ნუთუ შეგიყვარდა? (თავი 13)
დილის მზეს გაჰყურებდა და მძიმედ სუნთქავდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სასწაულად სტკიოდა თავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი ორგანიზმი თავისუფლდებოდა სიმთვრალისგან. მძიმედ გაჰყურებდა მზეს და კატასტროფულად სიამუვნებდა მზის სხივებისგან გამომდინარე, თვალიდან გადმოდენილი მლაშე სითხე. პირველად ცხოვრებაში შეიყვარა კაცი და მასაც ხვალ საკუთარი ხელებით გამოუტანს განაჩენს, იმდენად ბევრი იყო მასში დამიანე ავალიანი, რომ მისი თითოეული გულისფეთქვაც მის სახელს ყვიროდა. ფეხზე წამოდგა და აივნის კარი გააღო, გრილმა ჰაერმა ერთიანად მოიტანა სასიამუვნო შეგრძნება და სხეული მთლიანად დაეხორკლა ვიბლიანს. ქვემოთ მეზობლების განუწყვეტელი გინება აყრუებდა ყველაფერს და მალევე შევიდა სახლში. აბაზანის კაბინაში მდგომს სხეულის ყველა ნაწილზე შეხება სტკიოდა და ხორცს აგლეჯდა. მონატრებული ხელები იმდენად სურდა, რომ წამით წარმოიდგინა კიდეც, როგორ ჩაუყვებოდა მამაკაცის ცხელი ბაგეები მის ყელს და როგორ აკოცებდა კერტებზე, მერე სულ ოდნავ მოუჭერდა კბილებს და სასიამუვნო კვნესა გააყრუებდა მთელს სააბაზანოს, ბოლოს კი კულმინაცია იქნებოდა დამიანეს ტუჩები მის სა*ოზე. ამ ფიქრებიდან მისმა ხელმა გამოიყვანა, რომელიც ცოტაც და მის ფეხებსშორის გაიკვლევდა გზას -რა სულელი ხარ ანასტასია, სულელიი! საკუთარ თავს გაუჯავრდა და პირსახოც შემოხვეული გავიდა საძინებელში ყველაფერი ისევ ისე დახვდა და ოცნება იმაზე, რომ შეიძლებოდა დამიანე მის საწოლზე ყოფილიყო, ისევ ოცნებად დარჩა. ტანსაცმელი მოირგო თუ არა სახლი დატოვა და ფეხით გაუყვა თავისუფლებას. ეს ქუჩა მართლაც, რომ თავისუ'ფლება იყო, იმდენად ლაღად გრძნობდა აქ ვიბლიანი თავს ხანდახან სახლში შესვლას ერჩივნა ათასჯერ მოვლილი ადგილები კიდევ ერთხელ მოეარა და ხელახლა შეესწავლა ყველაფერი. პარკში იჯდა და მტრედებს აკვირდებოდა, უყვარდა რუხი ფერი და მითუმეტეს თუ მტრედი ატარებდა ამ ფერს. გიჟდებოდა ყველაფერზე რაც შეიძლება ეს ფერი ყოფილიყო და სულ წამით თავში ავალიანის ნაცრისფერებმა გაჰკრა. შეიშმუშნა, იმდენად მოულოდნელი იყო მტრედთან ავალიანი და ფეხზე წამოდგა, ისევ ფეხით აპირებდა გზის გაგრძელებას ფეხებთან შავი მანქანა, რომ შეჩერდა და სულ ოდნავ დაფრთხა ტასო. მალევე ჩასწია უცნობმა მინა და ნაცნობი ნაცრისფერები შეეფეთა ანასტასიას, გაოცებული უცქერდა კაცს და ხელის გულები ექავევოდა ისე უნდოდა ჩახუტება -დაჯექი! კაცის ხმამ სულ დააბნია, ოდნავ შეცვლოდა ამ 2 კვირაში, თითქოს უფრო დაბოხებოდა -არ მინდა ფეხით გავივლი -ტასია დაჯექი! წამსვე დასჭექა ავალიანმა და ქალსაც არ დაუყოვნებია გაფართოებული თვალებით შეეხედა გააფთრებულ დამიანეს -სალაპარაკო გვაქვს ტასია! შედარებით მშვიდი ტონით მიუგო და კარი გახსნა, არ აპირებდა დაჯფომას თუმცა ფეხები უნებლიეთ აამოძრავა და სულ რამდენიმე წამში მანქანაში მჯდომი აკვირდებოდა რუხ მტრედებს. მანქანა ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე შეაჩერა და გვერდით მჯდომ ქალს გახედა რომელიც არც კი უყურებდა. -დღეს ბერომ დამირეკა.. მოულოდნელად დაიწყო საუბარი და წინ გაიხედა. აღელვებული ხმა ჰქონდა ტელეფონში მეხვეწებოდა აქედან მოშორდი, თორემ სულ მალე დაგიჭერენო. სასაცილოდ არ მეყო ეს ამბავი, ჩემზე არაფერი აქვთთქო და სულ შენთხვევით წამოსცდა, რომ ანასტასია ვიბლიანი ჰყავთ თურმე იმ დედა მოტ*ულებს, ქალი რომელიც ყველა საქმეს იძიებს, ქალი რონელიც ყველას დედას უტ*ნავს და არც მე დამაკლო! ტელეფონი გამივარდა, გგონია შემეშინდა? სულ ფეხებზე ციხე, ყველაზე მეტი 2 საათი ჩამსვან და მერე ჩენს თმის ღერს ვერ იპოვნიან, მაგრამ ამას რა ვუყო? გულს რა ვუყო, როცა ვიცი, რომ ჩემი საყვარელი ქალი ზურგს უკან სამარეს მითხრის? ჩვენ გენდეთ, ყველა ბიჭები ჩაიზე გპატიჟებდნენ, თითქმის ყველა ადგილი იცი სადაც დავდივარ და ამ დროს იმ ა*ვრებს ჩემზე ინფორმაციებს აწვდი? ეს რით დავიმსახურეთ ქალბატონო ანასტასია? რიით? ხელი საჭეს დაარტყა და გვერდით მჯდომს გახედა, რომელიც უემოციო სახით, ჯიუტად მისჩერებოდა ერთ წერტილს -არავის უთხოვია მატარე ყველგანო! მე პოლიციელი ვარ და ჩემთვის საქმის გამოძიება ყველაზე მაღლა დგას. -მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? -არა, თუ შეგიძლიათ სახლში წამიყვანეთ! -ახლა დაიწყე საუბარი თქვენობით? აქამდე უვრალოდ დამიანე ვიყავი და ახლა არა? ტასია იმედგაცრუება იცი რა არის? ტვინში შემოგიძვრება და გჭამს, ყველა უჯრედს, რომ მოკლავს მერე საკვებად გულს მიაშურებს და ამ დროს შენ ტვინი უკვე მკვდარი გაქვს, რომ გულს უშველო! მეგონა შენ ჩემი ტასია იყავი, მაგრამ არა შენ არ ხარ ის ქალი, რომელიც მე შევიყვარე! ირონიულად გაუღიმა და მანქანა დაძრა. ეს იყო ყველაზე გრძელი გზა, სადაც კი უვლია ანასტასიას, ხელებს ვეღარ იმორჩილებდა ისე უნდოდათ საყვარელი მამაკაცის შეგრძნება, თუმცა მათ შორის გაჩნდა ზღვარი. ზღვარი ბედნიერებასა და უბედურებას შორის კი სულ ერთი ნაბიჯი იყო. არც ერთი აპირებდა ნაბიჯის გადადგმას და არც მეორე, უბრალოდ ორივე იყურებოდა უმისამართოდ. დილა ქაოსურად დაიწყო მახარაძეებთან. ყველა გადარბენაზე იყო, ზოგი კერძებს ამზადებდა ზოგი სახლს ასუფთავებდა და ზოგიც ყველაფერს რასაც ხელში იღებდა ამსხვრევდა -მია ფრთხილად! -გიგა როგორ შემაშინე? -მართლა? გაიოცა მახარაძემ და ცოლის კისერს ხელები მოხვია -სირცხვილია რას აკეთებ? -აჰაა, ჩემს ცოლს, რომ შევეხო ის სირცხვილია და შენ, რომ ძალით მასხვრევ ამ ძველმანებს ის არაა სირცხვილი? ღიმილით დაჰყურებდა ჭარხლისფერ ქალს -მე უბრალოდ... -ღმერთო რა საყვარელი ხარ როცა ასე ლუღლუღებ. ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ მია გეგეშიძე. ქალს გაუღიმა და შუბლზე, ნაზად შეახო ბაგეები. დღეები ერთმანეთს მალე ცვლიან, იმდენად მალე, რომ მიას უკვე ცხრა თვე შეუსრულდა და ალბათ სულ მალე იმშობიარებს კიდეც. -გიგაა! წამოიკივლა გეგეშიძემ და ქმარი შეატოკა -ხო მი -იბადება -ვინ? -შენი შვილი სულელო! გადაიკისკისა და მალევე ამოუშვა ტკივილნარევი ბგერები პირიდან. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გააზრება ვერავინ მოახერხა. კივილით გაიყვანეს მია ექთნებმა და მალევე მოათავსეს საკაცეზე. 15 წუთში სამშობიაროდან ქალის განწირული კივილი ისმოდა, რომელსაც სულ მალე დაერთო პატარა ბიჭუნას ტირილი რომითაც ყველას ამცნო დაბადება. ბუნდოვნადღა ხედავდა ყველაფერს მია, მაგრამ იცოდა ერთი ახლა სიკვდილიც ვეღარ შეაჩერებდა რადგან მას ჰყავდა შვილი და თავად უკვე ერქვა დედა. --- მიას ჩანაწერები "პირველად მისი ხმა, რომ გავიგონე გავოგნდი, ის ძალიან ტიროდა და მეგონა რაღაც აწუხებდა მაგრამ თურმე მხოლოდ ამ ბინძურ და ჭუჭყიან ჰაერს უშვებდა მის უმანკო სხეულში. დროის აღქმა დავკარგე, მეგონა დრო გაიყინა და მხოლოდ მე და ჩემი ბიჭუნა ვარსებობდით. სახელზე ბევრი არც კი მიფიქრია ის კოტიკოა. მეორე კოტე მახარაძე, რომელსაც ელოდა ყველა განსაკუთრებით კი მისი მამიკო და ჩემი "ადამიანი" გიგა. როცა პირველად გაიგო, რომ ბიჭი იყო და თან კოტიკო დავარქვი გაოგნებული მიყურებდა მაგრამ მერე ერთიანად იხეთქა მის სახეზე ბედნიერებამ. პირველად, რომ ჩემი შვილის სურნელი ვიგრძენი მეგონა გიგა მყავდა მკერდზე აკრული. თურმე მართალია, შვილს საყვარელი მამაკაცის სუნი აქვს. ალბათ ამაზე მეტად ვერაფერი გაგაგიჟებს, როცა შენი მამაკაცის ნაწილს საკუთარ ძუძუს აწოვებ და ხვდები იმას, რომ ძალიან ძალიან ბედნიერი ხარ. დედობა ეს იმაზე მეტია ვიდრე ოდესმე წარმოიდგენ. 23 წლისამ სრულიად გამოუცდელმა გავაჩინე კოტე და მხოლოდ ერთი ვიცოდი, მის გამო გადავდგამდი მთებს, დავაშრობდი ზღვებს და მივწვდებოდი ცას. ის იყო მე და ჩემი "ადამიანის" ნაწილი. ის იყო მეორე კოტიკო მახარაძე თბილისში." ---- მოგეწონებათ იმედია❤ გეფიცებით მთელი გულით დაგიწერეთ. იმედი მაქვს შემიფასებთ❤ ძალიან, ძალიან მომენატრეთ❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.