შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა ( ნაწილი 15)


29-07-2018, 00:08
ავტორი judi N
ნანახია 1 443

გონება გაითიშა და ტკივილიც გაქრა.. აღარაფერი მესმოდა და ვეღარაფერს ვგრძნობდი.. გონს საავადმყოფოში მოვედი, უფროსწორად მეგონა, რომ გონს მოვედი, ყველაფერი მესმოდა, თუმცა თვალს ვერ ვახელდი. სრული სიბნელე და ხმათა ქაოსი.. მესმოდა ვაკოს არეული წინადადებები და ექიმების დაჟინებული მოთხოვნა საკაცეს მოშორებოდა..
- კარგად იქნება? ხომ არაფერი დაემართება? გადაარჩინეთ, ხომ გადაარჩენთ..
ექიმი კი მშიდი ტონით იმეორებდა უკვე ათასჯერ ნათქვამ ფრაზას
- მაქსიმუმს გავაკეთებთ, ჯერ ვერაფერს გეტყვით, გთხოვთ მოშორდით საკაცეს.
არაფერი იგრძნობოდა მის ხმაში, თითქოს ათაასჯერ ნანახი სცენა მეორდებოდა.. თითქოს ყველაფერი ისე იყო როგორც სხვა დროს..
ვაკოს ხმა უფრო და უფრო შორიდან მესმოდა, ჩემი სხეული საკაცეს დაშორდა, საოპერაციო მაგიდაზე გადადეს როგორც უსულო ნივთი, ჩემთვის უცხო, გაუგებარი დასახელებები ისმოდა, მერე სიბნელიდან სიყრუემდე იყო ისევ ის ნაცნობი წუილი, ისევ ვითიშებოდი, ისევ აღარაფერი მესმოდა.. მერე?! მერე იყო ისევ არაფერი...
დერეფანში ნერვიულად დააბიჯებდა ვაკო ჯაყელი, მისი ნაცრისფერი თვალები მე რომ ასე მიყვარდა ახლა გახუნებულიყო და გაქვავებული გრძობებს აღარ უშვებდა მასში..
ვერკას შემოსვლაც ვერ გაიგო, არ გაჩერებულა, არ შეუხედავს, არც მისი ხმა ესმოდა..
- ვაკო! , ვაკოოო გამოფხიზლდი, სად არის, რა მოხდა, რას ამბობენ ექიმები? ისე აყრიდა კითხვებს პასუხსაც არ ელოდა, მაგრამ რომ დალოდებოდა რა მოხდებოდა?! არაფერი შეიცვლებოდა, რადგან ვაკოსაც იგივე კითხვები ურევდა გონებას და უკარგავდა მოსვენებას.
-ჩემი ბრალია, ახლა მე უნდა ვიყო მის ადგილას.
მხოლოდ ეს თქვა და წამის წინ გაქვავებული თვალები ჩამოეშალა, ცრემლებმა გამოანგრია აღმართული კედელი, ტვინს გადაეცა, რომ უნდა სტკენოდა, რომ ტკივილი იყო შესაფერისი გრძნობა და მთლიანად ჩაიღვენთა მასში..
ხმის ამოუღებლად იჯდა ვაკოც და ვერკაც საავადმყოფოს დერეფანში.. ერთი წერტილი ამოეჩემებინათ და თვალს არ აშორებდნენ, ადგილზე ირწეოდნენ ნერვიულად.. მხოლოდ დათი ვერ პოულობდა ადგილს, პირველად ნახა ვერკა ამ მდგომარეობაში და ვერკაზე მეტად ვაკოს მდგომარეობაა აშინებდა.. თითქოს ისტორია მეორდებოდა.
ვაკოს გონებაში ახლა მხოლოდ ის დღე ტრიალებდა, როცა ელენე დაიღუპა. მაშინაც იგივე გრძნობა სჭამდა.. ასეთი უმოქმედო და უმწეო იყო.. მაშინაც ტკივილი უჭამდა სხეულსაც და სულსაც..
საოპერაციოს კარი გაიღო, თითქოს ცივი წყალი გადაესხა ვერკასაც და ვაკოსაც, ადგილს მოწყდნენ და საშუალო სიმაღლის, შავგვრემან კაცს მისცვივდნენ.
- როგორ არის?
კაცს ემოცია არ ეტყობოდა, მხოლოდ დაღლა, მისი სიჩუმე რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ ეს წამები საუკუნოდ იწელებოდა მათთვის.
-დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მდგომარეობა რთულია, მეედიცინის შესაძლებლობები ამოიწურა, ახლა პაციენტის და ღმერთის იმედად ვართ, შემდეგი 48 საათი გადამწყვეტია. მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით.
პასუხი მაინც ვერაფერზე მიიღეს, არც ტკივილი გამქრალა.. ახლა ახალი ფაზა იწყებოდა, ახლა ამოჩემებული წერტილი გაქრა და მზერამ საათზე გადაინაცვლა..
-48 საათი.
მხოლოდ ეს ტრიალებდა მათ გონებაში. დრო უსასრულოდ იწელებოდა, ვიღაც ბოლო წამებს ითვლიდა, სადღაც ახალი სიცოცხლე იბადებოდა.. ვიღაცის სიცოცხლე კი უბრალოდ დაპაუზებული იყო და ეს წუთები, საათები გადაწყვეტდა გაგრძელდებოდა თუ უბრალოდ დროში ჩაიკარგებოდა.

სოფოს ნინიას ყველა სურათი მეასედ გადაეთვალიერებინა და ლეპტოპ ჩაკრულს ჩაეძინა. თითქოს დედის გული ბრაზის, წყენის მიუხედავად მაინც გრძობდა შვილის გასაჭირს, ხელს არ უშვებდა ლეპტოპს, მის სურათთან ერთად ჩაძინებულს მაინც არ ასვენებდა შფოთვა.. ყრუდ ესმოდა ტელეფონის ზარი, ძილბურანიდან ძლივს გამოერკვა, როცა არადა არ შეწყვიტა რეკვა..
- დიახ.
- სოფო დეიდა თქვენ ხართ?
- დიახ, რომელი ხარ?
-ვერკა.
ლაპარაკი უჭირდა, ყელში დიდ ბურთს გრძობდა, უფრო და უფრო იზრდებოდა ეს ბურთი და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
- ვერკა, ვერკა რა ხდება შვილო, ალო გესმის, ვერკა
კილომეტრებით დაშორებული დედის ისტერიული ყვირილი ისმოდა ტელეფონში.. გული უგრძობდა, წამში ორმაგად სწრაფად უცემდა, იცოდა, თითქოს წინასწარ იცოდა ნინიას რომ უჭირდა. მხოლოდ ვერკას დასტური სჭირდებოდა
- ნინია ავარიაში მოყვა, მძიმედაა, ექიმები ვერ გვაიმედებენ.
ეს თქვა და ის ბურთი გასკდა.. ტიროდა, ყვიროდა, ღრიალებდა.. ვერკა, გიჟი, უდარდელი გოგო ახლა ყველაზე სუსტი იყო..
სოფოს ტელეფონი გაუვარდა, ლეპტოპი გულში ჩაიკრა და ფეხებში ძალა დაკარგა..
მისტიროდა შვილს, მის ნათქვამ სიტყვებს, დაკარგულ დროს.. ყველაფერს.. ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა, ის კი შუაში იყო მომწყვდეული და უტყვად ელოდა ცხოვრების გარტყმებს..
არ იცოდა როგორ იყიდა ბილეთი, როგორ აღმოჩნდა თვითმფრინავში.. ტკივილმა გზა გაიკვვლია, საავადმყოფოს კედლებიდან კილომეტრებას იქით გააღწია.
ოცდაოთხი საათი გავიდა, ათვლილი დროის ნახევარი.. ახლა მხოლოდ ნინიას ცხოვრება არ იყო დაპაუზებული.. ვაკო, ვერკა, სოფო.. ყველა მხოლოდ ტკივილს გრძობდა სხვა ვერაფერს. ახლა დათი უნდა ყოფილიყო მხნედ. ის იყო მათი ერთადერთი საყრდენი.. როგორ არ ეცადა რომელიმეს მაინც ეჭამა, მაგრამ ვერაფერს გახდა, არცერთს არ უნდოდა სუნთქვაც კი.. მხოლოდ ყავა დაალევინა ორივეს დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ. აარც თვალი მოეხუჭათ ეს დრო. ეშინოდათ ძილის, ვაითუ რამე გამოპარვოდათ.. ცხადში თუ ძილში ერთადერთ სახეს ხედავდნენ, მხოლოდ ნინიაზე მოგონებები აძლევდათ ძალას და ჰაერად ჩაედინებოდა ფილტვებში.
პირველი დღიდან გუშინდელ დღემდე ყველა კადრი გაიხსენა ვაკომ.. მისი ყველა სიტყვა, გაღიმება, ტუჩის დაბრეცა.. ყურებში ჩაესმოდა მისი ნათქვამი - შავო ვარდო. მერე იყო დარტყმის ხმა, სასწრაფოს სირენის ხმა და ეს გამაყრუებელი გაურკვევლობა, ბოლოს ფიქრებშიც მაინც ამ წერტილამდე მოდიოდა...
ვერკა?! ჯერ კიდევ გუშინ ხომ მის საქორწინო თაიგულს არჩევდა.. პირველად ბაღში გაიცნო.. სულ იხსენებდა როგორ იჯდა ბაღში ჯინსებსა და კედებში გამოწყობილი და უცებ კარი გაიღო, რომელშიც დიდ წითელ კაბაში გამოწყობილი პატარა გოგო შემოვიდა, პრინცესას ჰგავდა.. ფრთებიღა აკლდა.. შემოვიდა და მაინც და მაინც ვერკას გვერდით დაჯდა.. თავიდან ვერკამ ცხვირი აუბზუა, კარგად გაიცინა მის გაპრანჭულ ტანსაცმელზე, მაგრამ როცა ნინიას ღიმილი და გაწოდებული ხელი დაინახა, სამუდამოდ მისი ცხოვრების მაწილი გახდა.. მეგობარი და მასზე მეტი.. და რომელიც არასდროს ჰყოლოდა და მის დანაკლის ნინიათი ივსებდა.. იცოდა, რომ მის სიგიჟეს ყოველთვის ნინია გაანეიტრალებდა, მაგრამ ხრამშიც კი გადაყვებოდა...
ფიქრები ექიმის ჩახველებამ გაფანტა.. აი წეღან იმ უემოციო კაცის თვალებში არაფერი რომ არ ჩანდა, ახლა გაურკვევლობა იკითხებოდა.. თითქოს ყველა სიტყვა რაც კი იცოდა დავიწყებბოდა და ახლიდან სწავლობდა ლაპარაკს.. ვერკაც და ვაკოც სმენად იქცნენ, საავადმყოფოს კედლებიც, რომლებსაც ათასჯერ მაინც მოესმინათ პაციენტისთვის გამოტანილი განაჩენი, მაგრამ მაინც არ წყვეტდნენ მოსმენას.. ახალ პაციენტამდე მიჰყვებოდათ ექიმის ხმა და მომლოდინეთა შფოთვა.. კედლები იყო ამ ყველაფრის მაყურებელი, ეს უტყვი, დაბზარილი კედლები, რომლებსაც ჩვენზე მეტი უნახავთ და მოუსმენიათ.. ბედნიერების გამზიარებელნი და დაუპულთა ჭირისუფალნიც.. ამოიოხრა და მძიმედ დაიწყო,
- საქმე გვაქვს ცნობიერების ღრმა დარღვევასა და გარე გამღიზიანებლებზე ორგანიზმის რეაქციის მკვეთრ შესუსტებასთან. თავის ტვინის ქერქის, ქერქქვეშა მიდამოსა და ცენტრალური ნერვული სისტემის უფრო დაბალი უბნების ღრმა შეკავების შედეგად განვითარდა კომა, კომატოზური მდგომარეობაა, სიცოცხლისთვის რთული, თქვენთვის გასაგებად, რომ ვთქვა პაციენტი ნინია ჯავახიშილი კომაშია. შესაძლოა მალე ან საერთოდაც ვერ გამოვიდეს კომიდან. ძალიან ვწუხვარ.
ექიმი კარში გაუჩინარდა, მხოლოდ მისი სიტყვები არ გამქრალა, მყარად მიმოიფანტა დერეფანში და გაუჩერებლად მეორდებოდა, როცა ქალის კივილის ხმა გაისმა, ვაკოს და ვერკას უკან ჩაკეცილი სოფია იატაკს ჩაეკრა და დაჭრილი ცხოველივით ღრიალებდა.. ვერკას თავბრუ დაეხვა, მერე თვალთ დაუბნელდა და დათი რომ არა დაეცემოდა. ვაკო რამდენიმე წუთით უძრავად იდგა, თითქოს არც სუნთქვადა, მერე საავადმყოფოდან გავარდა და ქუჩაში გაუჩინარდა...
მიდიოდა და ჰაერის ნაკადი დაბრკოლებად ეხეთქებოდა სახეზე, არც ტიროდა, არც ყვიროდა, სადღაც მის შიგნით იკლავდა ყველაფერს და ივსებოდა... გარბოდა და ასობით ქვაში ეძებდა ნაცნობ სახეს, ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა დედა, მის კალთაზე თავის დადება და ტირილი, გაიზარდა დიდი ბიჭი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად დაპატარავდა თითქოს.. ნაცნობი ქვის დანახვისას ამოიოხრა, წამით ელენეს თვალებს მიაპყრო მზერა, თითქოს ქვაში გაიარა და გააცოცხლა დედის თვალები.. ბოლოს ძალა არ ეყო და მისი საფლავის გვერდზე ერთი კაცისთვის დატოვებულ ცარიელ ადგილზე დაეშვა.. მასში ნაგროვები ტკივილი მიწაზე გადმოიღვარა.. ტიროდა, ნინიას გახსენებისას იცინოდა და მძიმედ ელაპარაკებოდა დედას, რომელიც მიწის ქვევით ეიმედებოდა..
- ნინია ხიდია, დედა გესმის?! ხიდი ჩემსა და სიცოცხლეს შორის. თუ ის ჩატყდება მე ნაპირის აქეთ დავრჩები, სიცოხლე კი იქით. თავს მოვიკლავ და საიქიოშიც ვერ ვიქნებით ერთად.. ის ანგელოზია, ის სამოთხის შვილია, მე კი თვითმკვლელობით ჩემში ყველაფერ კარგს მოვკლავ, მაგრამ მაინც ყველა გზას მოვივლი იქაც, ხომ მეცოდინება რომ ნინიას ვერ ვიპოვი?! მაინც არ შევწყვეტ ძებნას, სანამ იქაც არ გავნადგურდები.. მეშინოდა სიყვარულის.. სიყვარულზე მეტად კი სიკვდილის.. შენს მერე ერთადერთია ვინც ჩემს დაბზარულ გულს შეეხო და ნაბზარები საკუთარი სიყვარულით ამომივსო.
ხელებზე დაიხედა.. ერთი ხელი ვაკოს ბნელი მხარე იყო.. შავი ვარდი მისი ბნელი ცხოვრების ამსახველი სიმბოლო იყო, ცისარტყელა კი მის ცხოვრებაში შემოშვებული ნათელი სხივების, ნინიას სახელი ერქვა ყველა სხივს..
შუაღამე იყო, უტყვი და უემოციო, მაგრამ ყველას ემოციას იტევდა.


ესეც ახალი თავიი. ველოდები თქვენს აზრს, სიყვარულით ჯუდი



№1  offline წევრი (❤marikuna❤)

axla wavikitxe kvela tavi, arvici rogor da ranairad unda gadmivce chemi ahtabechdileba, emocia.. kvela magari istoria romelic cxovrebashi wamikitxavs kovelgvari aferisyobis gareshe imdenad kargad gadmiscem satkmels da personajebis emocias rom mgonia es kvelaferi simartle da gasuli dges, kviras an wels moxdao martla dzaan magaria da arasodes sjewyvito wera.. sheni nichia dddd

 


№2  offline წევრი judi N

(❤marikuna❤)
axla wavikitxe kvela tavi, arvici rogor da ranairad unda gadmivce chemi ahtabechdileba, emocia.. kvela magari istoria romelic cxovrebashi wamikitxavs kovelgvari aferisyobis gareshe imdenad kargad gadmiscem satkmels da personajebis emocias rom mgonia es kvelaferi simartle da gasuli dges, kviras an wels moxdao martla dzaan magaria da arasodes sjewyvito wera.. sheni nichia dddd

ძალიან დიდი მადლობა ასეთი კომენტარისთვის ❤️❤️❤️ მიხარია რომ მოგწონს, მე კი უკვე აღარ ვაპირებდი გაგრძელებას, რომ არ ჰქონდა გამოხმაურება ❤️

 


№3  offline წევრი (❤marikuna❤)

vaime dzalian gtxovv gaagrdzele tore movkvdebi gemudareeebiiii!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent