შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მას შეჰპირდი (სრულად)


31-07-2018, 19:08
ავტორი თა თა
ნანახია 4 591

ჩემი საყვარელი მომღერალის კონცერტზე ვიყავით..სახლში ვბრუნდებოდით..მანქანაში მხოლოდ მე და ანდრეა ვიჯექით..წვიმდა და საშინლად გრუხუნებდა..მხოლოდ მანქანის მუხრუჭის და სიგნალების ხმა მახსოვს,ასევე დიდი უზარმაზარი შუქი რომელიც ჩვენ გვიახლოვდებოდა..მერე რა მოხდა? არაფერი მახსოვს, მხოლოდ სიბნელე.
თვალები რომ გავახილე ,თეთრი კედლების და თეთრ ხალათიანი ექიმების მეტი ვერაფერი დავინახე.
-სადაა?ანდრეა სადაა -ძლივს ამოვილუღლუღე
შევამჩნიე როგორ აუცრემლიანდა თვალები ექიმს, თავზე ხელს მისმევდა და მამშვიდებდა
-ხმა ამოიღეთ..სადაა ის სადაა? -ძლივს ხმა ამოვიდგი,,ბოლო ხმაზე ვყვიროდი, სულ აღარ მახსოვდა ფეხის,ხელების და კისრის ტკივილი,რასაც სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ ვგრძნობდი
-ის..სამწუხაროდ,ვერ შევძელითვმისი გადარჩენა
-არაააა.. არააა, ეს არ უნდა მომხდარიყო, მე..მე უნდა ვიყო მის ადგილზე, ჩემი ბრალია მე ვაძალებდი იქ წაყვანას - ვღრიალებდი ბოლო ხმაზე
-დამშვიდდი საყვარელო, ვიცი ძნელია,მესმის შენი. გახსოვს? აქ რომ მოგიყვანეს ჰპირდებოდი, რომ არასდროს მიატოვებდი, არასრდოს დანებდებოდი, ახლა კი მისთვის მხოლოდ მისთვის მაგრად უნდა იდგე, და არაფერს მისცე უფლება დაგარღვევინოს ეს პირობა -მამშვიდებდა თეთრ ხალათიანი გოგონა
-მხოლოდ მისი გულისთვის -უკვე ჩურჩულით ვლაპარაკობდი
რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გამწერეს..მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. გზაში ვიყავი როცა მანქანის ძლიერი სიგნალის ხმა გავიგე, და უცბათ ვიღაც გოგოს მკავებში აღმოვჩნდი
-კარგად ხარ? -ჩემს ირგვლივ ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი
-კარგად ვარ, კარგად -მხოლოდ ეს ვთქვი და გავეცალე იქაურობას..სახლში ავედი დედა და მამა ვნახე,მათ ჩემს დაქალთან ვეგონე ამიტომ ხდირად არ მირეკავდნენ, მერე ჩემს პატარა ძმას ვეხუტებოდი, ის 1 წლისაა, გული რომ ვიჯერე წერილის წერა დავიწყე, ვწერდი და ცრემლები დაუკითხავად მოგორავდნენ სახეზე. ვწერდი, რომ ამერიკაში მივდიოდი, ყველაფერი მოვუყევი წერილში და წავედი..
ფრენის ძალიან მეშინოდა..გვერდით ვიღაც კაცი მომიჯდა,ვთხოვე რომ ადგილი გაეცვალა,ისიც დამთანხმდა..გზაში ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ
-რატომ გადაწყვიტე ამერიკაში წასვლა? -ეს კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო..უკვე ცრემლებმაც დაიწყეს ჩამოგორება-ბოდიში, მგონი არ უნდა მეკითხა
-არაუშავს -მხოლოდ ეს ვთქვი და ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია
----
სასტუმროში შევედი, საწოლზე დავეხეთქე. მარტო ექიმის სიტყვეზე ვფიქრობდი-"შენ მას შეპირდი"
-მე მას შევპირდი -მარტო ამას ვიმეორებდი..როგორ ჩამეძინა არ მახსოვს
დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა,ამდენი ტირილით თავი მისკდებოდა..აქ იმ ტკივილის დასავიწყებლად ჩამოვედი,მე კი პირიქით სულ ის მედგა თვალწინ,და შეუძლებელი იყო იმ ტკივილის გულიდან წაშლა.
გზაზეც უგონოდ გადავდიოდი, არ მეშინიდა იმის,რომ ერთ დღეს შეიძლებოდა მეც ანდრეას მდგომარეობაში ვყოფილიყავი..კვლავ არ ვიშლიდი ასე უაზროდ სიარულს შუა გზაზე, სანამ ვიღაცის მკლავებში ამოვყობდი თავს
-ჰეიი..რას აკეთებ,თავს იკლავ?-მეკითხებოდა გაოცებული ბიჭი..მის ნათქვამზე სიმწრისგან გადავიხარხარე
-ჰოო. თავს ვიკლავ,თავს გესმის?
-სულ გადაირიე?მე რომ არა სად მიდიოდი (ინგლისურად ვლაპარაკობდით ამასაც თუ ლაპარაკი ერქვა)
-მასთან -ახლა უკვე ქართულად ვთქვი,არ მადარდებდა ის, რომ ამერიკაში ვიყავი და ქართულად ათასში ერთი ლაპარაკობდა..მხოლოდ მაშინ შევხედე ამ, ცისფერ თვალებას,რომელსაც გრძელი ყავისფერი თმა ჰქონდა
-გაიმეორე
-რამე ისეთი ვთქვი რომ ვერ გაიგე?
-არარსებობს ქართველი ხარ?-მხოლოდ ახლა გავიაზრე რომ ქართულად მითხრა "გაიმეორე"ო.
-მადლობა რომ გადამარჩინე
-აწი ფრთხილად იარე გზაზე,თორემ სულ გვერდით ვერ გეყოლები -გამიღიმა, მერე უცბათ დასერიოზულდა
-კარგი-გავუღიმე და გზა გავაგრძელე
სამსახური მჭირდებიდა ამიტომ, მუშაობა ჩემს სახლთან ახლოს მდებარე ბარში დავიწყე, მე მევალებოდა, რომ კლიენტებთან სასმელები მიმეტანა.
უკვე 7 თვე გავიდა იმის მერე რაც ჩამოვედი..ძალიან მენატრებოდნენ ჩემები და ის.
მე ჩვეულებრივად ვაგრძელებდი მუშაობას..სანამ ბარში ის ახალგაზრდა შემოვიდა მანქანის ბორბლებს, რომ გადამარჩინა,თავის ძმაკაცებთან ერთად იყო 2ბიჭი იყვნენ..მის დანახვაზე ადგილზე გავქვავდი,გამიკვირდა,ისიც კი ვიფიქრე ხომ არ მითვალთვალევს თქო,მაგრამ ეს ფიქრები წამში გავაქრე
-რას შეუკვეთავთ -ჩვეულებრივი ხმით ვკითხე
-სამი ვისკი -თქვა და ისიც ისევე გაშრა ადგილზე როგორც მე..მათ მივუტანე შეკვეთა და ბარისკენ წავედი
---სანდროს თვალთახედვით:
დავინახე,რომ ახალგაზრდა გოგოს მანქანა უახლოვდებოდა. ის კი არაფერს აკეთებდა, თითქოს ელოდა როდის დაეჯახებოდა მანქანა..მისკენ წავედი და გზის ნაპირისკენ ვკარი ხელი, ის წამში ჩემს მკლავებში აღმოჩნდა.ძალიან ლამაზი იყო,წაბლისფერი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა..არ ვიცი მაშინ რას ვფიქრობდი,უბრალოდ ვხვდებოდი რომ ძალიან მომეწონა ეს გოგო,ისიც ვიფიქრე,რომ შეიძლება ერთ დღე ცუდად დამთავრებულიყო ასე სიარულს თუ არ შეწყვეტდა,ამიტომ უკან გავყევი,ასე გრძელდებოდა დაახლოებით ერთი კვირა, მერე შევეშვი,ისიც უკვე ცოტა ფრთხილად დადიოდა გზებზე..
ძმაკაცებთან ერთად დალევა გადავწყვიტე და ერთ-ერთ ბარში შევედი..ადგილზე გავქვავდი ის რომ დავინახე..მისი წასვლის მერე ბიჭების ღადაობის ატანა მომიწია
-რაა დაგევასა ტოო?(ალექსი)
-ის..ის არის ეეე
-მოიცა ღადაობ? ამ გოგოზე გვიყვები მთელი ეს თვეები -მითხრა ნიკიმ და ცოტა დასერიოზულდნენ
-ესაა -მთელი ემოციები ჩავაქსოვე ამ ერთ სიტყვაში:სიხარული,მონატრება,იმედი,სიყვარული,და კიდე ბევრი რამ
-აუუ ეს უკვე აღარ ხუმრობს(ალექსი)
-აუუ რა ვქნა მითხარით რამე?
-დაპატიჟე ტოო
-შენ სულ გაგიჯდი? არც კი მიცნობს ნორმალურად,მივიდე და ვუთხრა,მინდა რომ სადმე დაგპატიჟო თქო
-არა ბიჭო ეგრე შეაშინებ(ნიკი)
-ცოტა რბილად მიუდექი და ისე უთხარი, ბოლოსდაბოლოს შენთან ვალშია -თქვა ალექსიმ და ტუჩის კუთხეში ჩაეცინა
-ჰოო რავიცი რავიი
---ანასტასიას თვალთახედვით:
აღარა და აღარ მიდიოდნენ ისხდნენ და ჭიქას-ჭიქაზე ცლიდნენ..მერე იცინოდნენ, ხან ჩემსკენ იყურებოდნენ, შევნიშნე როგორ ჩამიკრა თვალი იმ ზე-სიმპატიურმა,მეც საპასუხოდ გავუღიმე. მერე ჩემსკენ წამოვიდა
-გამარჯობა
-რა დამთხვევაა ისევ შენ..
-ჰოო ალბათ ასე უნდა მომხდარიყო
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და უბრალოდ გავუღიმე
-არ გინდა ხვალ სადმე წავიდეთ?
-უკაცრავად?
-რა იყო უბრალოდ გეპატიჟები,ბოლოსდაბოლოს ვალში ხარ
-მეე?
-ჰოო შენ აღარ გახსოვს?
-არავინ გაძალებდა -გამახსენდა რატომ ვიყავი იმ გაუგებრობაში მაშინ და ავფეთქდი, ისევ წარსული გამახსენა
-რავი მაშინ კი კმაყოფილი იყავი და?
-კარგი ჰოო, სად შევხვდეთ?
მისამართი მომცა და წასვლის წინ მითხრა
-ხო მართლა მე სანდრო ვარ
-მე ანასტასია
-კარგი ტასუნა დროებით
-გაგიმეორო სახელი? -ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა ტასუნას მხოლოდ ანდრეა მეძახდა ხოლმე
-კარგი მაშინ ანასტასია იყოს
მეორე დღეც მალე მოვიდა,არ მინდოდა წასვლა მაგრამ შევპირდი..მივედი იმ ადგილზე,ირგვლივ სიმშვიდე იყო,მხლოდ ხეები იდგა აქეთ-იქიდან,შუაში სასეირნო ბილიკი..ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ვიღაც შემეხო
-პრივეტ ტაისა
-ტაისა?
-ჰოო ტაისა
-შეგიძლია ქართულად მელაპარაკო? დიდი ხანია რაც ქართულად არ მილაპარაკია,მომენატრა
-კარგი რა პრობლემაა -და ორივემ ქართულად დავიწყეთ ლაპარაკი
----სანდროს თავლთახედვით:
ვაგრძელებდით ქართულად ლაპარაკს მერე დამაინტერესა საიდან იყო და კითხვები დავუსვი
-მომიყვეი შენზე, რატომ ჩამოხვედი აქ? რამდენი ხანია რაც აქ ხარ? სად ცხოვრობდი საქართველოში? -შევამჩნიე რომ პირველ კითხვაზე თვალები აემღვრა და ძალით იღიმებოდა
-აქ 7 თვე იქნება რაც ჩამოვედი, საქართველოში თბილიში ვცხოვრობდი,მე,დედა,მამა,და ძმა 1 წლის - ერთ ადგილს უყურებდა და თვალს არ აშორებდა ისე მელაპარაკებოდა,ჩაფიქრებულიიყო-აქ რატომ ჩამოვედი მაგის პასუხი..
-კარგი, თუ გინდა არ მითხრა
-ძალიან მიჭირს მაგ საკითხზე ლაპარაკი
-ყველაფერი კარგად იქნება ტაისა
-კარგად იქნება? მეც ეგრე ვფიქრობდი ერთ დროს
ვხვდებოდი, რომ რაღაც ჰქონდა გადატანილი, ამიტომ არაფერი უთხარი, უბრალოდ გულზე მივიკარი და თავზე ნაზად ვკოცნოდი
----ანასტასია
არ ვიცი რა მჭირდა, მასთან თავს კარგად ვგძნობდი, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ მტანჯავდა "მე შენ შეგპირდი", ჩემი სიტყვები მტანჯავდა და არ მაძლევდა საშუალებას, რომ სანდროს დავახლოებოდი, მეგონა,რომ თუ დავუახლოვდებოდი ანდრეას დავივიწყებდი და ეს აზრები მტანჯავდა
-მე მას შევპირდი
-რას შეპირდი?
-რომ არასდროს მივატოვებდი და ბოლომდე ვიბრძოლებდი
-სადაა ახლა ის?
-....
არაფერი მითქვავს, თვალები მაგრად დავხუჭე, რომ ცრემლები არ ჩამოგორებულიყვნენ
-იცი სახლში დამლაგებელი მინდა და ასევე საჭმლების გამკეთებელი, ვიცი,რომ სამსახური გი და და მაგ ბარში მუშაობა ძაან არ გეხატება გულზე, არ გინდა ჩემთან იმუშაო?
-რატომაც არა
-ყოველ დილით მოდი და საქმეს შეუდექი, მე სამსახურში ვიქნები ამიტომ ხელს არავინ შეგიშლის
-მადლობა ყველაფრისთვის.

ახალი კვირიდან უკვე საქმეს შევიდექი, და სამსახურში წავედი,სახლის კარები შევაღე და პირი ღია დამრჩა
-ვაუ რა მაგარი სახლია..რამხელაა, მორჩი ანასტასია სახლსის ყვალიერებას და საქმეს შეუდექი, თუ პირველივე დღეს არ გინდა სამსახური დაკარგო- მეუბნეოდა ჩემი მეორე"მე"..სახლის დალაგებას მოვრჩი და მაგიდაც გავშალე, სანდრო მალევე მოვიდა, ისე ვიყავი გართული საქმეში,რომ ვერც კი შევამჩნიე, როგორ მიყურებდა
-ვაუ, საჭმლის მზადება გცოდნია
ისე შემეშინდა თეფშები ხელიდან გამივარდა
-რა იყო? ასე ქურდივით რატო იპარები სახლში გული გამისკდა-დაბლა დავიხარე რომ ნამსხვრევები ამეკრიფა, მაგრამ ბედი არ გინდა? მთლიანი ხელი გადავიჭერი, სისხლის დანახვაზე უკვე გონებას ვკარგავდი
-ჰეი პატარავ, უბრალო ჭრილობაა, კარგად ხარ? ფერი აღარ გადევს,ტაისა გესმის?
-კარგად ვარ კარგად
-მოდი აქ დაჯექი ხელს შეგიხვევ და ამას მე მივხედავ
-არაფერია უბრალოდ ჭრილობა-ვიმეორებდი ჩუმად და ვცდილობდი გონება არ დამეკარგა, არ ვიცი რა ხდებოდა სისხლის არასდროს მეშინოდა, ალბათ ის მომენტები გამახსენდა როცა ჩემი მარტო ჩემი ბიჭი, ტასუნას ბიჭი გაქრა
-ჰოო უბრალოდ ჭრილობაა-მამშვიდებდა სანდრო არადა მან არც კი იცოდა ამ ჭრილობის უკან რამდენი სევდა და ტანჯვა იმალებოდა
-მგონი ჩემი წასვლის დროა
-ტაისა-გამოსვლას ვაპირებდი მისმა ხელებმა რომ გამაჩერეს
-რამე მოხდა?
-დარჩი?
-არ შემიძლია
-ასე ვერ გაგიშვებ, ცუდათ ხარ
-არ ვარ ცუდათ
-სახეზე ფერი არ გადევს, თან უკვე გვიანია,ძალიან დაღამდა
-კარგი რაა, არ მინდა შეგაწუხო
-რა შემაწუხო გოგო, წამოდი-მეორე სართულზე ამიყვანა-აქ შენი ოთახია,აქ კი ჩემი -გვერდითა ოთახზე მანიშნა-ნუ გეშინია არ ვიკბინები
-კარგი,მადლობა
-ადი ახლა და დაიძინე უკვე გვიანია
-არ მეძინება, მიჩვეული ვარ ღამეების გათენებას-იმ ავარიის მერე მშვიდად აღარ მძინავს ღამე მეღვიძება და ვეღარ ვიძინებ,თითქმის ყოველ ღამე ასე ხდება უკვე მივეჩვიე,მაგრამ ამას სანდროს ვერ ვეტყოდი და მოკლედ მოვუჭერი პასუხი
-კარგი, მაშინ მე წავალ კაი? და ძალიან გვიანობამდე არ გაჩერდრ
-დედასავით ლაპარაკობ -ვთქვი და გამეღიმა, თან ცოტა მოვიწყინე
-აუუ კაი რაა, მოწყენები არ გვინდა ახლა..აბა გაიღიმე,ჩემი ხათრით
-მის საქციელზე მეცინებოდა და გიჟივით ვიცინოდი
-აიი ასე როგორ გიხდება სიცილი
-კარგი ხანია ასე არ გამიცინია
-მიხარია თუ შევძელი შენი გამხიარულება
ის მაღლა ავიდა მე კი გარეთ გავედი
---- სანდრო
შუა ღამე გამეღვიძა და აივანზე გავდიოდი, უცბათ ლაპარაკის ხმა გავიგე, ფანჯრიდან გავიხედე და ტაისა მოაჯირზე იჯდა, ქუჩებს გადაჰყურებდა
-მე შენ შეგპირდი პატარავ-ელაპარაკებოდა ვიღაცას
-ლამაზია არა? -მასთან ახლოს მივედი..შიშისგან ლამის გადავარდა
-შენ კიდე ვერ გაიგე,რომ ჩუმად არ უნდა მომიახლოვდე?
-ბოდიში თუ შეგაშინე, ისე აქ რატომ ზიხარ? არ გადავარდე, შენ რაა მართლა ს ხო არ აპირებ-გამეცინა
-თუ დავაპირებ შენ გაგაგებინებ აუცილებლად-ისიც ამყვა სიცილში
-რა გჭირს ტაისა?ღამე არ გეძინება და შუა ღამე მოაჯირზე ზიხარ ფიქრებში ხარ გართული
თან შენ თავს ელაპარაკები..კარგად ხარ?
-იცი?კარგად კარგი ხანია არ ვყოფილვარ სანდრო
-არ გინდა მომიყვე?-საპასუხოდ არაფერი მითხრა..არც დამიძალებია,ოდესღაც თვითონ მომიყვებოდა ამას
-კარგი მაშინ მე წავალ და მართლა არ გადავარდე ჩამოდი რაა-ვეხვეწებოდი,რაზეც მან მხოლოდ გამიღიმა და თავის ოთახში შევიდა
დილით ადრე გამეღვიძა, ტაისას ოთახის გარები შევაღე და ისე მშვიდა ეძინა..ახლოს მივედი და მაშინ შევამჩნიე ჩამოგორებული ცრემლი,რომელიც მარჯვენა ხელით შევუმშრალე...უცბათ ხელი მომკიდა,მაგრამ თვალები არ გაუხელია
-"მე შენ შეგპირდი",არ წახვიდე,გთხოვ,ხელი არ გამიშვა,გთხოვ ანდრე,ანდრე-იმეორებდა ამას დაუსრულებლად,თუთქოს დაზეპირებული აქვსო
-ტაისა აქ ვარ,გაიღვიძე, ტაისა,შენთან ვარ-ვცდილობდი მის გაღვიძებას,და გაიღვიძა კიდეც..ჩემს დანახვაზე უცბად წამიფრინდა
-ტაისა აქ ვარ დამშვიდდი
-ცუდი სიზმარი ვნახე-გულ-ამოვარდნილი ძლივს ლაპარაკობდა
-ყველაფერი კარგადაა ტაისა

---ანასტასია
დაბლა ჩავედით და საჭმლის გაკეთებას შევუდექი..უცბად სანდროს ხმა გავიგე
-ტაისა
-გისმენ
-ანდრე ვინაა?
-რაა? საიდან იცი მაგის სახელი?
-მთელი ღამე მაგის სახელს გაიძახოდი
-აამმ..მეე...ისაა..არავინ ისეთი
მას აღარაფერი უთქვია,ვხვდებოდი,როგორ აინტერესებდა ყველაფეტი მაგრამ არ მაძალებდა,რომ მომეყოლა,მეც ჩუმად ვიყავი და არავის არაფერს ვუყვებოდი
....
დიდი დრო გავიდა უკვე 1 წელზე მეტია რაც ამერიკაში ვარ,ახალი მეგობრებიც გავიჩინე..საუკეთესო მეგობარს მიკა ერქვა..ერთ დღეს ბავშვები კონცერტზე წავედით(მე,მიკა,ნიკი,ალექსი,დასანდრო)კონცერტიდან საჭესთან ნიკი დაჯდა, და ძალიანსწრაფად დაყავდა მანქანა,ან მე მეჩვენებოდა ასე
-გთხოვ ნელა ატარე-ვეხვეწებოდი და ფანჯარას თვალს არ ვაშორებდი
-შენ რა გეშინია ტოო?
-ბიჭო რო გითხრა გაიგე-შეუბღვირა სანდრომ
-კაი ჰოო რა იყო
სახლამდე მშვიდობით მივედით..მიკას ვთხოვე ჩემთან დარჩენილიყო და ისიც დარჩა
-რამე კინოს ვუყუროთ რაა..
-ჰოო ვუყუროთ-თავი დავუქნიე
-ჟანრი?
-დრამა
-რა იყო ტირილი მოგენატრა?
იცინოდა მიკა
-ჰოო აბა..მე რომ ტირილი მომენატრება
მოკლედ კინოც ავარჩიეთ მაგრამ მე შუა კინოს დროს ჩამეძინა..როცა გავიღვიძე მე და მიკას დივანზე გვეძინა..მას,რომ შევხედე ვიფიქრე,როგორც ჩანს ვიღაცას ბევრი უტირია თქო
-გაიღვიძე მიკა გათენდა-თავზე დავახტი ქაჯივით და მის გაღვიძებას ვცდილობდი,შედეგად კი ბალიშიც მივიღე თავში
-აუუ მოიცა რა ცოტა ხანიც
-ადექი რაა მშია
-მერე ჭამე
-აუუ,ვიღაცას ცივი წყალი მოენატრა მგონი
-კაი ჰოო ვდგები -ფეხზე წამოხტა
ჭამასაც მოვრჩით,მერე ისევ დივანზე დავჯექით და ყავას ვსვავდით
-აბა რა ხდება შენს და სანდროს შორის-უცბად წამოიძახა მიკამ და ტუჩის კუთხეში გაეცინა
-რა?რა უნდა ხდებოდეს?
-კაი რაა..თავს ნუ ისულელებ..გუშინ როგორ გიყურებდა ვერ დაინახე?
-მიყუროს,ყურებას არავის ვუშლი
-ტასო რა გჭირს შენ?
-რა მჭირს-არ ვჩერდებოდი
-ნუ მასხარაობ რა..შენც კარგად იცი,რომ სანდროს მოსწონხარ და მგონი არც შენ ხარ გულგრილი მის მიმართ
ამაზე ყავა გადამცდა და ხველა ავტეხე
-კარგი რა იყო?ისეთი არაფერი მითქვავს
-გოგო ნუ მაგიჟებ..საიდან მოიტანე ეგ?
-საიდან და იქიდან..ახლა არ თქვა არ ხარ მართალიო-გულის სიღრმეში მართალიც იყო,მაგრამ ტასუნა "შენ მას შევპირდი"
-წამოდი ექიმთან უნდა
წაგიყვანო
-რის ექიმთან?მშვენივრად ვგრძნობ თავს
-ტვინის ექიმთან..ეგეთი წვეტიანი აზრები რომ გაწუხებს
-აუუ რა კარგად გამაცინე
დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა თუ ერთ-ორ შემთხვევას არ ჩავთვლით.
ერთი თვეც გადავაგორე, ამერიკაშიც დავუახლოვი ხალხს, ახალი მეგობრებიც გავიჩინე, მაგრამ ველი სულ სხვა იყო..მენატრებოდა ყველა და ყველაფერი საქართველოში..
დილით ტელფონზე დამირეკეს სანდრო იყო
-ტაისა,დღეს გცალია
-კი რა ხდება?
-გახსოვს პირვლად, რომ შეგხვდი იმ ადგილზე მოდი რაა
-კაი მოვალ-გამიკვირდა რა უნდოდა მაგრამ მაინც წავედი
-ტაისა
-გისმენ სანდრო
-რაღაც უნდა გითხრა
-რა იყო?ხო მშვიდობაა?
-ტაისა დიდი ხანი არაა რაც გიცნობ 1 წელზე მეტია, მაგრამ ძალიან დაგიახლოვდი,ტაისა არ გეგონოს რომ სწაფად მივიღე ეს გადაწყვეტილება,არაა დაუფიქრებელი ნათქვამი,არც ბავშურად უცბათ წამოსროლული სიტყვაა, ტაისა, ძალიან მიყვარხარ ტაისა
რაო?რა თქვა?მიყვარხარო?აი ამდროს კი უკვე მიბნელდებოდა თვალებში, მაგრამ მალევე მოვედი გონს
-არა ასე არ უნდა მომხდარიყო
-რას გულისხმობ?
-არა არ შემიძლია "მე მას შევპირდი"-ვიმეორებდი ჩუმად-
ტასო "შენ მას შეჰპირდი" გახსოვს?
-ტაისა შეგიძლია ეხლა მაინც ამიხსნა რა ხდება? უკვე იმდენჯერ იმეორებ მაგ ფრაზას მე დავიზეპირე
-მაპატიე, მე არ შემიძლია
-დაფიქრდი კარგი?

----სანდრო
ტაისასგან წამოვედი,სახლში მისვლა არ მინდოდა საშინელი ამინდი იყო..წვიმდა..მიკასთან გადავწყვიტე ასვლა, მეგონა, რომ მას ყველაფერი ეცოდინებოდა ტაისას შესახებ..კარებზე ისე ვაბრახუნებდი ლამის ჩამოვიღე..უკვე გვიანი იყო..მიკამაც არ დააგვიანა გამოხედვა,არ მელოდა
-მიკა, საქმე მაქვს
-არ შემოხვალ?
სახლში შევედი
-მიკა რა სჭირს ტაისას, შენ მაინც მითხარი..ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გამირბის და თავს მარიდებს -ყველაფერი მოვუყევი იმ ფრაზაზეც ვუთხარი რომელსაც გამუდმებით იმეორებდა
-ჩემთან მაგის გასაგებად თუ მოხვედი, არამგონია კარგი იდეა იყოს, ის არაფერს მიყვება..მის შესახებ მარტო ის ვიცი რომ წვიმის და გრუხუნის ეშინია..წვიმაში გარეთ საერთოდ არ გადის და სახლში იკეტება..ეხლაც წარმომიდგენია როგორაა მოფუზული დივანზე ან მოაჯირზე ზის ჩაფიქრებული
-კარგი-რაღაც მაინც გავიგე
მიკასგან წამოვედი და სასწრაფოდ ტაისასთან მივედი..კარებს არავინ მიღებდა..კარები ღია იყო, ამიტომ პირდაპირ შევედი..ტაისა დივანზე იყო კატასავით მოკუნტული და პლედში გახვეული..მასთან მივედი სულ კანკალებდა
-მე შენთან ვარ ტაისა
-გთხოვ წადი აქედან
-ტაისა სანამ არ მომიყვები არსად წამსვლელი არ ვარ
-კარგი მაშინ იჯექი
-ტაისა მისმინე..რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის მოგისმენ..რაც არ უნდა მოხდეს,არასდროს მიგატოვებ ტაისა გესმის?
-ისეთ რამეს ნუ მპირდები რასაც ვერ შეასრულებ -მისი სიტყვები გულზე ძალიან მომხვდა -მე ყველაფერს მოგიყვები მზად, რომ ვიქნები
-რითი ვერ დადგა ეგ დრო ტაისა?კიდევ რამდენი ხანი გელოდო ტაისა?რამდენ ხანში იქნები მზად?
-მალე-მხოლოდ ეს თქვა და ლოყაზე მსუბუქად მაკოცა

--- ანასტასია
სანდრო წავიდა და ისევ დავუბრუნდი ჩემს მდგომარეობას..კატასავით ოთხად მოვიკეცე დივანზე..ტელეფონზე მესიჯი მოვიდა
-"მე ყოველთვის მზად ვარ მოსასმენად ტაისა"
პასუხად არაფერი მიმიწერია ტელეფონზე ჩახუტებულს ჩამეძინა..დილით ჩვეულებრივად სანდროსთან უნდა წავსულიყავი,მაგრამ თავი მისკდებოდა,თვალები დასიებული და ჩაწითლებული მქონდა,ასეთ მდგომარეობაში ვინმეს,რომ ვენახე უეჭველი იფიქრებდა რამე მოწიაო..
კვირები გადიოდა სანდრო კი არ ჩანდა აღარც მირეკავდა,ცოტა არ იყოს მაკლდა მისი ყურადღება
სახლშიც ვერ ვისვენებდი,ამიტომ აუზზე წასვლა გადავწყვიტე, ეს ერთადერთი გზაა რასაც ხასიათზე მოვყავარ.
ვისეირნე კიდეც.
სახლისკენ მივდიოდი,ტელეფონზე რომ დამირეკეს
-ანასტასია დადიანი ბრძანდებით?
-დი..ახხხ -ხმის კანკალით ვთქვი, ეს სანდროს ნომერი იყო
-ქალბატონი ანასტასია,სანდროს ტელეფონში თქვენი ნომერი ვნახეთ..ბოლოს თქვენთან ჰქონდა დარეკილი ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენთვის დაგვერეკა
-რა ხდება მეტყვით ბოლოს-დაბოლოს
-2 დღის წინ, სანდრო სავადმყოფოში მოიყვანეს, მძიმე ავარ...
-სად არის სანდრო?
სავადმყოფოს მისამართი მითხრეს..არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი სავადმყოფოს კარებთან, მაგრამ ფაქტია, ძალიან მალე მივედი
-სანდრო..სანდრო არევაძე- ხმა წასული ვეუბნეოდი მისაღებში მდგარ გოგონას
-მეორე სართული.. პალატა მიმასწავლა გოგომ მეც არ დავაყოვნე გაქცევა..წამში მის პალატასთან აღმოვჩნდი, მაგრამ ახლა ამ ექიმებს უნდა დავუსხლტე ხელიდან,რომლებიც არ მაძლევდნენ პალატაში შესვლის ნებას
-გთხოვთ სულ ცოტა ხანი
-ის მძიმედაა..ვერ შეძლებთ მის ნახვას
ბევრი ჭიდაობის მიუხედავად მაინც ვერ შევედი მასთან..დღეები გადიოდა პირველ დღეს მეორე ცვლიდა..აიი უკვე კვირებსაც ვითვლიდი..3 კვირა გავიდა რაც საავადმყოფოს კარს არ მოვშორებულვარ,მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტანდი იქაურობას..მისი ძმაკაცებიც იქ იყვნენ და მიკაც, რომელიც სულ გვერდში მედგა..აიი გამოჩნდა თეთრ-ხალათიანი კაციც, საშინელი გრძნობა მეუფლებოდა მათი დანახვისას..ყველა მას მივცვივდით იმ იმედით,რომ კარგ ამბავს გვეტყოდა
-სამწუხაროდ..
-არა ეს არ მოხდება -ჩუმად ვამბობდი მაგრამ გასაგებად
-სამწუხაროდდ, ჩვენ მეტს ვეღარაფერს გავაკეთებთ..თქვენი თანხმობა გვინდა,რომ აპარატიდან გამოვრთოთ..უკვე აზრი აღარ აქვს
-არაა..რადაც არ უნდა დამიჯდეს მას არ გამორთავთ გესმის?-ღრიალებდა ნიკი
ძალა მეცლებოდა კედელთან ჩავიმუხლე ალექსის გვერდით..ძალა გამოცლილს ტირილის თავიც არ მქონდა..ცრემლები მოგორავდნენ, სულ ერთი და იგივე ფრაზას ვიმეორებდი
-შენ მე შემპირდი, გახსოვს?უფლება არ გაქვს ასე მომექცე..-ვხვდებოდი,რომ ჩემში ლომმა,ლეოპარდმა,ავაზამ გაიღვიძა,რომელიც ყველაფერს ამტვრევდა და ღრიალებდა
-შემიშვით სულ ცოტა ხანი შემიშვით..გპირდებით ის გაიღვიძებს
-სხვა გზა აღარ გვაქვს, მაგრამ ცოტა ხანი
როგორც იქნა ძლივს შევაღწიე პალატამდე მისი სახის დანახვამ ადგილზე გამყინა,აი ამ დროს კი ძველმა მოგონებებმა გაიღვიძეს ჩემში
-ჰეიი,,პატარავ -სკამზე ჩამოვჯექი და მისი ხელი ჩემს ხელებში მოვიქციე -ასე ნუ მომექცევი..ხომ იცი ამის გადატანის ძალა აღარ მაქვს, მაგრამ შენ საიდან უნდა იცოდე მე ხომ, სიტყვასაც არ გეუბნეოდი ანდრეის შესახებ..იცი?მანაც შენს მსგავსად მიმატოვა ერთ დროს..მაგრამ მე მას შევპირდი,რომ ვიბრძოლებდი,ბოლომდე ვიბრძოლებდი და ხელებს არ ჩამოვუშვებდი,რადაც არ უნდა დამჯდომოდა..გახსოვს? შენც შემპირდი,რომ რაც არ უნდა მომხდარიყო არ მიმატოვებდი,"შენ მას შეპირდი" შენს ტაისას შეპირდი..მას კი აღარ აქვს მეტი ძალა,ამას ვეღარ გაუძლებს..ასე მოქცევის უფლება არ გაქვს გესმის? -მლაშე სითხე სახეზე დაუკითხავად მოგორავდნენ და მის ხელს ეცემოდა თითოეული ცრემლი..თითოეული ცრემლის დავარდნის შემდეგ ვგრძნობდი,რომ ხელს მიჭერდა, შემდეგ ისევ ეცლებოდა ძალა -თუ ჩემი გესმის გთხოვ აქ არ დამტოვო, არ მიმატოვო და დაიმახსოვრე "შენ მას შეპირდი" შენს ტაისას შეჰპირდი -ბოლოს მისკენ დავიხარე შებლზე ნაზად ვაკოცე, ცრემლები შევიმშრალე და გავედი..მახსოვდა ის მომენტი ხელს,რომ მიჭერდა, ამიტომ იმედი უფრო მომეცა..მაგრამ ეს იმედიც მალევე ქრებოდა,როცა არანაირი შედეგი არ ჰქონდა..ის ისევ იმ მდგომარეობაში იყო..აიი კიდევ ერთხელ დავინახეთ ხალათიანი ექიმი..მაგრამ,მან იგივე გაიმეორა რაც წინაზე
-არა..მას ჩემი ესმოდა, ხელს მიჭერდა რომ ველაპარაკებოდი..ის არ დამტოვებს..ვიცი,რომ არ დამტოვებს,ხელს მიჭერდა გესმით?-ვცდილობდი ექიმისთვის ამეხსნა მაგრამ უშედეგოდ
-გოგონა მოგეჩვენათ, იცის ხოლმე ამ დროს მსგავსი რამეები
-იყო დრო როცა მელანდებოდა, ეგ დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ ახლა,არაფერი მეჩვენება..ზუსტად ისე იყო როგორც აგიხსენით -არ ვიცი საიდან მოვიკრიბე ამის თქმის ძალა,მაგრამ მაინც არავინ მიჯერებდა..გვრედით მიკა მომიდგა, ხელები მხარზე დამადო და გვერდით გამიყვანა, მანიშნა რომ უნდა დავმშვიდებულიყავი..ახლა მივხვდი, რომ არც მას სჯეროდა ჩემი..იქვე კედელთან საწყლად მოფუზული ნიკი დავინახე,თავი ცელებში ჰქონდა ჩარგული..მასთნ მივედი, გვერდიდ მივიჯექი..თავი დავადე და ვუმეორებდი
-ყველაფერი კარგად იქნება, გესმის?
-შენ გჯერა მაგის?
-აქამდე არ მჯეროდა მაგრამ,ეხლა უნდა დავიჯეროთ,სხვა გზა არ გვაქვს, არ გვაქვს უფლება ასე ხელებ ჩამოყრილები ვიჯდეთ
ვხვდებოდი, რომ ჩემი სიტყვებში ეჭვი უკვე, მეც მეპარებოდა..როცა თეთრ-ხალათიანი კაცი დავინახე მისკენ არ წავსულვარ..მივხვდი,რომ აზრი აღარ ჰქონდა, ის მაინც იგივეს იტყოდა..მთელი ძალა მოვიკრიბე, რომ პალატაში შვსულიყავი..ფეხზე ძლივს ვიდექი..როგორც ყოველთვის გვერდით მივუჯექი გარედან საშინელი ხმები შემოდიოდა ნიკის ღრიალი, ალექსის მოთქმა, მაგრამ არაფერს მივეცი უფლება ხელი შეეშალა ჩემს და სანდროს საუბარში
-სანდრო ექიმები ამბობენ, რომ აზრი აღარ აქვს..მეტს ვეღარაფერს იზავენ..ახლა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, მე დამტოვებ აქ მარტო თუ ჩემთან ერთად იქნები სულ, როგორც შემპირდი კიდეც..ყველაფერს მოგიყვები ოღონდ თვალები გაახილე..მომენატრა შენი ცისფერი თვალების დანახვა..შენი ღიმილის ყურება..და შენი მზრუნველობა..მეტს მართლა ვეღარ გადავიტან..ზოგჯერ ვფიქრობ რა დავაშავე, ძალა აღარ მაქვს გესმის? -ყურჩი ვუჩურჩულებდი, ლაპარაკის თავიც არ მქონდა, ცალი ხელით თავზე ვეფერებოდი, ცალი ცელით მისი ხელი მეკავა, ზოგჯერ ლაპარაკის დროს სახეს ვუკოცნიდი..მზარავდა იმის გაფიქრენა რომ შეიძლენოდა ეს ბოლო კოცნა,მოფერება,და საუბარი ყოფილიყო -სანდრო ჩემი თუ გესმის გთხოვ, გემუდარები აქ არ დამტოვო, არ წახვიდე, გახსოვდეს შენი წასვლით მეც მომკლავ..მერე ვინ გადამარჩენს შუა გზაზე მანქანის ბორბლებისგან, შენ, რომ აღარ იქნები? სანდრო ხმა გამეცი გთხოვ, ცუდად ვარ -ვემუდარებოდი, რომ თვალები გაეხილა, უკვე იმდები გადაწურული მქონდა..პალატას ვტოვებდი ექიმები რომ შემოვიდნენ
-არარსებობსს -წამოიყვირა ერთ-ერთმა ექიმმა
-რა ხდება? -ინტერესით მივაჩერდი ექიმს
-ის გონზე მოდის
-რრ..რაა.. თქვით
-გოგონა ის გონზე მოდის -მხოლოდ მაშინ შევნიშნე კარდიოგრამის ხაზებმა, როგორ მოუხშირეს ფეთქვას, მაშინვე სანდროსკენ წავედი, მაგრამ ახლაც ექიმის მკლავებში აღმოვჩნდი
-თქვენი გასვლის დროა, გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება
პალატიდან გავედი, ნიკი ისევ იმ მდგომარეობაში იჯდა. მასთან მივედი ჩავიმუხლე..ხელი მხარზე დავადე და ყურში ჩავჩურჩულე
-ყველაფერი კარგად იქნება ნიკ
-უკვე 1 თვეზე მეტია ეგ სიტყვები მესმის ტასო
-არა ნიკ, ყველაფერი კარგად არის
-მაგას ექიმები გვეტყვიან, თუ ეგრე იქნება
-აიი ნახავ მალე გვეტყვიან ექიმები მაგას
პასუხად არაფერი უთქვავს, უბრალოდ გამიღიმა და თავი მხარზე დამადო..მე იმედიანად ვიყავი, მაგრამ ამათ ვერ ვაჯერებდი, რომ კარგად იქნებოდა ყველაფერი, სანამ ექიმი არ დაინახეს
-მდგომარეობა გაუმჯობესდა, პაციენტი გონს მოდის. 1 თვის მერე შეძლო პაციენტმა გონზე მოსვლა -ექიმი ჩემსკენ წამოვიდა -არ ვიცი რა ელაპარაკე მას, მაგრამ იცოდე მისთვის შენ ხარ ყველა'ფერი
-იცით? ის მე შემპირდა, მან კი პირობა შეასრულა, მე მგავს, თუ შეპირდა აუცილებლად ასრულებს -ექიმს გავუღიმე და პალატის ფანჯარასთან მივედი, საიდანაც სანდრო ჩანდა, მიკა მოვიდა და ხელი მხარზე დამადო
-ტასო ასეთ მდგომარეობაში, რომ დაგინახოს შეეშინდება, მთელი ერთი თვეა არაფერი გიჭამია, ძალიან დასუსტდი -მან დაბლა სასადილოში წამიყვანა, ბიჭები სანდროსთან დარჩნენ..მეც მალევე ავედი მათთან.. კიდე მინდოდა სანდროსთან ლაპარაკი, ახლა კი ყველა შეგვიშვეს პალატაში..მიკა ფანჯარასთან მივიდა ალექსიც გვერდით მიუდგა..ნიკი კი ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა..მე პირობას არ ვარღვევდი და მის გვერძე დავჯექი..ხელებს ისე ვუჭერდი თითქოს მეშინოდა სადმე არ წასულიყო
-მე ისევ აქ ვარ..შენს გვერდით..შენ პირობა შეასრულე,შენ იმაზე ძლიერი აღმოჩნდი ვიდრე მეგონა..შენ არ დამტოვე..ისევე, როგორც მე არ დავტოვე ჩემი ოჯახი 2 წლის წინ..როგორ მინდა გითხრა მიყვარხარ მაგრამ მხოლოდ ერთი რამ მაკავებს "მე მას შევპირდი"..რომ გაიღვუხებ ყველაფერს მოგიყვრბი უკვე დროა სან..-წამოსვლას ვაპირებდი როცა ძლიერმა ხელებმა გამაჩერეს..უკან მივიხედე იმ იმედით,რომ სანდროს გაღვიძებულს ვნახავდი, მაგრამ სანდროს კვლავ ეძინა,ტუჩებს ამოძრავებდა, რაღაცის თქმა უნდოდა, სიხარული,მონატრება, გულის ტკივილი ვიგრძენი, მისკენ დავიხარე შებლზე ნაზად ვაკოცე და ვბრუნდებოდი როცა..
-არ წახვიდე, არ დამტოვო, ტაისა, გთხოვ არ დამტოვო
-შენ..შენ გაიღვიძე..
ყველა სანდროს თავთან მოგროვდნენ ექიმებიც შემოვიდნენ..
-რა მოხდა აქ რატომ ვარ?
-შენ რა არაფერი არ გახსოვს?
-დამშვიდდით,მას მხოლოდ ის მომენტი არ ახსოვს
....
სანდრო სახლში გამოწერეს 1 თვეზე მეტი ვემუდარებოდი, რომ თვალები გაეხილა, და მანაც შემისტულა პირობა,მარტო არ დამტოვა..მისი გამოჯანმრთელება უნდა აგვეღნიშნა..ბავშვებმა ბარში გადავწყვიტეთ წასვლა..საკმაოდ ბევრი დავლოეთ..უცბად ჩემი ტელეფონი აზუზუნდა
-გისმენთ
-ანასტასია -ვიღაცის ხმა გავიგე, ამ დროს რა ვიგრძენი?
გული გასკდომას მქონდა, ყელში ასე მეგონა დიდი მორი გადავყლაპეო, თაბრუს ხვევა,თვალებში დაბნელება კიდე ბევრი რამე
-მაშო?
-ტასუნა, ჰოო მე ვარ ..მაშო
-მაშო, შენ საიდან გაიგე
-ძალიან მინდოდა შენთან დაკავშირება, ყველანაირად ვცადე ნომრის პოვნა და ვიპოვე კიდეც..ტასუნა გინდა გაგახარო?
-როგორ მომენატრე ჩემო პატარა ნეტა იცოდე, ძალიან მენატრებით ყველა
-ვიცი ტასუნა..იცი? მალე ქორწილი მაქვს, გახსოვს? გპირდებოდი რომ ხელისმომკიდე შენ უნდა იყო თქო..ხო ჩამოხვალ ტასუნა
-ჩემი მაშო, ისევ ძველი მაშო..როგორ მიჭირს იცი მანდეთ წამოსვლა? რამდენჯერ ვიფიქრე უკან წამოსვლაზე, მაგრამ ვერ მოვდიოდი
-ტასო ხომ ჩამოხვალ? გთხოვ?
-გპირდები აუცილებლად ჩამოვალ -ყველაფრის მიუხედავად უბდა ჩავსულიყავი მე ხომ ანასტასია ვარ. გოგო, რომელიც სიტყვას ყოველთვის ასრულებს
იმ ღამეს ბარიდან წამოვედით არ მინდოდა სახლში წასვლა, მაგრამ სანდრო მთხოვდა,რომ სახლში ავსულიყავი და დამესვენა
-ვერ ავალ სახლში, ცოტა ხანი გარეთ ვიქნები ვისეირნებ ჰაერზე და მერე ავალ
-მაშინ მეც შენთან ერთად ვიქნები
-კარგი -გზა გავაგრძელეთ ბოლოს, ისევ იმ ადგილს მივადექით სადაც სანდრომ სიყვარული ამიხსნა..ვიჯექით, უბრალოდ ვიჯექით და ხმას არც ერთი ვიღებდით..ეს სიჩუმე მე დავარღვიე
-იცი? ჩემი საუკეთესო მეგობარი თხოვდება. საქართველოში უნდა გავფრინდე
-ვაა რა მაგარია, რამდენ ხანში დაბრუნდები?
-არ ვიცი -ეს რომ ვთქვი ცოტა მოვიწყინეთ- არ გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე? ძალიან მიჭირს იქ ჩასვლა,მგონია, რომ ჩემთან თუ იქნები ყველაფერს შევძლებ
-რა თქმა უნდა პატარავ
-სანდრო..მგონი დროა ყველაფერი იცოდე
-თუ არ გინდა შეგიძლია არ მომიყვე
-არა. ეს მაინც უნდა მოგიყვე ოდესღაც -დავიწყე მოყოლა ის ჩემთან ახლოს მოიწია და მიმიხუტა მე ვაგრძელებდი მოყოლას -17 წლის ვიყავი, ცურვაზე დავდიოდი,იქ გავიცანი, ძალიან ლამაზი იყო,მუქი შავი თვალები ჰქონდა,ეს თვალები შემიყვარდა,დავახლოვდით, 20 წლის,რომ გავხდი ქორწილიც უნდა გვქონოდა,3 წელი ვიყავით ერთად.იმ დღეს როცა ხელი მთხოვა, კონცერტზე წავედით,ჩემი საყვარელი მომღერალი იყო, დიდი ხანი ვიყავით სახლსში გვიან ვბრუნდებოდით, წვიმა იყო, ისეთი წვიმა ვერაფერს გაარჩევდი,საშინლად გრუხუნებდა,ჩვენ ჩვენს სტიქიაში ვიყავით, მანქანაშიც მუსიკები ბოლო ხმაზე, ანდრეს მანქანა ძალიან სწრაფად მიპყავდა,მერე..
-მერე რა მოხდა
-მერე მოხდა ის რაც დღემდე მტანჯავს -მან უფრო მიმიკრა გულში..თავზე მეფერებოდა..არ მახსოვს სახლამდე როგორ მივედი..
...
სანდროც მიმყავდა საქართველოში ისიც ამდენი წლის მერე პირვლად მიდიოდა სამშობლოში..მთელი გზა მეფიქრებოდა ანდრეზე, მისი ბოლო მოფერებაც კი მახსოვს მისი ბოლო სიტყვებიც..თვუთმფრინავმაც დაიწყო დაბლა დაშვება..და აიი დავაბიჯე საქართველოს მიწაზე..ძალიან მენატრებოდა აქურობა..არავინ იცოდა, რომ ჩამოვდიოდი..ყველაზე მეტად ჩემი პატარა ძმის ნახვა მინდოდა უკვე 2 წელზე მეტია რაც არ მენახა..ამიტომ პირველი ჩემს ოჯახში გადავწყვიტე მისვლა..კარებზე ფრთხილად დავაზარუნე, უკვე წარმოვიდგინე დედას რეაქცია ჩემს დანახვაზე..და აი ისიც
-ტასო? ტასუნა, ანასტასი -დედა ჩემს სახელს იმეორებდა და მთელი ძალით მიკრავდა გულში
-დეე საბა სადაა? (ძმა)
-ძინავს დეე, როგორ მომენატრე -მის ხმაში მთელი ემოციები ვიგრძენი..არ მიფიქრია იმაზე, რომ საბას, რომ გავაღვიძებდი ტირილს დაიწყებდა და მერე მე მომიწევდა მისი დამშვიდება
-ჩემი საბუნა, ჩემი ბიჭი..რამხელა გაზრდილა -როგირც ვთქვი მისი გაღვიძება შევძელი,თვალებს ძლივს ახელდა -როგორ მომენატრა შენი წვალება პატარავ
-დეე ეშ ის ალის? სენ ლომ მიკვებოდი ქოლმე -საყვარლად ტიტინი დაიწყო საბამ,მივხვდი რომ დრდა ჩემზე უყვებოდა ხოლმე
-ქოო მე ვარ საყვარელო ის მე ვარ
დედას და მამას სანდრო გავაცანი..მერე მეგობრებთან წავედით სამივე ადგილზე იყვნენ:მაშო, ტიტე, რეზი..სულ ერთად ვიყავით ხოლმე,მაგრამ მერე მე რა ვქენი?მე ისინი მივატოვე, მაგრამ ახლა ისევ მათთან ვარ. მაშოსთან მივედი,ვიცოდი,რომ ძველებურად ყველა იქ იქნებოდა..კარებზე დავაკაკუნე და მაშოს სახე არ ამოვივა თვალებიდან
-ტასუნააა -ბოლო ხმაზე დაიყვირა, რაზეც ბიჭებიც კი გარეთ გამოცვივდნენ
-ანასტასია? -ორუვემ წრთ ხნაზე თქვეს
-ჰოო მე აქ ვარ? რა იყოთ რა გაყვირებთ, ასე დავყრუვდები -მათთან ერთად სიცილი მომენატრა და ეს მონატრებაც ამოვინაზღაურე..იმდენი ვიცინეთ, სიცილისგან უკვე ვხოხავდით. სანადროც გავაცანი. მერე ბიჭები მარტო დავტოვეთ და მე და მაშო სამზარეულოში შევედით
-ერთი ამას უყურეთ, ჯერ წავიდა და არც კი გავხსენებივართ აქ არცერთი, და კიდე რას მიმალავდა
-მაშოო..გეყოს..არაფერს გიმალავდი მეც არ ვიცი რა მჭირს, მასთან თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მიჭირს ხვდები?ასე მგონია, რომ თუ მას შევიყვარებ ამით ანდრეს დავივიწყებ
-ჩემი ბატი ტასო ხარ შენ, უკვე 22 წლის ხარ გოგო რა გჭირს -ჩემსკენ მოისწია და ჩამიხუტა
-სანდროს მოვუყევი მის შესახებ. მაგრამ ყველაფერი არ მითქვავს
-ჯობია ყველაფერი იცოდეს
-დღეს ვაპირებ, იქ წავიყვან და ყველაფერს მოვიყვები
-დარწმუნებული ხარ,რომ იქ წასვლა გინდა?
-სხვა გზა არ მაქვს

----სანდრო
გოგოები სამზარეულოში გავიდნენ, იქიდან რომ დაბრუნდნენ ტასო ჩემთან მოვიდა და მთხოვა გავყოლოდი..მეც უსიტყვოდ გავყევი,არ ვიციდი სად მივყავდი..ბოლოს მივედით..ის ჩაიმუხლა და ლაპარაკი დაიწყო
-იმ ღამეს ძალიან წვიმდა, მერე აღარაფერი მახსოვს, გონს რომ მოვედი თეთრი კედლების მეტი ვერაფერი დავინახე, მაშინვე ანდრე გამახსენდა და ექიმს ვკითხე ის სადაა თქო..მან მითხრა რომ ვერ შეძლეს გადარჩენა და მე მისი გულისთვის უნდა მებრძოლა, მითხრა რომ "მე მას შევპირდი",შევპირდი რომ რადაც არ უნდა დამჯდომიდა ვიბრძოლებდი და არ მივატოვებდი.. მთელი 2 თვე გაუნძრევლად ვიწექი სავადმყოფიში მაგრამ შევძელი თვალების გახელა..მეც შენსავუთ ძლიერი ვარ გესმის? ტასუნას მეძახდა ხოლმე,მაგიტომ ვერ ავიტანე შენ, რომ ტასუნა დამიძახე.-ყვებოდა და ცრემლებს ვერ იკავებდა, მერე მისკენ შებრუნდა დიდ ქვაზე ნახატ სურათს უყურებდა და ახლა მას ელაპარაკებოდა
-მე შენ შეგპირდი, პატარავ..შეგპირდი, რომ არ დავნებდებოდი და სიტყვა შევასრულე..მე ვიბრძოლე..მაშინ მინდოდა, რომ შენს ადგილზე მე ვყოფილიყავი, მაგრამ ასე არ მოხდა..ბევრჯერ დავაპირე მაგრამ ვერ შევძელი..მენატრები, ძალიან მენატრები, მე ცხოვრებას ვაგრძელებ მაგრამ გპირდები შენ არასდროს დაგივიწყებ..ვერავინ დაიკავებს შენს ადგილს..შენ მუდამ ტასუნას ბიჭი იქნები მე კი ანდრეს პატარა -ლაპარაკობდა და მლაშე სუთხით ასველებდა მიწას..მისკენ წავედი დავიხარე და წამოვაყენე
-პატარავ. ყოველთვის მთელი ცხოვრება ანდრეს ტასუნა იქნები, დანარჩენი ხალხისთვის ანასტასია, ჩემთვის კი ტაისა, ტაისა მხოლოდ ჩემია, ჩემი
-მე ანდრეს ტასუნა ვარ,შენი ტაისა-მთელი ძალით მეხუტებოდა, გეგონება სადმე გავექცეოდი ისე მიჭერდა ხელს..
-წავიდეთ?
-წავიდეთ

----ანასტასია
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს უზარმაზარი ლოდი მოვიშორე..მას ყველაფერი მოვუყევი..ის მისმენდა ყველაფრის მიუხედავად ის მისმენდა..მაშოს ქორწილიც მოვიდა..ყველაფერმა კარგად ჩაიარა..
სახლში ჩემი ძმას ვეფერებოდი და ვაწვალებდი და მთელ მონატრებას ვინაზღაურებდი..
ერთ დღეს სანდრომ კაფეში დამპატიჟა, ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ერთი მთვრალი ბიჭი არ დამადგა თავზე
-ვიცეკვოთ?
-არ ვარ ცეკვის ხასიათზე -თავი ავარიდე მასთან ცეკვას..მაგრამ მან ხელი ჩამავლო და გარეთ გამიყვანა.. კაფისგან ცოტა მოშორებით გამიყვანა
-მას ხომ კარგად ეცეკვები პატარავ? -ხელით სანდროსკენ მიმანიშნა
-შენ უნდა გკითხო ვის ვეცეკვო?-მწობილებიდან გამოვედი და ხმას ავუწიე
-როგორ ბედავ ტონს დაუწიე
-ხელი გაუშვი -უცბად სანდროს ხმა გავიგე
-რო არა?
-სანამ გაფრთხილებ გაიგე თორემ გვიანი უქნება მერე
-რას იზავ მცემ?
-არა მოგკლავ..ხელი გაუშვი თქო- და ამ დროს ვიგრძენი ფეხებში ძალა მეცლებოდა,თვალებში მიბნელდებოდა,ვიკეცებოდი, რაღაც საზარელი ხმა გავიგე მერე აღარაფერი მახსოვს

-----ავტორი
რა მოხდა? სად წავიდა ის მხიარული გოგო,რომელიც სულ რაღაც სამი კვირის წინ სიცილით იატაკზე ხოხავდა..ან სად წავიდა ის ბიჭი, რომელიც გოგოს სიყვარულში ეფიცებოდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა?ის გაქრა.. გამაყრუებელი ხმა გაისმა ტაისა ხედავდა, ტოგორ იცლებოდა ბიჭი სისხლისგან, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა, უყურებდა მომღიმარ ბიჭს და გაქვავებული იდგა ერთ ადგილზე
-დამეხმარეთ -ყვიროდა ბოლო ხმაზე
-პა..ტა..რავ არ შე..გე..შინდეს -ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა ბიჭმა
-არა შენ ხომ შემპირდი..შენ ძლიერი ხარ გადაიტან ამასაც..გთხოვ ხმა გამეცი
ღრიალებდა სულგამწარებული გოგო ბიჭი სავადმყოფიში უკვე მკვდარი შეიყვანეს..გოგომ რა გააკეთა? ის მას შეჰპირდა რომ არასდროს დატოვებდა მარტო, ისიც სავადმყოფოში გაჰყვა, შიგნით შესვლისთანავე ჩაიჩოქა და დაიწყო
-მე შენ შეგპირდი პატარავ, არასდროს დაგტოვებდი მარტო.. "შენ მას შეჰპირდი" ტასუნა, ტაისა გახსოვს? -საკუთარ თავს ეჩხუბებოდა ტასო -"შენ მას შეჰპირდი" მე ორივეს შევპირდი მაგრამ ვერც ერთს შევუსრულე პირობა -მისი ხმა მთელ სავადმყოფოს ესმოდა? მისი ხმა ლომის ღრიალს ჰგავდა, მასში ლომმა გაიღვიძა..
მერე რა მოხდა? ის მათ შეჰპირდა და პირობა სავადმყოფოში შეასრულა.. მისმა გულმა ვეღარ გაუძლო ამდენ ტკივილს და მანაც მასთან ერთად დატოვა ოჯახი, მეგობრები, საქართველო და მთელი მსოფლიო..ისიც მათ გაჰყვა და
გა-რ-და-ი-ც-ვა-ლ-ა
....

მადლობა ყურადღებისთვის..არ მინდოდა ასე დამთავრებულიყო მაგრამ ყოველთვის კეთილი ზღაპარივით არ მთავრდება ცხოვრება..ველოდები თქვენს შეფასებას..მივიღებ ჯანსაღ კრიტიკას შემდეგისთვის ????



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ემოციური ისტორია იყო, sweat
ხო, მართალი ხარ, ცხოვრება ყოველთვის ლამაზი ზღაპარივით არ მთავრდება, სამწუხაროდ.
ანასტასიას,
ტასუნას,
ტაისას,
არც ერთს არ გაუმართლა...
იცი ზოგჯერ სიტყვები უბრალოდ არ არის საჭირო,
მაგრამ მაინც
ნუ საბოლოო ჯამში კარგი იყო!

პ.ს ერთი რამ განსაკუთრებით მომხვდა თვალში ეს იყო ცუდა"თ"
ცუდად უკეთესი იქნებოდა, ხო კიდევ იყო იქ რაღაცეები მაგრამ შევეშვათ blush

სალანდერი
ცუდათ არა, ცუდად.
მომღერალისკენ არა, მომღერლისკენ.
მიმიკრა გულში რა ქართულია, მიმიკრა გულზე ან ჩამიკრა გულში.
უამრავი ასეთი შეცდომაა და გადახედე, მოვლენები მეტისმეტად სწრაფად განვითარდა. ასე მალ-მალე არ უნდა მომხდარიყო ყველაფერი, ამას პლიუს ეს ორ ნახვაში გულში ჩავარდნა და ჩახუტებები ცოტა არასერიოზული და ბავშვურია.
სასვენ ნიშნებში სრული გაუგებრობაა, აზრიც ვერ გამომქონდა ადგილ-ადგილ.
მოკლედ მეტისმეტად დასახვეწია.
წარმატებები.


ყველაფერი ნუ ჩაუყარე წყალში :დდ ნამდვილი მეგრული აჯიკა ხარ joy

 


№2  offline წევრი კეროლაინი

დასაფასებელია შრომა,მაგრამ... რაღაც უფრო სხვას ველოდი.. შეცდომებიც იყო, სხვა დროს შეეცადე გადახედო ხოლმე... ნუ საბოლოო ჯამში ცუდი არ იყო blush წარმატებები❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent