატონო დემეტრე.უბრალოდ მთელი დღეა თავი მტკივა.გამივლის.
-ამდენი წელი გავიდა რაც ჩემი რძალი ხარ დაისევ ვერ მიეჩვიე როგორ უნდა მომმართო.კაცმა თავის დანაოჭებული ხელი რძალს ნაზ მოვლილ ხელზე დაადო და თბილად გაუღიმა
-ხანდახან მავიწყდება,მართალი ხართ.გაუღიმა ნაძალადევად მაგრამა მაინც იგრძნო კაცმა სითბო.
-ნერვიულობ?
-არა.
-კი ნერვიუოობ.ამ დღეს ყოველთვის ნერვიულობ.დამშვიდდი კარგი?აი ნახავ წვეულება კარგად ჩაივლის.ვაჟბატონი როდის ჩამოდის?
-დარეკა უკვე მოფრინავენ ის და დათა.ზუსტად იმ დროს უნდა მოვიდნენ როცა წვეულება დაიწყება.
-წამოდი ჩვენ ქვემოთ ჩავიდეთ.კარგი ამინდია და აუზთან ჩაი ან ყავა დავლიოთ.ვისაუბროთ და დამშვიდდები.ქალმა მკლავზე გამოსდო ხელი და კიბეს ერთად ჩაუყვნენ.მსახურს სთხოვეს ორი ლიმონიანი ჩაი და ნამცხვარი მიეტანათ მათთვის და გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ ერთმანეტის გვერდით.
-ბოლო დროს ხშირად ისე ვეღარ ვსაუბრობთ როგორც ადრე.მე კი რაც ასაკში შევედი სულ უფრო მენატრება თქვენთან ყოფნა.განსაკუთრებით შენთან.შენ ჩემ იმ ქალიშვილად გთვლი რომელიც სულ მინდოდა მყოლოდა,მაგრამ არ გვარგუნა ბედმა.
-რა დროს თქვენი სიბერეა.ჯერ ისევ ახალგაზრდა ხარ.გაამხნევა რძალმა.
-რაღა დროა ეგაა. ჩემი თამარის გარდაცვალების შემდეგ ვიგრძენი რა ძნელია სიბერეში მარტო დარჩენა.თითქოს დრო გაიყინა ჩემთვის.აი ამ ასაკში მეორე ნახევრის გარეშე ძალიან რთულია.მაგრამ უბედირება იცი რა უფროა?ცოცხალი გყავდეს,შენს გვერდით იყოს,მეუღლე ერქვას.მაგრამ მეორრ ნახევარი არ იყოს.
-რა თქმა უნდა მამა.. ყველაფერი შეიძლრბა.სამყაროში ორი მონათესავე სულის პოვნა ძალიან რთულია.ისეთი რომ შენი შინაგანი სამყარო შეავსოს და ერთ მთლიანობად იქცეთ.და როცა იპოვი მაგრად უნდა ჩაჰკიდო ხელი და არასოდეს გაუშვა.
-მე იცი რა მიხარია?ის რომ ჩემმა შვილმა შენ გიპოვა.შენ მასში ისეთი გარდასახვა მოახდინე რაც მე და დედამისმა ვერ შევძელით.სულაც არ მიკვირს რომ მისი შვილი მისი ასლია.
-დემეტრეე...ეჰ დემეტრეეს ხანდახან ისე გამოვყავარ წყობიდან მეშინია რომ საკუთარი თავი ვერ გავაკონტროლო და შვილი არ დავკარგო.
-გადაუვლის შვილო.ცოლს რომ მოიყვანს.აი თავის მეორე ნახევარს რომ შეხვდება დასერიოზულდება და ყველაფერს სხვანაირი თვალით შეხედავს.მე კი იმედი მაქვს რომ ეს მალე მოხდება რადგან ჩემი პირობა მაქვს შესასრულებელი.მის ქორწილს და შვილთაშვილს უნდა მოვესწრო.
-რა დროს მისი ცოლია.ახლახანს დაამთავრა მაგიატრატურა.ჯერ არც კი მუშაობს.ისევ გართობაზე ფიქრობს.მეშინია რომ ვინმე ისეთს არ გადაეყაროს და გზას არ აცდეს.
-ნუ გეშინია სოფო,საბედნიეროდ დემეტრეს გონება საკმაოდ უჭრის რომ ცუდი და კარგი განასხვავოს ერანეთისგან,ის რომ გართობაზე ფიქრობს სულაც არ ნიშნავს იმას რომ სულელია.
-მე მაინც ვფიქრობ რომ სანამ ფეხზე მყარად არ დადგება და ოჯახის რჩენას თვითონ არ შეძლებს მანამდე არ იქნება მზად ცოლის მოსაყვანად.არ მინდა ჩემი შვილი იმ მდიდარი მშობლების გაზულუქებულ შვილებს დაემსგავსნონ მათ ხარჯზე რომ მუქთახორებივით ცხოვრობენ
-არ დაემსგავსება. ის საოცარი დედის გაზრდილია და დღემდე ისე აკონტროლებ
რო თვითონაც ვერ ხვდებოან,გაეცინა კაცს,-მაგრამ გახსოვდეს როგორი თავდადებული და თავგადაკლული დედაც არ უნდა იყო.ზედმეტი არ მოგივიდეს და მისი აზრები და შეხედულებები არ უკუაგდო.მასაც მოუსმინე და გადაწყვეტილება ისე მიიღე.რადგან როცა სიყვარული ეწვევა ის შეიცვლება.სხვანაირი გახდება.სიყვარულმა კი როგორც იცი არც ასაკი იცის.არც დრო.არც ადგილი და არც სოციალური მდგომარეობა.
-როგორ მიყვარს ასე რომ საუბრობთ,ყოველთვის სიამოვნებით გისმენთ,ამდენი წლის შემდეგაც კიი.
-მეც ჩემო გოგო.ისე ამდენი ხანი სად არიან?რატომ აგვიანებენ?ხომ ნამდვილად მოვლენ?
-მოვლენ,მოვლენ,თორემ ვერ გადამირჩებიან და იმის იმედიც მაქვს რომ ჭკვიანად იქნებია და სიგიჟეებს არ ჩაიდენენ.ამ წვეულებასაც ისეთ მასკარადად არ აქცევენ როგორც მაშინ
-მაგას რა დამავიწყებს.სტუმრების უმეტესობას აუზში ამოაყოფინეს თავი.გულიანად გაიცინა კაცმა.მეტი აღარ გაუგრძელებიათ,რადგან სახლიდან ხმაური მოისმა და მიხვდნენ რომ შვილიშვილები მოვიდნენ.წამში მათკენ მიმავალი ახალგაზრდა.საკმაოდ სიმპატიური ბიჭი გამოჩნდა მომღიმარი სახით რომ უახლოვდებოდა.
-ბაბუს გაუმარჯოს.როგორ ხარ ლომო?მოეხვია და მხარზე მეგობრულად დაატყა ხელი.
-კარგად ბაბუ,შენ როგორ ხარ?
-ვარ რაა,სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა და შუაში ჩაუჯდა.ორივეს ხელი მოხვია.ფეხი მოკეცა,მეორეზე გადაიდო და დედას ლოყაზე აკოცა.-ცოტა დავიღალე ამ გამოცდების გამო,მაგრამ არაუშავს ყველაფერი ჩავაბარე და ახლა თავისუფლებაზე ვარ,შენ როგორ ხარ დეე?
-გაგახსენდა დედა რომ გყავს?ნაწყენმა შეხედა ქალმა.რამდენი ხანია არ მინახიხარ,არადა ერთ სახლში ვცხოვრობთ.
-ეხლა არ დაიწყო გთხოოვ.სულ ჩემი ბრალი არაა,როცა მოვდივარ შენ სულ იმ საავადმყოფოში ხარ
-გადაბრალება კარგად გამოგდის.
-ბაბუა მიშველე,დამიცავი დედის მრისხანებისგან.შველის თვალებით შეხედა კაცს.
-რა დაცვა გინდა შე მაიმუნო?ენა გაქვს მოკლე თუ ვერ გასცემ პასუხს?
-მართალი ხარ.არც ერთი არ მაკლია.შენნაირი ლომი ვარ ბაბუ.ლომი.გაეცინა ბიჭს
-დემეტრე წესივრად მოიქეცი.
-რაღა დროს ჩემი ეგეთებია ბაბუ.ვერ ხედავ დავბერდი?
-აბა ეხლა სიბერეზე ნუღა მელაპარაკები.მე შენთვის ერთი კარგი ქალი მყავს შეგულებული.ცოლი უნდა მოგაყვანინო ბაბუ და მეყოლება ბებიანაცვალი,-ატეხა სიცილი
-დემეტრე როგორ ელაპარაკები?გვერდზე უჩქმიტა ქალმა.
-დედაააა მეტკინააა.,იყვირა უცებ
-უარესის ღირსი ხარ.საუბარს თუ არ გააკონტროლებ.
-რა დროს ჩემი ცოლია ბაბუ.გაეცინა კაცსაც.-ახლა შენთვის უნდა ვეძებდეთ საცოლეს.
-არ ჭირდება ძებნა.თვითონ მიპოვოს.ხომ იცით არ ვარ ხელიდან გასაშვები ბიჭი მე.
-აი მესმის თავში ავარდნის უმაღლესი დონე.-თავზე წამოადგათ გოგო და ენა გამოუყო ძმას.
-თამარ ქალო თუ არ დაშოშმინდებით დარჩებით სხეულის რაღაც ნაწილების გარეშე,კერძოდ კი ენას ამოგაწიწკნით.დაემუქრა ძმა
-დედააა უთხარი რამეე.დაიწუწუნა გოგომ და ერთმანეთის მიყოლებით გადაკოცნა სამივე.მერე ძმას კალთაში ჩაუხტა და კისერზე მოხვია ხელები.
-საყვარელო ძამიკო მეც მიყვარხარ....
-როგორ გასუქებულხარ გოგო.რას ჭამ ამდენს?ვარდენას ქალიშვილივით არაა დედა?
-მე ვარ ვარდენა თუ მამაშენი?-დაუბრუნა სიცილით ქალმა.
-შენ არა დედა.მამაზე უფრო ითქმის ეგ.ხუმრობაში აჰყვა გოგო.
-სულელები ხართ ორივე.მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა მათთან ლაპარაკს და ფეხზე წამოდგა,წასასვლელად მოემზადა.თამარი მაშინვე დედის ადგილზე გადაჯდა.
-ახლა მე წავალ და თქვენ ბაბუა არ გააბრაზოთ,ჭკვიანად იყავით.თითი დაუქნია ქალმა.მერე ისეთივე დინჯი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ როგორიც თვითონ იყო-ელეგანტური.სადა და გრაციოზული.
-დაო ჩემო სად ბრძანდებიან ბურდულები?
-მოვლენ ძმაო ალბათ.ახლახანს არ დაშორდი ნიკუშას.უკვე ვეღარ ძლებ მის გარეშე?რომ არ ვიცოდე რომ ნამდვილად გოგოები მოგწონს რამეს ვიფიქრრბდი ისეთს.ჰააა? წარბები აათამაშა ეშმაკურად თამარმა.
-გოგო რას მიბედავ შენ მე?წამოიფოფრა დემეტრე და უფროსმა ბექაურმა გააშველა.
-დაურეკე რაა მართლა როდის მოვლენ,საქმე მაქვს.
-შენ ვერ დაურეკავ დემეტრე?თუ რა ხდება გცხვენია?
თუმცა არ დარეკვა არ დასჭირდათ.ისინიც გამოჩნდნენ-ბურდულების ტყუპები ღიმილით მოდიოდნენ მათკენ.მიუახლოვდნენ.დიდი სითბოთი და სიყვარულით მოიკითხეს მოხუცი,მერე წინ ჩამოუსხდნენ.საერთოდ ყველას ძალიან უყვარდა მასთან ყოფნა.მასთან საუბრები. თავის მხრივ მოხუცი რჩევა-დარიგებებს არ იშურებდა და არც ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება ეზარებოდა მათთვის.საკუთარი შვილიშვილებისგან არ ანსხავებდა ტყუპებს.დანარჩენებიც არანაკლებად უყვარდა კაცს.
მოგვიანებით უმცროსი სოფო გიგაური შეუერთდა მათ,მუდმივად გადატვირთული და საქმიანი. სულ ცდილობდა როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა საყვარელ ადამიანებთან გაეტარებინა.
-რაო გოგო შენმა დამ არც ამ ზაფხულს ჩამოვალო?-ჰკითხა სოფოს ნიკუშამ
-არვიციო და შენმა დამ?
-არც ამან არ იცის.მგონი მაგათ საერთოდ არ უნდათ დაბრუნება.ეჰ რა დები დავკარგეთ.თავი გააქნია ანამ სასაცილოდ.
-ასე გენაცვალე,რო გაუშვეს იქ.ახლა ეხვეწონ და ემუდარონ დაბრუნებაზე.ჩვენ რა აქ რომ მივიღეთ განათლება მათზე ნაკლები ხალხი ვართ?
-ასეთი მკაცრებიც ნუ იქნებით მათ მიმართ. დაიცვა მეგობრები დემეტრემ
-რატომღაც მათ ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.ალბათ იმიტომ რომ ერთ დღეს არიან დაბადებულები და ამას თავისთავად დაახლოვა.
-შეიძლება მართალიც ხარ დემეტრე.რა ვიცი,რა ვიცი...აიქნია ხელი ანამ.
-ახალგაზრდებო მე წავალ,ისედაც დიდხანს შემოვრჩი თქვენთან.თქვენ გაერთეთ,იმხიარულეთ და ძალიან ნუ გადარევთ მშობლებს.გაეცინა მოხუცს.ფეხზე წამოდგა.დაემშვიდობა და მარტო დატოვა ისინი....
ნიკუშამ დრო იხელთა.დემეტრეს გვერდით გადაჯდა და ჩუმად უჩურჩულა.
-ამაღამ ხომ მივდივართ?
-ჩუმად,არ გაიგონ,თორემ ესენიც აგვეკიდებიან
-უკვე გავიგეთ და ჩვენც მოვდივართ.
-არ მოდიხართდა ეხლა ნერვები არ მომიშალო.დარჩები წვეულებაზე..
-დემეტრეეეე...მოიღრუბლა გოგო
-არა-თქო თამრი და მორჩა.დედასთან დარჩები შენ.
-პატალა ვალ და ველ ვივლი კლუბებში?-ენა მოუჩლიქა დამ.-მშობლებს ვეტყვი იცოდე.დაემუქრა მერე
-ნუ ხარ შანტაჟისტი.დღეს არა გთხოვ და სხვა დროს წავიდეთ.გპირდები.
თამარი გაიბუტა.გოგოები წამოყარა და თავის ოთახში წაიყვანა.
-არა ამათ თუ ჰგონიათ რომ ასე დასრულდება ძალიან ცდებიან.ნერვულად დააბიჯებდა ოთახში.
-დამშვიდდი რაა.წავიდნენ დიდი ამბავი.რა მოხდება.შეეშვი.
-ნუ მამშვიდებ სოფო.ნუ მამშვიდებ.შენ სულ არ გიტაცებს ასეთი რაღაცეები.ნუ დაიბერებ თავს ნაადრევად და ნუ გადაყვები მაგ სწავლას.
-მე სულაც არ მიშლის ხელს სწავლა და გართობა შევუთავსო ერთმანეთს.
-შენ მაგას გართობას ეძახი?შეყვარებული შენ არ გყავს და პაემანზეც არ ყოფილხარ მგონი.
-გეყოთ ახლა არ იჩხუბოთ.ჩაერია ანა.
-თუ გიყვარვართ დღეს წავიდეთ და სხვა დროს ასე არ მოვიქცევი?შეეხეწა თამარი.-ოღონდ იქ წავიდეთ სადაც ისინი არ იქნებიან.
-რა ჯიუტი ვინმე ხარ.
-ვიცი.ეს ნინია კიდევ სადაა ამდენ ხანს?რა ვერ ჩამოაღწია იმ ყაზბეგიდან?მაინცდამაინც ეხლა აიყეხა იმ წასვლა.ახლა მასზე მიმართა გაბრაზება გოგომ
-ვინმემ მახსენააა?დამთავრებული არ ჰქონდა თამარს რომ მაშინვე შემოვარდა ქარიშხალივით ოთახში და თან ხმაური შემოიტანა არაბულმა.ოთხივე ერთმანეთს ჩაეხუტა და კივილი მორთეს.
-აჰააა ჩამოვიდა ის გადარეულიც და ახმაურდა სახლი.კომენტარი გააკეთა ქვეოდან ნიკუშამ მათზე და მათკენ მიმავალ კიდევ ერთ ახალგაზრდას დაუქნია ხელი
-აქეთ ვართ ბერდო.
-შენს დას რამე დააჭკვიანებს საერთოდ?
-არც მას და არც შენს დას არაფერი ეშველებათ დემე. ძმაკაცებს ხელი ჩამოართვა და გვერდით მიუჯდა.
-ვაიმე მგონი არც ჩემს და კი გადარევენ საწყალ სოფოს.სიცილით დაამატა ნიკუშამ.
-აბა დღეს მივდივართ იმ საქმეზე?
-კი მივდივართ.შენ ჩამოიტანე რაზეც წახვედი?
-აბა რაა..გაიჯგიმა ბიჭი,მერე ოდნავ გადახსნა ზურგჩანთა და იარაღის ტარი გამოაჩინა.ბიჭებს კმაყოფილებს ჩაეღიმათ.
-ასე რომ მოძრაობ არ გეშინია შეჩ...ა?
-კარგი რაა ნიკუშ.ვინმე გააჩერებს ზეზვა არაბულის ვაჟს და მანქანას გაუჩხრეკავს?
-სწორედაცრომ მისი ვაჟი ხარ.მაგიტომ უფრო გაგაჩერებენ.ხომ იცი ჟურნალისტები როგორ ნადირობენ ჩვენზე?
-დემეტრე მეჩვენება თუ გეშინია!?
-წუნ ვიხედები ბერდო რომ პრობლემები არ შეგვექმნას.
-ყველაფერი კარგად იქნება.
-მართალი ხარ ნიკუშ.ამაღამ ვიღაცას დედა ეტირ...ა.კმაყოფილი გადაწვა სკამის საზურგეზე ბექაური და ბიჭებს ღიმილით გადახედა...

ესეც ახალი ისტორია.ძველი გმირები ახალ ამპლუაში.ველი თქვენს შეფასებებს.შემდეგში უფრო დიდ თავებს შრმოგთავაზებთ ჻



№1  offline წევრი დარინა

რაღაც საინტერესო გველოდებააა, გამიხარდა ძველი გმირების გამოჩენააა, საინტერესო ჩანს და ვერ ვხვდები თამარს უნდა შეუყვარდეს თუ დემეტრეს, მგონი ზაზას შვილი, არ მახსოვს გოგო იყო თუ ბიჭიიი, შეიძლება ვცდებიიი.

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
რაღაც საინტერესო გველოდებააა, გამიხარდა ძველი გმირების გამოჩენააა, საინტერესო ჩანს და ვერ ვხვდები თამარს უნდა შეუყვარდეს თუ დემეტრეს, მგონი ზაზას შვილი, არ მახსოვს გოგო იყო თუ ბიჭიიი, შეიძლება ვცდებიიი.

მართალი ხართ.საინტერესო იქნება და ის თუ ვის ვინ შეუყვარდება ერთად გავარკვიოთ იმიტომ რომ ისტორია ახლა იწერება და მეც არ ვიცი ბოლომდე როდის რა მოხდება

 


№3 სტუმარი სტუმარი mancura

romelia amis dzveli istoria?ra qvia da rogor vnaxo?

 


№4  offline წევრი katiusha

სტუმარი mancura
romelia amis dzveli istoria?ra qvia da rogor vnaxo?

სადღაც შორს მტებში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent